შემნახველი პასუხისმგებელია შესანახად გადაცემული საქონლის დაკარგვით ან/და დაზიანებით მიყენებული ზიანისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამის თავიდან აცილება კეთილსინდისიერ შემნახველსაც არ შეეძლ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 785. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება
სამოქალაქო კოდექსის 785-ე მუხლი · სკ 785
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ას-440-2025
პალატის მითითებით, 2021 წლის 03 თებერვლის ოქმი შეიცავდა დაზიანებული ნივთების ჩამონათვალს და დათქმას იმის თაობაზე, რომ მოძრავი ნივთების 90% გამოუსადეგარი იყო, რაც სამოქალაქო კოდექსის 785-ე მუხლის თანახმად, შემნახველისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების სამართლებრივი წინაპირობა იყო.
- საქმე №ას-1077-1034-2016
…დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მიმბარებელმა შემნახველისთვის მიბარებული არმატურის საერთო რაოდენობიდან, მოპასუხის ბრალით ვერ დაიბრუნა 59.22 ტონა არმატურა, რითაც 46 783.00 აშშ დოლარის ზიანი (59,22x790) განიცადა, რომელიც სსკ-ის 785-ე მუხლისა „შემნახველი პასუხისმგებელია შესანახად გადაცემული საქონლის დაკარგვით ან/და დაზიანებით მიყენებული ზიანისათვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამის…
- საქმე №ას-102-95-2017
სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 316-ე, 317-ე, 477-ე, 361-ე, 629-ე, 763-ე, 799-ე, 780-ე, 781-ე, 782-ე, 784-ე, 785-ე, 319-ე, 394-ე, 407-ე, 408-ე, 412-ე, 442-ე, 444-ე მუხლებით. 10.1. საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარ
- საქმე №ას-691-661-2014
პალატამ ასევე მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 763-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ სარჩელში მითითებული და, შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო, დამტკიცებულად ჩათვლილი გარემოებები იურიდიულად ამართლებდნენ მოთხოვნას სამოქალაქო კოდექსის 763-ე და 785-ე მუხლების მიხედვით. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.მ–მ, მოითხოვა მისი, ასევე, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი…
- საქმე №ას-421-399-2011
დავის გადაწყვეტისას სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 763-ე, 361-ე, 785-ე მუხლები (ტომი 1, ს.ფ. 103-109). პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
- საქმე №ას-938-1217-05
- საქმე №ას-250-571-04
- საქმე №ბს-346-479-კ-03
- საქმე №330210013303213
- საქმე №210210015001199960
- საქმე №160210018002294100
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 779. პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება დაუძლეველი ძალის გამო
- მუხლი 780. ცნება
- მუხლი 781. შენახვის ვალდებულებათა კეთილსინდისიერად შესრულების მოვალეობა
- მუხლი 782. საქონლის რაოდენობის შემოწმება შემნახველის მიერ
- მუხლი 783. მიბარებული საქონლის დათვალიერების უფლება
- მუხლი 784. შეტყობინების ვალდებულება
- მუხლი 786. გვაროვნული ნივთების შენახვის თავისებურებანი
- მუხლი 787. მიბარებული საქონლის გაყიდვა
- მუხლი 789. სასაწყობო მოწყობის რეკვიზიტები
- მუხლი 790. ვარანტი
- მუხლი 791. საორდერო სასაწყობო მოწმობა
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 785, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-785/