განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 210210015001199960
საქმე №2ბ/5483-16
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 მარტი 2018 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - დიანა ბერეკაშვილი
მოსამართლეები: ვანო წიკლაური, ეკატერინე ცისკარიძე
სხდომის მდივანი - ნატო მახარაშვილი
აპელანტი - ნ-------- ხ----–---–ი
წარმომადგენელი- თ------------–---–--
მოწინააღმდეგე მხარე - ა-–------ მ--------ი, ი-–--- მ--------ი
წარმომადგენელი - ნ-------------–----
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილება
დავის საგანი – მიყენებული ზიანის ანაზღაურება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება;
აღწერილობითი ნაწილი
1. ნ-------- ხ----–---–მა სარჩელით მიმართა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა: მოპასუხეებს ა-–------ მ--------ს და ი-–--- მ--------ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროთ მოსარჩელის კუთვნილი 114 სული ცხვრის დაკარგვით გამოწვეული ზიანის 20520 ლარის ანაზღაურება. ასევე მოპასუხეებს დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 617 ლარის გადახდა.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი: ნ-------- ხ----–---–ი საკუთრების უფლებით ფლობს სიღნაღის რაიონში ,,ე---------" ყ---------ის ტერიტორიაზე არსებულ მესაქონლეობის ფერმას და საკუთრებაში ჰყავს 850 სული წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი - ცხვარი. 2009 წელს ნ-------- ხ----–---–სა და ა-–------ მ--------ს, მისი შვილი ი-–--- მ--------ს, ს------------–ი მ--------ს, ა---- მ--------ს, მ-------- ნ-------ს და მ------ ა-–------ს შორის გაფორმდა ზეპირი ფორმით ხელშეკრულება, რომლის პირობების თანახმად, ა-–------ მ--------ს, ი-–--- მ--------ს, ს------------–ი მ--------ს, ა---- მ--------ს, მ-------- ნ-------ს და მ------ ა-–------ს უნდა მოევლოთ ნ-------- ხ----–---–ის ცხვრისთვის. თავის მხრივ ნ-------- ხ----–---–მა იკსრა ვალდებულება უზრუნველეყო მოპასუხეების კუთვნილი 400 ცხვარი საკვებით, რისთვისაც იქირავა ზაფხულის და ზამთრის საძოვრები. რაც შეეხება მწყემსს მ------ ა-–------ს, ვინაიდან მას ცხვარი არ ჰყავდა ნ-------- ხ----–---–ი უხდიდა ხელფასს 400 ლარს. 2012 წლის 12 ნოემბრიდან 01 დეკემბრამდე პერიოდში მოპასუხეები ა-–------ მ--------ი და ი-–--- მ--------ი დაუდევრად მოეკიდნენ თავის მოვალეობებს და დაკარგეს ნ-------- ხ----–---–ის კუთვნილი 114 სული ცხვარი, თითოეული 180 ლარად ღირებული, რითაც მოსარჩელეს მიაყენეს 20520 ლარის ზიანი.
2. მოპასუხეებმა ა-–------ მ--------მა და ი-–--- მ--------მა წარმოდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს. მოპასუხეთა განმარტებით მათ და ნ-------- ხ----–---–ს შორის რაიმე ფორმით შეთანხმება ცხვრების დაკარგვის, ავადმყოფობით დახოცვის ან სხვა საფუძვლით დანაკლისის შემთხვევაში საქონლის ღირებულების ანაზღაურების შესახებ არ ჰქონიათ. 2012 წლის ნოემბრის თვეში ნ-------- ხ----–---–ის ცხვრებთან ერთად დაიკარგა ასევე მოპასუხეების კუთვნილი 31 სული ცხვარი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება. ი-–--- მ--------მა და ა-–------ მ--------მა ასევე განაცხადეს, რომ ცხვრების დაკარგვის პერიოდში ფერმაში არ იმყოფებოდნენ და მათ არავითარი ბრალი არ მიუძღვით მოსარჩელისთვის ზიანის მიყენებაში, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. სიღნაღის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნ-------- ხ----–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ დასკვნებს:
3.1 ნ-------- ხ----–---–ი საკუთრების უფლებით ფლობს სიღნაღის რაიონის ადგილ ,,ე------ს" ტერიტორიაზე მესაქონლეობის ფერმას და მას საკუთრებაში ჰყავს 850 სული ცხვარი. 2009 წლიდან ზეპირი ფორმით დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ნ-------- ხ----–---–ის საქონელს უვლიან მოპასუხები ა-–------ მ--------ი და ი-–--- მ--------ი, ს------------–ი მ--------ი, ა---- მ--------ი, მ-------- ნ-------ი და მ------ ა-–------ი. მხარეთა შორის არსებული შეთანხმების თანახმად, ა-–------ მ--------მა, ი-–--- მ--------მა, ს------------–ი მ--------მა, ა---- მ--------მა, მ-------- ნ-------მა და მ------ ა-–------მა იკისრეს ნ-------- ხ----–---–ის კუთვნილი საქონლის (850 სული ცხვარი) მოვლის (საძოვარზე გაყვანა და საღამოთი უვნებლად ფერმაში დაბრუნება) ვალდებულება, ხოლო ნ-------- ხ----–---–მა იკისრა მოპასუხეების კუთვნილი ცხვრის (მთლიანობაში 750 სული) საკვებით უზრუნველყოფის ვალდებულება. ხოლო მწყემსი მ------ ა-–------ისთვის ხელფასის სახით ყოველთვიურად 400 ლარის გადახდის ვალდებულება.
3.2 2012 წლის 12 ნოემბრიდან 01 დეკემბრამდე პერიოდში დაიკარგა ნ-------- ხ----–---–ის კუთვნილი 114 სული ცხვარი, თითოეულის ღირებულება - 180 ლარი, რითაც ნ-------- ხ----–---–ს მიადგა 20520 ლარის ზიანი. შსს სიღნაღის რაიონულ სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე N0-----------. ნ-------- ხ----–---–ის კუთვნილი 140 სული ცხვრის ქურდობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით.
3.3 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი იძლევა მტკიცებულებათა სახეობების იმ ნუსხას, რომლითაც მოსარჩელე სარჩელში, ხოლო მოპასუხე შესაგებელში მითითებული გარემოებების დადასტურების შესაძლებლობას იძენს, მათ შორისაა, მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები, ასევე ექსპერტთა დასკვნები. ამასთან აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან მტკიცებულების არცერთ სახეობას უპირატესობა არ ენიჭება, უფრო მეტიც, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სასამართლოზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარეთა მიერ მიცემული ახსნა- განმარტებებით დადგინდა, რომ ა-–------ მ--------ი, ი-–--- მ--------ი, ს---- მ--------ი, ა----ი მ--------ი, მ------ ნ-------ი და მ------ ა-–------ი 2009 წლიდან ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე იმყოფებიან დასაქმებული არიან ნ-------- ხ----–---–ის ფერმაში და უვლიან (მწყემსავენ) ნ-------- ხ----–---–ის კუთვნილ პირუტყვს - 850 სულ ცხვარს. დადგენილია, რომ ცხვრის მოვლისათვის გათვალისწინებული იყო საზღაური, კერძოდ, ნ-------- ხ----–---–ი მწყემსს მ------ ა-–------ს ყოველთვირად უხდიდა ხელფასის სახით 400 ლარს, ხოლო და----ჩენი მწყემსებისთვის გათვალისწინებული საზღაურის სანაცვლოდ უზრუნველყოფდა მათ კუთვნილ საქონელს (750 სული ცხვარი) საკვებით.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მტკიცებას, რომ სარჩელში მითითებული მოპასუხეების ა-–------ მ--------ის და ი-–--- მ--------ის ბრალეულობით მოხდა ნ-------- ხ----–---–ის კუთვნილი 114 სული ცხვრის დაკარგვა, ვინაიდან საქმეზე გამოკვეული მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად ვერ დადგინდა იმ პირთა წრე, ვინც პირუტყვის დაკარგვის დროს იმყოფებოდა მწყემსად და ვალდებული იყო გაეყვანა ცხვარი საძოვარზე და დაებრუნებინა ფერმაში. ამასთან მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება არ მიუთითებს მოპასუხეთა მხრიდან ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ბრალეულობაზე, ამის დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელე მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი. რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებებს, ისინი ბუნდოვანია, ურთიერთსაწინააღმდეგოა და არც ერთი ჩვენება არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ მოპასუხეთა ბრალეულობა დადგენილად მიიჩნიოს. სხვა მტკიცებულება კი საქმეში არ არის წარმოდგენილი.
3.4 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. დადგენილია, რომ მოპასუხეები ა-–------ მ--------ი და ი-–--- მ--------ი ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე ახორცილებდნენ ნ-------- ხ----–---–ის წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის (ცხვარ) მწყემსვას. ხელშეკრულების მიხედვით ა-–------ მ--------ი, ი-–--- მ--------ი, ასევე მათთან ერთად ნ-------- ხ----–---–ის ფერმაში მომუშავე მწყემსები მ------ ა-–------ი, ა---- ა-–------ი, მ-------- ნ-------ი და ს------------–ი მ--------ი ვალდებულნი იყვნენ დილით წაეყვანათ ცხვარი საძოვარზე და საღამოს მიეყვანათ ფერმაში.
3.5 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლში მოცემულია დელიქტური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლები, კერძოდ, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების მოვალეობა, მოცემული უნდა იყოს შესაბამისი პირობები. კერძოდ, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. ამასთან, დადგენილი უნდა იყოს მიყენებული ზიანის ოდენობა. ამ პირობების ერთობლიობა წარმოადგენს იურიდიულ შემადგენლობას და თუნდაც ერთ-ერთი მათგანის არარსებობა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ, მართალია, დადგენილია მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად ნ-------- ხ----–---–ისთვის ზიანის მიყენების ფაქტი, თუმცა, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხეების ბრალეულობა მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანს შორის. მოსარჩელემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის პირობებში ვერ შეძლო მოპასუხეების ბრალეულობის დამადასტრებელი რაიმე მტკიცებულების წარმოდგენა. საქმეზე მოწმის სახით დაკითხული პირების: მ------ ა-–------ის, ა---- ა-–------ის, მ-------- ნ-------ის და ს------------–ი მ--------ის ჩვენებები ბუნდოვანია, ურთიერთსაწინააღმდეგოა და არც ერთი ჩვენება არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ მოპასუხეთა ბრალეულობა დადგენილად მიიჩნიოს. სხვა მტკიცებულება საქმეში არ არის წარმოდგენილი. ვერ დადასტურდა ის გარემოება, რომ ა-–------ მ--------ი და ი-–--- მ--------ი საქონლის დაკარგვის პერიოდში მწყემსავდნენ ნ-------- ხ----–---–ის ცხვარს. ამასთანავე მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც დასრულებული არ არის.
3.6 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე მიყენებული ზიანისათვის კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. მითითებული სამართლის ნორმების შესაბამისად, სასამართლო განმარტავს, რომ ზიანი როგორადაც არ უნდა იყოს სავარაუდო წინასწარ, თუ იგი მოვალის უშუალო მოქმედებით არ იქნება გამოწვეული, ამ უკანასკნელის პასუხისმგებლობა გამორიცხულია, შესაბამისად მოვალის მოქმედება უნდა იყოს როგორც ბრალეული ასევე ამ ზიანის გამომწვევიც.
3.7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის, მე-4 მუხლისა და
103-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მოქმედებს პრინციპი, რომ იმ მხარემ, რომელიც მტკიცებულებად იყენებს რაიმე ფაქტებს, გარემოებებს და დოკუმენტს, უნდა დაამტკიცოს ამ დოკუმენტში დაფიქსირებული ფაქტების ნამდვილობა, თუ აღნიშნული გახდება სადავო. მითითებულ ნორმებზე დაყრდნობით სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე. შესაბამისად მოსარჩლის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ვერცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოპასუხეების ბრალეულობას დამდგარ ზიანთან დაკავშირებით, როდესაც საპირისპიროს აცხადებს მოპასუხე მხარე. შესაბამისად ამ ვითარებაში მოსარჩელის მხოლოდ ახსნა-განმარტება ვერ დაედება საფუძვლად სარჩელის დაკმაყოფილებას, ვინაიდან წარმოდგენილ მტკიცებულებებით არ დასტურდება ა-–------ მ--------ის და ი-–--- მ--------ის ბრალეულობით მოსარჩელეზე ზიანის მიყენების ფაქტი.
4. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა ნ-------- ხ----–---–მა.
4.1 აპელანტის მოსაზრებით არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების უარის ქმის საფუძველი, რადგან სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მხარის ახსნა-განმარტებით უტყუარად დასტურდებოდა, რომ მოპასუხეების უხეში გაუფრთხილებლობით მიადგა ქონებრივი ზიანი, რომლის ანაზრაურების ვალდებულეაც გააჩნიათ მოწინააღმდეგე მხარეებს. აპელანტი დამატებით აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის არსებობდა ზეპირი შეთანხმება, რომლის თანახმადაც ცხვრების მოვლა-პატრონობა, ასევე მათი საძოვარზე უვნებლად წაყვანა-მოყვანაზე პასუხისმგებლები არიან მწყემსები.
სამოტივაციო ნაწილი
5. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ნ-------- ხ----–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების პროცესუალური და მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობები, რის გამოც უნდა გაუქმდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 384-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
6. პალატას, მხარეთა ახსნა-განმარტებოსა და საქმეზე წარმოდგენილი სააგამოძიებო მასალების საფუძველზე, (ს.ფ.85-241. ტომი1) საქართველოს სამოქალაქო პროცესის 102-ე მუხლის თანახმად დადგენილდ მიაჩნია, რომ მხარეებს შორის არსებობდა ზეპირი ფორმით დადებული მიბარების სასყიდლიანი ხელშეკრულება. (იხ. სუსგ საქმე ას-159-480-05; ასევე სუსგ საქმე ას-421-399-2011) საქართველოს სამოქალაქო ოდექსის 763-ე მუხლის თანახმად, მიბარების ხელშეკრულებით შემნახველი კისრულობს შეინახოს მიმბარებლის მიერ მისთვის ჩაბარებული მოძრავი ნივთი. ხელშეკრულების ობიექტს წარმოადგენდა, ნ-------- ხ----–---–ის კუთვნილი წვრილფეხა საქონელი, რომელთა მოვლა-პატრონობაც დაევალათ, მოპასუხეებს, ი-–--- და ა-–------ მ--------ებს. (იხ. ა-–------ მ--------ის ჩვენება ს.ფ.169-171) თავის მხრივ ნ-------- ხ----–---–მაც იკისრა ვალდებულება, მწყემსების კუთვნილი წვრილფეხა საქონლის საკვებით უზრუნველყოფა, რაც ნიშნავს, რომ ხელშეკრულება არის სასყიდლიანი. სამოქალაქო კოდექსი არ ითვალისწინებს მიბარების ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, სავალდებულო წერილობით ფორმას, მხარეთა ნების ავტონომიისა და და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანხმად, მხარეებს შეუძლიათ დადონ ხელშეკრულება და თვითონ გადაწყვიტონ, მისი ფორმა, შინაარსი და ა.შ. აქედან გამომდინარე სახეზეა ნამდილი, სასყიდლიანი მიბარების ხელშეკრულება.
განსახილველ შემთხვევაშ, დავის საგანს წარმაოდგენს მიბარებული საქონლის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. დადგენილია, და სადავო არ არის რომ 2012 წლის 12 ნოემბრიდან 01 დეკემბრამდე პერიოდში დაიკარგა ნ-------- ხ----–---–ის კუთვნილი 114 სული ცხვარი, თითოეულის ღირებულება - 180 ლარი, რითაც ნ-------- ხ----–---–ს მიადგა 20 180 ლარის (მოთხოვნის ფარგლებში) ზიანი. როგორც, ი-–--- მ--------ის დაკითხვის ოქმიდან ირკვევა, ის საქონლის დაკარგვის პერიოდში იმყოფებოდა მინდორში საქონელთან ერთად, ხოლო მისი მამა, იმყოფებოდა სოფელში. როგორც მოპასუხე აღნიშნავს, ის გათავისუფლებული იყო ნ-------- ხ----–---–ის მიერ, რასაც უარყოფა ნ-------- ხ----–---–ი. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ა-–------ მირაევმა და ი-–--- მ--------მა ვერ მოახერხეს ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულება. მიბარების ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, შემნახველის ვალდებულება მოიცავს ნივთის დაცვას განადგურების, დაკარგვისა და დაზიანებისაგან, აგრეთვე ზრუნვას ნივთის შენარჩუნებისათვის. ნივთის დაზიანების ან შემთხვევითი დაღუპვის საფრთხის მატარებელი არის შემნახველი.
სამოქალაქო კოდექსის 785-ე მუხლის შესაბამისად, შემნახველი პასუხისმგებელია შესანახად გადაცემული საქონლის დაკარგვით ან/და დაზიანებით მიყენებული ზიანისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამის აცილება კეთილსინდისიერ შემნახველსაც არ შეეძლო. მოპასუხეებს სარჩელის უარყოფის საფუძვლად, დამდგარი ზიანის თავიდან აცილების შეუძლებლობის ფაქტობრივ გარემოებაზე არ მიუთითებიათ. ამდენად, პალატას მიიჩნია, რომ 785-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით მათი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების პირობები არ არსებობს. პალატა განმარატვს რომ უსასყიდლო მიბარების შემთხვევაშიც კი სსკ 764-ე მუხლის თანახმად შემნახველი ვალდებულია ისეთივე კეთილსინდისიერად შინახოს ნივთი, როგორითაც საკუთარ ნივთს შეინახავდა. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებულია მიბარების სასყიდლიანი ხელშეკრულება, პალატას მიაჩნია რომ, ნორმის სისტემური განმარტების მეთოდიკიდან გამომდინარე, ამ შედეგს ვაღწევთ ასევე ე.წ. “მითუმეტეს დასკვნის” სახითაც, ანუ (argumentation a fortiori) თუკი სამართლებრივი შედეგი ვრცელდება კანონით მოწესრიგებულ უფრო მსუბუქ “ა” შემადგენლობაზე, მაშინ ის, მით უმეტეს, უნდა გავრცელდეს კანონით მოუწესრიგებელ, საქმის უფრო მძიმე “ბ” შემადგენლობაზე, რომელზეც კანონის კონკრეტული მიზანი უფრო დიდი მასშტაბით ვრცელდება.
სააპელაციო პალატა მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლს, რომლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამდენად ა-–------ და ი-–--- მ--------ებს უნდა დაეკისროთ ნ-------- ხ----–---–ის სასარგებლოდ 20 180 ლარის, 114 სული ცხვარის ღირებულების ანაზღაურება. (სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებში)
7. პალატა არ იზიარებს მოპასუხეთა პოზიციას იმასთან დაკავშირებით რომ მოპასუხეების გარდა მიბარების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას ასრულებდნენ სხვა მწყემსებიც. პალატა მიუთითებს საქმეზე წარმოდგენილ დაკითხვის ოქმებზე (ს.ფ.169-171) სადაც მოპასუხე ა-–------ მ--------ი განმარტავს რომ მართალია ფერმაში მუშაობენ სხვა მწყემსებიც მაგრამ „ნ--------ისაგან ყველაფერი მას აბარია და ის აგებს პასუხს ყველაფერზე.“ პალატა განმარტავს რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ დადგინდებოდა ყველა მწყემსთან მიბარების სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა მაინც სახეზე იქნებოდა მიბარების ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი სოლიდარული ვალდებულება, რომლის ფარგლებშიც მოვალეებად გვევლინებიან შემნახველები (მწყემსები) ხოლო კრედიტორად _ მესაკუთრე მიმბარებელი, რომელმაც საკუთარი სურვილის შესაბამისად, ვალდებულების შესრულება შეუძლია მოითხოვოს, როგორც ერთ-ერთი, ისე _ ყველა სოლიდარულად პასუხისმგებელი პირისაგან თანახმად სამოქალაქო კოდექსის 463-ე-465-ე მუხლებისა. (იხ.სუსგ საქმე №ას-777-744-2016)
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამდენად, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის (აპელანტის) სასარგებლოდ სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახემწიფო ბაჟი.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ-------- ხ----–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. მოპასუხეებს ა-–------ მ--------ს და ი-–--- მ--------ს დაეკისროთ ნ-------- ხ----–---–ის სასარგებლოდ 20 180 (ოციათას ასოთხმოცი) ლარის გადახდა;
4. მოპასუხეებს ა-–------ მ--------ს და ი-–--- მ--------ს დაეკისროთ ნ-------- ხ----–---–ის სასარგებლოდ 807 ლარის ანაზღაურება სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში;
5. მოპასუხეებს ა-–------ მ--------ს და ი-–--- მ--------ს დაეკისროთ ნ-------- ხ----–---–ის სასარგებლოდ 617 ლარის ანაზღაურება სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში;
6. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
7. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სხდომის თავმჯდომარე: /დიანა ბერეკაშვილი /
მოსამართლეები: /ეკატერინე ცისკარიძე/
/ვანო წიკლაური /