1. მიბარება უსასყიდლოა, თუ შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ შემნახველი ახორციელებს შენახვას სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში, მაშინ საზღაური დუმილითაც შეთანხმებულად ჩაითვლება.
2. თუ საზღაურის ოდენობა არ არის განსაზღვრული, მაშინ ტარიფების არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სატარიფო განაკვეთი, ხოლო ტარიფების არარსებობისას – ჩვეულებრივი საზღაურ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 764. მიბარების საზღაური 1. მიბარება უსასყიდლოა, თუ შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ შემნახველი ახორციელებს შენახვას სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში, მაშინ საზღაური დუმილითაც შეთანხმებულად ჩაითვლება. 2. თუ საზღაურის ოდენობა არ არის განსაზღვრული, მაშინ ტარიფების არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სატარიფო განაკვეთი, ხოლო ტარიფების არარსებობისას _– ჩვეულებრივი საზღაური.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(20)
საქმე №ბს-452(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.10.2025
…ხარჯი დაეკისრება მოვალეს და ამოიღება აღსასრულებელ მოთხოვნასთან ერთად, თუ ეს ხარჯი გაიღო აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მესამე პირთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე და შესაძლებელია მისი დადასტურება შესაბამისი დოკუმენტაციით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 764-ე მუხლის თანახმად, მიბარება უსასყიდლოა, თუ შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ შემნახველი ახორციელებს შენახვას…
საქმე №ას-1116-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.12.2023
…მოძრავი ნივთი ( სსკ-ის 763-ე მუხლი) (მოსარჩელეს ევალებოდა მოპასუხის მიერ მისთვის გადაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ეფექტური სადღეღამისო დაცვა); მიბარება უსასყიდლოა, თუ შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ( სსკ-ის 764-ე მუხლი); თუ მიბარება უსასყიდლოა, მაშინ შემნახველი ვალდებულია ისეთივე კეთილსინდისიერებით შეინახოს ნივთი, როგორითაც საკუთარ ნივთს შეინახავდა ( სსკ-ის 765-ე…
საქმე №ას-1475-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.04.2020
…უსასყიდლო ხასიათის შესახებ და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად დაუშვა პრეზუმფცია, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფარგლებში მიბარებისას, მიბარების სასყიდლიანობის შესახებ და კასატორის ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 764-ე მუხლზე, რომელიც მიბარებას, როგორც წესი, განიხილავს უსასყიდლო ხელშეკრულებად, თუმცა ზემოაღნიშნული წესიდან არსებობს ამავე ნაწილის მეორე წინადადებით…
საქმე №ას-1667-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.03.2020
…მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს მოქმედი სამოქალაქო კოდექსი. 30. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 763-ე მუხლის თანახმად, მიბარების ხელშეკრულებით შემნახველი კისრულობს შეინახოს მიმბარებლის მიერ მისთვის ჩაბარებული მოძრავი ნივთი. იმავე კოდექსის 764-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მიბარება უსასყიდლოა, თუ შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ…
…რომლებზედაც მხარეები უნდა შეთანხმდნენ. ხელშეკრულების არსებით პირობებს მიეკუთვნება ხელშეკრულების საგანი, მხარეთა მიერ განსახორციელებელი შესრულება, ფასი და ა.შ. 16. სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 763-ე და 764-ე მუხლებზე დაყრდნობით განმარტა, რომ კანონმდებელი უშვებს მიბარების სასყიდლიანი ფორმის არსებობასაც. ამასთან, თუ შემნახველი ახორციელებს შენახვას სამეწარმეო საქმიანობის…
მუხლი 33. საზღაური სამართლებრივი კონსულტაციისათვის— სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ
მუხლი 35. საზღაური ასლის დამზადებისათვის— სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ