განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №030210018002285058
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-79-19 19 ივნისი, 2019 წელი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე(მომხსენებელი) - ლაურა მიქავა
სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე
აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) წარმომადგენელი - - - - შპს ,,ბ------ ლო----------“ ცი--- კო------- შპს „ინ-–---- კ----------- ტ--------–--“ უფლებამონაცვლე სს ,,კო--------–-- ფ------ ს--------- ნ------------“ ნი--- გ--–-----–-
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ფ------ საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
- შპს „ინ-–---- კ----------- ტ--------–--“ სარჩელი დაკმაყოფილდა;
- შპს „ბ------ ლ-----------“ შპს „ინ-–---- კ----------- ტ--------–--“ სასარგებლოდ დაეკისრა 15340 ლარის გადახდა;
- შპს „ბ------ ლ-----------“ შპს „ინ-–---- კ----------- ტ--------–--“ სასარგებლოდ დაეკისრა პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახ. ბაჟის 460,20 ლარის, სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახ. ბაჟის 613,60 ლარის და საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახ. ბაჟის 767 ლარის გადახდა.
2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 03 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მე---- შ-----–--- სარჩელი მოპასუხე შპს „ბ------ ლო----------ს“ მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდა. შპს „ბ------ ლო----------სგან“ გამოთხოვილ იქნა მე---- შ-----–--- საკუთრებაში არსებული ა-----მანქანა BMW silver W-----------------------.
2.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 11 თებერვლის განჩინებით შპს „ბ------ ლო----------ს“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 03 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად;
2.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 03 ივნისის განჩინებით შპს „ბ------ ლო----------ს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი განუხილველი დარჩა;
2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წლის 18 აგვისტოს გაიცა სააღსრულებო ფურცელი;
2.5. 2015 წლის 30 ოქტომბრის სააღსრულებო მოქმედების განხორციელების ოქმის თანახმად, ქ. ფ-----, ჯ-----–---–-- ქ.N32-ში, შპს „ინ-–---- კ----------- ტ--------–--“ ტერიტორიაზე, სადაც განთავსებულია ა-----სანტრანსპორტო საშუალება, შპს „ინ-–---- კ----------- ტ--------–--“ წარმომადგენელმა გიორგი გელენიძემ წარადგინა სააღსრულებო ფურცელში აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება მე---- შ-----–--ზე გადაცემის მიზნით;
2.6. 2013 წლის 13 ივლისის საშუამავლო ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების შუამავალი იღებს ვალდებულებას დამკვეთს დაეხმაროს აშშ-დან ა-----მანქანა BMW silver W----------------------- შეძენაში, უზრუნველყოს მისი აშშ-დან ტრანსპორტირება და დამკვეთისათვის მიწოდება ფ------ ან ბათუმის ტერმინალში, ხოლო დამკვეთი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს შუამავალს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. მას ეძლევა გარანტია ძრავაზე, კოლოფზე და ვიზუალურ მდგომარეობაზე ა-----მობილის ღირებულება 5 400 აშშ დოლარს შეადგენს, თანხა სრულად არის დაფარული დამკვეთის მიერ;
2.7. სააგენტოს მომსახურეობის გაწევაზე, ა-----მობილის შეძენა და ტრანსპორტირების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ხელშეკრულების თანახმად, შემსრულებელი აშშ- ში რეგისტრირებული კომპანია „ბ------ძე კ-------“ მეშვეობით უზრუნველყოფს დამკვეთის მიერ ინტერნეტ აუქციონზე შეძენილი ა-----მობილის შესყიდვას და ტრანსპორტირებას, „დამკვეთი“ იღებს ვალდებულებას აანაზღაუროს სააგენტო მომსახურეობასთან დაკავშირებით გაწეული ყველა ხარჯი, რომელიც უნდა დადასტურდეს შესაბამისი მტკიცებულებით;
2.8. შპს „ინ-–---- კ----------- ტერმინალს“ 2015 წლის 03 დეკემბრის N291 წერილის მიხედვით, 2015 წლის 03 დეკემბრის მდგომარეობით, მე---- შ-----–--- შპს „ინ-–---- კ----------- ტ--------–--“ მიმართ ერიცხება დავალიანება 15 340 ლარის ოდენობით, BMW X5 მარკის ა-----მანქანის (შასის ნომერი WBAFB 3354LH26 666, კ-----------ის ნომერი Z-----------, რომლის ფორვარდერია შპს „ბ------ ლო----------, 2013 წლის 19 სექტემბრიდან 2015 წლის 30 ოქტომბრამდე, ჯამში 772 დღის განმავლობაში, ტ--------–--- ა-----სადგომზე დგომისთვის;
2.9. მე---- შ-----–--- წერილის თანახმად, ა/წ 18 სექტემბერს ZIM-ს ხაზით ფოთში შემოვიდა და 19 სექტემბერს დაიცალა კ-----------ი Z----------, რომლის მიმღებიც არის შპს „ბ------“ აღნიშნულ კ-----------ში მის დაცლამდე, იყო მოთავსებული ა-----მანქანა BMW silver W-----------------------, რომელიც წარმოადგენს მის საკუთრებას;
2.10. მე---- შ-----–--- 2013 წლის 08 ოქტომბრის განცხადების მიხედვით, მან 2013 წლის 08 ოქტომბრის განცხადების მიხედვით, 2013 წლის 18 სექტემბერს ტელეფონზე მიიღო შეტყობინება კ-----------ის გახსნის თაობაზე.
2.11. შპს „ინ-–----კ----------- ტ--------–---” დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული მომსახურეობის ტარიფების დამტკიცების შესახებ ბრძანების თანახმად, დამტკიცდა ,,ინ-–---- კ----------- ტ--------–--" მიერ გაწეულ მომსახურეობაზე სატვირთო განაკვეთები.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 681-ე მუხლის შესაბამისად, ტვირთის გადაცემისათვის გათვალისწინებულ ადგილზე ტვირთის მიტანისთანავე მიმღები უფლებამოსილია გადამზიდველს მოსთხოვოს ტვირთის მიღების დადასტურებით ზედნადების მეორე პირის გადაცემა და ამით ტვირთი ჩაითვლება გადაცემულად. თუ აღმოჩნდება ტვირთის დანაკლისი, ან ტვირთი არ არის 688-ე მუხლით გათვალისწინებულ ვადაში მიტანილი, მიმღებს შეუძლია გადაზიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები საკუთარი სახელით გამოიყენოს გადამზიდველის წინააღმდეგ;
2.13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 673-ე მუხლის მიხედვით, 1.ზედნადები დგება სამ ცალად, რომელთაც ხელს აწერენ გამგზავნი და გადამზიდველი. პირველი პირი რჩება გამგზავნს, მეორე თან ერთვის ტვირთს, მესამეს კი იტოვებს გადამზიდველი. 2.თუ გადასაზიდი ტვირთი ნაწილდება რამდენიმე ტრანსპორტზე, ან საქმე ეხება სხვადასხვა სახის ანდა ცალკეულ პარტიებად დაყოფილ ტვირთს, როგორც გამგზავნს, ასევე გადამზიდველს შეუძლიათ მოითხოვონ იმდენი ზედნადების შედგენა, რამდენი ტრანსპორტიც ან ტვირთის სახეობაა;
2.14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 763-ე მუხლის შესაბამისად, მიბარების ხელშეკრულებით შემნახველი კისრულობს შეინახოს მიმბარებლის მიერ მისთვის ჩაბარებული მოძრავი ნივთი;
2.15. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 მარტის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმეში მოპასუხედ ჩაება შპს "ბ------ ლო----------", ვინაიდან კ-----------ი, რომელშიც იმყოფებოდა სადავო ა-----მანქანა ირიცხებოდა შპს ,,ბ------ ლო----------ს’’ სახელზე;
2.16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 03.06.2015 წლის განჩინებით, ის გარემოება, რომ შპს "ბ------ ლო----------" წარმოადგენდა არასათანადო მოპასუხეს, რადგან მოსარჩელესთან არ იმყოფებოდა სახელშეკრულებო ურთიერთობაში, არ წარმოადგენს არც დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფარგლებში განსახილველ საკითხს და ვერ განაპირობებს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების გაუქმებას, იმ თვალსაზრისით, რომ საკითხი იმის შესახებ, თუ ვინ იყო ანგარიშვალდებული მოსარჩელის წინაშე წარმოადგენდა არსებითი მსჯელობის ეტაპზე განსახილველ საკითხს და არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფარგლებში განსახილველ საკითხს;
2.17. მითითება იმის შესახებ, რომ მე---- შ-----–--- სახელზე რეგისტრირებული ა-----მანქანა ფ------ ტერმინალში შევიდა Z---------- კ-----------ით, რომელიც ირიცხებოდა შპს "ბ------ ლო----------ს" სახელზე, ასევე მითითება იმის შესახებ, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული შესაბამისი ა-----მანქანა იმყოფებოდა მოპასუხის არამართლზომიერ მფლობელობაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის რეჟიმში წარმოადგენდა საკმარის წინაპირობას ამ საქმეზე სათანადო მოპასუხედ შპს "ბ------ ლო----------ს" მისაჩნევად;
2.18. დადგენილია, რომ 2013 წლის 13 ივლისს შპს „AU-- H----”-სა და მე---- შ-----–--- შორის დაიდო ხელშეკრულება “საშუამავლო მომსახურეობის შესახებ“. ამ ხელშეკრულებით შპს „AU-- H----“ უნდა დახმარებოდა მე---- შ-----–--- აშშ-ში ა-----მობილის - BMW X5, 2001 silver W----------------------- შეძენაში. ვალდებულების შესასრულებლად, შპს „AU-- H----”-მა ხელშეკრულება დადო შპს „ბ------ ლ---------------“, რომელსაც უშუალოდ უნდა უზრუნველყო ზემოხსენებული ა-----მობილის შესყიდვა და ტრანსპორტირება;
2.19. შპს „ბ------ ლ-----------მა" ა-----მობილი შეიძინა და გადმოზიდა საქართველოში. ტვირთის მიმღებად თავად შპს „ბ------ ლო----------“ იყო მითითებული;
2.20. 2013 წლის 18 სექტემბერს კ-----------ში მოთავსებული ა-----მობილი შემოვიდა ქ. ფ------ საა-----მობილო - საკ-----------ო ტვირთების ტერმინალში, ხოლო 19 სექტემბერს კ-----------ი დაიცალა და ა-----მობილი განთავსდა შპს „ინ-–---- კ----------- ტ--------–--“ საწყობში;
2.21. 2013 წლის 8 ოქტომბერს მე---- შ-----–--მ, ა-----მობილის მისაღებად წერილობით მოითხოვა კ-----------ის კონოსამენტის ასლი, მაგრამ იმ მოტივით, რომ ა-----მობილი რეგისტრირებული იყო შპს „ბ------ ლო----------ს“ სახელზე, მას ამ მოთხოვნაზე უარი ეთქვა. ამის შემდეგ, მ. შ-----–--მ სარჩელი აღძრა შპს „ბ------ ლო----------ს“ წინააღმდეგ და მოითხოვა ა-----მობილის გამოთხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან. მე---- შ-----–--- სარჩელი დაკმაყოფილდა და მას ა-----მობილი 2015 წლი 30 ოქტომბერს გადაეცა;
2.22. ხსენებული ა-----მობილი 2013 წლის 19 სექტემბრიდან 2015 წლის 30 ოქტომბრამდე იდგა შპს „ინ-–---- კ----------- ტ--------–--“ საწყობში. 2016 წლის 27 მაისს შპს „ინ-–---- კ----------- ტ--------–-“ შეერწყა სს "კო--------–-- ფ------ ს--------- ნავსადგურს“;
2.23. 2013 წლის 13 ივლისს გაფორმდა ხელშეკრულება საშუამავლო მომსახურეობის შესახებ შპს „ა----- ჰა-----" და მე---- შ-----–--- შორის, რომლითაც შპს „ა----- ჰ-----“ იღებს ვალდებულებას მე---- შ-----–--- წინაშე დაეხმაროს დამკვეთს აშშ-დან ა-----მანქანა BM---------------------------------------- შეძენაში, უზრუნველყოს მისის აშშ-დან ტრანსპორტირება და დამკვეთისათვის მიწოდება, ფ------ ან ბათუმის ტერმინალში, ხოლო დამკვეთი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს შუამავალს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. ა-----მობილის ღირებულება შეადგენს 5 400 აშშ დოლარს. თანხა სრულად არის დაფარული დამკვეთის მიერ. ამდენად შპს „ბ------ ლო----------„ არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს;
2.24. სასამართლომ გაითვალისწინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 10 მაისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის განჩინებებში მითითებული მოსაზრებები და მიიჩნია, რომ მე---- შ-----–-- არ არის ის პირი ვინც სარჩელზე პასუხი უნდა აგოს, რამეთუ სათანადო მოპასუხე არის ის პირი ვინც უშუალოდ მიაბარა ნივთი შპს „ინ-–---- კ----------- ტერმინალს“ უფლებამონაცვლეს სს „ფ------ ს--------- ნავსადგურს“;
2.25. დადგინდა, რომ მოსარჩელე საკუთარი სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ახორცილებს საა-----მობილო-საკ-----------ო ტვირთების ტერმინალში შენახვის მომსახურეობას, მისი საწყობი ქ. ფ------ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში შეყვანილი ა-----მობილით დატვირთული კ-----------ების განბაჟების მიზნით გამოიყენება, რომელიც ყველა პირისთვის ხელმისაწვდომია, ხოლო შენახვის ტარიფები განსაზღვრულია შესაბამისი ბრძანებით. გადამზიდველის მიერ მ. შ-----–--- სახელზე გაცემული კონოსამენტის საფუძველზე მის საწყობში განთავსდა ნივთი, შესაბამისად სახეზეა სკ-ის 763-ე მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობა. მიბარების ხელშეკრულებით შემნახველი კისრულობს ვალდებულებას შეინახოს მიმბარებლის მიერ მისთვის ჩაბარებული მოძრავი ნივთი. განხილვის საგანს სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება, კერძოდ, მიბარების საზღაურის ანაზღაურება წარმოადგენს, ხოლო მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებია - სკ-ის 764-მუხლის პირველი ნაწილი და 775-ე მუხლი. სარჩელში წარმოდგენილი ხელშეკრულება სასყიდლიანი გარიგებაა, რამეთუ შემნახველი ახორცილებს შენახვას სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში და საზღაური დუმილითაც შეთანხმებულად ითვლება;
2.26. მ.შ-----–--მ აღნიშნა, რომ იგი არ იყო შემნახველის მოთხოვნაზე პასუხისმგებელი პირი, რამეთუ გადამზიდველმა მას კონოსამენტი არ გადასცა, შესაბამისად, მას ბრალი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ნივთის საწყობში განთავსებაში არ მიუძღვის;
2.27. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ოქტომბრის განჩინების 4.12.3 პუნქტში მითითებულია: პალატის აზრით, განსახილველ სამართლებრივ ურთიერთობაში სათანადო მოპასუხე არის აპელანტისთვის უშუალოდ ნივთის მიმბარებელი, შპს „ბ------ ლო----------“. სააპელაციო სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, აპელანტს არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლა შესთავაზა, რასაც მოსარჩელე დაეთანხმა;
2.28. დადგენილია, რომ 2013 წლის 13 ივლისს შპს „AU-- H----“-სა და მ. შ-----–--- შორის დაიდო ხელშეკრულება “საშუამავლო მომსახურეობის შესახებ“, რომლის საფუზველზეც შუამავალი უნდა დახმარებოდა მოწინააღმდეგე მხარეს აშშ-ში ა-----მობილის შეძენაში. ვალდებულების შესასრულებლად შუამავალმა ხელშეკრულება დადო შპს „ბ------ ლ---------------“, რომელსაც უშუალოდ უნდა უზრუნველეყო ზემოხსენებული ა-----მობილის შესყიდვა და ტრანსპორტირება. საქართველოს სკ-ის 744-ე მუხლიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ა-----აუქციონზეც ხელშეკრულება მ.შ-----–--მ საკუთარი სახელით გააფორმა შპს „ბ------ ლ---------------“;
2.29. ცხადია, რომ შპს „ბ------ ლო----------“ წარმოადგენდა გადაზიმდველსაც, რომელსაც სკ-ის 668-ე მუხლის შესაბამისად, ტვირთი უნდა გადაეზიდა დანიშნულების ადგილამდე ფ------ ს--------- ნავსადგურამდე. გადაზიდვის ხელშეკრულების სპეციფიურობიდან გამომდინარე, როგორც ხელშეკრულების დადება (სკ-ის 672-ე მ.), ისე მისი შესრულება სპეციალური დოკუმენტის - ზედნადების ან სხვა დოკუმენტის (მაგ: კონოსამენტი) შედგენითა და უფლებამოსილი პირისთვის მისი გადაცემით დასტურდება. გადაზიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზემოხსენებული დოკუმენტები წარმოადგენენ ხელშემკვრელი მხარის უფლებაგანმკარგავ აქტებს, რამდენადაც სწორედ დოკუმენტის ხელთმქონე პირი განიხილება ტვირთის მართლზომიერ მფლობელად (საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება 10.05.2017წ);
2.30. სასამართლომ მიუთითა, რომ იგი მოკლებული იყო შესაძლებლობას გამოიკვლიოს კონოსამენტი, ასეთის არარსებობის, მხარეთა მიერ წარმოუდგენლობისა და მოპოვების შეუძლებლობის გამო;
2.31. ვინაიდან გადამზიდავს ტვირთმიმღებისთვის არ გადაუცია ტვირთის განმკარგავი დოკუმენტი, ამიტომ სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 85-ე მუხლის შესაბამისად მიბარების ხელშეკრულებაზე პასუხისმგებელ პი---დ, სათანადო მოპასუხედ - შპს "ბ------ ლო----------“ დაადგინა (მიიჩნია);
2.32. ამდენად, სარჩელი მიბარების ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლო არ მიუთითებს რომელ მხარეებს შორის წარმოიშვა აღნიშნული ორმხრივი სამართლებრივი ურთიერთობა, ანუ ვისსა და ვის შორსი დაიდო 2013 წლის 13 ივლისს საშუამავლო ხელშეკრულება. აღნიშნულ ხელშეკრულებაში განსაზღვრულია შპს ,,ა----- ჰა-----“ და მე---- შ-----–--- შორის არსებული ურთიერთვალდებულებები და პასუხისმგებლობა;
3.2. სასამართლო გადაწყვეტილების 3.2.2 პუნქტი საერთოდ ბუნდოვანია, გაურკვეველია სასამართლო ვის მოიხსენიებს ,,შემსრულებელებლად" და ვის ,,დამკვეთად", ანუ ვინ უზრუნველყოფს ინტერნეტ აუქციონზე შეძენილი ა-----მობილის შესყიდვას და ტრანსპორტირებას. ასევე ბუნდოვანია 3.2.2. პუნქტის პირველ წინადადებაში, რომელი სააგენტოს მომსახურებაზე მიუთითებს სასამართლო. კონკრეტულად ვინ არიან სამართლებრივი ურთიერთობის მხარეები ამ ჩანაწერის მიხედვით;
3.3. 3.2.3 პუნქტში სასამართლო ახდენს ციტირებას ,,ინ-–---- კ----------- ტ--------–-- წერილიდან“, რომელ წერილსაც ხელს აწერს შპს ,,ინ-–---- კ----------- ტ--------–--“ გენერალური დირექტორი ჯო----- ფრ----- ქ-------–- და რომლის ადრესატია ვინმე შპს ,,იუ---------–- ფ----- ბ-------–----– ბ-------", ანუ სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელესა და მათთვის გაურკვეველ შპს-ს შორის პი---დი ხასიათის წერილს. ამდენად ბუნდოვანია ამ წერილით რა დაადგინა სასამართლომ. მოსარჩელე მხარეს სასამართლო განხილვის არცერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, რომლითაც დაადასტურებდა შპს ,,ბ------ ლო----------ს“ ფორვარდერობას;
3.4. გადაწყვეტილებაში ასახულია მოსარჩელე შპს ,,ინ-–---- კ----------- ტ--------–--“ განმარტება, სადაც მოპასუხედ დასახელებული ჰყავდა მე---- შ-----–-- და მოსარჩელემ განმარტა მომსახურების შენახვისათვის განკუთვნილ თანხის ოდენობაზე, მომსახურების გაწევაზე, რაც მოსარჩელის განმარტებით დასტურდებოდა 30 ოქტომრამდე ა-----მობილის საწყობში ფაქტობრივი განთავსებით. აქედან გამომდინარე მიიჩნია, რომ სახეზე იყო მიბარების ხელშეკრულება. მოპასუხედ დასახელებულმა მხარემ მე---- შ-----–--მ მოსარჩელის საპირისპიროდ თავისი პასუხისმგებლობისა და ვალდებულების თავის არიდების მიზნით მოსარჩელეს დაუპირისპი--- შესაგებელი, სადაც მე---- შ-----–-- დაეთანხმა მოსარჩელეს, რომ ,,ბ------ ლოჯისტიკმა“ ნამდვილად განახორციელა მე---- შ-----–--- მანქანის გადმოზიდვა და განათავსა იგი მოსარჩელის საწყობში. თავად მე---- შ-----–-- არ ასახელებს მისი ა-----მობილის გადამზიდავ კომპანიას, მხოლოდ ეთანხმება მოსარჩელეს და განმარტავს, რომ ა-----მობილი X 5 განთავსებული იქნა ტერმინალში ,,ბ------ ლ------------" მიერ და სწორედ ამ უკანასკნელის მიერ გაცემული კონოსამენტის მიხედვით იქნა ჩამოყვანილი ა-----მობილი მე---- შ-----–--- სახელზე;
3.5. ფ------ საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა შპს ,,ინ-–---- კ----------- ტ--------–--“ სარჩელი. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა ზემდგომ ინსტანციებში. 2017 წლის 10 მაისის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ სასამართლოს მხრიდან სარჩელის წარმატებულობის საკითხის კვლევისას, უპირველესად პასუხი უნდა გაეცეს მთავარ კითხვებს: ვის? ვისგან? რას? რის საფუძველზე მოითხოვს? პირველი ორი კითხვა იძლევა პასუხს სათანადო მხარეზე, რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და ორიენტირებულია მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელებაზე. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ იგი დაეყრდნო ქვემდგომი სასამართლოების მსჯელობაზე, ამავდროულად განმარტა, რომ ქვემდგომ სასამართლოებს არ გამოუკვლევიათ რა მოპასუხის მიერ შეძენილი ტვირთის თაობაზე გაფორმებული კონოსამენტის შინაარსი, საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებდა გამოსაყენებელ სამართალზე და კონოსამენტზე მიუთითებდა როგორც ტვირთის განმკარგავ დოკუმენტზე, რომელიც ადასტურებდა ს--------- გადაზიდვის ხელშეკრულებას და გადამზიდავის მიერ ტვირთის მიღებას ან დატვირთვას;
3.6. სასამართლო გადაწყვეტილებაში 3.2.4.–3.2.5. მიუთითებს მე---- შ-----–--- მიმართვაზე, რომელიც მის შესაგებელს ერთვოდა და სადაო გახადა შპს ,,ბ------ ლ-----------მა“ მიმდინარე საქმეზე, რადგანაც აღნიშნული მომართვის შინაარსი მხოლოდ მე---- შ-----–--- პი---დ მოსაზრებებზე იყო დაფუძნებული, ხოლო ამ მოსაზრებების ნამდვილობის დამადასტურებელი დოკუმენტი მოსარჩელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი;
3.7. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელეს მიერ არ იქნა დადასტურებული და შესაბამისად მტკიცებულებებით განმტკიცებული შპს ,,ინ-–---- კ----------- ტერმინალში“ ვინ შეიტანა ტვირთი, ვისგან ჩაიბარა შპს ,,ინ-–---- კ----------- ტერმინალმა“ ტვირთი და რა ტვირთი ჩაიბარა. ვისსა და ვის შორის გაფორმდა მიბარების ხელშეკრულება. ვინ აიღო ვალდებულება შენახვისათვის გასაწევ ხარჯებზე თუ ასეთს ადგილი ჰქონდა. რა საფუძვლით და მიზეზით გადასცა შპს ,,ინ-–---- კ----------- ტ--------–--“ წარმომადგენელმა შპს ,,ბ------ ლო----------ს“ დასწრების გარეშე აღმასრულებელს ა-----მობილი მე---- შ-----–--ზე გადაცემის მიზნით. შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე მიცემულ განმარტებებს პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა;
3.8. რაც შეეხება საპროცესო ხარჯებს, საერთოდ რა კავშირი აქვს შპს ,,ბ------ ლ-----------“ სააპელაციო და საკასაციო ხარჯებთან. სააპელაციო სასამართლომ ფ------ რაიონულ სასამართლოს დაუბრუნა ხელახლა განსახილველად ის საქმე რომელ საქმეშიც შპს ,,ბ------ ლო----------“ მოწვეულიც კი არ ყოფილა;
3.9. ორივე ინსტანციის სასამართლომ დაავალა ფ------ რაიონულ სასამართლოს სათანადო მოპასუხის დადგენა, არავის არ მიუთითებია რომ აუცილებლად შპს ,,ბ------ ლო----------“ უნდა ყოფილიყო მოპასუხედ დასახელებული. სააპელაციო სასამართლომ და საკასაციო სასამართლომ მოსარჩელე შპს ,,ინ-–---- კ----------- ტ--------–--“ და მე---- შ-----–--- სარჩელისა და შესაგებლის ფარგლებში იმსჯელა. არცერთ სასამართლოს სამართლებრივი შეფასება არ გაუკეთებია და ვერც გააკეთებდა. აღნიშნული სარჩელის ფარგლებში მე---- შ-----–-- იყო დასახელებული მოპასუხე მხარედ. იმყოფებოდა თუ არა შპს ,,ბ------ ლო----------“ მოსარჩელესთან რაიმე სახის სამართლებრივ ურთიერთობებში, ეს საკითხი პირველი ინსტანციის სასამართლოს ობიექტური, სამართლიანი კვლევის შედეგად უნდა დაედგინა, რაც არ გააკეთა;
3.10. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უსწოროა შემდეგ გარემოებათა გამო: ვინაიდან შპს ბ------ ლ------------მა უზრუნველყო მხოლოდ ინტერნეტ (ა-----) აუქციონში უშუალოდ დამკვეთის შპს ,,ა----- ჰ-----"-ს მონაწილეობა ,,ბ------ კ-------" მიერ გაცემული სააბონენტო კოდების მეშვეობით. აღნიშნული კოდების გამოყენებით შპს ,, ა----- ჰ-----"-ს მიერ შეძენილი იქნა ა-----მანქანა WIN N------------------ BMW X52001 სილვერ: რომლის ექსპედირება დამკვეთის შპს ,,ა----- ჰ-----ს" დავალებითა და მითითებით განხორციელდა მე---- შ-----–--- სახელზე, რომელი ა-----მანქანაც ფინანსთა სამინისტროს კონტროლის ქვეშ არსებული ფ------ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში განთავსდა. შპს ,,ბ------ ლო----------სათვის“ უცნობია ვის მიერ მოხდა განთავსება. ამის შესახებ არც მე---- შ-----–-- საუბრობდა სხვა სამოქალაქო საქმეზე სარჩელში, რომელზე დაუსწრებელი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და არც შპს ,,ინ-–---- კ----------- ტ--------–-“ მიუთითებს მიმდინარე საქმეზე სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლებში;
3.11. ამდენად, მოსარჩელე მხარის მითითებას თითქოსდა შპს ,, ბ------ ლო----------ს მიერ ა-----მობილი BMW WIN N------------------ შეყვანილი იქნა როგორც გადამზიდავი კომპანიის მიერ ფ------ ეკონომიკიურ ზონაში და განათავსა მოსარჩელის საწყობში შენახვის მიზნით არ შეესაბამება სინამდვილესა და რეალობას. აღნიშნული გარემოების არცერთი მტკიცებულება არა აქვს წარმოდგენილი მოსარჩელე მხარეს და ვერც წარმოადგენს, რადგანაც შპს ,,ბ------ ლო----------“ არანაირ სამართლებრივ ურთიერთობებში არ იმყოფებოდა არც მე---- შ-----–---თან და არც შპს ,,ინ-–---- კ----------- ტერმინალთან“. დასახელებული ა-----მანქანა არც შპს ,,ბ------ ლ-----------“ არ გადმოუზიდია და შესაბამისად ვერც ტერმილალში ვერ განათავსებდა. 2014 წლის 03 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დადგენილა ა-----მანქანა WINN------------------ BMW X52001, რომელიც მე---- შ-----–--- სახელზე იყო რეგისტრირებული, გადმოზიდვა ვინ განახორციელა და შესაბამისად ვინ გააფორმა ხელშეკრულება შპს ,,ინ-–---- კ----------- ტერმინალთან“ ა-----მანქანის საწყობში შენახვის მიზნით, რაც მიმდინარე საქმეზე მოსარჩელე მხარის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა;
3.12. მიმდინარე საქმეზე სარჩელს ერთვის 2015 წლის 30 სექტემბრის ოქმი (სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ), სადაც აღმასრულებელი მიუთითებს, რომ გამოცხადდა ქ. ფ------ ჯ-----–---–-- ქ. 32-ში შპს ,,ინ-–---- კ----------- ტ--------–--“ ტერიტორიაზე, სადაც განთავსებული არის ზემოთ აღნიშნული ა-----სატრანსპორტო საშუალება. შპს ,,ინ-–---- კ----------- ტ--------–--“ წარმომადგენელმა გიორგი გედენიძემ წარუდგინა სააღსრულებო ფურცელში აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება შემდგომში მე---- შ-----–--ზე გადაცემის მიზნით, რასაც შპს ,,ბ------ ლო----------“ არც კი დასწრებია. 2014 წლის 03 აპრილის საქმე 2/15575-13 ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში კი ვკითხულობთ შპს ,,ბ------ ლო----------საგან გამოთხოვილი იქნეს მე---- შ-----–--- საკუთრებაში არსებული ა-----მანქანა BMWWINNWBAFB33541LH26666. ამდენად, თუ შპს ,,ინ-–---- კ----------- ტ--------–--“ ჰქონდა აღებული ვალდებულება შპს ,,ბ------ ლო----------ს“ წინაშე ზემოთ აღნიშნული ა-----მანქანის შენახვის და თუ შპს ,,ბ------ ლ-----------“ წარმოშობილი ჰქონდა დავალიანება შპს ,,ინ-–---- კ----------- ტ--------–--“ წინაშე ა-----მობილის შენახვისათვის ხარჯების გაწევის თაობაზე, რა საფუძვლით და მიზეზით გადასცა შპს ,,ინ-–---- კ----------- ტ--------–--“ წარმომადგენელმა შპს ,,ბ------ ლო----------ს“ დასწრების გარეშე, აღმასრულებელს ა-----მობილი მე---- შ-----–--ზე გადაცემის მიზნით. სააღსრულებო ფურცლით შპს ,,ინ-–---- კ----------- ტერმინალს“ არ ჰქონდა წარმოშობილი ვალდებულება ა-----მობილის გადაცემა აღმასრულებლისათვის მე---- შ-----–--ზე გადაცემის მიზნით;
3.13. მოსარჩელე მხარეს არანაირი მტკიცებულება არა აქვს წარმოდგენილი, რომლითაც დადასტურდება შპს ,,ბ------ ლო----------ს“ რაიმე სახის ვალდებულებას შპს,, ინ-–---- კ----------- ტ--------–--“ მიმართ, მით უფრო რომ შპს ,,ბ------ ლ-----------ა“ და შპს ,,ინ-–---- კ----------- ტერმინალ“ შორის არანაირი მიბარების ხელშეკრულება არ დადებულა, არც სასყიდლიანი და არც უსასყიდლო, არც ზემოთ აღნიშნული ა-----მობილი არ მიუბარებია შპს ,,ინ-–---- კ----------- ტ--------–--ათვის“;
3.14. შპს ,,ბ------ ლო----------“ და შპს ,,ინ-–---- კ----------- ტ--------–-“ არანაირ სამართლებრივ ურთიერთობებში არ ყოფილან და შესაბამისად, ვერც ვერანაირი ვალდებულებები ვერ წარმოიშობოდა. 2013 წლის 13 ივლისს გაფორმდა ხელშეკრულება საშუამავლო მომსახურების შესახებ, შპს ,,ა----- ჰა-----“ და მე---- შ-----–--- შორის, რომლითაც შპს ,,ა----- ჰ-----“ იღებს ვალდებულებას მე---- შ-----–--- წინაშე დაეხმაროს დამკვეთს ამერიკიდან ა-----მანქანა BMW X5 2001 silver WIN: W----------------- შეძენაში, უზრუნველყოს მისი ამერიკიდან ტრანსპორტირება და დამკვეთისათვის მიწოდება, ფ------ ან ბათუმის ტერმინალში, ხოლო დამკვეთი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს შუამავალს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. ეძლევა გარანტია ძრავაზე, კოლოფზე და ვიზუალურ მდგომარეობაზე ა-----მობილის ღირებულება შეადგენს 5400 დოლარს. თანხა სრულად არის დაფარული დამკვეთის მიერ. ამდენად შპს ბ------ ,,ლო----------" არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს;
3.15. სასამართლომ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი. სსკ-ის 763-ე მუხლის თანახმად, მიბარების ხელშეკრულებით შემნახველი კისრულობს შეინახოს მიმბარებლის მიერ მისთვის ჩაბარებული მოძრავი ნივთი. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელეს მიერ არ იქნა დადასტურებული და შესაბამისად, მტკიცებულებებით განმტკიცებული შპს ,,ინ-–---- კ----------- ტერმინალში“ ვინ შეიტანა ტვირთი, ვისგან ჩაიბარა შპს ,,ინ-–---- კ----------- ტერმინალმა“ ტვირთი და რა ტვირთი ჩაიბარა. ვისსა და ვის შორის გაფორმდა მიბარების ხელშეკრულება. ვინ აიღო ვალდებულება შენახვისათვის გასაწევ ხარჯებზე თუ ასეთს ადგილი ჰქონდა რა საფუძვლით და მიზეზით გადასცა შპს ,,ინ-–---- კ----------- ტ--------–--“ წარმომადგენელმა შპს ,,ბ------ ლო----------ს“ დასწრების გარეშე აღმასრულებელს ა-----მობილი მე---- შ-----–--ზე გადაცემის მიზნით.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ;
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ და წინამდებარე განჩინებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
4.2. დადგენილია, რომ 2013 წლის 13 ივლისს შპს AU-- H-----სა და მე---- შ-----–--- შორის დაიდო ხელშეკრულება ,,საშუამავლო მომსახურების შესახებ”. ამ ხელშეკრულებით შპს AU-- H---- უნდა დახმარებოდა მე---- შ-----–--- ამერიკის შეერთებულ შტატებში ა-----მობილის - BMW X5, 2001 silver W------------------- შეძენაში, უზრუნველყოს მისი ამერიკიდან ტრანსპორტირება და დამკვეთისათვის მიწოდება, ფ------ ან ბათუმის ტერმინალში, ხოლო დამკვეთმა აიღო ვალდებულება გადაეხადა შუამავალისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. მიეცა გარანტია ძრავზე, კოლოფზე და ვიზუალურ მდგომარეობაზე ავთომობილის ღირებულება შეადგენდა 5400 დოლარს. თანხა სრულად იქნა დაფარული დამკვეთის მიერ (იხ. ტომი 2, ს/ფ 55-57);
4.3. ვალდებულების შესასრულებლად, შპს AU-- H-----მა (დამკვეთი) ხელშეკრულება (სააგენტო მომსახურების გაწევაზე, ა-----მობილის შეძენასა და ტრანპორტირების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით) დადო შპს ,,ბ------ ლ-----------''-თან (შემსრულებელი), რომელსაც, უშუალოდ, უნდა უზრუნველეყო ზემოხსენებული ა-----მობილის შესყიდვა და ტრანსპორტირება.
აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად:
1.1 პუნქტი - შემსრულებელი აშშ-ში რეგისტრირებულ კომპანია ,,ბ------ძე კ-------“ მეშვეობით უზრუნველყოფს დამკეთის მიერ ინტერნეტ აუქციონზე შეძენილი ა-----მობილის შესყიდვას და ტრანსპორტირებას, დამკვეთი კი იღებს ვალდებულებას აანაზღაუროს სააგენტო მომსახურებასთან დაკავშირებით გაწეული ყველა ხარჯი, რომელიც დადასტურებული უნდა იქნეს შესაბამისი მტკიცებულებებით (გადახდის ქვითრები და სხვა);
1.3 პუნქტი - დამკვეთი ნებისმიერ სახის სააბონენტო კოდით აუქციონზე ა-----მობილის შეძენისთანავე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემსრულებელს აძლევს დავალებას, თუ ვის სახელზე უნდა განხორციელდეს ა-----მობილის ექსპედირება: უშუალოდ მის სახელზე თუ მისი დავალებით მესამე პირის სახელზე, ასეთი დავალების მიცემისას შესაბამისი მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებელია დამკვეთი;
1.8 პუნქტი - ა-----მობილის (ტვირთის) გადაფორმებისათვის საჭირო დოკუმენტებს შემსრულებელი დამკვეთს გადასცემს სააგენტო მომსახურების ხარჯების სრულად გადახდის შემდგომ, სხვა შემთხვევაში დამკვეთს დაეკისრება ა-----მობილის შენახვასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯები;
2.1 პუნქტი - სააგენტო მომსახურების ხარჯები შეადგენს: ა-----მობილის ღირებულებას (ამ თანხის შემსრულებლის მიერ გადახდის შემთხვევაში), საბანკო, საგადასახადო, შიდა გადაზიდვების, სადაზღვევო, სატრანსპორტო ექსპედიციის ხარჯებს, რომელთა გადახდის წესიც წინასწარ ეცნობება დამკვეთს;
3.1 პუნქტი - შემსრულებელი ვალდებულია შეისყიდოს (თანხა გადარიცხოს) დამკვეთის მიერ ინტერნეტ აუქციონზე მოწოდებული საქონელი და განახორციელოს მისი სატრანსპორტო ექსპედირების უზრუნველყოფის ღონისძიებები ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით (იხ. ტომი 2, ს/ფ 52-54);
4.4. შპს ,,ბ------ ლ-----------''-მა ა-----მობილი შეიძინა და გადმოზიდა საქართველოში. ტვირთის მიმღებად მითითებული იყო, თავად, შპს ,,ბ------ ლო----------“;
4.5. 2013 წლის 18 სექტემბერს კონტენერში მოთავსებული ა-----მობილი შემოვიდა ქ. ფ------ საა-----მობილო-საკ-----------ო ტვირთების ტერმინალში, ხოლო 19 სექტემბერს კ-----------ი დაიცალა და ა-----მობილი განთავსდა შპს ,,ინ-–---- კ----------- ტ--------–--“ საწყობში;
4.6. 2013 წლის 8 ოქტომბერს მე---- შ-----–--მ, ა-----მობილის მისაღებად, წერილობით მოითხოვა კ-----------ის კონოსამენტის ასლი, თუმცა იმ მოტივით, რომ ა-----მობილი რეგისტრირებული იყო შპს ,,ბ------ ლო----------“-ს სახელზე, მას ამ მოთხოვნაზე ეთქვა უარი (იხ. ტომი 1, ს/ფ 45-46);
4.7. აღნიშნულის შემდეგ, მე---- შ-----–--მ აღძრა სარჩელი შპს ,,ბ------ ლო----------“-ს წინააღმდეგ და მოითხოვა ა-----მობილის გამოთხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან;
4.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 03 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მე---- შ-----–--- სარჩელი დაკმაყოფილდა, რომელიც ძალაში შევიდა 2015 წლის 03 ივნისს;
4.9. დადგენილია, რომ მე---- შ-----–--- ა-----მობილი გადაეცა 2015 წლის 30 ოქტომბერს;
4.10. 2013 წლის 19 სექტემრიდან 2015 წლის 30 ოქტომბრამდე, ა-----მობილი განთავსებული იყო შპს ,,ინ-–---- კ----------- ტ--------–--“ საწყობში;
4.11. 2016 წლის 27 მაისს შპს ,,ინ-–---- კ----------- ტ--------–-“ შეერწყა სს ,,კო--------–-- ფ------ ს--------- ნავსადგურს“;
4.12. 2016 წლის 11 თებერვალს შპს ,,ინ-–---- კ----------- ტერმინალმა“ სარჩელით მიმართა ფ------ საქალაქო სასამართლოს მე---- შ-----–--- მიმართ და მოითხოვა მიბარების ხელშეკრულების საფუძველზე (ა-----მობილის ტ--------–--- დგომისათვის) გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება 15340 ლარის ოდენობით, რაც გაანგარიშებული იქნა შპს ,,ინ-–---- კ----------- ტ--------–-“-ს დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ 01.06.2012წ. ბრძანებით (იხ. ტომი 1, ს/ფ 2-15);
4.13. ფ------ საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით შპს ,,ინ-–---- კ----------- ტ--------–-“-ს სარჩელი მე---- შ-----–--- მიმართ არ დაკმაყოფილდა, უსაფუძვლობის გამო, რაც უცვლელი დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 27 სექტემბრის განჩინებით (იხ. ტომი 1, ს/ფ 90-97, 174-180);
4.14. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 27 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ინ-–---- კ----------- ტ--------–-“-ს უფლებამონაცვლე სს ,,კო--------–-- ფ------ ს--------- ნავსადგურმა“ (იხ. ტომი 1, ს/ფ 194-198);
4.15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 10 მაისის განჩინებით, შპს ,,ინ-–---- კ----------- ტ--------–-“-ს უფლებამონაცვლე სს ,,კო--------–-- ფ------ ს--------- ნ------------“-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ: ,,მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ სარჩელში მოხმობილი ხელშეკრულება წარმოადგენს სასყიდლიან გარიგებას, რამდენადაც სამოქალაქო კოდექსის 764-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მიბარება უსასყიდლოა, თუ შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ შემნახველი ახორციელებს შენახვას სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში, მაშინ საზღაური დუმილითაც შეთანხმებულად ჩაითვლება;
- სამოქალაქო კოდექსის 744-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ შუამავლის დახმარებით საზღვარგარეთ ა-----მობილის შეძენა განხორციელდა მოპასუხის სახელითა და ხარჯზე, რამდენადაც საშუამავლო საქმიანობის ობიექტი სავაჭრო და სხვა სამოქალაქო ურთიერთობებში მხარეთა მოძიება და მათი დაახლოებაა, ანუ შუამავლობის ბუნებიდან გამომდინარე, მისი ადგილი, სამართლებრივი თვალსაზრისით, არა შემკვეთისათვის სასურველ ხელშეკრულებაში (განსხვავებით მაგ: დავალებისაგან, როდესაც მინდობილი პირი თავად დებს გარიგებას მარწმუნებლის სახელით, შეად. სკ-ის 709-ე მუხლი), არამედ ამ ხელშეკრულების მიღმაა, რადგანაც შუამავლის ვალდებულება კონტრაჰენტის მოძიება, შემკვეთთან მისი დაკავშირება და ამ გზით მხარეთა შორის ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების მიღწევაა, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ა-----აუქციონზე ხელშეკრულება მოპასუხემ საკუთარი სახელით გააფორმა შპს „ბ------ ლ---------------’’
- ამავდროულად უდავოა, რომ შპს „ბ------ ლ-----------“ წარმოადგენდა გადამზიდველსაც, რომელსაც სამოქალაქო კოდექსის 668-ე მუხლის შესაბამისად, ტვირთი უნდა გადაეზიდა დანიშნულების ადგილამდე - ფ------ ს--------- ნავსადგურამდე.
- 2013 წლის 8 ოქტომბერს მოპასუხემ ა-----მობილის მისაღებად, წერილობით მოითხოვა კ-----------ის კონოსამენტის ასლი, თუმცა იმ მოტივით, რომ ა-----მობილი რეგისტრირებული იყო გადამზიდველის სახელზე, მას ამ მოთხოვნაზე უარი ეთქვა. ამის შემდეგ მოპასუხემ აღძრა სარჩელი გადამზიდველის წინააღმდეგ და მოითხოვა ა-----მობილის გამოთხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან;
- ვინაიდან გადამზიდავს ტვირთმიმღებისათვის არ გადაუცია ტვირთის განმკარგავი დოკუმენტი, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ ქვემდგომმა სასამართლომ უნდა დაადგი---ს მიბარების ხელშეკრულებაზე პასუხისმგებელი სათანადო მოპასუხის ვინაობა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის შესაბამისად, იმსჯელოს პროცესში მის ჩაბმაზე, არასათანადო მოპასუხის მიმართ დადგენილ ფაქტებთან დაკავშირებით კი, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას ისარგებლოს ამავე კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის დებულებით და მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე (იხ. ტომი 1, ს/ფ 134-244);
4.16. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით, შპს ,,ინ-–---- კ----------- ტ--------–-“-ს უფლებამონაცვლე სს ,,კო--------–-- ფ------ ს--------- ნ------------ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ფ------ საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება და საქმე სათანადო მოპასუხის მიმართ ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ:
- აპელანტმა სარჩელი აღძრა არასათანადო მოპასუხის მიმართ:
- მე---- შ-----–--- აპელანტის მიმართ ვალდებულება არ წარმოშობია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული არც-ერთი საფუძვლიდან და, ამიტომ, იგი არ არის ის პირი, ვინც სარჩელზე პასუხი უნდა აგოს.
- აღსანიშნავია, რომ ამის თაობაზე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამაც ამ საქმეზე 2017 წლის 10 მაისს გამოტანილ განჩინებაში.
- პალატის აზრით, განსახილველ სამართლებრივ ურთიერთობაში სათანადო მოპასუხე არის აპელანტისათვის უშუალოდ ნივთის მიმბარებელი, შპს ,,ბ------ ლო----------“ (იხ. ტომი 1, ს/ფ 270-276);
4.17. ფ------ საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის განჩინებით არასათანადო მოპასუხე მე---- შ-----–-- შიეცვალა სათანადო მოპასუხით და საქმეზე მოპასუხედ ჩაება შპს ,,ბ------ ლ-----------“ (იხ. ტომი 2, ს/ფ 15-16);
4.18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოთხოვნა წარმოიშობა ,,ვალდებულების ძალით”, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, კი ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან;
4.19. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 763-ე მუხლის თანახმად, მიბარების ხელშეკრულებით შემნახველი კისრულობს შეინახოს მიმბარებლის მიერ მისთვის ჩაბარებული მოძრავი ნივთი;
4.20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 764-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მიბარება უსასყიდლოა, თუ შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ შემნახველი ახორციელებს შენახვას სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში, მაშინ საზღაური დუმილითაც შეთანხმებულად ჩაითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საზღაურის ოდენობა არ არის განსაზღვრული, მაშინ ტარიფების არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სატარიფო განაკვეთი, ხოლო ტარიფების არარსებობისას - ჩვეულებრივი საზღაური;
4.21. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 775-ე მუხლის თანახმად, თუ მიბარება სასყიდლიანია, მაშინ მიმბარებელი მოვალეა ხელშეკრულების შეწყვეტისას შემნახველს გადაუხადოს დათქმული საზღაური;
4.22. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2013 წლის 19 სექტემრიდან 2015 წლის 30 ოქტომბრამდე, მე---- შ-----–--- კუთვნილი ა-----მობილი იდგა შპს ,,ინ-–---- კ----------- ტ--------–-“-ს, ამჟამად, სს ,,კო--------–-- ფ------ ს--------- ნ------------“-ს საწყობში. დადგენილია, რომ ა-----მობილის გადამზიდავი იყო შპს ,,ბ------ ლ-----------“. ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ირკვევა, რომ სატრანსპორტო დოკუმენტებში შპს ,,ბ------ ლო----------“ ტვირთის მიმღებად იყო მითითებული. დადგენილია, რომ 2013 წლის 08 ოქტომბერს მე---- შ-----–--მ, ა-----მობილის მისაღებად, წერილობით მოითხოვა კ-----------ის კონოსამენტის ასლი, თუმცა იმ მოტივით, რომ ა-----მობილი რეგისტრირებული იყო შპს ,,ბ------ ლო----------“-ს სახელზე, მას ამ მოთხოვნაზე ეთქვა უარი. ამდენად, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მიბარების ხელშეკრულების მხარე იყო სწორედ შპს ,,ბ------ ლო----------“, რომელსაც უნდა დაეკისროს მოთხოვნილი მიბარების საფასურის ანაზღაურება;
4.23. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, პალატა მიიჩნევს, რომ შპს ,,ბ------ ლო----------“-ს სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს; უცვლელი უნდა დარჩეს ფ------ საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს (აპელანტს) გადახდება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა სარჩელი, ხოლო მოპასუხეს (მოწინააღმდეგე მხარეს), სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული; თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც;
6.2. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს ,,ბ------ ლო----------“-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად ფ------ საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლაურა მიქავა