გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.01.2019
საქმის ნომერი
330210118002416685
კატეგორია
დავის ტიპი
კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობანი
თარიღი
18.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/12265-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

18 იანვარი, 2019 წელი ქ. თ---–--ი

 

შესავალი ნაწილი

თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ჯინორია

სხდომის მდივანი - ანდრო მაღრაძე

 

მოსარჩელე (შეგებებული სარჩელის მოპასუხე) - დ------------ე

წარმომადგენელი - ნ------–---------

 

მოპასუხე (შეგებებული სარჩელის ავტორი) - შპს „თ----------“

წარმომადგენელი - ნ-----------------, ბ---------ე, ხ-----------ე

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება (ძირითადი სარჩელით), თანხის დაკისრება (შეგებებული სარჩელით)

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. დ------------ის სასარჩელო მოთხოვნა:

 

დაეკისროს შპს „თ----------“-ს დ------------ის სასარგებლოდ ზიანის - 3 390 ლარის ანაზღაურება.

 

1.2 შპს „თ-----------ის“ სასარჩელო მოთხოვნა:

 

დაეკისროს დ------------ეს შპს „თ-----------ის“ სასარგებლოდ ავტოსადგომით სარგებლობისათვის გადაუხდელი ქირის - 1458 ლარის ანაზღაურება, ასევე 07.06.2018 წლიდან ავტოსადგომით სარგებლობის პერიოდისათვის დღეში 2 ლარის გადახდა.

 

1.1.1 დ------------ის სარჩელი შპს „თ----------“-ის მიმართ ეყრდნობა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2016 წლის 29 ივნისს ქ. თ---–--ში მდ-----ე მ-------ს მ---–---ა ს---------ზე ვ----–--ი ბ-----------ის ს----–--------------------არედ მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, ერთმანეთს შეეჯახნენ „მე-------ს ბ--–-ს“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით U------, რომელსაც მართავდა დ------------ე და „ს----ას“ მარკის სატვირთო ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით L-------- - მისაბმელის სახელმწიფო ნომერი A-------, რომელსაც მართავდა ი----------–---–ი.

 

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, თუმცა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო შეწყდა წარმოება.

 

დაზიანებული ავტომანქანა ავარიის დღეს გადაყვანილ იქნა ს--- „1---ის“ ავტოსადგომზე, დასურათდა და ავტომანქანის მდგომარეობა დეტალურად იქნა აღწერილი. 2016 წლის 04 ივლისს მოსარჩელის კუთვნილი ავტომობილი ევაკუატორით გადაყვანილ იქნა კერძო ავტოსადგომზე - შპს „თ----------“-ში, დასურათდა, მოხდა აღწერა და დღემდე დგას აღნიშნულ ავტოსადგომზე. ვიზუალური დათვალიერებისას სატრანსპორტო საშუალებას გააჩნდა შემდეგი გარეგანი დაზიანებები: უკანა ე.წ. „შიტოკის“ მარჯვენა მხარე მთლიანად დაზიანებულია, წინა მხარე მთლიანად დაზინებული, საბარგული არ იხურება.

 

2014 წლის 3 აპრილს დ------------ესა და „ე--------------ს“ შორის დაიდო სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება, აღნიშნული ავტომანქანა წარმოადგენდა გირავნობის საგანს. 2017 წელს „ე--------------მა“ უარი განაცხადა დავის წარმოებაზე, რის შემდეგაც მესაკუთრეს შეეძლო ნივთის რეალიზაცია. ნივთის რეალიზაციის მიზნით მისულ მოსარჩელეს ავტოსადგომზე ნივთი დახვდა გაძარცვული და მძიმე მდგომარეობაში.

 

2018 წლის 15 მარტს ჩატარდა ექსპერტიზა, ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ავტომანქანის შესწავლით, ანალიზით და წარმოდგენილი CD დისკის ფოტო მასალის შედარებისას გამოიკვეთა რამდენიმე არაიდენტურობა, კერძოდ, წარმოდგენილი ფოტომასალიდან ძრავის ფოტოზე ასახული იქნა კვანძები-დეტალები, ხოლო ექსპერტის მიერ დათვალიერებისას გადაღებულ ფოტოზე აღარ არის გამოკვეთილი კვანძების დეტალები.

 

შპს „თ-----------ის“ კუთვნილ ავტოსადგომზე დაზიანებული ავტომანქანის განთავსების შემდგომ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი შეადგენს 3 390 ლარს.

 

1.2.1. შპს „თ-----------ის“ შეგებებული სარჩელი დ------------ის მიმართ ეყრდნობა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2016 წლის 07 ივლისიდან დღემდე დ------------ის კუთვნილი ავტომობილი მე--------ი სახელმწიფო ნომრით U------ იმყოფება შპს „თ-----ს 2---“-ის ავტოსადგომზე. მხარეებს შორის გაფორმებულია ავტომობილის დგომა-გაჩერების შესახებ ხელშეკრულება, რაც გულისხმობდა ტერიტორიის მფლობელის მიერ დღიურად ქირის სახით 2 ლარის გადახდის სანაცვლოდ ადგილის გადაცემას.

 

დ------------ეს შპს „თ----------“-ის ავტოსადგომზე ადგილის სანაცვლოდ არა აქვს გადახდილი ქირა და მისი დავალიანება ჯამში შეადგენს 1458 ლარს.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

2.1. შპს „თ-----------ის“ პოზიცია დ------------ის სარჩელთან მიმართებით:

 

შპს „თ----------“ სარჩელს არ ცნობს და განმარტავს, რომ შპს „თ----------“-ის ავტოსადგომზე ავტომობილის გაძარცვა არ მომხდარა და დ------------ის კუთვნილი ავტომანქანისათვის არ მიუყენებიათ არანაირი ზიანი. მხარეებს შორის არ ყოფილა დადებული მიბარების ხელშეკრულება, მოპასუხეს არ აუღია ვალდებულება, რომ დაუზიანებლად ჩააბარებდა დ------------ეს მის კუთვნილ ავტომობილს. მხარეთა შორის დადებული იყო ავტომობილის დგომა-გაჩერების შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიზანს წარმოადგენდა ქირის გადახდევინება.

 

2.2. დ------------ის პოზიცია შეგებებულ სარჩელთან მიმართებით:

 

დ------------ე შეგებებულ სარჩელს ცნობს ნაწილობრივ და განმარტავს, რომ დ------------ის კუთვნილი ავტომობილი დღემდე დგას შპს „თ-----------ის“ ავტოსადგომზე. ავტოსადგომის იყო დაცული და მას 24 საათის განმავლობაში ჰყავდა მეთვალყურე. ავტომობილი იყო გირავნობის საგანი, დამგირავებლის მოთხოვნით იგი უნდა განთავსებულიყო დაცულ სადგომზე, სადაც მოხდებოდა მისი დაცვა და შენახვა. აღნიშნულის გათვალისწინებით შერჩეულ იქნა შპს „თ-----------ის“ დაცული ავტოსადგომი და მხარეები შეთანხმდნენ საფასურის გადახდის სანაცვლოდ მომხდარიყო ავტომანქანის განთავსება და შენახვა მის რეალიზაციაზე დამგირავებლის თანხმობის მიღებამდე. აღნიშნული თანხმობა ვერ იქნა მიღებული დროულად სესხის თანხის გადაუხდელობის გამო, შესაბამისად, დამგირავებლისაგან არ მოხდა თანხმობის მიღება ავტომობილის რეალიზაციის თაობაზე. ავტოსადგომზე მანქანის განთავსების ერთადერთი მიზანი იყო მომხდარიყო მისი დაცვა და იმ მდგომარეობის შენარჩუნება, რაც იყო ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში დ------------ე ავტომანქანა გააჩერებდა ქუჩაში, სადაც არსებობდა მისი გაძარცვის რისკი.

 

შეთანხმების თანახმად, დ------------ეს უნდა გადაეხადა ავტოსადგომზე დგომის საფასური თვეში 30 ლარის ოდენობით და არა დღეში 2 ლარის ოდენობით როგორც ამას შპს „თ----------“ უთითებს.

 

შპს „თ-----------ის“ ავტოსადგომზე მანქანის განთავსება მოხდა 2015 წლის 4 ივლისს და არა ცნობაში მითითებული თარიღიდან. ცნობით დასტურდება, რომ ავტომობილი ნამდვილად გადაყვანილ იქნა სადგომზე, თუმცა მასში მითითებული თარიღი და საფასური არ შეესაბამება სინამდვილეს. 2016 წლის ივლისიდან თვიურად უნდა მოეხდინა მიბარების საფასურის 30 ლარის გადახდა, რაზედაც დ------------ეს არასოდეს უარი არ განუცხადებია. თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო ავტომანქანის სადგომიდან გაყვანის დროისათვის. 2017 წლის ოქტომბერში დასრულდა დამგირავებელთან დავა და მიღებული თანხმობის შედეგად დ------------ეს უნდა გაეყვანა ავტომობილის ავტოსადგომიდან, მაგრამ ავტომანქანის ნაწილების ქურდობისა თუ ძარცვის გამო მან უარი განაცხადა ავტომანქანის სადგომიდან გაყვანაზე ზიანის ანაზღაურების/მოპარული ნაწილების საფასურის გადახდის გარეშე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 29 ივნისს ქ. თ---–--ში, მდ---------------------–---------------ზე ვ----–----------------ის ს----–--------------------არედ მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, ერთმანეთს შეეჯახნენ „მე-------- ბ--–-ს“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით U------, რომელსაც მართავდა დ------------ე და „ს----ას“ მარკის სატვირთო ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით L-------- - მისაბმელის სახელმწიფო ნომერი A-------, რომელსაც მართავდა ი----------–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ ( ტომი I, ს.ფ. 18-19);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. დაზიანებული ავტომანქანა იმავე დღესვე, 2016 წლის 29 ივნისს, გადაყვანილ იქნა ს--- „1--“-ის ავტოსადგომზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ს--- „1--“-ის N0----- ოქმი (ტომი I, ს.ფ. 24);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. 2016 წლის 4 ივლისიდან დღემდე დ------------ის კუთვნილი ავტომანქანა „მე-------- ბენც“, სახელმწიფო ნომრით U-- 1--, იმყოფება შპს „თ----------“-ის ავტოსადგომზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს „თ----------“-ის დირექტორის 26.10.2018 მიმართვა (ტომი I, ს.ფ. 143);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1 დ------------ის კუთვნილი ავტომანქანა არ დაზიანებულა შპს „თ-----------ის“ ავტოსადგომზე გადაყვანის შემდეგ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდ-----ეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

 

სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს. (იხ. სუსგ, საქმე №ას-1206-1166-2016).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.

 

შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

სარჩელში აღნიშნულია, რომ 2016 წლის 4 ივლისს მოსარჩელის კუთვნილი ავტომობილი ევაკუატორით გადაყვანილ იქნა შპს „თ-----------ის“კერძო ავტოსადგომზე, დასურათდა, მოხდა აღწერა და დღემდე დგას აღნიშნულ ავტოსადგომზე. ვიზუალური დათვალიერებისას სატრანსპორტო საშუალებას გააჩნდა შემდეგი გარეგანი დაზიანებები: უკანა ე.წ. „შიტოკის“ მარჯვენა მხარე მთლიანად დაზიანებული იყო, ასევე მთლიანად იყო დაზიანებული წინა მხარე და საბარგული არ იხურებოდა. 2017 წელს მესაკუთრეს უკვე ჰქონდა ნებართვა ნივთის რეალიზაციაზე, მაგრამ ავტოსადგომზე მისულ დ------------ეს ავტომანქანა გაძარცვული დახვდა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სწორედ მოსარჩელეს უნდა დაედასტურებინა ის გარემოება, რა მდგომარეობაში გადაიყვანა ავტომანქანა ავტოსადგომზე და დაზიანდა მოპასუხესთან განთავსების შემდგომ.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შემდგომ სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება ვერ შეძლო.

 

მართალია, მოსარჩელე მიუთითებს, რომ ავტოსადგომზე გადაყვანისას მოხდა ავტომანქანის აღწერა და დასურათება, მაგრამ ეს მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის.

 

მოსარჩელის შუამდგომლობით საქმეზე დაიკითხა მოწმეები. კ-------–---------ე, გ--–-------- და გ---------------ე არიან შპს „თ-----------ის“ თანამშრომლები.

 

კ-------–---------ის ჩვენებით მის მოვალეობაში შედის მანქანების აღრიცხვა და ფულის აკრეფა. დ------------ემ დააყენა მანქანა, მერე კარგა ხანს არ გამოჩენილა, მოვიდა და განაცხადა, რაღაცეები აკლიაო. სამსახურებრივად მანქანების მეთვალყურეობა არ ევალება. ავტომანქანა გადმოიყვანა საჯარიმოდან ევაკუატორით დ------------ემ და კიდევ ვიღაც ახლდა. ავტომანქანას ყველა მხარე დამტვრეული ჰქონდა (05.12.2018 წლის სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი, 16:40). ავტოსადგომი არ არის შემოღობილი. თანამშრომლების ნებართვის გარეშე ავტომანქანას ვერავინ გააჩერებს. საფასური არის დღეში 2 ლარი, მაშინვე უთხრეს დ------------ეს. ურეკავდნენ, არ პასუხობდა, მერე სასამართლოში დავა მაქვსო. ბოლოს მოვიდა და საბუთი მოითხოვა, რამდენი მაქვს გადასახდელიო (05.12.2018 წლის სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი, 16:44). ძირითადად სატვირთო ავტომანქანებია გაჩერებული. თუ მძღოლს მისაბმელზე ტვირთი უდევს, აფრთხილებს მათ და ყურადღებას აქცევენ ამ ტვირთს. ავტოსადგომის ტერიტორიაზე კამერები არ არის. დ------------ის მეგობარმა მოხსნა ავტომანქანას რაღაცეები, რაც უთხრეს დ------------ეს. იმ პერიოდში მსუბუქი ავტომანქანების დგომის საფასური იყო დღეში 2 ლარი. მოწმემ არ დაადასტურა დ------------ის მტკიცება, რომ მან მოხსნილი რადიატორი დაუბრუნა მეორე დღეს, ქარს წაუღიაო და რომ იპოვა ზოგიერთი დაკარგული ნაწილი და დააბრუნა.

 

გ---------------ის განმარტებით მის მოვალეობაში შედის ავტომანქანების აღრიცხვა და ფულის აკრეფა. ავტომანქანების დაცვა ან მიხედვა არ ევალება. ტერიტორია შემოღობილია ბეტონით. თუ მანქანის დაყენება უნდა ვინმეს, უნდა შემოვიდეს შემოსასვლელიდან. მუშაობენ ცვლაში 24 საათის განმავლობაში. ეზო შემოსაზღვრულია, მაგრამ ერთ ადგილას აქვს განგრეულივით. 2017 წლის იანვრიდან მუშაობს შპს „თ-----------ში.“ როცა მუშაობა დაიწყო ავტომანქანა უკვე იდგა იმ ტერიტორიაზე. დ------------ეს ურეკავდნენ მობრძანდით წაიყვანეთ თქვენი ავტომანქანაო, მაგრამ არ მოდიოდნენ. თუ მოვიდნენ ასი დარეკვის შემდეგ, ამბობდნენ ლომბარდთან გვაქვს დავა და არ გვცალიაო. მისთვის უცნობია, დ------------ეს თუ ჰქონდა პრეტენზია ავტომანქანის დაზიანებასთან დაკავშირებით (05.12.2018 წლის სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი, 16:59). დ------------ე ერთხელ ნახა, დირექტორთან სალაპარაკოდ რომ მოვიდა. სხდომის წინა დღეს იყო კიდევ მოსული, ავტომანქანა გამატანეთო (05.12.2018 წლის სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი, 17:00). დღის განმავლობაში ბევრი მანქანა და ხალხი ირევა და რამე რომ მოხსნას ვინმემ, ვერ დაინახავს. როგორც გაიგო სხვა თანამშრომლებისგან, თვითონ ბატონმა დ-----მა მოხსნა ავტომანქანას ნაწილები და წაიღო (05.12.2018 წლის სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი, 17:04). მსუბუქი ავტომანქანის გაჩერების ტარიფი იყო დღეში 2 ლარი, ახლა არის 3 ლარი (05.12.2018 წლის სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი, 17:06).

 

გ--–--------ს განმარტებით, არის შპს „თ-----------ის“ დარაჯი. დ------------ემ მიიყვანა დამტვრეული მე--------ი 2 წლის წინ ზაფხულში. როცა ავტომანქანა მიიყვანეს თავადაც იქ იყო. საიდან მიიყვანეს არ იცის. ასე თქვეს, 2 კვირის შემდეგ წავიყვანთო. ფასზე შეთანხმება მის მოვალეობაში არ შედის. ჩაბარებისას რაიმე აქტი არ შემდგარა, იმიტომ, რომ მხოლოდ 2 კვირით უნდოდათ გაჩერება. (09.01.2019 წლის სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი, 10:19-10:23). რაღაც პრობლემა ჰქონდათ და დიდ ხანი არ გამოჩენილან. მასთან არ გამოუთქვამს პრეტენზია ნაწილების დაკარგვასთან დაკავშირებით. ზოგადად გაიგო, რომ თითქოს რაღაცა დაიკარგა. საბურავები თვითონ დ------------ემ მოხსნა. მოწმედ რომ დაიბარეს, მაშინ გაიგო ეს ამბავი (09.01.2019 წლის სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი, 10:26).

 

ზ-------------------მ განმარტა, რომ დ------------ის ახლო მეგობარია და ერთად მუშაობენ. 1---ის ავტოსადგომიდან ავტომანქანა ერთად წამოიყვანეს და დააყენეს დაცულ ავტოსადგომზე. ცოტა ხნის შემდეგ რომ მივიდნენ, ავტომანქანაზე ნაწილი იყო მოხსნილი. რომ მოიკითხა, ყარაული იყო კ-------–ი და როგორც ახსოვს, რაღაც ნაწილი დააბრუნეს. ყველა მისვლაზე რაღაც ნაწილი იყო მოხსნილი. ლომბარდთან დავა რომ დასრულდა, მივიდნენ და ნახეს, რომ ავტომანქანა გაძარცული იყო. დგომის საფასურზე დღეში ლარზე შეთანხმდნენ ყარაულებთან.

 

შესაბამისად, შპს „თ-----------ის“ თანამშრომლები არ ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ ავტომანქანა დაზიანდა მათ ტერიტორიაზე (ნაწილები დაიკარგა), ხოლო დ------------ის ახლობელი ზ------------------- მიუთითებს, რომ ყველა მისვლაზე სხვადასხვა ნაწილი იყო დაკარგული.

 

სასამართლო განმარტავს, რომ არც ერთი მოწმე არ არის სრულიად ნეიტრალური, ამდენად, სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას, ვერც ერთი მათგანის ჩვენებას, ცალკე აღებულს, გადამწყვეტი მნიშვნელობა ვერ ექნება

 

დ------------ე თავის მოთხოვნას ამყარებს საქმეში წარმოდგენილ 2018 წლის 15 მარტის სასაქონლო შეფასების (ექსპერტიზის) დასკვნაზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ ავტომანქანის შესწავლით, ანალიზით და წარმოდგენილი CD დისკის ფოტო მასალის შედარებისას გამოიკვეთა რამდენიმე არაიდენტურობა, კერძოდ, წარმოდგენილი ფოტომასალიდან ძრავის ფოტოზე ასახული იქნა კვანძები-დეტალები, ხოლო ექსპერტის მიერ დათვალიერებისას გადაღებულ ფოტოზე აღარ არის გამოკვეთილი კვანძების დეტალები. აღნიშნული დასკვნით არ დასტურდება, რა მდგომარეობაში იყო ავტომანქანა ავტოსადგომზე განთავსებამდე. დასკვნით ირკვევა, რომ ფოტოილუსტრაცია 1 CD დისკი, რომელთანაც შედარება მოხდა, თავად მხარემ წარადგინა და სასამართლოსათვის უცნობია, როდის, რა ვითარებაში მოხდა ავტომანქანის დასურათება. მართალია, მხარე სიტყვიერად განმარტავს, რომ ეს იყო 1---ის ფოტოილუსტრაცია, მაგრამ წარმოდგენილი დასკვნით ეს გარემოება არ დასტურდება, არამედ პირიქით, დასკვნაში აღნიშნულია, რომ 1---ის ხელმძღვანელობამ მასალები მათ არ გადასცა. შესაბამისად, სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ დასკვნაში ჩამოთვლილი დეტალები დაიკარგა შპს „თ-----------ის“ ავტოსადგომზე, რადგან უცნობია, იქ რა მდგომარეობაში განთავსდა ავტომანქანა. ათვლის წერტილის არარსებობის პირობებში კი, შეუძლებელია ავტომანქანის დაზიანების ზუსტი პერიოდის განსაზღვრა (ავტოსადგომზე განთავსებამდე თუ მას შემდეგ).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ავტომანქანა არ დაზიანებულა შპს „თ-----------ის“ კუთვნილ ავტოსადგომზე განთავსების შემდგომ.

 

3.2.2 ავტომანქანის შპს „თ-----------ის“ ავტოსადგომზე დგომა-გაჩერების საფასური შეადგენდა დღეში 2 ლარს, რომელიც დ------------ემ უნდა აანაზღაუროს 04.07.2016 წლიდან 05.02.2018 წლამდე პერიოდისათვის.

 

მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ დ------------ეს უნდა გადაეხადა ავტომანქანის ავტოსადგომზე დგომა-გაჩერების საფასური. არც ისაა სადავო, რომ ეს საფასური გადახდილი არ არის. შეგებებული სარჩელის მოპასუხე სადავო ხდის ფასს, კერძოდ, მისი მტკიცებით, უნდა გადაეხადა დღეში 1 ლარი (თვეში 30 ლარი) და არა დღეში 2 ლარი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეს გარემოება არ დასტურდება.

 

მოწმე კ-------–---------ის ჩვენებით ავტომანქანის განთავსების საფასური იყო დღეში 2 ლარი, რის შესახებაც მაშინვე უთხრეს დ------------ეს.

 

გ---------------ემ ასევე დაადასტურა რომ მსუბუქი ავტომანქანის გაჩერების ტარიფი ადრე იყო დღეში 2 ლარი, ახლა არის 3 ლარი.

 

საქმეში წარმოდგენილია შპს „თ-----------ის“ ცნობა, რომლის თანახმადაც დ------------ის კუთვნილი ავტომანქანა სადგომზე დგას 16.05.2016 წლიდან და დავალიანება შეადგენს 492*2=984 ლარს. სასამართლო სხდომაზე შეგებებული სარჩელის ავტორმა დაადასტურა, რომ ცნობაში შეცდომითაა მითითებული ავტომანქანის სადგომზე განთავსების თარიღი და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნაში თანხა დათვლილია 04.07.2016 წლიდან.

 

აღნიშნულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ავტომანქანის განთავსების დროისათვის სტანდარტული ტარიფი იყო 2 ლარი. განსხვავებულ ფასზე შეთანხმების დამადასტურებელი მტკიცებულება კი დ------------ეს არ წარმოუდგენია.

 

მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ 05.12.2018 წელს დ------------ემ მიმართა შპს „თ-----------ს“ და მოითხოვა ავტომანქანის გაყვანა ავტოსადგომიდან, რაზეც მას უარი ეთქვა. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ მომენტიდან მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყდა და შეგებებული სარჩელის ავტორი იყენებს მოვალის კუთვნილ ქონებაზე კანონისმიერი გირავნობის უფლებას. კანონისმიერი გირავნობა ემსახურება უკვე არსებული დავალიანების დაფარვის უზრუნველყოფას და არა ახალი დავალიანების დარიცხვას. სამოქალაქო კოდექსის არც ერთი ნორმა არ ითვალისწინებს მოძრავი ქონების დაკავებისას დაკავების პერიოდისათვის ქირის გადახდას, შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ 05.02.2018 წლიდან დგომა-გაჩერების საფასურის დარიცხვა უნდა შეწყდეს.

 

3.2.3 მხარეებს შორის დაიდო არა ფართის ქირავნობის, არამედ მიბარების ხელშეკრულება.

 

მხარეებს შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ 04.06.2016 წელს დ------------ის კუთვნილი ავტომანქანა განთავსდა შპს „თ-----------ის“ ავტოსადგომზე, რისთვისაც მას უნდა გადაეხადა შეთანხმებული საფასური.

 

კომპანიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მხარეებს შორის დაიდო საპარკინგე ადგილის ქირავნობის ხელშეკრულება. არავითარი პასუხისმგებლობა ავტომანქანის მოვლა-შენახვაზე მოპასუხეს არ აუღია.

 

სასამართლო უპირველეს ყოვლისა აღნიშნავს, რომ შპს „თ-----------ს“ არ გააჩნია წერილობით შემუშავებული პარკირების წესები, რაც განსაზღვრავდა, რა ვალდებულებას იღებს იგი მძღოლების წინაშე და რასაც ისინი პარკინგით სარგებლობამდე გაეცნობოდნენ.

 

დ------------ე მიუთითებს, რომ ავტომანქანის დაცულ ავტოსადგომზე გაჩერების ერთადერთი მოტივი იყო ლომბარდთან არსებული სამართალურთიერთობა იყო: ვინაიდან ავტომანქანა იყო დაგირავებული, ლომბარდმა მოითხოვა მისი განთავსება დაცულ ავტოსადგომზე, შემდგომი დაზიანება რომ აღარ მომხდარიყო.

 

სხდომაზე მოწმედ დაკითხული შპს „თ-----------ის“ თანამშრომლები და ზ------------------- ამ გარემოებას ადასტურებენ. შპს „თ-----------ის“ თანამშრომლებისათვის იმთავითვე იყო ცნობილი, რომ დ------------ემ ავტომანქანა ლომბარდთან არსებული ურთიერთობის გამო გადმოიყვანა მათ ავტოსადგომზე.

 

მოწმე კ-------–---------ე აღნიშნავს, რომ მის მოვალეობაში შედის მანქანების აღრიცხვა და ფულის აკრეფა. თანამშრომლების ნებართვის გარეშე ავტომანქანას ვერავინ გააჩერებს სადგომზე. თუ მძღოლს მისაბმელზე ტვირთი უდევს, აფრთხილებს მათ და ყურადღებას აქცევენ ამ ტვირთს. თუ დაინახავს ავტომანქანის დაზიანების ფაქტს, გამოიძახებს სამართალდამცავ ორგანოებს.

 

გ---------------ის განმარტებით მის მოვალეობაში შედის ავტომანქანების აღრიცხვა და ფულის აკრეფა. ავტომანქანების დაცვა ან მიხედვა არ ევალება. ტერიტორია შემოღობილია ბეტონით. თუ მანქანის დაყენება უნდა ვინმეს, უნდა შემოვიდეს შემოსასვლელიდან. მუშაობენ ცვლაში 24 საათის განმავლობაში. ეზო შემოსაზღვრულია, მაგრამ ერთ ადგილას არის გამონგრეულივით.

 

მოწმე გ--–--------ს განმარტებით, ის არის შპს „თ-----------ის“ დარაჯი. დგომა-გაჩერების ფასზე შეთანხმება მის მოვალეობაში არ შედის, ევალება ტერიტორიის ყარაულობა. დატოვებულ მანქანას უნდა უყარაულოს, რომ რამე არ დაიკარგოს. ხანძარი თუ გაჩნდა, უნდა გამოიძახოს შესაბამის სამსახური. შემოღობილი არ არის ტერიტორია. უკან და გვერდებზე შემოსაზღვრულია. წინ ღიაა. უცხო ვერავინ მივა, რადგან ჰყავს 5 ძაღლი და არავის შემოუშვებენ. ძაღლები არ არის შპს „თ-----------ის“, არამედ უბნის ძაღლებია და მიიჩვია 09.01.2019 წლის სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი, 10:19-10:23).

 

მოწმეთა ჩვენებების ერთობლივად შეფასების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ ავტომანქანის სადგომზე გაჩერებისას იდება მიბარების და არა ფართის ქირავნობის ხელშეკრულება, რადგან მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ ავტოსადგომის ტერიტორიაზე 24 საათის განმავლობაში იმყოფება კომპანიის თანამშრომელი. ავტომანქანას ტერიტორიაზე უშვებენ და გასაჩერებელ ადგილს მიუჩენენ კომპანიის თანამშრომლები. თავადვე ატანენ ავტომანქანას. გ--–--------მ, რომელიც, მისივე განმარტებით, ავტოსადგომის დარაჯია, მიუთითა ისეთ მოვალეობებზე რაც ავტომანქანის მოვლასა და შენახვას გულისხმობს, კერძოდ, მას ევალება გაჩერებული ავტომანქანების მეთვალყურეობა, ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ რამე არ დაიკარგოს, არ უნდა დაუშვას ტერიტორიაზე უცხო პირების შესვლა, საჭიროების შემთხვევაში უნდა გამოიძახოს გადაუდებელი დახმარების სამსახური. ამასთან, სასამართლო ხაზს უსვამს, რომ გ--–--------მ ან ავტოსადგომის რომელიმე თანამშრომელმა საკუთარი ინიციატივით კი არ იკისრა დ------------ის ავტომანქანის მეთვალყურეობის ვალდებულება, როგორც ამის წარმოჩენას კომპანიის წარმომადგენელი ნ----------------- ცდილობდა სხდომაზე, არამედ ეს სამსახურეობრივ მოვალეობას წარმოადგენდა. საპირისპიროს მტკიცების ვალდებულება ევალებოდა კომპანიას. საქმეში არ არის წარმოდგენილი თანამშრომლებთან დადებული შრომის ხელშეკრულებები, სადაც მათი მოვალეობები სხვაგვარად იქნებოდა გაწერილი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს „თ----------“ არა მხოლოდ დგომა-გაჩერების (ფართის ქირავნობის) ხელშეკრულებას დებს ავტომანქანის მძღოლებთან, არამედ, იმავდროულად, იღებს გაჩერებული ავტომანქანის მეთვალყურეობის ვალდებულებასაც, რაც მიბარების ხელშეკრულების დამახასიათებელი პირობაა. ის გარემოება, რომ ტერიტორიაზე არ არის კამერები ან საკმარისი პერსონალი (მოწმის განმარტებით, მხოლოდ ერთი დარაჯია ტერიტორიაზე) შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ იგი სათანადოდ ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას და არა იმას, რომ ეს ვალდებულება არ აუღია.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ დ------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 763-ე, 764-ე, 394-ე, 395-ე, 408-ე, 775-ე, 776-ე, 770-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 763-ე მუხლის თანახმად მიბარების ხელშეკრულებით შემნახველი კისრულობს შეინახოს მიმბარებლის მიერ მისთვის ჩაბარებული მოძრავი ნივთი.

 

შემნახველმა უნდა დაუბრუნოს ნივთი მიმბარებელს დაუზიანებლად და უკლებლივ. ხელშეკრულების საგანი ნივთის შენახვისათვის მომსახურეობის გაწევაა, რაც შემნახველის მიერ ნივთზე კონტროლის დაწესებით გამოიხატება.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ------------ესა (მიმბარებელი) და შპს „თ-----------ს“ (შემნახავი) შორის დაიდო მიბარების ხელშეკრულება, კერძოდ, მიმბარებელმა მისი კუთვნილი ავტომანქანა 04.07.2016 წელს მიაბარა შემნახველს და განათავსა მის კუთვნილ ავტოსადგომზე. წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მხარეებს შორის სწორედ მიბარების და არა ფართის ქირავნობის ხელშეკრულება დაიდო. მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ ავტოსადგომის ტერიტორიაზე 24 საათის განმავლობაში იმყოფება კომპანიის თანამშრომელი. ავტომანქანას ტერიტორიაზე უშვებენ და გასაჩერებელ ადგილს მიუჩენენ კომპანიის თანამშრომლები. თავადვე ატანენ ავტომანქანას. გ--–--------მ, რომელიც, მისივე განმარტებით, ავტოსადგომის დარაჯია, მიუთითა ისეთ მოვალეობებზე რაც ავტომანქანის მოვლასა და შენახვას გულისხმობს, კერძოდ, მას ევალება გაჩერებული ავტომანქანების მეთვალყურეობა, ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ რამე არ დაიკარგოს, არ უნდა დაუშვას ტერიტორიაზე უცხო პირების შესვლა, საჭიროების შემთხვევაში უნდა გამოიძახოს გადაუდებელი დახმარების სამსახური. შპს „თ----------“ არა მხოლოდ დგომა-გაჩერების (ფართის ქირავნობის) ხელშეკრულებას დებს ავტომანქანის მძღოლებთან, არამედ, იმავდროულად, იღებს გაჩერებული ავტომანქანის მეთვალყურეობის ვალდებულებასაც, რაც მიბარების ხელშეკრულების დამახასიათებელი პირობაა.

 

მიმბარებლის განმარტებით, მოპასუხემ დაარღვია ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, კერძოდ, მიბარებული საქონელი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად არ შეინახა და ავტომანქანის ნაწილების დაიკარგა ავტოსადგომზე განთავსების შემდგომ, რითაც ზიანი მიაყენა. სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი განამტკიცებს ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს და ანიჭებს კრედიტორს ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, ხოლო მისი გამოყენების წინაპირობებია მართლწინააღმდეგობა, ბრალი, მიზეზობრივი კავშირი და ზიანი. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ (სსკ-ის 408-ე მუხლი). ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არსებობის შემთხვევაში ნავარაუდები სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენის ორიენტირი განმტკიცებულია სსკ-ის 408-ე მუხლში, რომლის ნორმატიული მიზნიდან გამომდ-----ეობს, რომ განხორციელდეს იმ ვითარების აღდგენა, რომელიც იარსებებდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების დადგომამდე, ე.ი. ვალდებულების დარღვევამდე. ნორმიდან გამომდ-----ეობს დასკვნა, რომ ზიანი არის ის ქონებრივი დანაკლისი, რომელიც არ იარსებებდა ვალდებულების დარღვევის არარსებობის შემთხვევაში, ე.ი. ვალდებულების ჯეროვანი შესრულების პირობებში. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან მიმართებით, სასამართლომ უპირველესად, უნდა შეაფასოს ზიანის, როგორც მეორადი მოთხოვნის, წარმოშობის სამართლებრივი საფუძვლების არსებობა.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ მიმბარებელმა ვერ დაადასტურა ავტომანქანის შესანახად გადაცემის შემდგომ დაზიანების ფაქტი, კერძოდ, უცნობია, რა მდგომარეობაში გადაიყვანა მან ავტომანქანა სადგომზე და შეუძლებელია იმის განსაზღვრა, ზუსტად როდის დაიკარგა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ნაწილები. ისეთ პირობებში, როდესაც არ დასტურდება მიზეზობრივი კავშირი ხელშეკრულების დარღვევასა და ზიანის ანაზღაურებას შორის, ან საერთოდ ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი, შპს „თ-----“ 2--- ვერ იქნება პასუხისმგებელი დ------------ისათვის მიყენებულ ზიანზე.

 

6.2 სამოქალაქო კოდექსის 764-ე მუხლის თანახმად მიბარება უსასყიდლოა, თუ შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ შემნახველი ახორციელებს შენახვას სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში, მაშინ საზღაური დუმილითაც შეთანხმებულად ჩაითვლება. თუ საზღაურის ოდენობა არ არის განსაზღვრული, მაშინ ტარიფების არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სატარიფო განაკვეთი, ხოლო ტარიფების არარსებობისას – ჩვეულებრივი საზღაური.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხელშეკრულება იყო ფასიანი და დ------------ეს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდისათვის უნდა გადაეხადა ავტომანქანის განთავსების დროისათვის დაწესებული სტანდარტული საფასური - დღეში 2 ლარი.

 

სამოქალაქო კოდექსის 775-ე მუხლის თანახმად თუ მიბარება სასყიდლიანია, მაშინ მიმბარებელი მოვალეა ხელშეკრულების შეწყვეტისას შემნახველს გადაუხადოს დათქმული საზღაური.

 

მიმბარებელს არ გადაუხდია შემნახველისათვის დათქმული საზღაური.

 

05.12.2018 წელს დ------------ემ მიმართა შპს „თ-----------ს“ და მოითხოვა ავტომანქანის გაყვანა ავტოსადგომიდან, რაზეც მას უარი ეთქვა.

 

სამოქალაქო კოდექსის 770-ე მუხლის თანახმად მიმბარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს შესანახად მიბარებული ნივთის დაბრუნება, – იმ შემთხვევაშიც, თუ შენახვის ვადა განსაზღვრული იყო.

 

ამავე კოდექსის 776-ე მუხლის თანახმად კი კუთვნილი საზღაურის მიღებამდე და შენახვისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებამდე შემნახველს შეუძლია უარი თქვას მიბარებული ნივთის დაბრუნებაზე.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ მომენტიდან მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყდა და შეგებებული სარჩელის ავტორი იყენებს მოვალის კუთვნილ ქონებაზე კანონისმიერი გირავნობის უფლებას. კანონისმიერი გირავნობა ემსახურება უკვე არსებული დავალიანების დაფარვის უზრუნველყოფას და არა ახალი დავალიანების დარიცხვას. სამოქალაქო კოდექსის არც ერთი ნორმა არ ითვალისწინებს მოძრავი ქონების დაკავებისას დაკავების პერიოდისათვის ქირის გადახდას. შემნახველი ითხოვს თანხის გადახდას შეგებებული სარჩელის აღძვრის მომენტიდან სამომავლოდ, ავტომანქანის გაყვანამდე, ამასთან, თანხა მოთხოვნილია არა როგორც მიუღებელი შემოსავალი ანუ ფართის მოცდენის გამო ზიანი, არამედ როგორც მხარეთა შორის შეთანხმებული საზღაური.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საზღაურის გადახდის ვალდებულება არსებობს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში. 05.12.2018 წელს, როდესაც მიმბარებელმა გადაცემული ნივთის დაბრუნება მოითხოვა, ხელშეკრულება შეწყდა, ამასთან, შემნახველმა დააკავა ნივთი საზღაურის გადახდის უზრუნველსაყოფად.

 

იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო მივიდოდა დასკვნამდე, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ მიმბარებელს უნდა გადაეხადა ფართის მოცდენის გამო საფასური, სასამართლო ხაზს უსვამს, რომ სამოქალაქო უფლების განხორციელება შემოფარგლულია მისი მართლზომიერებით. სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის შესაბამისად სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. უფლების ბოროტად გამოყენების შინაარსი დელიქტისაგან სწორედ იმით განსახვავდება, რომ უფლების გამომყენებელი, ფორმალურად, კანონიერად მოქმედებს და მისთვის მინიჭებული უფლების რეალიზებას ახდენს, მაგრამ ქმედებას არამართლზომიერად აქცევს უფლების გამოყენების მიზანი: სხვა პირისათვის ზიანის მიყენება. ანუ სამართალურთიერთობის მონაწილეს ობიექტურად კი არ სჭირდება ამ უფლების გამოყენება, არამედ მხოლოდ იმიტომ იყენებს, რომ სხვა პირს ზიანი მიადგეს და სამართლებრივად მძიმე მდგომარეობაში ჩააყენოს.

 

განსახილველ შემთხვევაში, არავითარი ობიექტური აუცილებლობა იმისა, რომ შემნახველს ავტომანქანა დაეტოვებინა მის ტერიტორიაზე, არ არსებობდა. მხარეებს შორის საზღაურის გადახდასთან დაკავშირებით მიმდ-----ეობდა დავა სასამართლო წესით და მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას შემნახველი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონით დადგენილი წესით შეძლებდა, რაც, დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით, პრობლემური ვერ იქნებოდა. თუ არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ გადაწყვეტილების აღსრულებას შეექმნებოდა საფრთხე, შეგებებული სარჩელის ავტორს შეეძლო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოეთხოვა. ამ შემთხვევაში იგი გამოთავისუფლებული ფართის სხვა პირისათვის გადაცემას შეძლებდა, მაგრამ მან ავტომანქანის დაკავება აირჩია, რაც, სასამართლოს შეფასებით, განხორციელდა მხოლოდ იმ მიზნით, რომ გაზრდილიყო გადასახდელი საზღაური.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მიმბარებელმა შემნახველს საზღაური უნდა გადაუხადოს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდისათვის: შეგებებული სარჩელის შემოტანამდე პერიოდისათვის ერთიანად 1458 ლარი, ხოლო 06.07.2018 წლიდან 05.12.2018 წლამდე - დღეში 2 ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმ მხარის წარმომადგენლობისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.

 

ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

ვინაიდან ძირითადი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დ------------ემ შპს „თ-----------ს“ უნდა აუნაზღაუროს სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე, მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დ------------ის სარჩელი შპს „თ------2---“-ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს;

 

2. შპს „თ------2---“-ის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

3. დ------------ეს შპს „თ------2---“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 1458 ლარის გადახდა, ასევე 06.07.2018 წლიდან 05.12.2018 წლამდე დღეში 2 ლარის გადახდა.

 

4. დ------------ეს შპს „თ------2---“-ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თ---–--ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თ---–--ი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თ---–--ი, დ----- აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თ---–--ის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა ჯინორია