გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№030210018002317299
№2/191-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 სექტემბერი 2019 წელი ქ. ფოთი
შესავალი ნაწილი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი ლევანი ქირია
მოსარჩელე შპს "ლ-----ო---------–-“
წარმომადგენლები ი----- ტ---------, ნ-------- ტ---------
მოპასუხე შპს „მ---------------“
წარმომადგენლები თ-------- მ------------, გ---- ს-----
დავის საგანი ქირავნობის ურთიერთობიდან გამომდინარე ნივთის
შენახვის ხარჯების ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.2.შპს „მ---------------“ შპს „ლ-----ო---------–-ს“ სასარგებლოდ დაეკისროს ნივთის შენახვისა და მოვლის საფასურის 2015 წლის 31 დეკემბრიდან 2017 წლის 2 დეკემბრის ჩათვლით თვეში 250 ლარის გადახდა, რაც ჯამში შეადგენს 5750 ლარს.
სარჩელის ფაქტობრივი გარემოებები
2014 წლის 22 აგვისტოს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შპს "ლ-----ო---------–--" შპს "მ---------------" მიაქირავა 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ტრაქტორებისა და საწვავ-საპოხი მასალების განსათავსებლად 600 ლარად, საიდანაც დაცვის განსახორციელებლად იხარჯებოდა 250 ლარი. 2014 წლის 22 აგვისტოს ხელშეკრულება 2014 წლის 19 დეკემბერს გაგრძელდა 2015 წლის 22 ივნისამდე. 2015 წლის 19 ივნისს ხელშეკრულება გაგრძელდა 2015 წლის 31 დეკემბრამდე. ამ ხელშეკრულების 3.4.4. მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, დამქირავებელი ვალდებული იყო გაეთავისუფლებინა ტერიტორია და მოსარჩელისთვის გადაეცა მიწის ფართი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. მიუხედავად ამისა, მოპასუხემ არ გაათავისუფლა დაქირავებული ტერიტორია, ბოლომდე დატოვა A------ის მოდელის "დისკებიანი ფარცხი" (შასის ნომერი 1--------) და გუთნის დგარი 4 ერთეული, რომელიც 2017 წლის 2 დეკემბერს წაიყვანა, მისი შენახვა კი მოსარჩელეს თვეში უჯდებოდა 250 ლარი საშემოსავლოს ჩათვლით. მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 5750 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3.2. ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2014 წლის 22 აგვისტოს ქირავნობის ხელშეკრულების 1.1. პუნქტის მიხედვით, გამქირავებელი მის ბალანსზე რიცხულ ფართს 500 კვ. მეტრს, მდებარე: საქართველო, ქ. ხობი, ქ------- ქ.N--, დროებით სარგებლობაში გადასცემს დამქირავებელს შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ, ხელშეკრულების 1.3. პუნქტის შესაბამისად, ქირავნობის საგნის გადაცემის მიზანია შპს "მ---------------ს" ხობის სატრაქტორო ბრიგადაზე რიცხული ტრაქტორებისა და საწვავ-საპოხი მასალების განთავსება-შენახვა, 2.1. პუნქტის მიხედვით, წინამდებარე ხელშეკრულების 1.1. პუნქტის განსაზღვრული ფართის ქირა შეადგენს თვეში 600 ლარს, ყველა გადასახადი მათ შორის დღგ-ს ჩათვლით. 2.2. პუნქტის მიხედვით, ქირის გადახდა ხდება ყოველი მომდევნო საანგარიშო თვის 30 რიცხვამდე. 3.1.1. პუნქტის შესაბამისად, გამქირავებელს უფლება აქვს: მოითხოვოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ქირის დათქმულ დროს გადახდა, 3.1.2. პუნქტის თანახმად, გაასხვისოს დაქირავებული ნივთი დამქირავებლის თანხმობის გარეშე, ასეთ დროს, შემძენი დაიკავებს გამქირავებლის ადგილს და ქირავნობის ხელშეკრულების მოქმედება გაგრძელდება დათქმული ვადის განმავლობაში, 3.2.1. პუნქტის შესაბამისად, გამქირავებელი ვალდებულია გადასცეს დამქირავებელს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ფართი, მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არა უმეტეს 1 დღეში, 3.4.4. პუნქტის მიხედვით, დამქირავებელი ვალდებულია დაუბრუნოს გამქირავებელს ფართი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, აქტის ხელმოწერიდან არა უმეტეს 3 სამუშაო დღის ვადაში. წინამდებარე ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების ან დამატების შეტანა ხდება მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.
3.2.2. 2014 წლის 19 დეკემბრის შეთანხმების (2014 წლის 22 აგვისტოს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ) მიხედვით, ერთის მხრივ, "მ---------------" (შემდგომში დამქირავებელი) წარმოდგენილი მისი გ-------–----- დ------------- ზ----- ჩ------ სახით და მეორეს მხრივ, შპს "ლ-----ო---------–-" (შემდგომში გამქირავებელი) წარმოდგენილი მისი დ------------- ვ-–- ა-–------------ სახით, შეთანხმდნენ შემდეგზე: მხარეთა შორის 2014 წლის 22 აგვისტოს გაფორმებულ ხელშეკრულებაში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება, ხელშეკრულების მე-8 მუხლში მითითებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვროს 6 თვის ვადით (2015 წლის 22 ივნისამდე). წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან, წინამდებარე შეთანხმება წარმოადგენს მხარეთა შორის 2014 წლის 22 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და მოქმედებს მასთან ერთად, ხელშეკრულების ყველა სხვა პირობა დარჩა უცვლელი.
3.2.3. 2015 წლის 19 ივნისის ქირავნობის ხელშეკრულების 1.1. პუნქტის მიხედვით, გამქირავებელი მის ბალანსზე რიცხულ ფართს 500 კვ. მეტრს, მდებარე საქართველო, ქ. ხობი, ქ------- ქ.N---ში, დროებით სარგებლობაში გადასცემს დამქირავებელს შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ, ხელშეკრულების 1.3. პუნქტის შესაბამისად, ქირავნობის საგნის გადაცემის მიზანია შპს "მ---------------ს" ხობის სატრაქტორო ბრიგადაზე რიცხული ტრაქტორებისა და საწვავ-საპოხი მასალების განთავსება-შენახვა, 2.1. პუნქტის მიხედვით წინამდებარე ხელშეკრულების 1.1. პუნქტის განსაზღვრული ფართის ქირა შეადგენს თვეში 600 ლარს, ყველა გადასახადი, მათ შორის დღგ-ს ჩათვლით. 2.2. პუნქტის მიხედვით, ქირის გადახდა ხდება ყოველი მომდევნო საანგარიშო თვის 30 რიცხვამდე. 3.1.1. პუნქტის შესაბამისად, გამქირავებელს უფლება აქვს: მოითხოვოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ქირის დათქმულ დროს გადახდა, 3.1.2. პუნქტის თანახმად, გაასხვისოს დაქირავებული ნივთი დამქირავებლის თანხმობის გარეშე, ასეთ დროს, შემძენი დაიკავებს გამქირავებლის ადგილს და ქირავნობის ხელშეკრულების მოქმედება გაგრძელდება დათქმული ვადის განმავლობაში, 3.2.1. პუქნტის შესაბამისად, გამქირავებელი ვალდებულია გადასცეს დამქირავებელს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ფართი, მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არა უმეტეს 1 დღეში, 3.4.4. პუნქტის მიხედვით, დამქირავებელი ვალდებულია დაუბრუნოს გამქირავებელს ფართი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, აქტის ხელმოწერიდან არა უმეტეს 3 სამუშაო დღის ვადაში. წინამდებარე ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების ან დამატების შეტანა ხდება მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.
3.2.4. შპს "მ---------------ს" ა--–-- ც-------- ტ---------- ს----------- უ--------- გ------- თ----------- 2017 წლის 2 დეკემბრის წერილის მიხედვით, შპს "მ---------------ს" ხელმძღვანელობის დავალებით უფლებამოსილია ჩაიბაროს შპს "ლ-----ო---------––-" შენახვაზე მყოფი დისკებიანი ფარცხი, შასის ნომერი 1--------.
3.2.5. 2017 წლის 2 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, შპს "მ---------------ს" ხელმძღვანელობის დავალებიდან გამომდინარე, ერთის მხრივ, ა--–-- ს------ ც-------- ტ---------- ს----------- უ--------- გ------- თ-----------, ტ---------- ს----------- ს--–---–------ დ----- კ--------- და ო------------- ბ--- თ-----------, მეორეს მხრივ, "ლ-----ო---------–-ს" დ------------- ი----- ტ---------მ შეადგინეს მიღება-ჩაბარების აქტი შემდეგზე: შპს "მ---------------ს" საპასუხისმგებლო პირებმა გ------- თ-----------, დ----- კ--------- და ბ--- თ----------- ჩაიბარეს, ხოლო ი----- ტ---------მ ჩააბარა 2015 წლის 25 დეკემბრიდან 2017 წლის 2 დეკემბრამდე შპს "ლ-----ო---------––-" შენახვაზე მყოფი დისკებიანი ფარცხი A------ის მოდელის, შასის ნომერი 1-------- გამართულ მდგომარეობაში, კომპლექტში აგრეთვე ჩაბარებულ იქნა გუთნის ოთხი დგარი. ზემოთ აღნიშნული იმპლიმენტი შპს "მ-----------------" გადაცემულ იქნა მიბარებული ქონების დაცვაზე პასუხისმგებელ დარაჯზე გასაცემი ყოველთვიური სახელფასო სარგოს 250 ლარის გადახდამდე, ანუ 23 თვისა და შვიდი თვის თანხის 5806 ლარის შპს "ლ-----ო---------–-ს" ანგარიშზე ჩარიცხვის პირობით.
3.2.6.შპს "ლ-----ო---------–-ს" დ------------- ი. ტ---------ს 2018 წლის 05 იანვრის N-- წერილის მიხედვით, 2015 წლის 19 ივნისს, შპს "მ---------------ს" (შემდგომში დამქირავებელი) და შპს "ლ-----ო---------–-" (შემდგომში გამქირავებელი) შორის გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, დამქირავებელზე შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ დროებით გადაცემულ იქნა ფართი ხობის სატრაქტორო ბრიგადაზე რიცხული ტექნიკისა და საწვავის განთავსება-შენახვის მიზნით. ეს იყოს 2014 წლის აგვისტოს და დეკემბერს დადებული ხელშეკრულებების გაგრძელება, რომლის საფუძველზეც 2015 წლის 31 დეკემბრამდე, ანუ 16 თვისა და 8 დღის განმავლობაში შპს "მ---------------" ახდენდა მატერიალური ფასეულობების განთავსებას, რომლის შენახვას და მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფდა შპს "ლ-----ო---------–-". 3.4.4. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების დასრულების შემდეგ მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, გამქირავებლისათვის ფართი უნდა დაბრუნებულიყო, რაც არ შესრულდა, უფრო მეტიც, 2016 წლის პირველ მაისამდე შპს "ლ-----ო---------––-" შენახვაზე იდგა გუთანი სერიული ნომრით 2-- და 2017 წლის 2 დეკემბრამდე ასევე განთავსებული იყო დისკებიანი ფარცხი სერიული ნომრით 1--------. ანაზღაურებულ იქნას დაცვაზე გაწეული ხარჯები 9759 ლარი და 10 სამუშაო დღის ვადაში ჩარიცხულ იქნას შპს "ლ-----ო---------–-ს" ანგარიშზე.
3.2.7. 2015 წლის 12 მარტის მუშა მოსამსახურეთა ხელფასის საანგარიშო-საგადასახადო N- უწყისის მიხედვით, სულ გასაცემია 900 ლარი. მ. ტ---------ზე (გ--–---) სულ დარიცხულია 1000 ლარი, საშემოსავლო 200 ლარი, ხელზე გასაცემია 800 ლარი, ვ. ა-–----------- (დ------------) 1125 ლარი, საშემოსავლო 225 ლარი, ხელზე გასაცემია 900 ლარი.
3.2.8. N---------- საგადასახადო დავალების მიხედვით, გადამხდელის დასახელება არის შპს "ლ-----ო---------–-", გადახდილი თანხა შეადგენს 225 ლარს, გადახდის დანიშნულება: დამქირავებლის მიერ დაკავებული საშემოსავლო გადასახადი არასაბიუჯეტო სექტორიდან.
3.2.9. N----- საგადასახადო დავალების მიხედვით, გადამხდელის დასახელება არის შპს "მ---------------", მიმღების დასახელება - შპს "ლ-----ო---------–-", გადახდილი თანხა შეადგენს 793,55 ლარს, გადახდის თარიღი: 01.10.2014 წ, გადახდის დანიშნულება: ფართის იჯარის ქირა - 22.08.2014 წლის ხელშეკრულება.
3.2.10. N----- საგადასახადო დავალების მიხედვით, გადამხდელის დასახელება არის შპს "მ---------------", მიმღების დასახელება - შპს "ლ-----ო---------–-", გადახდილი თანხა შეადგენს 600 ლარს, გადახდის თარიღი: 06.11.2014 წ, გადახდის დანიშნულება: ფართის იჯარის ქირა - 22.08.2014 წლის ხელშეკრულება.
3.2.11. N45708 საგადასახადო დავალების მიხედვით, გადამხდელის დასახელება არის შპს "მ---------------", მიმღების დასახელება - შპს "ლ-----ო---------–-", გადახდილი თანხა შეადგენს 600 ლარს, გადახდის თარიღი: 03.12.2014 წ, გადახდის დანიშნულება: ფართის იჯარის ქირა - 22.08.2014 წლის ხელშეკრულება.
3.2.11. N45708 საგადასახადო დავალების მიხედვით, გადამხდელის დასახელება არის შპს "მ---------------", მიმღების დასახელება - შპს "ლ-----ო---------–-", გადახდილი თანხა შეადგენს 600 ლარს, გადახდის თარიღი: 30.12.2014 წ, გადახდის დანიშნულება: დეკემბრის იჯარის ქირა.
3.2.12. N----- საგადასახადო დავალების მიხედვით, გადამხდელის დასახელება არის შპს "მ---------------", მიმღების დასახელება - შპს "ლ-----ო---------–-", გადახდილი თანხა შეადგენს 1200 ლარს, გადახდის თარიღი: 04.03.2015 წ, გადახდის დანიშნულება: იანვარ-თებერვლის იჯარის ქირა.
3.2.13. N----- საგადასახადო დავალების მიხედვით, გადამხდელის დასახელება არის შპს "მ---------------", მიმღების დასახელება - შპს "ლ-----ო---------–-", გადახდილი თანხა შეადგენს 600 ლარს, გადახდის თარიღი: 08.04.2015 წ. გადახდის დანიშნულება: მარტის თვის იჯარის ქირა.
3.2.14. N48196 საგადასახადო დავალების მიხედვით, გადამხდელის დასახელება არის შპს "მ---------------", მიმღების დასახელება - შპს "ლ-----ო---------–-", გადახდილი თანხა შეადგენს 600 ლარს, გადახდის თარიღი: 18.05.2015 წ, გადახდის დანიშნულება: აპრილის თვის იჯარის ქირა.
3.2.15. N----- საგადასახადო დავალების მიხედვით, გადამხდელის დასახელება არის შპს "მ---------------", მიმღების დასახელება - შპს "ლ-----ო---------–-", გადახდილი თანხა შეადგენს 600 ლარს, გადახდის თარიღი:17.06.2015 წ, გადახდის დანიშნულება: ფართის იჯარის ქირა.
3.2.16. N----- საგადასახადო დავალების მიხედვით, გადამხდელის დასახელება არის შპს "მ---------------", მიმღების დასახელება - შპს "ლ-----ო---------–-", გადახდილი თანხა შეადგენს 600 ლარს, გადახდის თარიღი: 17.07.2015 წ, გადახდის დანიშნულება: ფართის იჯარის ქირა.
3.2.17. N----- საგადასახადო დავალების მიხედვით, გადამხდელის დასახელება არის შპს "მ---------------", მიმღების დასახელება - შპს "ლ-----ო---------–-", გადახდილი თანხა შეადგენს 600 ლარს, გადახდის თარიღი: 17.09.2015 წ, გადახდის დანიშნულება: დეკემბრის იჯარის ქირა.
3.2.18. N----- საგადასახადო დავალების მიხედვით, გადამხდელის დასახელება არის შპს "მ---------------", მიმღების დასახელება - შპს "ლ-----ო---------–-", გადახდილი თანხა შეადგენს 600 ლარს, გადახდის თარიღი: 21.09.2015 წ, გადახდის დანიშნულება: ფართის იჯარის ქირა.
3.2.19. N----- საგადასახადო დავალების მიხედვით, გადამხდელის დასახელება არის შპს "მ---------------", მიმღების დასახელება - შპს "ლ-----ო---------–-", გადახდილი თანხა შეადგენს 1200 ლარს, გადახდის თარიღი: 04.11.2015 წ, გადახდის დანიშნულება: ფართის იჯარის ქირა.
3.2.20. N----- საგადასახადო დავალების მიხედვით, გადამხდელის დასახელება არის შპს "მ---------------", მიმღების დასახელება - შპს "ლ-----ო---------–-", გადახდილი თანხა შეადგენს 600 ლარს, გადახდის თარიღი: 04.12.2015 წ., გადახდის დანიშნულება: ფართის იჯარის ქირა.
3.2.21. N-3--- საგადასახადო დავალების მიხედვით, გადამხდელის დასახელება არის შპს "მ---------------", მიმღების დასახელება - შპს "ლ-----ო---------–-", გადახდილი თანხა შეადგენს 600 ლარს, გადახდის თარიღი: 01.02.2016 წ.
3.2.22. შპს "მ---------------ს" გ-------–----- დ------------- ვ-–- ნ----–---–---–-- N-- ბრძანების შესაბამისად, შპს "მ--------------–-" 2013 წლის 13 თებერვლიდან გამოსაცდელი სამი თვის ვადით (13.02.2013-13.05.2013 წწ) დაინიშნოს შემდეგი პირები: 1.1. მონიტორინგის სამსახურში, მონიტორინგის ს--–---–------ თანამდებობაზე გ--- მ------- და ნ------- ლ-----------; 1.2.მ--------–---- და ტ---------- უ----------–------- ს----------- უ--------- თანამდებობაზე ი----- ტ---------; 1.3. ა--–-- ს-------ც-------- მ---------- თანამდებობაზე მ----- ნ---------; 2. თანამდებობრივი სარგო, შრომის პირობები და სამსახურებრივი ვალებულებები განისაზღვროს მათთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით.
3.2.23. შპს "მ---------------ს" გ-------–----- დ------------- ზ----- ჩ------ 2014 წლის 21 ივლისის N-- ბრძანების მიხედვით: 1. გადაყვანილ იქნას შპს "მ---------------ს" ო-----–----- მ--------, გ----------- და გ---------- ს----------- უ-------- ი----- ტ--------- შპს "მ---------------ს" ა--–-- ს-------ც-------- მ---------- თანამდებობაზე 2014 წლის 21 ივლისიდან; 2. თანამდებობრივი სარგო, შრომის პირობები და სამსახურებრივი ვალდებულებები განისაზღვროს მასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე; 3. დაევალოს საფინანსო სამსახურს განახორციელოს თანამდებობრივი სარგოს გადაანგარიშება.
3.2.24. შპს "მ---------------ს" გ-------–----- დ------------- პ----- შ----–---- 2016 წლის 01 ივლისის N-- ბრძანების თანახმად: 1. სპს "მ---------------ს" ა--–-- ს-------ც-------- მენეჯერს ი----- ტ---------ს კომპანიის შინაგანაწესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის "ე" ქვეპუნქტისა და შრომის ხელშეკრულების მე-2 პუნქტის 2.9 ქვეპუნქტის საფუძველზე, დაეკისროს 2016 წლის 26 მარტს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მასზე გაპიროვნებული დაზიანებული კომპანიის კუთვნილი ავტომობილის აღდგენისათვის საჭირო ხარჯები სრულად; 2. დაევალოს ადმინისტრაციულ დ-----------ს ზ. დ----–--- უზრუნველყოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის მომზადება ავტო-ავარიის შედეგად დაზიანებული კომპანიის კუთვნილი ავტომობილის აღდგენისათვის საჭირო ხარჯების შესახებ და შემდგომი სამართლებრივი რეაგირება; 3. შპს "მ---------------ს" 2016 წლის 29 ივნისის N1------- ბრძანებით ა--–-- ს-------ცენტრში მივლინებულ უფლებამოსილი ჯგუფისათვის დავალების შესრულებაში დაბრკოლების შექმნისათვის, კომპანიის ხელმძღვანელი პირების სიტყვიერი განკარგულების შეუსრულებლობის და გამოვლენილი უხეში დარღვევების გამო, რომელიც ასახულია პ----–------------ და ი-------------- გ---------–---- მ------- ს--–---–----- დ. კ-------–---–-- და ა----------- გ. ხ---–---- 2016 წლის 1 ივლისს შედგენილ მოხსენებით ბარათში განთავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან შპს "მ---------------ს" ა--–-- ს-------ც-------- მ--------- ი----- ტ--------- საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, კომპანიის შინაგანაწესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის "ე"-"ვ" ქვეპუნქტების, ასევე მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის "ე" და "ზ" ქვეპუნქტების, შრომის ხელშეკრულების მე-2 პუნქტის 2.5 და 2.6 ქვეპუნქტების საფუძველზე და დაევალოს მის დაქვემდებარებაში არსებული კომპანიის კუთვნილი ქონება ჩააბაროს ა--–-- ს-------ც-------- ტ---------- ს----------- უფროსს თ----- ჟ-------.
3.2.25. 2014 წლის 21 ივლისის შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად, ერთის მხრივ შპს "მ---------------" (შემდგომში დამსაქმებელი), წარმოდგენილი მისი გ-------–----- დ------------- ზ----- ჩ------ სახით და მეორე მხრივ ფ/პ ი-----ი ტ--------- (შემდგომში დასაქმებული) შეთანხმდნენ ყველა არსებით პირობაზე. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის მიხედვით, დასაქმებული იღებს სრულ განაკვეთს ა--–-- ს-------ც-------- მ---------- პოზიციაზე და თანახმაა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებითა და შეთანხმებული ხელფასის სანაცვლოდ შეასრულოს აღნიშნული პოზიციის შესაბამისი სამუშაოები. 2.1. პუნქტის მიხედვით ხელშეკრულება ძალაშია 2014 წლის 21 ივლისიდან 2015 წლის 21 ივლისამდე, 1 წლის ვადით. 2.2. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ დამსაქმებელი, ხელშეკრულების 2.1. პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე ერთი თვის ადრე არ გაუგზავნის დასაქმებულს წერილობით შეტყობინებას ხელშეკრულების დასრულების შესახებ, მაშინ ხელშეკრულების მოქმედების დრო ავტომატურად გრძელდება 1 წლით. 5.1. პუნქტის მიხედვით, დასაქმებულის თვიური ხელფასი შეადგენს 1300 ლარს. 4.1. პუნქტის შესაბამისად, დასაქმებულის სამუშაო საათების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 40 საათს კვირაში. ნებისმიერი დამატებითი სამუშაო საათი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით ან დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული ოდენობითა და წესით. 4.2. პუნქტის მიხედვით, დასაქმებულს ყოველთვიურად ეკუთვნის ერთსაათიანი შესვენება, რომელიც არ შედის 40 საათიან სამუშაო გრაფიკში. 4.4 პუნქტის მიხედვით, დასაქმებულს ყოველწლიურად ეკუთვნის სრულად ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღის ოდენობით.
3.2.26. 2015 წლის 01 ივნისის შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად, ერთის მხრივ, შპს "მ---------------" (შემდგომში დამსაქმებელი), წარმოდგენილი მისი გ-------–----- დ------------- ზ----- ჩ------ სახით და მეორე მხრივ, ფ/პ ი-----ი ტ--------- (შემდგომში დასაქმებული) შეთანხმდნენ ყველა არსებით პირობაზე. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის მიხედვით, დასაქმებული იღებს სრულ განაკვეთს ა--–-- ს-------ც-------- მ---------- პოზიციაზე და თანახმაა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებითა და შეთანხმებული ხელფასის სანაცვლოდ შეასრულოს აღნიშნული პოზიციის შესაბამისი სამუშაოები. 2.1. პუნქტის მიხედვით ხელშეკრულება ძალაშია 2015 წლის 01 ივნისიდან 2016 წლის 01 ივნისამდე, 1 წლის ვადით. 2.2. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ დამსაქმებელი, ხელშეკრულების 2.1. პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე არ გაუგზავნის დასაქმებულს წერილობით შეტყობინებას ხელშეკრულების დასრულების შესახებ, მაშინ ხელშეკრულების მოქმედების დრო ავტომატურად გრძელდება 1 წლით. 5.1. პუნქტის მიხედვით, დასაქმებულის თვიური ხელფასი შეადგენს 1300 ლარს. 4.1. პუნქტის შესაბამისად, დასაქმებულის სამუშაო საათების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 40 საათს კვირაში. ნებისმიერი დამატებითი სამუშაო საათი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით ან დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული ოდენობითა და წესით. 4.2. პუნქტის მიხედვით, დასაქმებულს ყოველთვიურად ეკუთვნის ერთსაათიანი შესვენება, რომელიც არ შედის 40 საათიან სამუშაო გრაფიკში. 4.4 პუნქტის მიხედვით, დასაქმებულს ყოველწლიურად ეკუთვნის სრულად ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღის ოდენობით.
3.2.27. 2016 წლის 05 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, ერთის მხრივ შპს "მ---------------ს" ა--–-- ს-------ც-------- ყოფილმა მ---------- ი----- ტ---------მ და მეორეს მხრივ, ა--–-- ს-------ც-------- მ---------- მოვალეობის შემსრულებელმა თ----- ჟ--------. შპს "მ---------------ს" კო----–----–-- დ------------- ი---- ბ----------, ს----------- ს----------- მ-------მა ს--–---–------ გ------- ბ-–---–---–--, ტ---------- ა---–----- ს--–---–------ ტ------–-- ს---------- შეადგინეს მიღება-ჩაბარების აქტი მასზედ, რომ ი----- ტ---------მ ჩააბარა ა--–-- ს-------ც-------- მ---------- მოვალეობის შემსრულებელ თ----- ჟ------- ა--–-- ს-------ც-------- მ----------- რიცხული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, ს--------------------–--- ცენტრში არსებული ინვენტარი.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
შპს „ლ-----ო---------–-ს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
შპს „მ---------------“ შპს „ლ-----ო---------–-ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ნივთის შენახვისა და მოვლის საფასურის 2015 წლის 31 დეკემბრიდან 2017 წლის 2 დეკემბრის ჩათვლით თვეში 250 ლარის გადახდა, რაც ჯამში შეადგენს 5750 ლარს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ასეთი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს მათი დაცვის აუცილებელ სამართლებრივ გარანტიებს, რომელთა შორის ყველაზე ქმედითი მათი სასამართლოს საშუალებით დაცვაა.
სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს, ამიტომაც სამართლიანი სასამართლოს უფლება არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა და სახელმწიფოს, ასევე, კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და იცავს დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევისაგან.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
იცავს რა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელსაც გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლს უკავია ცენტრალური ადგილი კონვენციის სისტემაში. აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელსაც ემყარება მთლიანად საზოგადოება.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 531-ე მუხლის თანახმად, ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 559-ე მუხლის მიხედვით, 1. ქირავნობის ურთიერთობა შეწყდება ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ. 2. თუ დამქირავებელი სარგებლობს ნივთით ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგაც და გამქირავებელი ამაზე არ ედავება, მაშინ ხელშეკრულება განახლდება განუსაზღვრელი ვადით. 3. თუ ქირავნობის ხელშეკრულების ვადა არ არის განსაზღვრული, ქირავნობის ურთიერთობა შეწყდება ხელშეკრულების მოშლის შესახებ განცხადების გაკეთებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 764-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საზღაურის ოდენობა არ არის განსაზღვრული, მაშინ ტარიფების არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სატარიფო განაკვეთი, ხოლო ტარიფების არარსებობისას – ჩვეულებრივი საზღაური.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს.
დადგენილია, რომ 2014 წლის 22 აგვისტოს ქირავნობის ხელშეკრულების 1.1. პუნქტის მიხედვით, გამქირავებელი მის ბალანსზე რიცხულ ფართს 500 კვ. მეტრს, მდებარე საქართველო, ქ. ხობი, ქ------- ქ.N--, დროებით სარგებლობაში გადასცემს დამქირავებელს შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ, ხელშეკრულების 1.3. პუნქტის შესაბამისად, ქირავნობის საგნის გადაცემის მიზანია შპს "მ---------------ს" ხობის სატრაქტორო ბრიგადაზე რიცხული ტრაქტორებისა და საწვავ-საპოხი მასალების განთავსება-შენახვა, 2.1. პუნქტის მიხედვით წინამდებარე ხელშეკრულების 1.1. პუნქტის განსაზღვრული ფართის ქირა შეადგენს თვეში 600 ლარს, ყველა გადასახადი, მათ შორის დღგ-ს ჩათვლით. 2.2. პუნქტის მიხედვით, ქირის გადახდა ხდება ყოველი მომდევნო საანგარიშო თვის 30 რიცხვამდე. 3.1.1. პუნქტის შესაბამისად, გამქირავებელს უფლება აქვს: მოითხოვოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ქირის დათქმულ დროს გადახდა, 3.1.2. პუნქტის თანახმად, გაასხვისოს დაქირავებული ნივთი დამქირავებლის თანხმობის გარეშე, ასეთ დროს, შემძენი დაიკავებს გამქირავებლის ადგილს და ქირავნობის ხელშეკრულების მოქმედება გაგრძელდება დათქმული ვადის განმავლობაში, 3.2.1. პუნქტის შესაბამისად, გამქირავებელი ვალდებულია გადასცეს დამქირავებელს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ფართი, მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არა უმეტეს 1 დღეში, 3.4.4. პუნქტის მიხედვით, დამქირავებელი ვალდებულია დაუბრუნოს გამქირავებელს ფართი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, აქტის ხელმოწერიდან არა უმეტეს 3 სამუშაო დღის ვადაში. წიანმდებარე ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების ან დამატების შეტანა ხდება მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.
2014 წლის 19 დეკემბრის შეთანხმების (2014 წლის 22 აგვისტოს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ) მიხედვით, ერთის მხრივ, "მ---------------" (შემდგომში დამქირავებელი) წარმოდგენილი მისი გ-------–----- დ------------- ზ----- ჩ------ სახით და მეორეს მხრივ, შპს "ლ-----ო---------–-" (შემდგომში გამქირავებელი) წარმოდგენილი მისი დ------------- ვ-–- ა-–------------ სახით, შეთანხმდნენ შემდეგზე: მხარეთა შორის 2014 წლის 22 აგვისტოს გაფორმებულ ხელშეკრულებაში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება, ხელშეკრულების მე-8 მუხლში მითითებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვროს 6 თვის ვადით (2015 წლის 22 ივნისამდე). წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან, წინამდებარე შეთანხმება წარმოადგენს მხარეთა შორის 2014 წლის 22 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და მოქმედებს მასთან ერთად, ხელშეკრულების ყველა სხვა პირობა დარჩა უცვლელი.
2015 წლის 19 ივნისის ქირავნობის ხელშეკრულების 1.1. პუნქტის მიხედვით, გამქირავებელი მის ბალანსზე რიცხულ ფართს 500 კვ. მეტრს, მდებარე: საქართველო, ქ. ხობი, ქ------- ქ.N--, დროებით სარგებლობაში გადასცემს დამქირავებელს შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ, ხელშეკრულების 1.3. პუნქტის შესაბამისად, ქირავნობის საგნის გადაცემის მიზანია შპს "მ---------------ს" ხობის სატრაქტორო ბრიგადაზე რიცხული ტრაქტორებისა და საწვავ-საპოხი მასალების განთავსება-შენახვა, 2.1. პუნქტის მიხედვით წინამდებარე ხელშეკრულების 1.1. პუნქტის განსაზღვრული ფართის ქირა შეადგენს თვეში 600 ლარს, ყველა გადასახადი, მათ შორის დღგ-ს ჩათვლით. 2.2. პუნქტის მიხედვით, ქირის გადახდა ხდება ყოველი მომდევნო საანგარიშო თვის 30 რიცხვამდე. 3.1.1. პუნქტის შესაბამისად, გამქირავებელს უფლება აქვს: მოითხოვოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ქირის დათქმულ დროს გადახდა, 3.1.2. პუნქტის თანახმად, გაასხვისოს დაქირავებული ნივთი დამქირავებლის თანხმობის გარეშე, ასეთ დროს, შემძენი დაიკავებს გამქირავებლის ადგილს და ქირავნობის ხელშეკრულების მოქმედება გაგრძელდება დათქმული ვადის განმავლობაში, 3.2.1. პუნქტის შესაბამისად, გამქირავებელი ვალდებულია გადასცეს დამქირავებელს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ფართი, მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არა უმეტეს 1 დღეში, 3.4.4. პუნქტის მიხედვით, დამქირავებელი ვალდებულია დაუბრუნოს გამქირავებელს ფართი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, აქტის ხელმოწერიდან არა უმეტეს 3 სამუშაო დღის ვადაში. წინამდებარე ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების ან დამატების შეტანა ხდება მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.
ამდენად, შპს "ლ-----ო---------–-ს" სასარჩელო მოთხოვნა - შპს "მ---------------ს" მიმართ 5750 ლარის დაკისრების თაობაზე კანონშესაბამისი და დასაბუთებულია.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
შპს „მ---------------“ შპს „ლ-----ო---------–-ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 172,50 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244, 247-248-ე, 257-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. შპს „ლ-----ო---------–-ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. შპს „მ---------------“ შპს „ლ-----ო---------–-ს“ სასარგებლოდ დაეკისროს ნივთის შენახვისა და მოვლის საფასურის 2015 წლის 31 დეკემბრიდან 2017 წლის 2 დეკემბრის ჩათვლით თვეში 250 ლარის გადახდა, რაც ჯამში შეადგენს 5750 ლარს.
3. შპს „მ---------------“ შპს „ლ-----ო---------–-ს“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 172,50 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე