მუხლი 559. ქირავნობის ურთიერთობის შეწყვეტა ვადის გასვლით
1. ქირავნობის ურთიერთობა შეწყდება ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ.
2. თუ დამქირავებელი სარგებლობს ნივთით ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგაც და გამქირავებელი ამაზე არ ედავება, მაშინ ხელშეკრულება განახლდება განუსაზღვრელი ვადით.
3. თუ ქირავნობის ხელშეკრულების ვადა არ არის განსაზღვრული, ქირავნობის ურთიერთობა შეწყდება ხელშეკრულების მოშლის შესახებ განცხადების გაკეთები
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(82)
საქმე №ას-1029-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2025
…ვადით არსებული ქირავნობის ხელშეკრულების შესახებ, ამასთან მიუთითებს, რომ განუსაზღვრელი ვადით ქირავნობის ხელშეკრულებისას, მესაკუთრეს ნებისმიერ დროს შეუძლია მოშალოს ქირავნობის ხელშეკრულება და მოითხოვოს ქონების დაბრუნება (იხ. სსკ-ის 559-ე, 561-ე მუხლები). 19. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი, 2016 წელს დადებული ქირავნობის ხელშეკრულება განსაზღვრული ვადითაა…
საქმე №ას-818-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.07.2025
…რომ მხარეთა შორის ქირავნობის ხელშეკრულება იყო დადებული, ხოლო ვადა არ განუსაზღვრავთ, მოსარჩელეს, როგორც სადავო ქონების მესაკუთრეს ნებისმიერ დროს შეეძლო მოეშალა ხელშეკრულება და მოეთხოვა სადავო ქონების მისთვის დაბრუნება (იხ. სსკ-ის 559-ე, 561-ე მუხლები). 19. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ პირის სოციალურად დაუცველთა ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ფაქტი არ წარმოადგენს საკუთრების…
საქმე №ას-391-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.12.2024
…განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. 5.2. სააპელაციო პალატამ, სამოქალაქო სამართალში მოქმედი შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპზე დაყრდნობით განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 559-ე მუხლის თანახმად, ქირავნობის ურთიერთობის გაგრძელება შესაძლებელია დამქირავებლის მიერ ქირავნობის საგნით ნებაყოფლობით სარგებლობის გაგრძელებით იმ…
საქმე №ბს-916(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.10.2024
…ყველა გარემოების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიეღო გადაწყვეტილება. მხარეთა შორის არსებული საიჯარო ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე. მოცემულ შემთხვევაში სკ-ის 559-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე იჯარის ხელშეკრულება დადებულია განუსაზღვრელი ვადით. სკ-ის 589-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მიწის…
საქმე №ას-989--2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.04.2024
…თავდაცვის მიზნით, ვალდებულია, საპასუხო მტკიცებულებების წარდგენით გააქარწყლოს მოსარჩელის პოზიცია. 18. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხს განიხილავს არსებული ფაქტობრივი მოცემულობით. სსკ-ს 559-ე მუხლის თანახმად, 1. ქირავნობის ურთიერთობა შეწყდება ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ. 2. თუ დამქირავებელი სარგებლობს ნივთით ხელშეკრულების ვადის გასვლის…
საქმე №ბს-908(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.12.2023
საქმე №ბს-263(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.10.2023
საქმე №ას-1227-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.02.2022
საქმე №ას-553-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2021
საქმე №ბს-449(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.12.2020
საქმე №ბს-216-366-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.10.2005
საქმე №ბს-279-221-კ-05 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.04.2005
საქმე №ბს-343-476-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.01.2005
საქმე №ბს-400-523-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.01.2004
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 82-დან.
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მუხლი 11. ქონების ქირავნობა— დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესების, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ
მუხლი 18. ქონების ქირავნობა— აბაშის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 18. ქონების ქირავნობა— მესტიის მუნიციპალიტეტის (თვითმმართველი ერთეულის) ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, საკუთრების უფლების მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ.
მუხლი 18. ქონების ქირავნობა— მარტვილის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ