შემნახველი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს მიმბარებელს, თუ იგი შესანახად მიბარებულ საქონელს გადაიტანს სხვა საწყობში, ან თუ აღმოაჩენს, რომ საქონლის თვისებები შეიცვალა ანდა არსებობს მისი შეცვლის საშიშროება. მან ეს უნდა შეატყობინოს სასაწყობო მოწმობის მისთვის ცნობილ ბოლო მფლობელს. ამ მოვალეობის შეუსრულებლობისას იგი ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიან
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 784. შეტყობინების ვალდებულება
რედაქციის ისტორია
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
- საქმე №ას-102-95-2017
…მიყენებული ზიანის, 7 000 ლარის, ანაზღაურება დაეკისრა შემძენის სასარგებლოდ. მხარეთა შორის ურთიერთმოთხოვნები გაიქვითა. სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 316-ე, 317-ე, 477-ე, 361-ე, 629-ე, 763-ე, 799-ე, 780-ე, 781-ე, 782-ე, 784-ე, 785-ე, 319-ე, 394-ე, 407-ე, 408-ე, 412-ე, 442-ე, 444-ე მუხლებ
- საქმე №ას-497-466-2010
…თუ რამ გამოიწვია მიბარებული საქონლის გაფუჭება, შესაბამისად, სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 763-ე, 781-ე მუხლები. ასევე სასამართლოს არ გამოუკვლევია თუ რატომ არ შეასრულა მოპასუხემ სსკ-ის 784-ე მუხლით გათვალისწინებული შეტყობინების ვალდებულება, რომლის მიხედვითაც თუ საქონლის თვისებები შეიცვალა ან არსებობს მისი შეცვლის საშიშროება, შემნახველი…
- საქმე №ას-612-949-07
…გაფუჭება განაპირობა სტიქიის შედეგად საწყობის სახურავის დაზიანებამ, რის შესახებ მოსარჩელეს დროულად ეცნობა და მისი მხრიდან შესაბამისი ზომების მიღების შემთხვევაში ზარალი თავიდან იქნებოდა აცილებული. მოპასუხის აზრით, მან შეასრულა სამოქალაქო კოდექსის 784-ე მუხლის მოთხოვნა, შეატყობინა ტვირთის გაფუჭების შესახებ მომხმარებელს, რაზეც რეაგირება დროულად არ მომხდარა, ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო…
მეზობელი მუხლები
- მუხლი 764. მიბარების საზღაური
- მუხლი 766. მესამე პირისათვის ნივთის გადაცემის დაუშვებლობა
- მუხლი 771. მიბარებული ნივთის უკან წაღების მოვალეობა
- მუხლი 777. გვაროვნული ნივთის მიბარების თავისებურებანი
- მუხლი 778. სასტუმროში მიბარების თავისებურებანი
- მუხლი 782. საქონლის რაოდენობის შემოწმება შემნახველის მიერ
- მუხლი 786. გვაროვნული ნივთების შენახვის თავისებურებანი
- მუხლი 789. სასაწყობო მოწყობის რეკვიზიტები
- მუხლი 792. პასუხისმგებლობა ინდოსირებული სასაწყობო მოწმობისათვის
- მუხლი 793. ინდოსამენტის სისწორის პრეზუმფცია
- მუხლი 794. სასაწყობო მოწმობის დაკარგვა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 784, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-784/