1. სასაწყობე სათავსების მუშაობისთვის საჭიროა ავტორიზაცია საბაჟო ორგანოების მიერ. ასეთი ავტორიზაცია არ არის საჭირო, როცა დროებითი სასაწყობე სათავსის ოპერატორი არის თვითონ საბაჟო ორგანო.
პირობები, რომლითაც ნებადართულია დროებითი სასაწყობე სათავსების მუშაობა, უნდა განისაზღვროს ავტორიზაციით.
2. 1-ლ პუნქტში მითითებული ავტორიზაცია უნდა მიეცეს მხოლოდ იმ პირებს, ვინც აკმაყოფილებს ყველა შემდეგ პირობას:
(a) ისინი დაფუძნებული არიან ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე;
(b) ისინი იძლევიან ოპერაციების სათანადოდ ჩასატარებლად საჭირო გარანტიას; შეიძლება ჩაითვალოს, რომ ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი, რომელიც ახორციელებს საბაჟო პროცედურების გამარტივებას, ასრულებს ამ პირობებს იმდენად, რამდენადაც დროებითი სასაწყობე სათავსების მუშაობა მხედველობაში მიიღება 38(2)-ე მუხლის (a) ქვეპუნქტში მითითებული ავტორიზაციისას.
(c) ისინი უზრუნველყოფენ გარანტიას 89-ე მუხლის შესაბამისად.
სრული საბაჟო გარანტიის უზრუნველყოფის შემთხვევაში, გარანტიასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი უნდა განხორციელდეს სათანადო აუდიტით.
3. 1-ლ პუნქტში მითითებული ავტორიზაცია მიცემულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ დროს, როცა საბაჟო ორგანოები შეძლებენ საბაჟო ზედამხედველობის განხორციელებას შესაბამისი ეკონომიკური საჭიროებების შეუსაბამო ადმინისტრაციული ზომების შემოღების გარეშე.
4. ავტორიზაციის მქონემ უნდა აწარმოოს სათანადო აღრიცხვა საბაჟო ორგანოების მიერ დამტკიცებული ფორმით.
აღრიცხვა უნდა შეიცავდეს ინფორმაციასა და მონაცემებს, რაც საბაჟო ორგანოებს დროებითი სასაწყობე სათავსების მუშაობის ზედამხედველობის საშუალებას მისცემს, განსაკუთრებით, დასაწყობებული საქონლის იდენტიფიკაციასთან, მის საბაჟო სტატუსსა და გადაადგილებასთან მიმართებაში.
ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი, რომელიც ახორციელებს საბაჟო პროცედურების გამარტივებას, უნდა ითვლებოდეს პირველ და მეორე აბზაცებში მითითებილი ვალდებულებების შემსრულებლად იმდენად, რამდენადაც მისი დოკუმენტები დროებითი დასაწყობების ოპერაციის მიზნის შესაბამისია.
5. საბაჟო ორგანოებმა შეიძლება ავტორიზაციის მქონეს საქონლის ერთი დროებითი სასაწყობე სათავსიდან მეორეში გადაადგილების უფლებამოსილება მიანიჭონ იმ პირობით, თუ ეს გადაადგილება არ გაზრდის თაღლითობის რისკს და:
(a) ეს გადაადგილება განხორციელდება ერთ-ერთი საბაჟო ორგანოს პასუხისმგებლობის ქვეშ;
(b) ეს გადაადგილება გათვალისწინებულია მხოლოდ ერთი ავტორიზაციით, რომელსაც გასცემს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი, რომელიც ახორციელებს საბაჟო პროცედურების გამარტივებას; ან
(c) გადაადგილების სხვა შემთხვევებში.
6. ეკონომიკური საჭიროების არსებობის შემთხვევაში, თუ ეს არ იქონიებს უარყოფით გავლენას საბაჟო ზედამხედველობაზე, საბაჟო ორგანოებმა შეიძლება გასცენ ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონლის დროებით სასაწყობე სათავსში შენახვის ავტორიზაცია. ეს საქონელი არ უნდა ჩაითვალოს დროებით დასაწყობებულ საქონლა