1. ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონე საქონელი გათვალისწინებული უნდა იყოს საბაჟო საწყობში საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაციით, რომელიც შეიცავს ყველა მონაცემს, რაც საჭიროა დროებით დასაწყობების მარეგულირებელი დებულებების გამოსაყენებლად.

2. დროებით დასაწყობებულ საქონელთან დაკავშირებული დოკუმენტები მიწოდებულ უნდა იქნეს საბაჟო ორგანოებისთვის, თუ ევროკავშირის კანონმდებლობა ამას მოითხოვს, ან თუ ეს აუცილებელია საბაჟო კონტროლის პროცედურების თანახმად.

3. ►C2 საბაჟო საწყობში საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაცია წარდგენილ უნდა იქნეს 139(1)-ე ან 139(3)-ე მუხლში მითითებული ერთ-ერთი პირის მიერ ◄ არაუგვიანეს საქონლის საბაჟოში წარდგენის დროისთვის.

4. თუ საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება არ იხსნება, საბაჟო საწყობში საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაცია უნდა შეიცავდეს მითითებას საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დეკლარაციაზე, რომელიც წარდგენილ იქნა საბაჟოში წარმოდგენილ საქონელზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის უკვე იყო დროებით დასაწყობებული ან მოექცა სასაქონლო ოპერაციაში და არ დაუტოვებია ევროკავშირის საბაჟო ტერიტორია.

5. საბაჟო ორგანოებმა შეიძლება დაუშვან, რომ საბაჟო საწყობში საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაციამ ასევე მიიღოს რომელიმე შემდეგი ფორმა:

(a) შესაბამისი საქონლისთვის საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დეკლარაციაზე მითითების ფორმა, რასაც დაემატება საბაჟო საწყობში საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაციის მონაცემები;

(b) გემის ტვირთის დეკლარაციის ან სხვა სატრანსპორტო დოკუმენტის ფორმა იმ შემთხვევაში, თუ ის შეიცავს საბაჟო საწყობში საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაციის მონაცემებს, შესაბამისი საქონლისთვის ნებისმიერ საბაჟო საწყობში საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაცის მითითების ჩათვლით.

6. საბაჟო ორგანოებმა შეიძლება დაუშვან რომ სავაჭრო, საპორტო ან სატრანსპორტო საინფორმაციო სისტემები გამოიყენებოდეს საბაჟო საწყობში საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაციის წარსადგენად იმ შემთხვევაში, თუ ისინი შეიცავს ასეთი დეკლარაციისთვის საჭირო მონაცემებს და ეს მონაცემები ხელმისაწვდომია მე-3 პუნქტის შესაბამისად.

7. 188 – 193-ე მუხლები ვრცელდება საბაჟო საწყობში საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაციაზე.

8. საბაჟო საწყობში საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაცია ასევე შეიძლება გამოიყენებოდეს:

(a) 133-ე მუხლის თანახმად ჩამოსვლის შესახებ შეტყობინების მიზნით; ან

(b) 139-ე მუხლის თანახმად საქონლის საბაჟოში წარდგენის მიზნით, რამდენადაც ეს ასრულებს ამ დებულებებით გათვალისწინებულ პირობებს.

9. საბაჟო საწყობში საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაცია არ უნდა მოითხოვებოდეს, თუ არაუგვიანეს საქონლის საბაჟოზე წარდგენის დროისთვის, მისი საბაჟო სტატუსი, როგორც ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონლის, განისაზღვრება 153 – 156-ე მუხლების შესაბამისად.

10. საბაჟო საწყობში საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაცია უნდა ინახებოდეს საბაჟო ორგანოების მიერ ან ხელმისაწვდომი უნდა იყოს მათთვის იმის დასამოწმებლად, რომ მასთან დაკავშირებული საქონელი გადის შემდგომ სასაქონლო ოპერაციას ან ხდება მისი რეექსპორტი 149-ე მუხლის შესაბამისად.

11. 1-ლი – მე-10 პუნქტების მიზნებისთვის, თუ ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონე საქონელი, რომელიც გადაადგილდება სატრანზიტო პროცედურით, წარდგება საბაჟოზე დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტში, ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე, მონაცემები შესაბამისი სატრანზიტო ოპერაციისთვის შეიძლება ჩაითვალოს საბაჟო საწყობში საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაციად იმ შემთხვევაში, თუ ისინი აკმაყოფილებენ ამ მიზნისთვის საჭირო მოთხოვნებს; თუმცა საქონლის მფლობელმა შეიძლება წარადგინოს საბაჟო საწყობში საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაცია სატრანზიტო პროცედურის დასრულების შემდე