1. დეკლარაციის წარმდგენ პირს, განაცხადით მიმართვის შემთხვევაში, საბაჟო საწყობში საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაციის ერთ ან რამდენიმე მონაცემში შესწორებების შეტანის ნება უნდა დაერთოს მისი წარდგენის შემდეგ. აღნიშნულმა შესწორებებმა დეკლარაცია არ უნდა გახადოს დეკლარაციით თავდაპირველად გათვალისწინებული საქონლის გარდა სხვა საქონლის შესაფერისი.

შესწორებების შეტანა არ უნდა იყოს შესაძლებელი რომელიმე ქვემოთ მოცემულ შემთხვევაში:

(a) თუ საბაჟო ორგანომ აცნობა დეკლარაციის წარმდგენ პირს, რომ ის აპირებს საქონლის შემოწმებას;

(b) თუ საბაჟო ორგანომ დაადგინა, რომ დეკლარაციის მონაცემები არასწორია.

2. თუ საქონელი, რომლისთვისაც საბაჟო საწყობში საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაცია იქნა წარდგენილი, არ არის წარდგენილი საბაჟოში, საბაჟო ორგანოებმა ბათილად უნდა სცნონ ეს დეკლარაცია შემდეგ შემთხვევებში:

(a) დეკლარაციის წარმდგენი პირის მიმართვის შემთხვევაში;

(b) დეკლარაციის წარდგენიდან 30 დღის განმავლობაშ