1. დროებით დასაწყობებული საქონელი უნდა დასაწყობდეს მხოლოდ დროებით სასაწყობე სათავსებში 148-ე მუხლის შესაბამისად ან, თუ მიზანშეწონილია, საბაჟო ორგანოების მიერ განსაზღვრულ ან დამტკიცებულ სხვა ადგილებში.
2. 134(2)-ე მუხლის დაურღვევლად, დროებით დასაწყობებული საქონელი უნდა იყოს მოვლილი ისე, რომ უზრუნველყოფილი იქნეს მისი პირვანდელ მდგომარეობაში შენახვა მისი გარეგნული მხარის ან ტექნიკური მახასიათებლების შეუცვლელად.
3. 148-ე მუხლში მითითებული ავტორიზაციის მფლობელი ან პირი, რომელიც საქონელს ასაწყობებს ისეთ შემთხვევებში, როცა ის ინახება სხვა საბაჟო ორგანოების მიერ განსაზღვრულ ან დამტკიცებულ ადგილებში, პასუხისმგებელია შემდეგზე:
(a) უზრუნველყოს, რომ დროებით დასაწყობებულ საქონელზე არ შეწყდეს საბაჟო ზედამხედველობა;
(b) შეასრულოს დროებით დასაწყობებული საქონლის დასაწყობებასან დაკავშირებული ვალდებულებები.
4. როცა, ნებისმიერი მიზეზით, შეუძლებელია გაგრძელდეს საქონლის დროებითი დასაწყობება, საბაჟო ორგანოებმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ ყველა საჭირო ზომა საქონელთან დაკავშირებული სიტუაციის მოსაწესრიგებლად 197-ე, 198-ე და 199-ე მუხლების შესაბამისა