1. უნდა ითვლებოდეს, რომ ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე ყველა საქონელს აქვს ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონლის საბაჟო სტატუსი თუ არ დადგინდა, რომ ის არ არის ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონელი.

2. განსაკუთრებულ შემთხვევებში, როცა 1-ლი პუნქტით განსაზღვრული პრეზუმფცია არ გამოიყენება, საჭიროა ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონლის საბაჟო სტატუსის დამტკიცება.

3. კონკრეტულ შემთხვევებში, მთლიანად ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე მიღებულ საქონელს არ აქვს ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონლის საბაჟო სტატუსი, თუკი ამ საქონლის მიღება ხდება დროებით დასაწყობებული საქონლიდან ან, თუ ის ექცევა გარე ტრანზიტის პროცედურაში, გადის შენახვის, დროებითი შემოტანის ან საბაჟო ტერიტორიაზე შიდა დამუშავების პროცედურის