ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონელი გადაიქცევა ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონედ შემდეგ შემთხვევებში:
(a) როცა ის გააქვთ ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან იმდენად, რამდენადაც მასზე არ ვრცელდება შიდა ტრანზიტის წესები;
(b) როცა ის გადის გარე ტრანზიტის, შენახვის ან საბაჟო ტრიტორიაზე დამუშავების პროცედურას იმდენად, რამდენადაც ეს დაშვებულია საბაჟო კანონმდებლობით;
(c) როცა ის გადის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურას, და შემდეგ ხდება მისი სახელმწიფოსთვის გადაცემა ან განადგურება ისე, რომ რჩება ნარჩენები;
(d) როცა საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების დეკლარაცია ბათილად იცნობა საქონლის გაშვების შემდე