2. დალუქვას ექვემდებარება:

ა) საქონლის განთავსების სივრცე, იმ პირობით, რომ სატრანსპორტო საშუალება ან კონტეინერი დაშვებულია სხვა რეგულაციების შესაბამისად ან ჩაითვალა გამგზავნი საბაჟოს მიერ დალუქვისთვის შესაფერისად;

ბ) თითოეული ინდივიდუალური პაკეტი სხვა შემთხვევებში.

3. გამგზავნი საბაჟო მიიჩნევს სატრანსპორტო საშუალებებსა და კონტეინერებს დალუქვისთვის შესაფერისად შემდეგ შემთხვევებში:

ა) ლუქები შეიძლება დამაგრდეს სატრანსპორტო საშუალებაზე ან კონტეინერზე მარტივად და ეფექტურად;

ბ) სატრანსპორტო საშუალება ან კონტეინერი ისეა აგებული, რომ საქონლის ამოღების ან ჩამატების შემთხვევაში ასეთი ამოღება ან ჩამატება ტოვებს თვალსაჩინო კვალს, ლუქები გატეხილია ან აღენიშნება ხელყოფის ნიშნები, ან ელექტრონული მონიტორინგის სისტემა აღრიცხავს ამოღებას ან ჩამატებას;

გ) სატრანსპორტო საშუალება ან კონტეინერი არ შეიცავს ფარულ სივრცეებს, რომლებშიც შესაძლებელია საქონლის დამალვა;

დ) საქონლისთვის განკუთვნილი სივრცე ადვილად ხელმისაწვდომია საბაჟო ორგანოებისთვის შესამოწმებლად.

4. გამგზავნ საბაჟოს შეუძლია არ გამოიყენოს დალუქვა, თუ იდენტიფიკაციის სხვა შესაძლო მეთოდების გათვალისწინებით, საქონლის აღწერა დეკლარაციის მონაცემებში ან დამატებით დოკუმენტებში იძლევა ადვილად იდენტიფიცირების საშუალება