2. თანამეგობრობის წევრი სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები უფლებამოსილნი არიან მიიღონ Tl ან T2 დეკლარაციები ტრანზიტისთვის საერთო ტრანზიტის ქვეყანაში მდებარე დანიშნულების საბაჟოში. ამ კონვენციის ნებისმიერი სპეციალური დებულების გათვალისწინებით, ისინი ასევე უნდა ადასტურებდნენ ამ საქონლის საბაჟო სტატუსს, როგორც კავშირის საქონლის.
3. როდესაც საქონლის რამდენიმე პარტია დაჯგუფებულია ერთად, იტვირთება ერთ სატრანსპორტო საშუალებაში და იგზავნება კონსოლიდირებულ ტვირთად პროცედურის ერთი მფლობელის მიერ ერთ T1 ან T2 ოპერაციით, ერთი გამგზავნი საბაჟოდან ერთ დანიშნულების საბაჟომდე ერთი მიმღებისთვის მიტანის მიზნით, ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მოითხოვოს, რომ ასეთი გადაზიდვები გამონაკლის, სათანადოდ დასაბუთებულ შემთხვევებში შეტანილი იყოს ერთ T1 ან T2 დეკლარაციაში, საქონლის შესაბამისი ნუსხით.
4. კავშირის საქონლის საბაჟო სტატუსის დამოწმების მოთხოვნის მიუხედავად, პირს, რომელიც ახორციელებს ექსპორტთან დაკავშირებულ ფორმალობებს ხელშემკვრელი მხარის სასაზღვრო საბაჟოში, არ მოეთხოვება საქონლის განთავსება Tl ან T2 პროცედურებში, განურჩევლად საბაჟო პროცედურისა, რომლის მიხედვითაც საქონელი განთავსდება მეზობელ სასაზღვრო საბაჟოში.
5. კავშირის საქონლის საბაჟო სტატუსის დამოწმების მოთოვნის მიუხედავად, ხელშემკვრელი მხარის სასაზღვრო საბაჟოს, სადაც სრულდება ექსპორტის ფორმალობა, შეუძლია უარი თქვას საქონლის T1 ან T2 პროცედურებში მოქცევაზე, თუ ეს პროცედურა უნდა დასრულდეს მეზობელ სასაზღვრო საბაჟოზ