ა) „ტრანზიტი“ ნიშნავს პროცედურას, რომლის დროსაც საქონელი გადაიზიდება კომპეტენტური ორგანოების კონტროლის ქვეშ ერთი ხელშემკვრელი მხარიდან მეორე ხელშემკვრელ მხარეში ან იმავე ხელშემკვრელ მხარეში სულ მცირე ერთი საზღვრის გავლით;

ბ) „ქვეყანა“ ნიშნავს ნებისმიერ საერთო ტრანზიტის ქვეყანას, თანამეგობრობის ნებისმიერ წევრ სახელმწიფოს ან ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს, რომელიც შეუერთდა ამ კონვენციას;

გ) „მესამე ქვეყანა“ ნიშნავს სახელმწიფოს, რომელიც არ არის ამ კონვენციის ხელშემკვრელი მხარე;

დ) „საერთო ტრანზიტის ქვეყანა“ ნიშნავს ნებისმიერ ქვეყანას, გარდა თანამეგობრობის წევრი სახელმწიფოსა, რომელიც არის ამ კონვენციის ხელშემკვრელი მხარე.

_______

3. T1 ან T2 პროცედურებთან დაკავშირებით ამ კონვენციით გათვალისწინებული წესების გამოყენებისას საერთო ტრანზიტის ქვეყნებს და თანამეგობრობას და მის წევრ სახელმწიფოებს აქვთ იგივე უფლებები და ვალდებულებებ