2. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ქვეყნების კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთს მიაწვდიან ყველა მიღებულ მონაცემს, დოკუმენტს, მოხსენებას, პროტოკოლს და ინფორმაციას T1 ან T2 პროცედურების ფარგლებში განხორციელებულ სატრანსპორტო ოპერაციებთან დაკავშირებით, აგრეთვე ამგვარ შეუსაბამობასთან ან დარღვევებთან დაკავშირებით.

ამასთანავე, საჭიროების შემთხვევაში, ისინი ერთმანეთს აწვდიან ყველა მიღებულ მონაცემს საქონლის შესახებ, რომელზედაც უზრუნველყოფილია ურთიერთდახმარება და რომელიც განთავსდა საბაჟო საწყობის პროცედურაში.

3. შეუსაბამობასთან ან დარღვევებთან დაკავშირებით ეჭვის არსებობის შემთხვევაში, რომელიც დაკავშირებულია საქონელთან, რომელიც შემოტანილია ერთ ქვეყანაში მეორე ქვეყნიდან ან რომელმაც გაიარა ერთ ქვეყანაში ან შენახული იქნა საბაჟო საწყობის პროცედურის ფარგლებში, შესაბამისი ქვეყნების კომპეტენტური ორგანოები ვალდებულნი არიან მოთხოვნის შემთხვევაში ერთმანეთს მიაწოდეთ ყველა ინფორმაცია რომელიც ეხება:

ა)  პირობებს, რომლითაც ეს საქონელი იქნა გადაზიდული:

- განურჩევლად იმისა, თუ რა გზით იქნა ის გადაგზავნილი მოთხოვნის მიმღებ ქვეყანაში ჩასატანად T1 ან T2 პროცედურების ფარგლებში ან კავშირის საქონლის საბაჟო სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან

- განურჩევლად იმისა, თუ რა გზით იქნა ის ჩატანილი მოთხოვნის მიმღები ქვეყნიდან გადასაგზავნად T1 ან T2 პროცედურების ფარგლებში ან კავშირის საქონლის საბაჟო სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) საქონლის საბაჟო საწყობში განთავსების პირობებს იმ ქვეყანაში, სადაც ის ჩატანილი იქნა და რომლის მიმართაც არსებობს მოთხოვნა T2 პროცედურის ფარგლებში ან მოთხოვნა კავშირის საქონლის საბაჟო სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტთან დაკავშირებით, ან სადაც ის ხელახლა გაიგზავნა აღნიშნული ქვეყნიდან T2 პროცედურის  ფარგლებში ან მოთხოვნა კავშირის საქონლის საბაჟო სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტთან დაკავშირებით.

4. პირველი – მე-3 პუნქტების შესაბამისად წარდგენილი ნებისმიერი მოთხოვნა უნდა შეიცავდეს მითითებას იმ შემთხვევაზე ან შემთხვევებზე, რომლებსაც იგი ეხება.

5. თუ ქვეყნის კომპეტენტური ორგანო ითხოვს დახმარებას, რომელსაც ის ვერ გაწევდა მოთხოვნის შემთხვევაში, მან უნდა მიუთითოს მოთხოვნაში ამ ფაქტზე. ასეთი მოთხოვნის დაკმაყოფილება ხორციელდება იმ კომპეტენტური ორგანოს შეხედულებისამებრ, რომელმაც მიიღო ასეთი მოთხოვნა.

6. ინფორმაცია, რომელიც მიღებულია პირველი – მე-3 პუნქტების შესაბამისად, გამოყენებული იქნება მხოლოდ წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის და მიმღები ქვეყნის მიერ იქნება იგივენაირად დაცული, როგორც მსგავსი სახის ინფორმაცია ამ ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობით. ასეთი ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა მიზნებისთვის მხოლოდ იმ კომპეტენტური ორგანოს წერილობითი თანხმობით, რომელმაც ის მიაწოდა და ამ ორგანოს მიერ დაწესებული ნებისმიერი შეზღუდვის გათვალისწინებით.

ზარალის ანაზღაურე