1. ნებისმიერი მესამე ქვეყანა შეიძლება გახდეს ამ კონვენციის ხელშემკვრელი მხარე, თუ იგი მოწვეული იქნება კონვენციის დეპოზიტარის მიერ ერთობლივი კომიტეტის გადაწყვეტილებით.

2. მესამე ქვეყანა, რომელიც მოწვეულია ამ კონვენციის ხელშემკვრელ მხარედ, გახდება ხელშემკვრელი მხარე ევროპის თანამეგობრობის საბჭოს გენერალურ სამდივნოში შეერთების ოფიციალური დოკუმენტის წარდგენით. აღნიშნულ დოკუმენტს თან უნდა ახლდეს კონვენციის თარგმანი მონაწილე ქვეყნის ოფიციალურ ენაზე/ენებზე.

3. შეერთება ძალაში შედის დაშვების შესახებ ოფიციალური დოკუმენტის წარდგენიდან მეორე თვის პირველი დღიდან.

4. დეპოზიტარი აცნობებს ხელშემკვრელ ყველა მხარეს შეერთების დოკუმენტის წარდგენის თარიღს და შეერთების ძალაში შესვლის თარიღს.

5. მე-15 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში მითითებული ერთობლივი კომიტეტის რეკომენდაციები და გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებულია ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ თარიღსა და შეერთების ძალაში შესვლის თარიღს შორის ვადაში, ასევე ეცნობება მოწვეულ მესამე ქვეყანას ევროპული თანამეგობრობის საბჭოს გენერალური სამდივნოს მეშვეობით.

ასეთი აქტების მიღების შესახებ განცხადება ჩასმული უნდა იყოს შეერთების ოფიციალურ დოკუმენტში ან ცალკე დოკუმენტში, რომელიც წარედგინება ევროპის თანამეგობრობის საბჭოს გენერალურ სამდივნოს შეტყობინების მიღებიდან ეხქვსი თვის განმავლობაში. თუ განცხადება არ იქნება წარდგენილი ამ ვადაში, შეერთება ბათილად ჩაითვლება.

გარდამავალი და დასკვნითი დებულებე