მუხლი 18🔗
ამ კონვენციის დებულებები არ გამორიცხავს საქონლის იმპორტის, ექსპორტის ან ტრანზიტის აკრძალვებს ან შეზღუდვებს, რომლებიც დაწესებულია ხელშემკვრელი მხარეების ან თანამეგობრობის წევრი სახელმწიფოების მიერ და გამყარებულია საზოგადოებრივი მორალის, საჯარო პოლიტიკის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ადამიანების, ცხოველების ან მცენარეების სიცოცხლის დაცვის საფუძვლებით, ასევე მხატვრული, ისტორიული ან არქეოლოგიური ღირებულების მქონე ეროვნული საგანძურის დაცვის, ან სამრეწველო ან კომერციული საკუთრების დაცვის აუცილებლობი