2. კერძოდ, ის გასცემს რეკომენდაციას:
ა) შესწორებებთან დაკავშირებით ამ კონვენციაში, გარდა მე-3 პუნქტში მითითებული ცვლილებებისა;
ბ) ნებისმიერ სხვა ზომასთან დაკავშირებით, რომელიც საჭიროა მისი გამოყენებისთვის.
3. ერთობლივი კომიტეტი იღებს გადაწყვეტილებას:
ა) ცვლილებებთან დაკავშირებით დამატებებში;
_______
გ) სხვა ცვლილებებთან დაკავშირებით წინამდებარე კონვენციაში, რომელიც გამოწვეულია დამატებებში განხორციელებული ცვლილებებით;
_______
დ) ახალი წევრი სახელმწიფოების თანამეგობრობაში გაწევრიანების შემთხვევაში საჭირო გარდამავალ ზომებთან დაკავშირებით;
ე) მესამე ქვეყნების მოწვევასთან დაკავშირებით მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, რათა შეუერთდნენ ამ კონვენციას მე-15 მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად.
„ა“-„დ“ ქვეპუნქტებით მიღებული გადაწყვეტილებები ამოქმედდება ხელშემკვრელი მხარეების მიერ საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. თუ ხელშემკვრელი მხარის წარმომადგენელი ერთობლივ კომიტეტში დათანხმდა გადაწყვეტილებას დათქმით კონსტიტუციური მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით, ასეთი გადაწყვეტილება ძალაში შედის, თუ მასში არ არის მითითებული თარიღი, პირველივე დღეს, მას შემდეგ რაც ეცნობება დათქმის მოხსნის შესახებ.
5. მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში მითითებული ერთობლივი კომიტეტის გადაწყვეტილება მესამე ქვეყნის მოწვევის შესახებ ამ კონვენციაში გასაწევრიანებლად, გადაეგზავნება ევროპის თანამეგობრობის საბჭოს გენერალურ სამდივნოს, რომელიც აცნობებს მას შესაბამის მესამე ქვეყანას, იმ დროისთვის მოქმედი კონვენციის ტექსტთან ერთად.
6. მე-5 პუნქტში მითითებული თარიღიდან მესამე ქვეყანა შეიძლება წარმოდგენილი იყოს ერთობლივ კომიტეტში, ქვეკომიტეტებსა და სამუშაო ჯგუფებში დამკვირვებლების მიერ.
მესამე ქვეყნების შეერთე