2. ერთობლივი კომიტეტი მოქმედებს ურთიერთშეთანხმებით.
3. ერთობლივი კომიტეტი იკრიბება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ. ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მოითხოვოს შეხვედრა.
4. ერთობლივი კომიტეტი იღებს საკუთარ დებულებას, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, შეიცავს დებულებებს სხდომების მოწვევისა და თავმჯდომარის დანიშვნისა და მისი უფლებამოსილების ვადის შესახებ.
5. ერთობლივ კომიტეტს შეუძლია გადაწყვიტოს შექმნას ნებისმიერი ქვეკომიტეტი ან სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაეხმარება მას თავისი მოვალეობების შესრულებაშ