მხარეები განახორციელებენ ერთობლივ ქმედებებს, გაცვლიან ინფორმაციას და დაეხმარებიან ერთმანეთს, რათა ხელი შეუწყონ:
(a) მეთევზეობის მენეჯმენტის კარგ მმართველობასა და საუკეთესო პრაქტიკას, რომელიც ითვალისწინებს თევზის მარაგების მდგრად კონსერვაციასა და მართვის უზრუნველყოფას და ეფუძნება ეკოსისტემის მიდგომის პრინციპებს;
(b) რაციონალურ თევზჭერასა და მეთევზეობის მართვას მდგრადი განვითარების პრინციპების შესაბამისად, რათა უზრუნველყოფილ იქნას ჯანსაღ პირობებში თევზის მარაგისა და ეკოსისტემების შენარჩუნება; და
(c) რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას, მათ შორის, მეთევზეობის მართვის რეგიონული ორგანიზაციების ფარგლებში, მიზანშეწონილობის მიხედვით.