(a) საზღვაო საკითხებთან მიმართებით ინტეგრირებული მიდგომის, კარგი მმართველობის შემუშავებასა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას საზღვაო სივრცის გამოყენების პროცესში;
(b) ზღვის რესურსების მდგრადი გამოყენების დაგეგმვას, როგორც საშუალებას, რომელიც უზრუნველყოფს გაუმჯობესებული გადაწყვეტილების მიღებას ადამიანური საქმიანობის კონკურენტულ პროცესში მედიაციის გაწევის მიზნით, ეკოლოგიური სისტემის მიდგომის შესაბამისად;
(c) სანაპირო ზონის ინტეგრირებულ მართვას ეკოსისტემის მიდგომის შესაბამისად, მდგრადი სანაპირო განვითარების უზრუნველსაყოფად და სანაპირო რისკებთან მიმართებაში, მათ შორის, კლიმატის ცვლილების ზემოქმედებასთან გასამკლავებლად, სანაპირო რეგიონების მდგრადობის ხელშეწყობის მიზნით;
(d) საზღვაო მრეწველობაში ინოვაციებს და რესურსების ეფექტიანობას, როგორც ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების ხელშემწყობ ფაქტორს, მათ შორის, საუკეთესო პრაქტიკის გაცვლის გზით;
(e) საზღვაო ინდუსტრიებს, მომსახურებებსა და სამეცნიერო ინსტიტუტებს შორის სტრატეგიული ალიანსების ჩამოყალიბებას, რომლებიც სპეციალიზდებიან საზღვაო კვლევებზე;
(f) ტრანსსასაზღვრო და სხვადასხვა დარგებს შორის საზღვაო თვალთვალის ძალისხმევის გაღრმავებას, რათა გაუმკლავდნენ მზარდ რისკებს, რომლებიც დაკავშირებულია ინტენსიურ საზღვაო სატრანსპორტო მოძრაობასთან, გემების ოპერატიულ გადმოტვირთვასთან, საზღვაო შემთხვევებსა და ზღვაზე უკანონო საქმიანობებთან; და
(g) გამართავენ რეგულარულ დიალოგს და ხელს შეუწყობენ საზღვაო საქმიანობის საკითხებში ჩართულ დაინტერესებულ მხარეებს შორის სხვადასხვა ქსელების ჩამოყალიბება