(a) დარგობრივ დიალოგს და სამეცნიერო და ტექნოლოგიური ინფორმაციის გაცვლას;
(b) თითოეული მხარის შესაბამის პროგრამაზე დაშვების სათანადო ხელშეწყობას;
(c) კვლევითი შესაძლებლობებისა და ქართული კვლევითი დაწესებულებების მონაწილეობის გაზრდას ევროკავშირის კვლევით ჩარჩო პროგრამებში;
(d) ერთობლივი კვლევითი პროექტების ხელშეწყობას კვლევების, ტექნოლოგიების განვითარებისა და დემონსტრირების (RTD) ყველა სფეროში;
(e) ტრენინგებისა და მობილობის პროგრამების უზრუნველყოფას მეცნიერების, მკვლევარებისა და სხვა კვლევითი პერსონალისათვის, რომლებიც ჩართულნი არიან მხარეთა კვლევების, ტექნოლოგიების განვითარებისა და დემონსტრირების (RTD) საქმიანობებში;
(f) შესაბამისი კანონმდებლობის ფარგლებში, წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ საქმიანობაში მონაწილე კვლევითი მუშაკების თავისუფალი გადაადგილებისა და საქონლის ტრანსსასაზღვრო გადაადგილების ხელშეწყობას, რომლებიც მსგავსი საქმიანობისათვის გამოიყენება;
(g) თანამშრომლობის სხვა ფორმებს კვლევების, ტექნოლოგიების განვითარებისა და დემონსტრირების (RTD) სფეროებში, ურთიერთშეთანხმების საფუძველზ