(a) მომხმარებელთა შესახებ კანონმდებლობის დაახლოებას სავაჭრო ბარიერების თავიდან აცილების პარალელურად;
(b) მომხმარებელთა დაცვის სისტემების შესახებ ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობას, რომელიც მოიცავს მომხმარებელთა შესახებ კანონმდებლობასა და მის აღსრულებას, მომხმარებელთა პროდუქტების უვნებლობას, ინფორმაციის გაცვლის სიტემებს, მომხმარებელთა განათლებას/ინფორმირებულობასა და მათი შესაძლობების გაძლიერებას, ასევე მომხარებელთათვის კომპენსაციის უზრუნველყოფას;
(c) ადმინისტრაციის თანამდებობის პირებისა და მომხმარებელთა ინტერესების დამცველთა სხვა წარმომადგენლების მომზადებას; და
(d) მომხმარებელთა დამოუკიდებელი ასოციაციების საქმიანობისა და მომხმარებელთა წარმომადგენლებს შორის კონტაქტების ხელშეწყობა