მუხლი 248. მტკიცებულების დემონსტრირება სასამართლო განხილვის დროს
თავი XXIII — საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში
1. მხარეს უფლება აქვს, სხდომის თავმჯდომარის თანხმობით მოახდინოს საქმეში არსებული მტკიცებულების სხდომაზე დემონსტრირება. საქმის არსებითი განხილვისას მხოლოდ ის მტკიცებულებაა დასაშვები მტკიცებულება, რომლის ავთენტიკურობაც დასტურდება.
2. წერილობით მტკიცებულებას საჯაროდ კითხულობს მხარ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (09.10.2009).
…ცემის ნაწილში სასამართლომ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაუდო მტკიცებულება, რომელიც სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა. პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის აღნიშნული მსჯელობა მცდარია, მშემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სსსკ-ის 248-ე მუხლის თანახმად, მხარეს უფლება აქვს, სხდომის თავმჯდომარის თანხმობით მოახდინოს საქმეში არსებული მტკიცებულების სხდომაზე დემონსტრირება.…
…ჩამტარებელი პირები, რომლებიც საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაადასტურებდნენ მათ მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნების შინაარსსა და ავთენტიკურობას, მაშინ, როდესაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 77-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 248-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საქმის არსებითი განხილვის დროს მხოლოდ ის მტკიცებულებაა დასაშვები, რომლის ავთენტიკურობაც დასტურდება. ბრალდების მხარის მიერ…
…მასში არსებული დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებ---ს ამსახველი ინფორმაციის და შინაარსის გაგებით, რის გამოც დანაშაულის მამხილებელი ნივთიერი მტკიცებულება - მობილური ტელეფონი, მასში დატანილი ინფორმაციით სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა საქართველოს სსსკ-ის 248-ე მუხლის დაცვით და შეფასდა დაზარალებულის ჩვენებასთან ერთობლიობაში. 3.17.9. დაცვის მხარის მოსაზრება, რომ არ უნდა მოხდეს ბ--- ღ----–--ის მობილურ…
…კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილი პირდაპირ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო 77-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 248-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს, მხოლოდ ის მტკიცებულებაა დასაშვები, რომლის ავთენტიკურობაც დასტურდება. საქართველოს სისხლის…
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 248, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-248/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია