განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/-------
(0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
0- აგვისტო, 20-8 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნათია გუდაძემ
სხდომის მდივან - ნ---- ვარაზაშვილის,სახელმწიფო ბრალმდებლების - ლ--------–---–---–-ს, ნ--------–------ს, მ-------------ძის, მ-----------–--–---–-ს, ნ---------------ის, გ---------------–---–-ს, მ----------–----ის, ნ---------------–-–---–-ს,ბრალდებულ - ლ-–------–----ის,ადვოკატების - შ-----------–--ის, ნ-----–----------–-–---–-ს, ვ-----–--------------ს,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ ლ-–------------------------–----ის (დაბადებული 1----–-–-------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თ---–--–----–----------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–-------------–------------------------------------------------------ში) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების გამო.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ:
20-6 წლის 15 მაისს, დაახლოებით 17:50 საათზე, თბილისში, ქ--------–-------–------------------ში მდებარე ფსიქოტროპულ აფთიაქ შპს ,,ქ----ში“, დანით შეიარაღებული ლ-–------–----ი თავს დაესხა ფარმაცევტ ნ------------–---–ს და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გასტაცა ფულადი თანხა 520 (ხუთას ოცი) ლარის ოდენობით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დაზარალებულ ნ------------–---–ის ჩვენებით, 20-6 წლის 15 მაისს, მუშაობდა ქ--------–-------–------------------ში მდებარე აფთიაქში ფარმაცევტის თანამდებობაზე. დაახლოებით 18:00 საათზე, აფთიაქში შევიდა ბრალდებული ლ-–------–----ი, რომელმაც წამლის შესაძენად მიაწოდა ხუთლარიანი კუპიურა. როდესაც შებრუნდა წამლის ასაღებად, მოულოდნელად ლ-–------–----ი შევიდა აფთიაქის ცენტრალურ ნაწილში, მიადო სხეულზე დანა და მუქარით მოსთხოვა თანხის გადაცემა. ამასთან, აფრთხილებდა, რომ არ გაეწია წინააღმდეგობა და არ შეეხედა სახეზე. ლ-----–----ის მითითებით, აფთიაქის კარი ჩაკეტა შიგნიდან და შავი ფერის პოლიეთილენის პარკში ჩაყარა უჯრაში შენახული ფულის კუპიურები და ხურდა ფული. ამის შემდგომ, ლ-–------–----მა, დანის მუქარით, მოსთხოვა სხვა ოთახებში შესვლა და აფთიაქში არსებული ფულის მთლიანად გადაცემა. ბრალდებულმა მოსასვენებელ ოთახში არსებული ნ.კ------–---–ის კუთვნილი ჩანთიდან ამოიღო ფულადი თანხა და შეამოწმა კაბინეტში არსებული სეიფი, სადაც მხოლოდ დოკუმენტები ინახებოდა. ლ-–------–----ი ცდილობდა ხელი არაფერზე მოეკიდა და ყველაფრის გაკეთებას მას აიძულებდა. ბრალდებულს თითზე ეკეთა ბინტი და წმენდდა ყველა იმ ადგილს, რასაც ხელით შეეხებოდა. აფთიაქიდან წასვლის დროს, ლ-–------–----მა გამოართვევინა მობილური ტელეფონი და მოსთხოვა ათი წუთის განმავლობაში არ დაერეკა არავისთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრა უკან დაბრუნებით. დაზარალებულის განმარტებით, ადგილი იყო კარგად განათებული და თავისუფლად შეეძლო მისი სახის დანახვა. შესაბამისად, დარწმუნებულია, რომ პიროვნება, რომელმაც დანის გამოყენებით დააყაჩაღა, არის სხდომის დარბაზში წარმოდგენილი ბრალდებული ლ-–------–----ი. დაზარალებულის განმარტებით, ლ-–------–----ი თავდასხმის დროს იმყოფებოდა მარტო. იგი აფთიაქიდან გასვლის შემდგომ გადავიდა მოპირდაპირე მხარეს და ს------------------ის გავლით გაიქცა წ----–------ ქუჩის მიმართულებით. დანაშაულის ჩადენის დროს ლ-–------–----ს ეცვა ღია ფერის ჯინსის შარვალი, მუქი ფერის კაპიუშონიანი ზედა. ბრალდებული პირველად ნახა აფთიაქის დაყაჩაღების დღეს, მანამდე იგი არასდროს შესულა აფთიაქში და არ მოუთხოვია ნისიად წამლების წაღება. ბრალდებული ლ-–------–----ი, ყაჩაღური თავდასხმის გზით, დაეუფლა მის კუთვნილ 80 ლარს და აფთიაქის კუთვნილ 440 ლარს. მომხდარი ფაქტის შესახებ მალევე შეატყობინა აფთიაქის მეპატრონე ნ-----–--------–-–---–ს, რომელიც მალევე მივიდა აფთიაქში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები და კინოლოგები და მათთან ერთად მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. მონაწილეობა აქვს მიღებული ასევე თავდაპირველად ფოტოსურათებით ამოცნობაში, ხოლო შემდგომ პიროვნების ამოცნობაში. ორივე შემთხვევაში ამოიცნო თავდამსხმელი ლ-–------–----ი.
მოწმე თ-------------–--ის ჩვენებით, მუშაობს ქ--------–-------–-----------ზე მდებარე აფთიაქ შპს „ქ----ში“ მენეჯერის თანამდებობაზე. მასთან ერთად ყოველ მეორე შაბათ-კვირას მუშაობს ნ------------–---–ი. აფთიაქის კლიენტებთან რაიმე სახის ურთიერთობა არ ჰქონია და არც ნ------------–---–ს გაუცვნია მისთვის აფთიაქის რომელიმე კლიენტი. აფთიაქში მუშაობის პერიოდში წამლის ნისიად გაცემის უფლება არ ჰქონდა. ნ------------–---–ს მისთვის არასდროს უთხოვია წამლის ნისიად გაცემა. მ-----–----------თან და ბრალდებულ ლ-–------–----თან ნაცნობობა არ აკავშირებს.
დაზარალებულის წარმომადგენელ ნ-----–--------–-–---–ის ჩვენებით, თბილისში, ქ--------–-------–------------------ში აქვს აფთიაქი, სადაც ფარმაცევტად მუშაობს ნ------------–---–ი. 20-6 წლის 15 მაისს, საღამოს 18:00 საათის შემდგომ, დაუკავშირდა ნ------------–---–ი და აცნობა აფთიაქის დაყაჩაღების შესახებ. როგორც ნ------------–---–მა ადგილზე მისვლისას განუმარტა, უცნობმა მამაკაცმა, რომელიც იყო საშუალო ტანის, გამხდარი, კაპიუშონით, მიაწოდა მას ხუთლარიანი კუპიურა წამლის შესაძენად. როდესაც ნ---- მიბრუნდა ხურდის დასაბრუნებლად, იგი შევიდა აფთიაქის ცენტრალურ ნაწილში და დანის მუქარით დაეუფლა აფთიაქის კუთვნილ ფულად თანხას - 440 ლარს და ნ------------–---–ის კუთვნილ 80 ლარს. მოწმის განმარტებით, თავდაპირველად აფთიაქში ვიდეოკამერები დამონტაჟდა ისე, რომ იგი აფიქსირებდა აფთიაქში შესასვლელ კარს, თუმცა მოცემულ საქმეზე ვიდეოჩანაწერების დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ კამერებში არ ფიქსირდებოდა აფთიაქში შესასვლელი ადგილი, ხოლო აფთიაქის შიდა ტერიტორიაზე ვიდეოკამერები არასდროს ყოფილა დამონტაჟებული. მოწმის განმარტებით, შპს ,,ქ----” არასდროს ვაჭრობდა ე.წ. ნისიაზე. ნ------------–---–ი მუშაობდა ყოველ მესამე კვირა დღეს და იგი თავის მოვალეობას ასრულებდა კეთილსინდისიერად. აფთიაქში დანაკლისი არასდროს აღმოუჩენია. გ-------–----–----------ს, ე--------–----------ს და ლ-----------ს არ იცნობს, ასევე არ იცნობს ბრალდებულ ლ-–------–----ს და იგი არასდროს უნახავს აფთიაქში.
მოწმე მ-------------–---–ის ჩვენებით, 20-6 წლის 15 მაისს, ნ-----–--------–-–---–ისაგან შეიტყო აფთიაქის დაყაჩაღების შესახებ, რის შემდგომაც მივიდა აფთიაქში, სადაც ფარმაცევტი ნ------------–---–ი დახვდა აღელვებულ მდგომარეობაში, რის შემდეგაც საკუთარი ტელეფონის ნომრიდან 5-------- დაუკავშირდა 112-ს და შეატყობინა მომხდარი ფაქტის შესახებ.
მოწმე ა-----–-–----–-–---–ის ჩვენებით, მეწყვილე გ---------------------სთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ქ--------–-------–------------------ში მდებარე შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, საიდანაც აღებულ იქნა სუნის კვლის ნიმუშები. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობას იღებდნენ გამომძიებელი, დაზარალებული და აფთიაქის მესაკუთრე. სუნის კვლის ნიმუში აიღეს აფთიაქში არსებულ მოსასვენებელ ოთახში მდგომი სკამის წინ არსებული მეტლახის ზედაპირიდან. მოსასვენებელი ოთახიდან სუნის კვალი აიღეს დაზარალებულის მითითებით, ვინაიდან მისი განმარტებით, თავდამსხმელი შესული იყო მითითებულ ოთახში. სუნის ნიმუში ასევე აიღეს დაზარალებულის ჩანთიდან. აფთიაქში შესულ მოქალაქეებს არ უხდებათ მოსასვენებელ ოთახში შესვლა. სუნის აღების შემდეგ ძაღლმა გადაკვეთა აფთიაქის წინ არსებული საავტომობილო გზა, გაემართა ს------------------ისკენ და გაჩერდა სკვერთან, სადაც იკვეთებოდა გზები.
მოწმე ს-------------–--ის ჩვენებით, ლ-–------–----ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, დაკითხა ბრალდებული და მოწმეები, ასევე ჩაატარა პიროვნების ამოცნობები. შემთხვევის ადგილი დაათვალიერა დაზარალებულის, აფთიაქის მესაკუთრის, კინოლოგების და ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით. შემთხვევის ადგილი მდებარეობდა ქ--------–-------–------------------ში არსებულ აფთიაქში, რომელსაც ჰქონდა შესასვლელი შუშის კარი, რის შემდეგაც იყო დიდი ოთახი, რომელიც გაყოფილი იყო ორ ნაწილად. პირველი შესასვლელი იყო ღია, იქვე იყო დახლი, რომლის ზემოთ იყო ვიტრინა. დერეფანში იდგა დივანი, ხოლო დერეფნის შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს იყო კაბინეტი, სადაც ეწყო სეიფი, მაგიდა და სკამები. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ იქნა სუნის კვლის ნიმუშები, მუყაოს მცირე ზომის კოლოფი, შავი ფერის ხელჩანთა და ხელის კვლები. აფთიაქის შიდა ტერიტორიაზე ვიდეოკამერები დამონტაჟებული არ ყოფილა, ხოლო გარეთ დამონტაჟებული იყო ორი კამერა.
მოწმე გ---------------------ს ჩვენებით, 20-6 წლის 15 მაისს მიღებული შეტყობინების საფუძველზე, მეწყვილე ა-----–-–----–-–---–თან ერთად, გამოცხადდა ქ--------–-------–------------------ში, სადაც ადგილი ჰქონდა აფთიაქის დაყაჩაღების ფაქტს. ადგილზე მისვლისას აფთიაქის ფარმაცევტ, დაზარალებულ ნ------------–---–ის მითითებით, მოსასვენებელი ოთახის იატაკის ზედაპირიდან აქტივიზირებული ნახშირის გამოყენებით, აიღეს სუნის ნიმუში. აფთიაქის ოთახები განლაგებული იყო ისე, რომ მყიდველს მოსასვენებელ ოთახში შესვლა არ უხდებოდა. იმ შემთხვევაში თუ პიროვნება კონკრეტულ ადგილას ნამყოფი არ არის, მისი სუნის არსებობა აღნიშნულ ადგილას გამორიცხულია. ადგილიდან ამოღებული სუნი იყო იმდენად მყარი, რომ ძაღლმა შეძლო სუნის აღება. სუნი მყარი რომ არ ყოფილიყო ძაღლი ვერ აიღებდა სუნს და შესაბამისად, ოთახიდანაც კი არ გავიდოდა. რამდენადაც ახსოვს აფთიაქის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული იყო ვიდეოკამერები, ხოლო შიდა პერიმეტრზე იყო თუ არა კამერები ვერ იხსენებს.
მოწმე ხ------------------ის ჩვენებით, 20-6 წლის 15 მაისს მიღებული შეტყობინების საფუძველზე, მეწყვილე თ---------------თან ერთად, გამოცხადდა ქ--------–-------–------------------ში, სადაც აფთიაქი იყო დაყაჩაღებული. ადგილზე დახვდნენ კინოლოგები, გამომძიებელი, დაზარალებული ნ------------–---–ი და აფთიაქის მესაკუთრე. დაზარალებულის განმარტებით, თავდამსხმელს ხელის თითი ბინტით ჰქონდა შეხვეული. მისივე თქმით, აფთიაქის მოსასვენებელი ოთახიდან ამოიღეს ჩანთა, საიდანაც თავდამსხმელი დაეუფლა ფულად თანხას. შემთხვევის ადგილიდან ასევე ამოიღეს ყუთი და თითის კვლები. დასურათდა შემთხვევის ადგილი და ნახეს, რომ აფთიაქის შიდა ტერიტორიაზე არ არსებობდა ვიდეოთვალი, იგი დამონტაჟებული იყო აფთიაქის გარე პერიმეტრზე.
მოწმე თ---------------ის ჩვენებით, 20-6 წლის 15 მაისს, მეწყვილე ხ------------------ესთან ერთად, მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რომელიც მდებარეობდა ქ--------–-------–------------------ში. შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს ხელჩანთა, მუყაოს კოლოფი, შიგნით არსებული მცირე ზომის პოლიეთილენის პარკებით. ასევე ამოიღეს თითის კვლები. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობას იღებდნენ გამომძიებელი, დაზარალებული და აფთიაქის მეპატრონე. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობის მიღებამდე ადგილზე მუშაობა დასრულებული ჰქონდა კინოლოგიის სამსახურს.
მოწმე თ------------------–---–ის ჩვენებით, ლ-–------–----ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულ ნ------------–---–ისაგან, მისივე თანხმობით, აიღო ნერწყვის ნიმუში და მოახდინა მისი თითის კვლების დაქტილოსკოპირება ელექტრონული სკანერის საშუალებით.
მოწმე ა------------------ს ჩვენებით, 20-6 წლის 18 მაისს, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ქ--------–-------–------------------ში მდებარე აფთიაქის დაყაჩაღება ჩადენილი იყო ლ-–------–----ის მიერ, რის შესახებაც პატაკის სახით აცნობა ხელმძღვანელობას.
მოწმე გ-------–--------–---–ის ჩვენებით, 20-6 წლის 18 მაისს, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ქ--------–-------–------------------ში მდებარე აფთიაქის დაყაჩაღება ჩადენილი უნდა ყოფილიყო ლ-–------–----ის მიერ, რომელიც იმყოფებოდა ვ---------–----------------------------------------------------------ში და აპირებდა მიმალვას, რის შესახებაც პატაკის სახით აცნობა ხელმძღვანელობას.
მოწმე შ-----------–-–---–ის ჩვენებით, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც თანამშრომელ გ----------------–---–ისგან მიიღო ინფორმაცია, რომ ქ--------–-------–-----------ზე მდებარე აფთიაქის დაყაჩაღების ჩამდენი პირი იმყოფებოდა ვ---------–----------------------------------------------------------ში, რის შემდგომაც ადგილზე მოახდინეს მისი დაკავება. ბრალდებულ ლ-–------–----ის დაკავებისას, იმყოფებოდა თანამშრომელ კ--------------სთან ერთად. დაკავების ოქმი თავად შეადგინა ადგილზე, რა დროსაც ლ-–------–----ს წინააღმდეგობა არ გაუწევია. ბრალდებულს რაიმე სახის დაზიანება ვიზუალურად არ აღენიშნებოდა.
მოწმე კ--------------ს ჩვენებით, თანამშრომელ შ-----------–-–---–თან ერთად ლ-–------–----ი, მისსავე საცხოვრებელ ბინაში, დააკავა ბრალდებულის სახით. ლ-–------–----ს დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია, რაიმე სახის დაზიანება მას არ აღენიშნებოდა. ბრალდებულის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და იძულებას ადგილი არ ჰქონია.
მოწმე ლ--------–-–---–ის ჩვენებით, 20-6 წლის 18 მაისს მიღებული შეტყობინების საფუძველზე, გამოცხადდა ძ---–-------–-----------------–-----------–------------–------------------–----– შენობაში, სადაც ბრალდებულ ლ-–------–----ისაგან სტერილური დოლბანდის და გააქტიურებული ნახშირის გამოყენებით აიღო სუნის ნიმუში.
მოწმე მ-----------–--------ს ჩვენებით, 20-6 წლის 18 მაისს მიღებული შეტყობინების საფუძველზე, ბრალდებულ ლ-–------–----ისაგან მისივე თანხმობით, აიღო ნერწყვის ნიმუში და მოახდინა ხელის თითის კვლის დაქტილოსკოპირება. სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.
მოწმე დ----------–--ის ჩვენებით, თანამშრომლებთან - ი-------------სთან და მ--–-----------ესთან ერთად გაჩხრიკა ლ-–------–----ის საცხოვრებელი ბინა, რა დროსაც ამოიღეს რამდენიმე დანა. სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.
მოწმე ი------------ის ჩვენებით, ლ-–------–----ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ჩაატარა რამდენიმე საგამოძიებო მოქმედება, კერძოდ, დაკითხა მოწმე და ჩაატარა ლ-–------–----ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც სამზარეულოდან ამოიღეს რამდენიმე დანა. სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.
მოწმე მ--–-----------ის ჩვენებით, ლ-–------–----ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მონაწილეობა მიიღო ბრალდებულ ლ-–------–----ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკაში, რა დროსაც ამოიღეს ოთხი დანა. სხვა ნივთი ამოღებული არ ყოფილა.
მოწმე მ------------–--ის ჩვენებით, ლ-–------–----ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხა რამდენიმე მოწმე, სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.
მოწმე ჯ-------–---–---–ის ჩვენებით, ლ-–------–----ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით დაკითხა მ-------------–---–ი. სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.
მოწმე ი--–------------ს ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხა მოწმეები და გ-------–----–----------ის ადგილსამყოფელის დაზუსტების მიზნით, შეადგინა სატელეფონო გასაუბრების ოქმი გ-------–----–----------ის დედასთან. სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.
მოწმე მ-----------–-–---–ის ჩვენებით, 2000 წლიდან მუშაობს ძ---–-------–-----------------–-----------–-----------–---–-------------------------------------------–--------------------. ლ-–------–----ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე რაიმე საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.
მოწმე ს-------------–---–ის ჩვენებით, ლ-–------–----ის საქმეზე რაიმე საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.
მოწმე ე--------–----------ის ჩვენებით, ტკივილგამაყუჩებელი და უძილობის საწინააღმდეგო წამლების შესაძენად დადიოდა ქ--------–-------–------------------ში მდებარე ფსიქოტროპულ აფთიაქში. 20-6 წლის 15 მაისს, აფთიაქში მომხდარი ყაჩაღობის თაობაზე მისთვის ცნობილი გახდა საგამოძიებო ორგანოში ყოფნის დროს. გ-------–----–----------ი არის მისი ბიძაშვილი და იმ პერიოდში იგი დადიოდა აღნიშნულ აფთიაქში წამლების შესაძენად, რაც ხდებოდა შესაბამისი რეცეპტის საფუძველზე. რომელი ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტით სარგებლობდა არ ახსოვს.
მოწმე ვ-–-------------------ის ჩვენებით, 20-6 წლის 15 მაისს, მუშაობდა ჯ----------–ის ქუჩაზე მდებარე პროფილაქტიკაში ელექტრიკად. აღნიშნულ დღეს, დაახლოებით დილის 11:00 საათზე, მ-----–----------ი იგივე „მ-----“ მივიდა მასთან მანქანაში მაგნიტაფონის ჩასაყენებლად. მ----- მისული იყო შავი ფერის „ტ--------------ის“ მარკის ავტომანქანით. მას აღნიშნულ დღეს რამდენჯერმე მოუხდა მასთან მისვლა. დილის საათებში მას არავინ ახლდა. ანალოგიურად მარტო იყო მისული შუადღეს ოთხი საათისთვის და საღამოს საათებშიც, ხოლო ამის შემდეგ, მ----- კვლავ მივიდა მასთან ღამის 23:00 საათზე, რა დროსაც მას თან ახლდა ლ-–------–----ი, მანამდე მას ლ-–------–----ი მ-----სთან ერთად არ უნახავს.
მოწმე მ-----–----------ის ჩვენებით, 20-6 წლის 15 მაისს, დილის საათებში, წავიდა აეროპორტში ტურისტების დასახვედრად. ტურისტები წამოიყვანა ა--–-----ში, რომლებსაც მოგვიანებით 18:00 საათისთვის ა--–-----შივე, ს--------------------ნ მდებარე სკვერში უნდა შეხვედროდა. დაახლოებით 10:30 საათზე, წავიდა ასევე ა--–-----ში მანქანის ხელოსანთან მაგნიტოფონის შესაერთებლად, თუმცა ახალი მაგნიტოფონი იყო საჭირო და უკან გამობრუნდა. დაახლოებით 11:00 საათზე, სახლთან შეხვდა ლ-–------–----ს, რომელსაც სთხოვა ფ--------- ქუჩაზე გაყოლა, რადგან მანქანაში უნდა დაეყენებინა სავარძლები. ვინაიდან ფ---------- ვერ ნახეს სავარძლები, წავიდნენ ე.წ. „ე-–----------------ზე“, სადაც ასევე ვერ იშოვეს სავარძლები. სულ ჰქონდა 80 ლარი, საიდანაც 70 ლარად შეიძინა სტიკერები მანქანისთვის, ხოლო დარჩენილი 10 ლარით ჩაასხა საწვავი. სტიკერების დაკვრის შემდეგ, წავიდნენ ევროპის მოედნისკენ. ამ პერიოდში ლ-–------–----ი იყო მასთან ერთად. შემდეგ მივიდნენ ა--–-----ში, სადაც ხელოსანს მიუტანა სახლიდან წამოღებული მაგნიტოფონი მანქანაში დასაყენებლად. მაგნიტოფონი იყო უვარგისი. გაემართნენ ცხრასართულიანებისკენ, სადაც ტურისტები დატოვა იმ დილით. ნისიად იყიდა სიგარეტი, რის შემდეგეც ლ-–-ს უთხრა, რომ დაელიათ ფსიქოტროპული აბები. ამ მიზნით წავიდა ქ--------–-------–-----------ზე, ს------------------ის წინ მდებარე აფთიაქისკენ. დაახლოებით ოთხი საათისთვის, შევიდა აფთიაქში, რა დროსაც ნ------------–---–მა, ვისგანაც ყიდულობდა ან ნისიად იღებდა ფსიქოტროპულ აბებს, უარი უთხრა წამლის მიცემაზე, ვინაიდან უფროსები უნდა მისულიყვნენ და ჩაეტარებინათ აღწერა. უფროსი იყო თ--------, რომელიც გააცნო ნ----მ, რადგან ერთ-ერთ ნისიად გამორთმევაზე, თ--------სთვის უნდა მიეცა ვალი. გამოვიდა აფთიაქიდან და შეეხმიანა მეგობარს, რომელსაც სთხოვა მაგნიტოფონი თუ ჰქონდა ლომბარდში. ლ-–-სთან ერთად ვ-------–-----ე ჩავიდა ლომბარდთან, თუმცა დაკეტილი დახვდათ. ბარათაშვილის ხიდზე ყოფნისას, დაურეკა მეგობარმა გ-----------------ა, რომელმაც უთხრა, რომ დალოდებოდა და მიუტანდა მაგნიტოფონს. მანქანა ისევ ს------------------ის უკან გააჩერა, მოიძია ხურდები და კვლავ იმავე აფთიაქში წავიდა იმ მიზნით, რომ ერთი აბი ფსიქოტროპული მაინც ეყიდა. ლ-–- დარჩა მანქანაში. იყიდა ერთი აბი ,,ბაკლოსანი“ და წყალი. იქვე დალია აბი. ნ----მ თვალებით ანიშნა, რომ გასულიყო და ნისიად არ მოეთხოვა აბები. ამ დროს ორი უცხო ქალბატონი იყო კიდევ აფთიაქში, როგორც ივარაუდა იყვნენ უფროსები. დაახლოებით 17:10 საათზე, აფთიაქიდან გამოვიდა. გ.დ---------მა მიუტანა მას მაგნიტოფონი, რაც ლ-–-სთან ერთად ხელოსანთან წაიღო მანქანაში დასაყენებლად. ლ-–-ს კი უთხრა, რომ აფთიაქში უფროსები იყვნენ, დალოდებოდნენ მათ გასვლას და შემდეგ ლ-–- შესულიყო აბების სათხოვნელად, ვინაიდან წყლის გამორთმევისას, ნ---- ცოტა გაუბრაზდა მას, რადგან უფროსმა მისცა შენიშვნა, იმასთან დაკავშირებით, რომ წყალს მაცივარში არ დებდა. ნ----ს ორ წელზე მეტია იცნობს. ლ-–-მ მისგან გაიცნო ნ---- და მისი თხოვნით, ლ-–-საც აძლევდა ნისიად აბებს, რაზეც თავად იყო პასუხისმგებელი. დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში იდგნენ ტრასაზე და ელოდებოდნენ უფროსების გამოსვლას. შემდეგ მისი თხოვნით, ლ-–- შევიდა აფთიაქში და ხუთ წუთში გამოვიდა შავი პარკით ხელში. დაახლოებით 40-50 მეტრი იყო აფთიაქამდე იმ ადგილიდან, სადაც თავად იდგა. აფთიაქის შესასვლელი კარგად ჩანდა. შიგნით ვერ ხედავდა რა ხდებოდა. აფთიაქში შესვლისას ლ-–-ს ხელში არაფერი ეკავა. ლ-----–----ის შესვლის დროს დაინახა, რომ ნ----მ კარი დაკეტა. ნ---- ასეთ დროს კარს კეტავდა, რადგან დახლის შიდა მხარეს შეჰყავდა კლიენტი, რომელსაც რეცეპტი არ ჰქონდა, ვინმეს რომ არ დაენახა. იქ აფასოებდნენ აბებს. დახლზე ისეთი ბარიერი, რაც წამლის მიწოდებაში ხელს შეუშლიდა ნ----ს, არ ყოფილა. ლ-–- დაინახა აფთიაქიდან გამოსვლისას. ის თავად მიუახლოვდა მას. ლ-----–----ს ხელში შავი პარკი ეჭირა, რომელშიც აბები იყო მოთავსებული. მანქანაში ჩასხდნენ და მიიღეს აბები. მანქანის ხელოსანთან ორივე წავიდნენ. 17:50 საათზე, თავად გავიდა ტურისტებთან შესახვედრად. დაახლოებით შვიდის წუთებზე, სკვერში ელოდებოდა ტურისტებს. ლ-–- დარჩა მანქანაში. ვინაიდან ტურისტები არ გამოჩნდნენ, დაბრუნდნენ მასთან სახლში. დაახლოებით ცხრის ნახევარზე, ისევ მანქანის ხელოსან ვ----სთან წავიდნენ. წაიღეს მაგნიტოფონი და ჩააყენეს მანქანაში, რა დროსაც ლ-–-ც მათთან ერთად იმყოფებოდა და მონაწილეობდა მაგნიტოფონის დაყენებაში. დაახლოებით თერთმეტის ნახევარზე, ერთი კოლოფი სიგარეტი და ყავა იყიდეს და მიუტანეს ვ----ს. მაგნიტოფონის ჩაყენებაში თანხა არ გადაუხდია. პატივისცემის ნიშნად უფასოდ გაუკეთა. პოლიციაში დაიბარა უბნის ინსპექტორმა მ----მ, რომელსაც აინტერესებდა გ---- დ---------ის ნომერი. პოლიციის უფროსმა - ი-----–-მ განყოფილებაში აჩვენა ვიდეო, რომელშიც ლ-–- აფთიაქიდან გამოდის შავი პარკით ხელში და მიდის მისი მიმართულებით. ჰკითხეს ვინ იყო აღნიშნული პიროვნება, რაზეც უპასუხა, რომ იყო მისი მეზობელი ლ-–------–----ი. დაკითხა გამომძიებელმა ე-----–--ემ, რომელმაც შემდეგ უფროსის მოადგილის - ნ--------ს კაბინეტში შეუტანა ამობეჭდილი დაკითხვის ოქმი, რომელშიც ეწერა, რომ 20-6 წლის 17 მაისს, როდესაც იგი მეორედ შევიდა აფთიაქში, უკან დაბრუნებულს, მანქანაში აღარ დახვდა ლ-–------–----ი, რომელსაც თან ჰქონდა წაღებული მანქანაში არსებული დანა. დაკითხვის ოქმს ხელი რომ არ მოაწერა, რომელიც რეალურად არ ასახავდა დაკითხვისას მის მიერ კითხვებზე გაცემულ პასუხებს, სცემეს პოლიციის განყოფილებაში. ლ-–------–----ის დაკავების თაობაზე შეიტყო ოჯახის წევრებისგან 20-6 წლის 18 მაისს გამთენიისას, როდესაც ძველი თბილისის პოლიციიდან გამოუშვეს.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ გ-----------------ის ჩვენებით, 20-6 წლის 27 მაისს, გასცა ოდოროლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნა, რომლის თანახმად, 20-6 წლის 15 მაისს, თბილისში, ქ--------–-------–------------------ში მდებარე ფსიქოტროპულ აფთიაქში ფარმაცევტ ნ------------–---–ის მიმართ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ, აფთიაქის მოსასვენებელ ოთახში მდგარი სკამის წინ მეტლახის იატაკის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვლის ნიმუში იდენტურია ლ-–------------------------–----ისაგან აღებული სუნის კვლის ნიმუშის.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ შ-----------–-----ის ჩვენებით, 20-6 წლის 12 ივლისს, ექსპერტ ნ---- კ--–----ესთან ერთად, გასცა ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ პაკეტში წარწერით: „შავი ფერის ჩანთა ღია მდგომარეობაში, მასში არსებული სხვადასხვა ნივთებით“ მოთავსებულ ჩანთის საკიდზე (ობ.N1) და ბროშურებზე, საღეჭი რეზინის შესაფუთსა და გადახდის ქვითრებზე (ობ. N4) არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილები ეკუთვნის ერთზე მეტ პირს. ობ.N1,4-ის გენეტიკური პროფილების ერთ-ერთი წილი და ნ------------–---–ის (ობ. N10 პაკეტი წარწერით „ნერწყვის ნიმუში ნ------------–---–ის პირის ღრუდან“) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ. N1,4-ის გენეტიკურ პროფილებში, ლ-–------–----ის (ობ. N11, პაკეტი წარწერით: „ნერწყვის ნიმუში პირის ღრუდან აღებული მოქ. ფილფანი ლ-–-“) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. ჩანთის ელვა-შესაკრავებსა და სალტეებზე (ობ.N2) პირადობისა და სხვა ბარათებზე (ობ. N3), ყურსასმენზე (ობ. N6) და სამედიცინო ნიღბებზე (ობ.N7) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი და ნ------------–---–ის (ობ. N10) გენეტიკური პროფილი იდენტურია. პოლიეთილენის პარკსა და მასში არსებულ ნივთებზე (ობ. N8) და ჩანთაში მოთავსებულ სხვადასხვა კოსმეტიკურ ნივთებზე (ობ. N5) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია და ეკუთვნის მდედრობითი სქესის ერთზე მეტ პირს. ობ. N5,8-ის გენეტიკური პროფილების ერთ-ერთი წილი და ნ------------–---–ის (ობ. N10) გენეტიკური პროფილი იდენტურია. პაკეტში წარწერით „მუყაოს მცირე ზომის ყუთი, მასში არსებული პატარა პოლიეთილენის პარკებით, ამოღებული აფთიაქში არსებული დახლიდან“ მოთავსებულ ყუთსა და პაკეტებზე არსებული ბიომასალის (ობ. N9) გენეტიკური პროფილი შერეულია, ეკუთვნის მდედრობითი სქესის ერთზე მეტ პირს. ობ. N9-ის გენეტიკური პროფილის ერთ-ერთი წილი და ნ------------–---–ის (ობ. N10) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ზოგადად, როცა ერთი ადამიანის ბიოლოგიური მასალა, 50-ჯერ მეტია მეორე ადამიანის ბიოლოგიურ მასალაზე მეორე ადამიანის გენეტიკური ბიომასალა გენეტიკური პროფილის სახით არ ჩანს. მოცემულ შემთხვევაში, ადგილი აქვს თუ არა აღნიშნულ ფაქტს, პასუხის გაცემა არ შეუძლია. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი იყო სულ 11 ობიექტი, საიდანაც ცხრა მათგანი იყო საკვლევი ობიექტი, ხოლო ორი ობიექტი იყო შესადარებელი. მხოლოდ ორ გენეტიკურ პროფილში, პირველში და მეოთხეში იყო შერეული პროფილები, სადაც გამოვლენილი იყო ქალის და კაცის ქრომოსომა, თუმცა აღნიშნულ გენეტიკურ პროფილებში ლ-–------–----ის გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება.
ექსპერტ შ-----------–-----ის ჩვენების ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ---- კ--–----ემ.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ბ------------ის ჩვენებით, 20-6 წლის 07 ივლისს, გასცა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ შავი ფერის ხელჩანთაზე, მუყაოს კოლოფზე და 25 ცალ პოლიეთილენის პარკზე ხელის თითის კვლები დვრილოვანი ხაზების სახით არ გამოისახა. შავი ფერის ჩანთაში მოთავსებულ ნივთებზე გამოვლინდა ხელის დვრილოვანი ხაზების კვლები, ფრაგმენტების, ზედდების და ნაწყვეტების სახით, რომლებიც პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია. მოწმის განმარტებით, კვალის წარმოქმნა დამოკიდებულია იმაზე თუ რა ძალით ახდენს პიროვნება კონკრეტულ ნივთზე ხელის მოკიდებას, ასევე გასათვალისწინებელია ობიექტი რა მდგომარეობაში იყო გამოკვლევამდე, ხოლო რაც შეეხება ტყავის შემცველ საგნებს, ვინაიდან ისინი განეკუთვნებიან ფოროვან ზედაპირებს, მათზე თითის კვალის წარმოქმნა და კვალის დარჩენის ნაკლები შანსი არსებობს.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ქ--------------–---–ის ჩვენებით, 20-6 წლის 25 მაისს გასცა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი ხელის თითის შვიდი კვალი არ შედარდა ექსპერტიზაზე წარდგენილ - ლ-–------------------------–----ის ხელის თითის ანაბეჭდებთან, ვინაიდან დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N------- დასკვნის თანახმად, კვლები N1, N2, N3, N4, N5, N6 და N7 იდენტურია - ნ---- ო-----ს ასული კ------–---–ის, ლ------–----------------ს და ე---------------------–----------ის სახელებზე შევსებულ დაქტილობარათებზე არსებულ ხელის თითის ანაბეჭდებისა. ექსპერტიზაზე წარდგენილი ლ-–------------------------–----ის სახელზე შევსებულ დაქტილობარათზე არსებული ხელის თითის ანაბეჭდი იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი ლ-–------------------------–----ის ხელის თითის ანაბეჭდებისა, დაბადებული 1----–-–-------------------. ლ-–------------------------–----ის სახელზე შევსებულ დაქტილობარათზე არსებული ხელის ანაბეჭდების იდენტური შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კვლები მონაცემთა ბაზაში არ მოიპოვება.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ე---------------–--–---–ის ჩვენებით, 20-6 წლის 17 მაისს გასცა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამოკვლევაზე წარდგენილი ხელის თითის კვლები გადატანილი დაქტილოფირებზე ზომებით: 69x69 მმ-კვალი N1, N2, 31x73 მმ-კვალი N3, N4, 29x34 მმ-კვალი N5, 23x38 მმ-კვალი N6, 27x42 მმ-კვალი N7 პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია.
ხელის კვლები გადატანილი დაქტილოფირებზე ზომებით: 30x37 მმ, 31x126 მმ, 32x38 მმ, 1-x38 მმ, 31x42 მმ, 31x36 მმ, 34x41 მმ პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია.
ხელის თითის კვალი N1 (ამოღებული აფთიაქში არსებული დახლიდან) იდენტურია მონაცემთა ერთიან ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი ნ---- ო-----ს ასული კ------–---–ის, დაბ. 2-.0-.1---წ მარცხენა ხელის შუა თითის ანაბეჭდის ნიმუშის.
ხელის თითის კვალი N2 (ამოღებული აფთიაქში არსებული დახლიდან) იდენტურია ნ---- ო-----ს ასული კ------–---–ის, დაბ. 2-.0-.1--- წ. მარცხენა ხელის საჩვენებელი თითის ანაბეჭდის ნიმუშის.
ხელის თითის კვალი N3 (ამოღებული აფთიაქის შესასვლელი კარის შიდა ზედაპირიდან) იდენტურია მონაცემთა ერთიან ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი ლ------–----------------ს, დაბ.----0-.1--- წ. მარცხენა ხელის არათითის ანაბეჭდის ნიმუშის.
ხელის თითის კვალი N4 (ამოღებული აფთიაქში შესასვლელი კარის შიდა ზედაპირიდან) იდენტურია ლ------–----------------ს, დაბ.----0-. 1---წ. მარცხენა ხელის საჩვენებელი თითის ანაბეჭდის ნიმუშის.
ხელის თითის კვალი N5 (ამოღებული აფთიაქში შესასვლელი კარის გარე ზედაპირიდან) იდენტურია ნ---- ო-----ს ასული კ------–---–ის, დაბ. 2-.0-.1---წ. მარცხენა ხელის დიდი თითის ანაბეჭდის ნიმუშის.
ხელის თითის კვალი N6 (ამოღებული აფთიაქში შესასვლელი კარის გარე ზედაპირიდან) იდენტურია მონაცემთა ერთიან ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი ე---------------------–----------ის, დაბ. 1-.0-.1--- წ. მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის ანაბეჭდის ნიმუშის.
ხელის თითის კვალი N7 (ამოღებული აფთიაქში შესასვლელი კარის გარე ზედაპირიდან) იდენტურია მონაცემთა ერთიან ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი გ-----------–------------------–----------ის, დაბ. 2-.0-.1---წ. მარცხენა ხელის შუა თითის ანაბეჭდის ნიმუშის.
დაცვის მხარის მოწმე ნ---------–----ის ჩვენებით, 20-6 წლის 17 მაისს, მის საცხოვრებელ სახლში, თ---–--–-------------–-----------------------------------------------ე ბინაში მივიდნენ პოლიციელები, წაიყვანეს მისი შვილი ლ-–------–----ი. ორმა პოლიციელმა კი გაჩხრიკა სახლი, მათ შორის N---ში მდებარე ნული სართული, საიდანაც ამოიღეს დანები. საჯარო რეესტრში აღნიშნული ფართები ცალ-ცალკეა დარეგისტრირებული. საერთო ჯამში, ორი სახლიდან ამოიღეს ოთხი დანა. პოლიციელებს მობილურში ჰქონდათ ლ-–-ს ფოტო. ეძებდნენ იმ მაისურს, რომელიც მას ფოტოზე ეცვა. სახლიდან ასევე ამოიღეს ფეხსაცმელი და მაისური, რომლებიც ჩხრეკის ოქმში შეტანილი არ ყოფილა. ამოღებული ნივთები წაიღეს პოლიციელებმა.
დაცვის მხარის მოწმე ბ---------------–---–-ს ჩვენებით, დაახლოებით ოცი წელია ურთიერთობა აქვს ლ-–------–----თან, ერთ საფეხბურთო გუნდში თამაშობდნენ. 20-6 წლის აპრილის ან მაისის დასაწყისში, ლ-–-ს უბანში ყოფნისას, მასთან მივიდა მისი მეზობელი მ-----–----------ი, სთხოვა აფთიაქში გაყოლა და წაჰყვა. ქ--------–-------–ზე მისვლისას, უთხრეს, რომ თავად დარჩენილიყო. ლ-–- და მ-–- მივიდნენ აფთიაქთან, რომლის კარის სახელურიც ჩამოწიეს, თუმცა კარი დაკეტილი იყო. დაახლოებით ორ წუთში, აფთიაქიდან გამოვიდა ბიჭი, რომელმაც მოძრაობა გააგრძელა მეტრო ,,---–----ის“ მხარეს. დაინახა გოგოს სილუეტიც. ლ-–- და მ-–- შევიდნენ და დაახლოებით 3-4 წუთში გამოვიდნენ, თან გამოიტანეს შავ პარკში დახარისხებული აბები. ჩასხდნენ მანქანაში და წავიდნენ ვარკეთილში. სულ რამდენჯერმე გაჰყვა ლ-–-ს აფთიაქში, სადაც იცის რომ მუშაობდა ვინმე ნ----.
დაცვის მხარის მოწმე ზ---–---------–ის ჩვენებით, 15-17 წელია ლ-–------–----თან აქვს კეთილმეზობლური ურთიერთობა. ლ-–-ს უსესხია მისგან თანხა და ყოველთვის დათქმულ დროს დაუბრუნებია. 20-6 წლის აპრილში, სთხოვა ორმოცდაათი ლარი, ვინაიდან ა--–-----ში მდებარე აფთიაქში ჰქონდა ვალი და სთხოვა თან გაყოლა. იმავე დღეს, შუა დღის პერიოდში, ვარკეთილიდან სამარშრუტო ტაქსით წავიდნენ ა--–-----ში, ქ--------–-------–------------------ში მდებარე აფთიაქში, სადაც ლ-–- მეგობრულად მიესალმა ფარმაცევტ გოგონას, მოიკითხეს ერთმანეთი, ლ-–-მ ჰკითხა რამდენი ჰქონდა ვალი. თანხის დასახელების შემდეგ ლ-–-მ უთხრა, რომ ხურდის მაგივრად მიეცა ტაბლეტები. გოგონამ მისცა მას ორი დასახელების ტაბლეტი. ლ-–-მ მოითხოვა წყალი. გოგონამ გამოიღო მაცივრიდან წყალი და მისცა ლ-–-ს. შემდეგ გამოვიდნენ აფთიაქიდან, გააჩერეს სამარშრუტო ტაქსი და დაბრუნდნენ უკან თავიანთ უბანში, სადაც დალიეს ლუდი. ამის შემდეგ როგორც გაიგო, ლ-–- დააკავეს ამ აფთიაქის დაყაჩაღებისთვის.
დაცვის მხარის მოწმე ლ---------–--ას ჩვენებით, მუშაობს ს------–-----------------------–-–-------------–------ს სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე. შპს ,,ნ-------------------“ იყო ავტორიზებული აფთიაქი, რომელიც ეწეოდა პირველი ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული მედიკამენტების რეალიზაციას, საუბარია ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე, რომლებიც უნდა გაიცეს რეცეპტით. აღნიშნული შპს დაჯარიმებულ იქნა ადმინისტრაციული წესით 20-2 წელს, ხოლო იმავე წელს განმეორებით, პირველ ჯგუფს მიკუთვნებული მედიკამენტების რეალიზაციის წესის დარღვევით გაყიდვისთვის.
დაცვის მხარის მოწმე ნ---- შ---------ის ჩვენებით, მუშაობს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. ადვოკატის მიერ მის სამსახურში მოთხოვნილ იქნა 20-6 წლის 15 მაისის 17:50 საათიდან - 1-:1- საათამდე დროის მონაკვეთში, შპს ,,ქ----ს“ სალარო აპარატის ქვითრებისა და ,,ზეტ რეპორტის“ თაობაზე ინფორმაცია. აღნიშნულის ამოღება მოხდა ელექტრონული ბაზიდან. მითითებული დროის მონაკვეთში სულ დაფიქსირდა ორი ქვითარი - ერთი ამორტყმული იყო 17:58 საათზე, რვა ლარის, ხოლო მეორე - 18:52 საათზე, ათი ლარის ოდენობის. 20-2 წლიდან კონკრეტულ ობიექტზე სალარო აპარატის გამოყენებისას, ინფორმაცია ავტომატურად ფიქსირდება შემოსავლების სამსახურში. მოთხოვნილი იყო მთლიანი ,,ზეტიც“, აღნიშნულ დღეს სულ ამორტყმული იყო 32 ლარის, სულ 7-8 ქვითარი. ,,ზეტის“ ოპერაცია განხორციელებულია 18:53 საათზე. ადვოკატისთვის გაგზავნილი წერილისა და მასზე დართული მასალის ავთენტურობას ადასტურებს. იმ შემთხვევაში თუ სალარო აპარატში საათია არეულია, დროის ცდომილება მაინც გამორიცხულია, რადგან აპარატი მიბმულია ბაზაზე და ფიქსირდება ზუსტად ის დრო, როცა რეალურად მოხდა ქვითრის ამორტყმა. აპარატიდან ინფორმაცია ავტომატურად მიდის შემოსავლების სამსახურში და აისახება ბაზაში.
ბრალდებულმა ლ-–------–----მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ ქ--------–-------–ის ქუჩაზე მდებარე აფთიაქ ,,ქ----ში“ დადიოდა ფსიქოტროპული აბების ურეცეპტოდ შესაძენად. 20-6 წლის იანვარში, მისი კარის მეზობელმა - მ-----–----------მა გააცნო აფთიაქარი ნ----, რომლისგანაც თავადაც იძენდა ურეცეპტოდ ფსიქოტროპულ აბებს. აფთიაქში მისვლისას, ფსიქოტროპულ აბებთან დაკავშირებით ეკონტაქტებოდა მხოლოდ ნ------------–---–ს. ზოგჯერ მ.მ-----იანის ვალი მიჰქონდა, ზოგჯერ თავად ყიდულობდა აბებს ან იღებდა ,,ნისიად“, რასაც ნ---- ვალების ბლოკნოტში ინიშნავდა, როგორც ,,მ-----ს“ ვალს. კვირაში ერთხელ მაინც მიდიოდა აფთიაქში. ნ---- მორიგეობდა სამ დღეში ერთხელ. ყოველ მომდევნო მორიგეობაზე იხდიდნენ ვალს. 20-6 წლის 15 მაისს, იმყოფებოდა მ-----–----------თან ერთად ა--–-----ში, ს------------------ის უკან, რა დროსაც მ.მ-----იანის ინიციატივით შეთანხმდნენ აბების მიღებაზე. დაახლოებით სამ საათზე, მითითებულ აფთიაქში შევიდა მ-----–----------ი, რომელსაც სურდა ფსიქოტროპული აბების ვალით გამორთმევა, თუმცა ნ----მ უთხრა უარი, ვინაიდან უფროსი იყო მისული და აღწერა უნდა ჩაეტარებინათ. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, კვლავ მივიდნენ ს------------------ის უკან, სადაც ელოდებოდნენ მ-----–----------ის მეგობარს, რომელსაც უნდა მიეტანა მ-----–------- მანქანის მაგნიტოფონი. მ.მ-----იანმა მოიძია ხურდა ფული, თქვა, რომ ცუდად იყო და ერთ აბს მაინც იყიდიდა. თავად დარჩა მანქანაში. მ.მ-----იანი რომ დაბრუნდა, წყლის ბოთლი ეჭირა ხელში და თქვა, რომ დალია ერთი აბი ფსიქოტროპული წამალი. მოუყვა, რომ ნ----სთან მოუვიდა უსიამოვნება, რადგან ცივი წყალი მოსთხოვა. ნ----მ უთხრა, რომ ცივი არ ჰქონდა, რაზეც უფროსისგან მიიღო შენიშვნა, ვინაიდან მაცივარში არ ჰქონდა წყალი შენახული. როდესაც აფთიაქიდან სხვა თანამშრომლები გამოვიდნენ, მ.მ-----იანმა უთხრა, რომ ნ----სთან არ უნდოდა ურთიერთობის დაძაბვა და სთხოვა შესულიყო მასთან აბების სათხოვნელად, რა დროსაც მასაც უარი უთხრა ნ----მ, ვინაიდან შვიდ საათზე კვლავ ჰქონდათ აღწერა, რაზეც თავად განუმარტა, რომ შვიდამდე მიუტანდნენ თანხას. ნ----მ აფთიაქის კარი გადაკეტა, თავად შევიდა დახლსშიგნით და დაჯდა იმ სკამზე, სადაც ჯდებოდა ხოლმე, როდესაც ბევრ აბს ყიდულობდა. დახლსშიგნით შეყვანა და სკამზე დაჯომა ნ----ს ინიციატივა იყო, რათა გარედან არავის დაენახა, რომ ურეცეპტოდ გასცემდა ფსიქოტროპულ წამლებს. აფთიაქს გარეთ მინები აქვს და თუ ვინმე კართან მივიდოდა, შეეძლო დაენახა რას იძენდა. იმ დღესაც დაჯდა სკამზე და რამდენიმე დღის დოზა მისცა ნ----მ. ნაწილი დახლქვეშ ჰქონდა, ნაწილი - შიდა ოთახში და გამოუტანა. სულ იყო 20 აბი, სამოცი ლარის ღირებულების. ვალი ბლოკნოტში ჩაიწერა ,,მ-----თი“. აფთიაქში 5-10 წუთი გაჩერდა. ნ----სთან თავად რაიმე კონფლიქტი არ ჰქონია. აფთიაქიდან გამოსვლის შემდეგ, გაემართა მ.მ-----იანის მანქანისკენ, გზის მოპირისპირე მხარეს. ჩასხდნენ მანქანაში და თითო აბი მიიღეს. მ.მ-----იანს ექვს საათზე უნდა აეღო თანხა, თუმცა არ მიუტანეს, რის გამოც ნ----ს ვალი ვერ გადაუხადეს და გადაწყვიტეს სამ დღეში, მომდევნო მორიგეობაზე გადაეხადათ. მისთვის უცნობია მ.მ-----იანმა გადაიხადა თუ არა ვალი, რადგან გამთენიისას დააკავეს. დაკავების შემდეგ, ნ------------–---–მა საგამოძიებო მოქმედებისას ამოიცნო იგი. გამომძიებელმა ასევე აჩვენა ვიდეო, რომელშიც შედის აფთიაქ ,,ქ----ში“.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 20-6 წლის 15 მაისს, დათვალიერდა თბილისში, ქ--------–-------–------------------ში მდებარე აფთიაქი, რომელიც მდებარეობს საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს. აფთიაქს აქვს სამი კიბე, მეტალოპლასტმასის კარი, რომლის ზემოთაც დამონტაჟებულია ორი სათვალთვალო კამერა. აფთიაქს ცენტრალური ტერიტორიის გარდა, აქვს მოსასვენებელი ოთახი, კაბინეტი და საპირფარეშო. აფთიაქის ცენტრალური ნაწილი შესასვლელიდან გამოყოფილია დახლმაგიდით, რომელსაც თავზე დამონტაჟებული აქვს ვიტრინა. ცენტრალურ ნაწილში მოთავსებულია მაცივარი, რომელსაც თავზე ადევს მონიტორი. მაცივრის გვერდით მდგარ მეტალის კონსტრუქციის ქვემოთ დალაგებულია წყლის ბოთლები. დახლმაგიდის მარცხენა ზედა მხარეს დევს სხვადასხვა სახის მედიკამენტი და მუყაოს კოლოფები, მარჯვენა მხარეს - მონიტორი, ე.წ. „მაუსი“ და პრინტერი, მცირე ზომის კოლოფი და სხვადასხვა ნივთი. ცენტრალურ ტერიტორიაზე დგას ორი სკამი. შესასვლელი კარის სახელურის გარე და შიდა ზედაპირიდან, ასევე აფთიაქში არსებული დახლმაგიდიდან აღებულ იქნა ხელის კვლები. სამძებრო ძაღლი ლექსუსი გაშვებულ იქნა სუნის კვალზე, რომელმაც გადაკვეთა საავტომობილო გზა, გაიარა 200 მეტრი და ს------------------ის გვერდით არსებულ სკვერთან გაჩერდა.
ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, 20-6 წლის 16 მაისს, ნ------------–---–ისგან აღებულ იქნა ნერწყვის ნიმუში, რაც მოთავსდა სტერილურ ჩხირზე პლასტმასის კონტეინერში და დაილუქა სპეციალურ პაკეტში.
ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, 20-6 წლის 16 მაისს, ნ------------–---–ისგან აღებულ იქნა ხელის კვლების ნიმუში.
ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, 20-6 წლის 18 მაისს, ნ------------–---–მა მისთვის წარდგენილი ოთხის მამაკაცის ფოტოსურათიდან ამოიცნო N2 ფოტოზე გამოსახული ლ-–------–----ი, რომელზეც მიუთითა, რომ იყო ის პიროვნება, რომელმაც 20-6 წლის 15 მაისს, დანის მუქარით წაართვა ფულადი თანხა. დაზარალებულის განმარტებით, ბრალდებული ამოიცნო ხორბლისფერი, გამხდარი სახით, სწორი, მუქი წაბლისფერი წარბებით, ოდნავ კეხიანი, მრუდე ცხვირით, თხელი ტუჩებით, მუქი ფერის თვალებით და სახის საერთო მოყვანილობით.
N------- პატაკის თანახმად, 20-6 წლის 18 მაისს, ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების უბნის უფროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა ა------------------მ, იმავე განყოფილების უფროსს აცნობა, რომ ზემოაღნიშნული ყაჩაღობის ჩამდენი პირი იყო 1----–-–------------------- დაბადებული ლ-–------–----ი (პ/ნ 0----------).
N------- პატაკის თანახმად, 20-6 წლის 18 მაისს, ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების უბნის უფროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა გ----------------–---–მა, იმავე განყოფილების უფროსს აცნობა, რომ ზემოაღნიშნული ყაჩაღობის ჩამდენი პირი - ლ-–------–----ი იმყოფებოდა თ---–--–-------------–-----------------------------------------------------ში და აპირებდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას.
ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, 20-6 წლის 18 მაისს, 04:07 საათზე, ვ---------–----------------------------------------------------------ში, მის საცხოვრებელ ბინაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდებით დაკავებულ იქნა ლ-–------–----ი.
საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმის მიხედვით, 20-6 წლის 18 მაისს, 04:24 საათიდან - 0-:15 საათამდე დროის მონაკვეთში, მიმდინარეობდა თ---–--–-------------–----------------------------------------------------------ში მდებარე, ლ-–------–----ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც სამზარეულოდან ამოღებულ იქნა ხისმაგვარტარიანი ფართო პირიანი დანა, ტარზე ჩამოკიდებული შავი ტყავის ზონარით, მისივე ტყავის ქარქაშით, დიდი ზომის ხისტარიანი დანა პირზე წარწერით ,,STAINLESS STEEL Shanoxing”, საშუალო ზომის ვერცხლისფერპირიანი, ხისმაგვარსახელურიანი დანა, პიზე წარწერით ,,ARSHIA”, ასევე შავი, პლასტმასისპირიანი საშუალო ზომის ვერცხლისფერპირიანი დანა, პირზე წარწერით UTILITY ZOLLER”. აღნიშნული დანები დაილუქა.
ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, 20-6 წლის 18 მაისს, ბრალდებულ ლ-–------–----ისგან აღებულ იქნა ნერწყვის ნიმუში.
ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, 20-6 წლის 18 მაისს, ბრალდებულ ლ-–------–----ისგან აღებულ იქნა სუნის ნიმუში.
ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, 20-6 წლის 18 მაისს, ბრალდებულ ლ-–------–----ისგან აღებულ იქნა ხელის კვლების ნიმუში.
პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, 20-6 წლის 18 მაისს, ნ------------–---–მა, მისთვის წარდგენილი სამი პირიდან ამოიცნო N1 პიროვნება - ლ-–------–----ი, რომელზეც მიუთითა, რომ იყო ის პიროვნება, რომელმაც 20-6 წლის 15 მაისს, დანის მუქარით წაართვა ფულადი თანხა. დაზარალებულის განმარტებით, ბრალდებული ამოიცნო ხორბლისფერი, გამხდარი სახით, სწორი, მუქი წაბლისფერი წარბებით, ოდნავ კეხიანი, მრუდე ცხვირით, თხელი ტუჩებით, მუქი ფერის თვალებით და სახის საერთო მოყვანილობით.
დათვალიერების ოქმის შესაბამისად, 20-6 წლის 18 მაისს, ლ-–------–----ის მიერ გამოძიებისთვის ნებაყოფლობით იქნა წარდგენილი მისი შარვალი და ფეხსაცმელი, რომლებიც დათვალიერდა და დაილუქა.
პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, 20-6 წლის 1- მაისს, ვ-–-------------------მა, მისთვის წარდგენილი სამი პიროვნებიდან ამოიცნო N1 პიროვნება - ლ-–------–----ი და მიუთითა, რომ აღნიშნული პირი ნახა 20-6 წლის 15 მაისს, მის ავტოსახელოსნოში, რა დროსაც იგი ახლდა მ-----–----------ს.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვიდეოჩანაწერის მიხედვით, რომელიც დათარიღებულია 20-6 წლის 15 მაისით და რომლის მეორე ფაილშიც ასახულია თბილისში, ქ--------–-------–ის N---ში მდებარე აფთიაქის გარე პერიმეტრი (აფთიაქის შესასვლელი კარისა და კარის წინ არსებული ტერიტორიის გარდა), ჩანს, რომ 17:55:3--ზე აფთიაქში შედის ბიჭი, რომელსაც აცვია, მოლურჯო მოკლესახელოებიანი მაისური, აქვს შავი ფერის თმა, მუქი ფერის წარბები და ოდნავ კეხიანი ცხვირი. მეოთხე ფაილის გახსნისას 18:07:41 საათზე ჩანს, რომ ს------------------ის წინ ჩანს პიროვნება მუქი ფერის ტანსაცმელში, რომელიც გაირბენს ს------------------ის წინ და შედის ავლაბრის მოედნის სკვერში, მას ხელში უჭირავს მუქი ფერის ნივთი. ჩანაწერი სრულდება 18:16:30 საათზე.
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს ,,ქ----ს“ დირექტორია ნ-----–--------–-–---–ი (პ/ნ 0----------).
შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მიერ დაცვის მხარისთვის წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, თბილისში, ქ--------–-------–ის N---ში მდებარე ობიექტში, 17:58 საათზე, ფიქსირდება რვალარიანი ქვითრის ამორტყმა სალარო აპარატიდან, 18:52 საათზე - ათლარიანის, ხოლო 18:53 საათზე, დაფიქსირებულია ე.წ ,,ზეტ რეპორტის“ ამორტყმა და მითითებულია დღიური ნავაჭრის ჯამი 32 ლარისა და 20 თეთრის ოდენობით.
დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ, ლ-–------–----ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ გამოიკვლია საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, გააანალიზა ისინი სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული შეაფასა სისხლის სამართლის საქმეზე მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ ლ-–------–----ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, არ არის წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საფუძველს შექმნიდა ლ-–------–----ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1-88 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, § 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 20-0 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, § 32).
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ იქნა გაბათილებული ეჭვი იმის შესახებ, რომ 20-6 წლის 15 მაისს, ქ--------–-------–------------------ში მდებარე ფსიქოტროპულ აფთიაქ შპს ,,ქ----ში“, ფარმაცევტ ნ------------–---–ზე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, დანით თავდასხმა და ფულადი თანხის გატაცება ჩაიდინა ლ-–------–----მა.
ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობაში, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, მოიაზრება მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებენ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე. ამასთანავე, აღნიშნული მტკიცებულებები, რომლებიც შექმნის ერთობლიობას, უნდა იყოს პირდაპირი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში არ არის ამგვარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ერთობლიობაში იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.
ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილია ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, რომლის თანახმადაც ბრალდებული ლ-–------–----ი დაკავებულ იქნა მისსავე საცხოვრებელ ბინაში, შემთხვევიდან ორი დღის შემდეგ.
ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ამოღებულ იქნა ოთხი დანა.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას მოხდა სუნისა და თითის კვლების აღება, რომლებზეც ჩატარდა შესაბამისი ექსპერტიზები.
რაც შეეხება მოწმეებს, სასამართლო განმარტავს, რომ მ-----------–-–---–ს და ს-------------–---–ს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, საერთოდ არ ჩაუტარებიათ რაიმე სახის საგამოძიებო მოქმედება, რაც დაადასტურეს ჩვენების მიცემისას. ა-----–-–----–-–---–მა, გ---------------------მ და ს-------------–--ემ დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს თბილისში, ქ--------–-------–ის N---ში არსებულ აფთიაქში. შ-----------–-–---–მა და კ--------------მ, გ-------–--------–---–ის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, დააკავეს ლ-–------–----ი შემთხვევიდან ორი დღის შემდეგ. ი-------------მ და მ--–-----------ემ ჩაატარეს ლ-–------–----ის ბინის ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღეს ოთხი დანა. მ------------–--ემ და ჯ-------–---–---–მა დაკითხეს მოწმეები. ი--–------------მ შეადგინა მხოლოდ გ-------–----–----------ის დედასთან სატელეფონო გასაუბრების ოქმი. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებიდან არცერთი არ მიუთითებს ლ-–------–----ზე, როგორც ყაჩაღობის ჩამდენ პირზე. მითითებულმა მოწმეებმა ჩაატარეს მხოლოდ საგამოძიებო მოქმედებები. მოწმის სახით დაკითხვისას კი, დაადასტურეს მათი სისწორე, რომელთაგან არცერთი არ წარმოადგენს ლ-–------–----ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის დამადასტურებელ პირდაპირ და უშუალო მტკიცებულებას. რაც შეეხება თ-------------–--ისა და ნ-----–--------–-–---–ის ჩვენებებს, ისინი ფაქტის შემსწრენი არ ყოფილან და მათ მიერ სასამართლოსთვის მიცემული ინფორმაციის წყაროს ყაჩაღობასთან მიმართებით, წარმოადგენს მხოლოდ დაზარალებული ნ------------–---–ი. საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა ექპერტებმა კი, დაადასტურეს მათ მიერ გაცემული დასკვნების სისწორე.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, ბრალდებულ ლ-–------–----ის მიერ ყაჩაღობის ჩადენის ფაქტზე, პირდაპირ მიუთითებს მხოლოდ დაზარალებულ ნ------------–---–ის ჩვენება, როდესაც ის ამბობს, რომ 20-8 წლის 15 მაისს, დაახლოებით 17:50 საათზე, მის სამუშაო ადგილზე, თბილისში, ქ--------–-------–------------------ში მდებარე აფთიაქში, დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, წაართვა მისი და აფთიაქის კუთვნილი ფულადი თანხა. აღნიშნული პიროვნება ერთ შემთხვევაში ფოტოსურათით, ხოლო მეორე შემთხვევაში - პიროვნებების წარდგენისას, ამოცნობის ოქმშივე მითითებული მახასიათებლებით, ამოიცნო დაზარალებულმა. სასამართლო განმარტავს, რომ დაზარალებულის ჩვენება და ამოცნობის ოქმი მიუხედავად იმისა, რომ საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედების შედეგად დგება, რის გამოც სხვადასხვა მტკიცებულებას წარმოადგენს, არ შეიძლება ჩაითვალოს მტკიცებულებათა ერთობლიობად, ვინაიდან ორივე მტკიცებულების წყაროს წარმოადგენს ერთი პირი - დაზარალებული ნ------------–---–ი. შესაბამისად, ერთი და იგივე პირისგან მიღებული ინფორმაცია, რაც ერთსა და იმავე ფაქტობრივ გარემოებას ადასტურებს, არ შეიძლება ჩაითვალოს მტკიცებულებათა ერთობლიობად. გარდა აღნიშნულისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულის ჩვენებაზე და მის სანდოობაზე. იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ბრალდებული ლ-–------–----ი 20-8 წლის 15 მაისს, იმყოფებოდა ზემოაღნიშნულ აფთიაქში გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, ასევე ადასტურებს სხდომაზე გამოკვლეული ვიდეოჩანაწერი, სადაც მითითებულ დღეს 17:55:3--ზე აფთიაქში შედის დაზარალებულის მიერ აღწერილი მამაკაცი, რომელსაც აცვია, მოლურჯო მოკლესახელოებიანი მაისური, აქვს შავი ფერის თმა, მუქი ფერის წარბები და ოდნავ კეხიანი ცხვირი. აღნიშნულს ადასტურებენ თავად ბრალდებული ლ-–------–----ი და მოწმის სახით დაკითხული მ-----–----------ი, ასევე საქმეზე ჩატარებული ოდოროლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნა, რომლის თანახმად, 20-6 წლის 15 მაისს, თბილისში, ქ--------–-------–------------------ში მდებარე ფსიქოტროპულ აფთიაქში, მეტლახის იატაკის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვლის ნიმუში იდენტურია ლ-–------------------------–----ისაგან აღებული სუნის კვლის ნიმუშის. აღსანიშნავია ნ------------–---–ის მიერ ჩვენებაში დაფიქსირებული რამდენიმე ფაქტობრივი გარემოება, რაც ეწინააღმდეგება საქმეზე მოპოვებულ მტკიცებულებებს, კერძოდ, ნ------------–---–ი ჩვენებაში უთითებს, რომ ლ-–------–----მა მისი კუთვნილი ჩანთიდან ამოიღო ფულადი თანხა, თუმცა საქმეზე ჩატარებული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ შავი ფერის ხელჩანთაზე ხელის თითის კვლები დვრილოვანი ხაზების სახით არ გამოისახა. ნ------------–---–ი ასევე უთითებს, რომ აღნიშნულ დღეს, ლ-–------–----ი პირველად ნახა, თუმცა საქმეზე მოწმის სახით დაკითხული ბრალდებულის ჩვენებით, იგი ნ------------–---–ს იცნობდა მ-----–----------ისგან და მისი მორიგეობის დროს ხშირად იძენდა მისგან წამლებს ან ნისიად ართმევდა მათ. შემდეგ კი უბრუნებდა ვალს. აღნიშნულს ადასტურებს მ-----–----------ის ჩვენებაც, რომელმაც განმარტა, რომ შემთხვევამდე, დაახლოებით ორი წლით ადრე, მან ნ------------–---–ს გააცნო ლ-–------–----ი და ორივენი იყვნენ მისი აფთიაქის ხშირი მომხმარებლები, კონკრეტულად ნ----ს მორიგეობის დღეებში. მითითებულ აფთიაქში ლ-–------–----ის და მ-----–----------ის ვიზიტს 20-6 წლის აპრილი-მაისის დასაწყისში, ადასტურებს მოწმე ბ---------------–---–-ც, რომელიც თავად იყო მათთან ერთად. უშუალოდ აფთიაქში არ შეჰყოლია, მაგრამ დაინახა მათი შესვლა. მოწმე საუბრობს ვინმე ფარმაცევტ ნ----ზე, რომელსაც იცნობდნენ ლ-–------–----ი და მ-----–----------ი. მოწმის სახით დაკითხული ზ---–---------–ის ჩვენებით კი დადგენილია, რომ 20-6 წლის აპრილში, ქ--------–-------–------------------ში მდებარე აფთიაქში გაჰყვა ლ-–------–----ს, რომელიც აფთიაქში შესვლისას, მეგობრულად მიესალმა და მოიკითხა ფარმაცევტი გოგონა, რომელსაც ჰკითხა, თუ რამდენი ჰქონდა ვალი, გადაუხადა თანხა და გამოართვა ფსიქოტროპული აბები. ლ-–------–----ის ჩვენების იმ ნაწილის მხედველობაში მიღებით, რომ იგი ფსიქოტროპულ აბებს იღებდა მხოლოდ ნ----სგან, ამასთან მას აბებს ნისიად მხოლოდ ნ---- აძლევდა, რასაც ადასტურებენ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმის სახით დაკითხული მ-----–----------ი და დაცვის მხარის მოწმე ზ---–---------–ი, ეჭვქვეშ აყენებს დაზარალებულ ნ------------–---–ის ჩვენებას იმასთან დაკავშირებით, რომ ის ლ-–------–----ს არ იცნობდა, ვინაიდან აღნიშნული არ შეესაბამება საქმეზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას. გარდა ამისა, ნ------------–---–ი ჩვენებაში განმარტავს, რომ მასზე ყაჩაღური თავდასხმისა და ლ-–------–----ის მიერ აფთიაქის დატოვების შემდეგ, 18:07 საათზე, მან დაურეკა აფთიაქის მეპატრონე ნ-----–--------–-–---–ს და ამცნო მომხდარის თაობაზე. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ვიდეოჩანაწერში, რომელიც დათარიღებულია 20-6 წლის 15 მაისით და რომლის მეორე ფაილშიც ასახულია თბილისში, ქ--------–-------–ის N---ში მდებარე აფთიაქის გარე პერიმეტრი, ჩანს, რომ 17:55:3--ზე აფთიაქში შედის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც აცვია, მოლურჯო მოკლესახელოებიანი მაისური, აქვს შავი ფერის თმა, მუქი ფერის წარბები და ოდნავ კეხიანი ცხვირი. მეოთხე ფაილის გახსნისას, 18:07:41 საათზე ჩანს, რომ ს------------------ის წინ მიდის პიროვნება მუქი ფერის ტანსაცმელში, რომელიც გაირბენს ს------------------ის წინ და შედის ავლაბრის მოედნის სკვერში. მას ხელში უჭირავს მუქი ფერის ნივთი. ჩანაწერის თანახმად, ლ-–------–----ი აფთიაქში იმყოფებოდა დაახლოებით ათი წუთი, როგორც უთითებს თავად ბრალდებულიც. ამ პერიოდის განმავლობაში, დაზარალებულის თქმით, მას ლ-–------–----მა, წამლის შესაძენად მიაწოდა ხუთლარიანი კუპიურა, როდესაც შებრუნდა წამლის ასაღებად, მოულოდნელად ლ-–------–----ი შევიდა აფთიაქის ცენტრალურ ნაწილში, მიადო სხეულზე დანა და მუქარით მოსთხოვა თანხის გადაცემა. ამასთან, აფრთხილებდა, რომ არ გაეწია წინააღმდეგობა და არ შეეხედა სახეზე. ლ-----–----ის მითითებით, აფთიაქის კარი ჩაკეტა შიგნიდან და შავი ფერის პოლიეთილენის პარკში ჩაყარა უჯრაში შენახული ფულის კუპიურები და ხურდა ფული. ამის შემდგომ, ლ-–------–----მა, დანის მუქარით, მოსთხოვა სხვა ოთახებში შესვლა და აფთიაქში არსებული ფულის მთლიანად გადაცემა. ბრალდებულმა მოსასვენებელ ოთახში არსებული ნ.კ------–---–ის კუთვნილი ჩანთიდან ამოიღო ფულადი თანხა და შეამოწმა კაბინეტში არსებული სეიფი, სადაც მხოლოდ დოკუმენტები ინახებოდა. ლ-–------–----ი ცდილობდა ხელი არაფერზე მოეკიდა და ყველაფრის გაკეთებას მას აიძულებდა. ბრალდებულს თითზე ეკეთა ბინტი და წმენდდა ყველა იმ ადგილს, რასაც ხელით შეეხებოდა. აფთიაქიდან წასვლის დროს, ლ-–------–----მა გამოართვევინა მობილური ტელეფონი და მოსთხოვა ათი წუთის განმავლობაში არ დაერეკა არავისთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრა უკან დაბრუნებით. მართალია სამართლებრივად ყაჩაღობა ფორმალურ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება, ანუ იგი როგორც დანაშაული დასრულებულია თავდასხმის მომენტიდან, თუმცა ფაქტობრივად, თანხის გადაცემის მოთხოვნა დანის მუქარით, დაზარალებულის ჩვენებიდან და ვიდეოჩანაწერიდან გამომდინარე, იმ პერიოდის მხედველობაში მიღებით, დროის რა მონაკვეთშიც ლ-–------–----ი აფთიაქში იმყოფებოდა, მიმდინარეობდა დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში. ანუ დაზარალებულის ჩვენებით, ათი წუთის მანძილზე, 17:55 საათიდან - 18:07 საათამდე, ლ-----–----ს დანა აქვს მიდებული ნ------------–---–ის სხეულზე, აიძულებს მას ჩაკეტოს აფთიაქის შესასვლელი კარი და ლ-–-ს მითითებით დადის სხვადასხვა ოთახში, რასაც არასარწმუნოს ხდის შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მიერ დაცვის მხარისათვის წარდგენილი ინფორმაცია, რომლის თანახმად, სწორედ ზემოაღნიშნულ პერიოდში თბილისში, ქ--------–-------–ის N---ში მდებარე ობიექტში 17:58 საათზე, ფიქსირდება რვალარიანი ქვითრის ამორტყმა სალარო აპარატიდან. მითითებული ინფორმაციის ავთენტურობა დაადასტურა დაცვის მხარის მოწმემ - შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნ---- შ---------მა, რომელმაც მის მიერ მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ აღნიშნული ინფორმაციის ამოღება მოხდა ელექტრონული ბაზიდან. 20-2 წლიდან კონკრეტულ ობიექტზე სალარო აპარატის გამოყენებისას, ინფორმაცია ავტომატურად ფიქსირდება შემოსავლების სამსახურში. იმ შემთხვევაში თუ სალარო აპარატში საათია არეული, დროის ცდომილება მაინც გამორიცხულია, რადგან აპარატი მიბმულია ბაზაზე, აპარატიდან ინფორმაცია ავტომატურად მიდის შემოსავლების სამსახურში და ზუსტად ის დრო აისახება ბაზაში, როცა ხდება ქვითრის ამორტყმა სალარო აპარატიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მითითებულ დროს, როდესაც ლ-–------–----ი იმყოფებოდა აფთიაქში, გამორიცხული იყო მისი მხრიდან იმ ქმედებების განხორციელება, რასაც ნ------------–---–ი აღწერს, რადგან სწორედ იმ პერიოდში, შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზაში ფიქსირდება სალარო აპარატიდან ქვითრის ამორტყმა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ნ------------–---–ი ლ-–------–----ის აფთიაქში ყოფნისას მუშაობდა ჩვეულ რეჟიმში. ამასთან, ზემოაღნიშნულ დღეს, 18:52 საათზე, ათლარიანი ქვითრის ამორტყმა ფიქსირდება შემოსავლების სამსახურის ზემოაღნიშნულ ბაზაში, ხოლო ე.წ ,,ზეტ რეპორტის“ ამორტყმა დაფიქსირებულია 18:53 საათზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ნ------------–---–ის მიერ მითითებული ყაჩაღობის განხორციელებისას და მას შემდგომ, აფთიაქი ჩვეული რეჟიმით, შეუფერხებლად მუშაობდა. ნ.კ------–---–ი იღებდა და ემსახურებოდა კლიენტებს. წამლების გაყიდვისას, სალარო აპარატიდან არტყამდა შესაბამის ქვითრებს, ხოლო აფთიაქმა რეალურად მუშაობა დაასრულა 18:53 საათზე, როდესაც შემოსავლების ბაზაში დაფიქსირდა მითითებულ მისამართზე არსებული სალარო აპარატიდან ე.წ. ,,ზეტ“ ქვითრის ამორტყმა, რაც გულისხმობს ობიექტზე დღიური ნავაჭრის ჯამის ქვითრის სახით ამობეჭდვას, სალარო აპარატის განულებას, დახურვას და მომდევნო სამუშაო დღისთვის მომზადებას. დაზარალებულ ნ------------–---–ის ჩვენებით კი, აფთიაქს დაყაჩაღების შემდეგ აღარ უმუშავია. თუ გავითვალისწინებთ მის ჩვენებას და ვიდეოჩანაწერს იმას თაობაზე, რომ დაზარალებულის ინფორმაციით, თავდამსხმელი ტოვებს აფთიაქს 18:07 საათზე, ხოლო მეორე ათლარიანი ქვითარი სალარო აპარატიდან ამორტყმულია 18:52 საათზე, 18:53 საათზე კი, ამორტყმულ იქნა ე.წ. „ზეტ რეპორტი“, რაც სრულ წინააღმდეგობაში მოდის დაზარალებულის ჩვენებასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ------------–---–ის ზემოაღნიშნული ჩვენება არის არასარწმუნო, წინააღმდეგობაში მოდის საქმეზე გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან, რის გამოც ის არ უნდა იქნეს გაზიარებული.
სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე, ბრალდებულ ლ-–------–----ის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულ იქნა ოთხი დანა. ნ.კ------–---–ის ჩვენებით, დაყაჩაღების პერიოდში აფთიაქში იყო კარგი განათება, შესაბამისად, კარგად დაინახა და აღწერა თავდამსხმელის ინდივიდუალური ნიშნები, რის გამოც მისი მონაწილეობით ჩატარდა ორი ამოცნობა, მათ შორის ერთი ფოტოსურათით. ორივე შემთხვევაში დაზარალებულმა შეძლო ბრალდებულის ამოცნობა, იმ ვითარებაში, როდესაც მას ლ-–------–----ი პირველად უნდა ჰყოლოდა ნანახი. მისივე ჩვენებით, ლ-–------–----ი თავდასხმისას იყენებდა დანას, მიუთითა დანის პირის სიგრძეზეც, თუმცა ამოღებული ოთხი დანიდან არცერთი არ წარედგინა ამოსაცნობად.
რაც შეეხება ს----------–----–------------------------------------–---------–-–--------------------------–-------–-----------------–--ს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ა-----------------ს და გ----------------–---–ის 20-6 წლის 18 მაისის პატაკებს და მათ მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებს იმასთან დაკავშირებით, რომ მიღებული ინფორმაციის თანახმად, 20-6 წლის 15 მაისს, ქ--------–-------–ის N---ში მდებარე აფთიაქის ყაჩაღობა ჩადენილი უნდა ჰქონოდა, 1----–-–------------------- დაბადებულ ლ-–------–----ს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 20-5 წლის 2- იანვრის N------- გადაწყვეტილების შესაბამისად, სასამართლო მხედველობაში ვერ მიიღებს, ვინაიდან როგორც პატაკი, ასევე პატაკის ავტორის ჩვენება გახლავთ ირიბი მტკიცებულება, რომლის ინფორმაციის მიმწოდებელი წყაროს დადგენაც შეუძლებელია. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილი პირდაპირ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო 77-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 248-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს, მხოლოდ ის მტკიცებულებაა დასაშვები, რომლის ავთენტიკურობაც დასტურდება. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, დოკუმენტს (ინფორმაციას) მტკიცებულებითი ძალა აქვს, თუ ცნობილია მისი წარმომავლობა და ის ავთენტიკურია. დოკუმენტი (ინფორმაცია) ან ნივთიერი მტკიცებულება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ მხარეს შეუძლია მოწმედ დაკითხოს პირი, რომელმაც მოიპოვა, შექმნა იგი ანდა რომელთანაც ინახებოდა სასამართლოში წარდგენამდე. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პატაკების ავტორებმა - ა------------------მ და გ----------------–---–მა ინფორმაციის მიმწოდებელი წყაროს დასახელებისგან თავი შეიკავეს, რის გამოც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ინფორმაცია მიიღოს პირველი წყაროდან.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე არ არის შეკრებილი და წარმოდგენილი იმ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც უტყუარად დაადასტურებდა ლ-–------–----ის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცებულებათა გამოკვლევის შემდეგ, სახეზეა ბრალდებულ ლ-–------–----ის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენის ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, მტკიცებულებათა აშკარაობის, დამაჯერებლობის და ერთობლიობის კუთხით, რაც დააკმაყოფილებდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ამა თუ იმ ფაქტის უტყუარად დადგენა, დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მომზადებაზე, მათ მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე, ამასთანავე, მათი საქმისადმი შემხებლობაზე და დასაშვებობაზე, რაც უტყუარად დაადასტურებდა პირის ბრალეულობას ამა თუ იმ ინკრიმინირებული დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის, 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 273-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა უნდა იყოს დასაბუთებული. გამამტყუნებელ განაჩენში უნდა აღინიშნოს უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები, რომლებსაც სასამართლოს დასკვნა ემყარება.
მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება ინფორმაციის წყაროა, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლომ, სხვა გარემოებებთან ერთად, უნდა დაადგინოს, დამნაშავეა თუ არა კონკრეტული პირი მისთვის ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენაში, რაც უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა და გამოირიცხოს ყოველგვარი ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით.
განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული პრინციპით, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აგრეთვე სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებით და მასში ასახული ძირითადი პრინციპებით, რომ მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ, სანდო და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ლ-–------–----ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რის გამოც იგი უნდა იქნეს ცნობილი უდანაშაულოდ და გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
ლ-–------–----ის ტანსაცმელი და მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული დანები, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული შავი ხელჩანთა, მასში არსებული ნივთებით, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–--------------------------–-------–-----------------–--ს პირველ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს, ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს;
ნ------------–---–ის ნერწყვის ნიმუში; ლ-–------–----ის ხელის კვლები, სუნის და ნერწყვის ნიმუშები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული: მუყაოს კოლოფი, მასში არსებული მცირე ზომის პოლიეთილენის პარკებით; ხელის თორმეტი კვალი, თორმეტ დაქტილოფირზე და სუნის ნიმუში, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–--------------------------–-------–-----------------–--ს პირველ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები, გადატანილი ერთ CD დისკზე და ნ-----–--------–-–---–ის მიერ გამოძიებისთვის წარდგენილი შპს „ქ----ს“ აფთიაქის სამეთვალყურეო კამერების 20-6 წლის 15 მაისის ვიდეოჩანაწერები, მოთავსებული ერთ ელექტრონულ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ უნდა იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-280-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ-–------–----ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 20-7 წლის 1- თებერვლის საოქმო განჩინებით, ლ-–------–----ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1-9-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკისრებული ვალდებულებები: საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და პასპორტის სასამართლოსთვის ჩაბარების და კვირაში ერთხელ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიაში გამოცხადების თაობაზე, გაუქმდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 20-7 წლის 16 მარტის საოქმო განჩინებით, გამოყენებული იძულების ღონისძიება გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ლ-–------–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს თანხის გადახდის უზრუნველსაყოფად, თ---–--–-------------–-----------------------------------------------------ა-ში მდებარე, თ---------------–----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ 0-.1-.3-.0--------------) ექვივალენტურ ნაწილს.
გამართლებულ ლ-–------–----ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.
სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
ლ-–------–----ის ტანსაცმელი და მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული დანები, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული შავი ხელჩანთა, მასში არსებული ნივთებით, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–--------------------------–-------–-----------------–--ს პირველ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს, ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს;
ნ------------–---–ის ნერწყვის ნიმუში; ლ-–------–----ის ხელის კვლები, სუნის და ნერწყვის ნიმუშები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული: მუყაოს კოლოფი, მასში არსებული მცირე ზომის პოლიეთილენის პარკებით; ხელის თორმეტი კვალი, თორმეტ დაქტილოფირზე და სუნის ნიმუში, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–--------------------------–-------–-----------------–--ს პირველ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები, გადატანილი ერთ CD დისკზე და ნ-----–--------–-–---–ის მიერ გამოძიებისთვის წარდგენილი შპს „ქ----ს“ აფთიაქის სამეთვალყურეო კამერების 20-6 წლის 15 მაისის ვიდეოჩანაწერები, მოთავსებული ერთ ელექტრონულ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ნათია გუდაძე