თავი X — მტკიცებულება, მტკიცების საგანი და პროცესი
1. მხარის მოთხოვნის შემთხვევაში დოკუმენტს მტკიცებულებითი ძალა აქვს, თუ ცნობილია მისი წარმომავლობა და ის ავთენტიკურია. მტკიცებულებითი ძალა აქვს აგრეთვე „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული კონტროლირებადი მიწოდების ფარგლებში სრულად ან ნაწილობრივ ჩანაცვლებულ წინასწარ ნიშანდებულ ან/და ყალბ (სიმულაციურ) დოკუმენტს. დოკუმენტი ან ნივთიერი მტკიცებულება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ მხარეს შეუძლია მოწმედ დაკითხოს პირი, რომელმაც მოიპოვა/შექმნა ან/და რომელთანაც სასამართლოსთვის წარდგენამდე ინახებოდა იგი.
2. დოკუმენტი იმავდროულად შეიძლება იყოს სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერი მტკიცებულება, თუ მას შეუნაცვლებლობის თვისება აქვს.
3. თუ ამოღებული და სისხლის სამართლის საქმეზე დართული დოკუმენტი საჭიროა მიმდინარე აღრიცხვისათვის, ანგარიშგებისათვის და სხვა მართლზომიერი მიზნებისათვის, ის ან მისი ასლი შეიძლება კანონიერ მფლობელს დაუბრუნდეს ან გადაეცეს დროებით გამოსაყენებლად.
საქართველოს 2019 წლის 19 დეკემბრის კანონი №5621 – ვებგვერდი, 26.12.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 19.12.2019-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (03.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 78. დოკუმენტის მტკიცებულებითი ძალა 1. მხარის მოთხოვნის შემთხვევაში დოკუმენტს მტკიცებულებითი ძალა აქვს, თუ ცნობილია მისი წარმომავლობა და ის ავთენტიკურია. მტკიცებულებითი ძალა აქვს აგრეთვე „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული კონტროლირებადი მიწოდების ფარგლებში სრულად ან ნაწილობრივ ჩანაცვლებულ წინასწარ ნიშანდებულ ან/და ყალბ (სიმულაციურ) დოკუმენტს. დოკუმენტი ან ნივთიერი მტკიცებულება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ მხარეს შეუძლია მოწმედ დაკითხოს პირი, რომელმაც მოიპოვა/შექმნა იგი ან/და რომელთანაც ინახებოდა სასამართლოშსთვის წარდგენამდე ინახებოდა იგი. 2. დოკუმენტი იმავდროულად შეიძლება იყოს სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერი მტკიცებულება, თუ მას შეუნაცვლებლობის თვისება აქვს. 3. თუ ამოღებული და სისხლის სამართლის საქმეზე დართული დოკუმენტი საჭიროა მიმდინარე აღრიცხვისათვის, ანგარიშგებისათვის და სხვა მართლზომიერი მიზნებისათვის, ის ან მისი ასლი შეიძლება კანონიერ მფლობელს დაუბრუნდეს ან გადაეცეს დროებით გამოსაყენებლად.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(41)
საქმე №2კ-1091აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.04.2025
…(15:35:52). 12.2. გარდა ამისა, სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნული დასკვნის დაშვების და მისი გამოკვლევის შემთხვევაშიც კი, ის ვერ იქნებოდა გაზიარებული სასამართლოს მიერ, რადგან მოცემულ შემთხვევაში ვერ დააკმაყოფილებდა საქართველოს სსსკ-ის 78-ე მუხლით დადგენილ იმპერატიულ წინაპირობებს. კერძოდ, დაცვის მხარემ სამედიცინო დასკვნის სისხლის სამართლის საქმეზე დართვასთან ერთად არ მოითხოვა მისი…
საქმე №2კ-458აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.09.2024
…2023 წლის 10 ოქტომბრის სხდომის ოქმი 15:26:24 – 15:27:36) და მიზანშეწონილად არ მიიჩნია მისი დაკითხვა. მეორეს მხრივ, უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 78-ე მუხლი პირის დაკითხვას უკავშირებს იმპერატიულად განსაზღვრულ ორ მიზანს: დოკუმენტის ავთენტიკურობისა და წარმომავლობის დადგენას; ზოგადად, დოკუმენტის…
საქმე №2კ-918აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.02.2024
…23-ე ნაწილს, რომლის თანახმად, "დოკუმენტად ითვლება ნებისმიერი წყარო, რომელშიც ინფორმაცია აღბეჭდილია სიტყვიერ-ნიშნობრივი ფორმით ან/და ფოტო-, კინო-, ვიდეო-, ბგერისა თუ სხვა ჩანაწერის სახით ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით“; საქართველოს სსსკ-ის 78-ე მუხლის პირველი ნაწილს "მხარის მოთხოვნის შემთხვევაში დოკუმენტს მტკიცებულებითი ძალა აქვს, თუ ცნობილია მისი წარმომავლობა და ის ავთენტიკურია.…
საქმე №2კ-176აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.06.2023
…გამოყენების მნიშვნელოვან რისკებს (იქვე, II-110). 26. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ბიოლოგიური ექსპერტიზის შეფასებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, დასკვნის მიღებისას დარღვეულია როგორც საქართველოს სსსკ-ის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) მე-3 ნაწილის…
საქმე №2კ-736აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.11.2022
…რადგან სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ნათლად მიუთითა: იმის მხედველობაში მიღებით, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოში დასაკითხ პირთა სიიდან მოხსნა ექსპერტი, რომელმაც ჩაატარა ექსპერტიზა და გასცა შესაბამისი დასკვნა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის იმპერატიული დანაწესიდან გამომდინარე, დაუშვებელია ეს მტკიცებულება საფუძვლად დასდებოდა თ.…
საქმე №2კ-670აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.08.2022
საქმე №2კ-738აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.03.2022
საქმე №2კ-554აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.12.2021
საქმე №2კ-436აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.11.2021
საქმე №2კ-894აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.05.2021
საქმე №2კ-469აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.01.2018
საქმე №2კ-959აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 78, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-78/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია