განაჩენი

სისხლის სამართლის 26.03.2020
საქმის ნომერი
160100118002722120
ინსტანცია
თარიღი
26.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №160100118002722120

საქმე №1/ბ-1848-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: ბესიკ ბუგ--ნიშვილი

მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი

მანუჩარ კაპანაძე

 

ნადეჟდა მარანელის მდივნობით,პროკურორ - ზ-----–----------ს,ადვოკატებ - ალ--------------------–---–ის,მსჯავრდებულების - ბ-----------–--ის, გ----------------ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ ბ-----------–--ის და გ----------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ალ--------------------–---–ის, ასევე პროკურორ ზ-----–----------ს სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ბ-----------–--ის მიმართ - დაბადებული 1-----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული: ქ-------–-------------------------ში და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–--------------------------–-------------------, ბინა N---ში; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით.

 

გ----------------ის მიმართ - დ----------–--------–-–----------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბ--–---------------------------------------------------ში; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 აგვისტოს განაჩენით:

 

ბ-----------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

ბ------ ა---–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 8 ნოემბრიდან.

 

ბ-----------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა.

 

გ----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

გ----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 8 ნოემბრიდან.

 

გ------ი ს-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ

 

ბ-----------–--ემ და გ----------------მა ჩაიდინეს ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით.

 

მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 03 ნოემბერს დაახლოებით 08.30 საათზე, მ--------–--------------------–-------–----–--ში ბ------ ა---–--ე წინასწარი შეთანხმებით გ------ი ს-------თან და სხვა პირებთან ერთად, თავს დაესხა ხ--–--– ბ--–---–---ს და ა---- ბ--–---–---ს, რომლებიც გადაადგილდებოდნენ ავტომანქანა „ოპელ კორსას“მარკის ავტომანქანით სახ. ნომრით Q-------- და ცეცხლსასროლი იარაღების გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაეუფლნენ დიდი ოდენობით მათ კუთვნილ სხვადასხვა სახის ოქროს ნაკეთობებს, ღირებულს 80 000 ლარად.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ბ-----------–--ის და გ----------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ალ--------------------–---–მა, ასევე პროკურორმა - ზ-----–----------მ. დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით ითხოვა ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ბ-----------–--ისა და გ----------------ის მიმართ გამამართლებებლი განაჩენის დადგენა. ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩვრით ითხოვა პირველი ინსტანციის განაჩენში ცვლილების შეტანა და ბ-----------–--ისა და გ----------------ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

 

დაცვის მხარის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუშვებელ და საეჭვო მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამოიტანა ბ-----------–--ისა და გ----------------ის მიმართ გამატყუნებელი განაჩენი. დაცვის მხარის განმარტებით, დაუშვებელია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, მოწმე ლ-–- ა-----–---–ის გამოკითხვის ოქმი, ლ-–- ა-----–---–ის თანხმობა ავტომანქანის დათვალიერებაზე და ავტომანქანა ტოიოტა პრიუსის დათვალიერების ოქმი ფოტოცხრილით, ავტომანქანა ტოიოტა პრიუსი F--------, დადგენილება ბიოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, მიმართვის წერილი და ბიოლოგიური ექსპერტიზის #--------- დასკვნა, ვინაიდან წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარეს არ უშუამდგომლია აღნიშნული ოქმების დადგენილებისა და მიმართვის შემდგენი პირის - ე-–----------–----ის სასამართლოში გამოძახებისა და დაკითხვის თაობაზე. ასევე, დაუშვებელია შ--–------------------------------–------------------------------ის გამოკითხვის ოქმები და ინფორმაციული პატაკი, ვინაიდან ისინი ვერ უთითებდნენ ინფორმაციის წყაროს და შეუძლებელი იქნებოდა მისი წარმომავლობის, შინაარსისა და ავთენტურობის დადგენა. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ დაუშვებელია მოწმეების, გ-----------–---–ის და ზ-----------–---–ის გამოკითხვის ოქმები, რადგან ბრალდების მხარემ წინასასამართლო სხდომაზე არ იშუამდგომლა აღნიშნული ოქმების შემდგენი პირების სე------–-----------------------–------ს სასამართლოში დაბარებისა და დაკითხვის თაობაზე. დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი ხ--–--– ბ--–---–---ის და მ------ წ------–---–ის მიერ ბ-----------–--ის ამოცნობის ოქმები, ასევე, ა---- ბ--–---–---ისა და მ------ წ------–---–ის მიერ გ----------------ის ამოცნობის ოქმები, ვინაიდან ამომცნობები უთითებდნენ მხოლოდ ზოგად ნიშან-თვისებებზე, რომლებიც საკმარისი არ არის იდენტიფიკაციისთვის. დაცვის მხარე ასევე აპელირებს, რომ მისი მოთხოვნის საფუძველზე ბრალდების მხარემ არ გადასცა მტკიცებულებები, რაც წარმოადგენს აღნშნული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის საფუძველს. ხოლო ის გარემოება, რომ დაცვის ორდერზე წელი არასწორად იყო მითითებული წარმოადგენს ტექნიკურ ხარვეზსს. დაცვის მხარემ მოითხოვა ნივთიერი მტკიცებულების ლუქის ახსნის ოქმის, ნივთის (ცეპის) ამოცნობის ოქმის, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის #0-------- (ექსოერტი ბ-------------–--ე), სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის #0---------- (ექსოერტი ბ-------------–--ე), ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის #-------- (ექსპერტი გ---------------ე), შუამდგომლობის ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ (მობილური ტელეფონიდან ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე, #1----------- განჩინების ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე, შუამდგომლობის ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე (მობილური ტელეფონის მფლობელების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე) და #1----------- განჩინების ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე, დაუშვებლად ცნობა.

 

გ----------------თან დაკავშირებით ადვოკატი განმარტავს, რომ ერთადერთი მტკიცებულება, რომელსაც შეიძლებოდა დაყრდნობოდა განაჩენი იყო ა---- ბ--–---–---ის მიერ მისი ამოცნობის ოქმი. ამომცნობამდე ბ--–---–---ი ამბობდა, რომ ამოცნობა შეეძლო თვალებით, ვინაიდან ს-------ს ჰქონდა მუქი მწვანე თვალები, ხოლო შემდგომ გამოკითხვისას განაცხადა, რომ ჰქონდა მომწვანო ფერის თვალები. ამასთან, ამოსაცნობი პირები მკვეთრად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან. ბ-----------–--ეს რაც შეეხება, მასთან მიმართებით არ უნდა იქნეს გაზიარებული ხ--–--– ბ--–---–---ის ამოცნობის ოქმი, ვინაიდან სასამართლოში და გამოძიებაში მის მიერ გაკეთებული განმარტებები განსხვავდება ერთმანეთისგან. ბიოლოგიური ექსპერტიზის #--------- დასკვნით დადგენილია, რომ ასფალტის ზედაპირიდან მინის ნამსხვრევებზე და ავტომანქანის წინა საქარე მინიდან აღებული წითელი ფერის ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, თუმცა დაზარალებულებს არ განუცხადებიათ რომ აღნიშნული ლაქები გაჩნდა ყაჩაღობის ან შუშის ჩამტვრევის შემდეგ, შესაბამისად, გაურკვეველია სასამსართლოს მსჯელობა აღნიშნულის შესახებ. გარდა ამისა, ექსპერტიზის დასკვნა არის დაუშვებელი მტკიცებულება, ვინაიდან ბრალდების მხარემ ის დაცვის მხარის მოთხოვნის საფუძველზე არ გადასცა მას კანონით დადგენილი წესით. ასევე დაუშვებელია ბიოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნაც, ვინაიდან ის ეყრდნობა დაუშვებელ მტკიცებულებას, ბიოლოგიური ექსპერტიზის #--------- დასკვნას. დაცვის მხარე მიუთითებს ბ-----------–--ისგან ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმზეც, რომელიც გაურკვევლად არის შედგენელი, გაურკვეველი ხელმოწერებით, ამასთან, ბ-----------–--ის განმარტებით მისგან ნიმუში არ აუღიათ, შესაბამისად, გაურკვეველია ვისი ვისი ბიოლოგიური ნიმუში გაეგზავნა ექსპერტიზას საკვლევად და შესადარებლად. ასევე სასამართლოს არ დაუკითხავს ექსპერტები, რომლებმად ჩაატარეს კვლევა. არასწორად იქნა შეფასებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის #---------, რომლის მიხედვითაც ბ-----------–--ეს დაუდგინდა ნაკვეთი ჭრილობა და ნაჭდევები მარჯვენა მტევნის მიდამოში. ექსპერტმა განმარტა, რომ დაზიანება შეიძლებოდა გაჩენილიყო შემთხევის დღეს, ასევე ერთი დღით ადრე ან გვიან.

 

ბრალდების მხარემ მოითხოვა მსჯავრდებულების ბ-----------–--ისა და გ----------------ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრება, ვინაიდან მათ დაზარალებულებისთვის ზიანი არ აუნაზღაურებიათ და დაზარალებულებს გააჩნიათ პრეტენზია. ასევე ბრალდებულებს არ უთანამშრომლიათ გამოძიებასთან, რის გამოც არ არიან დადგენილი ყაჩაღობაში მონაწილე სხვა პირები.

 

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველ რიგში პალატა წარმოაჩენს იმ მტკიცებულებებს, რომლებიც წარდგენილი და გამოკვლეული იქნა პირველი ინსტანციის სასართლო სხდომაზე, შემდეგ კი შეაფასებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებებს, მიმოიხილავს თითოეულ მათგანს მათი დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით და იმსჯელებს, თუ რატომ იზიარებს, ან არ იზიარებს მხარეთა არგუმენტებს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ხ--–--– ბ--–---–---მა განმარტა, რომ ოჯახთან ერთად ცხოვრობს მარნეულის რაიონში სოფელ ყიზილაჯლოში, ვაჭრობს ოქროზე. 2018 წლის 3 ნოემბერს დაახლოებით 08:30 საათზე ფანჯრიდან ეზოს ჭიშკართან დაინახა ერთი ადამიანი, რომელსაც ეცვა ჯინსის შარვალი, შეხედა ჭიშკარს და გავიდა. დაახლოებით ნახევარ საათში მამასთან - ა---- ბ--–---–---თან ერთად ,,ოპელ კორსას“ ავტომანქანით დაიძრა სამსახურისაკენ. მან ოქროული სპორტული ჩანთით მოათავსა მანქანის უკანა სავარძელზე. დაზარალებულმა განმარტა, რომ საჭესთან იჯდა თავად, გასვლისას დაინახეს, რომ გზაზე იდგა ,,ტოიოტა პრიუსის“ ავტომანქანა, რომელსაც გზა ჰქონდა გადაკეტილი და გავლა შეუძლებელი იყო. დაზარალებულის განმარტებით, ავტომანქანა იყო წყლისფერი და ჰქონდა ყალბი ნომრები. აღნიშნული მიიჩნია საეჭვოდ, დაძრა მანქანა უკუსვლით, უნდოდა სახლში შებრუნება, თუმცა, იფიქრა ბავშვებს არ შეშინებოდათ და გააჩერა მეზობლის კართან, დაახლოებით 10-15 მეტრში საკუთარი სახლიდან. დაზარალებულის განმარტებით, ავტომანქანიდან გადმოვიდა დაახლოებით 4-5 პიროვნება, ოთხი ნამდვილად დაინახა, პირველად უკანა კარიდან, ხოლო შემდეგ წინა კარიდან გადმოვიდნენ, გამოემართნენ მისი მანქანის მიმართულებით და პისტოლეტი ჰქონდათ მოშვერილი. ხ--–--–ი ბ--–---–---მა განმარტა, რომ ორი პიროვნება მასთან მივიდა, ორიც მამამისთან და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ითხოვდნენ ფულს და ოქროს. ერთ-ერთ მათგანს ეჭირა ასევე ჩაქუჩიც, ჩაარტყა ზურგში, ვისაც ჩაქუჩი ეჭირა იყო მაღალი, შავგვრემანი ადამიანი, მანვე ჩატეხა მანქანის მინა, აიღო ოქრო და წავიდნენ. დაზარალებულმა ჩაქუჩი აღწერა, როგორც ნიკელისფერი, ერთი მხარეს კი ლურსმნის ამოსაღები ჰქონდა. მისი განმარტებით ავტომანქანის შუშა ჩატეხეს მძღოლის საპირისპიროდ უკანა მხარეს, თავდამსხმელს თავზე თითქოს შარფი ჰქონდა მოხვეული. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ დაინახა თავდამსხმელის ტანი, აღნაგობა, თვალები. დაზარალებულმა განმარტა, რომ ოქროს ნივთები იყო 80 000 ლარის, იყო სხვადასხვა დასახელების სამკაულები, მათ შორის ცეპები, საყურეები, სამაჯურები, ბეჭდები, ბრილიანტის კომპლექტები. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ ოქროს იბარებდნენ სოფლებიდან და შემდეგ ყიდდნენ.

 

ხ--–--– ბ--–---–---მა დაადასტურა, რომ მონაწილეობა მიიღო ამოცნობაში, სადაც წარუდგინეს სამი ადამიანი, რომელთაგან ამოიცნო ის პირი, ვინც სცემა და ოქრო წაიღო.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხა ა---- ბ--–---–---ი. მან დაადასტურა ხ--–--– ბ--–---–---ის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა, რომ მას თავზე ადგა ერთი პიროვნება. მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. ასევე განაცხადა, რომ თავდამსხმელები იყვნენ შეიარაღებულნი პისტოლეტით, ჩაქუჩით. მათ გატეხეს მანქანის უკანა მინა და წაიღეს ოქრო. ა---- ბ--–---–---მა განმარტა, რომ მან მონაწილოება მიიღო ამოცნობაში და ამოიცნო ის პიროვნება, ვინც მას ადგა თავზე, ამოიცნო ტანით და თვალებით. მისივე განმარტებით წარდგენილ პირებს ჰქონდათ ერთნაირი ფერის თვალები და თავზე ეხურათ ქუდი, შარფიც ჰქონდათ მოხვეული და იყვნენ ერთი სიმაღლის. ა---- ბ--–---–---მა განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც თავდამსხმელებმა წაიღეს ოქრო და გაემართნენ მანქანისაკენ, მან საკუთარი მანქანის საბარგულიდან ამოიღო ნაჯახი და ესროლა იმ პირს, ვისაც ჩანთა მიჰქონდა. მისივე განმარტებით აღნიშნული ნაჯახი სავარაუდოდ მოხვდა მას.

 

პირველი იმსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ------ წ------–---–მა განმარტა, რომ არის ოქრომჭედელი და სახელოსნო აქვს საცხოვრებელ მისამართზე. მან დაადასტურა, რომ ბ-----------–--ისაგან მიიღო შეკვეთა დაემზადებინა ოჯახისათვის ოქროს ნივთები. მასთან ბ------მ წარადგინა ძველი ნივთები, კომუნისტების დროინდელი, ნივთები იყო დაზიანებული, თვლებით. ოქროს ნივთები ზოგი მაღალი სინჯის იყო, ზოგი დაბალი. იმისათვის, რომ მიეღო სასურველი სინჯი საჭირო იყო ოქროს ნივთების გადამუშავება, ამიტომ ადნობდა ოქროს ნივთებს. პოლიცია სწორედ ამ დროს მივიდა მასთან. ჰკითხეს თუ საიდან ჰქონდა ეს ნივთები, ამოიღეს ოქროც, ძვირფასი თვლებიც. მ------ წ------–---–მა ასევე განმარტა, რომ პოლიციის მიერ ამოღებული იქნა მისი პირადი ოქროც, კერძოდ ნახევრად დამუშავებული ,,ცეპი“ და სამაჯური. მ------ წ------–---–მა ასევე დაადასტურა, რომ მონაწილეობა მიიღო ამოცნობებში. მას ამოსაცნობად წარედგინა სამი პიროვნება, რომელთაგან ამოიცნო ბ-----------–--ეც და გ------ი ს-------იც. ასევე განმარტა, რომ წარდგენილი პირები განსხვავდებოდნენ ამოსაცნობი პირებისაგან. შეკითხვაზე მ------ წ------–---–მა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ნივთების 70% იყო ძველი, შესაბამისად იფიქრა, რომ იქნებოდა ოჯახიდან მოტანილი.

 

2018 წლის 8 ნოემბრის მ------ წ------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის თანახმად ირკვევა, რომ ჩხრეკა ჩატარდა ქ-------–--–---–-----–--------ში. ჩხრეკა ჩატარდა გამომძიებელ ბ------– გ----–---ის მიერ. ჩხრეკას ასევე ესწრებოდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები, გ--------------–--–-----------ი, შსს მარნეულის რაიონული სამმართველოს შულავერის განყოფილების უფროსი კ------------–---–ი და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ა---–--------ი. ეზოში განთავსებულია ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომელსაც დაბლა გააჩნია სარდაფი. სარდაფში მოწყობილია ოქროს სამჭედლო. სამჭედლოდან ამოღებულ იქნა ოქროს ნივთები, საფულე ორი ცალი, მათ შორის, შავი საფულე, სადაც მოთავსებული იყო ბ-----------–--ის პირადობის მოწმობა. ასევე ამოღებულ იქნა მომწვანო ფერის მცენარე, ძვირფასი თვლები და სხვადასხვა ნივთები. ამოღებული ნივთები დაილუქა შესაბამისი წესით და გაკეთდა შესაბამისი ხელწერილები.

 

სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხნენ ექსპერტ კრიმინალისტები შ--–--------------------------ე, გამომძიებელი კ------------–---–ი. მათ დაადასტურეს, რომ მონაწილეობდნენ ოქრომჭედლის მ------ წ------–---–ის სახელოსნოს ჩხრეკაში. ჩხრეკის შედეგად ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებულ იქნა ფერადი ლითონები, თვლები, მომწვანო ფერის თვლები, საფულე, პირადობა, გასაღები. ამოღებული ნივთები დაილუქა სპეც-პაკეტებში, დასურათდა და გაკეთდა შესაბამისი ხელმოწერები. კ------------–---–მა განაცხადა, რომ ჩხრეკას ატარებდა გამომძიებელი ბ------– გ----–---ი.

 

შსს მარნეულის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელმა შალვა სოფრომაძემ დაადასტურა, რომ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც დანაშაულის ჩადენის დროს დამნაშავეები გადაადგილდებოდნენ მწვანე ფერის ,,ტოიოტა პრიუსით“.

 

მოწმის სახით დაკითხუოლმა გ-----------–---–მა განმარტა, რომ ცხოვრობს ქალაქ თბილისში, ქირით, მუშაობდა ბ-----------–--ესთან ერთად ,,სილქნეტში“. დაახლოებით ოქტომბერ-ნოემბერი იქნებოდა სთხოვა მანქანა, რომელიც მან კერძო პირისაგან იქირავა და მიუყვანა. ასეთი შემთხვევა განმეორდა ორჯერ. ერთი ან ორი დღის ინტერვალით. გ-----------–---–მა განმარტა, რომ ბ-----------–--ე მას აძლევდა ფულს და ის ხელზე იხდიდა. გ-----------–---–ი არ დაეთანხმა წინასწარ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას და განაცხადა, რომ დანაშაულის შესახებ მან არაფერი იცოდა და არ ინტერესდებოდა ბ-----------–--ეს რისთვის უნდოდა მანქანა, იცოდა, რომ ტურისტებთან ჰქონდა შეხება. ასევე დაადასტურა, რომ ბ-----------–--ისაგან აიღო თანხა.

 

2018 წლის 8 ნოემბერს ქ. თბილისში ქვლივიძის ქN18-ში ჩატარდა გ-----------–---–ის ბინის ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა მობილური ტელეფონები. ჩხრეკა ჩატარდა გ------ი თ---–---–ის მიერ. ჩხრეკის შედეგად საქმისათვის მნიშვნელოვანი რაიმე მტკიცებულება ამოღებული არ ყოფილა. 2018 წლის 8 ნოემბერს, ასევე ჩატარდა გ-----------–---–ის პირადი ჩხრეკაც.

 

სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხა გ------ი თ---–---–ი. მან განმარტა, რომ მუშაობს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების გამომძიებლად. დაადასტურა, რომ ჩაატარა გ-----------–---–ის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა. გ------ი თ---–---–მა განაცხადა, რომ საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნანახი იქნა თანხა, რომელიც გ-----------–---–ის მეუღლის განმარტებით წარმოადგენდა ბინის ქირაში გადასახდელ თანხას, რომელიც მათ მოუტანა შვილმა.

 

სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხნენ გ------ ს---–---–ი, ლ-–- ა-----–---–ი და გ------ი ა-----–---–ი.

 

მოწმე გ------ ს---–---–მა განმარტა, რომ ცხოვრობს ი---–----------–---–------ში, აქირავებს ავტომანქანებს, რომლებიც აქვს ლიზინგით, ავტომანქანები არის სს ,,საქართველოს ბანკის“ სახელზე. დაადასტურა, რომ ჰყავს ტოიოტა პრიუსი, ნომერი ზუსტად არ ახსოვდა. დაახლოებით ახალ წლამდე, მას დაუკავშირდა ლ-–- ა-----–---–ი, რომელმაც უთხრა, რომ უნდოდათ ავტომანქანის ქირაობა. ასევე განმარტა, რომ გ-- მ-------–---–ს არ იცნობდა, თუმცა, შეიძლება სახეზე ეცნო. ასევე განმარტა, რომ კრემისფერი პრიუსი მათ არ ჰყავთ. ავტომანქანა კი, რომელიც გააქირავეს არის სხვადასხვა ფერის, მზეზე სხვა ფერია, ჩრდილში სხვა ფერი.

 

გ------ი ა-----–---–მა და ლ-–- ა-----–---–მა ასევე დაადასტურეს, რომ აქირავებენ ავტომანქანებს, განცხადება განთავსებული აქვთ საიტზე. მათ კლიენტები უკავშირდებიან ტელეფონის ნომრით. გ------ი ა-----–---–მა დაადასტურა, რომ ლ-–- ა-----–---–მა დაურეკა და დაახლოებით ოქტომბრის ბოლოს ტოიოტა პრიუსი ნომრით F------, გაატანა კლიენტს, თავიდან წაიყვანეს ერთი დღით, ხოლო შემდეგ ერთი დღეც დაამატეს. გ------ი ა-----–---–ის ჩვენება შესაბამისობაშია ლ-–- ა-----–---–ის ჩვენებასთან. ლ-–- ა-----–---–მა განმარტა, რომ მისი მითითებით გაატანა ავტომანქანა გ------ი ა-----–---–მა, მას ურეკავდა პიროვნება, დაამახსოვრდა იმიტომ რომ ესაუბრებოდა მამაშვილურად. ასევე განაცხადა, რომ როდესაც უნდა დაებრუნებინათ ავტომანქანა ვერ ახერხებდნენ მასთან შეხვედრას და უთხრა რომ მანქანა დაეტოვებინა ფრესკოსთან და შემდეგ თავად მიაკითხავდნენ. თანხას კი ურიცხავდნენ ანგარიშზე.

 

2018 წლის 6 ნოემბრის ამოღების ოქმის თანახმად გამომძიებელ თ----- ჩ-------ის მიერ გ------ი ა-----–---–ისაგან ამოღებულ იქნა 48 ფურცლიანი რვეული, სადაც მითითებულია, რომ 2018 წლის 1 ნოემბერს გ-----------–---–მა წაიყვანა ავტომანქანა ,,ტოიოტა პრიუსი“ ნომრით F------.

 

2018 წლის 6 ნოემბრის ავტომანქანის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერება მიმდინარეობდა მარნეულის რაიონულ სამმართველოს ავტოსადგომზე. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდნენ გამომძიებელი ე-–----------–----ე, ექსპერტ კრიმინალისტები ნ------------------------------------–---–ი, მესაკუთრე ლ-–- ა-----–---–ი. დათვალიერების ობიექტს წარმოადგენდა ,,ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწოფო ნომრით F------, ავტომანქანა არის მწვანე ფერის, უკანა ფანჯრის საწვიმარი არის მოტეხილი, სხვა საწვიმრები ადგილზეა, ავტომანქანას აღენიშნებოდა სხვადასხვა დაზიანებები, ავტომანქანიდან აღებულ იქნა ანაწმენდები და დაილუქა კანონით დადგენილი წესით. საგამოძიებო მოქმედების ოქმზე დაფიქსირებულია მონაწილე პირთა ხელმოწერები. აღნიშნული ავტომობილი ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა სასამართლოში და გასვლით სხდომაზე მხარეთა უშუალო მონაწილეობით დათვალიერდა. ავტომანქანა არის მომწვანო ფერის, უკანა ფანჯრის საწვიმარზე აღენიშნებოდა დაზიანება.

 

2018 წლის 3 ნოემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს მ--------–--------------------–------–----–--ში. საგამოძიებო მოქმედების ოქმი შედგენილია გამომძიებელ ბ------– გ----–---ის მიერ. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები: დ-----------------–---–ი, ლ-–- მ-------, თარჯიმანი ნანული გოგ--ნი, მოწმე ა---- ბ--–---–---ი. ა---- ბ--–---–---ის საცხოვრებელი სახლიდან 20 მეტრის მოშორებით იდგა მოლურჯო ფერის ,,ოპელ კორსას“ ფირმის ავტომანქანა, რომელსაც მარჯვენა უკანა მინა ჰქონდა ჩამტვრეული. მინის ნამსხვრევებს აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქები. ექსპერტ კრიმინალისტების მიერ ამოღებულ იქნა ავტომანქანის წინა მარჯვენა საქარე მინაზე არსებული მოწითალო ფერის ლაქები და ასფალტის ზედაპირიდან მოწითალო ფერის ლაქები, რომელიც მოთავსდა პაკეტში FCI426188 და დაილუქა, დაესვა საქმის ნომერი და თარიღი. ასფალტის ზედაპირიდან ასევე ამოღებული იქნა მინის ნამსხვრევები მოწითალო ფერის ლაქებით, ავტომანქანის სახელურებიდან ამოღებულ იქნა ანაწმენდები, სიგარეტის ნამწვები და თავად ავტომანქანა. ამოღებული ნივთები დაილუქა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა მარნეულის შსს ინსპექტორ-გამომძიებელი ბ------– გ----–---ი. მან განმარტა რომ 2018 წლის 3 ნოემბერს მიიღეს შეტყობინება დაყაჩაღების ფაქტთან დაკავშირებით. გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდნენ ბ--–---–-----ი, მოშორებით კი იდგა მათი ავტომანქანა ,,ოპელ კორსა“, რომლის უკანა მარჯვენა მინა იყო ჩამტვრეული. წინა შუშაზე ასევე აღინიშნებოდა სისხლის კვლები. ექსპერტების მიერ აღებულ იქნა შესაბამისი ნიმუშები. ბ------– გ----–---მა განმარტა, რომ 7 ნოემბერს მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია, რომ დაყაჩაღებისას წაღებული ოქროს ნივთები იმყოფებოდა კონკრეტულ მისამართზე. კერძოდ მ------ წ------–---–ის სახლში, ქ-------–----–-----–--------ში. მივიდა ადგილზე, გაჩხრეკილ იქნა ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებული სახლი და ნახეს გადამდნარი ოქროს ნივთები, შავი ფერის საფულე, პირადობის მოწმობით, ამოიღეს ოქროს ცეპი, გადამდნაირი ნივთები. ოქროს ცეპთან დაკავშირებით ჩატარდა ამოცნობაც და ბაბაქიშიევის მიერ ამოცნობილ იქნა ზემოაღნიშნული ცეპი. გამომძიებლის განმარტებით, დაკავების შემდეგ ბ-----------–--ე და გ----------------ი გადაყვანილ იქნენ ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში. მან დაადასტურა, მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და ასევე განმარტა, რომ მასთან წარდგენილ იქნა ხარვეზიანი ორდერი, რის შემდეგაც ესაუბრა ადვოკატს და დაზუსტებული ორდერის წარდგენის შემდეგ საქმეში მოთავსდა ორივე ორდერი.

 

სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხნენ ექსპერტ კრიმინალისტები დ----------------–---–ი და ლ-–- მ-------.

 

დ----------------–---–მა დაკითხვისას განმარტა, რომ ლ-–- მ-------სთან ერთად 2018 წლის 3 ნოემბერს დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, შემთხვევის ადგილი წარმოადგენდა ჩიხს, სადაც იყო მუქი ფერის ავტომანქანა, უკანა საქარე მინა ჩამსხვრეული ჰქონდა, ამოღებულ იქნა სისხლის კვლები, საბარგულიდან შავი ქუდი, დამუშავდა დაქტილოსკოპიურად, მოშორებით კი დაზარალებულის მითითების საფუძველზე ამოღებულ იქნა სიგარეტის ნამწვები. ექსპერტის განმარტებით, საგამოძიებო მოქმედებას ასევე ესწრებოდნენ დაზარალებული და თარჯიმანი. ამოღებული ნივთები დაილუქა და გადაეცა გამომძიებელს. აღნიშნული დაადასტურა ლ-–- მ-------მ. ასევე განმარტა, რომ მათი მისვლისას შემთხვევის ადგილი დაცული იყო ლენტით.

 

2018 წლის 12 ნოემბრის ტრასოლოგიური ექსპერტიზის N-------- დასკვნის თანახმად, წარმოდგენილ ავტომობილზე (ოპელი სახ. N Q------) არსებული დაზიანება დამახასიათებელია მისი როგორც მკვრივი, ასევე რაიმე რბილი საფარის მქონე სხეულთან (როგორიც შეიძლება იყოს ადამიანის სხეულიც) ურთიერთქმედებისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ექსპერტი გ----------------ე. მან დაადასტურა მის მიერ გაცემული ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

2018 წლის 8 ნოემბერს გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე ჩატარდა ბ-----------–--ის პირადი ჩხრეკა. პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ფულადი თანხა და მობილური ტელეფონი. 2018 წლის 8 ნოემბერს ასევე ჩატარდა ბ-----------–--ის სახლის ჩხრეკაც. ამოღებული იქნა მობილური ტელეფონები და კომპიუტერი.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 3 აპრილის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ბ-----------–--ეს 10.11.18 წელს ობიექტური შემოწმებით აღენიშნება ნაკვეთი ჭრილობა და ნაჭდევები მარჯვენა მტევნის მიდამოში, რაც ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ნაჭდევები მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხოლო ჭრილობა - რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი ა-–-------------–---–ი. მან დაადასტურა გაცემული დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ დაზიანება შესაძლებელია ასევე განვითარებულიყო საქმის მასალებში მითითებულ დღეზე ერთი დღით ადრე ან გვიან.

 

2018 წლის 9 ნოემბრის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად ექსპერტების ი-----–--–----------------------------------ს მიერ ბ-----------–--ისაგან (პ/ნ0----------) 20:50 საათიდან 21:05 საათებს შორის პერიოდში აღებულ იქნა ნერწყვის ნიმუში. ოქმში მითითებულია, რომ ბ-----------–--ის ნერწყვის ნიმუში მოთავსდა პაკეტში, რომლის ლუქის ნომერია NFCI433446. საგამოძიებო მოქმედების ოქმი შედგენილია თ----- ჩ-------ის მიერ, მასზე დაფიქსირებულია ექსპერტების ი-----–--–-------------------------------ს ხელმოწერები, ასევე თავად ბ-----------–--ის ხელმოწერა.

 

ოქმის აღწერილობით ნაწილში მითითებული, რომ ბრალდებულ გ----------------ისაგან იქნა აღებული ნერწყვის ნიმუში, თუმცა არსად დაფიქსირებული არ არის გ----------------ის ხელმოწერა. საქმის მასალების თანახმად კი იმავე დღეს 20:00 დან 20:40 საათამდე ნერწყვის ნიმუში აღებულ იქნა გ----------------ისაგან და ხელმოწერაც დაფიქსირებულია ოქმზე.

 

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირი თ----- ჩ-------ე. მან დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე. ბ-----------–--ემ დაკითხვისას განმარტა, რომ იგი დათანხმდა ნიმუშის აღებაზე, რადგან გამოცდილება არ ჰქონდა, ხოლო საბოლოო სიტყვაში განაცხადა, რომ მისთვის დნმ ნიმუში არ აუღიათ.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 20 მარტის ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად:

- პაკეტში წარწერით: ...მოწითალო ფერის ლაქა 1ც ბიო. ჩხირზე ავტომანქანა ოპელი სახელმწიფო ნომრით Q---------ის წინა საქარე მინის გარე მარჯვენა კუთხიდან..“ მოთავსებულ მინის ფრაგმენტზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები(ობ.N5 და ობ.N7 N--------- წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ბ-----------–--ეს (პაკეტი, წარწერით: ,,...ნერწყვის ნიმუში 1ც. ბიოლოგიურ ჩხირზე ... ბრალდებული ბ-----------–--ე)

 

2018 წლის 12 დეკემბრის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N0-------- ექსპერტის დასკვნის თანახმად: 1,2,3) მოქ. ხაილ ბ--–---–---ს 0-------–. ობიექტური შემოწმებით სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მდგომარეობაში ფიზიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნება.

 

2018 წლის 12 დეკემბრის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N--------- ექსპერტის დასკვნის თანახმად: 1,2,3) მოქ. და ა---- ბ--–---–---ს, 0-------–. ობიექტური შემოწმებით სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მდგომარეობაში ფიზიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნება.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ექსპერტი ბ-------------–--ე. მან დაადასტურა, რომ სამედიცინო ექსპერტიზები გასცა ხ--–--–ი ბ--–---–----ის და ა---- ბ--–---–---ის მიმართ, დაადასტურა, რომ ისინი შეამოწმა პირადად.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ე-–-----------–---მა განმარტა, რომ მ--------–--------------------–------–----–--ში, დაახლოებით 7-8 თვის წინ დილით, როდესაც იმყოფებოდა სახლში, შემოესმა ხმაური, დაინახა დაზარალებულები. მოწმემ განმარტა, რომ მისი ქუჩიდან ჩანს ცენტრალური ქუჩა, რაც შეეხება სამანქანო ტრასას, ის არ ჩანს. მოწმე დაეთანხმა მის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას.

 

სასამართლოში ასევე დაიკითხა შსს მარნეულის რაიონული სამმართველოს გამომძიებელი ი-----------–-ძე. მან განმარტა, რომ იმყოფებოდა საგამოძიებო ჯგუფში, დაკითხა მოწმის სახით ელმარ მამიშოვი, რომელიც დახვდა პოლიციის შენობაში, სხვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია.

 

სასამართლოში ასევე დაიკითხა გამომძიებელი დ-------------ძე. მან დაადასტურა, რომ მონაწილეობდა ზ-------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში, ასევე ჩაატარა ბ-----------–--ის პირადი ჩხრეკა და დაკითხა გ-----------, აიღო ნერწყვის ნიმუში და მასვე წაუყენა ბრალი. ბ-----------–--ის პირადი ჩხრეკისას, როგორც მოწმემ განმარტა, ამოიღეს თანხა და ტელეფონი, რომელიც დალუქეს და საგამოძიებო მოქმედების შედეგები ასახეს ოქმში. მანვე დაადასტურა, რომ ზ-------–---–ის სახლის ჩხრეკა ჩატარდა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, შემდეგ კი იგი გადაყვანილ იქნა განყოფილებაში გამოკითხვის მიზნით.

 

მოწმე რ-–-------–---მა დაკითხვისას განმარტა, რომ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, გ-----------–---–ის სარგებლობაში არსებულ სატელეფონო ნომერთან დაკავშირებით, რომელიც იმყოფებოდა კავშირში 2018 წლის 3 ნოემბერს ბ--–---–-----ზე მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის მონაწილეებთან.

 

სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხა გამომძიებელი რ----------–----ე. მან განმარტა, რომ ჩაატარა ბ-----------–--ის სახლის ჩხრეკა და მ------ წ------–---–ის გამოკითხვა. დაადასტურა, რომ ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ტელეფონები და კომპიუტერები. ასევე ჩხრეკას ესწრებოდნენ ბ-----------–--ის მეუღლე და მშობლები. მისივე განმარტებით, მ------ წ------–---–ი დახვდა პოლიციის შენობაში, სავარაუდოდ დაბარებული იყო საქმის მთავარი გამომძიებლის მიერ. იყო 2018 წლის 8 ნოემბერი, დრო ზუსტად ვერ დააკონკრეტა და განმარტა, რომ შეიძლება დროსთან დაკავშირებით ყოფილიყო ტექნიკური შეცდომა.

 

სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხნენ გამომძიებლები ი----------–-ძე, ა---–--------ი, გ------ი ბ----–--, მ-------------------ი. ი----------–-ძემ განმარტა, რომ მან მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ყაჩაღური თავდასხმის დროს წაღებული ნივთები უნდა ყოფილიყო დამნაშავე პირთა საცხოვრებელ სახლებში. ა---–--------მა კი განაცხადა, რომ მონაწილეობა მიიღო ქ. თბილისში ოქრომჭედლის სამუშაო ოთახში ჩატარებულ ჩხრეკაში. დაადასტურა, რომ ამოღებულ იქნა დამუშავებული ოქრო, ასევე ტელეფონი და საფულე. ჩხრეკა ჩატარებულ იქნა ბ------– გ----–---ის მიერ. გ------ი ბ----–--მ ასევე დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და განმარტა, რომ ჩაატარა გ----------------ის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში, ყველაფერი აღნიშნული იყო ოქმში, რომელსაც ადასტურებდა ხელმოწერით. გამომძიებელმა მ-------------------მა ასევე განმარტა, რომ მან მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც 2018 წლის 3 ნოემბერს მომხდარ ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე პირები ტელეფონის საშუალებით უკავშირდებოდნენ ერთმანეთს, რის თაობაზეც მოახსენა ხელმძღვანელობას.

 

2018 წლის 14 ნოემბრის ამოცნობის ოქმის თანახმად, დადგენილია, რომ ამოცნობა ჩატარდა ხ--–--– ბ--–---–---თან და მას ამოსაცნობად წარედგინა სამი ცალი მეტალის ცეპი. წარდგენილი ნივთებიდან ხ--–--– ბ--–---–---მა განმარტა, რომ მესამე ცეპი, რომელიც იყო მოოქროსფერო, დაახლოებით 30 სმ. სიგრძის, რგოლებით გადაბმული ერთმანეთზე ეკუთვნოდა მას და იყო იმ ჩანთაში, რომელიც თავდასხმისას ხუთმა ნიღბიანმა პიროვნება გასტაცა.

 

2018 წლის 8 ნოემბერს გამომძიებელ ბ------– გ----–---ის მიერ ჩატარდა გ----------------ის საცხოვრებელი სახლის და პირადი ჩხრეკა. პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი, ასევე მობილური ტელეფონები და კომპიუტერი ამოღებულ იქნა გ----------------ი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას.

 

2018 წლის 9 ნოემბრის ამოცნობის ოქმის თანახმად, ამოცნობა ჩატარდა ა---- ბ--–---–---თან. მას ამოსაცნობად წარედგინა სამი პიროვნება: გ--------------–-–---–ი, გ----------------ი და გ------ი ბ-----ე. ამოცნობას ესწრებოდნენ თარჯიმანი გ---–----------------, დაზარალებულის ადვოკატი ს---–------------–--ვი და ბრალდებულ გ----------------ის ადვოკატი რ---------------–---ი. ა---- ბ--–---–---მა განმარტა, რომ ამოსაცნობი პირი ამოიცნო აღნაგობით, სიმაღლით, თვალების მეშვეობით, თვალებში კი თავდამსხმელს ჩახედა სწორედ მაშინ, როდესაც ცდილობდა ნიღაბის ჩამოხსნას. აღნიშნული ოქმი დადასტურებულია თავად ბრალდებულის გ----------------ის ხელმოწერით, ოქმი შედგენილია გამომძიებელ ბ------– გ----–---ის მიერ.

 

2018 წლის 11 ნოემბრის ამოცნობის ოქმის თანახმად ამოცნობა ჩატარდა ხ--–--– ბ--–---–---თან. მას ამოსაცნობად წარედგინა სამი პიროვნება: ზ--------------ე, გ------ი ქ----–----ე, ბ-----------–--ე. მან ბ-----------–--ე ამოიცნო აღნაგობით, სიმაღლით, სახის მოყვანილობით და ტუჩებით. აღნიშნული ოქმი დადასტურებულია თავად ბრალდებულის ბ-----------–--ის ხელმოწერით, ოქმი შედგენილია გამომძიებელ თ----- ჩ-------ის მიერ.

 

2018 წლის 9 ნოემბრის ამოცნობის ოქმის თანახმად ამოცნობა ჩატარდა მ------ წ------–---–თან. მას ამოსაცნობად წარედგინა სამი პიროვნება: ზ--------------ე, გ------ი ქ----–----ე, ბ-----------–--ე. მან ბ-----------–--ე ამოიცნო თვალის ფერით, სიმაღლით, სახის მოყვანილობით. აღნიშნული ოქმი დადასტურებულია თავად ბრალდებულის ბ-----------–--ის ხელმოწერით, ოქმი შედგენილია გამომძიებელ ბ------– გ----–---ის მიერ. იმავე დღეს მ------ წ------–---–თან ჩატარდა ამოცნობა. მას ამოსაცნობად წარედგინა გ----------------ი, გ--------------–-–---–ი და გ------ი ბ-----ე. მან ამოიცნო გ----------------ი, აღნაგობით, თვალის ფერით, სიმაღლით, სახის მოყვანილობით. ოქმი ხელმოწერილია თავად გ----------------ის მიერ, ასევე ამოცნობა ესწრებოდა ბრალდებულ გ----------------ის ადვოკატი რ---------------–---ი. საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა ბ------– გ----–---მა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხნენ ამოცნობაში მონაწილე პირები: გ------ი ქ----–----ე, ზ-------------ე, გ------ი ბ-----ე და გ--------------–-–---–ი.

 

გ------ი ქ----–----ემ განმარტა, რომ 2018 წლის ნოემბერში იმყოფებოდა რუსთავში, მასთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, უთხრეს, რომ ამოცნობაში უნდა მიეღო მონაწილეობა. განაცხადა, რომ სავარაუდოდ ეცვა ჯინსის შარვალი და სპორტული ზედა. მასთან ერთად იყო ასევე ზ-------------ე, რომელიც არის მისი დეიდაშვილის ქმარი და ერთად მუშაობენ რუსთავში. განმარტა, რომ ქუდი არ ეფარა და არც დიდი თმა არ ჰქონდა. ასევე დაადასტურდა, რომ ამომცნობი ჯერ დააკვირდა მათ და შემდეგ ამოიცნო.

 

ზ-------------ემ დაადასტურა, რომ მონაწილეობდა რუსთავში პოლიციის შენობაში ამოცნობაში, ოთახში ჯერ თავად შევიდნენ, ბოლოს ბრალდებული შევიდა, ჩაცმულობასთან დაკავშირებით განმარტა, რომ არ ახსოვდა რა ეცვა თავად. ასევე არ ახსოვდა რა ეცვა გ------ი ქ----–----ეს.

 

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას გ------ი ბ-----ემ განმარტა, რომ პოლიციელებმა შეაჩერეს ქუჩაში, გადაუღეს სურათი, შემდეგ წაიყვანეს პოლიციის შენობაში ამოცნობაში მონაწილეობის მისაღებად. ამოცნობის დროს იყვნენ სამნი, გაუკეთეს ბენდენა და დაახურეს კეპი, ასევე განმარტა, ამოცნობაში მონაწილე ყველა პირს ეხურა ქუდი და უჩანდათ მხოლოდ თვალები. ასევე დაადასტურა, რომ ამოცნობისას რაღაცას ავსებდნენ კომპიუტერთან, რომელსაც შემდეგ მოაწერა ხელი.

 

დაკითხვისას ასევე გ--------------–-–---–მა დაადასტურა ამოცნობაში მონაწილეობა, ასევე დაადასტურა ამოცნობის ოქმზე მისი ხელმოწერა, განმარტა, რომ თუ ხელი მოაწერა ოქმს აუცილებლად წაიკითხავდა. ყველა დაკითხულმა მოწმემ განმარტა, რომ ამომცნობს ისინი არ ამოუცვნიათ.

 

სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხა გამომძიებელი თ----- ჩ-------ე. მან დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები. განმარტა, რომ გამოკითხა დაზარალებულები, ბ-----------–--ესთან ჩაატარა ამოცნობა, დანიშნა სამედიცინო ექსპერტიზები, ესაუბრა გ------ი ა-----–---–ს.

 

დაკავების ოქმის თანახმად, გ----------------ი დაკავებულ იქნა 2018 წლის 8 ნოემბერს 16:03 საათზე რუსთავში ფიროსმანის ქუჩაზე, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში. დაკავების ოქმი შედგენილია გამომძიებელ დავით ბოჭოიძის მიერ. დაკავების ოქმს ხელს აწერს ასევე თავად ბრალდებული გ----------------ი.

 

ბ-----------–--ე დაკავებულ იქნა 2018 წლის 8 ნოემბერს 15:50 საათზე, რუსთავში, ფიროსმანის N15-ში. დაკავების ოქმში მითითებულია, რომ ბ-----------–--ეს მარჯვენა ხელის საჩვენებელ თითზე აღენიშნება ფუფხიანი ზედაპირის მქონე დაზიანება. დაკავების ოქმი შედგენილია თ----- ჩ-------ის მიერ, დაკავებაში მონაწილეობდნენ ა---–--------ი და ვანო მაისურაძე.

 

2019 წლის 29 ნოემბერი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N--------- ექსპერტის დასკვნის თანახმად, სეროლოგიური, გენეტიკური კვლევისა და ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ -პაკეტში წარწერით: „ ... ანაწმენდები 8 ც ბიო. ჩხირზე აღებული ა/მ. ოპელი სახ. ნომ. Q---------ის წინა და უკანა, მარჯვენა და მარცხენა კარებების გარე სახელურებიდან...“ მოთავსებულ ანაწმენდებზე, წინა მარცხენა და მარჯვენა კარის გარეთა სახელურიდან (ობ.N1,2) და უკანა მარცხენა კარის გარეთა სახელურიდან (ობ.N3). არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ერთსა და იმავე მამრობითი სქესის პირს. ამავე პაკეტში მოთავსებულ დანარჩენ ანაწმენდებზე (ობ.N4) გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისის, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური, კონცენტრაცია არ აღმოჩნდა; -პაკეტში წარწერით: „ ...მოწითალო ფერის ლაქა 1ც ბიო. ჩხირზე ა/მ ოპელი სახ. ნომ. QG-019- QG-ის წინა საქარე მინის გარე მარჯვენა კუთხიდან...“ მოთავსებულ ერთ-ერთ ბამბიანი ჩხირზე და პაკეტში, წარწერით: „...მინის ნამსხვრევები მოწითალო ფერის ლაქებით ასფალტის ზედაპირიდან..“, მოთავსებულ მინის ფრაგმენტებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N5 და ობ.N7) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ერთსა და იმავე მამრობითი სქესის პირს და განსხვავდება ობ. N1-3-ის გენეტიკური პროფილისაგან. ზემოთ აღნიშნულ პაკეტში მოთავსებულ მეორე ბამბიან ჩხირზე არსებული მოვარდისფრო-მოწითალო ლაქა (ობ.N6)სისხლი არ აღმოჩნდა. -პაკეტში წარწერით: „ ...6ც სიგარეტის ნამწვავი ...“, მოთავსებულ: -სიგარეტის ორ ცალ ნამწვავზე, წარწერებით: „..KENT NANO SILVER...”არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ.N11.12) ეკუთვნის ერთსა და იმავე მამრობითი სქესის პირს;

 

-სიგარეტის სამ ცალ ნამწვავზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ.N8, ობ. N9, ობ. N10) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის სამ სხვადასხვა მამრობითი სქესის პირს და განსხვავდება ობ.N11.12-ის გენეტიკური პროფილისაგან. ობ.N8-ის, ობ. N9-ის, ობ. N10-ის და ობ.N11.12-ის გენეტიკური პროფილები განსხვავდება ობ. N1-3-ის და ობ.N5,7-ის გენეტიკური პროფილებისგან.

 

-სიგარეტის მეექვსე ნამწვავზე (ობ.N13) გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის, მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;

 

-პაკეტში წარწერით: „ ... შავი ფერის ტყავის ქუდი ამოღებული ა/მ. ოპელი სახ. ნომ. QG-019- QG-ის საბარგულიდან...“, მოთავსებულ ქუდის გარე და შიდა ზედაპირზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ.N15,160 გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის ერთსა და იმავე პირს და განსხვავდება ობ. N1-3-ის, ობ.N5,7-ის ობ.N8-ის, ობ. N9-ის, ობ.N10-ის და ობ.N11.12-ის გენეტიკური პროფილებისგან. ქუდზე არსებული მოყავისფრო-მონარინჯისფრო ლაქა (ობ.N15ა) სისხლი არ აღმოჩნდა, ხოლო ქუდიდან ამოღებულ თმებზე (ობ.N14) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;

 

-პაკეტში წარწერით: „ ...24ც. ბ/ჩ ანაწმენდებით ა/მ-ის კარებების შიდა და გარე სახელურებიდან, საჭიდან და სიჩქარის კოლოფის სახელურიდან...“ მოთავსებულ ანაწმენდებზე, უკანა მარცხენა კარის გარე სახელურიდან, არსებული ბიოლოგიური მასალის (ობN23) გენეტიკური პროფილი და საჭის ანაწმენდებზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობN26,27,28 ) შერეული გენეტიკური პროფილების მაჟორული წილი ეკუთვნის მამრობითი სქესის ერთსა და იმავე პირს და განსხვავდება ობ. N1-3-ის, ობ.N5,7-ის, ობ.N8-ის, ობ. N9-ის, ობ.N10-ის , ობ.N11.12-ის და ობ.N15,16ი-ის გენეტიკური პროფილებისგან. პაკეტში მოთავსებულ სხვა ანაწმენდებზე (ობ.N17,19,21,22,24) აღმოჩნდა ბიოლოგიური მასალა, შერეული გენეტიკური პროფილებით. ობ.N19,21,22,24-ის გენეტიკური პროფილები და ობ.N26,28-ის პროფილების მინორული წილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია, ხოლო დარჩენილ ანაწმენდებზე (ობ.N18,20,25) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული, დნმ-ის, მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;

 

- პაკეტში წარწერით: „ ... 6 ც მუქი ფერის ლაქის ანაწმენდებით ა/მ-ის წინა მარჯვენა კარის შიდა სათავსოდან...მარჯვენა მხრიდან ე. წ. „ ბარის “ უკანა ნაწილიდან, უკანა სავარძლიდან, წინა მარჯვენა სავარძლის ქვედა ნაწილიდან...“, მოთავსებულ ანაწმენდზე (ობ.N29-34) არსებული მოყავისფრო და მოყავისფრო -მოყვითალო ფერის ლაქები სისხლი არ აღმოჩნდა. ობ.N33-ზე (ანაწმენდი, ავტომანქანის შუაში მდებარე ე. წ. „ ბარი “-დან ) არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის ერთსა და იმავე პირს და განსხვავდება ობ. N1-3-ის,ობ.N5,7-ის, ობ.N8-ის, ობ. N9-ის, ობ.N10-ის , ობ.N11.12-ის, ობ.N15,16-ის და ობN23-ის გენეტიკური პროფილებისაგან. ობN29,30,32,34-ზე აღმოჩნდა ბიოლოგიური მასალა შერეული გენეტიკური პროფილებით. ობN29,30, 34-ის გენეტიკური პროფილები იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია, ხოლო დარჩენილ ანაწმენდებზე (ობ.N31) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;

 

ობ. N1-3-ის,ობ.N5,7-ის, ობ.N8-ის, ობ. N9-ის, ობ.N10-ის , ობ.N11.12-ის, ობ.N15,16-ის და ობN23-ის, ობ.N32-ის და ობ.N33-ის პროფილების იდენტიფიკაცია ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტში არსებული დნმ-ის მონაცემთა ბაზის გამოყენებით ვერ მოხდა; ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტში არსებული დნმ-ის მონაცემთა ბაზის გამოყენებით ობ.N17-ის პროფილის ერთ-ერთი წილი შესაძლოა ეკუთვნოდეს საქართველოს შინაგან საქმეა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს IV განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის -ბიძინა საბანაძის მიერ 2013 წლის 25 დეკემბერს N0004322308 მომართვისა და N0004316171 დადგენილების (ბიუროს 2013 წლის 25 დეკემბრის რეგისტრაციის N1007368613) საფუძველზე ,სს N001300913003 საქმეზე, მომზადებულ ბიოლოგიურ (გენეტიკურ) ექსპერტის დასკვნა N000729414-ში შესადარებელი ნიმუშის სახით წარმოდგენილ ზ-----------–---–ს.

 

ბიოლოგიური ნიმუშის (სისხლი, ნერწყვი) წარმოდგენის შემთხვევაში დამატებითი კვლევების (გაზრდილი ლოკუსები) საფუძველზე შესაძლოა მოხდეს პროფილის სრული იდენტიფიკაცია.

 

დაკითხვისას ექსპერტმა ე-------------------–--ემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ბრალდებული ბ-----------–--ე. მან განმარტა, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს არ ცნობდა დამნაშავედ. დააკავეს 7 ნოემბერს ჟინვალში, გლდანი-ნაძალადევის რაიონის შსს თანამშრომლებმა. მოიყვანეს ,,კინო საქართველოსთან“, შემდეგ ისევ დააბრუნეს ჟინვალის ქუჩაზე. ბრალდებულის განმარტებით, არ ეუბნებოდნენ თუ რა ხდებოდა, მიიყვანეს ნაძალადევის სამმართველოში, ხოლო შემდეგ წაიყვანეს რუსთავში. მხოლოდ ეუბნებოდნენ ,,მაგრა დაგერხა, მაგრა დაგერხაო“. ბ-----------–--ემ განაცხადა, რომ სამმართველოში მისვლისას სამხარეოს უფროსმა მას უთხრა თითი მაჩვენეო, ხოლო შემდეგ განუცხადა, რომ მომხდარი იყო ყაჩაღობა და მას უნდა ეღიარებინა. მანვე განმარტა, რომ გ----------------ის დაკავებაზე მან ამ დროისათვის არაფერი იცოდა, აჩვენებდნენ მხოლოდ გ-----------–---–ს, რომლის გამოც მან დაკარგა სამსახური. ბ-----------–--ის განმარტებით, მან ოქრომჭედელს მიუტანა ოჯახის ოქრო, უნდა დაემზადებინათ სხვადასხვა ნივთები, ოქრომჭედელი კი მისი სახლიდან დაახლოებით 25 მეტრში ცხოვრობდა. მსგავს ფაქტთან მას არ ჰქონია შეხება, ნიმუშის აღებაზეც დათანხმდა, რადგან იყო გამოუცდელი, ჰყავს სამი შვილი. მისი განმარტებით გამომძიებელი დაკითხვისას სადღაც რეკავდა და ჩვენებას წერდა. ამოცნობასთან დაკავშირებით განმარტა, რომ ამოცნობამდე მან ნახა დაზარალებული, ასევე ამოცნობისას მას ამოსაცნობი პირებისაგან განსხვავებულად ეცვა. ბ-----------–--ემ დაადასტურა გ-----------–---–ისათვის თანხის გადაცემა, განმარტა, რომ ჰქონდა თანამშრომლის ვალი, რომელსაც გარდაეცვალა დედა. რაც შეეხება წ------–---–ს მასთან ცუდი ურთიერთობა ბრალდებულის განმარტებით არ ჰქონია.

 

სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხა ბრალდებული გ----------------ი. მან განმარტა, რომ 7 ნოემბერს იმყოფებოდა დედასთან, როდესაც დაახლოებით ღამის 3 საათზე გაისმა ტელეფონის ზარი, ასევე კარზე კაკუნი. როდესაც გააღო კარი ჰკითხეს იყო თუ არა გ------ი, ჰკითხეს მისი იყო თუ არა შავი მანქანა, რომელზე ჩატეხილი იყო საქარე მინა. ჩავიდა მათთან ერთად, დაინახა, რომ მანქანას ყველაფერი წესრიგში ჰქონდა იქ კი უთხრეს რომ იყო დაკავებული, გარკვეული პერიოდი ისხდნენ მანქანაში ელოდნენ რაღაცას, შემდეგ კი წაიყვანეს რუსთავის სამხარეო სამმართველოში. ბრალდებულმა განმარტა, რომ თანხმდებოდა ყველა საგამოძიებო მოქმედებას, რადგან სურდა მტკიცებულებები ვერ შეკრებილიყო. ამავე მიზეზით მოუწერა ხელი გამოკითხვის ოქმზე. ამოცნობასთან დაკავშირებით ასევე მიუთითა, რომ ამოსაცნობი პირები მისგან მკვეთრად განსხვავდებოდნენ ჩაცმულობით. განაცხადა, რომ ბ-----------–--ესთან აკავშირებდა მეგობრობა. პოლიციაში ერთად ისხდნენ დივანზე. ასევე განმარტა, რომ გამომძიებელთან პრეტენზია არ ჰქონდა და ჩვენებაზე ხელმოწერა მხოლოდ იმიტომაა, რომ ბ-----------–--ე იმყოფებოდა მის გვერდით.

 

ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებები გახლავთ სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული და გამოკვლეული მტკიცებულებები, რომელთა შეფასების საფუძველზე სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულების ბ-----------–--ისა და გ----------------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით. განაჩენის გამოტანისას სასამართლო ხელმძღვანელობს და ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაში მკაცრად გაწერილ კრიტერიუმებს და მოთხოვნებს, რომლებიც იცავენ პიროვნებას უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდების შემთხვევაში დამნაშავედ გამოცხადებისაგან. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლში მითითებულია, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთან, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს.

 

რაც შეეხება მტკიცებულებების შეფასებას, აღნიშნულთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია შემდეგი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებები უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით; ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამასთან, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში; მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი კი უნდა იყოს საკმაოდ მაღალი და ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს.

 

მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე სადაოდ ხდის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ნაწილის დასაშვებობას, შესაბამისად, სააპელაციო პალატა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში იმსჯელებს და შეაფასებს მტკიცებულებებს ასევე მათი დასაშვებობის თვალსაზრისით და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულების ბ-----------–--ისა და გ----------------ის ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებთა გამო:

 

დაცვის მხარე მიუთითებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების, მოწმე ლ-–- ა-----–---–ის გამოკითხვის ოქმის, ლ-–- ა-----–---–ის თანხმობის ავტომანქანის დათვალიერებაზე და ავტომანქანა ტოიოტა პრიუსის დათვალიერების ოქმის ფოტოცხრილით, ავტომანქანა ტოიოტა პრიუსის F--------, დადგენილების ბიოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, მიმართვის წერილის და ბიოლოგიური ექსპერტიზის #--------- დასკვნის დაუშვებლობაზე იმ მოტივით, რომ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარეს არ უშუამდგომლია აღნიშნული ოქმების, დადგენილებისა და მიმართვის შემდგენი პირის - ე-–----------–----ის სასამართლოში გამოძახებისა და დაკითხვის თაობაზე. ასევე მოწმეების, გ-----------–---–ის და ზ-----------–---–ის გამოკითხვის ოქმების დაუშვებლად ცნობაზე, ვინიდან, ბრალდების მხარემ არ იშუამდგომლა აღნიშნული ოქმების შემდგენი პირების სე------–-----------------------–------ს სასამართლოში დაბარებისა და დაკითხვის თაობაზე.

 

საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილის თანახმად, მტკიცებულება არის კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაცია, ამ ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი, რომლის საფუძველზედაც მხარეები სასამართლოში ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, სამართლებრივად აფასებენ მათ, ასრულებენ მოვალეობებს, იცავენ თავიანთ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ხოლო სასამართლო ადგენს, არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე, ახასიათებს მის პიროვნებას.

 

საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარის მიერ სადაოდ არის გამხდარი, მოწმეების ლ-–- ა-----–---–ის, გ-----------–---–ის და ზ-----------–---–ის გამოკითხვის ოქმების დასაშვებობის საკითხი. საქართველოს სსკ-ის 75-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები არეგულირებს მოწმის ჩვენების დასაშვებობის კრიტერიუმებს, რომელთა თანახმად, აუცილებელია, რომ პირის მიერ გამოკითხვისას მიწოდებულ ინფორმაციასა და მის ჩვენებას შორის ან მოწმის ჩვენებებს შორის არ იყოს არსებითი წინააღმდეგობა, ასევე, მოწმის გამოკითხვის ოქმი უნდა გადაეცა მეორე მხარეს ამ კოდექსის 83-ე მუხლით დადგენილი წესით დაცვის მხარე წინასასამართლო სხდომაზე აპელირებდა მოწმეების ლ-–- ა-----–---–ის, გ-----------–---–ის და ზ-----------–---–ის გამოკითხვის ოქმების დაუშვებლად ცნობის თაობაზე იმ საფუძვლით რომ მათი გამომკითხველი პირები არ იქნენ შეყვანილი დასაკითხ პირთა სიაში. სააპელაციო პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, ვინაიდან მოწმეების გ-----------–---–ის და ზ-----------–---–ის გამოკითხვა ჩატარდა კანონის დაცვით და გამოკითხვის ოქმები გადაეცა დაცვის მხარეს კანონით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში არ არსებობდა მათი დაუშვებლად ცნობის საფუძველი, შესაბამისად საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაიკითხნენ აღნიშნული პირები.

 

რაც შეეხება საქმეზე ნივთმტკიცების სახით ამოღებულ ავტომანქანა ტოიოტა პრიუსს F-------- და მისი დათვალიერების ოქმს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორედ იქნა შეფასებული მათი დასაშვებობის საკითხი, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის 77-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქმეზე დადასტურებულია ამოღებული ნივთიერი მტკიცებულების ავთენტურობა.

 

საქართველოს სსსკ-ის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დოკუმენტი ან ნივთიერი მტკიცებულება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ მხარეს შეუძლია მოწმედ დაკითხოს პირი, რომელმაც მოიპოვა/შექმნა ან/და რომელთანაც სასამართლოსთვის წარდგენამდე ინახებოდა იგი.

 

პირველი ინტანციის სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მთავარი გამომძიებელი ბ------– გ----–---ი, რომელთანაც ინახებოდა საქმეზე ამოღებული ნივთმტკიცება და სწორედ მის მიერ მოხდა ავთენტურობის დადასტურება.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას მტკიცებულებების, კერძოდ, ბიოლოგიური ექსპერტიზის #--------- დასკვნის, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის #0-------- (ექსპერტი ბ-------------–--ე), სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის #0---------- (ექსპერტი ბ-------------–--ე), ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის #-------- (ექსპერტი გ---------------ე) დაუშვებლად ცნობის თაობაზე, ვინაიდან ექსპერტიზები დაინიშნა კანონით დადგენილი წესით და ექსპერტიზის დასკვნების სისწორე დაადასტურეს აღნიშნული დოკუმენტების შემქმნელმა ექსპერტებმა, რომლებიც შეყვანილ იქნენ დასაკითხ პირთა სიაში და საქმის არსებითი განხილვისას დაადასტურეს დასკვნების სისწორე. რაც შეეხება დადგენილებას ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და მიმართვის წერილს, პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი წარმოადგენს საპროცესო დოკუმენტებს და არ აქვთ მტკიცებულებითი ძალა, შესაბამისად, ვერ მოხდება სისხლის სამართლის საქმესთან მათი დასაშვებობის შემოწმება.

 

ასევე უსაფუძვლოა დაცვის მხარის მოთხოვნა მოწმეების, შ--–------------------------------–------------------------------ის გამოკითხვის ოქმებისა და ინფორმაციული პატაკის დაუშვებლობის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ ისინი ვერ უთითებდნენ ინფორმაციის წყაროს, ვინაიდან აღნიშნულ პირებს აქვთ ოპერატიული ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის კანონისმიერი ვალდებულება. ოპერატირული ინფორმაციის მიღების შედეგად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით მოპოვებული მტკიცებულებები გამოკვლეულ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, შესაბამისად, არ არსებობს მათ კანონიერებაში ეჭვის შეტანის საფუძველი.

 

რაც შეეხება ამოცნობის ოქმებს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხ--–--– და ა---- ბ--–---–-----თან, ასევე მ------ წ------–---–თან ამოცნობა ჩატარდა კანონით დადგენილი წესით და ადგილი არ ჰქონია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არსებით დარღვევას, რაც გახდებოდა მათი დაუშვებლად ცნობის საფუძველი. სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ ამოცნობაში მონაწილე პირები. ყველა მათგანმა დაადასტურა ამოცნობაში მონაწილეობა. მართალია, მოსაცნობი პირები განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ნიშნები, რითაც დაზარალებულმა მოახდინა ბრალდებულების ამოცნობა იყო მსგავსი ამოსაცნობ პირებსა და ბრალდებულებს შორის. კერძოდ, ისინი იყვნენ დაახლოებით ერთი სიმაღლის, ასევე გ----------------ის ამოცნობისას ყველა მათგანს უჩანდათ მხოლოდ თვალები და დაზარალებულმა სწორედ ამ ნიშნებით ამოიცნო ბრალდებული.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას იმასთან დაკავშირებით, რომ ადვოკატს, მისი მოთხოვნის საფუძველზე ბრალდების მხარის მიერ არ გადაეცა საქმის მასალები, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ მოთხოვნის მომენტისათვის წარმოდგენილი ხარვეზიანი დაცვის ორდერით ადვოკატი არ იყო უფლებამოსილი პირი განეხორციელებინა მსჯავრდებულების დაცვა, შესაბამისად, მას მოეწოდა ზარვეზის აღმოფხვრის შესახებ, რის შედეგადაც გადაეცა საქმის მასალები.

 

შესაბამისად, სააპელაციო პალატა მიიჩევს, რომ არ არსებობს ბრალების მხარის მტკიცებულებების დასაშვებობის ნაწილში დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, რაც შეეხება მოთხოვნას ბ-----------–--ისა და გ----------------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებისა და წარდგენილ ბრალდებაში მათი გამართლების თაობაზე, პალატა თვლის, რომ მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხედვას, რომელმაც არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს ბ-----------–--ესა და გ----------------ს მონაწილეობა არ მიუღიათ ხ--–--– და ა---- ბ--–---–-----ის დაყაჩაღებაში, გამომდინარე იქედან, რომ საწინააღმდეგო ფაქტობრივი გარემოებები დადასტურდა ბრალდების მხარის მტკიცებულებების სასამართლოში გამოკვლევისას.

 

დაზარალებულების ხ--–--– და ა---- ბ--–---–-----ის ჩვენებებით, 2018 წლის 9 ნოემბრის ამოცნობის ოქმებით, რომელიც ჩატარდა ხ--–--– და ა---- ბ--–---–-----თან, მოწმეების გ-----------–---–ის, ლ-–- ა-----–---–ის გ------ი ა-----–---–ის, მ------ წიქარიშვიის ჩვენებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღებული ნივთმტკიცებებით, ექსპერტიზის დასკვნებით და სხვა მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2018 წლის 03 ნოემბერს დაახლოებით 08.30 საათზე, მ--------–--------------------–-------–----–--ში ბ------ ა---–--ე წინასწარი შეთანხმებით გ------ი ს-------თან და სხვა პირებთან ერთად, თავს დაესხა ხ--–--– ბ--–---–---ს და ა---- ბ--–---–---ს, რომლებიც გადაადგილდებოდნენ ავტომანქანა „ოპელ კორსას“ მარკის ა/მანქანით სახ. ნომრით Q-------- და ცეცხლსასროლი იარაღების გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაეუფლნენ დიდი ოდენობით მათ კუთვნილ სხვადასხვა სახის ოქროს ნაკეთობებს, ღირებულს 80 000 ლარად.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრალების მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულია შემედეგი ფაქტობრივი გარეოებები, კერძოდ, ბ-----------–--ემ გ-----------–---–ის შუამავლობით, მისთვის თანხის გადაცემის სანაცვლოდ, ლ-–- და გ------ი ა-----–---–ისგან იქირავა ავტომობილი ,,ტოიოტა პრიუსი“ ნომრით F------. 2018 წის 3 ნოემბერს ბ-----------–--ე და გ----------------ი ავტომობილით ,,ტოიოტა პრიუსი“ ნომრით F------ გაჩერდნენ დაზრალებულების სახლის მიმდებარედ, მარნეულის რაიონში სოფელ ყიზილაჯლოში და ჯგუფურად, გამოძიებით დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით თავს დაესნენ ხ--–--– და ა---- ბ--–---–-----ს, ჩაქუჩის გამოყენებით ჩატეხეს დაზარალებულების მანქანის მინა და გაიტაცეს 80 000 ლარის ღირებულების ოქროს ნივთები.

 

ბ-----------–--ის შემთხვევის ადგილზე ყოფნას, გარდა დაზარალებულების ჩვენებისა ადასტურებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 20 მარტის ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, რომლის თანახმად, შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ, ავტომანქანა ოპელი სახელმწიფო ნომრით Q---------ის წინა საქარე მინის გარე მარჯვენა კუთხიდან ამოღებუბლი მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ბ-----------–--ეს. რაც შეეხება ბ-----------–--ისგან ნიმუშის აღების ოქმს სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ბ-----------–--ისგან ნიმუშის აღებას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან საწინააღმდეგოს მიუთითებს თავად ოქმზე ბ-----------–--ის მიერ გაკეთებული ხელმოწერა. გარდა ამისა, პირველი ინსტანციის სხდომაზე მან თავად განმარტა, რომ ნიმუშის აღებას დათანხმდა, ვინაიდან გამოუცდელი იყო. პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად მიიჩნევს, რომ 2019 წლის 9 ნოემბრის ნიმუშის აღების ოქმში დაშვებულია ბეჭდვითი შეცდომა (ტექსტში ერთ ადგილას ბ-----------–--ის ნაცვლად მიეთითა გ----------------ი). რაიმე გარემოება გარდა ზემოაღნიშნული ტექნიკური შეცდომისა, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ოქმის სიყალბეში პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე წარდგენილი და გამოკვლეული არ ყოფილა.

 

დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში მიუთითებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დაკვნაზე, რომლის მიხედვითაც ბ-----------–--ეს დაუდგინდა ნაკვეთი ჭრილობა და ნაჭდევები მარჯვენა მტევნის მიდამოში და მიიჩნევს, რომ სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა ის, ვინაიდან ექსპერტის განმარტებით, დაზიანება შეიძლებოდა გაჩენილიყო შემთხევის დღეს, ასევე ერთი დღით ადრე ან გვიან. სააპელაციო პალატა ექსპერტიზის დასკვნას შეაფასებს დაზარალებულ ა---- ბ--–---–---ის ჩვენებასთან ერთობლიობაში. კერძოდ, დაზარალებულმა ა---- ბ--–---–---მა განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც თავდამსხმელებმა წაიღეს ოქრო და გაემართნენ მანქანისაკენ, მან საკუთარი მანქანის საბარგულიდან ამოიღო ნაჯახი და ესროლა იმ პირს ვისაც ჩანთა მიჰქონდა. მისივე განმარტებით, აღნიშნული ნაჯახი სავარაუდოდ მოხვდა მას. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ ექსპერტიზის დასკვნა დაზარალებბულის ჩვენებასთან სრულ შესაბამისობაშია და სასამართლოს მიერ უნდა მოხდეს მისი გაზიარება.

 

ამდენად, არ არსებობს საფუძველი, რათა გაზიარებული იქნეს დაცვის მხარის მოსაზრება, თითქოს საქმეზე გამოკვლეული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ბ-----------–--ისა და გ----------------ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენის ფაქტი. პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საკმაოდ დასაბუთებული და არგუმენტირებული მსჯელობა იქონია თითოეული მტკიცებულებით დადგენლი ფაქტობრივ გარემოებებზე და შეაფასა ისინი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, რის საფუძველზეც მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ურთიერთშეთანხმებულ და სარწმუნო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ ბ-----------–--ისა და გ----------------ის მიერ ხ--–--– ბ--–---–---სა და ა---- ბ--–---–---ზე ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ყაჩაღური თავდასხმის განხორციელებას.

 

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ყაჩაღობის ჩადენა ჯგუფურად. საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის დროს აუცილებელი არ არის ყველა თანაამსრულებელმა გამოიყენოს ისეთი ძალადობა, რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის. საკმარისია მათგან თუნდაც ერთმა მიმართოს ამგვარ ძალადობას და ეს ფაქტი სხვა თანამონაწილეთა განზრახვითაც იყოს მოცული. საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებით, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულებმა და მათთან მყოფმა პირებმა შერაცხული დანაშაული ურთიერთშეთანხმებული ქმედებებით ერთობლივად, ჯგუფურად განახორციელეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ თავის თანახმად დიდ ოდენობით ითვლება ნივთის ღირებულება 10 000 ლარის ზევით. შესაბამისად გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გ----------------მა და ბ-----------–--ემ ჩაიდინეს ყაჩაღობა, ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით.

 

აღნიშნულ საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ბ------ ა---–--ემ და გ------ი ს-------მა ჩაიდინეს დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით- ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი ადგენს სპეციალურ - გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რაც გულისხმობს სასამართლოსათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებების ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თავალსაზრისით. ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ არაა სავალდებულო მტკიცების სტანდარტი იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა იგი უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში. აუცილებელია არა, სახეზე იყოს მტკიცებულებათა სიმრავლე და მათი „ფორმალური ერთობლიობა“, არამედ მნიშვნელოვანია, წარმოდგენილი მტკიცებულებები იყოს ისეთი კატეგორიული ხასიათისა და ძალის, რაც გადაწონის დაცვის მხარის ვერსიას პირის უდანაშაულობასთან დაკავშირებით და ობიექტური დამკვირვებლისთვის არ დატოვებს ეჭვს, რომ ბრალდებულმა ნამდვილად განახორციელა ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება. ასევე, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებაზე, რომლის თანახმადაც თუ მტკიცებულება ძალიან მყარია და არ არსებობს მის სანდოობაში დაეჭვების რისკი, შესაბამისად, მცირდება დამხმარე მტკიცებულებათა წარმოდგენის საჭიროება (Jalloh v. Germany, №54810/00 11/07/2006; § 96;).

 

პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებაზეც, რომლის მიხედვითაც არ არის სავალდებულო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (Suominen v. Finland, პუნქტი 34; Van de Hurk v. the Netherlands, პუნქტი 61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (Georgiadis v. Greece, პუნქტი 43).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია დაცვის მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები და დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბ-----------–--ისა და გ----------------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული დასკვნები სრულ შესაბამისობაშია საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან, შესაბამისად დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი კვალიფიკაციის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელი.

 

რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, პალატა მიიჩნევს რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულების ბ-----------–--ისა და გ----------------ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომლის თანახმადაც სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ყოველივე აღნიშნულისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, ბ-----------–--ეს მის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების (არ გააჩნია), ოჯახური მდგომარების, გათვალისწინებით, დაენიშნა ადეკვატური, კანონიერი და სამართლიანი, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის პროპორციული სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ასევე პირველი ინსტანციის სასამართლომ გ----------------ს მის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების (არ გააჩნია), ოჯახური მდგომარების, გათვალისწინებით დაენიშნა ადეკვატური, კანონიერი და სამართლიანი, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის პროპორციული სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდებულებმა არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან, რაც წარმოადგენს პასუხისმგელობის დამამძიმებელ გარემოებას. ბრალდებულის თვითინკრიმინაციისგან დაცვის უფლება გულისხმობს ბრალდებულის შესაძლებლობას არ აღიაროს და თავი არ ცნოს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, შესაბამისად, მისი უფლებაა, არ ითანამშრომლოს გამოძიებასთან. ბრალდებულის მიერ თავისი უფლების გამოყენება არ შეიძლება შეფასდეს მისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად.

 

რაც შეეხება დაზარალეულებისთვის მიყენებულ ქონებრივ ზიანს, რაზეც აპელირებს სახელმწიფო ბრალმდებელი, პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მ------ წ------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია სხვადასხვა მეტალის საგნები, ფირფიტები და ძვირფასი თვლები, შესაბამისად, დაზარალებულებს - ა---- და ხ--–--– ბ--–---–-----ს აქვთ მათი დაბრუნების შესაძლებლობა.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა თვლის, რომ პროკურორს საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 აგვისტოს განაჩენი ბ-----------–--ისა და გ----------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ბ-----------–--ისა და გ----------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

პროკურორის სააპელაციო საჩივრის ოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 აგვსიტოს განაჩენი;

 

ბ-----------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

ბ-----------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 8 ნოემბრიდან.

 

ბ-----------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

გ----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9(ცხრა) წლის ვადით.

 

გ----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან -2018 წლის 8 ნოემბრიდან.

 

გ----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

დაქტილოფირები, მოწითალო ფერის ლაქები, ანაწმენდები, სიგარეტის ნამწვები - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მხედველობაში იქნას მიღებული რომ ავტომანქანა ,,ოპელ კორსა“ და ,,ტოიოტა პრიუსი“ დაბრუნებული აქვთ მათ კანონიერ მფლობელებს.

 

მ------ წ------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული სხვდასხვა მეტალის საგნები, ფირფიტები და ძვირფასი თვლები დაუბრუნდეთ დაზარალებულებს - ა---- და ხ--–--– ბ--–---–-----ს.

 

ოქროს ცეპი და მობილური ტელეფონი ,,აიფონი“ - დაუბრუნდეს მ------ წ------–---–ის. შავი ფერის საფულე, ბ-----------–--ის პირადობის მოწმობა და 3 ცალი ჩარიცხვის ქვითარი - დაუბრუნდეს ბ-----------–--ის ოჯახის წევრს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

ბ-----------–--ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული სამსუნგი J3, აიფონ 5, შავი ფერის სამსუნგი, შავი ფერის ,,ვიანო“ - დაუბრუნდეს ბ-----------–--ის ოჯახის წევრს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

გ-----------–---–ის საცხოვრებელი სხლის ჩხრეკის დროს ამოღებული მობილური ტელეფონი, ,,FLY“, ,,აიფონ 4S“, ,,ჰუავეი“ და ,,სამსუნგი“ - დაუბრუნდეს გ-----------–---–ს.

 

გ------ი ს-------ის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონები ,,სონი“, ,,ჰუავეი“, ,,აიფონი“, ,,აიფონ 5“ - დაუბრუნდეს გ------ი ს-------ის ოჯახის წევრს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ბესიკ ბუგ--ნიშვილი

 

მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი

 

მანუჩარ კაპანაძე