განაჩენი

სისხლის სამართლის 29.11.2019
საქმის ნომერი
330100117001929352
ინსტანცია
თარიღი
29.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117001929352

საქმე №1/ბ-1010-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

25 ნოემბერი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის, მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: თ--------------–--ის,მსჯავრდებულის: ც-----------------–---–ის,ადვოკატების: თ------------–--ის, გ----------–--ის

 

მონაწილეობით,მსჯავრდებულ ც-----------------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ----------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ც--------------------------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #------------ რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: თ---–---------------–-------------------------–--------------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 მაისის განაჩენით ც-----------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით.

 

ც-----------------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 10 მარტს, დაახლოებით 12:20 საათზე, ქ------–--–-------------–------------–------------------------ მიმდებარე ტერიტორიაზე, ც-----------------–---–მა ურთიერშელაპარაკების ნიადაგზე ნაცნობს, მ--–----------------- მის ხელთ არსებული იარაღიდან ესროლა ორჯერ, იარაღიდან გასროლილი ჭურვი მ--–----------------- მოხვდა მარცხენა ფეხში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მსჯავრდებულ ც-----------------–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ----------–--ემ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 მაისის განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ ც-----------------–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

სააპელაციო პალატის სხდომაზე დაცვის მხარემ ალტერნატივის სახით მოითხოვა სასჯელის შემსუბუქება.

აპელანტი აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუსაბუთებლად უარყო ერთი და მიიღო მეორე მტკიცებულება, ისე რომ მათ შორის არ აღმოფხვრილა წინააღმდეგობა. წარდგენილი ბრალი დადასტურებულად მიიჩნია მოწმე რ-----------–---ის ურთიერთგამომრიცხავი, წინააღმდეგობრივი და ცრუ ჩვენების საფუძველზე. იმ ფაქტს, რომ გასროლა მოხდა, დაცვის მხარეც არ უარყოფს, თუმცა რ-----------–---ის გარდა არცერთ მოწმეს არ დაუნახავს ვინ გაისროლა და რაც ყველაზე საინტერესოა, მოწმეთა უმეტესობა საერთოდ უარყოფს ც-----------------–---–ის შემთხვევის ადგილზე ყოფნას გასროლის დროს. ამასთან, აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება მიღებული იქნა ისე, რომ არ დაკითხულა დაზარალებული მ--–----------------ი.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ მსჯავრდებულ ც-----------------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ----------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მსჯავრდებულის ც-----------------–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. მის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული, დაზარალებულ მ--–----------------ის ჩვენებით, ცხოვრობს ვ---------–------------–------------ კორპუსში და კუთვნილი ა/მანქანით ახდენდა მგზავრების გადაყვანას. ე.წ. „--------------–----------------–---------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე. საქმიანობიდან გამომდინარე, იცნობს ტაქსის მძღოლებს: რ-----------–---ს, ჯ------------------–---–სა და კ-----------–------ს, ასევე ბავშვობიდან იცნობს ჯ------------------–---–ის შვილს ც-----------------–---–ს, რომელთანაც აკავშირებს მეგობრული ურთიერთობა. 2017 წლის 10 მარტს, დაახლოებით 12 საათზე, საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, მ--–----ი შეხვდა ც-----------------–---–ს, რომელთანაც 2016 წლის ზაფხულში სესხად აღებული 1000 ლარის გამო მოუვიდა შელაპარაკება, თუმცა შელაპარაკება კონფლიქტში არ გადაზრდილა და მალე დაშორდნენ ერთმანეთს. დაზარალებულის ჩვენებით, დაახლოებით 12:20 საათზე „--------------–----“ მყოფმა, დაახლოებით 20 მეტრში, №--------------ან შენიშნა დახლოებით 20 უცნობი მამაკაცის ჩხუბი და გადაწყვიტა გარიდებოდა სიტუაციას, რა დროსაც მოჩხუბრებს გამოეყო უცნობი მამაკაცი, რომელსაც ორივე ხელით ეჭირა სავარაუდოდ გადაჭრილი თოფი, ხმამაღლა იგინებოდა და დაზარალებულის მიმართულებით გაისროლა ორჯერ. შეშინებულმა მ-------------ა სწრაფად დატოვა შემთხვევის ადგილი და გაემართა საცხოვრებელი სახლისკენ, დაახლოებით 20 მეტრში მარცხენა ფეხის არეში იგრძნო ტკივილი და დაინახა, რომ შარვალი გახეული ჰქონდა, ფეხიდან კი მოსდიოდა სისხლი. დაზარალებული მიხვა, რომ მამაკაცმა, რომელმაც ესროლა თოფი, დაუზიანა მარცხენა ფეხი, თუმცა უშუალოდ სროლის დროს ტკივილი არ უგრძვნია. სახლში მისულმა დაიმუშავა ჭრილობა, მაგრამ 10-11 მარტს სამედიცინო დახმარებისთვის არ მიუმართავს. დაზარალებულის ჩვენებით, პიროვნება, რომელმაც ესროლა სახეზე არ დაუნახავს და ამოცნობა არ შეუძლია, ვინაიდან ძალიან შეშინებული იყო. დაზარალებულის ჩვენებით, 2017 წლის 10 მარტის შელაპარაკების შემდეგ ც------ არ უნახავს და არც მისი ადგილსამყოფელი და მობილური ტელეფონის ნომერი იცის. დაზარალებულის განმარტებით, ჩხუბის დროს არ შეუმჩნევია ჯ------------------–---–ი, კ-----------–------ი, რ-----------–---ი და ა----------------------ი. 2017 წლის 11 მარტს, საღამოს საათებში უბანში მყოფმა შეიტყო, რომ ზ/ხსენებული თოფიდან სროლის შედეგად ფეხის არეში დაჭრილი იყო ა------------------------იც. ფეხზე არსებულ დაზიანებასთან დაკავშირებით, ოჯახის წევრებს მ-------------ა უთხრა რომ, დაეცა ეკლიან ადგილზე.

 

მოწმე რ---- ავდალიანის ჩვენებით, ცხოვრობს ვ---------––----------------–-------------- კორპუსში და კუთვნილი ა/მანქანით ემსახურება მგზავრებს. ე.წ „--------------–-“ არის მისი საცხოვრებელი კორპუსის გვერდით. 2017 წლის 10 მარტს, იმყოფებოდა ბირჟაზე, კუთვნილ ა/მანქანაში, რა დროსაც მოესმა ყვირილის ხმა და ა/მანქანიდან გადავიდა სიტუაციაში გასარკვევად. მანქანიდან 15-20 მეტრში რ-------–---მა დაინახა, რომ მისი უბნელები ც-----------------–---–ი და მ--–----------------ი ჩხუბობდნენ. რ-----------–---ი მივიდა მათთან გასაშველებლად. მოწმის განმარტებით, გარდა კამათისა, მ--–----ი და ც------ ხელითაც ეხებოდნენ ერთმანეთს, ძიძგილაობდნენ. მოჩხუბრების გაშველებაში ჩაერთო ც------ს მამაც - ჯ------------------–---–ი, რომელიც ასევე ტაქსის მძღოლია იმავე ბირჟაზე. რ----მ და ჯ-------მა განაცალკევეს დაპირისპირებული მხარეები, რ----მ მ--–----ი გაიყვანა 10-15 მეტრში, ც------ კი მამამისს მიყავდა მოშორებით და თან ამშვიდებდა. მოწმის ჩვენებით, მოულოდნელად ც------მ ამოიღო გადაჭრილი იარაღი - ე.წ. „აბრეზი“, დაუსხლტა მამამისს ხელებიდან და გაიქცა მ--–----ის მიმართულებით (რომელთან ერთადაც იმყოფებოდა რ-----------–---იც), რა დროსაც ორჯერ გაისროლა ზედიზედ, 4-5 წამის შუალედში, ტყვია მ--–----ს ფეხში მოხვდა და ყვირილი დაიწყო. მომხდარით შეშინებული რ-----------–---ი გაერიდა სიტუაციას, ც------ კი ისევ მამამისმა ჯ-------მა დაიჭირა და ორივე გაიქცა ე.წ. „-------–---- სასაფლაოს მიმართულებით. მოწმის განმარტებით, დაჭრილი მ--–----------------ი საპირისპირო მხარეს წავიდა, სიარულისას კოჭლობდა. მოწმის განმარტებით, კონფლიქტი იყო მხოლოდ ც------სა და მ--–---- შორის, მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხს არ დაკვირვებია და არ ახსოვს, იყო თუ არა ვინმე ნაცნობი, თუმცა დანაშაულის ფაქტის ამსახველი ვიდეო რომ აჩვენეს, იქ ნახა კ-----------–------იც, რომელიც ინციდენტის დროს მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. მომხდარის შემდეგ რ-------–---ს მ--–----------------ი არ უნახავს, პოლიციაში კი შეიტყო, რომ ფეხში დაჭრილი იყო მისი ნათესავიც - ა----------------------ი, რომელმაც არც კი იცოდა, რა მოხდა. მოწმემ კატეგორიულად და დარწმუნებით დაადასტურა, რომ მ--–----------------ის მიმართულებით გადაჭრილი თოფიდან, ეწ. „აბრეზიდან“ ორჯერ გაისროლა ც-----------------–---–მა, ამასთან იარაღი არათუ დაინახა, არამედ ც------ს შეკავების და დამშვიდების დროს, თავადაც შეეხო მას.

 

მოწმე კ-----------–------ის ჩვენებით, 2017 წლის 10 მარტს, ვ---------––------------–-------- №--------------ან მდებარე ე.წ „--------------–----“ გააჩერა კუთვნილი ა/მანქანა, რა დროსაც გაიგო ხმაური, დაინახა, რომ უცნობი პირები კამათობდნენ და ყურადღება არ მიუქცევია. №-- კორპუსის ფანჯარაში ესაუბრებოდა მეუღლეს ეზოდან, რა დროსაც კ-----------–------მა გაიგო 2 დიდი გასროლის ხმა, მიტრიალდა და მისგან 15-20 მეტრში დაინახა ორი მამაკაცი გარბოდა ე.წ. „-------–---- სასაფლაოს მიმართულებით, რომელთაგან ერთი თოფს მალავდა ხელში. მოწმის განმარტებით, მომხდარის დანახვაზე შეშინდა, ჩაჯდა ა/მანქანაში და წავიდა სახლში. კ-------–-------ს ჩვენებით, ჩხუბში ვინ მონაწილეობდა არ იცის, ყურადღება არ მიუქცევია, ე.წ. „-------–---- სასაფლაოსკენ მიმავალი ორი პიროვნების სახე არ დაუნახავს და არ იცის, მათ შორის იყო თუ არა ც-----------------–---–ი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დედა-შვილმა: მ----------------------------–---–-ბმა დაადასტურეს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

ვ---------––------------–-------- №-- კორპუსში ნაქირავებ ფართში არსებულ სალონში თ----- სტილისტად მუშაობს, ხოლო მ------ მკერავია. 2017 წლის 10 მარტს, მ------ იმყოფებოდა სამსახურში და ფანჯარასთან კერავდა, მისი შვილი თ----- კი გადასული იყო №-- კორპუსში მდებარე სალონში. დაახლოებით 13 საათისათვის, მ------მ გაიგო ბიჭების გინებისა და კამათის ხმა, გაიხედა ფანჯრიდან, თუმცა სატვირთო მანქანა ეფარებოდა და ვერაფერი დაინახა. ხმაური მალევე შეწყდა და მ------მ იფიქრა, რომ დასრულდა კონფლიქტი, თუმცა რამდენიმე წუთში გაიგო 2 გასროლის ხმა და მამაკაცის ყვირილი, ესროლაო, კვლავ გაიხედა ფანჯრიდან და დაინახა, რომ 2 მამაკაცი №-- კორპუსის ბოლოსკენ გარბოდა, 1 მამაკაცი კი კოჭლობით მიდიოდა მათი საპირისპირო მიმართულებით, №----ორპუსისკენ და ხელს იდებდა ფეხზე, სავარაუდოდ ის უნდა ყოფილიყო დაზარალებული. მამაკაცების აღწერილობა მ------ს არ ახსოვს, გარდა №-- კორპუსის მიმართულებით გაქცეული ერთი ბიჭისა, რომელსაც ეცვა ჯინსის შარვალი და ღია ფერის (სავარაუდოდ კაკაოსფერი) ქურთუკი. მ------ ჯ-------–---–ის განმარტებით, კონფლიქტი იყო №-- კორპუსის კუთხესთან, ტაქსების გაჩერებასთან. მოწმემ საღამოს შეიტყო, რომ ქურთი მ----სთვის უსვრიათ. მ------ს განმარტებით, სანადირო თოფიდან გასროლის ხმა იყო, ავტომატს არ გავდა. მ------ს ჩვენებით, პირველი ჩოჩქოლის დანახვა ვერ შეძლო სატვირთო ა/მანქანის გამო, თუმცა შემდეგ მოჩხუბრებმა გადმოინაცვლეს იმ მიმართულებით, რაც მისი მხედველობის არეში იყო. მ------ ჯ-------–---–მა განმარტა, რომ მისი შვილის დაბრუნების მომენტისათვის, ყველაფერი თითქმის დასრულებული იყო. რაც შეეხება თ----- ჯ-------–---–ს, მოწმემ განმარტა, რომ №-- კორპუსში მდებარე სალონში გადასულმა გაიგო ბიჭების შელაპარაკების და შემდეგ ორი გასროლის ხმა, არ დაუნახავს ვინ ან რამდენი კამათობდა, ხალხი ყვიროდა ესროლეს, ესროლესო და შეეშინდა.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა: თ-------–------------------------------–---–მა დაადასტურეს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2017 წლის 10 მარტს, დღის პირველ ნახევარში, თ------–-------- მეზობელთან ქ-------------–---–---ნ ერთად, იმყოფებოდა სახლში, მდებარე: ვ---------–------------–-----, №-- კორპუსში, რა დროსაც ეზოდან გაიგონეს ჩხუბის (სიტყვები გარკვევით არ ისმოდა) და იარაღიდან ზედიზედ 2 გასროლის ძლიერი ხმა, გაიხედეს ფანჯრიდან და დაინახეს მაღაზიასთან ხალხის ჩოჩქოლი და გინება, ისმოდა ქალების კივილი, ვიღაცეები გარბოდნენ, ხალხი კორპუსებიდან იყურებოდა.

 

მოწმე ნ-----------–---–ის ჩვენებით, 2017 წლის მარტის მდგომარეობით, ვ---------––------------–-------- №----ორპუსის წინ ნაქირავები ჰქონდა ჯიხური და ვაჭრობდა ხილ- ბოსტნით. 2017 წლის 10 მარტს, სამსახურში ყოფნისას გაიგო 2 გასროლის ხმა და დაახლოებით 10 მეტრში დაინახა №----ორპუსისკენ მომავალი მ--–----------------ი, რომელსაც იცნობდა როგორც კლიენტს. ვინაიდან ბავშვთან ერთად იყო, მოწმეს შეეშინა და შვილი ჯიხურში შეიყვანა. წივილ-კივილი რომ ჩაწყნარდა, ნ-------–---–ი ჯიხურიდან გამოვიდა და გაიგო, რომ მ------------ი დაჭრილი იყო ფეხში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა----------------------მა დაადასტურა გამოძიებაში მიცემული ჩვენების სისწორე და განმარტა შემდეგი: 2017 წლის 10 მარტს, დაახლოებით 12 საათზე, სიგარეტის საყიდლად ჩავიდა მაღაზია „ორ ნაბიჯში.“ მაღაზიის წინ, ტაქსების გაჩერებაზე შეჩერდა დაახლოებით 20 წუთი და საუბრობდა ნაცნობ მძღოლებთან (ახსოვს მხოლოდ შავი მერსედესის მძღოლი, სახელად ბ-----; რ-----------–---სა და კ-----------–------ს იცნობს, ისინიც ტაქსისტები არიან, თუმცა იმ დღეს იქ იყვნენ თუ არა, არ ახსოვს). მისგან პირისპირ, 40-50 მეტრში 4-5 ადამიანი საუბრობდა, რაც გადაიზარდა ჩხუბსა და გინებაში და იწევდნენ ერთმანეთისკენ დასარტყმელად, მათ გასაშველებლად კი მივიდნენ იქვე მყოფი ტაქსისტები, ხმაურზე კორპუსებიდან იყურებოდა ხალხი. მოწმის განმარტებით, ახლოს არ მისულა, შორიდან ადევნებდა თვალს კონფლიქტს, მოულოდნელად გაიგო 2 გასროლის ხმა, რასაც მოყვა ქუჩაში გამვლელი, შეშინებული მოქალაქეების ყვირილი. ა--------------ის ჩვენებით, გასროლა განხორციელდა იმ ადგილიდან, სადაც მიმდინარეობდა კონფლიქტი, თუმცა ვინ ისროლა არ დაუნახავს. მოწმის ჩვენებით, გასროლის ხმის გაგონებისთანავე მარჯვენა ფეხის კუნთში იგრძნო ჩხვლეტა და ძლიერი ტკივილი, სისხლი წამოუვიდა და გული შეუწუხდა. სახლისაკენ გაემართა და დარეკა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოსაძახებლად, რის შემდეგაც გადაიყვანეს კლინიკაში. მოწმის განმარტებით, პირველი გასროლის შემდეგ ფეხზე იგრძნო ტკივილი და უკვე სახლისკენ მიმავალმა, გაიგონა მეორე გასროლის ხმა №-- კორპუსის მხრიდან. ა--------------ს ახსოვს, რომ ქუჩაში ხალხი მოძრაობდა, ხმაურიც იყო, კივილიც და გინებაც. მოწმის ჩვენებით, არ დაუნახავს იმ დღეს ვინ ჩხუბობდა და არც ის იცის, ვინ გაისროლა.

 

მოწმე თ---------ს ჩვენებით, ცხოვრობს ვ---------–------------–---------- კორპუსში. 2017 წლის 10 მარტს, დაახლოებით 12-13 საათზე, სამზარეულოში შემოესმა ქუჩიდან ჩხუბის ხმა. აივანზე გასულმა დაინახა, რომ რამდენიმე ადამიანის ჩოჩქოლი და გინება იყო, შემდეგ ერთმა მამაკაცმა გამოიყვანა მეორე და თან აწყნარებდა, რა დროსაც ამ ბიჭმა ამოიღო მოკლე, გადაჭრილი თოფი და ისროლა ასფალტის მიმართულებით იმ მხარეს, სადაც ვიღაცეები იდგნენ. მოწმის განმარტებით, სროლას მოყვა ქალების კივილი და ხალხის პანიკა, ვინმეს მოხვდა თუ არა ტყვია, არ დაუნახავს. მოწმის ჩვენებით, გასროლის შემდეგ, იარაღიანმა ბიჭმა მეორე უფრო დაბალ, ტყავის ქურთუკიან მამაკაცთან ერთად სწრაფად დატოვა შემთხვევის ადგილი.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე შა-–--------–-–---–მა უარყო გამოძიებაში მიცემული ჩვენების სისწორე, რომლის თანახმად, 2017 წლის 10 მარტს, დაახლოებით 12:20 საათზე, სახლისაკენ (№-------------- მიმავალმა №--------------ან შენიშნა მისი მეგობრის ჯ------- უ--------–---–-- ვაჟი ც------ უთრუგაშვილი, რომელსაც აკავებდა უცნობი მამაკაცი, ც------ კი ცდილობდა თავის დაღწევას და გაქცევას, თან სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მისგან დაახლოებით 20 მეტრში მდგომ მ--–-----------------. ც------მ შეძლო თავის დაღწევა, გაიხადა ქურთუკი ან ჟაკეტი, საიდანაც გამოიღო სავარაუდოდ გადაჭრილი სანადირო თოფი და სირბილით გაემართა მ--–----------------ისაკენ, თან უმიზნებდა თოფს. მ--–----თან მიახლოვებისას, ც------ს გადაეღობა მამამისი ჯ-------ი და ტაქსის მძღოლი რ-----------–---ი, ისინი შეეცადნენ ც------სთვის თოფის წართმევას და შეჩერებას, უყვიროდნენ რომ არ ესროლა, თუმცა ც------მ მოახერხა მ--–----------------ის მიმართულებით ორჯერ გასროლა, რის შემდეგაც რ---- და ჯ-------ი კვლავ შეეცადნენ თოფის წართმევას, თუმცა ც------ თოფიანად გაიქა „-------–---- სასაფლაოს მიმართულებით. შ------–-–---–მა სროლის მომენტი დაინახა კარგად, რადგან 5-10 მეტრში იმყოფებოდა, სროლის ხმამ გამოიწვია პანიკა, ქალების ყვირილი, შეშინებული ხალხი აქეთ-იქით გარბოდა, ხალხი იყურებოდა კორპუსების ფანჯრებიდან. მოწმემ მის მახლობლად დაინახა ასევე ტაქსის მძღოლი კა---------–------იც, რომელსაც იცნობს 20-30 წელია. კონფლიქტის მიზეზი შ------–-–---–ისათვის უცნობია, სიტუაციის დაწყნარებისას მ--–---- უკვე აღარ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე. მოწმემ 2017 წლის 12 მარტს შეიტყო დაზარალებულისაგან, რომ ც------ს მიერ გასროლის შედეგად დაჭრილი იყო მარცხენა ფეხში. შ------–-–---–მა დაადასტურა, რომ დაკითხვის ოქმზე ხელმოწერა და ჩვენების სისწორის დამადასტურებელი მინაწერი მას ეკუთვნის, გამოძიების მხრიდან რაიმე უკანონო ზემოქმედებას ადგილი არ ჰქონია, თუმცა დაკითხვის ოქმის შინაარსს არ ეთანხმება. სასამართლო სხდომაზე მოწმემ განმარტა, რომ 2017 წლის 10 მარტს №-- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე შეესწრო ბიჭებს შორის ჩხუბს და მონაწილეობა მიიღო მათ გაშველებაშიც, თუმცა დაკითხვის ოქმში აღწერილ ფაქტებს არ ეთანხმება. სხდომაზე დაკითხვის დროს მოწმის მიერ გაკეთებული ალოგიკური, არათანმიმდევრული და ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებით, მოწმე შეეცადა აეხსნა გამოძიებასა და სასამართლოში მიცემულ ჩვენებებს შორის წინააღმდეგობა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მას აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები. საბოლოოდ, მოწმე ვერ ჩამოყალიბდა საერთოდ არ დაკითხულა გამოძიებაში თუ დაიკითხა და ჩვენებაში დაფიქსირებული ინფორმაცია არასწორია; 2017 წლის 10 მარტს მომხდარ ფაქტს საერთოდ არ შესწრებია თუ შეესწრო და ვერ იხსენებს დეტალებს; მოწმეს არ ახსოვს არაფერი, გარდა იმისა, რომ შემთხვევის ადგილზე ც-----------------–---–ი არ იმყოფებოდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა, ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსმა ვ----–---------–---მა დაადასტურა:

· 11.03.2017წ ინფორმაციული პატაკის სისწორე, რომლის თანახმად, ვ-------–---მა ხელმძღვანელობას აცნობა, რომ 2017 წლის 11 მარტს, ისანი-სამგორის პოლიციის პირველ განყოფილებაში მოწმის სახით გამოძახებულმა მ--–----------------მა დაკითხვამდე, მასთან პირად საუბარში განმარტა, რომ 2017 წლის 10 მარტს, დაახლოებით 12:30 საათზე, ქ------–--–-------------–------------–------------------------ მიმდებარე ტერიტორიაზე, სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა მეგობართან ც-----------------–---–თან, რომლის ვალიც ჰქონდა 1000 ლარი. სიტყვიერი შელაპარაკება გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რა დროსაც ც------ უთრუგაშვილმა გადაჭრილი სანადირო თოფიდან ორჯერ გაისროლა მ--–----------------ის მიმართულებით და ამ უკანასკნელმა მარცხენა ფეხის არეში მიიღო დაზიანება. მ--–----------------ის განმარტებით, გასროლამდე ც-----------------–---–ს აკავებდნენ მამამისი ჯ------------------–---–ი და რ-----------–---ი, თუმცა ც------მ მაინც მოახერხა ორჯერ გასროლა, რის შემდეგაც მიიმალა.

· 11.03.2017წ პატაკის სისწორე, რომლის თანახმად, ვ----–---------–---მა გამოთქვა მზადყოფნა, რომ მოეხდინა მ--–----------------თან შეხვედრისა და საუბრის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

· პროკურორ ნ-–------–ის 2017 წლის 11 მარტის დადგენილებითა და ფარული აუდიოჩაწერის/ვიდეოჩაწერის ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების №--5 ოქმით ირკვევა, რომ პროკურორის დადგენილების საფუძველზე, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, 2017 წლის 11 მარტის 13:06 საათიდან 13:13 საათამდე დროის პერიოდში, ჩატარდა ქ------–--–---–--------------ში მდებარე შსს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, ერთის მხრივ, მ--–----------------ის, ხოლო მეორეს მხრივ, ვ----–---------–--ის შეხვედრისა და საუბრის ვიდეო და აუდიო ჩაწერა სპეციალური კომუფლირებული „CCD” კამერითა და მიკროფონით (სპეციალური პორტატული ვიდეო/აუდიო ჩამწერი „oculus”), ინფორმაცია კი ჩაწერილი იქნა DVD-R დისკზე. აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედება, კერძოდ, მ--------------ა და ვ-------–---ის შეხვედრისა და საუბრის ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა, კანონიერად იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 2017 წლის 12 მარტის განჩინებით.

· DVD-R დისკზე არსებული ინფორმაციის ნაბეჭდი ვერსიის, №---- კრებსის სისწორე, საიდანაც ირკვევა, რომ 2017 წლის 10 მარტს, დაახლოებით 12:30 საათზე, ქ------–--–-------------–------------–------------------------ მიმდებარე ტერიტორიაზე, მ--–---- მი---------ს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა მეგობართან ც-----------------–---–თან, რომლის ახლობელის ვალიც ჰქონდა 1000 ლარი. სიტყვიერი შელაპარაკება გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რა დროსაც ც-----------------–---–მა გადაჭრილი სანადირო თოფით ორჯერ გაისროლა მ--–----------------ის მიმართულებით და ამ უკანასკნელმა მარცხენა ფეხის არეში მიიღო დაზიანება. მ--–----------------ის განმარტებით, გასროლამდე ც-----------------–---–ს აკავებდნენ მამამისი ჯ------------------–---–ი და რ-----------–---ი, თუმცა ც------მ მაინც მოახერხა ორჯერ გასროლა, რის შემდეგაც მიიმალა. ამავე კრებსით დგინდება, რომ მ--–----------------ი უარს აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდოს გამოძიებას ჩვენების სახით, ვინაიდან ც-----------------–---–თან აკავშირებს ბავშვობიდან მეგობრული ურთიერთობა, ამასთან ეშინია, რომ ც------ და მისი მეგობრები ქუჩური წესებით მოსთხოვენ პასუხს ც------ს წინააღმდეგ აღიარებითი ჩვენების მიცემის შემთხვევაში - „ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ვთქვი. „პროსტა“ ბოლომდე ის არა ვთქვი, რომ ც------მ მესროლა... ვერ დავადებ ვ---- ხელს, მე ვიცი, გარეთ პრობლემები მექნება მაგის გამო, მაგის საძმოსგან... ც------ს ადამიანობა აწუხებს თუ არა არ ვიცი, რომ აწუხებდეს მოვიდოდა და იტყოდა თვითონ...(რასაც ჩემთან ყვები, ჩვენებაში რატომ არ წერ) მე ჩვენებას არ შევცვლი, მე არ დავწერ.“

 

მოწმე გ-------------------ის ჩვენებით, 2017 წლის მარტის მდგომარეობით მუშაობდა ისანი-სამგორის შს სამმართველოს პირველ განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 13 მარტს, ვარკეთილის ზემო პლატოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ნაცნობმა მოქალაქემ გადასცა CD დისკი ვიდეოჩანაწერით, რომელიც ასახავდა 10 მარტს, დაახლოებით 12:30 საათზე, ც-----------------–---–ის მიერ მ--–---- მირზოანის გადაჭრილი სანადირო თოფიდან დაჭრის ფაქტს. მოწმის განმარტებით, მოქალაქემ, რომელმაც გადაიღო დანაშაულის ფაქტი მობილური ტელეფონით, ითხოვა ანონიმურობა. გ-------------------მა მიღებული ინფორმაცია პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას, დაიკითხა მოწმის სახით და CD დისკი დათვალიერების შემდეგ, შესაბამისი ოქმის საფუძველზე გადასცა გამომძიებელს.

 

მოწმე ზ---------------ის ჩვენებით, 2017 წლის მარტის მდგომარეობით მუშაობდა ისანი- სამგორის შს სამმართველოს პირველ განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 10 მარტს აღნიშნულ განყოფილებაში დაიწყო გამოძიება მ------------ის დაჭრის ფაქტზე და მიმდინარეობდა დანაშაულთან შესაძლო კავშირში მყოფი პირის, ც-----------------–---–ის ადგილსამყოფელის დადგენა, ვინაიდან იგი არ ცხოვრობდა რეგისტრაციის მისამართზე. მოწმემ მიიღო ინფორმაცია, რომ ც-----------------–---–ის ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი იყო თ---–-------------–-------------------------–-------------------------------- რის თაობაზეც წერილობით აცნობა ხელმძღვანელობას.

 

მოწმე ამირან სოლოღაშვილის ჩვენებით, 2017 წლის მარტის მდგომარეობით მუშაობდა ისანი-სამგორის შს სამმართველოს პირველ განყოფილებაში გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 10 მარტს, აღნიშნულ განყოფილებაში დაიწყო გამოძიება ა--------------ის სხეულის დაზიანების ფაქტზე. მოწმემ ექსპერტებთან ერთად დაათვალიერა შემთხვევის ადგილი - №-- კორპუსის მიმდებარედ გზის სავალი ნაწილი და ტროტუარი, რომელიც ყვითელი ლენტით იყო შემოსაზღვრული და დაცული მისი თანამშრომლის გ----------------–---–ის მიერ. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ექსპერტებმა გადაიღეს ფოტოსურათები, დაფიქსირდა დაზიანებები ასფალტის ზედაპირზე და ამოღებული იქნა ლითონის და პლასტმასის დეტალები, რაც დაილუქა სათანადო წესით. მოწმემ დაადასტურა, რომ ხსენებულ სს საქმეზე გამოკითხა მოწმეები, მათ შორის ა--------------ი, რომელიც შემთხვევით დაიჭრა გასროლის შედეგად და გაეწია სამედიცინო დახმარება, ასევე დაათვალიერა და ამოიღო ა--------------ის ტანსაცმელი შესაბამისი ოქმის საფუძველზე, დანიშნა ექპერტიზები. მოწმეთა ჩვენებებით ირკვეოდა, რომ კონფლიქტი მოხდა მ--–-----------------ა და ც-----------------–---–ს შორის და ეს უკანასკნელი იყო დანაშაულის ჩამდენი პირი, თუმცა არაერთი უწყებისა და ბინაზე გამოცხადების ოქმის მიუხედავად, ბრალდებული არ ცხადდებოდა პოლიციაში, რის გამოც მას ბრალი წარედგინა დაუსწრებლად და შეეფარდა ა/ღონისძიება. მოწმის განმარტებით, მოპოვებული მტკიცებულებები გაუცვალა დაცვის მხარეს, რის შემდეგაც სს საქმე არსებითი განხილვისათვის წარიმართა სასამართლოში. მოწმემ დაადასტურა, რომ ც-----------–---–ის ბრალდების სს საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს ატარებდა საგამოძიებო ჯუფი, რომელშიც მასთან ერთად შედიოდნენ სხვა გამომძიებლებიც.

 

მოწმე მ-----------–---–---–ის ჩვენებით, 2017 წლის მარტის მდგომარეობით მუშაობდა ისანი-სამგორის შს სამმართველოს პირველ განყოფილებაში დეტექტივის თანაშემწე- გამომძიებლის თანამდებობაზე და იყო ც-----------–---–ის ბრალდების სს საქმეზე შექმნილი საგამოძიებო ჯუფის წევრი, კერძოდ, გამოკითხა მოწმეები.

 

მოწმე ნ-----–---------–----ის ჩვენებით, 2017 წლის მარტის მდგომარეობით მუშაობდა ისანი-სამგორის შს სამმართველოს პირველ განყოფილებაში დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 10 მარტს დაიწყო გამოძიება ც-----------–---–ის ბრალდების სს საქმეზე, გამოკითხა მოწმეები, მათ შორის, შა-–--------–-–---–ი და მასთან ერთად დაათვალიერა CD დისკზე არსებული, დანაშაულის ამსახველი ვიდეოჩანაწერი.

 

მოწმე ზ----------------–---–ის ჩვენებით, 2017 წლის მარტის მდგომარეობით მუშაობდა ისანი-სამგორის შს სამმართველოს პირველ განყოფილებაში დეტექტივის თანაშემწე- გამომძიებლის თანამდებობაზე და იყო ც-----------–---–ის ბრალდების სს საქმეზე შექმნილი საგამოძიებო ჯუფის წევრი, კერძოდ, გამოკითხა მოწმე.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2017 წლის 10 მარტს დათვალიერდა შემთხვევის ადგილი - ქ------–----------------–------------–------------------------- მიმდებარე ტერიტორია, რა დროსაც №-- კორპუსის კუთხიდან მოპირდაპირე მხარეს გზის მოასფალტებულ ზედაპირზე, ორ ადგილზე დაფიქსირდა წერტილოვანი დაზიანებები ამოტეხვის სახით. აღნიშნულიდან 3 მეტრში, საავტომობილო გზის ზედაპირზე ბორდიურთან ახლოს ნანახი და ამოღებული იქნა პლასტმასის მრგვალი ფორმის ვაზნის კონტეინერი, მისგან 2 მეტრში - მრგვალი ფორმის პლასტმასის მასალის ვაზნის საფანტის დამჭერი კონტეინერი, მისგან 1 მეტრში კი - მეტალის გაბრტყელებული ბურთულა, მასზე დატოვებული ქსოვილის ნაწიბურებით. ამოღებული ნივთები დაილუქა სათანადო წესით, საგამოძიებო მოქმედების დროს გადაღებული ფოტოსურათები დაერთო სს საქმეს (გამომძიებელი ა-----–-----–---–--------------------------–-–---–-------–-----–---–---–-----------------–----–---–------------–---–---

 

ზ/აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებისა და შესაბამისი ოქმის სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა: ა-----------–-----–---–-------------------–-–---–-----–---------–---–-- და გ----------------–---–მა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ვ---------–----ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული, ბალისტიკური ექსპერტიზის №--07/ბ დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:

· ერთი ცალი ლითონის, ტყვიის მასალისაგან დამზადებული დეფორმირებული საგანი წარმოადგენს გლუვლულიანი იარაღებისათვის განკუთვნილი ვაზნების დამუხტვისას გამოყენებულ ქარხნული წესით დამზადებული ჭურვის (საფანტი, ფინდიხი) დეფორმირებული მარცვალის ფრაგმენტს. გამოსაკვლევი ჭურვის ფრაგმენტის სროლისათვის ვარგისიანობის დადგენა ვერ მოხდა. გამოსაკვლევი ობიექტის ვიზუალური დათვალიერებით დადგინდა, რომ იგი ძლიერ დეფორმირებულია, რაც გამოწვეულია მისი (ჭურვის) რაიმე მკვრივი, გლუვი ზედაპირის მქონე საგანთან კონტაქტით.

· პლასტმასის ორი ცალი საგანი წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, 16 კალიბრის გლუვლულიანი იარაღებისათვის განკუთვნილ, ამავე კალიბრის ვაზნების დამუხტვისას დენთის ფენისა და ჭურვის განსაცალკევებლად გამოყენებულ პლასტმასის ტიზს.

 

მოწმე ვ---------–----ემ დამატებით განმარტა, რომ ტიზი მოთავსებულია მასრაში, აცალკევებს დენთსა და ჭურვს, რომ არ მოხდეს საფანტისა და ჭურვის აღრევა. მოწმემ დაადასტურა, რომ გამოსაკვლევად წარდგენილი ობიექტები იყო შემურული, გამჭვარტული და დაგლეჯილი, შესაბამისად, იარაღიდან გასროლის გარეშე, რაიმე სხვა მექანიკური ძალის ზემოქმედების შედეგად, ვერ იქნებოდა იმ მდგომარეობაში, როგორც ექსპერტიზის დასკვნაზე თანდართულ ფოტოცხრილშია დაფიქსირებული. მოწმის განმარტებით, გასროლა ნაწარმოებია გლუვლულიანი იარაღიდან, ამასთან იარაღი შესაძლოა იყოს როგორც ქარხნული, ისე კუსტარული წესით დამზადებული. მოწმემ განმარტა, რომ მხოლოდ ფინდიხის ვარგისიანობის განსაზღვრა ვერ ხდება, ფინდიხი არის მსხვილი ზომის (5მმ-ზე მეტი) საფანტი.

 

დათვალიერების ოქმის თანახმად, 2017 წლის 10 მარტს დათვალიერდა მოწმე ა----------------------ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რა დროსაც დადგინდა, რომ შარვალს მარჯვენა ტოტზე, მუხლის ქვემოთ აღენიშნებოდა დაზიანება და დაზიანების მიმდებარე ადგილებში მოწითალო ფერის ლაქები, ასეთივე ფერის ლაქები დაფიქსირდა მარჯვენა ფეხსაცმლის ქუსლზე. ამოღებული ნივთები დაილუქა სათანადო წესით, საგამოძიებო მოქმედების დროს გადაღებული ფოტოსურათები დაერთო სს საქმეს (გამომძიებელი ა-----–-----–---–------–---------------------------------------------

 

ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, 2017 წლის 10 მარტს, მოწმე ა----------------------ისაგან აღებული იქნა სისხლის ნიმუში, რაც დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი ა-----–-----–---–---------------------ე, მოწმე ა--------------ი, თარჯიმანი ი--------).

 

ამოღების ოქმის თანახმად, 2017 წლის 12 მაისს, გამომძიებელ ა-----–-----–---–ის მიერ შპს „გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრიდან“ ამოღებული იქნა მ--–----------------ის სამედიცინო ისტორია თანდართულ რენტგენოფირებთან ერთად, მათ შორის, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №----- საიდანაც ირკვევა, რომ მ--–----------------- კლინიკისთვის მიუმართავს 12.03.17წ 00:36სთ, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს 01:10სთ-ზე, დიაგნოზით: მრავლობითი ჭრილობები მარცხენა წვივის არეში, ავადმყოფობის მიმდინარეობა: მწვავე; პაციენტს მიკროქირურგის მიერ შეეთავაზა ჰოსპიტალიზაცია ჭრილობების რევიზიის მიზნით, რაზეც მან უარი განაცხადა.

 

შპს „გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრის“ თანამშრომელმა მოწმე კ-------–---------ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა, რომ 2017 წლის 12 მარტს, მ--–----------------- მათ კლინიკაში გაეწია სამედიცინო დახმარება, პაციენტის სამედიცინო ისტორია კი გამომძიებელმა ამოიღო სასამართლოს განჩინების საფუძველზე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ქ---------------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:

 

შპს გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრის ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი №----ის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და წვივის ძვლების რენტგენოგრაფიის დასკვნის ქსეროასლების ჩანაწერების მიხედვით, მოქ. მ--–----------------- კლინიკისთვის მიუმართავს 12.03.17წ 00:36სთ, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს, დიაგნოზით: მრავლობითი ჭრილობები მარცხენა წვივის არეში. აღნიშნული დაზიანებები მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლით თუ მოუშლელად ამის განსაზღვრა, მიმყენებელი საგნის და ხანდაზმულობის დადგენა შეუძლებელია, სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებში დაზიანებათა მორფოლოგიური სურათის არასრული აღწერილობის გამო.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ქ---------------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:

 

შპს „პირველი საავადმყოფოს“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №-----ის და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ-ის ქსეროასლების ჩანაწერების მიხედვით, მოქ. ა----------------------ს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით კლინიკისთვის მიუმართავს 10.03.2017წ 14:45სთ, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს, დიაგნოზით: მარჯვენა წვივის გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა. აღნიშნული დაზიანება განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა: ნ-----–--------–--------------------–-----–---–-ა, გ----------------–---–მა, მ-----------–---–---–მა, ზ----------------–---–მა, მ-----------------ემ, ვ----–---------–---მა, გ----------------–---–------------------------------------------------------ დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ფონზე დაცვის მხარის პოზიციას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუსაბუთებლად უარყო ერთი და მიიღო მეორე მტკიცებულება, ისე რომ მათ შორის არ აღმოფხვრილა წინააღმდეგობა და წარდგენილი ბრალი დადასტურებულად მიიჩნია მხოლოდ მოწმე რ-----------–---ის ურთიერთგამომრიცხავი, წინააღმდეგობრივი და ცრუ ჩვენების საფუძველზე, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან აღნიშნული პოზიცია ეწინააღმდეგება საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს, რომლებიც სრულად ადასტურებენ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ:

 

2017 წლის 10 მარტს, დაახლოებით 12:20 საათზე, ქ------–--–--------------–------------–----------------- №---ის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა ერთადერთი კონფლიქტი (გამოკვლეული მტკიცებულებებით არ გამოვლენილა, რომ 10 მარტს თუნდაც დღის სხვა მონაკვეთში ადგილი ჰქონდა მსგავს ინციდენტს), რასაც შედეგად მოჰყვა გადაჭრილი თოფიდან ორი გასროლა და ორი პირისათვის: მ--–----------------ისა და ა----------------------ისათვის დაზიანებების მიყენება.

 

დაზარალებულ მ------------ისა და თვითმხილველი მოწმის რ-------–---ის ჩვენებით, ზ/აღნიშნული კონფლიქტის მხარეები იყვნენ თავად მ--–----------------ი და ც-----------------–---–ი.

 

2017 წლის 10 მარტს, ც------ უ--------–---–--ა და მ--–---- მ----------ის კონფლიქტისა და მსჯავრდებულის მხრიდან დაზარალებულის მიმართულებით გადაჭრილი თოფიდან, ე.წ. „აბრეზიდან“ ორჯერ გასროლის თვითმხილველმა მოწმემ (რომელიც იმავდროულად ც-----------------–---–ის მამასთან ჯ-----------–---–--ან ერთად ცდილობდა მოჩხუბართა გაშველებას და შეიარაღებული ც------ს შეჩერებას) რ-----------–---მა დეტალური, თანმიმდევრული და გულწრფელი ინფორმაცია მიაწოდა როგორც გამოძიებას, ისე სასამართლოს 2017 წლის 10 მარტს განვითარებული მოვლენების შესახებ, კერძოდ, მისი ჩვენება კონფლიქტის დროის, ადგილისა და მიმდინარეობის, კონფლიქტში მონაწილე და დაპირისპირებული მხარეების გასაშველებლად ჩართული პირების, ბრალდებულის დაზარალებულისაგან განცალკევებისა და მამის მხრიდან შეკავების მცდელობის მიუხედავად, ც-----------------–---–ის მ--–----------------ის მიმართულებით გაქცევისა და გადაჭრილი თოფიდან ორჯერ გასროლის, ქუჩაში მყოფი შეშინებული მოქალაქეების ყვირილისა და პანიკის, საცხოვრებელი კორპუსებიდან ხალხის ყურადღების მიპყრობის, მ------------ის მარცხენა ფეხში დაზიანებისა და კოჭლობის, აგრეთვე შეიარაღებული ც-----------------–---–ისა და მამამისის ე.წ. „-------–---- სასაფლაოსაკენ გაქცევის თაობაზე, უმცირეს დეტალებშიც კი სრულ თანხვედრაშია სს საქმეზე დაკითხული ფაქტის შემსწრე ყველა სხვა მოწმის: კ-------–-------ს, მ-ჯ-------–---–ის, ა--------------ის, თ.ჯ-------–---–ის, თ-–------------------–---–-ს, ნ-------–---–ისა და თ-------ს ჩვენებებთან. მოწმე რ-------–---ის ჩვენება ასევე შესაბამისობაშია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმსა და ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნასთან, რომელთა თანახმად, ც-----------–---–ის მიერ მ------------ის მიმართულებით ორჯერ დამიზნებით გასროლის შედეგად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იქნა პლასტმასისა და მეტალის საგნები, რაც წარმოადგენს გლუვლულიანი იარაღებისათვის განკუთვნილი ვაზნების დამუხტვისას გამოყენებულ ქარხნული წესით დამზადებული ჭურვის (საფანტი, ფინდიხი) დეფორმირებულ ფრაგმენტსა და ქარხნული წესით დამზადებული, 16 კალიბრის გლუვლულიანი იარაღებისათვის განკუთვნილ, ამავე კალიბრის ვაზნების დენთის ფენისა და ჭურვის განსაცალკევებლად გამოყენებულ პლასტმასის ტიზს. მოწმე რ-------–---ის ჩვენება ასევე თანხვედრაშია ა--------------ისა და მ------------ისათვის მიყენებული დაზიანებების ამსახველ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებთანაც.

 

2017 წლის 10 მარტს, მ------------ის მიმართ ც-----------–---–ის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედების დაწყების, მიმდინარეობისა და შედეგის თაობაზე თვითმხილველი მოწმის, რ-------–---ის ჩვენება სრულ შესაბამისობაშია დაზარალებულ მ------------ის გამოძიებაში მიცემულ ჩვენებასთან იმ განსხვავებით, რომ მ-------------ა დაკითხვის დროს განმარტა, რომ უცნობმა პირმა ესროლა გადაჭრილი თოფიდან და მიაყენა დაზიანება ფეხის არეში. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს დაზარალებულის (რომელიც ადასტურებს მის მიმართ განხორიციელებული დანაშაულის ფაქტობრივ გარემოებებსა და დეტალებს, თუმცა უარყოფს დანაშაულებრივ ქმედებაში ც-----------–---–ის მონაწილეობას და ამ გზით, ცდილობს მისთვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას) ზ/აღნიშნული პოზიციის მიღმა არსებულ მოტივს, რაც ნათლად არის ასახული ფარული საგამოძიებო მოქმედების მასალებში ე.წ. კრებსებში, კერძოდ, მ------------ი გამომძიებელ ვ-------–---თან საუბარში უარს აცხადებს გამოძიებისათვის ც-----------–---–ის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებაზე, ვინაიდან ც-----------------–---–თან აკავშირებს ბავშვობიდან მეგობრული ურთიერთობა, ამასთან ეშინია, რომ ც------ და მისი მეგობრები ქუჩური წესებით მოსთხოვენ პასუხს დანაშულის ჩადენაში ც------ს მამხილებელი ჩვენების მიცემის შემთხვევაში - „ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ვთქვი. „პროსტა“ ბოლომდე ის არა ვთქვი, რომ ც------მ მესროლა... ვერ დავადებ ვ---- ხელს, მე ვიცი, გარეთ პრობლემები მექნება მაგის გამო, მაგის საძმოსგან... ც------ს ადამიანობა აწუხებს თუ არა არ ვიცი, რომ აწუხებდეს მოვიდოდა და იტყოდა თვითონ...(რასაც ჩემთან ყვები, ჩვენებაში რატომ არ წერ) მე ჩვენებას არ შევცვლი, მე არ დავწერ.“ მ-----------ს ზ/აღნიშნული განწყობა და შიში სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირმა ვ-------–---მაც. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი DVD-R დისკი სხდომაზე ვერ იქნა გამოკვლეული მასზე არსებული მექანიკური დაზიანებების გამო, თუმცა აღსანიშნავია, რომ 05.04.2017წ ოქმით გამომძიებელ ა-----–-----–---–ის მიერ გაკეთდა ხსენებულ დისკზე არსებული ჩანაწერის ასლი დაცვის მხარისათვის გადასაცემად, სასამართლოში წარსადგენი მტკიცებულებების ნუსხის თანახმად კი, აღნიშნული DVD-R დისკი გადაეცა დაცვის მხარეს და მასზე ჩანაწერის არსებობა ან ავტენტიკურობა წინასასამართლო სხდომაზე სადავო არ გამხდარა, უფრო მეტიც, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზეც, დაცვის მხარე აპელირებდა მხოლოდ ერთ გარემოებაზე, ე.წ. „კრებსებში“ დაფიქსირებული „ვ----სა“ და „მ----ს“ იდენტიფიცირების პრობლემაზე, რაც სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან პროკურორ ნ-–------–ის 2017 წლის 11 მარტის დადგენილებითა და ფარული აუდიოჩაწერის/ვიდეოჩაწერის ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების №--5 ოქმით, აგრეთვე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 2017 წლის 12 მარტის განჩინებით დგინდება, რომ ქ------–--–---–--------------ში მდებარე შსს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, 2017 წლის 11 მარტის 13:06 საათიდან 13:13 საათამდე დროის პერიოდში, ჩატარებულია სწორედ მ--–----------------ისა და ვ----–---------–--ის შეხვედრისა და საუბრის ვიდეო და აუდიო ჩაწერა. გარდა ამისა, ფარული საგამოძიებო მოქმედებისა და შესაბამისი „კრებსების“ სისწორე სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა მასში მონაწილე და ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერის განმ----რციელებელმა პირმა ვ-------–---მა, შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ის 78- ე მუხლის თანახმად, ე.წ. „კრებსებს“ აქვს მტკიცებულებითი ძალა, ვინაიდან ცნობილია მისი წარმომავლობა, ავთენტიკურია და დადასტურებულია ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირის, მოწმე ვ-------–---ის მიერ.

 

სააპელაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ დაირღვა ც-----------------–---–ის მიმართ არსებული დამოუკიდებელი სასამართლოს უფლება, რადგან საქმეზე გადაწყვეტილება მიღებული იქნა ისე, რომ არ დაკითხულა დაზარალებული მ- მ----------ი. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, დაზარალებულ მ--–----------------ის წინასწარი გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების საჯაროდ გამოქვეყნების მართებულობასთან დაკავშირებით და გარდა საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლისა, მიუთითებს ევროსასამართლოს პრაქტიკაზეც, სადაც არაერთ გადაწყვეტილებაშია დაფიქსირებული პოზიცია, რომ ძალზე ფრთხილად და სათანადო წინდახედულობით უნდა შეფასდეს იმ მოწმეთა ჩვენებები, რომელთა უშუალოდ დაკითხვის საშუალებაც ბრალდებულს არ ჰქონდა არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვის სტადიაზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბრალდება მთლიანად ან მეტწილად დაფუძნებულია ასეთი პირების ჩვენებებზე, თუმცა ასეთი ჩვენებების წაკითხვა თავისთავად არ ეწინააღმდეგება კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტს.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულ მ--–----------------ის სასამართლო სხდომაზე დაკითხვა ვერ იქნა უზრუნველყოფილი ობიექტური მიზეზით (საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნის გამო, რაც გათვალისწინებულია ასევე საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლით) და მისი გამოძიებაში მიცემული ჩვენება საჯაროდ იქნა გამოქვეყნებული სასამართლო სხდომაზე, ამასთან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა სხვა მტკიცებულების გამოკვლევისა და გაანალიზების შედეგად დადგინდა, რომ ზ/აღნიშნული მოწმის ჩვენება არ იყო ერთადერთი მტკიცებულება, რომელსაც ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა ც-----------------–---–ის მსჯავრდებისათვის, ამასთან მ------------ის ჩვენება 2017 წლის 10 მარტს, მის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედების თაობაზე (გარდა დანაშაულის ჩამდენ პირად ც-----------–---–ის დასახელებისა) სრულ და დეტალურ თანხვედრაშია მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან და არ ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ არცერთ მტკიცებულებას.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულის ც-----------------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის ალტერნატიულ მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, სააპელაციო პალატა იზიარებს ნაწილობრივ. აღნიშნულთან ერთად, სააპელაციო პალატა ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ასევე სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილ ცნობებს მსჯავრდებულის ჯანმრთლობასთან დაკავშირებით და შესაძლებლად მიაჩნია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევა სასჯელის შემცირებით, კერძოდ, მსჯავრდებულ ც-----------------–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) თვის ვადით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 მაისის განაჩენში, უნდა შევიდეს ცვლილება, კერძოდ, სასჯელის ნაწილში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ც-----------------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ----------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 მაისის განაჩენში.

ც-----------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ ც-----------------–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 15 მაისიდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ორი ცალი პლასტმასის და ერთი ცალი ლითონის დეტალი, ა--------------ის სისხლის ნიმუში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

- 4 (ოთხი) ცალი ლაზერული დისკი შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით;

- ა--------------ის ტანსაცმელი, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ- ხოლოაშვილი