განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117001908449
საქმე №1ბ/63-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 სექტემბერი 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ლელა ბახტაძის, ზაზა ჭანტურიძის, ე--ტერინე ობოლაძის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლების - იზ---------–-–---–ის, ნა------------ის
ადვოკატ - ლე------------–---–ის
მსჯავრდებულ - კა-------------ას
მონაწილეობით,მსჯავრდებულ კა-------------ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
კა-------------ას მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 30 დეკემბერს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი 0----------, საშუალო-ტექნიკური განათლებით, ნასამართლევის, დასაოჯახებელის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თ---–---------------------–---–------------ში, ამჟამად პატიმრის, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 21 ნოემბრის განაჩენით:
კა-------------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით.
კა-------------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი და კა-------------ას სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 27 იანვრის განაჩენით კა-------------ას მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი - 1 წელი და 6 თვე და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 27 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, კა-------------ას სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით.
კა-------------ას მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით;
მანვე, ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება, განზრახ მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 11 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ნასამართლევი კა-------------ა 2017 წლის 23 თებერვალს, 05:25 საათიდან 05:29 საათამდე პერიოდში, ქ. თ---–--–----------------–-------------ში მდებარე მაღაზია ,,ფ-----------დან“, ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 1 ბოთლ ,,რემი მარტინის“ ფირმის კონიაკს და 1 ცალ ელექტრო საპარსს, რამაც შპს ,,ფ-----------სთვის“ 257 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 11 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი კა-------------ა 2016 წლის 27 იანვარს ქ. თ---–--–-----------–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ატარებდა ცივ იარაღს - დანას.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა კა-------------ამ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის განაჩენის გაუქმება და გამართლება, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. განაჩენი ემყარება კანონის დარღვევით მოპოვებულ და ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებებს, კერძოდ, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმში გამომძიებელი აღნიშნავს, რომ 2017 წლის 20 მარტს მაღაზია ,,ფ-----------ს’’ მენეჯერ სო-------–--–----–---–ისგან გამოთხოვილ იქნა მაღაზიაში არსებული კამერის ჩანაწერი, რაც ეწინააღმდეგება სო-------–--–----–---–ის ჩვენებას, ვინაიდან მან განაცხადა, რომ აღნიშნული კამერების ჩანაწერი გამომძიებელს გადასცა მაღაზიის უსაფრთხოების სამსახურმა, მას ჩანაწერი არ გადაუცია, უბრალოდ ხელი მოაწერა გამომძიებლის ოქმზე; ამასთან, დაცვის მხარეს არ მიეცა საშუალება დაეკითხა ,,ფ-----------ს’’ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, რომელიც დაადასტურებდა აღნიშნული ვიდეო ჩანაწერის წარმომავლობას. ვიდეოჩანაწერი სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა ვინაიდან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი 78-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ნივთიერი მტკიცებულება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ მხარეს შეუძლია მოწმედ დაკითხოს პირი, რომელმაც მოიპოვა/შექმნა იგი ან/და რომელთანაც ინახებოდა სასამართლოში წარდგენამდე. მოწმე სო-------–--–----–---–მა ასევე განაცხადა, რომ მას სხვა დროს არ წარუდგენია გამომძიებლისთვის მაღაზიაში დამონტაჟებული კამერების ჩანაწერი, თუმცა სო-------–--–----–---–ი 2017 წლის 01 მარტის გამოკითხვის ოქმში აცხადებს, რომ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით მოგვიანებით წარუდგენდა მაღაზია ,,ფ-----------დან’’ ქურდობის ფაქტის ამსახველ ვიდეო ჩანაწერს. 2017 წლის 3 მარტს გამომძიებელ გო-----–---–---–ის მიერ შედგა დათვალიერების ოქმი მოწმე სო-------–--–----–---–ის მონაწილეობით, რა დროსაც დათვალიერდა და დათვალიერებით ამოღებული იქნა სო-------–--–----–---–ის მიერ წარდგენილი მაღაზია ,,ფ-----------ს’’ შიდა სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერი, რომელიც მოწმის განმარტებით ასახავდა აღნიშნული მაღაზიიდან ნივთების ქურდობის ფაქტს, აღნიშნულით დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები, რომელიც აწესებს ვიდეო ჩანაწერის ფარული რეჟიმით ამოღების სტანდარტს. სსსკ-ის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში ინახება სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან დოკუმენტი, პროკურორი უფლებამოსილია გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართოს შესაბამისი ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით, ამდენად, დათვალიერებისას კი არ უნდა წარედგინა ვიდეო ჩანაწერი მოწმეს, არამდე პროკურორს უნდა მიემართა სასამართლოსთვის ვიდეო ჩანაწერის ფარულ რეჟიმში გამოთხოვის შესახებ. ბრალდების მხარემ 2017 წლის 16 მარტს მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ფარულ რეჟიმში მაღაზია ,,ფ-----------დან’’ ვიდეო ჩანაწერის გამოთხოვის შესახებ, 2017 წლის 20 მარტს, განჩინებით გამომძიებელმა ფორმალურად ხელის მოწერით სო-------–--–----–---–ისგან გამოითხოვა ვიდეო ჩანაწერი. ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ დგება ეჭვის ქვეშ ვიდეო ჩანაწერის კანონიერება და მისი სანდოობა, ერთი მხრივ მოწმე სო-------–--–----–---–ი ამბობს, რომ მაღაზიაში კამერების ჩანაწერი ინახება 21 დღე, მეორე მხრივ, გამოძიებამ ამოიღო ვიდეო ჩანაწერი 26 დღის შემდეგ, საქმის მასალების ანალიზით შედეგად სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს არც სასამართლოს განჩინებით ამოღებული ვიდო ჩანაწერი და არც სო-------–--–----–---–ის ჩვენება, აღნიშნული მტკიცებულებები ვერ შეფასდება, როგორც უტყუარი მტკიცებულებები. სასამართლოში ნივთმტკიცებათა გამოკვლევის ეტაპზე გამოკვლეული იქნა ხალათი, რომელსაც შიგნით აქვს ჯიბე და სადაც თითქოს მსჯავრდებულმა მოათავსა მაღაზია ,,ფ----------ში’’ მოპარული 0,700 ლიტრიანი ალკოჰოლური სასმელი, ბინის ჩხრეკის ოქმშიც აღწერილია, რომ ნანახი და ამოღებული იქნა მოყავისფრო ფერის მამაკაცის ხალათი, თუმცა სასამართლოში დათვალიერებისას ხალათი აღმოჩნდა მწვანე, რომელსაც შიგნით არცერთი ჯიბე არ აქვს, აღნიშნული ცდომილებაც გამოძიების სანდოობას ეჭქვეშ აყენებს, 2017 წლის 01 მარტს კ. ხ------ს ბინის ჩხრეკის დროს ასევე ამოღებული იქნა ,,ი-–-----ის’’ ფირმის ელექტრო პირის საპარსი, რომელსაც გამოძიების ვერსიით მსჯავრდებული ფარულად დაეუფლა მაღაზია ,,ფ----------ში’’ 2017 წლის 23 თებერვალს, რაც ვერ დასტურდება, რადგან საპარსი არ არის იდენტიფიცირებული მაღაზიის თანამშრომლების მიერ. აღნიშნული საპარსი, კ------- რ-------ს განმარტებით, ეკუთვნის მის მამას. გამოძიებაში და სასამართლოში მოწმე სო-------–--–----–---–ი ამბობს, რომ მან ელექტრო საპარსის და ალკოჰოლური სასმელის დანაკლისი მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც მაღაზიაში ჩაატარა აღწერა, თუმცა საქმეში არ მოიძებნება აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი. აპელანტის აზრით, კამერის ჩანაწერი კანონიერადაც, რომ იყოს მოპოვებული, მასში მაინც არ ჩანს, რომ მსჯავრდებულს რაიმე გააქვს მაღაზიიდან, ხელში უკავია ან დამალული აქვს. აპელანტი ასევე აღნიშნავს, რომ ნამდვილად ჰქონდა დანა, რომელსაც მხოლოდ პირადი ჰიგიენის მოწესრიგების მიზნით ატარებდა. თუმცა, პასუხგაუცემელია კითხვა, თუ ვინ დანიშნა ექსპერტიზა მისგან ამოღებულ დანაზე. გამომძიებელმა ვ-------- კ-------–--ემ, რომელიც საქმეზე იყო მთავარი გამომძიებელი, განმარტა, რომ ამოღებულ დანაზე ექსპერტიზა დანიშნა პატრულ ინსპექტორმა, რაც ეწინააღმდეგება ექსპერტ ბ---- შ-----–--ს სასამართლოსათვის მიცემულ ჩვენებას, ვინაიდან მისი განმარტებით დანაზე ექსპერტიზა დანიშნა არა პატრულ ინსპექტორმა, არამედ გამომძიებელმა.
სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს აპელანტებმა დააზუსტეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მოითხოვეს გამართლება ქურდობის ეპიზოდში, ხოლო, ცივი იარაღის ტარების ეპიზოდში განაჩენს სადავოდ არ ხდიან.
სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის თანახმად საქმეს იხილავს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში აპელანტები სადავოდ ხდიან განაჩენს ქურდობის ეპიზოდში.
დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება მსჯავრდებულის მიერ მაღაზია ,,ფ-----------დან“ ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ერთი ბოთლი ,,რემი მარტინის“ ფირმის კონიაკის და ერთი ცალი ელექტრო საპარსის ფარულად დაუფლება, პალატა არ იზიარებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, კერძოდ, პალატა მხედველობაში იღებს შემდეგს:
დაზარალებულის წარმომადგენელის სო-------–--–----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 01 მარტს მუშაობდა ქ. თ---–--–------------–-------------ში მდებარე მაღაზია ,,ფ----------ში“ მენეჯერის თანამდებობაზე. ყოველი თვის დასაწყისში ახდენდა არსებული პროდუქტების ინვენტარიზაციას. ერთ-ერთი ასეთი შემოწმების დროს აღმოაჩინა, რომ პროდუქციაში იყო დანაკლისი, კერძოდ, აკლდა „რემი მარტინის“ ფირმის კონიაკი, რის გამოც შეამოწმა მაღაზიაში არსებული ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. ჩანაწერებში ნახა, რომ 2017 წლის 23 თებერვალს, მაღაზიაში შედის მამაკაცი მუქი ფერის ხალათით, ათვალიერებს წვერის საპარსებს, იღებს ერთ-ერთს მათგანს და იდებს ხალათის ჯიბეში. შემდეგ, მიდის სასმელების განყოფილებაში, სადაც ხალათის ჯიბეში ჩადებული წვერის ელექტრონული საპარსი გადააქვს შარვლის უკანა ჯიბეში, ალკოჰოლური სასმელების ზედა თაროდან იღებს ,,კონიაკს“ და გადის მაღაზიიდან. ვიდეოჩანაწერის დათვალიერების შემდეგ მიმართა შესაბამის ორგანოებს, დაიკითხა მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით და ვიდეოჩანაწერები გადასცა გამომძიებელს. ასევე მიუთითა, რომ მაღაზიიდან მოპარული წვერის საპარსის ღირებულება შეადგენდა 45 ლარს და 0,7 ლ. ტევადობის ,,რემი მარტინის“ ფირმის კონიაკის - 212 ლარს.
2017 წლის 02 მარტის სს ,,ფ-----------ს“ ადმინისტრაციის N1324 შეტყობინებით დგინდება, რომ ქ. თ---–--–------------–-------------ში მდებარე სს ,,ფ-----------ს“ მაღაზიიდან მოპარული იქნა შემდეგი პროდუქცია: ,,რემი მარტინი“ 0,7 ლ. - რაოდენობის 1 ცალი - საერთო ღირებულებით 212 ლარი და ,,ი-–-----ის“ ელექტრო წვერის საპარსი - რაოდენობა 1 ცალი - საერთო ღირებულებით 45 ლარი. საერთო ჯამში მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 257 ლარი.
საქართველოს შსს ქ. თბილსის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილების გამომძიებელმა ბა--------------------მა განმარტა, რომ 2017 წლის 01 მარტს, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მისთვის ცნობილი გახდა 2017 წლის 23 თებერვალს, ქ. თ---–--–------------–-------------ში მდებარე ,,ფ-----------ს“ მაღაზიაში მომხდარი ქურდობის ფაქტის შესახებ. აღნიშნული დანაშაული ჩადენილი უნდა ჰქონოდა 1--- წელს დაბადებულ კა-------------ას, რომელიც ცხოვრობდა ქ. თ---–--–--------–---–--------------ში. ინფორმაციის მიღების შემდეგ, რეაგირების მიზნით პატაკით მიმართა ხელმძღვანელობას, რის შემდეგაც გამომძიებლის მიერ გამოიკითხა მოწმის სახით.
მოწმე გო-----–---–---–მა სასამართლოს განუმარტა, რომ 2017 წლის 1 მარტს, ქ. თ---–--–----------------–-------------ში მდებარე მაღაზია „ფ-----------ს“ მენეჯერმა - სო-------–--–----–---–მა განცხადებით მიმართა მაღაზიაში მომხდარი ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით. განცხადებაში მითითებული იყო, რომ მაღაზიიდან მოპარული იყო ,,რემი მარტინის“ ფირმის კონიაკი და ელექტრო წვერის საპარსი. მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება და მოწმის სახით გამოიკითხა სო-------–--–----–---–ი. მიღებულ ოპერატიულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მოხდა ბ----- ქ-------------ის მოწმის სახით გამოკითხვა. მოწმის სახით გამოიკითხა კა-------------ა და ჩაატარა სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის კომპიუტერული სისტემიდან ფარული საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში - ინფორმაციის გამოთხოვის გზით სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამოითხოვა შპს ,,ფ-----------ს“ მაღაზიაში დამონტაჟებული ვიდეო სათვალთვალო კამერების მიერ დაფიქსირებული ჩანაწერები. კა-------------ასთან ერთად დაათვალიერა გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები, რა დროსაც ბრალდებულმა მიუთითა, რომ ვიდეოჩანაწერებში გამოსახული პიროვნება იყო თავად და მაღაზიიდან მოიპარა ,,რემი მარტინის“ ფირმის კონიაკი და ,,ი-–-----ის“ ფირმის წვერის საპარსი.
მოწმე ზა------–-------–---–ის განმარტებით, 2017 წლის 1 მარტს, საღამოს საათებში ქ. თ---–--–----------–---–-- ქუჩაზე მდებარე კა-------------ას საცხოვრებელ სახლში გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, დადგენილების საფუძველზე ილ-------–-–---–ის და კა-------------ას დის - ე-- ხ------ს თანხმობითა და მონაწილეობით ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება - კა-------------ას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად კა-------------ას საძინებელი ოთახში არსებული საწოლის ზედაპირიდან ამოღებული იქნა ყავისფერი ხალათი, შავი ფერის ჟილეტი, ოთახის ფანჯრის რაფის ზედაპირიდან ამოღებული იქნა ,,ი-–-----ის“ ფირმის ელექტრო საპარსი და წიგნები. ამოღებული ნივთები დაილუქა კანონით დადგენილი წესით. მის მიერ შედგენილი იქნა საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ოქმი და დადგენილება, სადაც ზუსტად არის ასახული საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობა და შედეგები, დაფიქსირებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ყველა პირის ხელმოწერა.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ილ-------–-–---–მაც.
მოწმეთა ჩვენებები დასტურდება 2017 წლის 01 მარტის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით, რომლის თანახმად დადგენილია, რომ ქ. თ---–--–----------–---–-- ქუჩა N----ში მდებარე კა-------------ას საცხოვრებელ სახლში ჩატარებული იქნა ჩხრეკა, რა დროსაც საძინებელ ოთახში შესასვლელიდან პირდაპირ, საწოლის ზედაპირიდან ამოღებული იქნა მოყავისფრო ფერის მამაკაცის ხალათი ე. წ. ,,კაპიშონით’’, 1 ცალი დუტის შავი ფერის ჟილეტი. ასევე, საძინებელი ოთახის ფანჯრის რაფიდან ამოღებული იქნა 1 ცალი მამაკაცის წვერის ელექტრო საპარსი მოწყობილობა ,,ILITEK“-ის ფირმის და 3 ცალი წიგნი. ამოღებული ნივთები მოთავსდა შესაბამის ფუთებში და დაილუქა სათანადო წესით.
მოწმე თო--------------–---–მა სასამართლოს განუმარტა, რომ საქართველოს შსს ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-7 განყოფილებაში, 2017 წლის 1 მარტს, მოწმის სახით გამოკითხა ბრალდებული კა-------------ა, რომელმაც აღიარა ჩადენილი დანაშაული, რაზეც შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი, კა-------------ა გაეცნო ოქმს და მისი სისწორე დადასტურა ხელმოწერით. შემდეგ, კა-------------ას მიეცა წინადადება მონაწილეობა მიეღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, რაზედაც ბრალდებულმა განაცხადა თანხმობა. ექსპერტების და კა-------------ას მონაწილეობით ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც ზემოაღნიშნულ პირებთან ერთად მივიდა ქ. თ---–--–------------–-------------ში მდებარე სუპერმარკეტში, სადაც კა-------------ამ მიუთითა მის მიერ „რემი მარტინის“ ფირმის ალკოჰოლური სასმელის და წვერის საპარსის ქურდობის ფაქტზე.
იგივე დაადასტურა მოწმე ზუ-------–----ემ სასამართლო სხდომაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ მის მიერ ფოტოსურათებით მოხდა იმ ადგილების დასურათება, საიდანაც ბრალდებულმა, მისივე განმარტებით აიღო ალკოჰოლური სასმელი და წვერის საპარსი მოწყობილობა. აღნიშნული დაადასტურეს ასევე მოწმის სახით დაკითხვისას ზემოაღნიშნულ საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირებმა თე--------------მა და იზ--–-----–---–მა.
მოწმეთა ჩვენებები დასტურდება 2017 წლის 01 მარტის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და მასზე დართული ფოტოცხრილით, რომლის თანახმად კა-------------ა გამოძიებას უჩვენებს იმ ადგილს, საიდანაც მან 2017 წლის 29 თებერვალს, სუპერმარკეტ ,,ფ-----------ს“ შესაბამისი სექციების თაროდან მოიპარა ,,რემი მარტინის“ ფირმის ალკოჰოლური სასმელი და ,,ი-–-----ის“ ფირმის ელექტრონული წვერის საპარსი მოწყობილობა.
მსჯავრდებულმა კა-------------ამ სააპელაციო სასამართლოში განმარტა, რომ არ ცნობს თავს დამნაშავედ, ვინაიდან 2017 წლის 23 თებერვალს, დროის გაყვანის მიზნით შევიდა მაღაზია „ფ----------ში“ და ათვალიერებდა მაღაზიაში არსებულ პროდუქტებს, თან ელოდებოდა თავის მეგობარს, რომელთან ერთადაც აპირებდა ქალაქგარეთ წასვლას. ეცვა ხალათი, ჯინსები და ზევით სავარაუდოდ ე. წ. ,,კაპიშონიანი’’ ჯემპრი. მას მაღაზიაში არაფერი შეუძენია გავიდა გარეთ, ჩაჯდა იქვე მდგარ კუთვნილ ა/მანქანაში, სადაც დაახლოებით 10 წუთის შემდეგ მივიდა მისი მეგობარი და წავიდნენ. ასევე მიუთითა, რომ მისი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ,,ი-–-----ის“ ფირმის ელექტრო წვერის საპარსი ეკუთვნის მამამისს, რომელიც ოთახში შეტანილი ჰქონდა დასატენად. საგამოძიებო ექსპერიმენტთან დაკავშირებით კი განმარტა, რომ მას მაღაზიაში არაფერი მიუთითებია, პირიქით გამომძიებელს მიჰყავდა იგი იმ დახლებთან.
დაცვის მხარე აღნიშნავს, ვიდეოჩანაწერში არ ჩანს რომ მსჯავრდებულს რაიმე გააქვს მაღაზიიდან, ხელში უკავია ან დამალული აქვს, ამასთან, აღნიშნული ჩანაწერი კანონის დარღვევით არის მოპოვებული და შესაბამისად სასამართლომ ის არ უნდა გაიზიაროს.
დაცვის მხარის მოსაზრებას პალატა არ იზიარებს, ვინაიდან სს ,,ფ----------ში“ დამონტაჟებული შიდა სამეთვალყურეო კამერების ვიდეოჩანაწერებში კარგად ჩანს პიროვნება, რომელიც პროდუქციას ჯერ ითავსებს ხალათის შიგნით მარცხენა მხარეს, შემდეგ კი იდებს შარვლის უკანა ჯიბეში. იგი ასევე იღებს ერთ ბოთლ სასმელს, რომელსაც ასევე იდებს ხალათის შიდა მარცხენა მხარეს და ისე ტოვებს მაღაზიას, რომ არ იხდის აღებული პროდუქციის საფასურს.
აღნიშნული ასევე დასტურდება 2017 წლის 03 მარტის დათვალიერების ოქმით, რომლის თანახმად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს ქ. თ---–--–----------------–-------ში მდებარე მაღაზია ,,ფ----------ში“ დამონტაჟებული სამეთვალყურეო კამერების ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანს მაღაზიის შიდა ინტერიერი და სხვადასხვა სექციები. 05:25:14 საათზე ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ მაღაზიაში შედის საშუალო აღნაგობის მაღალი მამაკაცი, რომელსაც აცვია მუქი ფერის ხალათი და კისერზე მოხვეული აქვს კაშნეს მსგავსი სამოსი. აღნიშნული პირი ნელი სვლით მიემართება მაღაზიაში შემოსასვლელიდან მარჯვენა ფლიგელისკენ, სადაც განთავსებულია სხვადასხვა პროდუქციის სექციები, მამაკაცი ჩერდება მარჯვენა ფლიგელში მარცხენა მხარეს განთავსებულ სექციასთან. 05:25:38 საათიდან 05:25:46 საათამდე დროის შუალედში იგი ზემოაღნიშნული სექციიდან თავდაპირველად იღებს ერთ ცალ პროდუქტს და შემდეგ მალევე მეორე პროდუქტს, რა დროსაც თავდაპირველად აღებულ პროდუქტს დებს თავის ადგილზე, ხოლო მეორედ აღებულ პროდუქციას ითავსებს ხალათის შიგნით მარცხენა მხარეს. დათვალიერებაში მონაწილე სო-------–--–----–---–ის განმარტებით, მამაკაცის მიერ ხალათის შიგნით მოთავსებული პროდუქტი წარმოადგენს ,,ი-–-----ის“ ფირმის ელექტრო წვერის საპარსს. ამის შემდეგ, მამაკაცი ტრიალებს კვლავ შესასვლელიდან მარჯვნივ მდებარე ფლიგელში და ათვალიერებს სექციებზე განთავსებულ პროდუქციას, რა დროსაც ხალათის შიდა ჯიბიდან შარვლის უკანა ჯიბეში გადააქვს სექციიდან აღებული ,,ი-–-----ის“ ფირმის წვერის საპარსი. შემდეგ მამაკაცი იღებს ჯიბიდან თანხას და ითვლის. ამის შემდეგ ზემოაღნიშნული მამაკაცი მიემართება ჰიგიენური საშუალებების სექციის გვერდით განთავსებულ სექციასთან, საიდანაც 05:26:26 საათზე იღებს პროდუქტს, მცირე ხანს უჭირავს ხელში და 05:26:36 საათზე აბრუნებს მას თავის ადგილზე. რის შემდეგაც მიემართება მარჯვენა ფლიგელში უკიდურეს მარჯვენა მხარეს განთავსებულ ალკოჰოლური სასმელების პირველ სექციასთან და ათვალიერებს პროდუქციას, ხოლო, 05:28:09 საათზე სექციის ბოლო მეექვსე თაროდან იღებს ერთ ბოთლ სასმელს, რომელიც სო-------–--–----–---–ის განმარტებით წარმოადგენს ,,რემი მარტინის“ ფირმის 0,7 ლ. მოცულობის კონიაკს, რის შემდეგაც მამაკაცი მიემართება სექციის გასწვრივ ფლიგელის სიღრმეში და 05:28:16 საათზე სასმელს იდებს ხალათის შიდა მარცხენა მხარეს. აღნიშნულის შემდეგ, მამაკაცი მიდის მაღაზიაში შემოსასვლელიდან ხელმარცხნივ მდებარე სალაროსთან, სადაც არ ზის მოლარე და ჩერდება მის წინ 05:28:32 საათზე რამდენიმე წამის განმავლობაში, რის შემდეგაც მიემართება გასასვლელი კარისაკენ და 05:28:46 საათზე ტოვებს მაღაზიას ისე, რომ არ იხდის აღებული პროდუქციის საფასურს.
რაც შეეხება ვიდეოჩანაწერის კანონიერებას, პალატა ითვალისწინებს შემდეგს:
2017 წლის 20 მარტის ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმის თანახმად ქ. თ---–------------------–-------------ში მდებარე სს ,,ფ-----------ს“ მენეჯერ სო-------–--–----–---–ისგან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოთხოვილი იქნა DVD დისკი, სადაც ასახულია 2017 წლის 23 თებერვალს 05:25 საათიდან 05:29 საათამდე შუალედის ვიდეოჩანაწერი, რომელიც მოთავსდა პაკეტში და დაილუქა N27/12/9 ლუქით.
2017 წლის 22 მარტის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ კა-------------ას მონაწილეობით დათვალიერებული იქნა ქ. თ---–--–----------------–-------ში მდებარე მაღაზია ,,ფ----------ში“ დამონტაჟებული შიდასამეთვალყურეო კამერების ვიდეოჩანაწერები.
დათვალიერებაში მონაწილე სო-------–--–----–---–ის განმარტებით მამაკაცმა აიღო ჯერ ,,ი-–-----ის“ ფირმის ელექტრო წვერის საპარსი, შემდეგ კი ,,რემი მარტინის“ ფირმის 0,7 ლ. მოცულობის კონიაკი.
კა-------------ამაც დაადასტურა, რომ ჩანაწერებში აღბეჭდილი ხალათიანი მამაკაცი არის თავად და მან თავდაპირველად აიღო და ჩაიდო ,,ი-–-----ის“ ფირმის ელექტრონული წვერის საპარსი, ხოლო მეორე ჯერზე ალკოჰოლური სასმელების სექციიდან ,,რემი მარტინის“ ფირმის კონიაკი. დათვალიერების შემდეგ DVD მასზე გადატანილი ვიდეოჩანაწერით მოთავსდა და დაილუქა 1 პაკეტად 27/12/9 ლუქით.
პალატა არ იზიარებს აპელანტის პოზიციას ქ. თ---–--–----------------–-------ში მდებარე მაღაზია ,,ფ----------ში“ დამონტაჟებული შიდა სამეთვალყურეო კამერების ვიდეოჩანაწერების საპროცესო ნორმების დარღვევით ამოღების შესახებ და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარის მოთხოვნის შემთხვევაში დოკუმენტს მტკიცებულებითი ძალა აქვს, თუ ცნობილია მისი წარმომავლობა და ის ავთენტიკურია. დოკუმენტი ან ნივთიერი მტკიცებულება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ მხარეს შეუძლია მოწმედ დაკითხოს პირი, რომელმაც მოიპოვა/შექმნა იგი ან/და რომელთანაც ინახებოდა სასამართლოში წარდგენამდე. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ვიდეოჩანაწერის გამოთხოვა მოხდა უფლებამოსილი პირისაგან - შპს ,,ფ-----------ს“ მენეჯერისგან კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინების საფუძველზე. მაღაზია ,,ფ-----------ს’’ მენეჯერი - სო-------–--–----–---–ი დაკითხული/გამოკითხული იქნა როგორც გამოძიების ეტაპზე, ისე სასამართლოში საქმის განხილვისას. სასამართლოში ასევე დაკითხული იქნა გამომძიებელი გო-----–---–---–ი, რომელმაც ამოიღო აღნიშნული ვიდეოჩანაწერები.
გასათვალისწინებელია, რომ ვიდეოჩანაწერებში არსებული ინფორმაცია თანხვედრაშია საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პირების მიერ მიწოდებულ ინფორმაციასთან, შესაბამისად, პალატას აღნიშნული ვიდეოჩანაწერის არგაზიარების საფუძველი არ გააჩნია.
მსჯავრდებული ასევე აღნიშნავს, რომ მისი სახლიდან ამოღებული წვერის საპარსი იყო მისი მამის, რაც გაზიარებული ვერ იქნება, ვინაიდან, მართალია მსჯავრდებული არ არის ვალდებული ადასტუროს მისი უდანაშაულობა, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე, მხარეები თავად წარადგენენ თავისი პოზიციის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, მოცემულ შემთხვევაში კი დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება მსჯავრდებულის პოზიციის დასასაბუთებლად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს კა-------------ას ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის დანიშნულ სასჯელს პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამავე კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. პალატა სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ კა-------------ასათვის დანიშნული სასჯელი სამართლიანია და მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ კა-------------ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 21 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
კა-------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით.
კა-------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი და კა-------------ას სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 27 იანვრის განაჩენით კა-------------ას მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი - 1 წელი და 6 თვე და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 27 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, კა-------------ას სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით.
მსჯავრდებულ კა-------------ას სასჯელის მოხდა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 03 აპრილიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები:
კა-------------ას ბინის ჩხრეკისას ამოღებული ხალათი, უმკლავებო მოსაცმელი, ელექტრო წვერის საპარსი, 3 ცალი წიგნი და კა-------------ასგან დათვალიერების დროს ამოღებული მზის სათვალე და 1 წყვილი ხელთათმანი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს.
მაღაზია ,,ფ-----------ს“ ვიდეოჩანაწერების ამსახველი კომპიუტერული დისკი და საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას გადაღებული ფოტოსურათების ამსახველი კომპიუტერული დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
კა-------------ასგან ამოღებული დანა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე