განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100118002463187
საქმე #1/ბ-979-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
9 სექტემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილმა
სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: გ------- მ----–--ის
მსჯავრდებულის: ვ----– დ------–-–---–ის
ადვოკატის: ლ---ნ ფ------–-–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ვ----– დ------–-–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ---ნ ფ------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ვ----–ი დ------–-–---–ის მიმართ, დაბადებული - 1----–-–------------–-, პირადი №-----------, დაოჯახებული, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, შპს „რ-–--“ დირექტორი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–------–--–-----------–-------------------–------------------------–-. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 აპრილის განაჩენით ვ----–ი დ------–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ- ის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ----– დ------–-–---–მა ჩაიდინა სხვისი სასაქონლო (მომსახურების) ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული (მარკირებული) საქონლის წარმოება და სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის თებერვლის შუა რიცხვებში, შპს „რ-–--” დირექტორმა ვ----–ი დ------–-–---–მა, ამავე კომპანიის საწარმოო ხაზის გამოყენებით, თ---–--–-------------------------–-, აწარმოა შპს ,,ჰ------–-----–-------------------” რეგისტრირებული N----------------------–------------) სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული 650 ტომარა ცემენტი, 50 კილოგრამიან შეფუთვაში, რომელიც 2018 წლის 20 თებერვალს შეიტანა სამოქალაქო ბრუნვაში და 5 525 ლარად მიჰყიდა შპს „ა--------------”, რამაც მნიშნველოვანი ზიანი გამოიწვია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2019 წლის 19 აპრილის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ვ----– დ------–-–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ---ნ ფ------–-–---–მა. საჩივრით მოითხოვნილია პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა. ძირითადად მოთხოვნა ეფუძნება სამ გარემოებას: 1. სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დააფუძნა საქმეზე უკანონოდ მოპოვებულ მტკიცებულებას, 2. ვ----– დ------–-–---–ის ქმედებაში არ იკვეთება დანაშაულის შემადგენლობის ობიექტური მხარე - სხვისი სასაქონლო ნიშნის გამოყენების ფაქტი, რადგან შპს ,,რ-–--“ მიერ გამოყენებული ცემენტის ტომარა აღრევამდე არ ჰგავს ,,ჰ------–-----–------ის“ სასაქონლო ნიშანს და 3. ბრალდების მხარემ ვერ დაამტკიცა დანაშაულის შემადგენლობის სუბიექტური მხარე - ბრალდებულის განზრახვა, რომ ის შეგნებულად იყენებდა სხვა სუბიექტის სასაქონლო ნიშანს.
სააპელაციო საჩივრის თანახმად, ბრალდების მხარემ მთავარი მტკიცებულება - 650 ტომარა ცემენტი, კანონის არსებითი ხელყოფის საფუძველზე მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ ტომრები შპს ,,რ-–--“ საწარმოო ტერიტორიაზე საწარმოს მფლობელობაში არსებულ ავტომანქანაზე იყო განთავსებული, გამომძიებელმა ლ---ნ ღ-----–---–მა, 2018 წლის 20 თებერვალს, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოახდინა მისი დათვალიერება, ამოღება და დალუქვა. საწარმოს ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა საწარმოს წარმომადგენლის ნებართვის, სასამართლო განჩინების ან გამომძიებლის დადგენილების გარეშე. კანონის თანახმად, კერძო ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედება - დათვალიერება - ტარდება ან მეპატრონის ნებართვით ან სასამართლოს განჩინებით. ამასთან დათვალიერების ობიექტი განთავსებული იყო შპს ,,რ-–--“ ავტომანქანაზე, თუმცა იურიდიული პირის წარმომადგენლის გარდა, გამომძიებელს არც ავტომანქანის მძღოლისგან და არც ლ---ნ კ------–--ისგან, რომელმაც საკონტროლოდ შეისყიდა ცემენტი, თანხმობა არ მიუღია. დაცვის მხარის მოსაზრებით, საგამოძიებო მოქმედების უკანონობაზე მეტყველებს ასევე ის გარემოებაც, რომ ბრალდების მხარემ დათვალიერებით ამოიღო საქმის მთავარი მტკიცებულება, მაშინ როდესაც საქართველოს სსკ-ის 119-ე მუხლის თანახმად, როდესაც წინასწარ არის ცნობილი კონკრეტული ნივთის ადგილსამყოფელი, მისი ამოღება ხდება სასამართლო განჩინების საფუძველზე, ჩხრეკით ან ამოღებით. აღნიშნულის გარდა ბრალდების მხარემ არსებითად ხელყო საქართველოს სსსკ-ის 121-ე მუხლის მოთხოვნები, როცა ცემენტის დათვალიერების პროცესში, პარალელურად ამოიღო ზედნადებები და ჩეკები. ამ შემთხევაშიც უნდა ჩატარებულიყო პირადი ჩხრეკა, რომელიც გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში კონტროლს გაივლიდა სასამართლოში.
სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, ,,ჰ------–-----–------ის“ სასაქონლო ნიშანსა და შპს ,,რ-–--“ მიერ წარმოებული ცემენტის შესაფუთი ,,პ-------–----–--------“ ტომარას აქვს მსგავსი ნიშნები, თუმცა განმასხვავებელი ნიშნებიც ობიექტურად არსებობს და ვ----– დ------–-–---–ის მიერ გამოყენებული ცემენტის შესაფუთი ტომარა, აშკარად განსხვავდება ,,ჰ------–-------“ სასაქონლო ნიშნისაგან. მანვე მიუთითა დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის ჩამტარებელი ექსპერტის გ-----–-–---–ის ჩვენებაზე და აღნიშნა, რომ მართალია მის მიერ დასკვნაში აისახა ის ნიშნები, რაც მსგავსი იყო შესადარებელ ობიექტებს შორის, თუმცა მიუხედავად ამისა, ექსპერტმა ტომრებს შორის აღრევამდე მსგავსება არ დაადასტურა. მოწმე უ-- ო–----–ის ჩვენებასთან დაკავშირებით საჩივარში მითითებულია, რომ ეს მტკიცებულება წარმოადგენს ერთი ადამიანის შეხედულებას/მოსაზრებას, რომელსაც ყველა სისხლის სამართლის საქმეზე იყენებს ბრალდების მხარე. მას სადავო ტომრებზე კვლ--- ჩატარებული არ აქვს და მხოლოდ ზეპირი განცხადებით შემოიფარგლება. ერთის მხრივ აღნიშნული მოწმე ადასტურებს ტომრებს შორის აღრევამდე მსგავსებას, მეორე მხრივ, ვერ ადასტურებს ტომრებს შორის იმგვარ მსგავსებას, რომ დაუშვას ერთი მომხმარებლის შეცდომა მაინც. რაც შეეხება დაზარალებულის ჩვენებას, ის დაინტერესებული მხარეა და სასამართლოს არ უნდა გაეთვალისწინებინა. აღრევამდე მსგავსებაში იგულისხმება მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა. მომხმარებელს კი ცემენტის ტომარა წარედგინება სიტყვობრივი ნიშნებით, რაც კიდევ უფრო გამორიცხავს შეცდომის ალბათობას, რადგან შპს ,,რ-–--“ ტომარას სიტყვა ,,ჰ------–-----–------ი“ საერთოდ არ აწერია და მის ნაცვლად აწერია ,,პ-------–----–-------“, ასევე განსხვადება სხვა წარწერებიც.
საჩივარში აღნიშნულია ასევე, რომ ვ----– დ------–-–---–ს სხვისი სასაქონლო ნიშანი არ გამოუყენებია, არამედ მნიშვნელოვნად განსხვავებულ შესაფუთ ტომარას იყენებდა. ამავე დროს მან არ იცოდა, რომ მსგავსი სასაქონლო ნიშანი ,,ჰ------–-----–------ს“ ჰქონდა რეგისტრირებული, რაც მის განზრახვას გამორიცხავს. ვ----– დ------–-–---–მა 2013 წლიდან დაიწყო ,,პ-------–---–--------“ ტომრებით ცემენტის წარმოება, ხოლო ,,ჰ------–-----–------ის“ პრეტენზიებისა და 2014 წლის ბოლო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ შეიტყო 2018 წლის თებერვალში, როდესაც შპს ,,რ-––-“ საგამოძიებო ორგანო შევიდა. 2013 წლიდან მოყოლებული იგი ცემენტის რეალიზაციას ახდენდა და არ იყო ვალდებული ყოველდღე ემოწმებინა საქპატენტის ვებ გვერდზე რეგისტრირებული მსგავსი ან იდენტური სასაქონლო ნიშანი. ამასთანავე, ,,პ-------–----–--------“ ტომრები დისტრიბუტორ კომპანიებს საზღვარგარეთიდან საქართველოში, საბაჟო კონტროლის გავლით აბსოლუტურად შეუფერხებლად შემოჰქონდათ და ყიდნენ, ყოველივე აღნიშნული კი ვ----– დ------–-–---–ს აძლევდა ვარაუდის საფუძველს, რომ პ-------–----–-------- ტომრების გამოყენება არავის უფლებას არ ხელყოფდა და არ ჰქონდა სამრეწველო საკუთრების ოფიციალური ბიულეტინის გადამოწმების საფუძველი. ყოველივე ზემოაღნიშნულდან გამომდინარე, აპელანტის მოსაზრებით შეუძლებელია ვ----– დ------–-–---–ს ,,ჰ------–-----–------ის“ მომხმარებლის მისაკუთრების მიზნით სხვისი სასაქონლო ნიშნის გამოყენების წინასწარი განზრახვით ეწარმოებინა ცემენტი, რადგან წარმოების დაწყებისას მსგავსი სასაქონლო ნიშანი არ არსებობდა.
სააპელაციო სასამართლოში, საქმის არსებითი განხილვისას დაცვის მხარემ მხარი დაუჭირა საჩივარს. ამავე დროს დააზუსტა და განმარტა, რომ მსჯავრდებულმა ვ----– დ------–-–---–მა იცოდა ,,ჰ------–-----–------ის“ სასაქონლო ნიშნის შესახებ, მათ შორის ნანახი აქვს ამ კომპანიის სარეკლამო ვიდეოკლიპი, თუმცა შპს ,,რ-–--“ მიერ ნაწარმოები ცემენტის ტომრები არ გავს ,,ჰ------–-----–------ის“ სასაქონლო ნიშანს.
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი, საქმესთან მათი რელ---ნტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ვ----– დ------–-–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ---ნ ფ------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უცვლელად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ვ----– დ------–-–---–ის ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებული უნდა გამართლდეს შერაცხულ ბრალდებაბში, ვინაიდან მიაჩნია, რომ აღნიშნული პოზიცია არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან, კერძოდ:
პირველი ინსტანციის სასამართლოში, მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის წარმომადგენლის - გ------- ც------ს ჩვენებით დგინდება, რომ იგი მუშაობს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კომპანია შპს „მ-----, გე--------------------–---––-“ იურისტის პოზიციაზე. 2016 წლიდან შპს ,,ჰ------–-----–------ კ----------” უწევს იურიდიულ მომსახურებას ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კუთხით. იმის გამო, რომ კონკურენტი კომპანიები ბაზარზე უკანონოდ იყენებდნენ შპს ,,ჰ------–-----–-------------------” სასაქონლო ნიშანს, 2009 წელს „საქპატენტში“ შეიტანეს პირველი განაცხადი, ხოლო 2014 წელს - მეორე, რის საფუძველზეც სსიპ „საქპატენტში“ კომპანიას რეგისტრირებული აქვს სამ განზომილებიანი სასაქონლო ნიშანი - ცემენტის შესაფუთი ტომარა (2----–-–-------------------------). სასაქონლო ნიშნის ფერებს წარმოადგენს ორი ფერი: მ–-----------–- ფერი. თუმცა დომინანტი არის მ–---- ფერი, დაახლოებით 70-75% წინა და უკანა ხედზე დაკავებული აქვს მ–---- ფერს, დანარჩენი უმნიშვნელო რაოდენობა ბ-–-------, ხოლო გვერდებზე აქვს დატანილი მ–---- მ---------------- ფორმის გამოსახულებები. შპს ,,ჰ------–-----–-------------------” წარმომადგენლები სისტემატურად სწავლობენ ბაზარს და ცემენტის სარეალიზაციო ობიექტებს, რათა გაარკვიონ ხდება თუ არა მათი სასაქონლო ნიშნით ცემენტის ტომრების უკანონო გამოყენება. ბაზრის და ცემენტის სარეალიზაციო ობიექტების შესწავლა ხორციელდება ანონიმურად და სწორედ აღნიშნულ ფარგლებში გახდა მათთვის ცნობილი, რომ შპს „---–-- შპს ,,ჰ------–-----–-------------------” შეფუთვით აწარმოებს ცემენტს, რის შესახებაც შემდგომი რეაგირებისათვის განცხადებით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს. მოწმის განმარტებითვე, სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია წარმოშობს ნიშნის მფლობელის განსაკუთრებულ უფლებას და მას შეუძლია აუკრძალოს მესამე პირებს გამოიყენოს მისი ნიშნის იდენტური ან აღრევამდე მსგავსი ნიშანი, მოითხოვოს ასეთი საქონლის განადგურება, მიყენებული ზიანის ანაზღაურება და ა.შ., მათ შორის სისხლის სამართლის წესით დასჯა. ამასთან, ბრალდებულების ქმედების შედეგად კომპანიას მიადგა მატერიალური ზიანი და შეილახა მისი რეპუტაცია.
მოწმე უ-- ო–----–ის ჩვენებით დასტურდება, რომ მუშაობს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში სსიპ „საქპატენტში“ ს--------–-----–---------------------–--------–----------------------------------------–-. მის მოვალეობაში შედის სასაქონლო ნიშნის სარეგისტრაციოდ წარდგენილ განაცხადზე ექსპერტიზის ჩატარება. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შედეგად, ნიშანზე მოიპოვება განსაკუთრებული უფლება, რომლის მიხედვით ნიშნის მფლობელს შეუძლია მესამე პირს აუკრძალოს თავისი ნიშნის იდენტური ან აღრევამდე მსგავსი სასაქონლო ნიშნის გამოყენება ნებისმიერი ფორმით. გამოყენებაში იგულისხმება საქონლის შეტანა ბაზარზე, შეფუთვა და რეკლამისთვის გამოყენება. მათ ვებ გვერდზე განთავსებულია სრული ინფორმაცია, რაც საჯაროა, ყველასთვის ხელმისაწვდომია და სასაქონლო ნიშნის თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნება წარმოადგენს ნიშნის მფლობელის კონკურენტებისათვის გაფრთხილებას. წინამდებარე მონაცემების მიხედვით, N----- სასაქონლო ნიშანზე განაცხადი შეტანილია 2014 წლის 25 ნოემბერს, რომელიც დარეგისტრირდა 20---–-–----------------- დაჩქარებული პროცედურით, რომლის მფლობელს წარმოადგენს შპს ,,ჰ------–-----–------ კ---------ი”, საიდენტიფიკაციო კოდით N---------. სასაქონლო ნიშანი არის სამ განზომილებიანი ფიგურა და შესრულებულია ორ ფერში - მ–---- და ჩ--–------- ფერებში. აღნიშნულ საქმეზე შეისწავლა შპს ,,რ-–--“ მიერ ცემენტის შესაფუთად გამოყენებული ტომრები, რომლებიც აღრევამდე მსგავსია შპს ,,ჰ------–-----–-------------------” მიერ ,,საქპატენტში“ დარეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანთან. მოწმის განმარტებითვე, თანამედროვე პრაქტიკით და ევროკავშირის ე.წ. „გაიდლაინებით“, იდენტურად მიიჩნევა ძალიან უმნიშვნელო დეტალის განსხვავების მქონე ნიშნებიც კი და შესაბამისად, აღნიშნულ პრაქტიკაზე და საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ადასტურებს, რომ გამოსაკვლ---დ წარდგენილი ცემენტის შესაფუთი ტომრები არის აღრევამდე მსგავსი - ფაქტიურად ერთმანეთის იდენტური.
პირველი ინსტანციის სასამართლოში, საქმის არსებითი განხილვისას დაკითხული მოწმე ლ---ნ კ------–--ის ჩვენების დგინდება, იგი მუშაობს ფინანსთა სამინისტროს ს-----------------------------------------------–----–---------------------------–--–ი ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. პროკურორის დავალებისა და გამომძიებლის შესაბამისი დადგენილების საფუძველზე, კანონით დადგენილი წესით ჩართული იყო განსახილველი საქმის გამოძიებაში. ამ გამოძიების ფარგლებში, შპს „რ-–--“ტერიტორიაზე შეხვდა ვ----– დ------–-–---–ს, რომელსაც უთხრა, რომ უნდოდა ცემენტის შესყიდვა. ვ----– დ------–-–---–მა განუმარტა, რომ ცემენტს დაუმზადებდა რამდენიმე დღეში, ბ-–- ფერის, მ–---- ორნამენტებით გაწყობილ ტომრებში. რამდენიმე დღეში მართლაც დაუკავშირდა ბრალდებული და აცნობა, რომ მზად იყო ცემენტი. მივიდა შპს „რ-–--“ ტერიტორიაზე, სადაც დახვდა ცემენტი შეფუთული ბ-–--ჩ--–-------ი ფერის ტომრებში, რომელსაც ჰქონდა მ–---- ფერის ორნამენტები-კვადრატები. ცემენტი იყო დაფასოებული და ავტომანქანაზე დატვირთული, რომლის ღირებულება გადაუხადა ვ----– დ------–-–---–ს, რის შემდეგაც ვ----–მა შესაბამისი ზედნადები და ჩეკი გადასცა. საკონტროლო შესყიდვის დასრულებისთანავე დაუკავშირდა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც ადგილზე მივიდნენ და საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს.
მოწმე ლ---ნ ღ-----–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ მუშაობს ფინანსთა სამინისტროს ს-----------------------------------------------–----–---------------------------–--–ი გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 20 თებერვალს მისთვის ცნობილი გახდა, რომ შპს „რ-––-“უნდა მომხდარიყო საკონტროლო შესყიდვა. შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი და მივიდნენ შპს „რ-–--“ მიმდებარე ტერიტორიაზე. ინსპექტორ-გამომძიებელ ლ---ნ კ------–--ეს უნდა განეხორციელებინა საკონტროლო შესყიდვა, რის შემდეგ მათ ევალებოდათ შემდგომი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება. ლ---ნ კ------–--ე შევიდა შპს „რ-–--“ ტერიტორიაზე ცემენტის შესასყიდად, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ შეატყობინა, რომ განახორციელა საკონტროლო შესყიდვა და საგამოძებო ჯგუფი შევიდა შპს „რ-–--“ ტერიტორიაზე. გამომძიებლის მიერ გამოტანილი იქნა დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის ჩატარების თაობაზე, რომელიც ვ----– დ------–-–---–ს წარედგინა, გაეცნო და ჩხრეკაც ჩატარდა. გაიჩხრიკა ოფისი, რა დროსაც მაგიდიდან ამოღებული იქნა საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში ბრალდებულისთვის გადაცემული თანხა 5 525 ლარი. ასევე, ამოღებული იქნა 3000-მდე პარკი, რომლებიც იყო მ---------–---------–-------- ფერის, მ–---- შეფერილობის და შავი წარწერებით. მის მიერ დათვალიერდა შეძენილი ცემენტი - 550 ტომარა, რომელიც განთავსებული იყო „VOLVOS“-ს მარკის ავტომანქანაზე, ხოლო 100 ტომარა „ფორდ ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანაზე. მანვე, დაათვალიერა ორი ცალი სასაქონლო ზედნადები და ჩეკი და ექსპერტებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ნიმუშების აღებაში.
პირველი ინსტანციის სასამართლოში, საქმის არსებითი განხილვისას მსჯავრდებულმა ვ----– დ------–-–---–მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ სხვისი სასაქონლო ნიშანი არ გამოუყენებია და ცემენტის შესაფუთად მათ მიერ გამოყენებული ტომრები არსებითად განსხვავდება შპს „ჰ------–-----–-------------------“ მიერ ,,საქპატენტში“ დარეგისტრირებული სასაქონლო ნიშნისგან.
2018 წლის 25 თებერვლის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდისა და საინფორმაციო ბაზების დათვალიერების ოქმით დადგინდა, რომ შპს „---–-- რეგისტრირებულია 0--------- წელს სარეგისტრაციო ნომრით 2--------. კომპანიის იურიდიული მისამართია თბილისი, გლდანი-ნაძალადევის რაიონი, ფ--------- ქუ-- N--. კომპანიის დირექტორია ვ----– დ------–-–---–ი (----------------, ხოლო დამფუძნებლები არიან: ი---------------–--------------------- – 60%-ით და მ-------–---–------------------------ – 40%. დღგ-ს გადამხდელად კომპანია რეგისტრირებულია 2--------- წელს. კომპანიის ერთობლივი შემოსავალი 2005-2016 - წლებში შეადგენს 7 312 140 ლარს, ამავე პერიოდში მოგება - 765 790 ლარს, ხოლო 2005-2018 დღგ-ს დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 7 687 264 ლარს. სალარო აპარატი რეგისტრირებული აქვს იურიდიულ მისამართზე - თ---–--------–-----------–----------------------------------------- იგივე ადგილია მითითებული კომპანიის მიერ გამოწერილი ელ. ზედნადებებში ტრანსპორტირების ადგილად. კომპანიას ისევე როგორც წინა პერიოდებში, 2017-2018 წლების ანგარიშ-ფაქტურების მიხედვითაც უფიქსირდება ცემენტის საწარმოებლად საჭირო საქონლის შესყიდვა (მათ შორის კლინკერი, ღორღი, შესაფუთი ტომარა). ამავე პერიოდის გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ- ფაქტურებში შპს-ს უფიქსირდება სხვადასხვა მეწარმე სუბიექტებზე ცემენტის რეალიზაცია.
2016 წლის 14 იანვრის ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან დგინდება, რომ შპს „რ-–--“ დირექტორი არის - ვ----–ი დ------–-–---–ი.
2018 წლის 15 თებერვლის ოფიციალური ვებ-გვერდის დათვალიერების ოქმით დადგინდა, რომ ვებ გვერდზე „სასაქონლო ნიშნების“ საძიებო ველში სარეგისტრაციო ნომრის 2------ითითების შედეგად მოძიებული ინფორმაციით, შპს „ჰ------–-----–------ კ----------“ 2014 წლის 25 ნოემბერს რეგისტრირებული აქვს სასაქონლო ნიშანი (ნიშნის გამოსახულება) საიდენტიფიკაციო ნომრით 79650/3. კომპანიის წარმომადგენლად სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისას ფიქსირდება გ------- თ-------–---–-, ხოლო ნიშნის ვადის გასვლის თარიღია - 19.12.2024 წელი. სასაქონლო ნიშნად რეგისტრირებული შეფუთვა მოიცავს შემდეგ მახასიათებლებს: ბ-–- ფერის ტომრის წინა მხარეს დატანილია მ–---- ფერში შესრულებული მ--------------- ფორმის ფიგურა, რომლის ზედა მხარე არის რკალისებური, უკანა მხარეს ბეჟ ფერზე დატანილია მ–---- ფერის მ--------------- სწორი გვერდებით. ტომრის ასევე ბ-–- ფერის ძირსა და გვერდებზე დატანილია მ–---- ფერის გრძელი მ---------------- ფორმის ზოლები. სასაქონლო ნიშანი განკუთვნილია ცემენტის, ბეტონის, კირხსნარის და მასთან დაკავშირებული ნაწარმის შეფუთვისა და წარმოება-მომსახურების მიზნებისთვის (ვ-------–--------–----------------.
2018 წლის 20 თებერვლის, დათვალიერების ოქმის თანახმად თბილისში, ფ--------- ქუ-- N---–-, შპს „რ-–--“ საქმიანობის ეზოში განთავსებულია „ფორდ ტრანზიტის“ ფირმის სატვირთო ავტომანქანა და „VOLVO“-ს ფირმის მისაბმელიანი სატვირთო ავტომანქანა. ორივე ავტომანქანა დატვირთულია ცემენტის ტომრებით. ლ---ნ კ------–--ის განმარტებით, ავტომანქანებზე მოთავსებულია მის მიერ 20 თებერვალს შპს „რ-–--გან“ განხორციელებული საკონტროლო შესყიდვისას შეძენილი 650 ტომარა ცემენტი, მათ შორის 100 ტომარა მოთავსებულია „ფორდ ტრანზიტის“ ფირმის სატვირთო ავტომანქანაზე, ხოლო 550 ტომარა „VOLVO“-ს მარკის ავტომანქანის მისაბმელზე. დათვალიერებით დადგინდა, რომ „VOLVO“-ს მარკის ავტომანქანის სახელმწიფო ნომერია „--------- ხოლო მისი მისაბმელის ნომერია „--------. მისაბმელზე მწკრივებად ალაგია ცემენტით სავსე ტომრები. ტომრები კრემისფერია და გაწყობილია მ–---- ფერში. მ–---- ფერში აღინიშნება მ–---- ფერის საღებავით შესრულებული აგურების გამოსახულება, მის ქვემოთ კი ქართულად შესრულებული წარწერა „--------–-----–--------, E-------- ევროპული სტანდარტი, დამზადებულია საქართველოში, ხარისხიანი მშენებლობისთვის, 50 ლგ +_1“. ტომრებს მეორე მხარეს ს/ნ აქვს იგივე შინაარსის წარწერა ლათინურად. ტომრებს გვერდითა მხარეებზეც აქვს წარწერა „--------–-----–--------, მათ შორის ორ გვერდზე შესრულებულია ქართულად, ორზე ლათინურად. „ფორდ ტრანზიტის“ მარკის სატვირთო ავტომანქანის სახელმწიფო ნომერია „--------- მასზე ალაგია ზუსტად იგივე აღწერილობის ტომრები. დათვალიერებით დადგინდა, რომ „VOLVO“-ს მარკის ავტომანქანის მისაბმელზე მოთავსებულია 550 ცემენტით სავსე ტომარა, ხოლო ფორდ ტრანზიტის“ ფირმის მანქანის ძარაზე - 100 ცემენტით სავსე ტომარა. ყველა ტომარას აქვს ერთი და იგივე აღნიშვნა და არის ერთნაირი. ასევე დათვალიერებულ იქნა სასაქონლო ზედნადებები და ჩეკი. გამოწერილია ორი ცალი სასაქონლო ზედნადები. ერთი ზედნადების ნომერია ე-–---------------------------------------------------- გამყიდველია შპს „---–-- ს/ნ 2--------, მყიდველი შ---------------------------------, ტრანსპორტირების დაწყების ადგილია თბილისი, ფ---------------------- დასრულების ადგილი დიდი დიღომი, მარკოპოლოს ქუ-- N--, სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნ----------------, მძღოლი ნ-----–------------–---–------------------ საქონლის დასახელება - ცემენტი, კოდი 1620, რაოდენობა - 100, ერთეულის ფასი 8,5, სულ - 850 ლარი. მეორე ზედნადების ნომერია ე-–----------------------------------------------------, გამყიდველია შპს „---–-- ს/ნ 2--------, მყიდველი შ---------------------------------, ტრანსპორტირების დაწყების ადგილია ქ-------–--------------------------, დასრულების ადგილი დიდი დიღომი, მარკოპოლოს ქუ-- N--, სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი „--------- მისაბმელის „--------. მძღოლი ჯ----–---------–---–------------------ საქონლის დასახელება - ცემენტი, კოდი 1620, რაოდენობა - 550, ერთეულის ფასი 8,5, სულ -4675 ლარი. ჩეკის გამომწერია შპს „---–--, ს/ნ 2--------, თანხის ოდენობაა 5525 ლარი, თარიღია 20.02.2018; დრო 12:07.
2016 წლის 20 თებერვლის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ჩხრეკა ჩატარდა თბილისი, ფ--------- ქუ-- N---–- მდებარე შპს „რ-–--“ (ს/ნ 2--------) სამუშაო ადგილზე დირექტორ ვ----–ი დ------–-–---–თან, რომლისგანაც ამოღებული იქნა 5525 ლარი ფულადი თანხა და 3683 ცემენტის შესაფუთი ტომარა.
2018 წლის 5 მარტის დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის N--------- დასკვნით დადგინდა, რომ - შპს „რ-–------ (მისამართი: ფ--------- N--) ამოღებულ 1 ცალ 50 კილოგრამიან ცემენტის შეფუთვაზე (შიგთავსით), წარწერით „პ-------–----–-------“, განთავსებული გამოსახულებების შედარებითი კვლევისას წარდგენილ დოკუმენტაციაში N------- საიდენტიფიკაციო ნომრის მქონე სასაქონლო ნიშანთან დაკავშირებით, რეგისტრაციის ნომრით 2----- რეგისტრაციის თარიღი - 2014-12-19 (სულ 5 ფურცლად) და სისხლის სამართლის N092140218011 საქმის ტომში განთავსებულ სასაქონლო ნიშნის გამოსახულებასთან (საქმის N-------, შეტანის თარიღი: 2014-11-25, რეგისტრაციის N-----, რეგისტრაციის თარიღი: 2014-12-19), გამოვლინდა შემდეგი სახის თანადამთხვევები: როგორც გამოსაკვლ---დ წარმოდგენილ ტომარაზე, ასევე შესადარებელ სასაქონლო ნიშნის გამოსახულებაზე, სახით და უკანა მხარეებზე, განთავსებულია მ------------------ ფერის ფონზე დატანილი მ---–-------------------------------ი ფორმის გამოსახულება. ტომრების ოთხივე გვერდზე, მთელ სიგრძეზე განთავსებულია მ---–----- ფერის მ--------------- ფორმის ზოლი. თანადამთხვევებთან ერთად გამოვლინდა მცირედი განსხვავება, კერძოდ: გამოსაკვლევ ტომარაზე, სახით და უკანა მხარეზე განთავსებული მ---–----- ფერის მ---------------- გამოსახულების გვერდები სწორია, ხოლო შესადარებელი სასაქონლო ნიშნის ტომრის ერთ-ერთ მხარეზე მ---–----- ფერის მ---------------- ზედა მხარე რკალისებური ფორმისაა.
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა: თ----- გ-----–-–---–მა.
2018 წლის 7 მარტის, დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის N--------- დასკვნით დადგინდა, რომ შპს „რ-–------ ამოღებულ 32 ცალ (50 კგ.) ცემენტის შესაფუთ ცარიელ ტომარაზე, წარწერით „პ-------–----–-------“, განთავსებული გამოსახულებების შედარებითი კვლევისას წარმოდგენილ დოკუმენტაციაში N------- საიდენტიფიკაციო ნომრის მქონე სასაქონლო ნიშანთან დაკავშირებით, რეგისტრაციის ნომრით 2----- რეგისტრაციის თარიღი-2014-12-19 (სულ 5 ფურცლად) და სისხლის სამართლის N092140218011 საქმის ტომში განთავსებულ სასაქონლო ნიშნის გამოსახულებასთან (საქმის N-------, შეტანის თარიღი:2014-11-25, რეგისტრაციის N-----, რეგისტრაციის თარიღი: 2014-12-19), გამოვლინდა შემდეგი სახის თანადამთხვევები: როგორც გამოსაკვლ---დ წარმოდგენილ ტომრებზე, ასევე შესადარებელ სასაქონლო ნიშნის გამოსახულებაზე, სახით და უკანა მხრებზე, განთავსებულია მ------------------ ფერის ფონზე დატანილი მ---–----- ფერის მ--------------- ფორმის გამოსახულება. ტომრების ოთხივე გვერდზე, მთელ სიგრძეზე განთავსებულია მ---–----- ფერის მ--------------- ფორმის ზოლი. თანადამთხვევებთან ერთად გამოვლინდა მცირედი განსხვავება, კერძოდ: გამოსაკვლევ ტომრებზე, სახით და უკანა მხარეზე განთავსებული მ---–----- ფერის მ---------------- გამოსახულების გვერდები სწორია, ხოლო შესადარებელი სასაქონლო ნიშნის ტომრის ერთ-ერთ მხარეზე მ---–----- ფერის მ---------------- ზედა მხარე რკალისებრი ფორმისაა.
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა: თ----- გ-----–-–---–მა.
ამრიგად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ვ----– დ------–-–---–მა ჩაიდინა სხვისი სასაქონლო (მომსახურების) ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული (მარკირებული) საქონლის წარმოება და სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ქმედების სამართლებრივი შეფასებისას პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. იგივეა განცხადებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
რადგან ვ----–ი დ------–-–---–ი თავს არ ცნობდა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოიკვლია ბრალდების მხარის ყველა სადაო მტკიცებულება, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა მტკიცებულებათა სარწმუნოობა და ვ----–ი დ------–-–---–ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან. სიმბოლო შეიძლება იყოს: სიტყვა ან სიტყვები, აგრეთვე ადამიანის სახელი; ასოები; ციფრები; ბგერები; გამოსახულება; სამგანზომილებიანი ფიგურა, მათ შორის, საქონლის ფორმა ან შეფუთვა ისევე, როგორც საქონლის სხვა გარეგნული გაფორმება ფერის ან ფერთა კომბინაციის გამოყენებით.
სასაქონლო ნიშანი დაცულია „საქპატენტში“ მისი რეგისტრაციის ან საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე. ამავე კანონის მე-5 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პროდუქცია კონტრაფაქციულია და სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის ერთ-ერთი საფუძველია გარემოება, როდესაც გამოყენებული სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მსგავსია, ხოლო საქონელი იდენტური ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა. ამავდროულად, ამავე კანონის მე-6 მუხლით რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება წარმოიშობა ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან. განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეუძლია აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული უფლების მქონე პირის დაცული სასაქონლო ნიშნის: მსგავსია, ხოლო საქონელი იდენტური ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა; იდენტური ან მსგავსია და დაცულია სასაქონლო ნიშნის საქართველოში კარგი რეპუტაციის გამო. ამ ნიშნის გამოყენება მესამე პირს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს ან ზიანს აყენებს სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას ან მის განმასხვავებელუნარიანობას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სხვა შესაძლო აკრძალვათა გარდა, იკრძალება: სასაქონლო ნიშნის დატანა საქონელზე ან მის შეფუთვაზე; ამ მუხლის მე-4 პუნქტით სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე მესამე პირს ეკრძალება: ამ სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშნის დატანა შესაფუთ საშუალებაზე, ეტიკეტზე და ა.შ.; ამ სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშნით ნიშანდებული შესაფუთი მასალის ან შეფუთვის შეთავაზება, მიმოქცევაში შეტანა, გასაღება ან გასაღებისათვის მომზადება, მათი იმპორტი ან ექსპორტი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, სასაქონლო ნიშანი, ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მისი რეგისტრაციის მომენტიდან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით დაცულ ,,ქონებას“ წარმოადგენს. შესაბამისად, რეგისტრაციის პროცედურების დასრულების შემდგომ, სასაქონლო ნიშანი ხდება საკუთრების ობიექტი და მასზე ვრცელდება საკუთრების დაცვის ყველა სამართლებრივი რეგულაცია.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 ივლისის N147აპ-17 განაჩენზე, სადაც განმარტებულია, რომ „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ნებისმიერი საქონელი, მათ შორის შესაფუთი საქონელი, რომელზეც უნებართვოდაა მოთავსებული იმ სასაქონლო ნიშნის იდენტური სასაქონლო ნიშანი, რომელიც კანონიერად არის რეგისტრირებული ამ საქონელთან დაკავშირებით ან არსებითად არ განსხვავდება აღნიშნული სასაქონლო ნიშნისაგან და აქედან გამომდინარე, არღვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სასაქონლო ნიშნის მფლობელის უფლებებს, წარმოადგენს კონტრაფაქციულ პროდუქციას. აქვე საქართველოს უზანაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ის 196-ე მუხლის შემადგენლობას იძლ--- არა მხოლოდ იდენტური, არამედ მსგავსი სასაქონლო ნიშნის და იდენტური ან იმდენად მსგავსი საქონლის გამოყენება, რომ ჩნდება ამ სასაქონლო ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა - „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი.
საქართველოს სსკ-ის 196-ე მუხლში ასახული ნორმა არსებითად მიმართულია არაკეთილსინდისიერი კონკურენციის წინააღმდეგ და მიზნად ისახავს ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციისა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვას. საბაზრო ეკონომიკის პირობებში კონკურენტუნარიანობის მნიშვნელოვანი ფაქტორია საწარმოს საქმიანი რეპუტაცია, მისი სახელი. თუმცა, სასაქონლო ნიშანი და სხვა კომერციული აღნიშვნები ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებსაც წარმოადგენენ. სასაქონლო ნიშნებზე უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო შეთანხმებებია პარიზის კონვენცია „სამრეწველო საკუთრების დაცვის შესახებ“ და მადრიდის კონვენცია „სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ“.
ვინაიდან სამეწარმეო ურთიერთობებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება სხვადასხვა სახის კომერციულ აღნიშვნებს, რომელთა დამახასიათებელი თვისება ის არის, რომ მეწარმეს უადვილებს მომხმარებლამდე მიღწევას და საქმიანობის სარფიანად და კონკურენტულ გარემოში წარმართვას, საქართველოში მიღებულია კანონი ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ“. სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის, საქონლის ადგილ წარმოშობის დასახელების, გეოგრაფიული აღნიშვნის ან საფირმო სახელწოდების უფლების სამართლებრივი დაცვა ხორციელდება ამ კანონით დადგენილი წესით, მათი რეგისტრაციის საფუძველზე. თუმცა რეგისტრაციით უფლებათა მოპოვება მაინც მოითხოვს რეალური გამოყენებით გამყარებას ანუ რეგისტრაციით მინიჭებულ განსაკუთრებულ უფლებას გამოყენებით სჭირდება დასაკუთრება. უფრო მეტიც, საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნები დაცულია რეგისტრაციის გარეშეც. სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლი პასუხისმგებლობას ადგენს დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის უკანონო დამზადებისათვის ან მათი სხვაგვარი უკანონო გამოყენებისათვის, აგრეთვე სხვისი სასაქონლო (მომსახურების) ნიშნით, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით, რეგისტრირებული საფირმო სახელწოდებით უკანონოდ ნიშანდებული (მარკირებული) საქონლის წარმოებისა ან სამოქალაქო ბრუნვაში შეტანისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის გვარეობითი ობიექტი სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლებია, ხოლო უშუალო ობიექტი – სამართლებრივი ურთიერთობები, რომელიც აწესრიგებს კეთილსინდისიერ კონკურენციასა და სასაქონლო ნიშნით სარგებლობას. თუ ზიანი მიადგება მომხმარებელთა ინტერესებს, მაშინ ფაკულტატური ობიექტიც გვექნება სახეზე. დანაშაულის საგანი არის – სასაქონლო (მომსახურების) ნიშანი, საფირმო სახელწოდება, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელება, გეოგრაფიული აღნიშვნა.
სასაქონლო (მომსახურების) ნიშანი – ეს არის საქონელზე ან შეფუთვაზე მოთავსებული ნიშანდება საქონლის ან მისი მწარმოებლის (გამყიდველის) ინდივიდუალიზაციისათვის. იგი შეიძლება გამოიხატოს სიტყვებით ან ციფრებით, ნახატით, გრაფიკული სიმბოლოებით, ფერთა შეხამებით და ა.შ. მეწარმეთა კანონის მიხედვით სასაქონლო ნიშანი ასრულებს საქონლის რეკლამისა და მისი ხარისხის გარანტის ფუნქციას. განსახილველი დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება მოქმედებაში, სახელდობრ დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის უკანონო დამზადებაში ან მათ სხვაგვარ უკანონო გამოყენებაში, აგრეთვე, სხვისი სასაქონლო (მომსახურების) ნიშნით, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით, რეგისტრირებული საფირმო სახელწოდებით უკანონოდ ნიშანდებული (მარკირებული) საქონლის წარმოებაში ან სამოქალაქო ბრუნვაში შეტანაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
სხვისი სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის, საქონლის ადგილ წარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის უკანონო დამზადება გულისხმობს საქონლის ნიშანდებისათვის (მარკირებისათვის ვარგისი ნიშნის (სხვა კომერციული აღნიშვნის) დაბეჭდვას ან სხვა გზით გამოშვებას მისი მესაკუთრის ნებართვის გარეშე. სხვისი სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის (ან სხვა კომერციული აღნიშვნის) სხვაგვარ უკანონო გამოყენებაში შეიძლება ვიგულისხმოთ სარგებლობა საქონლის ნიშანდებისას (მარკირებისას), რეკლამაში, ნაბეჭდ გამოცემებში, ოფიციალურ ბლანკებზე და სხვა. სხვისი სასაქონლო (მომსახურების) ნიშნით (ან სხვა კომერციული აღნიშვნით) უკანონოდ ნიშანდებული (მარკირებული) საქონლის წარმოება გულისხმობს მათ სერიულ გამოშვებას, ხოლო სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა – სავაჭრო ქსელში შეტანას ან შეთავაზებას ანდა სხვაგვარად სამეურნეო ბრუნვაში გაშვებას.
დანაშაული დამთავრებულად ჩაითვლება, თუ სხვისი სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის (ან სხვა კომერციული აღნიშვნის) დამზადებას დიდი ოდენობით ჰქონდა ადგილი ან თუ 196-ე მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულმა ქმედებებმა მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. სხვისი სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის უკანონო დამზადებას დიდი ოდენობით ადგილი აქვს, მაშინ როდესაც მათი საერთო რაოდენობა აღემატება 1000 ცალს, ხოლო მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევად ჩაითვლება დანაშაული თუ წარმოებული ან სამოქალაქო ბრუნვაში შეტანილი იმ საქონლის ღირებულება, რომელიც სხვისი სასაქონლო (მომსახურების) ნიშნით (ან სხვა კომერციული აღნიშვნით) არის უკანონოდ ნიშანდებული (მარკირებული) აღემატება 5000 ლარს.
აქვე პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელ---ნტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას კი, სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. ეს სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში.
მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ გონივრულ კითხვებს გააჩენს. ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაში ძირითად ღირებულებადაა განმტკიცებული.
შემდგომ სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია. პირდაპირ მიემართება და რელ---ნტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის. ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლ--- სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებებზე, რომლის თანახმადაც ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49). გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
მითითებული არგუმენტაციით პირველი ინსტანციის სასამართლომ საბოლოოდ აღნიშნა, რომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმე, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელ---ნტურობის და დასაშვებობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დასტურდა ვ----–ი დ------–-–---–ის ბრალეულობა. კონკრეტულად, სასამართლომ უტყუარად დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შპს „ჰ------–-----–------ კ----------“ რეგისტირებული აქვს N----- სასაქონლო ნიშანი, რომელიც უნებართვოდ გამოიყენა შპს „რ-–--“ დირექტორმა ვ----–ი დ------–-–---–მა, რის შედეგადაც შპს „რ-–--“ მიერ წარმოებული და რეალიზებული იქნა 650 ტომარა ცემენტი, რომელიც გაიყიდა 5525 ლარად.
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს და დამატებით ყურადღებას ამახვილებს იმ არგუმენტებზე, რაც დაცვის მხარემ წარადგინა სააპელაციო სასამართლოში და რის საფუძველზეც ითხოვა გაგამართლებელი განაჩენის გამოტანა. ამავე დროს პალატა უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე და აღნიშნავს, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43). ამდენად სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.
2018 წლის 20 თებერვლის, დათვალიერების ოქმთან დაკავშირებით, რომლითაც დათვალიერდა გამოძიების მიერ, საკონტროლო შესყიდვის შედეგად მოპოვებული 650 ტომარა ცემენტი, პალატა განმარტავს შემდეგს:
გამოძიების პროცესში მტკიცებულებებს მოიპოვებენ მხარეები. შესაბამისად ის, თუ რა სტრატეგიას აირჩევს მხარე მტკიცებულებების მოსაპოვებლად, რომელი მტკიცებულების მოპოვებას ჩათვლის საჭიროდ მისი მიზნის შესასრულებლად და რა ღონისძიებებს გაატარებს ამ მიზნის მისაღწევად მხარის გადასაწყვეტია. სასამართლოს ფუნქციას წარმოადგენს გაარკვიოს ხომ არ დაარღვია მხარემ კანონი მტკიცებულების მოპოვებისას და არა იმისი დადგენი, ტაქტიკურად რამდენად სწორად დაგეგმა და ჩაატარა მისი მოპოვება.
განსახილველ შემთხვევაში, დაზარალებულის განცხადებით დაიწყო გამოძიება და მისი დაწყებისთანავე გამოძიებამ გადაწყვიტა მტკიცებულებები მოეპოვებინა საკონტროლო შესყიდვის გზით. შედეგად, საქართველოს კანონის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ, მათ შორის ამ კანონის მეშვიდე მუხლის, მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2018 წლის 20 თებერვალს, საქმეზე გამოძიების მწარმოებელი ორგანოს - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის გ--------------------–----–---------------------------–-----------------------------–-- ლ---ნ კ------–--ემ შეიძინა 650 ტომარა ცემენტი. პალატა ხაზს უსვავს იმ გარემოებას, რომ ლ---ნ კ------–--ემ ეს ცემენტი შეიძინა კანონის სრული დაცვით და შესაბამისად, მიუხედავად შეძენის მიზნის სპეციფიკური ხასიათის, გახდა მისი კანონიერი მფლობელი. ამის შემდეგ, გამოძიებამ გადაწყვიტა მოპოვებული ცემენტის - როგორც მტკიცებულების სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმებით დამაგრება, დათვალიერების ფორმით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და ბოლო წინადადებების თანახმად საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ზღუდავს კერძო საკუთრებას, მფლობელობას ან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ტარდება მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით. თანამესაკუთრის ან თანამფლობელის ან კომუნიკაციის ერთი მხარის თანხმობა საკმარისია ამ ნაწილით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების სასამართლოს განჩინების გარეშე ჩასატარებლად. კანონის ეს ნორმა ზოგადი ხასიათისაა და ეხება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მეთხუთმეტე თავით განსაზღვრულ ყველა საგამოძიებო მოქმედებას, მათ შორის დათვალიერებას. დასახელებული კოდექსის 125-ე მუხლის მეორე ნაწილი განსაზღვრავს კონკრეტულად დათვალიერების წესს და ადგენს, რომ თუ დათვალიერება ეხება კერძო საკუთრებას, ის ტარდება სასამართლოს განჩინებით. სასამართლოს განჩინება არ არის აუცილებელი, როდესაც მხარე დათვალიერებას ატარებს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ან მესაკუთრე (მფლობელი) წერილობით გამოხატავს თანხმობას.
პალატა ითვალისწინებს საკითხის სპეციფიკურობას, კერძოდ იმას, რომ ინსპექტორ-გამომძიებელმა ლ---ნ კ------–--ემ ცემენტი შიეძინა არა პირადი მიზნით, არამედ სამსახურებრივი საჭიროებიდან, გამოძიების მიზნებიდან გამომდინარე მტკიცებულების დასამაგრებლად. შეძენისთანავე ეს ფაქტი და ცემენტის ადგილსამყოფელი შეატყობინა საგამოძიებო ჯგუფის იმ გამომძიებელს, ვინც ახდენდა მტკიცებულებების უკვე სისხლის სამართლის საპროცესო წესით დამაგრებას, დახვდა ადგილზე და მონაწილეობა მიიღო დათვალიერებაში. ეს გარემოებები წერილობით დაადასტურა როგორც ჩვენებებში, ისე დათვალიერების ოქმში, რაც თავისთავად გულისხმობს მის თანხმობას დათვალიერების ჩატარებაზე. ამრიგად, დადგენილია, რომ საგამოძიებო მოქმედება დათვალიერება ჩატარდა კომუნიკაციის მხარის - დასათვალიერებელი ნივთის კანონიერი მფლობელის თანხმობით და ის არ საჭიროებდა სასამართლოს კონტროლს.
პალატა უთითებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 125-ე მუხლის პირველ ნაწილზე, როლის თანახმადაც ნივთიერი მტკიცებულების აღმოჩენის, შემთხვევის ვითარებისა და სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოების გარკვევის მიზნით მხარეს უფლება აქვს, დაათვალიეროს შემთხვევის ადგილი, საცავი, სადგომი, სათავსი, გვამი, საგანი, დოკუმენტი ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. კანონის დასახელებული ნორმა ცხადყოფს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ჩატარდა დათვალიერება და არა ამოღება. ამასვე ადასტურებს გამომძიებლის მოქმედება, რომელიც დათვალიერების შემდეგ არ დაეუფლა დათვალიერებულ საგანს და დატოვა მის მწარმოებელთან.
პალატა განმარტავს, რომ საკითხის გარკვევისას, დაირღვა თუ არა მტკიცებულებათა მოპოვებისა და საქმეზე დამაგრების კანონით დადგენილი წესი, მხედველობაშია მისაღები რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ კანონმდებელი მტკიცებულების დაუშვებლად ცნობას უკავშირებს, მისი მოპოვების წესის არა ყველა, არამედ მხოლოდ არსებით დარღვევას. ამავდროულად კანონი, უმრავლეს შემთხვეაში ვერ აკონკრეტებს რას ნიშნავს არსებითი დარღვევა და რომელ კონკრეტული კაზუსი წარმოადგენს ასეთ დარღვევას. რიგ შემთხვევებში ეს საკითხები დარეგულირებულია სასამართლო პრაქტიკით, თუმცა ძირითადად ასეთი საკითხები წყდება კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების, მიღებული საპროცესო გადაწყვეტილებების და ჩატარებული საპროცესო მოქმედებების, კონკრეტული მტკიცებულებების რაობის და სხვა საკითხების ერთობლივად შეფასების შედეგად. თუ, ერთ შემთხვევაში, მხოლოდ საპროცესო კანონის დარღვევა შეიძლება აღმოჩნდეს საკმარისი მტკიცებულების დაუშვებლად ცნობისათვის, სხვა შემთხვევაში ასეთ დარღვევასთან ერთად აუცილებელია გაირკვეს საკითხი გამოიწვია თუ არა ფორმალური პროცედურებიდან გადახვევამ ზიანი, რაც გამოუსწორებელია მხარეთა თანასწორობის პრინციპისა და სასამართლოს მიერ საქმის სრულყოფილად გამოკვლევის და გადაწყვეტის ინტერესებთან მიმართებაში.
აქ იგულისხმება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დათქმა. კერძოდ სასამართლომ უნდა გაარკვიოს გამოიწვია თუ არა ფორმალურმა დარღვევამ ამ კონკრეტული მტკიცებულების შესაძლო გამოცვლის, მისი ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლის ან მასზე დარჩენილი კვალის არსებითი გაქრობის გონივრული ეჭვის უარყოფის შესაძლებლობა. მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მტკიცებულება დაუშვებელი თუ დადგინდება, რომ პროცესუალური დარღვევა საეჭვოს ხდის ამ მტკიცებულების, ანუ აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ ის შეიძლება შეცვალეს. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ კანონმდებელი აწესებს გარკვეულ სტანდარტს და საუბრობს არა ყოველგვარ, არამედ მხოლოდ გონივრულ ეჭვზე.
მტკიცებულების დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა. 06.05.2003 წლის გადაწყვეტილებაში პერნა იტალიის წინააღმდეგ ევროსასამართლომ განმარტა, რომ (პუნქტი 29) მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხის გარკვევა რეგულირდება ეროვნული კანონმდებლობით. ევროკონვენციის შესაბამისად, ევროსასამართლოს ამოცანა მდგომარეობს არა იმაში, გაარკვიოს იყო თუ არა მოწმეთა ჩვენებები, როგორც მტკიცებულებები განხილული სათანადო წესით, არამედ იმაში იყო თუ არა საქმის განხილვა მთლიანობაში სამართლიანი, მათ შორის მტკიცებულებების მიღებაც. ავითარებს რა ამ მოსაზრებას, თავის მხრივ სტრასბურგის სასამართლო უთითებს, რომ ანალოგიური მას დადგენილი აქვს სხვა საქმეებშიც, მათ შორის საქმეში „ვან მეხელენი და სხვები ნიდერლანდების წინააღმდეგ“.
ზოგადად, სტრასბურგის სასამართლოს პრეცენდენტული სამართალი ცხადყოფს, რომ სასამართლო მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხის შემოწმებას და იმის გაანალიზებას, თუ გავლენა მოახდინა კონვენციით მინიჭებული უფლებების დარღვევით მოპოვებულმა მტკიცებულებამ საქმის შედეგზე უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. ამასთან, როგორც აღინიშნა, ევროსასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხის გარკვევა რეგულირდება ეროვნული კანონმდებლობით, ხოლო სტრასბურგის სასამართლოს ამოცანაა გაარკვიოს არა ის, თუ რამდენად კანონიერად იყო მოპოვებული მტკიცებულებები, არამედ ის, იყო თუ არა საქმის განხილვა მთლიანობაში სამართლიანი, მათ შორის მტკიცებულებების მიღებაც.
იმის განსასაზღვრად, რამდენად სამართლიანი იყო მთლიანობაში სამართალწარმოება და ხომ არ გამოიწვია კონკრეტული მტკიცებულების გამოყენებამ ბრალდებულის წინააღმდეგ კონვენციის დარღვევა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: 1. მტკიცებულების მოსაპოვებლად გამოყენებული იძულების ბუნება და ხარისხი, 2. რამდენად უზრუნველყოფილი იყო დაცვის უფლებები - შეეძლო თუ არა ბრალდებულს ედავა მტკიცებულების ავთენტურობაზე, დასაშვებობაზე, მონაწილეობა მიეღო მათ გამოკვლ---ში, დაეკითხა მოწმეები, სხვადსხვა ეტაპზე ესარგებლა წარმომადგენლით/ადვოკატით, 3. მტკიცებულების მტკიცებულებითი ძალა - რამდენად ხარისხიანია მტკიცებულება, რამდენად სანდო და ზუსტია მისი მოპოვების გარემოებები, რაც ეჭვს გააჩენდა მის ავთენტურობასა და სანდოობაზე, რამდენად ძირითადი და გადამწყვეტია მტკიცებულება, არსებობს თუ არა სხვა მტკიცებულებები, 4. კონკრეტული დანაშაულის გამოძიებისა და დასჯის საჯარო ინტერესი.
განსახილველი დათვალიერების ოქმის ამ კრიტერიუმებით შეფასებისას აშკარაა შემდეგი: 1. ამ მტკიცებულების მოპოვებისას, რაიმე სახის იძულება (ფიზიკური ან ფსიქიკური), რამაც შეზღუდა იმ მომენტისათვის სავარაუდო ბრალდებულის ან მესამე პირების ინტერესები არ გამოყენებულა; 2. ბრალდებულს დაცვის უფლების დარღვევაზე პრეტენზია არ გააჩნია, მთელი სამართალწარმოების პროცესში მას საშუალება ჰქონდა ედავა მტკიცებულების ავთენტურობაზე, დასაშვებობაზე, მონაწილეობა მიეღო მის გამოკვლ---ში; 3. ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ვ----– დ------–-–---–მა ლ---ნ კ------–--ეს 650 ტომარა ცემენტი 5525 ლარად მიჰყიდა და ეს სწორედ ცემენტის ის ტომრებია, რაც 2018 წლის 20 თებერვალს დათვალიერდა სადავოდ არ გამხდარა. ამავდროულად ვ----– დ------–-–---–ის მიმართ ბრალდების დასადასტურებლად, გარდა დათვალიერების ოქმისა არსებობს არაერთი მოწმის ჩვენება, ჩხრეკის ოქმი, რომლითაც ამოღებულია რამდენიმე ასეული ანალოგიური ცარიელი ტომარა და სხვა; 4. კონკრეტული დანაშაულის გამოძიებისა და დასჯის საჯარო ინტერესზე უთითებს თუნდაც მხოლოდ ის გარემოება, რომ ასეთი ქმედება სახელმწიფოს მიერ მიჩნეულია დანაშაულად და მის ჩადენისათვის დადგენილია საკმაოდ მძიმე სასჯელი.
ამრიგად, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ 2018 წლის 20 თებერვლის დათვალიერების ოქმის შედგენისას, არსებითი ხასიათის დარღვევის ფაქტი, რაც გამოიწვევდა ამ მტკიცებულების დაუშვებლად ცნობას დაშვებული არ ყოფილა. აქვე უნდა აღნიშნოს, რომ დაცვის მხარის მიერ მოყვანილი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 26 ივლისის, N251აპ-16 განაჩენი განსახილველ შემთხვევასთან არარელ---ნტურია. ამ განაჩენში დათავიერების ოქმის შეფასებისას საუბარია ფაქტების აღრევაზე და სხვადასხვა მტკიცებულებებში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის არსებობაზე, რაც ჩვენს მიერ განსახილველ შემთხვევაში არ გვხვდება.
ამ ოქმში დასახელებული დოკუმენტების მიმართ პალატა დამატებით უთითებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლზე, რომელიც ისეთი მტკიცებულების მიმართ, როგორიცაა დოკუმენტი, აწესებს მისი დასაშვებობის განსხვავებულ წესს - „მხარის მოთხოვნის შემთხვევაში დოკუმენტს მტკიცებულებითი ძალა აქვს, თუ ცნობილია მისი წარმომავლობა და ის ავთენტიკურია. დოკუმენტი ან ნივთიერი მტკიცებულება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ მხარეს შეუძლია მოწმედ დაკითხოს პირი, რომელმაც მოიპოვა/შექმნა იგი ან/და რომელთანაც ინახებოდა სასამართლოში წარდგენამდე“. დასახელებული დოკუმენტები უპირობოდ აკმაყოფილებს დასაშვებობის ამ მოთხოვნებს, მიუხედავად იმისა რა გზით მოხვდებოდა ისინი საქმეში რამეთუ ცნობილია წარმომავლობა, ავთენტიკურია და მხარემ დაკითხა ის პირი რომელმაც მოიპოვა ისინი, კერძოდ ლ---ნ კ------–--ე.
შპს „---–---ს მიერ წარმოებული ცემენტის ტომარასა შპს ,,ჰ------–-----–-------------------” სასაქონლო ნიშანს შორის მსგავსებს საკითხი კონკრეტულ საქმეში წარმოადგენს მეტად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებას. პალატა შეახსენებს მხარეებს, რომ კანონის თანახმად სამართალწარმოება ხორციელდება შეჯიბრობითობის საფუძველზე და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე თითოეული ფაქტობრივი გარემოება დგინდება სასამართლოს მიერ, მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე.
განსახილველი გარემოების დასადგენად ბრალდების მხარემ შეასრულა კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობა და სასამართლოს წარუდგინა ზემოთ ჩამოთვლილი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს აღრევამდე მსგავსების ფაქტს.
მათ შორის პალატა უთითებს მოწმე უ-- ო–----–ის ჩვენებაზე და განმარტავს, რომ დაუსაბუთებელია დაცვის პრეტენზია თითქოს ეს მოწმე ყველა საქმეზე მიჰყავს პროკურატურას და ისიც ყოველთვის ადასტურებს მსგავსებას, რის გამოც მისი ჩვენების გაზიარება არ შეიძლება. საქმე ისაა, რომ უ-- ო–----–ი მუშაობს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში სსიპ „საქპატენტში“ ს--------–-----–---------------------–--------–----------------------------------------–-. შესაბამისად ამ საქმის სპეციალისტია და მის მოვალეობაში ასეთი საკითხების გარკვევა ოფიციალურად შედის. ბუნებრივია სწორედ ასეთი პირია კომპეტენტური და გონივრულია ვარაუდი, რომ სწორედ ასეთი პირის ჩვენებას წარადგენს მხარე სასამართლოში თავისი პოზიციის დასადასტურებლად. ამ ფონზე, მხოლოდ ვ----– დ------–-–---–ის პოზიცია, რომ მისი აზრით ეს ტომრები ერთმანეთს არ გავს, გაზიარებული ვერ იქნება, რამდენადაც ეს არის მხოლოდ მსჯავრდებულის აზრი, მისი შეხედულება. საწინააღმდეგო კი დადასტურებულია გონივრულ ეჭვს მიღმა.
იმავე უ-- ო–----–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მათ ვებ გვერდზე განთავსებულია სრული ინფორმაცია, რაც საჯაროა, ყველასთვის ხელმისაწვდომია და სასაქონლო ნიშნის თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნება წარმოადგენს ნიშნის მფლობელის კონკურენტებისათვის გაფრთხილებას. პალატა უთითებს ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონზე და აღნიშნავს, რომ ამ კანონის მე-5 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პროდუქცია კონტრაფაქციულია და სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის ერთ-ერთი საფუძველია გარემოება, როდესაც გამოყენებული სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მსგავსია, ხოლო საქონელი იდენტური ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა.
ეს გარემოებები უთითებს, რომ მეწარმე სუბიექტი, ვისაც მსგავს სიტუაციაში თვითონ არ აქვს რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი, ვალდებულია თვალი ადევნოს სსიპ „საქპატენტის“ ვებ გვერდს, რათა არ ხელყოს რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელთა უფლებები, მათ შორის თუნდაც ნიშნების ასოცირების აღრევის შედეგად. ამ საკითხის მიმართ ვ----– დ------–-–---–ი არა თუ ყურადღებით მოიქცა, არამედ იცოდა რა შპს ,,ჰ------–-----–-------------------” სასაქონლო ნიშნის არსებობა და მისი გამოსახულება, ამ ნიშანთან აღრევამდე მსგავსი ნიშნით აწარმოებდა იმავე პროდუქციას, რასაც შპს ,,ჰ------–-----–------ კ---------ი”. აღნიშნული დადგენილი ფაქტობრივი გარემოება ადასტურებს განზრახვის არსებობას, რამდენადაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით დანაშაულად მიჩნეულია სწორედ სხვისი სასაქონლო (მომსახურების) ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული (მარკირებული) საქონლის წარმოება და სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა.
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი, საქმესთან მათი რელ---ნტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ასევე ვ----– დ------–-–---–ის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ვ----–ი დ------–-–---–მა ჩაიდინა (სხვისი სასაქონლო (მომსახურების) ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული (მარკირებული) საქონლის წარმოება და სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასჯელის დანიშვნის დროს პალატა ითვალისწინებს ამ გარემოებას, ასევე ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ვ----–ი დ------–-–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულს განესაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატა ეთანხმება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 აპრილის განაჩენი ვ----–ი დ------–-–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ვ----– დ------–-–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ---ნ ფ------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ვ----–ი დ------–-–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ვ----– დ------–-–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ---ნ ფ------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 აპრილის განაჩენი ვ----–ი დ------–-–---–ის მიმართ.
ვ----–ი დ------–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ- ის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ვ----–ი დ------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
ნივთიერი მტკიცებულება:
შპს „რ-–--“ ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი თანხა - 5 525 ლარი, დაუბრუნდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
შპს „რ-–--“ ჩხრეკის შედეგად ამოღებული ცარიელი ტომრები, რომელიც ინახება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში (მის: თბ--–------------------------------------), განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
20.02.2018 წლის დათვალიერების ოქმზე თანდართული, შპს „რ-–--გან“ საკონტროლო შესყიდვის წესით შეძენილი ცემენტი დაფასოებული ტომრებში, რომელიც ინახება შპს „რ-–--“ წარმოების ადგილას - ქ. თბილისში, ფ-----------უ-- N---–-, საკონტროლო შესყიდვის წესით შეძენილი ცემენტი შეფუთვის გარეშე დაუბრუნდეს შპს „რ-–--“, ხოლო მათი შესაფუთი მასალა განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
შპს „ე-------–------“ ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი თანხა - 5 850 ლარი, დაუბრუნდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
შპს „ე-------–------“ ჩხრეკის შედეგად ამოღებული ცარიელი ტომრები, რომლებიც ინახება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში (მ--------–---------------------- ქუ-- N---, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
20.02.2018 წლის დათვალიერების ოქმზე თანდართული, შპს „ე-------–------გან“ საკონტროლო შესყიდვის წესით შეძენილი ცემენტი დაფასოებული ტომრებში, რომელიც ინახება შპს „ე-------–------“ წარმოების ადგილას - ქ-------–--–---------–---------------------------–-, საკონტროლო შესყიდვის წესით შეძენილი ცემენტი შეფუთვის გარეშე დაუბრუნდეს შ------------–------, ხოლო მათი შესაფუთი მასალა განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
05.03.2018 წლის სსიპ „ლ---ნ სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ N--------- ექსპერტიზის დასკვნაზე თანდართული 4 ცალი ცემენტის ტომარა შიგთავსით, რომელიც ინახება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში (მ------------–--------------------------------), ცემენტი შეფუთვის გარეშე დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ხოლო მათი შესაფუთი მასალა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
05.03.2018 წლის, სსიპ „ლ---ნ სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ N--------- ექსპერტიზის დასკვნაზე თანდართული მასალები სასაქონლო ნიშნის შესახებ, რომელიც ინახება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში (მ------------–--------------------------------), დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
07.03.2018 წლის, სსიპ „ლ---ნ სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ N--------- ექსპერტიზის დასკვნაზე თანდართული 65 ცალი ცარიელი ტომარა რომელიც ინახება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში (მ------------–--------------------------------), განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
07.03.2018 წლის, სსიპ „ლ---ნ სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ N--------- ექსპერტიზის დასკვნაზე თანდართული მასალები სასაქონლო ნიშნის შესახებ, რომელიც ინახება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში (მ------------–--------------------------------), დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
13.04.2018 წლის, სსიპ „ლ---ნ სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ N------------სპერტიზის დასკვნაზე თანდართული ნივთმტკიცება - ცემენტი, რომელიც ინახება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში (მის: ქ--------–----------------------ს ქუ-- N---, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№6) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვ. მრელაშვილი