განაჩენი

სისხლის სამართლის 19.03.2019
საქმის ნომერი
080100117001859149
თარიღი
19.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080---11700-8591-9

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№567აპ-18 ქ. თბილისი

ჩ----- გ-------, 567აპ-18 19 მარტი, 2--9 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ - რ----- თ---------ას

მსჯავრდებულ - გ------- ჩ----ის

ადვოკატების - ი-----–- ჩ------–---–ის, ტ------– კ------ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ------- ჩ----ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ტ------– კ------ის, ბ--- ხ-----–---სა და ლ---- ა--------ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2--8 წლის 27 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2--7 წლის 20 ივლისის განაჩენით გ------- ჩ-----, - დ----------–-------–-–------------ს, ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

 

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 10 წლით.

 

საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – უვადო თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით გ------- ჩ-----ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გ------- ჩ-----ს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალა სასჯელის ვადაში და მისი მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2--6 წლის 19 ნოემბრიდან.

 

2. გ------- ჩ----ის მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:

 

2--3 წლის 22 ივნისის 13:28 საათიდან იმავე წლის 2- ივნისის 00:02 საათამდე პერიოდში, საქართველოს მოქალაქემ გ------- ჩ-----მ (დანაშაულის ჩადენისას გ------- ღ---–---მ) და მისმა თანამზრახველმა ნ------- ძ-------ემ, ქურდობის მიზნით ღია აივნის კარის გავლით შეაღწიეს გ--------ში, ქალაქ ნ-----------ში, ე-–--------------------ში მცხოვრებ, 1--- წელს დაბადებულ ა---–---- მ---------ის საცხოვრებელ ბინაში, რომელსაც ეძინა. ბინაში არსებული სათავსებისა და ნივთების ჩხრეკისას ა---–---- მ---------ს გაეღვიძა, რის გამოც გ------- ჩ-----მ და მისმა თანამზრახველმა სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების განზრახვის ბოლომდე მიყვანის მიზნით, გადაწყვიტეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით მასზე ყაჩაღური თავდასხმა. მათ ა---–---- მ---------ი წამოაქციეს იატაკზე და შეაბრუნეს სახით ქვემოთ, ზედა და ქვედა კიდურები საგულდაგულოდ შეუკრეს ელექტროსადენებით, ნაჭრითა და მაგიდის ტილოთი, პირში ჩასჩარეს ჩვარი, რამდენიმე ფენად თავზე დააფარეს საბანი და სხეულზე დამატებით გადააფარეს ხალიჩა. იმ მიზნით, რომ სრულად მოესპოთ ა---–---- მ---------ისათვის მოძრაობის მცირეოდენი საშუალებაც კი, საძინებლის იატაკზე, კარადასა და საწოლს შორის გასასვლელში, ხალიჩითა და ბალიშებით დააფიქსირეს მისი სხეული (გაჭედეს). ა---–---- მ---------ს წინააღმდეგობის დაძლევის პროცესში გ------- ჩ-----მ და ნ------- ძ-------ემ სხეულის სხვადასხვა ადგილას მიაყენეს დაზიანებები სისხლჩაქცევების, ნაჭდევების, ნაკაწრებისა და მკერდის ძვლის მხარის ნეკნების მოტეხილობების სახით. დაზარალებულის მიმართ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის განხორციელების შემდეგ გ------- ჩ----- თანამზრახველთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ა---–---- მ---------ის კუთვნილ, ერთ „როლექსის“ ფირმის ,,ოისტერ პერპელეალის“ მოდელის ქალის მაჯის საათს, ღირებულს 2500 ევროდ.

 

2--3 წლის 22 ივნისის 13:28 საათიდან იმავე წლის 2- ივნისის 00:02 საათამდე პერიოდში, გ--------ში, ქალაქ ნ-----------ში, ე-–----------------ში მცხოვრებ, 1--- წელს დაბადებულ ა---–---- მ---------ის საცხოვრებელ ბინაში მასზე ყაჩაღური თავდასხმისას, გ------- ჩ-----ს და ნ------- ძ-------ეს აღნიშნული ყაჩაღობის ჩადენის გაადვილების (დაზარალებულის მხრიდან წინააღმდეგობის აღკვეთის, საშველად მეზობლების ან პოლიციის მოხმობის ანდა დანაშაულის ჩადენაში სხვაგვარად ხელის შეშლის თავიდან ასაცილებლად), ამ დანაშაულის დაფარვის მიზნით (დაზარალებულის მიერ მათი შესაძლო ამოცნობისა და, ზოგადად, დანაშულის ჩადენაში მათი მოსალოდნელი მხილების თავიდან ასაცილებლად), ანგარებით (დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობის შედეგად ქონებრივი გამორჩენის მისაღებად, ე.ი მისი კუთვნილი ნივთების დასაუფლებლად) ერთობლივად განზრახული ჰქონდათ ა---–---- მ---------ის მოკვლა. მათ იგი ისე გაკოჭეს და სასუნთქი გზები იმგვარად გადაუკეტეს, რომ გამორიცხულიყო გადარჩენის შანსი. შედეგად, უკიდურესად მჭიდროდ გაკოჭილი, პირში ჩვარჩაჩრილი და სახედაფარული, 85 წლის ა---–---- მ---------ი დაახლოებით ხუთ წუთში სასუნთქი გზების გადაკეტვის გამო გაგუდვის შედეგად შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. როდესაც ყაჩაღობისა და მკვლელობის განზრახვა სისრულეში მოიყვანეს, გ------- ჩ----- და ნ------- ძ-------ე შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

 

2. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ------- ჩ----ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა დ----- ხ------მა და რ----– გ--------ამ, რომლებმაც ითხოვეს გ. ჩ----ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

 

3- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2--8 წლის 27 ივნისის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2--7 წლის 20 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

4. კასატორები – მსჯავრდებულ გ------- ჩ----ის ინტერესების დამცველი ადვოკატები - ტ------– კ------ე, ბ--- ხ-----–--ე და ლ---- ა--------ე ითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2--8 წლის 27 ივნისის განაჩენის გაუქმებასა და გ------- ჩ----ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

 

5. დაცვის მხარის მითითებით, სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი პირი, რომელმაც თითქოს გ------- ჩ-----ს დნმ-ის ანალიზი აუღო. ექსპერტიზის ნამდვილობა კი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება დადასტურებული, თუ ექსპერტი, ვინც შექმნა აღნიშნული მტკიცებულება, დაიკითხება საკუთარი სამართლებრივი ღონისძიების გარშემო. მოცემულ შემთხვევაში ექსპერტმა საკვლევი ნიმუში მიიღო ქაღალდის სახით. იგი არ იცნობს პირს, ვინც შექმნა ან მიაწოდა ნიმუში. დასაკითხთა სიაში არ იყო ის პირი, რომელმაც გ------- ჩ----ისგან დნმ-ის ნიმუში აიღო. შესაბამისად, არ შეიძლება გაცემულ დასკვნას, ექსპერტის დაკითხვის გარეშე, მტკიცებულების ძალა ჰქონდეს. ამავე დროს სასამართლოში არ წარმოუდგენიათ კონკრეტული ნიმუშები, რომელიც ჩატარებული ექსპერტიზის ნამდვილობას დაადასტურებდა. მოსამართლე არ უშვებს შესაძლებლობას, რომ გ--------ში არსებობს საქართველოსაგან განსხვავებული კანონმდებლობა და სტანდარტები.

 

6. კასატორების მითითებით, პროკურორმა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ ყველა ნივთიერი მტკიცებულება არის დაულუქავი. პრაქტიკაში ხშირია შემთხვევა, როდესაც დაულუქავი მტკიცებულება ხდება დაუშვებელი სწორედ იმ ფაქტის გამო, რომ იგი არ იყო დალუქული. დადასტურებულად რომც მივიჩნიოთ გ------- ჩ----ის დნმ-ის კონკრეტულ ადგილებზე ამოსვლის ფაქტი, უცნობია რომელი დამნაშავის ქმედება იყო მიმართული დაზარალებულის მოკვლისაკენ და რომლის ქმედებამ გამოიწვია დამდგარი შედეგი. ამდენად, მიზეზობრივი კავშირი დაუდგენელია. არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ დაზარალებულის გარდაცვალება უშუალოდ გ------- ჩ----ის ქმედებამ გამოიწვია. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ გ------- ჩ----- მზად იყო საქართველოში ჩატარებულიყო გენეტიკური ექსპერტიზა, თუმცა, ბრალდებამ არ წარმოადგინა გენეტიკური ექსპერტიზა.

 

7. საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა გ------- ჩ-----მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ი-----–- ჩ------–---–მა და ტ------– კ------ემ მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება, ხოლო პროკურორმა რ----- თ---------ამ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. საკასაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ მსჯავრდებულ გ------- ჩ----ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ტ------– კ------ის, ბ--- ხ-----–---სა და ლ---- ა--------ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2--8 წლის 27 ივნისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. დაცვის მხარის პოზიციას იმის შესახებ, რომ სასამართლომ ექსპერტიზის დასკვნა არ უნდა გაიზიაროს, რადგან საქმეში წარმოდგენილი არ არის პირი, რომელმაც გ. ჩ-----ს თითქოს დნმ-ის ანალიზი აუღო - საკასაციო პალატა არ ეთანხმება, ვინაიდან,3. საქმის ძირითადი გამომძიებლის - მოწმე ვ---–----- ე-----–ეს ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილზე ექპერტებმა გარდაცვლილს სხეულზე დააკრეს წებოვანი ლენტები, რათა დნმ-ის კვალი აეღოთ. რამდენიმე დღის შემდეგ აცნობეს შემთხვევის ადგილიდან აღებულ სინჯებზე ჩატარებული ანალიზის პასუხი, კერძოდ, რომ იგი - ორი, მამრობითი სქესის დნმ-ის ნიმუში იყო. 2--- წლის აპრილში ბ----იდან ელექტრონული ფოსტით მივიდა ინტერპოლის მინიშნება-შეტყობინება - დნმ-ის ნიმუშის გ------- ჩ----ის დნმ-ზე დამთხვევასთან დაკავშირებით. ბ----ის (შ---–-----) ინტერპოლის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ბრალდებულ გ. ჩ-----ს 2--- წლის 12 და 1- მარტს ამოცნობითი პროცედურა ჩაუტარდა ქურდობის გამო და თავშესაფრის საქმის წარმოების ფარგლებში, იქვე აუღეს დნმ-ის ანალიზიც. აღნიშნულის გამო 2--- წლის 10 აპრილს გაიცა ბრალდებულ გ. ჩ----ის დაპატიმრების ბრძანება. მას შემდეგ, რაც გარდაცვლილს სხეულიდან მოხსნეს წებოვანი ლენტები, მასზე არსებულ დნმ-ის ნიმუშებზე მ-------ის უნივერსიტეტის სასამართლო მედიცინის ინსტიტუტში ჩატარდა კვლევები, რის შედეგადაც გამოიკვეთა გ------- ჩ----ის რამდენიმე დნმ-ი.

 

4. დნმ-ის დამთხვევის შესახებ ბ----ის (შვეიცარიის) ინტერპოლის ცნობის თანახმად, 2--- წლის 10 აპრილს ნ-----------ის სამძებრო პოლიციის მთავარ კომისარს ე-----–ეს ფედერაციის სისხლის სამართლის სამძებრომ ელფოსტის მეშვეობით აცნობა დამთხვევა დანაშაულის ადგილის კვალ N--2--იდან (კვალის დასახელება: კამოდზე შეხება) დადგენილ დნმ-ნიმუშსა და იმ მამრობით პირს შორის, რომლისგანაც შ---–-----ში ქურდობის გამო (2----–-–------------ს) და თავშესაფრის უფლების მოთხოვნის ფარგლებში (2----–-–------------ს) დნმ-ის ნიმუშია დაფიქსირებული. მოცემული პირი შვეიცარიის უწყებებში შემდეგი მონაცემებით იყო ცნობილი: გ------- ღ---–---, დაბადებული 1-.0-.1---, საქართველოს მოქალაქე. იმავე ელფოსტის მეშვეობით გადაიგზავნა გვალაძის დნმ-ის პროფილი, დამზადებული ფოტოსურათები, თითის ანაბეჭდები. დანაშაულის ადგილის კვალის №--2--ის დნმ-ფორმულა (ბარკოდით K------------) ინტერპოლის მეშვეობით შვეიცარიის უწყებებს გადაეგზავნა. დამთხვევის გამოვლენის დროს - 18-0-.2--- წელს ბრალდებული უკვე აღარ იმყოფებოდა ბაზელში პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელთა საერთო საცხოვრებელში და მისი ადგილსამყოფლის დადგენა შემდგომი ძებნით ვერ მოხერხდა. პროკურატურისთვის შესაბამისი შეტყობინების გადაგზავნის შედეგად 2--- წლის 10 აპრილს გამოიცა ბრალდებულის დაკავებისა და წინასწარ პატიმრობაში აყვანის ბრძანება (ევროპის მასშტაბით).

 

5. მ-------ის სასამართლო მედიცინის ინსტიტუტის მოლეკულური ბიოლოგიის განყოფილების სასამართლო ექსპერტის, მოწმე დ------ კ--------- მ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა ნ-----------ის კრიმინალური პოლიციის ინპექციამ. მთლიანად აიღეს 277 სინჯი, რომელიც მან შეადარა 9 პირის შესაბამის ინფორმაციას. იდენტიფიცირება მიკრონაწილაკების შესწავლითა და გამოკვლევით განხორციელდა. მოწმემ ჯერ განსაზღვრა, ეკუთვნოდა თუ არა ის ადამიანს, ხოლო შემდგომ დაადგინა სქესი. აღნიშნულ შემთხვევაში ეს იყო მამაკაცის დნმ-ი. მათ გადასცეს 230 ანაფხეკი გვამზე, რომელიც წებოვანი ლენტის საშუალებით იყო ანაფხეკი. 1 ანაფხეკი - თითის ანაბეჭდისა, 8 ანაფხეკი იყო საღამურზე, 2 ანაფხეკი - დანაშაულის ადგილზე მოწყობილობიდან, 2 ანაფხეკი - იმ ნივთისგან, რომლითაც შებოჭეს, 1- ანაფხეკი - საგნიდან, რომლისგანაც ხელები ჰქონდა შებოჭილი, 2 ნაცხი - ბარძაყებზე შემოხვეული საგნიდან და 1- ანაფხეკი - კოჭებზე შემოხვეული საგნიდან. ასევე, თმა - შემთხვევის ადგილიდან. მოწმემ განმარტა, რომ სინჯი 3-9- გამოკვლეულია აუტოსომური სისტემით და ქსოვილის ნაზავი სავსებით ემთხვევა დაზარალებულის და გ. 1--- გ-------ს დნმ-ს. ეს ანალიზი იქნა გაგებული G------------ ექსპერტიზით. ანალიზი მიანიშნებს ორ გამომრიცხველ პირზე (--9-- და ნარევი აიხსნება იმ თვისებებით, რომ ორი თვისებაა მასში შერეული. შესაძლებელია ნარევის ბიოსტატიკური შეფასება; ორი მათგანის შეფასებისას, პირველი ნარევი შედგება დაზარალებულის დნმ-ისაგან, ხოლო მეორე დნმ-ი არ ეკუთვნის არც დაზარალებულს და არც მის ახლო ნათესავს. შედეგად დადგინდა, რომ ნარევში აღმოჩნდა ბრალდებულის დნმ-ი (გ. 1---, გ-------დ წოდებული პირი). ეს ანალიზი ასევე მიიღეს ქრომოსომის ანალიზის სისტემიდან. ანალიზის მიღებისას (--9-- ექსპერტმა მიიღო იმ ქრომოსომის ნიმუში, რომელიც მიანიშნებს ერთ მამაკაცზე და სრულიად ემთხვევა ბრალდებულის ნიმუშს. აღნიშნულ ნარევში დგინდება დაზარალებულისა და ბრალდებულის დნმ-ის ნიმუშები. ჩატარებული ანალიზის კვლევამ (გამოიყენა რთული ნარევი), მოწმეს მისცა დნმ-ის ნარევი, რომლისგანაც ორი გენი განსაზღვრა; მათგან ერთ-ერთის შემადგენლობა სრულყოფილად ემთხვევა გ. 1---, გ-------დ წოდებულ პირს. გამოკვლეულ ექსპერტიზაში 1--------- დადგინდა ნიშან-თვისებების ნარევები, რომლებიც სრულყოფილად ემთხვევა პირს - გ. 1--- გ-------.

 

6. მოწმის განცხადებით, ექსპერტმა ოთხი დასკვნა გასცა. კოდური სახელი - გ. 1--- გ-------, მიაწოდა პოლიციამ. მას დაზუსტებით შეუძლია დაასკვნას, რომ ორი ანაბეჭდი 3-8- და 3-2-- ყოველგვარი ეჭვის გარეშე ეკუთვნის ბრალდებულ გ. 1--- გ-------დ წოდებულ პირს. მათ აქვთ ოთხი ანაფხეკის ნიმუში (---------1--; 3-1-8; 8-1-0--- რომელთა ნიშან-თვისებები სრულიად ემთხვევა გ. 1--- გ-------დ წოდებულ პირს. მოწმემ განმარტა, რომ არ შეიძლება არსებობდეს მსოფლიოს მასშტაბით სხვა პირი, რომელიც დაემთხვევა აღნიშნული გენის მატარებელ პირს. მოცემულ შემთხვევაში არსებობდა ნიშან-თვისებები, რომლებიც სრულყოფილად ემთხვევა გ. 1--- გ-------დ წოდებულ პირს. ეს არის მინიშნება 8---0-, რომლითაც დადგინდა ბრალდებულ გ. 1--- გ-------დ წოდებულის ბიოლოგიური ნიმუში.

 

7. ექსპერტმა განმარტა, რომ მისი ინფორმაციით წარდგენილი ნიმუშები შემთხვევის ადგილიდან იყო აღებული, თუმცა დაზუსტება არ შეუძლია. გ. 1--- გ-------ს დნმ-ის პროფილი ინტერპოლში იყო დამახსოვრებული. კონკრეტული ბიოლოგიური ნიმუში არ ჰქონია, ეს ნიმუში იყო ქაღალდზე, დოკუმენტის სახით, რომელზეც მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია იყო დატანილი. ინტერპოლის მიერ საინფორმაციო ფურცელში მითითებულ მონაცემებში ერთ-ერთი არის ღ---–---, რომლის სახელი არის გ-------, ხოლო მაიდენტიფიცირებელი კოდი არის გ. 1--- გ-------. დოკუმენტში სხვა მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია არ ყოფილა. მოწმის განცხადებით, ექსპერტიზის შედეგები დაემთხვა ინტერპოლის მიერ საინფორმაციო ფურცლით მიწოდებულ ინფორმაციას.

 

8. ექსპერტ დ------ კ--------- მ------მა ადვოკატის შეკითხვაზე - დღეს შეიძლებოდა თუ არა ექსპერტიზის ჩატარება ა---–---- მ---------ის საქმეზე არსებული დნმ-ის ნიმუშებით, განმარტა, რომ ყველა ანაბეჭდის გამოკვლევა შეუძლებელი იყო, ვინაიდან გ--------ში გამოძიება მიმდინარეობდა ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულზე. გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებები ერთობლივად შეეხებოდა როგორც ნ------- ძ-------ეს, ასევე გ------- ჩ-----ს. ვინაიდან დაკავებული იყო მხოლოდ ნ------- ძ-------ე, საქმე სასამართლოში განსახილველად წარიმართა მხოლოდ მის მიმართ. ასევე, რადგან საქმე ეხებოდა ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულს, მტკიცებულებათა გამოკვლევა-დადგენა მოხდა თანამონაწილე - გ------- ჩ----ის მიმართ.

 

9. ამდენად, დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილზე ექპერტებმა გარდაცვლილის სხეულიდან აიღეს დნმ-ის მასალა. ექსპერტიზის პასუხების თანახმად, იგი განეკუთვნებოდა ორ, მამრობითი სქესის დნმ-ის ნიმუშს. საქმის მასალების მიხედვით, დნმ-ის მონაცემთა ბაზაში აღნიშნული ნიმუშების გადამოწმებამ არანაირი შედეგი არ გამოიღო. აქედან გამომდინარე, აღნიშნული მომენტიდან გამოძიებას ჰქონდა დნმ-ის ორი ნიმუში, რომელთა იდენტიფიცირებაც უნდა მომხდარიყო. 2--3 წლის სექტემბრის ბოლოსთვის გამოძიებას ჯერ კიდევ არ გააჩნდა ხელჩასაჭიდებელი მტკიცებულებები. დნმ-ის კვალის შედარებამ ევროპის მასშტაბით ასევე არ გამოიღო არანაირი შედეგი. 2--- წლის აპრილში კი ბ----იდან ელექტრონული ფოსტით მივიდა ინტერპოლის მინიშნება-შეტყობინება - დნმ-ის ნიმუშის გ------- ჩ----ის დნმ-ზე დამთხვევასთან დაკავშირებით, კერძოდ, ექსპერტიზის შედეგები დაემთხვა ინტერპოლის მიერ საინფორმაციო ფურცელით მიწოდებულ ინფორმაციას.

 

10. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გადმოგზავნილ სისხლის სამართლის საქმეზე უცხო სახელმწიფოს მიერ მოპოვებულ მტკიცებულებას აქვს საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული მტკიცებულების თანაბარი იურიდიული ძალა. საზღვარგარეთ მოპოვებული/შექმნილი მტკიცებულების შეფასების სხვაგვარი წესი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი არ არის. შესაბამისად, ამ შემთხვევაში სასამართლო გ. ჩ----ის ბრალეულობის დასადგენად ხელმძღვანელობს მტკიცებულებებით, რომლებიც გერმანიის სახელმწიფომ გამოუგზავნა საქართველოს. საქმის მასალების თანახმად, საკასაციო პალატას არ გააჩნია საფუძველი საეჭვოდ მიიჩნიოს შვეიცარიის ინტერპოლის ცნობა, ექსპერტიზის დასკვნები და მოწმე დ------ კ--------- მ------ის ჩვენება (რომლის თანახმადაც გ------- ჩ----ის დნმ-ის პროფილი დაემთხვა ექსპერტიზის შედეგებს). აღსანიშნავია, რომ ნ------------ფ-------ის მიწის სასამართლოს სისხლის სამართლის მე-5 პალატამ აგრეთვე გაიზიარა დოქტორ მ------ის კვლევა.

 

11. ექსპერტიზის დასკვნის გაზიარების ნაწილში დაცვის მხარე თავისი პოზიციის გასამყარებლად აგრეთვე უთითებს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებზე (№332აპ-15, №8-აპ-13) და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არ შეესაბამება საკასაციო პალატის დადგენილ პრაქტიკას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებულ გადაწყვეტილებებში სასამართლომ ექსპერტიზის დასკვნა იმ მოტივით არ გაიზიარა, რომ სხდომაზე ექსპერტიზის ჩამტარებელი ექსპერტები მათ მიერ გაცემულ დასკვნასთან დაკავშირებით მოწმის სახით დაკითხულები არ იყვნენ. საქართველოს სსსკ-ის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარის მოთხოვნის შემთხვევაში დოკუმენტს მტკიცებულებითი ძალა აქვს, თუ ცნობილია მისი წარმომავლობა და ის ავთენტურია. დოკუმენტი ან ნივთიერი მტკიცებულება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ მხარეს შეუძლია მოწმედ დაკითხოს პირი, რომელმაც მოიპოვა/შექმნა იგი ან/და რომელთანაც ინახებოდა სასამართლოში წარდგენამდე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში ექსპერტი, რომელმაც უშუალოდ დაადასტურა ბრალდებულის დნმ-ის იდენტურობა შვეიცარიის ინტერპოლის მიერ საინფორმაციო ფურცელში ასახულ დნმ-თან, დაკითხულია. დაცვის მხარეს მიეცა შესაძლებლობა, დაეკითხა ექსპერტი თავისი დასკვნის ფარგლებში. საკასაციო პალატას არ გააჩნია საფუძველი საეჭვოდ მიიჩნიოს შ---–-----ში გ------- ჩ----ისგან დნმ-ის ნიმუშის აღების ფაქტი. საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც გ. ჩ----ის მიმართ გ--------ში წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე შვეიცარიის დაინტერესებაზე მიუთითებდა.

 

12. რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას ევროპული სასამართლოს პრეცენდეტულ სამართალზე, პალატა აღნიშნავს, რომ ევროპული სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ მტკიცებულებათა დასაშვებობის წესი ეროვნული კანონმდებლობის რეგულირების საგანია (სჩენკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schenk v. Switherland), 1988 წლის 12 ივლისი, N10862/84 ). სასამართლოს მითითებით, პასუხი უნდა გაეცეს კითხვას: იყო თუ არა საქმის წარმოება მთლიანობაში (მათ შორის - მტკიცებულებების მოპოვებისას) სამართლიანი. სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასებისას ყურადღება ექცევა მათ შორის დაცვითი უფლებების შესრულებას. უნდა შემოწმდეს, განმცხადებლის შესაძლებლობა - გაეპროტესტებინა მტკიცებულებების ავთენტურობა/მათი გამოყენების ფაქტი. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებების ხარისხიც; როდესაც მტკიცებულებები მყარია და მათი სანდოობა არ არის საეჭვო, უფრო ნაკლებია ასეთი მტკიცებულებების სხვა მტკიცებულებებით გამყარების საჭიროება (ბიკოვი რუსეთის წინააღმდეგ (bykov v. Russia), 2009 წლის 10 მარტი, N4378/02).

 

13. მოცემულ შემთხვევაში გ. ჩ-----ს სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე არ შეზღუდვია დაცვის უფლება, მას სრულად მიეცა შესაძლებლობა (მათ შორის - მტკიცებულებათა შეფასების ნაწილში) გამოეთქვა პროტესტი, დაეყენებინა შუამდგომლობები, ხოლო მიღებული გადაწყვეტილებები გაესაჩივრებინა. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნების სიმყარეს, საკასაციო პალატა უთითებს ექსპერტ დ------ კ--------- მ------ის ჩვენების იმ ნაწილზე, სადაც მოწმემ დნმ-თან დაკავშირებით განმარტა, რომ არ შეიძლება არსებობდეს მსოფლიოს მასშტაბით სხვა პირი, რომელიც დაემთხვევა აღნიშნული გენის მატარებელ პირს; მოცემულ შემთხვევაში არსებობდა ნიშან-თვისებები რომლებიც სრულყოფილად ემთხვევა გ. 1--- „გ-------დ“ წოდებულ პირს.

 

14. ამდენად, საკასაციო პალატა ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნებს სრულად იზიარებს და დაცვის მხარის საჩივარს ამ ნაწილში დაუსაბუთებლად მიიჩნევს.

 

15. ადვოკატების მითითებით, დადასტურებულად რომც მივიჩნიოთ გ------- ჩ----ის დნმ-ის კონკრეტულ ადგილებზე ამოსვლის ფაქტი, უცნობია, რომელი დამნაშავის ქმედება იყო მიმართული დაზარალებულის მოკვლისაკენ და რომლის ქმედებამ გამოიწვია დამდგარი შედეგი. ამდენად, მიზეზობრივი კავშირი დაუდგენელია. საკასაციო პალატა აგრეთვე არ ეთანხმება აღნიშნულ მითითებას, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

16. შემთხვევის ადგილის დათვალიერების მასალით დადგენილია, რომ სახანძრო სამსახური ბინაში აივნიდან შევიდა. ამ დროს აივნის კარი ღია იყო, ხოლო ჟალუზი, დაახლოებით 30 სანტიმეტრის გარდა - დაკეტილი. სახანძრო სამსახურის თანამშრომელმა ჟალუზი ხელით ასწია და ასე შეაღწია მისაღებ ოთახში. აქედან იგი ბინის კარისკენ წავიდა; ამ დროს შენიშნა, რომ სამზარეულოში მაცივრის კარი ღია იყო და შიგნით ენთო შუქი. პოლიციის მთავარ სპეციალისტთან, ქალბატონ კ-------–--–--თან ერთად შევიდნენ სამხრეთ ნ-----------ის პოლიციის ინსპექციის მოხელეები. ჩატარდა ბინის ჩხრეკა. საძინებლის გარდა ყველა ოთახი ღია იყო, ხოლო თავად საძინებლის კარი - მიხურული. იგი სახანძრო სამსახურის თანამშრომელმა გააღო. იატაკზე, კარადასა და საწოლს შორის გარდაცვლილი პიროვნება იწვა, რომელსაც ნაწილობრივ ნოხი ჰქონდა გადაფარებული. სახანძრო სამსახურის თანამშრომელმა ნოხი ასწია, მის ქვეშ ქალბატონი იყო. ხელები ზურგზე ჰქონდა გაკოჭილი. პოლიციის მთავარი სპეციალისტი - კ-------–--–--ი კრიმინალური პოლიციის მუდმივ სამსახურსა და სასწრაფო დახმარების ექიმს დაუკავშირდა. ექიმმა დოქტორ ვ----–---მა 00:42 წუთზე ქალბატონის გარდაცვალება დაადასტურა.

 

17. მოწმე ნ-----– ე-–-------- კ-------–--–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2--3 წლის ზაფხულში იგი ნ-----------ის სამხრეთის პოლიციაში მუშაობდა. როდესაც ა---–---- მ---------ის მეზობლებმა დარეკეს პოლიციაში, მას რეიდი ჰქონდა. ამ მიზეზით ის თავის პარტნიორთან ერთად ქალბატონი მ---------ის მისამართზე წავიდა. დაზარალებული პირველ სართულზე ცხოვრობდა. იქ იყო ხეივანი და შესაძლებელი იყო ფანჯრიდან სამზარეულოში შეხედვა. დაინახა, რომ მაცივრის კარი იყო ღია და ანთებული იყო სინათლე; ღია იყო ასევე კარი და უჯრები. მათთვის ყველაფერი ნათელი იყო და გამომდინარე იქიდან, რომ გასაღები არ ჰქონდათ და თავად ვერ შეძლეს აივნიდან ბინაში გადასვლა, საჭირო გახდა სახანძროს გამოძახება. სახანძროს მოსვლის შემდეგ შენიშნეს, რომ აივანზე ჟალუზი იყო ცოტათი გახსნილი, მათ მოახერხეს ჟალუზის მთლიანად გახსნა და სწორედ ასე გადავიდნენ სახლში. სახანძროს თანამშრომლები მისი მოთხოვნით შევიდნენ სახლში, გაიარეს მხოლოდ შესასვლელ კარამდე, რომელიც ჩაკეტილი იყო ურდულით. შემდეგ ისიც შევიდა სახლში. საძინებელ ოთახში ქალბატონი მ---------ი იატაკზე იწვა და თავი ჰქონდა კარისკენ, ხოლო ტანზე გადაფარებული ჰქონდა ხალიჩა. სახანძროს თანამშრომელმა გადასწია ხალიჩა, რის შემდეგაც მათ დაინახეს, რომ ქალბატონ მ---------ს ხელები ჰქონდა შეკრული ზურგს უკან. მოწმის მითითებით, განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო ის, რომ მაცივრის კარი ღია იყო, საიდანაც სინათლე გამოდიოდა, ასევე უჯრები, კარადის კარი ღია იყო და ემჩნეოდა, რომ ვიღაცას სამზარეულო გაჩხრეკილი ჰქონდა. დერეფანში უჯრა იყო გახსნილი და გაჩხრეკილი, სადაც იყო სამკაული, თუმცა რა სამკაული, ვერ იხსენებს.

 

18. მოწმე პ------ ჰ---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2--3 წლის ივნისში ის სამხრეთის პოლიციაში საგამოძიებო ორგანოში მუშაობდა. მისი დავალება იყო სპეციალური კომისიისთვის ანაბეჭდების კვალი ამოეღო და წარედგინა. მოწმემ განაცხადა, რომ დანაშაული ჩადენილი იყო სამშაბათს, ხოლო თავად დანაშაულის ადგილზე გამოცხადდა ხუთშაბათს ბატონ პ---თან და მის მეგობართან ერთად; მათ ახლდათ ასევე ორი თანამშრომელი. ადგილზე მისვლისას ნახეს, რომ ბინა იყო გაჩხრეკილი. აღნიშნული ფიქრის საფუძველს მას აძლევდა ფაქტი, რომ ბინაში თაროები და უჯრები იყო გადმოყრილი. მას არ შეუძლია, დაზუსტებით გაიხსენოს ცალკეული ოთახები, თუმცა შესასვლელიდან მარცხნივ იდგა კამოდი, რომელიც არ იყო წესრიგში. როგორც იხსენებს, მაცივრის კარი იყო ღია. ასევე, მისაღებ ოთახში დიდი კამოდის კარი იყო ღია, ხოლო დიდი უჯრები, გამოწეული. ერთ უჯრაში იყო ვიტრინა, რომელიც ასევე გაღებული და არეული იყო, ხოლო ერთ-ერთი უჯრა გამოწეული და უჯრის გარშემო გადმოყრილი იყო ტანსაცმელი. სამკაულები ეყარა იატაკზე და იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს ვიღაც რაღაცას ეძებდა. საძინებლის კარადები იყო გამოწეული და ზეწრები და თეთრეული - გადმოყრილი. უკანა მხარეს, ფანჯარასთან საწოლთან ახლოს იდგა ღამის ტუმბო, რომელიც იყო დაზიანებული. მას ახსოვს ის ადგილი საწოლსა და კარადას შორის, სადაც მიცვალებული იპოვეს. ადგილზე იყო ნაჭრები და გადასაფარებლები. როდესაც ის რ. პ---თან ერთად იმყოფებოდა დანაშაულის ადგილზე, დაკარგული ნივთების შესახებ პ---ი ახსენებდა „როლექსის“ ფირმის საათს. როგორც ითქვა, დაიკარგა ქალის კრემისფერი ჩანთა, საფულე და ნაღდი ფული, დაახლოებით 30 და 300 ევრომდე, საფულე ცარიელი იყო დატოვებული. სამკაული, ბეჭედი, რომელსაც რ. პ---ის დედა ატარებდა, დაკარგული იყო. ასევე, ყელსაბამი, რომელიც ძვირფასად გამოიყურებოდა, სამკაულების საკიდი ხელის მტევანი, რომელზეც ბეჭდები იყო წამოცმული. დაზუსტებით იმის დადგენა, თუ რა იყო დაკარგული, ვერ მოხერხდა, რადგან დაზარალებულის უფლებამონაცვლემ არ იცოდა, ზუსტად რა ჰქონდა დედამისს სახლში. მან აღნიშნა მხოლოდ ის ნივთები, რაც მოხვდა თვალში. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო „როლექსის“ ფირმის საათი, რამდენიმე ყელსაბამი და ნაღდი ფული. მოწმის მითითებით, მან შესვლისას დაინახა, რომ ამანათის ყუთი ქვემოდან იყო გაგლეჯილი, თუმცა ცარიელი იყო თუ არა ის, არ იცის. მოწმის განმარტებით, დადგინდა, რომ ქართველი მამაკაცი ქურდობის გამო იყო დაკავებული და მისი დნმ ემთხვეოდა ამ კონკრეტული დანაშაულის ადგილზე აღმოჩენილ დნმ-ს. გამომძიებელმა ამ კაცის საშუალებით გამოიძია მეორე კაცის პიროვნება. ორივე მათგანი იყვნენ ქურდობის საქმეზე ეჭვმიტანილები.

 

19. დაზარალებულის უფლებამონაცვლე რ---–---- რ-------- პ---ის ჩვენებით დადგენილია, რომ ა---–---- მ---------ი იყო დედამისი, რომელიც გარდაცვალების დროს იყო 85 წლის. დაზარალებული აივნის კარს ხანდახან ღიას ტოვებდა. ჟალუზები ბოლომდე დახურული არ იყო, რადგან თავისი ასაკიდან გამომდინარე, მას გასვლა შესძლებოდა აივანზე. სახლი ბელეტაჟის ტიპის იყო. მიწიდან აივანი დაახლოებით 2,5 მეტრის სიმაღლეზე იყო. მოწმის განმარტებით, სწორედ აღნიშნული აივნიდან შევიდნენ დედამისის სახლში ბრალდებულები. ეს არის სწორი ბეტონის აივანი, ხელების აწევით აივნის ზედაპირზე შესაძლებელია ხელის მოკიდება. დედამისი არ უნახავს, რადგან იგი სასტიკად ნაწამები იყო. მისი განცხადებით, დედამისი იყო დამოუკიდებელი პიროვნება; ის მართავდა ერთ-ერთ რესტორანს, დიდ ყურადღებას აქცევდა თავის გარეგნობას, კარგად იცვამდა და „ყოველთვის ფორმაში იმყოფებოდა.“ იმ უბანში ცხოვრობდა, სადაც რესტორანი ჰქონდა და მას ყველა იცნობდა. კონკრეტულად მას ჰქონდა ერთი „როლექსის“ ფირმის ქალის საათი, ოქროს ბეჭედი და ბრილიანტის ბეჭედი, ასევე ყელსაბამი. მისი განცხადებით, დედამისის სახლში ყველაფერი ამოყრილი იყო - თითოეული უჯრა, სამკაულის ყუთები, ასევე ძვირფასი სამკაულები, ყველაფერი წაღებული იყო.

 

20. ამასთან, დაზარალებულის უფლებამონაცვლე აღნიშნავს, რომ იგი სასამართლოსგან ელის დედამისის მიმართ ჩადენილი საშინელი დანაშაულისათვის, წამებისთვის, გ. ჩ----ის კანონით გათვალისწინებული ზომების შესაბამისად დასჯას.

 

21. საქმის ძირითადი გამომძიებელის - მოწმე ვ---–----- ე-----–ეს ჩვენებით დადგენილია, რომ როდესაც შემთხვევის ადგილზე მივიდა, ადგილზე მყოფმა ექიმმა დაადასტურა ქალბატონის გარდაცვალება. გარდაცვლილს ხელები უკან ჰქონდა წელზე და შებორკილი იყო ელექტროკაბელით. გვამს სხეულზე გადაფარებული ჰქონდა ხალიჩა, სახლი ანგრეული იყო. ანალიზების პასუხების მიხედვით, ერთი მამრობითი სქესის დნმ-ის ნიმუში აღმოჩნდა რამდენიმე ადგილზე, კერძოდ, დანის სახელურზე, რომელიც ეგდო იატაკზე ა---–---- მ---------ის ბინაში, კამოდის სახელურზე, ორ ბეჭედზე, რომლებიც იატაკზე ეყარა; აღნიშნული დნმ-ები ეკუთვნოდა გ------- ჩ-----ს. ვინაიდან სხვა მტკიცებულება არ არსებობდა, გამოძიება მიმდინარეობდა შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი დნმ-ის კუთვნილების დადგენის მიმართულებით. როგორც მისთვის რ---–----, რ-------- პ---ისაგან გახდა ცნობილი, სახლიდან მოპარული იყო „როლექსის“ ფირმის ქალის საათი, ერთი ანტიკური ბეჭედი, ოქროს ჯაჭვი, ერთი ოქროს სამაჯური, მბზინავი მარგალიტის ყელსაბამი. 2--- წლის აპრილში ელექტრონული ფოსტით ბ----იდან მოვიდა ინტერპოლის მინიშნება-შეტყობინება დნმ-ის ნიმუშის გ------- ჩ----ის დნმ-ზე დამთხვევასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც გარდაცვლილის სხეულს მოხსნეს წებოვანი ლენტები, მასზე არსებულ დნმ-ის ნიმუშებზე მ-------ის უნივერსიტეტის სასამართლო მედიცინის ინსტიტუტში ჩატარდა კვლევები, რა დროსაც გამოიკვეთა გ------- ჩ----ის რამდენიმე დნმ-ი. ამასთან, 13 დნმ-ი - გადასაფარებელზე, რომლითაც მიბმული იყო მსხვერპლი. მსხვერპლის ყავისფერი ტანსაცმელის მანჟეტზე აღმოჩენილია გ. ჩ----ის დნმ-ი, განსაკუთრებით - კისრის მიდამოებში, მსხვერპლის მაისურზე, მარცხენა ზედა იდაყვზე, მსხვერპლის საცვლის უკანა მხარეს, მარჯვენა იდაყვზე, მარცხენა კიდურსა და მარჯვენა ქვედა კიდურზე. რაც შეხება ტელეკომუნიკაციის საკითხს, უნდა აღინიშნოს, რომ ა---–---- მ---------ზე ყაჩაღური თავდასხმისა და მისი მკვლელობის დღეს, ანუ 2--3 წლის 21 ივნისიდან იმავე წლის 2- ივნისამდე პერიოდში, გ------- ჩ----ის სახელზე შეძენილი მობილური ტელეფონის ბარათით (კარტით) ფიქსირდება, რომ გ. ჩ----- იმყოფებოდა დანაშაულის ჩადენის არეალში მდგომი მობილური ანძის სიგნალით, აღნიშნული გარემოება დასტურდება იმ ფაქტით, რომ მას დამყარებული აქვს რამდენიმე კონტაქტი, მათ შორის თავის მეუღლესთან.

 

22. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ-------ის სასამართლო მედიცინის ინსტიტუტში ჩატარდა მოლეკულურ-გენეტიკური კვლევები. ჩამოყალიბდა საერთო ჯამში 4 ექსპერტიზა: G-------------:----0--2---; G-------------: 02.0--2---; G-------------- 1--0--2---; GA -1--2-----4:--8-0--2----- დანართში G------------ შედარებითი ექსპერტიზა. ჩატარდა მოლეკულურ - გენეტიკური გამოკვლევები - მთლიანად აიღეს 277 სინჯი: 230 ანაფხეკი გვამიდან, 1 ანაფხეკი დაქტილოსკოპიური სინჯიდან, 8 ანაფხეკი ღამის საცვლიდან, 2 ანაფხეკი თაროდან, 2 ანაფხეკი საზომი მეტრიანიდან, 4 მიბმული მკლავების გამორეცხვა, 1- ანაფხეკი მიბმული ხელებიდან, 2 მიბმული იდაყვების გამორეცხვა, 1- ანაფხეკი მიბმული კოჭებიდან, თმა - თმის გამოკვლევა არ მოხდა.

 

23. საქმეში არსებული განაკვეთის ოქმის თანახმად, ა---–---- მ---------ის (დაბ:----0--1---) გვამის სასამართლო-სამედიცინო გაკვეთა ჩატარდა ნ-----------ის ვესტფრიდჰოპის კრემატორიუმში 25.0--2--3 წელს, 15:00 საათიდან. მკვდარი აღმოჩენილია 25.0--2--3 00:02 (გარდაცვალების მოწმობის მიხედვით). სასამართლო-სამედიცინო გაკვეთამ შემდეგი ძირითადი დიაგნოზები დაადგინა: 85 წლის ქალის (ზოგადად კარგი მდგომარების) გვამი. პირში, თავის ქვედა არეალზე შემოხვეული და კისრის მარცხენამხარეს გაკვანძული ქსოვილის ნაჭრის კვანძი. მასობრივი პეტექიური სისხლჩაქცევები და მომრავლებული მკვდრის ლაქები, ვიბიცები თავის და მკერდის ღრუს არეალში. ცხვირ-ხახის ღრუში სისხლი. ფილტვებში მომრავლებული ჰაერი. ორივე მხარეს კონიუნქტივი, აგრეთვე მარჯვენა ზედა ქუთუთოს და მარცხენა ზედა და ქვედა ქუთუთოს ლაქოვანი სისხლჩაქცევები, ცხვირის კანის შეშუპებები, ქვედა ყბის მარჯვენა მხარეს, ნიკაპიდან ხელმარჯვნივ, ზემო არეალში შეშუპებები და სისხლჩაქცევები. ზოლებრივი სისხლჩაქცევა თავის მარცხენა მოძრავ კუნთზე, პირდაპირ ლავიწის ზემოთ. მეორე და მესამე ნეკნების ზემოთ, მკერდთან ახლოს ლიპოსომური ქსოვილისა და კუნთების სისხლჩაქცევა ხელმარჯვნივ. ობდუქციის მეშვეობით მიღებული ფაქტების საფუძველზე ა---–---- მ---------ი გარეგანი (ასფიქციური) გაგუდვით არაბუნებრივად გარდაიცვალა. პირის ღრუს დახშობით დაზარალებულის მუცელზე, პირით იატაკზე წოლითმა მდგომარეობამ და თავზე საბნების დაფარებამ დამატებითი უჰაერობა გამოიწვია. სახის არეში სისხლჩაქცევები და განაკაწრები პირით იატაკზე წოლისას თავზე ძალადობრივი ზეწოლის შედეგია. ზურგის მარჯვენა მხარეს მკვეთრი სისხლდენა და აგრეთვე სისხლჩაქცეული ნეკნების მოტეხილობები მკერდის წინა მხარეს ხსენებულის სხეულზე მუხლებით დგომას ან ჯდომას განმარტავს. გარდა ამისა, აღინიშნება ბლაგვი საგნით დაზიანების კვალი მარჯვენა კეფაზე, აგრეთვე ზედა და ქვედა კიდურებზე, ასევე სხეულის შებოჭილი ნაწილების სისხლდენა ამტკიცებს, რომ ქალბატონი მ---------ი სისხლის მიმოქცევის შებოჭვის განხორციელების დროს რეგულარულად მოქმედებდა. სიკვდილის გამომწვევი მიზეზის შიდა ბუნებრივი დაავადებები გაკვეთამ არ დაადგინა.

 

24. ექსპერტმა ე--------- შ---------მა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას აჩვენა, რომ 1995 წლიდან არის სასამართლო მედიცინის ექსპერტი. 2--3 წლის 25 ივნისს დაურეკეს და მივიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც მკვლელობის შედეგად გვამი იპოვეს. პოლიციასთან ერთად სახლში შევიდა. გვამი იყო იატაკზე კარადასა და საწოლს შორის. იწვა მუცელზე. გარდაცვლილი ნაწილობრივ ჩაცმული იყო, ნაწილობრივ კი - გადასაფარებლით დაფარული. გამომდინარე იქიდან, რომ პოლიციელები აპირებდნენ ანაბეჭდების აღებას მიცვალებულის სხეულზე მისი შემობრუნებითა და წებოვანი ლენტის საშუალებით, გვამი ზედაპირულად დათვალიერდა; მასზე იარაღის კვალი არ აღინიშნებოდა. მან შეამოწმა მიცვალებულის სხეულისა და დანაშაულის ადგილის ტემპერატურა. სხეულის ტემპერატურა იყო 5,1, ხოლო ოთახის ტემპერატურა - 23 გრადუსი. შემდეგ პოლიციას უნდა აეღო ანაბეჭდები; მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ მოხდებოდა ობდუქცია, ანუ გვამის გადატანა ექსპერტიზის ბიუროში და მისი გაკვეთა. აღნიშნულით დამთავრდა მისი შემთხვევის ადგილზე მუშაობა. რაც შეეხება სახლს, იგი არეული იყო და მიცვალებული იწვა იატაკზე. გვამის გაკვეთა მოხდა ნ-----------ის კრემატორიუმში. ექსპერტიზის ჩატარების დროს ა---–---- მ---------ის გვამს ჯერ კიდევ ჰქონდა პირი აკრული. გვამს აღენიშნებოდა მრავლობითი სისხლჩაქცევები სხეულზე და დაზიანება სახის არეში, ასევე გადაციებული ფილტვი, ნეკნები მოტეხილი, პატარა ნასერები სახეზე, ჩამტვრეული ნეკნები, რბილობის სისხლჩაქცევა სხეულის ზედა ნაწილზე, ასევე, თავის რბილ ნაწილში იყო დაზიანება, განსაკუთრებით შუბლის მარცხენა ნაწილში ჰქონდა მძიმე სისხლჩაქცევები. გვამს აღენიშნებოდა გარეგნული გაყინვა, რომელიც გამოიწვია სასუნთქი გზების შეფერხებამ, მათზე ქსოვილის ნაჭრისა და საბნის დაფარებამ. ზემოაღნიშნულმა, სისხლჩაქცევებთან ერთად ფილტვის გადაციება გამოიწვია. დაზარალებულს მოტეხილი ჰქონდა მკერდის ძვლის მეორე და მესამე ნეკნები, ასევე მარჯვენა მხარეს - მეორე, მეოთხე და მეხუთე ნეკნები. აღნიშნული მოტეხილობები იყო სიცოცხლის დროინდელი. გარდაცვლილი იყო 85 წლის. მიცვალებულზე აღნიშნული დაზიანებები შეიძლება განვითარებულიყო კონკრეტულ საგანთან შეხებისას თავის მიჭეჭყვით. მოტეხილობებს რაც შეეხება, შესაძლებელია, იგი დარტყმებმა გამოიწვია (შესაძლებელია, სხეულზე მუხლების მირტყმამ). დაზარალებულს პირის ღრუში ჰქონდა ჩაჩრილი დაგრეხილი ნაჭერი, რომლის მეშვეობით ენას ჰქონდა ადგილი შეცვლილი. მოწმის განმარტებით, როდესაც ენა უკან არის გაწეული, იგი ხელს უშლის ცხვირით სუნთქვას.

 

25. რომის ინტერპოლის ცნობით, ჩ----- და ძ-------ე საგზაო პოლიციამ ბ---–-----ში 20.0--2--3 წელს შეამოწმა. 21-08-2--3 წელს ჩ----- პოლიციამ ფლორენციაში შეამოწმა და მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ არ გააჩნდა არც პირადობის დამადასტურებელი რაიმე საბუთი და არც ი----–--ში ყოფნის უფლება, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. 2--3 წლის 2- აგვისტოს ღამესა და 25 აგვისტოს გამთენიისას ორივე ბრალდებული ბინაში შეღწევით ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით დააკავეს და იმყოფებოდნენ წინასწარ პატიმრობაში. ძ-------ე დარჩა წინასწარ პატიმრობაში, ხოლო ჩ----- გათავისუფლდა 2--- წლის 17 თებერვალს. ამის შემდეგ ჩ----- გაემგზავრა შ---–-----ში, სადაც მას (2--- წლის 11 მარტს ბ----ის რეგიონში, მაღაზიაში ჩადენილი ქურდობის გამო) 2----–-–------------ს ბ----ის (შ---–-----), კანტონის პოლიციამ აუღო თითის ანაბეჭდები, ამასთან, აუღეს დნმ-ის ნიმუშიც. გამოძიების ფარგლებში ამ დროისათვის უკვე ცნობილია დანაშაულის ადგილიდან ამოღებული დნმ-ს ნიმუშები; ადგილობრივ მონაცემთა ბაზის მონაცემების ინტერპოლის მონაცემებთან რეგულარული შედარების ფარგლებში დანაშაულის ადგილიდან ამოღებული დნმ-ის კვალი იდენტიფიცირებულ იქნა, როგორც ბრალდებულ ჩ----ის დნმ-ი. მისი დნმ-ის ნიმუში გაიგზავნა ინტერპოლის მეშვეობით და ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაეცა სასამართლო მედიცინის ორივე ინსტიტუტს.

 

26. ნ------------ფ-------ის მიწის სასამართლოს სისხლის სამართლის მე-5 პალატის განაჩენით სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების საერთო შეფასების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ ნ------- ძ-------ემ და მისმა თანამონაწილე გ------- ჩ-----მ ჩაიდინეს ყაჩაღობა და ა---–---- მ---------ი მოკლეს. მათი დნმ-ის კვალი აღმოჩნდა იმ ელექტროსადენზე მე-2 კვანძის არეში, რომლითაც დაზარალებულს შეკრული ჰქონდა ხელ-ფეხი. კიდევ ხუთ ადგილას დაზარალებულის მკლავებსა და ფეხებზე იპოვეს ნ------- ძ-------ის დნმ-ის კვალი. გ------- ჩ----ის დნმ-ის კვალი აღმოჩნდა ასევე დაზარალებულის ზურგზე, ღამის პერანგზე, კამოდის სახელურსა და შემოსასვლელში ნაპოვნ ბეჭედზე. არ არსებობს სხვაგვარი ახსნა იმისა, თუ როგორ შეიძლება მოხვედრილიყო დამნაშავეთა ბიოლოგიური მასალა დაზარალებულის კანზე, ზურგსა და ხელ-ფეხის შესაკრავად გამოყენებულ ნივთებზე. ნ------------ფ-------ის მიწის სასამართლოს სისხლის სამართლის მე-5 პალატის განაჩენში აგრეთვე აღნიშნულია ექსპერტ დოქტორ ბ---–ის განმარტება, რომლის თანახმადაც, დაზარალებულის სიკვდილი ე.წ. გარე (ასფიქციურმა) გაგუდვამ გამოიწვია. დადგინდა, რომ სასუნთქი გზები სრულად არ დაბლოკილა, რადგან პირის ახვევის მიუხედავად, დაზარალებულს ჟანგბადი მიეწოდებოდა პირისა და ცხვირის ღრუს გავლით. პირის ასახვევად გამოყენებულ ქსოვილს არ გაუგუდავს დაზარალებული, რადგან იგი არ გადიოდა საძილე არტერიაზე. მიუხედავად სასუნთქი გზების თითქმის სრული ბლოკირებისა (საბნების, ხალიჩის მეშვეობით) და მუცელზე წოლისა, დაზარალებულს მაინც მიეწოდებოდა რაღაც რაოდენობით ჟანგბადი, რომელიც დარჩენილი იყო საბანში. თუმცა იმის თქმა, რამდენ ხანს ეყო დაზარალებულს დარჩენილი ჟანგბადი, ძნელია. იმის გამო, რომ საბანში დარჩენილი იყო ჰაერი, შეიძლება დაშვებულ იქნეს, რომ სიკვდილთან ბრძოლა ასეთ ვითარებაში იმ დროზე მეტ ხანს გრძელდება, ვიდრე გაგუდვით სიკვდილის დასადგომად საჭირო - 5-7,5 წუთია. მაგრამ, ვინაიდან დაზარალებული ხანში შესული იყო, სავარაუდოდ, მისმა ბრძოლამ სიკვდილთან 5 წუთზე მეტ ხანს არ გასტანა.

 

27. ამავე განაჩენში აღნიშნულია, რომ პროფესორმა ბ---–მა ჩაატარა დნმ-ის კვალთა ექსპერტიზა. თითოეული კვალის გამოკვლევისას შემოწმდა 16 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი, მემკვიდრეობით გადამცემი სისტემა და გამოყენებულ იქნა ევროპელი მოსახლეობა. კამოდის სახელურზე, კვალი 3--- აღმოჩენილმა ბიოლოგიურმა მასალამ აჩვენა შერეული გენეტიკური მასალის ტიპური სურათი. კვალის ძირითადი გამომწვევის დნმ-ის საიდენტიფიკაციო ნიმუში დნმ-ის ანალიზისთვის შეიტანეს ცხრილში. დასახელებული ცხრილი გაეგზავნა ნ-----------ის კრიმინალურ პოლიციას, რომლის ცნობით წარმოდგენილი ნიმუშები დნმ-ს ნიმუშთა მონაცემთა ბაზაში დაემთხვა გ------- ჩ----ის პერსონალურ მონაცემებს. აქედან გამომდინარე, ყოველგვარი დასაბუთებული ეჭვის გარეშე გ------- ჩ----- არის კამოდის სახელურზე დატოვებული კვალის 3-2- ბიოლოგიური მასალის მატარებელი. ,,დასაბუთებული ეჭვის გარეშე’’ ნიშნავს, რომ დნმ-ს ეს საიდენტიფიკაციო ნიმუში სტატისტიკურად მხოლოდ ერთხელ არსებობს მსოფლიოს მასშტაბით. რადგან კვალის ძირითად კომპონენტად იდენტიფიცირებულია მხოლოდ ერთი ადამიანის დნმ-ი, აღნიშნული კვალი შეიძლება განიხილოს, როგორც ერთადერთი კვალი. რაც შეეხება პოლიციის ნივთმტკიცებას 8-6-- (ბეჭედი შემოსასვლელში), ა---–---- მ---------ის ალელის გარდა, იკვეთება გ------- ჩ----ის ყველა მახასიათებელი. აქედან გამომდინარე, იგი ითვლება ბეჭედზე დატოვებული კვალის თანადამტოვებლად. ბიოსტატიკური თვალსაზრისით, პოლიციის ნივთმტკიცებაზე 8-6-- (ბეჭედი შემოსასვლელში) შედგენილი ექსპერტიზა ინტერპრეტირებულ იქნა შემდეგი ორი ჰიპოთეზის საფუძველზე: ჰიპოთეზა H1: კვალი 8-6-- (ბეჭედი შემოსასვლელში) შეიცავს ა---–---- მ---------ის და გ------- ჩ----ის დნმ-ის ნარევს. ჰიპოთეზა 2: კვალი 8-6-- (ბეჭედი შემოსასვლელში) შეიცავს ა---–---- მ---------ის და ასევე გ------- ჩ-----სთან ნათესაურ კავშირში არმყოფი, უცნობი პირის დნმ-ის ნიმუშს. 2 კვადრილიონზე მეტია იმის ალბათობა, რომ კვალზე 8-6-- (ბეჭედი შემოსასვლელში) დატოვებული დნმ-ი ა---–---- მ---------თან ერთად ეკუთვნის ჩ-----ს და არა - სხვა, უცნობ პირს. აქედან გამომდინარე, ამ კვალის ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს, როგორც ამ ორივე პირის გენეტიკური მასალის ნარევისა. აღნიშნული განაჩენით, დადგინდა, რომ დანაშაულის ადგილას ნაპოვნი 6 დნმ-ის კვალი ეკუთვნოდა ნ------- ძ-------ეს, ხოლო 3 დნმ-ის კვალი - გ------- ჩ-----ს.

 

28. მოწმე დეტექტივ-გამომძიებელ მერაბ შენგელიას ჩვენებით დადგენილია, რომ გერმანიიდან გამოიგზავნა საქმის მასალები, რის შემდეგაც მათთან დარეგისტრირდა სისხლის სამართლის საქმე გ------- ჩ----ის მიმართ. მან გამოითხოვა ინფორმაცია სხვადასხვა უწყებიდან აღნიშნული პირის შესახებ. ინფორმაცია შეეხებოდა გ------- ჩ----ის პიროვნებასა და მისი გვარის ცვლილებას. გვარის ცვლილებასთან დაკავშირებით მოწმემ განმარტა, რომ ბრალდებული დაბადებით იყო ღ---–---, ხოლო შემდეგ იგი გადავიდა მეუღლის გვარზე, შესაბამისი წესით, დოკუმენტურად გაფორმებული იყო სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში.

 

29. დადგენილია, რომ სსგს ჭ--------ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ ს------- ჩ----ისა და გ------- ღ---–--ის (დ-------------- წ. საქართველოს მოქალაქე, პ--------------, საშუალო განათლების მქონე, მცხოვრები: ჭ--------აში, ა----–-----–--------------ში) ქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა 15.0--2--- წელს. ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ გ------- ღ---–---მ აირჩია მეუღლის გვარი - ჩ-----.

 

30. საქმეში არსებული, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის (მთავარი სამმართველო) უფროსის მოადგილის /მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე/ - მონაცემთა აღრიცხვისა და რეგისტრაციის სამმართველოს უფროსის ი-----–- ზ--------ის წერილით ირკვევა, რომ მათ ხელთ არსებული კომპიუტერულ მონაცემთა ბაზების მიხედვით მოქალაქე - გ------- ჩ----ის (ღ---–---), (პ--------------) მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტები სასაზღვრო-გამტარი პუნქტების გავლით 2--2 წლის 1 იანვრიდან 2--6 წლის 21 ნოემბრამდე დაფიქსირდა სსკგ „ს-----ის“ და სსკგ „თ---–------------------ის“ გავლით. 4/27/2--3 5:44 გ------- ღ---–---, გასვლა, უ-------; 5/23/2--3 4:20 გ------- ღ---–---, გასვლა 7-------–--- - პ---–-------; 4/6/2--- 3:22 გ------- ღ---–---, შემოსვლა 4------------–---------------.

 

31. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოიკვლიეს ნივთიერი მტკიცებულებები, კერძოდ, 3-9- ობიექტი - წებოვანი ლენტი, რომელიც აიღეს დაზარალებულის პერანგისგან ზურგის არეში და რომელზედაც აუტოსომური სისტემით ქსოვილის ნაზავი სავსებით ემთხვევა დაზარალებულისა და გ.1--- გ-------ს დნმ-ს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 3-9- სინჯის ქსოვილის მინარევი ბილიონზე მეტჯერ უფრო ხარისხიანია, აქედან დასტურდება, რომ სინჯი 3-9- ეკუთვნის გ. 1--- გ-------ს ბიოლოგიურ ქსოვილს. ასევე სინჯი 8-65-ზე (ბეჭედი) ნაპოვნია გ. 1--- გ-------ს დნმ-ის კვალი. კვალზე 8-65 (ბეჭედი, ჯაჭვის ნაწილები) ა---–---- მ---------ის გარდა, გამოიკვეთა მემკვიდრეობითი ნივთიერებანი, რომლებიც ეკუთვნის გ. 1--- გ-------ს, რის გამოც ეს პირი კვალის მთავარ დამტოვებელად მიიჩნიეს. შემთხვევის ადგილიდან აღებული ნიმუშებიდან დანაშაულის ადგილზე ნაპოვნი 3 დნმ-ის კვალი ეკუთვნის გ------- ჩ-----ს, ეს კვლებია: 3-9- (ღამის პერანგის ზურგის არე), 3-2- (კამოდის სახელურზე დატოვებული კვალი) და 8-65 (ბეჭედი, ნაპოვნი შემოსასვლელში); აღნიშნული მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ გ------- ჩ-----ს უშუალო შეხება ჰქონდა ა---–---- მ---------თან. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა---–---- მ---------ის პირის ასაკრავად და მკლავების შესაბორკად გამოყენებული იყო ქსოვილი, რომელიც წარმოადგენდა ღამის პერანგს. გამოკვლევების შედეგების მიხედვით, პირის ასაკრავად გამოყენებულ ქსოვილზე გ------- ჩ----ის დნმ-ის კვალი თერთმეტჯერ დადგინდა. სასამართლო სხდომაზე გამოიკვლიეს მაგიდის თეთრი გადასაფარებელი 8-5. მასზე ჩატარებული დნმ-ის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გ. ჩ----ის დნმ-ის კვალი ცამეტჯერ დადგინდა. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ყავისფერ ტანისამოსზე 8-3, რომელიც ხელების შესაკრავად იქნა გამოყენებული, გ. ჩ----ის დნმ-ი ერთხელ დადგინდა. ბრალდებულ გ------- ჩ-----სთან დაკავშირებით ჩატარებულ გამოკვლევაში, წებოვანი სახვევების ანალიზის შედეგად დადგინდა დნმ-ის ანაბეჭდები სხეულის შემდეგ არეალებში: ყელისა და კისრის არეში (სხეულის უკანა მხარეს) ერთი დნმ-ის ანაბეჭდი; ყვითელ მაისურზე (უკანა მხარეს) მარცხენა მხართან, ორი დნმ-ის ანაბეჭდი, ხოლო ზურგის არეში, ერთი დნმ-ის ანაბეჭდი; მარცხენა იდაყვისა და მკლავის ქვედა ნაწილის არეში, უკანა მხარეს, ორი დნმ-ის ანაბეჭდი; საცვალზე, რომელიც მსხვერპლს ეცვა, (საჯდომის არეში) ორი დნმ-ის ანაბეჭდი; მარჯვენა ბარძაყის უკანა მხარეს, ერთი დნმ-ის ანაბეჭდი; სხეულის წინა მხარეს, ერთი დნმ-ის ანაბეჭდი მარცხენა მკლავის ზედა ნაწილთან, ხოლო ორი დნმ-ის ანაბეჭდი მარცხენა მკლავის ქვედა ნაწილთან; მარჯვენა ბარძაყის ქვედა ნაწილთან, ორი დნმ-ის ანაბეჭდი. გ------- ჩ----ის დნმ-ი ნაპოვნია (როგორც ექსპერტმა დ------ კ--------- მ------მა სასამართლო სხდომაზე უჩვენა), კვალი 8-1-ზე, ეს არის კნებელის ლურჯი პერანგი, დასახელება 8-1-06, ეს არის პირში ჩასაჩრელი ჩვრის კვანძი; კვალი 3-9- დნმ-ის კვლები წებოვან ლენტზე ზურგის მხარეს ყვითელი მაისური; კვალი 3-10- დნმ-ის კვალი წებოვან ლენტზე, საჯდომის ნაწილი ლურჯი ტრუსი; კვალი 3-1-- დნმ-ის კვალი წებოვან ლენტზე, მარცხენა უკანა მხარე; კვალი 3-1-8/1-9 მარცხენა ზედა კიდური უკანა მხარე; კვალი 3-2-- დნმ-ის კვალი წებოვან ლენტზე, მარცხენა ზედა კიდური, წინა მხარე. კვალი 8-5.12 და 8-5.13 (ეს არის ანაფხეკი მაგიდის გადასაფარებლიდან) დნმ-ის სხვადასხვა ტიპის ნარევი, რაც ეკუთვნის სულ მცირე 2 ადამიანს. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ გამოკვეთილია მდედრობითი სქესის პირის კვალი, მისი ნიშნები ემთხვევა დაზარალებულის მახასიათებლებს. ამას გარდა, გამოკვეთილია იმ პირის კვალი, რომელიც საქმის მასალებში მოხსენიებულია, როგორც გ. 1--- გ-------. საუბარია ბრალდებულ გ------- ჩ-----ზე.

 

32. ნივთიერი მტკიცებულებები (რომლებიც გ--------მ საქართველოს საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში მიაწოდა) დაცვის მხარემ აგრეთვე საეჭვოდ მიიჩნია, იმ მოტივით, რომ გამოგზავნილი ფუთები დალუქული არ იყო. აღნიშნული პრეტენზიის შეფასების ნაწილში საკასაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას, რის გამოც მასზე დამატებით მსჯელობა მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

33. ამდენად, წარმოდგენილი მასალებიდან გამომდინარე, გ------- ჩ----ის დნმ-ის კვლები აღმოჩნდა როგორც დაზარალებულის სხეულის სხვადასხვა მიდამოში, ისე - მის საცხოვრებელ სახლში არაერთ ადგილას, რაც მიუთითებს მის უშუალო მონაწილეობაზე ბრალადშერაცხული დანაშაულის ჩადენაში.

 

34. ამასთან, ნ------------ფ-------ის მიწის სასამართლოს სისხლის სამართლის მე-5 პალატამ დაადგინა, რომ დაზარალებულის სხეულზე ნ------- ძ-------ის დნმ-ის კვალი გ. ჩ-----სთან ერთად იყო აღმოჩენილი. ნ. ძ-------ის დნმ-ის კვალი დაზარალებულის სხეულზე ხუთ ადგილას აღმოჩნდა, კერძოდ, მკლავებსა და ფეხებზე და აგრეთვე იმ ელექტროსადენზე, რომლითაც დაზარალებულს შეკრული ჰქონდა ხელ-ფეხი. რაც შეეხება გ------- ჩ-----ს, მისი დნმ-ის კვალი აღმოჩენილია აგრეთვე სხვადასხვა ადგილას, მათ შორის - ა. მ---------ის პერანგის ზურგის არეში, პირის ასაკრავად გამოყენებულ ქსოვილზე, ხელების შესაკრავად გამოყენებულ ყავისფერ ტანსაცმელზე, გარდაცვლილის ყელისა და კისრის არეში. სასამართლო მედიცინის ექსპერტმა ე--------- შ---------მა განმარტა, რომ ექსპერტიზის ჩატარების დროს ა---–---- მ---------ის გვამს ჯერ კიდევ ჰქონდა პირი აკრული. დაზარალებულს პირის ღრუში ჰქონდა ჩაჩრილი დაგრეხილი ნაჭერი, რომლის მეშვეობით ენას ადგილი ჰქონდა შეცვლილი. მოწმის განმარტებით, როდესაც ენა უკან არის გაწეული, იგი ხელს უშლის ცხვირით სუნთქვას. ასევე, საქმის ძირითადი გამომძიებელის - მოწმე ვ---–----- ე-----–ეს ჩვენებით დადგენილია, რომ როდესაც შემთხვევის ადგილზე მივიდა, ... გარდაცვლილს ხელები უკან ჰქონდა წელზე და შებორკილი იყო ელექტროსადენით.

 

35. რაც შეეხება ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გ. ჩ----ის დნმ-ი სახლში არსებულ სხვადასხვა ნივთზეც ამოვიდა (მათ შორის: კამოდის სახელურზე, ბეჭედზე). მოწმეების: ნ-----– ე-–-------- კ-------–--–--ის, პ------ ჰ---–ის, დაზარალებულის უფლებამონაცვლე რ---–-----რ-------- პ---ის, ვ---–----- ე-----–ეს, ე--------- შ---------ის ჩვენებებით დადგენილია, რომ სახლში იყო არეულობა და იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ის იყო გაჩხრეკილი. პ------ ჰ---–ის ჩვენების თანახმად, მისაღებ ოთახში დიდი კამოდის კარი იყო ღია, ხოლო დიდი უჯრები - გამოწეული. დაზარალებულის უფლებამონაცვლემ კი მიუთითა, რომ დედამისის სახლში ყველაფერი ამოყრილი იყო - თითოეული უჯრა, სამკაულის ყუთები.

 

36. საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს სხვაგვარი ახსნა, თუ როგორ მოხვდა გ. ჩ----ისა და მისი თანამზრახველის დნმ-ის არაერთი კვალი შემთხვევის ადგილზე.

 

37. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ. ჩ-----მ თანაამსრულებელთან ერთად ჩაიდინა: ყაჩაღობა (ა. მ---------ის ბინაში უკანონო შეღწევით, რის შედეგადაც დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ ერთ „როლექსის“ ფირმის ქალის, მაჯის საათს), რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ა. მ---------ის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში (ანგარებით, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით), რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

 

38. გ------- ჩ----ისათვის შეფარდებულ სასჯელის სახესა და ზომასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლისა და ამავე კოდექსის 53-ე მუხლის შინაარსს და ინდივიდუალურად აფასებს გ------- ჩ----ის პიროვნებას.

 

39. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოკვეთილია დანაშაულთა ერთობლიობა. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ გ------- ჩ----- წარსულში ნასამართლევია ანალოგიური, განზრახი დანაშაულის, კერძოდ, ჯგუფურად, ბინაში უკანონოდ შეღწევით ყაჩაღობის ჩადენისათვის, ამდენად, იკვეთება დანაშაულის რეციდივიც. საქმეში წარმოდგენილი საჩხერის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 21 ივნისის განაჩენით დადგენილია, რომ გ. ჩ----- ორ თანამზრახველთან ერთად ყაჩაღურად თავს დაესხა ქალბატონს, რომელსაც მიაყენეს ჯანმრთელობის დაზიანება და გასტაცეს კონკრეტული ქონება.

 

40. მოცემულ შემთხვევაში პალატა მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის ძალადობრივ ხასიათსა და ჩადენის ფორმას, მოვალეობათა დარღვევის ზომას, რომელიც მიუთითებს ქმედების საშიშროებაზე (კერძოდ, განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით მსჯავრდებულმა თანამზრახველთან ერთად არაერთი წინააღმდეგობა გადალახა) და მიაჩნია, რომ გ. ჩ----ის მიმართ შეფარდებული სასჯელის სახე და ზომა არის სამართლიანი.

 

41. ამდენად, საკასაციო პალატა, წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, არ იზიარებს იმ პოზიციებს, რომლებიც დაცვის მხარემ თავის საჩივარსა და სასამართლო სხდომაზე დაასახელა, რის გამოც მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2--8 წლის 27 ივნისის განაჩენის შეცვლის საფუძველი არ არსებობს და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 30--ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1- მსჯავრდებულ გ------- ჩ----ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ტ------– კ------ის, ბ--- ხ-----–---სა და ლ---- ა--------ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2--8 წლის 27 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

 

3- განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე