განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100117001837686
საქმე №1/ბ-289-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 იანვარი, 2020 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ვერა დოლიძე (თავმჯდომარე)
მარინა სირაძე, მარინე იმერლიშვილი
სხდომის მდივნის – გივი კაპანაძის
სახელმწიფო ბრალმდებლების – ი-----–- დ--------–--ის, ა----–--- წ---------ს
მსჯავრდებულის – ზ----- შ---–---–ის
ადვოკატის – ი----- ხ-------–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, აჭარის ა/რ პროკურატურის პროკურორ დ----- ჭ------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ----- შ---–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), დაოჯახებულის, საშუალო განათლების მქონის, მცხოვრების ქ--------–---–-----------------–-------------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 210-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.ბრალდების არსი:
1.1 ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ----- შ---–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა:
1.1.1 ფალსიფიკაცია, ესე იგი მოტყუებით ნივთის თვისობრიობის შეცვლა მწარმოებლის და გამსაღებლის მიერ, ჩადენილი ანგარებით, რაც გამოიხატა შემდეგში:
ზ----- შ---–---–მა, როგორც შპს „--–-----–-----------ის” დირექტორმა, 2015 წლის შემოდგომაზე გ-------------------–----–ი რესპუბლიკიდან მიიღო დაკვეთა, თხილის პროდუქციის – 2,4მმ დიამეტრის ზომის მოხალული კალიბრირებული თხილის გულისა და 0,2 მმ დიამეტრის ზომის მოხალული თხილის ფქვილის მიწოდების შესახებ.
დაკვეთის მიღების შემდეგ ზ----- შ---–---–მა, როგორც შპს „--–-----–---------ის” დირექტორმა, ფიზიკური პირებისგან შესყიდული თხილი გადაამუშავა თხილის პროდუქციად – 2,4 მმ დიამეტრის ზომის მოხალულ კალიბრირებულ თხილის გულად და 0,2 მმ დიამეტრის ზომის მოხალული თხილის ფქვილად.
დასახელებული თხილის პროდუქციის გადამუშავების, დაფასოების, შეფუთვის და გადაზიდვის პროცესში, ზ----- შ---–---–მა, როგორც შპს „--–-----–---------ის” დირექტორმა, დამზადებულ თხილის პროდუქციაში შედარებით დაბალფასიანი და სხვა სამომხმარებლო თვისების და ხარისხის მიწის თხილის შერევით, თხილის პროდუქციას შეუცვალა თვისობრიობა, რომლის, როგორც თხილის პროდუქციის ექსპორტიც 2015 წლის შემოდგომაზე განხორციელდა გ-------------------–----– რესპუბლიკაში.
შპს „--–-----–---------ის” ექსპორტირებულ თხილის პროდუქციაში თვისობრიობის შეცვლის ფაქტი გამოვლენილი იქნა ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის ევროპის კომისიის მიერ.
ზემოაღნიშნულის გამო ზ----- შ---–---–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით.
1.1.2. საგადასახადო და ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების გამოყენების მიზნით დამზადება და გამოყენება, რაც გამოიხატა შემდეგში:
ზ----- შ---–---–ის და ე------ შ---–---–ის მიერ დაფუძნდა და 2014 წლის 19 ნოემბერს რეგისტრაციაში გატარდა შპს „--–-----–---------ი“ (ს/ნ 4--------). საზოგადოების ხელმძღვანელობით და წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ახორციელებდა ზ----- შ---–---–ი, ხოლო კომპანიის საქმიანობის საგანს წარმოადგენდა თხილის წარმოება და განვითარება. შპს „--–-----–---------ს“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 ივლისის №1--- განკარგულებით თხილის გადამამუშავებელ საწარმოს შექმნის, წარმოების დაწყებისა და განვითარების მიზნით, პირდაპირ მიყიდვის ფორმით, 1 (ერთ) ლარად, საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ--------–---–--------–-–---–ის ქუჩაზე მდებარე 5000 კვ/მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
ზ----- შ---–---–მა, როგორც შპს „--–-----–---------ის“ დირექტორმა, 2014-2015 წლების საანგარიშო პერიოდში, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეღავათიანი აგროკრედიტით მიღებული თანხებით, ადგილობრივ ბაზარზე ფიზიკური პირებისაგან ნაჭუჭგაუცლელი თხილის შესყიდვის პროცესში, გამოყენების მიზნით დაამზადა საგადასახადო და ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტები _ შესყიდვის აქტები, კერძოდ:
2015 წლის 30 იანვრით დათარიღებული №16 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილის ოდენობათ მითითებულია 4210 კილოგრამი, ხოლო თანხის -39574 ლარის მიმღებად მითითებულია ს-----–--- კ---------–--ა (ამჟამინდელი გვარი შ---–---–ი, პ/ნ 6----------); 2014 წლის 20 დეკემბრით დათარიღებული №44 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილის ოდენობად მითითებულია 4250 კილოგრამი, ხოლო თანხის -34850 ლარის მიმღებად მითითებულია ს---–---- შ---–---–ი (პ/ნ 6----------); 2015 წლის 22 მარტით დათარიღებული №33 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილის ოდენობად მითითებულია 2980 კილოგრამი, ხოლო თანხის - 27416 ლარის მიმღებად მითითებულია მ----- შ---–---–ი (პ/ნ 6---------8); 2015 წლის 31 მაისით დათარიღებული №64 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 2580 კილოგრამი, ხოლო თანხის - 28380 ლარის მიმღებად მითითებულია ა------ პ------ (პ/ნ 6----------); 2015 წლის 13 სექტემბრით დათარიღებული №81 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 6680კილოგრამი, ხოლო თანხის - 33400 ლარის მიმღებად მითითებულია ა------ პ------ (პ/ნ 6----------); 09 სექტემბრით დათარიღებული №83 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 4580 კილოგრამი, ხოლო თანხის - 25648 ლარის მიმღებად მითითებულია ა------ პ------ (პ/ნ 6----------); 2015 წლის 22 იანვრით დათარიღებული №14 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 4170 კილოგრამი, ხოლო თანხის - 37530 ლარის მიმღებად მითითებულია რ--------- ა-----–-----–ი (პ/ნ 6----------); 2015 წლის 07 სექტემბრით დათარიღებული №80 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 4520 კილოგრამი, ხოლო თანხის - 25312 ლარის მიმღებად მითითებულია რ--------- ა-----–-----–ი (პ/ნ 6----------); 2015 წლის 10 სექტემბრით დათარიღებული №79 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 5550 კილოგრამი, ხოლო თანხის - 24975 ლარის მიმღებად მითითებულია რ--------- ა-----–-----–ი (პ/ნ 6----------); 2015 წლის 03 სექტემბრით დათარიღებული №75 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 5520 კილოგრამი, ხოლო თანხის - 24840 ლარის მიმღებად მითითებულია ბ--- ქ---------ე (პ/ნ 6----------). - 2015 წლის 21 მარტით დათარიღებული №32 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 2430 კილოგრამი, ხოლო თანხის - 24543 ლარის მიმღებად მითითებულია ზ------ ჩ----ე (პ/ნ 6----------); 2015 წლის 27 მარტით დათარიღებული №46 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 3990 კილოგრამი, ხოლო თანხის - 38304 ლარის მიმღებად მითითებულია დ----- შენგელია (პ/ნ 1----------); 2015 წლის 28 სექტემბრით დათარიღებული №93 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 4600 კილოგრამი, ხოლო თანხის -29900 ლარის მიმღებად მითითებულია შ------- მ----------- (პ/ნ 1----------); 2015 წლის 25 სექტემბრით დათარიღებული №90 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 5500 კილოგრამი, ხოლო თანხის - 33000 ლარის მიმღებად მითითებულია ნ--- ს----–-- (პ/ნ 1----------); 2015 წლის 26 სექტემბრით დათარიღებული №92 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 5100 კილოგრამი, ხოლო თანხის - 31620ლარის მიმღებად მითითებულია მ--- გ----- (პ/ნ 1----------); 2015 წლის 29 სექტემბრით დათარიღებული №94 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 5250 კილოგრამი, ხოლო თანხის - 34125 ლარის მიმღებად მითითებულია რ---- კ--------ე (პ/ნ 1----------); 2015 წლის 01 ოქტომბრით დათარიღებული №95 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 4400 კილოგრამი, ხოლო თანხის - 28600 ლარის მიმღებად მითითებულია ლ--–- გ-------- (პ/ნ 1----------); 2015 წლის 30 მარტით დათარიღებული №84 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 3780 კილოგრამი, ხოლო თანხის - 37044 ლარის მიმღებად მითითებულია მ------- შ--------ე (პ/ნ 1----------); 2015 წლის 16 მარტით დათარიღებული №44 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 3350კილოგრამი, ხოლო თანხის - 31490 ლარის მიმღებად მითითებულია დ----- ფ---–----- (პ/ნ 1----------); 2015 წლის 07 სექტემბრით დათარიღებული №79 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 6540კილოგრამი, ხოლო თანხის - 35970 ლარის მიმღებად მითითებულია დ----- ფ---–----- (პ/ნ 1----------); 2015 წლის 08 სექტემბრით დათარიღებული №78 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 5540 კილოგრამი, ხოლო თანხის - 26592 ლარის მიმღებად მითითებულია დ----- ფ---–----- (პ/ნ 1----------); 2015 წლის 04 აპრილით დათარიღებული №49 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 3860 კილოგრამი, ხოლო თანხის - 39758 ლარის მიმღებად მითითებულია რ--------- თ------- (პ/ნ 1----------); 2015 წლის 30 მარტით დათარიღებული №47 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 3910 კილოგრამი, ხოლო თანხის - 37927 ლარის მიმღებად მითითებულია ო---- თ------- (პ/ნ 1----------); 2015 წლის 10 სექტემბრით დათარიღებული №85 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 4520 კილოგრამი, ხოლო თანხის - 25312 ლარის მიმღებად მითითებულია ო---- თ------- (პ/ნ 1----------); 2015 წლის 15 სექტემბრით დათარიღებული №82 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 5820 კილოგრამი, ხოლო თანხის - 29100 ლარის მიმღებად მითითებულია ო---- თ------- (პ/ნ 1----------); 2015 წლის 04 აპრილით დათარიღებული №50 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 3670 კილოგრამი, ხოლო თანხის - 38168 ლარის მიმღებად მითითებულია ნ-------- ჯ---–-- (პ/ნ 1----------); 2015 წლის 07 აპრილით დათარიღებული №52 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 3390 კილოგრამი, ხოლო თანხის -35510 ლარის მიმღებად მითითებულია ძ---- ჯ---–-- (პ/ნ 1----------); 2015 წლის 07 აპრილით დათარიღებული №51 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 3540 კილოგრამი, ხოლო თანხის - 37524 ლარის მიმღებად მითითებულია ლ--–- ა----- (პ/ნ 1----------); 2015 წლის 25 მარტით დათარიღებული №43 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 4120 კილოგრამი, ხოლო თანხის - 37924 ლარის მიმღებად მითითებულია ზ---–ი ფ-–----- (პ/ნ 1----------); 2015 წლის 27 მარტი დათარიღებული №45 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 4020 კილოგრამი, ხოლო თანხის - 38592 ლარის მიმღებად მითითებულია ვ------- ხ-–-------ი (პ/ნ 1----------); 2015 წლის 08 აპრილით დათარიღებული №54 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 2940 კილოგრამი, ხოლო თანხის - 31458 ლარის მიმღებად მითითებულია რ----- ო-------- (პ/ნ 1----------); 2015 წლის 10 აპრილით დათარიღებული №55 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 3310 კილოგრამი, ხოლო თანხის - 35748 ლარის მიმღებად მითითებულია მ------ შენგელია (პ/ნ 1----------); 2015 წლის 06 თებერვლით დათარიღებული №27 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 3690 კილოგრამი, ხოლო თანხის - 39114 ლარის მიმღებად მითითებულია ა------ კ------–---ი (პ/ნ 6----------); 2014 წლის 06 დეკემბრით დათარიღებული №30 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 3850 კილოგრამი, ხოლო თანხის - 26180 ლარის მიმღებად მითითებულია ა-------- გ----------- (პ/ნ 6----------); - 2015 წლის 07 თებერვლით დათარიღებული №30 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 940 კილოგრამი, ხოლო თანხის - 10246 ლარის მიმღებად მითითებულია ო----- თ---–----–---–ი (პ/ნ 6----------); 2015 წლის 05 თებერვლით დათარიღებული №26 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 3750 კილოგრამი, ხოლო თანხის - 39375 ლარის მიმღებად მითითებულია ი----- თ------ (პ/ნ 1----------); 2015 წლის 18 ოქტომბრით დათარიღებული №114 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 4200კილოგრამი, ხოლო თანხის - 29400 ლარის მიმღებად მითითებულია ი----- თ------ (პ/ნ 1----------); 2015 წლის 24 ოქტომბრით დათარიღებული №123 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 3250 კილოგრამი, ხოლო თანხის - 23725 ლარის მიმღებად მითითებულია თ-------- მ---–----- (პ/ნ 1----------); 2015 წლის 28 ოქტომბრით დათარიღებული №128 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 3260 კილოგრამი, ხოლო თანხის - 24450 ლარის მიმღებად მითითებულია ე------ მ---–----- (პ/ნ 1----------); 2015 წლის 20 ოქტომბრით დათარიღებული №117 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 4180 კილოგრამი, ხოლო თანხის - 29260 ლარის მიმღებად მითითებულია თ---------- მ---–----- (პ/ნ 1-----------; 2015 წლის 04 ივნისით დათარიღებული №71 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 2740 კილოგრამი, ხოლო თანხის - 30688 ლარის მიმღებად მითითებულია მ----ა ჭ-------- (პ/ნ 1----------); 2015 წლის 03 იანვრით დათარიღებული №3 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 4080 კილოგრამი, ხოლო თანხის - 33864 ლარის მიმღებად მითითებულია ც------ ფ----------- (პ/ნ: 6---------1); 2015 წლის 05 იანვრით დათარიღებული №6 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 3650 კილოგრამი, ხოლო თანხის - 30660 ლარის მიმღებად მითითებულია მ--–---- შ-----ე (პ/ნ 6----------); 2015 წლის 23 მარტით დათარიღებული №37 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 3470 კილოგრამი, ხოლო თანხის - 29495 ლარის მიმღებად მითითებულია ვ-–-------- ნ------ე (პ/ნ 6----------); 2015 წლის 06 თებერვლით დათარიღებული №28 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 3670 კილოგრამი, ხოლო თანხის - 39269 ლარის მიმღებად მითითებულია ა---------–----–--ე (პ/ნ 6----------); 2015 წლის 04 თებერვლით დათარიღებული №23 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 3890 კილოგრამი, ხოლო თანხის - 39449ლარის მიმღებად მითითებულია დ----- შ---–---–ი (პ/ნ 6----------); 2014 წლის 05 დეკემბრით დათარიღებული №29 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 3530 კილოგრამი, ხოლო თანხის - 24004 ლარის მიმღებად მითითებულია გ-- ჟ------- (პ/ნ 6----------); 2014 წლის 22 ნოემბრით დათარიღებული №12 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 3410 კილოგრამი, ხოლო თანხის - 26257 ლარის მიმღებად მითითებულია ი-----–- კ----–--ე (პ/ნ 6----------); 2014 წლის 06 დეკემბრით დათარიღებული №31 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 4140 კილოგრამი, ხოლო თანხის - 28566 ლარის მიმღებად მითითებულია მ--–---- შ------–---–ი (პ/ნ 6----------); 2014 წლის 26 ნოემბრით დათარიღებული №17 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 3810 კილოგრამი, ხოლო თანხის - 30099 ლარის მიმღებად მითითებულია ე---–--- ნ--------ე (პ/ნ 6----------); 2014 წლის 27 ნოემბრით დათარიღებული №19 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 4300 კილოგრამი, ხოლო თანხის - 33540 ლარის მიმღებად მითითებულია რ----- დ------ე (პ/ნ 6----------); 2014 წლის 20 ნოემბრით დათარიღებული №1 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 2450 კილოგრამი, ხოლო თანხის - 18130 ლარის მიმღებად მითითებულია ჯ------- ბ-–------ (პ/ნ 6---------7); 2015 წლის 03 იანვრით დათარიღებული №2 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 3210 კილოგრამი, ხოლო თანხის - 26643 ლარის მიმღებად მითითებულია ნ----- ბ---–----ე (პ/ნ 61004008039); 30 ნოემბრით დათარიღებული №22 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 3850 კილოგრამი, ხოლო თანხის - 30952,5 ლარის მიმღებად მითითებულია ბ-–-- ქ-------ე (პ/ნ 6----------); 2014 წლის 16 დეკემბრით დათარიღებული №40 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 4120 კილოგრამი, ხოლო თანხის - 33784 ლარის მიმღებად მითითებულია ს---–--- ც---------ე (პ/ნ 6----------); 2015 წლის 21 სექტემბრით დათარიღებული №89 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 3250 კილოგრამი, ხოლო თანხის - 182000 ლარის მიმღებად მითითებულია ს---–--- ც---------ე (პ/ნ 6----------); 2014 წლის 20 სექტემბრით დათარიღებული №86 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 5250 კილოგრამი, ხოლო თანხის - 28875 ლარის მიმღებად მითითებულია ს---–--- ც---------ე (პ/ნ 6----------); 2014 წლის 17 დეკემბრით დათარიღებული №42 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 3740 კილოგრამი, ხოლო თანხის - 30668 ლარის მიმღებად მითითებულია ც------ ხ--–--–ი (პ/ნ 6----------); 2014 წლის 04 დეკემბრით დათარიღებული №27 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 3610 კილოგრამი, ხოლო თანხის - 24187 ლარის მიმღებად მითითებულია დ---- ს---------ე (პ/ნ 6----------); 2014 წლის 20 ნოემბრით დათარიღებული №6 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 3215 კილოგრამი, ხოლო თანხის - 24112ლარის მიმღებად მითითებულია ე-–----- ა------ე (პ/ნ 6----------); 2014 წლის 04 დეკემბრით დათარიღებული №26 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 3890 კილოგრამი, ხოლო თანხის - 25674 ლარის მიმღებად მითითებულია ხ--------------------–------–-- (პ/ნ 61---------); 2015 წლის 09 ნოემბრით დათარიღებული №132 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 5400 კილოგრამი, ხოლო თანხის - 36720 ლარის მიმღებად მითითებულია ბ---- ს--------ე (პ/ნ 3----------); 2015 წლის 04 დეკემბრით დათარიღებული №148 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 6550 კილოგრამი, ხოლო თანხის - 39300 ლარის მიმღებად მითითებულია დ----- ჩ----ე (პ/ნ 61001005474); 2015 წლის 22 ნოემბრით დათარიღებული №139 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 6000 კილოგრამი, ხოლო თანხის - 39000 ლარის მიმღებად მითითებულია ლ------–---- (პ/ნ 3----------) - აღნიშნული ყალბი დოკუმენტები, ზ----- შ---–---–მა როგორ შპს ,---–-----– თ------ის” დირექტორმა გამოიყენა კომპანიის ბუღალტრულ აღრიცხვასა და ანგარიშებში.
ზემოაღნიშნულის გამო ზ----- შ---–---–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის განაჩენით:
ზ----- შ---–---–ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ზ----- შ---–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ზ----- შ---–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდა და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 4 იანვრის განჩინებით გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა უნდა მოეხსნას ეთერ შ---–---–ის (პ/ნ 61004028829) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქობულეთის რაიონის სოფელ ხუცუბანში (ზონა - ქობულეთი 20, სექტორი - ხუცუბანი 39, კვარტალი - 04, ნაკვეთი - 403, საკადასტრო კოდი №20.39.04.403), 20 000 (ოცი ათასი) ლარის ღირებულების წილს.
იმავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: ზ----- შ---–---–ის, ს-----–--- ნაჭყებიას და მიხეილ სულაქველიძის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, სამსახურებრივი ბაზების, Orancle-ს, www.reestri.gov.ge-ს, “info.mia.ge”-ს დათვალიერებისას ამოღებული დოკუმენტაცია, შპს „--–-----–---------იდან” ამოღებული დოკუმენტაცია, მათ შორის, ბრალდების დადგენილებაში მითითებული ყალბი შესყიდვის აქტები, რომლებიც დედნების სახით ერთვის სისხლის სამართლის საქმეს – უნდა დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით.
3.სააპელაციო საჩივრის არსი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ პროკურატურის პროკურორმა დ----- ჭ------ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა ზ----- შ---–---–ის გამართლების ნაწილში და მისი დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით ზ----- შ---–---–ისათვის უფრო მკაცრი სახის სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
ზ----- შ---–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი უტყუარად არის დადასტურებული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით. გასაჩივრებულ განაჩენში არ არის მსჯელობა რატომ არ გაიზიარა სასამართლომ აღნიშნული მტკიცებულებები, რითაც დარღვეულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები.
შპს „ხარისხის ლაბორატორია - LLC Quality Lab”-ის 2016 წლის 20 ივლისის ლაბორატორიული გამოცდის №1242 ოქმით (მესამე პარტია გრანულირებული თხილის G-15384 მიწის თხილის შემცველობაზე) და ლაბორატორიული გამოცდის №1243 ოქმით (მესამე პარტია თხილის ფქვილი G-15385 მიწის თხილის შემცველობაზე) დადგინდა, რომ შპს „--–-----–---------ის“ მიერ ექსპორტირებულ თხილის პროდუქციაში (მესამე პარტიაში) შერეული იყო შედარებით დაბალფასიანი და სხვა სამომხმარებლო თვისებებისა და ხარისხის მიწის თხილი, რითაც ექსპორტზე გატანილ თხილის პროდუქციას შეცვლილი ჰქონდა თვისობრიობა.
დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი იქნა საბერძნეთის ლაბორატორიიდან გაცემული აქტი მასზედ, რომ ექსპორტირებული თხილი არ შეიცავს მიწის თხილს. აღნიშნულთან დაკავშირებით დაცვის მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია ის პირები (ექსპერტები), ვინც ჩაატარა ლაბორატორიული კვლევა, შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის თანახმად, აღნიშნული დოკუმენტი არ არის ავთენტიკური და არ აქვს მტკიცებულებითი ძალა, ვინაიდან, მიუხედავად ბრალდების მხარის მოთხოვნისა, სასამართლოში არ დაკითხულან ლაბორატორიული კვლევის ჩამტარებელი პირები.
ბრალდების მხარემ სასამართლოში ასევე წარადგინა გ-------------------–----–ი რესპუბლიკიდან მიღებული ექსპერტიზის დასკვნები, რომლებითაც დადასტურებულია, რომ გ-------------------–----– რესპუბლიკაში შპს „--–-----–---------ის“ მიერ ექსპორტირებული თხილის პირველ და მეორე პარტიაში შერეული იყო სხვა სამომხმარებლო თვისებებისა და ხარისხის მქონე მიწის თხილი, რითაც ექსპორტზე გატანილ თხილის პროდუქციას შეცვლილი ჰქონდა თვისობრიობა. აღნიშნულის შესახებ გ-------------------–----–ი რესპუბლიკიდან საქართველოს სურსათის უვნებლობის სამსახურმა მიიღო საგანგაშო შეტყობინება, რაც ასევე წარედგინა სასამართლოს.
სააპელაციო პალატის სხდომაზე ბრალდების მხარემ ითხოვა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება, ხოლო მსჯავრდებულმა ზ----- შ---–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი----- ხ-------–---–მა ითხოვეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აჭარის ა/რ პროკურატურის პროკურორ დ----- ჭ------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ზ----- შ---–---–ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ზ----- შ---–---–ის მიერ ფალსიფიკაციის ჩადენის ფაქტს, კერძოდ:
მოწმე მიხეილ სულაქველიძის ჩვენებით დადგენილია, რომ ის არის გერმანიაში რეგისტრირებული ფირმის – შპს „ინფორმსერვისის“ წარმომადგენელი. შპს „გლობალ-თ------სა“ და შპს „ინფორმსერვისს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება თხილის ნედლეულის – თხილის გულის კალიბრირებული ნაწარმის და მოხალული თხილის ფქვილის მიწოდების თაობაზე. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, გერმანულ ფირმას ნასყიდობის ფასის 50% უნდა გადაეხადა საქონლის მიღებამდე, ხოლო დარჩენილი 50% – მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიღებულ საქონელს შეამოწმებდა ლაბორატორიულად და დარწმუნდებოდა მის შესაბამის ხარისხში. 2015 წლის ოქტომბერში გაიგზავნა პირველი პარტია, ლოტის ნომრით – 15317, ოქტომბერში გაგზავნილი მეორე პარტიის ლოტის ნომერი იყო – 15348, ნოემბერში გაგზავნილი პარტიიდან სადავო გახდა პროდუქცია ლოტის ნომრებით – 15384 და 15385, რაც შპს „ინფორმსერვისმა“ მიიღო დეკემბრის თვეში. ტვირთს ლოტის ნომრებს ანიჭებდა თავად დამკვეთი კომპანია, ანუ შპს „ინფორმსერვისი“, რომელიც ელექტრონულად უგზავნიდა ნომრებს მიმწოდებელ ფირმას, ხდებოდა ნომრის ამობეჭდვა და გარედან დაკვრა მუყაოს ყუთებზე, რომლებშიც პროდუქცია იყო მოთავსებული. შპს „ინფორმსერვისი“ თხილის პროდუქციით ამარაგებდა სხვა კომპანიებს, ასეთები იყვნენ გერმანული ფირმები „ერიხ გუნტერ იმპორტი“ და „ბეკო მიუნხენი“. მოწმის განმარტებით, როგორც თავისი მარწმუნებლისგან შეიტყო, „--–-----–---------ის“ მიერ ოქტომბერში გაგზავნილ თხილის პარტიას ჰქონდა პრობლემა, კერძოდ, კონდიტერმა იგრძნო მიწის თხილის სუნი. „ერიხ გუნტერ იმპორტმა“ მიაწოდა ინფორმაცია ამის შესახებ სურსათის უვნებლობის სამსახურს გერმანიაში, აიღეს სინჯები პროდუქციიდან, ჩატარდა ლაბორატორიული კვლევა, რომლის შედეგად დადგინდა მიწის თხილის შემცველობა „გლობალ თ------ის“ მიერ გაგზავნილ პროდუქციაში. მიწის თხილი ალერგიული პროდუქტია, რის გამოც აუცილებელია მისი შემცველობის შესახებ ინფორმაცია ასახული ყოფილიყო ეტიკეტში. რაც შეეხება დეკემბერში მიღებულ პარტიებს, მათაც ჩაუტარდათ ლაბორატორიული კვლევა და დადგინდა მიკრობიოლოგიური დაბინძურება. მართალია, ამ პარტიის „--–-----–---------ისთვის“ დაბრუნების მიზეზად ოფიციალურად მიეთითა კალიბრაციის ზომების დარღვევა, მაგრამ პრობლემა მდგომარეობდა არა მხოლოდ ამაში, არამედ პროდუქტის მიკრობიოლოგიურ დაბინძურებაშიც. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ინფორმსერვისი“ „--–-----–---------თან“ აწარმოებს სხვადასხვა სახის დავებს, რომლებზეც ჯერ საბოლოო გადაწყვეტილებები სასამართლოებს არ მიუღიათ. რაც შეეხება გერმანული ლაბორატორიის მიერ კვლევისას გამოყენებულ ნიმუშებს და თავად იმ პროდუქციას, რომლიდანაც ეს ნიმუშები იქნა აღებული, დაზუსტებით არ იცის სად ინახება ისინი, ფლობს ინფორმაციას მათი სავარაუდოდ განადგურების შესახებ.
მოწმის სახით დაკითხული სურსათის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მაკა შუბლაძის ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის იანვარში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გერმანიიდან, ე.წ. „სწრაფი განგაშის“ საშუალებით მიიღო შეტყობინება იმის შესახებ, რომ ქართული კომპანიის, შპს „--–-----–---------ის“ მიერ გერმანიაში ექსპორტირებული თხილის ორ პარტიაში აღმოჩნდა მიწის თხილის შემცველობა. ამ შეტყობინების საფუძველზე დაიგეგმა ბიზნეს-ოპერატორის არაგეგმიური ინსპექტირება. გაირკვა, რომ თხილის ის პარტიები, რომლებშიც ალერგენის შემცველობა დადგინდა, შპს „გლობალ-თ------ის“ საწყობში არ ინახებოდა. საწყობში აღმოჩნდა დაბრუნებული პროდუქციის ორი სხვა პარტია, რომლებიდანაც ინსპექტორებმა აიღეს ნიმუშები ლაბორატორიული კვლევისათვის ტყვიის და მიკრობიოლოგიური ელემენტების შემცველობაზე. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მიკრობიოლოგიური დაბინძურება არ იყო სახეზე, თუმცა ტყვიის და სპილენძის შემცველობა იყო ნორმაზე მაღალი. აღნიშნულის გამო, შესაბამისი რეგიონული ორგანოს ხელმძღვანელის მიერ მიღებული იქნა ბრძანება თხილის პარტიის განადგურების შესახებ, რაც „--–-----–---------ის“ მიერ გასაჩივრდა სურსათის ეროვნულ სააგენტოში. ასევე მათ მიერ წარდგენილი იქნა შუამდგომლობა განმეორებითი კვლევის ჩასატარებლად საკვლევი ნიმუშების გადაცემის შესახებ, რაც დაკმაყოფილდა. შპს „--–-----–---------მა“ ლაბორატორიული კვლევა დაუკვეთა თურქეთში მდებარე აკრედიტებულ ლაბორატორიას, საიდანაც მიღებულ იქნა პასუხი, რომ სპილენძის და ტყვიის შემცველობა თხილის პროდუქტში იყო ნორმის ფარგლებში. ამიტომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გააუქმა ბრძანება თხილის პარტიის განადგურების თაობაზე. რაც შეეხება მიწის თხილის შემცველობას, „--–-----–---------მა“ თურქეთის იმავე ლაბორატორიაში დაუკვეთა კვლევა მიწის თხილის ალერგენზეც და წარმოდგენილი იქნა ლაბორატორიული კვლევის ოქმი, რომლის თანახმად, გამოსაკვლევად წარდგენილ ნიმუშებში მიწის თხილის შემცველობა არ გამოვლინდა, თუმცა, ვინაიდან, ალერგენზე კვლევის ჩატარებაზე თურქული ლაბორატორიის აკრედიტაციის დამადასტურებელ ინფორმაციას თავად კვლევის ოქმი არ შეიცავდა, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უარი თქვა კვლევის შედეგების გაზიარებაზე. ამის შემდეგ „--–-----–---------მა“ საექსპერტო კვლევა ჩაატარა საქართველოში აკრედიტებულ ლაბორატორიაში _ „ქუალითი ლაბში“, სადაც საკვლევად წარადგინა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ აღებული ნიმუშები. აღნიშნული კვლევის შედეგების მიხედვით, საკვლევ ობიექტებში აღმოჩნდა მიწის თხილის შემცველობა, რის საფუძველზეც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ეტიკეტირების წესის დარღვევისათვის დააჯარიმა ბიზნეს-ოპერატორი, შეადგინა საჯარიმო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შპს „--–-----–---------მა“ ისევ გაასაჩივრა სააგენტოში, ამასთან, ითხოვა სააგენტოს მიერ რეფერენტული ნიმუშების გადაცემა, რათა განმეორებითი კვლევა ჩაეტარებინა საბერძნეთში, ქალაქ ათენში მდებარე აკრედიტებულ ლაბორატორიაში. მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა სააგენტომ და გადასცა ნიმუშები. ათენის ლაბორატორიის დასკვნის თანახმად, საკვლევ ობიექტში მიწის თხილის შემცველობა არ დადასტურდა.
მოწმის სახით დაკითხული სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის არაცხოველური წარმოშობის სურსათისა და სასმელების სამმართველოს უფროსის, მარიამ გორდაძის ჩვენებით დადგენილია, რომ შპს „--–-----–---------ის“ მიერ გერმანიაში თხილის გაგზავნის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის ცნობილი გახდა 2016 წლის 19 იანვარს, RASFF-ის საგანგაშო შეტყობინებით, რომლის თანახმად, შპს „გლობალ ტრეიდის“ მიერ გერმანიაში ექსპორტირებულ თხილში, რომელიც თხილის ფხვნილის და გრანულირებული თხილის სახით იყო გატანილი, აღმოჩნდა მიწის თხილის შემცველობა. აღნიშნული შეტყობინების საფუძველზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ სამმართველოს დაევალა ბიზნეს-ოპერატორის არაგეგმიური ინსპექტირება და დოკუმენტური შემოწმება. ინსპექტირებით დადგინდა, რომ შპს „გლობალ თ------ს“ ქ.ზუგდიდში იჯარით ჰქონდა აღებული თხილის ქარხანა და თავად ახდენდა თხილის გადამუშავებას და ექსპორტს. ქ.ზუგდიდში მდებარე საწყობში ინსპექტორებს დახვდათ თხილის სხვა პარტია, რომელიც კალიბრაციის ზომების დარღვევის გამო დააბრუნა უკან შემსყიდველმა კომპანიამ და არა ის, რომელშიც გერმანული მხარის ინფორმაციით, მიწის თხილის შემცველობა ფიქსირდებოდა. საწყობში არსებული პარტიიდან აღებული იქნა საკვლევი ნიმუშები, ტვირთი დაილუქა, ნიმუშები კი გადეცა შპს „გლობალ ტრეიდს“ ლაბორატორიული კვლევის ჩასატარებლად. კომპანიამ კვლევის წარმოება დაუკვეთა აგრარული უნივერსიტეტის ლაბორატორიას. ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, გრანულირებულ თხილში დაფიქსირდა ტყვიის და სპილენძის შემცველობა ნორმაზე ზემოთ. აღნიშნულის გამო სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს მიერ გამოტანილი იქნა ბრძანება თხილის პარტიის განადგურების თაობაზე, რომელიც გაასაჩივრა შპს „--–-----–---------მა“ და მოითხოვა საკვლევი ნიმუშების გადაცემა განმეორებითი ლაბორატორიული კვლევის ჩასატარებლად. მას გადაეცა ნიმუშები, რომლებზეც გამოკვლევა ჩატარდა თურქეთში მდებარე აკრედიტებულ ლაბორატორიაში და კვლევის შედეგების თანახმად, თხილში არ აღმოჩნდა ტყვიის და სპილენძის ნორმაზე მაღალი შემცველობა, რის გამოც გაუქმდა თხილის პარტიის განადგურების ბრძანება. რაც შეეხება მიწის თხილის შემცველობაზე ჩატარებულ კვლევებს, საქართველოში კალიბრაციის ზომების დარღვევის მიზეზით დაბრუნებული თხილის პარტიიდან იქნა აღებული ნიმუშები და კვლევა ჩატარდა საქართველოში მდებარე ლაბორატორიაში „ქუალითი ლაბში“, რომლის დასკვნის თანახმად, თხილის ფქვილშიც და გრანულებშიც დაფიქსირდა მიწის თხილის არსებობა. შესაბამისად, შპს „გლობალ თ------ი“ დაჯარიმდა ეტიკეტირების წესების დარღვევის გამო, რადგან ეტიკეტზე უნდა ყოფილიყო დატანილი ინფორმაცია პროდუქტში მიწის თხილის შემცველობის შესახებ, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია და პროდუქტი საღდებოდა როგორც ჩვეულებრივი თხილი. დაჯარიმების შესახებ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გაასაჩივრა შპს „გლობალ თ------მა“ და მოითხოვა რეფერენტული ნიმუშების გადაცემა საბერძნეთში მდებარე აკრედიტებულ ლაბორატორიაში განმეორებითი კვლევის ჩასატარებლად. შპს „გლობალ თ------ის“ მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მას გადაეცა საკვლევი ნიმუშები. საბერძნეთის ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, ნიმუშებში არ დაფიქსირდა მიწის თხილის შემცველობა, რის გამოც სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველომ მიიღო გადაწყვეტილება ტვირთზე დადებული ლუქების ახსნისა და თხილის შპს „--–-----–---------ისათვის“ დაბრუნების შესახებ.
დაცვის მხარის მოწმის, თემურ ცაავას ჩვენებით დადგენილია, რომ ის იყო შპს „--–-----–---------ის“ წარმომადგენელი და ახდენდა გლეხებისაგან თხილის შესყიდვას, რაზეც ადგენდა შესყიდვის აქტებს, რაც აუცილებელი იყო წარმოშობის სერტიფიკატის მისაღებად. შესყიდვა ხდებოდა გასატეხი თხილის, რომელსაც შემდეგ კომპანია იჯარით აღებულ ქარხანაში გადაამუშავებდა თხილის ფხვნილის და გრანულების სახით, ათავსებდა 20 კგ-იან პაკეტებში, რომლებით თავსდებოდა ყუთებში და იგზავნებოდა ექსპორტზე. ყუთზე ეკვრებოდა ლოტის ნომერი, რომელსაც თავად შემსყიდველი კომპანია უგზავნიდა შპს „--–-----–---------ს“. სურსათის უვნებლობის სამსახურის თანამშრომლები ამოწმებდნენ საქონელს ვარგისიანობაზე, ხარისხზე და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ტვირთის გაგზავნა ვერ მოხდებოდა. თუ შემსყიდველი კომპანია ტვირთის მიღების შემდეგ ჩატარებული კვლევისას აღმოაჩენდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარისხთან შეუსაბამობას, აღარ რიცხავდა თანხის 50%-ს. შპს „--–-----–---------ის“ მიერ გერმანიაში გაგზავნილი თხილის რამდენიმე პარტია უკან დაბრუნდა ალფატოქსინის შემცველობის გამო, საიდანაც სურსათის უვნებლობის სამსახურის თანამშრომლებმა აიღეს ნიმუშები და დალუქეს ტვირთი. თავად შპს „--–-----–---------მა“ დაუკვეთა ნიმუშების ლაბორატორიული კვლევა, რომლის შედეგების მიღების შემდეგ სურსათის სააგენტოს თანამშრომლებმა ტვირთს ახსნეს ლუქი და კომპანიას დაუბრუნეს.
დაცვის მხარის მოწმის, ედემ ტაბაღუას ჩვენებით დადგენილია, რომ ის მუშაობს შპს „--–-----–---------ში“ მუშად. აღნიშნული შპს ახდენდა თხილის შესყიდვას, გადამუშავებას და საზღვარგარეთ რეალიზაციას. თხილს ამტვრევდნენ, იღებდნენ გულს, ხალავდნენ და ქ.ზუგდიდში არსებულ თხილის ქარხანაში იღებდნენ საბოლოო პროდუქტს – თხილის ფქვილს და გრანულირებულ თხილს, რაც 20 კგ-იან პარკებში ვაკუუმში თავსდებოდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ამოწმებდნენ პროდუქტი ხომ არ იყო დანაგვიანებული და დაცული იყო თუ არა ხარისხის ნორმები. ამ პროცედურის გავლის გარეშე საქონელი საზღვარგარეთ ვერ გაიგზავნებოდა. ამის შემდეგ ტვირთი მოწმდებოდა მიმღები ქვეყნის საზღვარზე, დანიშნულების ადგილზე ჩასვლის შემდეგაც შემსყიდველი კომპანია ამოწმებდა საქონლის ხარისხს ლაბორატორიულად და მხოლოდ ამის შემდეგ რიცხავდა მის ღირებულებას. 2015 წლის შემოდგომაზე გერმანიაში გაგზავნილი თხილი შპს „--–-----–---------ს“ უკან დაუბრუნდა კალიბრაციის ნორმის დარღვევის გამო, გამოითქვა პრეტენზია მიწის თხილის შემცველობის თაობაზეც, რაც მოწმის განმარტებით, გამორიცხულია, რადგან შპს „--–-----–---------ი“ მხოლოდ ჩვეულებრივ თხილს ყიდულობდა, ამუშავებდა და უკეთებდა რეალიზაციას, ხოლო მიწის თხილი არასოდეს შეუძენიათ. ის ვიზუალურადაც შესამჩნევი იქნებოდა გრანულებში.
დაცვის მხარის მოწმის, ე------ შ---–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ის არის შპს „--–-----–---------ის“ დამფუძნებელი. ბრალდებული ზ----- შ---–---–ი მისი შვილია, რომელიც ხელმძღვანელობს კომპანიას. შპს „--–-----–---------ს“ არასდროს შეუსყიდია მიწის თხილი, გლეხებისგან იძენდა მხოლოდ ჩვეულებრივ თხილს, რასაც ამუშავებდა იჯარით აღებულ ქარხანაში და გზავნიდა ექსპორტზე. გაგზავნამდე ტვირთი ყოველთვის მოწმდებოდა სურსათის უვნებლობის სამსახურის თანამშრომლების მიერ, ხდებოდა სინჯების და ნიმუშების აღება. რაიმე დარღვევის არსებობის შემთხვევაში ტვირთის გაგზავნა ვერ მოხდებოდა. გარდა ამისა, ტვირთი მოწმდებოდა მიმღები ქვეყნის საზღვარზეც, რა დროსაც ნებისმიერ შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში მოხდებოდა ტვირთის საზღვრიდან გამობრუნება. პროდუქტის ხარისხიანობა ლაბორატორიულად მოწმდებოდა უშუალოდ შემსყიდველი კომპანიის მიერ და თუკი იგი უხარისხო აღმოჩნდებოდა, აღარ რიცხავდა ტვირთის დარჩენილ საფასურს. მოწმის განმარტებით, აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, გამორიცხული იყო გერმანული კომპანიისათვის დაბინძურებული თხილის მიწოდება. საბერძნეთის და თურქეთის ლაბორატორიებში ჩატარებულმა გამოკვლევებმა დაადასტურეს, რომ პროდუქტი არ შეიცავდა ტყვიას და სპილენძს, ასევე მიწის თხილს. მათთვის დღემდე უცნობია, გერმანულ ლაბორატორიაში ნამდვილად შპს „--–-----–---------ის“ მიერ გაგზავნილი თხილი შემოწმდა თუ არა. თხილის აღნიშნული პარტია უკან არ დაბრუნებულა და არც მისგან აღებული ნიმუშების შესახებ არსებობს რაიმე ინფორმაცია.
თავად ბრალდებულმა ზ----- შ---–---–მა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო, კატეგორიულად უარყო შპს „ინფორმსერვისისათვის“ ფალსიფიცირებული პროდუქციის გაგზავნის ფაქტი და განმარტა, რომ შპს „--–-----–---------ის“ დაკვეთით საზღვარგარეთის აკრედიტებულ ლაბორატორიებში ჩატარებულმა არაერთმა კვლევამ სრულად დაადასტურა, რომ თხილის იმ პარტიაში, რომელიც გერმანულმა კომპანიამ უკან დააბრუნა, არ იყო არც მიწის თხილის შემცველობა და არც მიკრობიოლოგიური დაბინძურება ფიქსირდებოდა. რაც შეეხება იმ პარტიას, რომლიდანაც მოხდა ნიმუშების აღება გერმანულ ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევისათვის და რომლის შედეგების მიხედვით, მასში აღმოჩნდა მიწის თხილის შემცველობა, გაურკვეველია მისი შემდგომი ბედი, რადგან ის არ დაბრუნებულა საქართველოში და საეჭვოა ნამდვილად შპს „--–-----–---------ის“ მიერ გაგზავნილი თხილის პარტიიდან მოხდა თუ არა საკვლევი ნიმუშების აღება. გამორიცხულია მიწის თხილი ყოფილიყო გარეული მისი კომპანიის მიერ გერმანიაში გაგზავნილი თხილის პარტიაში. შპს „--–-----–---------ს“ არასდროს შეუსყიდია და უწარმოებია მიწის თხილის ექსპორტი. RASFF-ის შეტყობინებაში მითითებული იყო იმ პარტიის ლოტის ნომრები, რომლებშიც მიწის თხილი აღმოჩნდა, თუმცა ამ ლოტის ნომრებს ექსპორტზე გასატან პარტიებს ანიჭებს თვითონ შემძენი კომპანია, ამიტომ შპს „ინფორმსერვისისთვის“ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა იმავე ლოტის ნომრის ამობეჭდვა და ნებისმიერი სხვა შემცველობის თხილის პაკეტზე დაწებება, შემდეგ კი მისგან სინჯების აღება და ლაბორატორიული კვლევის ჩატარება. ბრალდებულის განმარტებით, ის დარწმუნებულია, რომ შპს „ინფორმსერვისის“ ქართველი ხელმძღვანელის მიერ შპს „--–-----–---------ის“ დადანაშაულება განპირობებული იყო 2015 წლის შემოდგომაზე ევროპულ ბაზარზე თხილის ფასის მკვეთრი შემცირებით. ამ გზით კომპანიამ თავი აარიდა შეძენილი პროდუქტის საფასურის 50%-ის გადახდას, მაშინ როდესაც უფრო იაფად გაჩნდა ბაზარზე თხილის შეძენის შესაძლებლობა. აღნიშნულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის ფასის 50%-ის გადახდა ხდებოდა საწყის ეტაპზე, დარჩენილი 50% კი მხოლოდ მაშინ ერიცხებოდა გამყიდველ კომპანიას, რაც ტვირთი ჩავიდოდა დანიშნულების ადგილზე და მოხდებოდა მისი ლაბორატორიული კვლევა. თხილის ფასის ვარდნის გამო, შპს „ინფორმსერვისის“ ხელმძღვანელობამ ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ არ გადაეხადა დარჩენილი თანხა და შპს „--–-----–---------ს“ დააბრალა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხის შეუსაბამო პროდუქციის იმპორტი.
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომ შპს „--–-----–---------ი“, საიდენტიფიკაციო ნომრით – 4-------- (იურიდიული მისამართი: ქ.ქობულეთი, კაიკაციშვილის ქუჩა №49), რომლის 30%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია ზ----- შ---–---–ი, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში მეწარმე სუბიექტად დარეგისტრირდა 2014 წლის 19 ნოემბერს.
2015 წლის 23 სექტემბერს, ერთის მხრივ, დამკვეთს – შპს „--–-----–---------ს“, დირექტორის, ზ----- შ---–---–ის სახით და, მეორეს მხრივ, შემსრულებელს – შპს „არგო გრუპ ჯორჯიას“ (იურიდიული მისამართი: ქ.ზუგდიდი, კ.გამსახურდიას ქ.№161), დირექტორის, ლაშა ბარამიას სახით, დადებული ხელშეკრულების თანახმად, დამკვეთი გადასცემდა შემსრულებელს დასაფქვავად თხილის გულს (ნედლეული), ხოლო შემსრულებელი ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის შემდეგ დაუბრუნებდა დამკვეთს ნედლეულის დაფქვით მიღებულ პროდუქციას.
2015 წლის 5 ოქტომბერს, შპს „--–-----–---------სა“ (გამყიდველი) და გერმანულ კომპანია შპს „ინფორმსერვისს“ (მყიდველი) შორის დადებული №G-11/2015-2016 ხელშეკრულების თანახმად, შპს „--–-----–---------მა“ იკისრა ვალდებულება შპს „ინფორმსერვისისათვის“ მიეწოდებინა დაჭრილი და მოხალული თხილი 2-4 მმ, 20 კგ-იან შეფუთვაში, სულ 10000 კგ და თხილის საკვები 0-2 მმ, 20 კგ-იან შეფუთვაში, სულ 12000 კგ, ფასი: 1. 725 აშშ დოლარი – 100 კგ, 2. 625 აშშ დოლარი – 100 კგ. შეთანხმების მიხედვით, თანხის 50% პროდუქციის გადმოტვირთვის და ხარისხის შემოწმების შემდეგ გადაეცემოდა გამყიდველს. ხელშეკრულებას შპს „--–-----–---------ის“ წარმომადგენლის სახით ხელს აწერდა ზ----- შ---–---–ი, ხოლო შპს „ინფორმსერვისის“ წარმომადგენლის სახით – ლევან გველესიანი.
2015 წლის 25 ნოემბერს, შპს „--–-----–---------სა“ (გამყიდველი) და გერმანულ კომპანია შპს „ინფორმსერვისს“ (მყიდველი) შორის დადებული №G-138/2015-2016 ხელშეკრულების თანახმად, შპს „--–-----–---------მა“ იკისრა ვალდებულება შპს „ინფორმსერვისისათვის“ მიეწოდებინა დაჭრილი და მოხალული თხილი 2-4 მმ, 20 კგ-იანი ვაკუუმის შეფუთვით, სულ 7000 კგ და თხილის ფხვნილი 0-2 მმ, 20 კგ-იანი ვაკუუმის შეფუთვით, სულ 15000 კგ, ფასი: 1. 950 აშშ დოლარი – ყოველი 100 კგ, 2. 850 აშშ დოლარი – ყოველი 100 კგ. შეთანხმების თანახმად, თანხის 50% პროდუქციის გადმოტვირთვის და ხარისხის შემოწმების შემდეგ გადაერიცხებოდა გამყიდველს. ხელშეკრულებას შპს „--–-----–---------ის“ წარმომადგენლის სახით ხელს აწერდა ზ----- შ---–---–ი, ხოლო შპს „ინფორმსერვისის“ წარმომადგენლის სახით – ლევან გველესიანი.
საქმეში წარმოდგენილი საბაჟო დეკლარაციებით და ფიტოსანიტარული სერთიფიკატებით დასტურდება, რომ შპს „--–-----–---------მა“ გერმანულ კომპანია შპს „ინფორმსერვისს“ 2015 წლის შემოდგომაზე მიაწოდა დაჭრილი და მოხალული თხილის და თხილის ფხვნილის პარტიები.
სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის, ზაზა დოლიძის 2016 წლის 27 იანვრის №09/386 წერილიდან და ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის ევროპის კომისიის RASFF-ის შეტყობინებიდან იკვევა, რომ 2016 წლის 19 იანვარს, სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოში ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი საგანგაშო შეტყობინების სისტემით მიღებული იქნა „საგანგაშო შეტყობინება“ – 2016.0054, რომელიც ეხებოდა საქართველოდან გერმანიაში შპს „--–-----–---------ის“ მიერ ექსპორტირებულ თხილში არადეკლარირებული მიწის თხილის შემცველობას. ნოტიფიკაციაში აღნიშნული იყო, რომ შპს „--–-----–---------ის“ მიერ ექსპორტირებული თხილის 2 პარტია შეიცავდა არადეკლარირებულ მიწის თხილს, კერძოდ, №15309-B პარტიაში აღმოჩნდა 22,6%, ხოლო №15348-G პარტიაში – 15,4% მიწის თხილის შემცველობა.
სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, კახა სოხაძის 2016 წლის 14 მარტის №09/1299 წერილიდან ირკვევა, რომ ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით დამატებით მიღებული კორექტირებული „საგანგაშო შეტყობინების“ თანახმად, №15309-B თხილის პარტიის ექსპორტიორი არ იყო შპს „--–-----–---------ი“.
სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის, ნოდარ კერესელიძის 2016 წლის 31 მარტის №09/1878 წერილის თანახმად, ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი საგანგაშო შეტყობინების სისტემით მიღებულ „საგანგაშო შეტყობინებაში“ შეცდომით იყო მითითებული პარტიის ნომერი და არადეკლარირებული მიწის თხილი ნაცვლად საქართველოდან ექსპორტირებული თხილის ფქვილის №15309-B პარტიისა (ექსპორტიორი შპს „ბესთ ნათსი“), აღმოჩენილი იქნა №15317-G პარტიაში, რომლის ექსპორტიორს წარმოადგენდა შპს „--–-----–---------ი“.
სამართლებრივი დახმარების ფარგლებში გ-------------------–----–ი რესპუბლიკიდან მიღებული მასალებით დასტურდება, რომ შპს „ინფორმსერვისი“ თხილით ამარაგებდა სხვა კომპანიებს – „ერიხ გუნტერ იმპორტს“ და „ბეკო მიუნხენს“. „--–-----–---------ის“ მიერ გაგზავნილი თხილის პარტიიდან კონდიტერებმა იგრძნეს მიწის თხილის სუნი, რის შესახებაც „ერიხ გუნტერ იმპორტმა“ ინფორმაცია მიაწოდა სურსათის უვნებლობის სამსახურს გერმანიაში, აიღეს სინჯები პროდუქციიდან და ჩატარდა ლაბორატორიული კვლევა, რომლის შედეგად, შპსპ „გლობალ თ------ის“ მიერ გაგზავნილ პროდუქციაში დადგინდა მიწის თხილის შემცველობა.
გ-------------------–----–ი რესპუბლიკიდან მიღებული, დაფქვილი თხილის გულის გამოკვლევის შედეგების ანგარიშის თანახმად, დაფქვილი თხილის გულის №15317-G პარტიიდან აღებულ ნიმუშში აღმოჩნდა მიწის თხილის შემცველობა.
გერმანიაში აკრედიტებული პროდუქტის ხარისხის ინსტიტუტის მიერ, რ/კ „ბეკო მიუნხენის“ დაკვეთით ჩატარებული გამოკვლევის შედეგების ანგარიშის თანახმად, მიწის თხილის შემცველობა აღმოჩნდა დაფქვილი/მოხალული თხილის №15348-G პარტიიდან აღებულ ნიმუშშიც.
2015 წლის 17 დეკემბერს, შპს „ინფორმსერვისის“ დირექტორის, ლევან გველესიანის მიერ შპს „--–-----–---------ის“ მიმართ წარდგენილი იქნა საჩივარი მასზედ, რომ №G-138/2015-2016 ხელშეკრულების თანახმად, შპს „--–-----–---------ის“ მიერ მიწოდებული მსხვილად დაფქვილი და დაჭრილი თხილი (22000 კგ 20 კგ-იან ვაკუუმის შეფუთვაში) უარყოფილი იქნა კლიენტის მიერ არასათანადო კალიბრაციის გამო. შესაბამისად, დაწუნებული საქონელი უკან ეგზავნებოდა მიმწოდებელს.
სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის, ზაზა დოლიძის 2016 წლის 27 იანვრის №09/386 წერილიდან ირკვევა, რომ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური სამმართველოს უფლებამოსილი პირების მიერ განხორციელდა ქ.ზუგდიდში მდებარე, შპს „--–-----–---------ის“ საწყობში დოკუმენტური შემოწმება, რის შედეგადაც გაირკვა, რომ ადგილზე ინახებოდა 2015 წლის 29 დეკემბერს კალიბრაციის ზომების დარღვევის შედეგად მობრუნებული 15 ტონა ფქვილი (პარტიის №15385-GD) და 7 ტონა გრანულირებული თხილი (პარტიის №15384-GD). დასაწყობებული ორი პარტიიდან სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის უფლებამოსილი პირების თანდასწრებით, აკრედიტებულ ლაბორატორიაში კვლევის მიზნით აღებული იქნა სურსათის ორი ნიმუში.
შპს „--–-----–---------ის“ კუთვნილი თხილის ნაწარმის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს გამომძიებელ ო---- ქედელიძის მიერ, ქ.ზუგდიდში მდებარე, შპს „--–-----–---------ის“ სარგებლობაში არსებულ სასაწყობე ფართში ჩატარდა შპს „--–-----–---------ის“ კუთვნილი თხილის ნაწარმის დათვალიერება. როგორც ოქმის შინაარსიდან ირკვევა, აღნიშნულ საწყობში ინახებოდა და დათვალიერებას დაექვემდებარა შპს „--–-----–---------ის“ კუთვნილი თხილის ის ნაწარმი, რომელიც 2015 წლის 25 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულებით შპს „--–-----–---------მა“ მიაწოდა შპს „ინფორმსერვისის“ ფილიალს გერმანიაში 2015 წლის დეკემბერში, თუმცა იმავე თვეში დაუბრუნდა უკან მყიდველის მიერ, კერძოდ: მოხალული თხილის გულის კალიბრირებული ნაწარმი 2-4 მმ დიამეტრის ზომებით _ 7000 კგ, ასევე მოხალული თხილის გულის ფქვილი 0-2 მმ დიამეტრის _ 15000 კგ (ექსპორტირებისას და მობრუნებისას თხილის ნაწარმი ეტიკეტირებული იყო ეტიკეტებით: თხილის გულის კალიბრირებული ნაწარმი _ „lot“ №15384-GD და მოხალული თხილის გულის ფქვილი _ „lot“ №15385-GD). ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერების დასრულების შემდეგ შპს „--–-----–---------ის“ კუთვნილი თხილის ნაწარმიდან, ეტიკეტის ნომრებით: 15384-GD და 15385-GD, ექსპერტის _ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორის, მ----ა წულაიას მიერ აღებული იქნა ნიმუშები, რომლებიც მოთავსდა ამავე სააგენტოს ვაკუუმფუთებში.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შპს „--–-----–---------ს“ დაევალა 2015 წლის 29 დეკემბერს, კალიბრაციის ზომების დარღვევის გამო მობრუნებული 15 ტონა თხილის ფქვილის (პარტიის №15385-GD) და 7 ტონა გრანულირებული თხილის (პარტიის №15384-GD) მიწის თხილის შემცველობაზე აკრედიტებულ ლაბორატორიაში კვლევების განხორციელება.
შპს „--–-----–---------ის“ მიერ მიწის თხილის შემცველობაზე კვლევები ჩატარებული იქნა საქართველოში აკრედიტებულ ლაბორატორიაში, კერძოდ, შპს „ხარისხის ლაბორატორია - LLC Quality lab”-ში, რომლის მიერ შედგენილი №1242 და №1243 გამოცდის ოქმების თანახმად, ტესტირების შედეგად, საქართველოში დაბრუნებულ მოხალულ, დაჭრილ თხილის გულში (პარტიის №15384-GD) და მოხალულ თხილის ფქვილში (პარტიის №15385-GD) აღმოჩნდა მიწის თხილის დნმ მარკერი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს „--–-----–---------ი“ არ დაეთანხმა შპს „ხარისხის ლაბორატორია - LLC Quality lab”-ის კვლევის შედეგებს და მოითხოვა რეფერენტული ნიმუშები FOOD ALLERGENS LAB-ის საბერძნეთის, ქ.ათენის ფილიალში გამოკვლევის ჩატარების მიზნით, რაც გადაეცა 2016 წლის 19 ოქტომბერს.
დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი, საბერძნეთში აკრედიტებული საკვების ალერგენების ლაბორატორიის (FOOD ALLERGENS LAB-ის) მიერ შპს „--–-----–---------ის“ დაკვეთით ჩატარებული გამოკვლევის აქტებით დადგენილია, რომ საქართველოში დაბრუნებული თხილის პარტიებიდან აღებულ ნიმუშებში არ აღმოჩნდა ალერგენის _ მიწის თხილის შემცველობა.
ბრალდებისა და დაცვის მხარეთა მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად არ მიიჩნევს ზ----- შ---–---–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებას, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით დასჯად ქმედებას წარმოადგენს ფალსიფიკაცია, რაც გულისხმობს მოტყუებით ნივთის თვისებრიობის შეცვლას მწარმოებლის ან გამსაღებლის მიერ, ჩადენილს ანგარებით.
პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ზ----- შ---–---–ის მიერ ფალსიფიკაციის ჩადენის ფაქტი. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 2015 წლის შემოდგომაზე შპს „--–-----–---------სა“ და გერმანულ კომპანია შპს „ინფორმსერვისს“ შორის დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე, საქართველოდან გერმანიაში განხორციელდა თხილის პროდუქციის _ გრანულირებული თხილის გულისა და თხილის ფქვილის ექსპორტი. სამართლებრივი დახმარების ფარგლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან გადმოგზავნილი მასალებისა და შპს „ინფორმსერვისის“ წარმომადგენლის, მიხეილ სულაქველიძის ჩვენების თანახმად, შპს „ინფორმსერვისი“ შპს გლობალ თ------ისგან“ შესყიდული თხილის პროდუქციით ამარაგებდა სხვა კომპანიებს _ „ერიხ გუნტერ იმპორტს“ და „ბეკო მიუნხენს“. სწორედ ერთ-ერთი ამ კომპანიის კონდიტერებმა იგრძნეს შპს „--–-----–---------ის“ მიერ გაგზავნილი თხილის პარტიიდან მიწის თხილის სუნი, რის შესახებაც „ერიხ გუნტერ იმპორტმა“ ინფორმაცია მიაწოდა სურსათის უვნებლობის სამსახურს გერმანიაში. აღნიშნულის საფუძველზე პროდუქციიდან აღებული იქნა სინჯები და ჩატარდა ლაბორატორიული კვლევა, რომლის შედეგადაც დადგინდა პროდუქციაში მიწის თხილის შემცველობა. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის მსჯელობას იმის შესახებ, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო წარმოედგინა უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებდა ზ----- შ---–---–ის, როგორც შპს „--–-----–---------ის“ დირექტორის მიერ, გერმანიაში ექსპორტირებული თხილის პროდუქციის ფალსიფიცირებაში, ანუ მისი თვისებრიობის მოტყუებით შეცვლაში. პალატის შეფასებით, იმ ვითარებაში, როდესაც თხილის პარტიები, რომლებშიც აღმოჩნდა მიწის თხილის შემცველობა, გერმანიიდან საქართველოში არ დაბრუნებულა და ისინი ფაქტიურად უკვე აღარ არსებობს, ხოლო ექსპორტიორი კომპანია კატეგორიულად უარყოფს შპს „ინფორმსერვისისათვის“ მიწოდებული პროდუქციის ფალსიფიკაციის ფაქტს, ზ----- შ---–---–ისათვის ამ ნაწილში წარდგენილი ბრალდება ვერ იქნება უტყუარად დადასტურებულად მიჩნეული მხოლოდ გ-------------------–----– რესპუბლიკაში ჩატარებული კვლევის შედეგების საფუძველზე. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ნიმუშები, რომლებშიც აღმოჩნდა მიწის თხილის შემცველობა, ნამდვილად შპს „--–-----–---------ის“ მიერ გ-------------------–----– რესპუბლიკაში ექსპორტირებული თხილის პარტიებიდან იქნა აღებული. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მას შემდეგ, რაც შპს „ინფორმსერვისმა“ მიიღო შპს „--–-----–---------ის“ მიერ გაგზავნილი თხილის პარტიები, ისინი გადავიდა სხვა კომპანიების მფლობელობაში და სწორედ ამის შემდეგ მოხდა მათგან ნიმუშების აღება ლაბორატორიული კვლევისათვის, მათ შემცველობაში მიწის თხილის არსებობის შესახებ ეჭვის საფუძველზე. ამასთან, ის გარემოება, რომ თხილის იმ პარტიების ექსპორტიორს, რომლებშიც გერმანულ ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევების შედეგად აღმოჩნდა მიწის თხილის შემცველობა, შპს „--–-----–---------ი“ წარმოადგენდა, დადგენილად იქნა მიჩნეული მხოლოდ ლოტის ნომრებით, რომლებიც როგორც მოწმეების _ მიხეილ სულაქველიძის, თემურ ცაავას, ედემ ტაბაღუას, ე------ შ---–---–ის და ბრალდებულ ზ----- შ---–---–ის ჩვენებებით დადასტურდა, თავად შემსყიდველი კომპანიის მიერ ენიჭება პროდუქციას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაჩნდა ეჭვი, რომ ნიმუშები, რომლებშიც გერმანული ლაბორატორიის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა მიწის თხილის შემცველობა, შესაძლებელია აღებული იყო არა შპს „--–-----–---------ის“ მიერ ექსპორტირებული, არამედ სხვა პროდუქციიდან და ამ ეჭვის გასაქარწყლებლად ბრალდების მხარეს სასამართლოში რაიმე სარწმუნო მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
სააპელაციო პალატის შეფასებით, აღნიშნული ეჭვი არის გონივრული, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა ბრალდებულის სასარგებლოდ, თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილისა.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით _ მოწმეთა ჩვენებებითა და წერილობითი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ზ----- შ---–---–ის მიერ, გ-------------------–----– რესპუბლიკაში ექსპორტირებული თხილის პროდუქციაში მიწის თხილის შერევით მისი ფალსიფიკაციის ფაქტი. აღნიშნული მტკიცებულებებით უტყუარად არ არის დადგენილი ის გარემოება, რომ თხილის პარტიები, რომლებშიც გ-------------------–----–ი რესპუბლიკის ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა მიწის თხილის შემცველობა, ნამდვილად შპს „--–-----–---------ის“ მიერ იყო ექსპორტირებული გერმანიაში. ამასთან, აღნიშნული კვლევისათვის გამოყენებული ნიმუშები და თავად ის პროდუქცია, საიდანაც ისინი იქნა აღებული, საქართველოში არ დაბრუნებულა და მათი შემდგომი ბედი უცნობია, ხოლო საქართველოში დაბრუნებული თხილის პარტიებიდან აღებულ ნიმუშებში საბერძნეთის აკრედიტებულ ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგად მიწის თხილის შემცველობა არ დადასტურდა.
ბრალდების მხარის პოზიციას იმის შესახებ, რომ საბერძნეთის ლაბორატორიის მიერ გაცემული გამოკვლევის აქტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის თანახმად, არ არის ავთენტიკური და არ აქვს მტკიცებულებითი ძალა, რადგან დაცვის მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია ის პირები, რომლებმაც ჩაატარეს ლაბორატორიული კვლევა და ისინი არ დაკითხულან სასამართლოში – სააპელაციო პალატა არ ეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარის მოთხოვნის შემთხვევაში დოკუმენტს მტკიცებულებითი ძალა აქვს, თუ ცნობილია მისი წარმომავლობა და ის ავთენტიკურია... დოკუმენტი ან ნივთიერი მტკიცებულება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ მხარეს შეუძლია მოწმედ დაკითხოს პირი, რომელმაც მოიპოვა/შექმნა ან/და რომელთანაც სასამართლოსთვის წარდგენამდე ინახებოდა იგი. ამდენად, დოკუმენტს მტკიცებულებითი ძალა ენიჭება კუმულაციურად სამი სპეციალური წინაპირობის არსებობისას: 1.ცნობილია მისი წარმომავლობა; 2.ავთენტიკურია; 3.შესაძლებელია დაიკითხოს პირი, რომელმაც შექმნა/მოიპოვა ან ვისთანაც ინახებოდა დოკუმენტი სასამართლოში წარდგენამდე. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განიმარტა, რომ პროცესის შეჯიბრებითობიდან გამომდინარე, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელ მტკიცებულებას წარადგენენ სასამართლოში და რომელს არა და ამ მხრივ მათ კანონმდებლობა რაიმე შეზღუდვას არ უწესებს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, აუცილებელია იდენტიფიცირებული იყოს დოკუმენტის მომპოვებელი, შემქმნელი ან შემნახველი პირი და მის შესახებ ინფორმაცია ჰქონდეს სასამართლოს და მეორე მხარეს, რომელსაც უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მტკიცებულებათა ნუსხაში მიუთითოს ხსენებული პირი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივლისის განაჩენი სისხლის სამართლის №2კ-83აპ.-18 საქმეზე). ამასთან, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალების თანახმად, საბერძნეთის საკვების ალერგენების ლაბორატორიას (FOOD ALLERGENS LAB-ს) გააჩნდა აკრედიტაცია მიწის თხილის შემცველობაზე ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარების თაობაზე და აღნიშნულ ლაბორატორიაში შპს „--–-----–---------ის“ მიერ გამოსაკვლევად წარდგენილი იქნა გერმანიიდან საქართველოში დაბრუნებული თხილის პარტიებიდან სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვით აღებული ნიმუშები. ამდენად, სააპელაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს ზემოაღნიშნული ლაბორატორიული გამოკვლევის აქტის დაუშვებელ მტკიცებულებად მიჩნევის საფუძველი.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს” და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ /El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia/ 13.12.2012).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ გახდება ზ----- შ---–---–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების საფუძველი, ვინაიდან, არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რის გამოც არ არსებობს მისი უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების ნაწილში გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის საფუძველი.
სააპელაციო პალატა ასევე არ იზიარებს აპელანტის მოთხოვნას ზ----- შ---–---–ისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ, ვინაიდან, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას _ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას. სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი კი არ შეიცავს არანაირ მოტივაციას, თუ რატომ თვლის იგი ზ----- შ---–---–ისათვის დანიშნულ სასჯელს უსამართლო და მსუბუქ სასჯელად.
ამრიგად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აჭარის ა/რ პროკურატურის პროკურორ დ----- ჭ------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის განაჩენი ზ----- შ---–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.აჭარის ა/რ პროკურატურის პროკურორ დ----- ჭ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის განაჩენი ზ----- შ---–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.ზ----- შ---–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
4.ზ----- შ---–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
5.ცნობად იქნას მიღებული, რომ ზ----- შ---–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 4 იანვრის განჩინებით გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა მოეხსნას ეთერ შ---–---–ის (პ/ნ 61004028829) საკუთრებაში არსებული, ქობულეთის რაიონის სოფელ ხუცუბანში მდებარე (ზონა - ქობულეთი 20, სექტორი - ხუცუბანი 39, კვარტალი - 04, ნაკვეთი - 403, საკადასტრო კოდი №20.39.04.403) უძრავი ქონების 20 000 (ოცი ათასი) ლარის ღირებულების წილს.
6.ნივთიერი მტკიცებულებები _ ზ----- შ---–---–ის, ს-----–--- ნაჭყებიას და მიხეილ სულაქველიძის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, სამსახურებრივი ბაზების, Orancle-ს, www.reestri.gov.ge-ს, „info.mia.ge”-ს დათვალიერებისას ამოღებული დოკუმენტაცია, შპს „--–-----–---------იდან” ამოღებული დოკუმენტაცია, მათ შორის, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ყალბი შესყიდვის აქტები, რომლებიც დედნების სახით ერთვის სისხლის სამართლის საქმეს _ დარჩეს საქმესთან ერთად, მისი შენახვის ვადით.
7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე /ვ.დოლიძე/
მოსამართლეები: /მ.სირაძე/
/მ.იმერლიშვილი/