განაჩენი

სისხლის სამართლის 10.10.2019
საქმის ნომერი
330100119002888644
ინსტანცია
თარიღი
10.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002888644

საქმე №1ბ/1461-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

8 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მსჯავრდებული - რ-----------–-–---–ი (დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბ--–-------–------------------------------------------------ში);

 

დანაშაულის კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ იძულება, ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა; 2) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (2019 წლის 22 იანვრის ეპიზოდი) - გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

სასჯელი: დანაშაულთა ერთობლიობით 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2018 წლის 19 მაისს, საღამოს საათებში, ქ. თ---–-------–---------------------------------------------------ში, რ-----------–-–---–მა ოჯახური ძალადობა განახორციელა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის - იზ--------–---–ის მიმართ, კერძოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე გაშლილი ხელის მტევანი ძლიერად დაარტყა სახის არეში, რა დროსაც იზ--------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2019 წლის 22 იანვარს, დაახლოებით 16:00 საათიდან 22:00 საათამდე დროის მონაკვეთში, ქ-------–-------–----------------------------------------------------ში, რ-----------–-–---–მა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით იძულება განახორციელა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის - იზ--------–---–ის მიმართ, კერძოდ, რ-----------–-–---–მა, ვინაიდან მისივე განმარტებით, მის მეუღლეს ღამის სმენაში და თავისი პროფესიით არ უნდა ემუშავა, იზ--------–---–ი, როგორც ქალი, ვალდებული იყო უსიტყვოდ დამორჩილებოდა ქმარს და ყველა მისი მოთხოვნა შეესრულებინა, იზ--------–---–ს მოსთხოვა სამსახურისთვის თავის დანებება, სამსახურში მიმავალს გამოართვა ხელჩანთა და მოისროლა ოთახში, რის შემდგომაც ფიზიკური ძალის გამოყენებით აიძულებდა სახლში დარჩენას, აუკრძალა მობილური ტელეფონით სარგებლობა და სახლიდან გასვლა. ხსენებული დროს იზ--------–---–ის მობილურ ტელეფონზე, მისი დედის შ-----------–-–---–ის მიერ ზარის განხორციელებისას, რ-----------–-–---–ი იზ--------–---–ს აიძულებდა არ მიეწოდებინა სწორი ინფორმაცია მომხდარის თაობაზე დედისთვის, მობილური ტელეფონზე საუბრისას კი აკონტროლებდა მის საუბარს. ამასთან, რ-----------–-–---–ი წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, დანის დემონსტრირებით ემუქრებოდა იზ--------–---–ს სიცოცხლის მოსპობით, ყურის მოჭრითა და დასახიჩრებით, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ზემოთ აღნიშნული ქმედებებით, რ-----------–-–---–ი იზ--------–---–ს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ფიზიკურად და ფსიქიკურად აიძულებდა რომ არ წასულიყო სამსახურში, არ ემუშავა, არ ესარგებლა მობილური ტელეფონით და არ მიეწოდებინა მომხდარის თაობაზე ინფორმაცია დედისთვის, შესაბამისად უარი ეთქვა მისი უფლებების რეალიზებაზე.

 

2019 წლის 22 იანვარს, დაახლოებით 16:00 საათიდან 22:00 საათამდე დროის მონაკვეთში, ქ-------–--–-----–----------------------------------------------------ში, რ-----------–-–---–მა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახური ძალადობა განახორციელა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის - იზ--------–---–ის მიმართ, კერძოდ, რ-----------–-–---–მა, ვინაიდან მისივე განმარტებით, მის მეუღლეს ღამის სმენაში და თავისი პროფესიით არ უნდა ემუშავა, იზ--------–---–ი, როგორც ქალი, ვალდებული იყო უსიტყვოდ დამორჩილებოდა ქმარს და ყველა მისი მოთხოვნა შეესრულებინა, იზ--------–---–ის მხრიდან წინააღმდეგობრივი დამოკიდებულების გამოხატვისას, გაშლილი ხელის მტევანი რამდენჯერმე დაარტყა მას სახის არეში, რის შემდგომაც დივანზე მჯდომს თმაში მოჰკიდა ხელი, ძალის გამოყენებით დააგდო იატაკზე და რამდენჯერმე ფეხი დაარტყა მას, ხოლო აღნიშნულის შემდგომ პერიოდულად რამდენჯერმე მოქაჩა თმა და შეანჯღრია. მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად, იზ--------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის აგვისტოდან - 2018 წლის დეკემბრამდე დროის მონაკვეთში რ-----------–-–---–ი, მიაჩნდა მას რა, რომ იზ--------–---–ი, როგორც ქალი და მისი მეუღლე, ვალდებული იყო უსიტყვოდ დამორჩილებოდა ქმარს, როგორც მამაკაცს და ყველა მისი მოთხოვნა შეესრულებინა, ფსიქოლოგიურად აიძულებდა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ იზ--------–---–ს, მათ შორის, ქ-------–------–---------------------------------------------------ში ყოფნისას, რომ უცხოელ მამაკაცებთან დაემყარებინა სქესობრივი კავშირი და აღებეჭდა ყოველივე სურათების სახით და გადაეგზავნა მისთვის ან ონლაინ რეჟიმში ვიდეოკამერით ეჩვენებინა იზ--------–---–ის მიერ სხვა მამაკაცთან დამყარებული სქესობრივი აქტის პროცესი, რა დროსაც წინააღმდეგობის გაწევისას ემუქრებოდა, რომ თავიანთ ნათესავებს მიაწვდიდა ინფორმაციას, რომ იზ--------–---–ი ღალატობდა მას, გააფარჩაკებდა და მისი პირადი ცხოვრების ამსახველ ფოტოსურათებს აჩვენებდა სხვებს, ვინაიდან აღნიშნული ინფორმაციის გამჟღავნებით იზ--------–---–ის პირადი ცხოვრების უფლება არსებითად დაზიანდებოდა, იზ--------–---–ი თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ, იძულებული იყო, რომ ქ. თბილისში, სხვადასხვა ადგილას, სხვა მამაკაცებისთვის თავის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ნება მიეცა.

 

რ-----------–-–---–ს წარდგენილი ჰქონდა ბრალდება 1) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 19 მაისის ეპიზოდი) - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; 2) საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ იძულება, ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა; 3) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (2019 წლის 22 იანვრის ეპიზოდი) - გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; 4) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,139-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის იძულება, ჩადენილი სახელის გამტეხი ინფორმაციისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს ამ პირის უფლება;

 

2. სასამართლომ დაადგინა

 

2019 წლის 22 იანვარს, დაახლოებით 16:00 საათიდან 22:00 საათამდე დროის მონაკვეთში, ქ-------–-------–----------------------------------------------------ში, რ-----------–-–---–მა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით იძულება განახორციელა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის - იზ--------–---–ის მიმართ, კერძოდ, რ-----------–-–---–მა, ვინაიდან მისივე განმარტებით, მის მეუღლეს ღამის სმენაში და თავისი პროფესიით არ უნდა ემუშავა, იზ--------–---–ი, როგორც ქალი, ვალდებული იყო უსიტყვოდ დამორჩილებოდა ქმარს და ყველა მისი მოთხოვნა შეესრულებინა, იზ--------–---–ს მოსთხოვა სამსახურისთვის თავის დანებება, სამსახურში მიმავალს გამოართვა ხელჩანთა და მოისროლა ოთახში, რის შემდგომაც ფიზიკური ძალის გამოყენებით აიძულებდა სახლში დარჩენას, აუკრძალა მობილური ტელეფონით სარგებლობა და სახლიდან გასვლა. ხსენებული დროს იზ--------–---–ის მობილურ ტელეფონზე, მისი დედის შ-----------–-–---–ის მიერ ზარის განხორციელებისას, რ-----------–-–---–ი იზ--------–---–ს აიძულებდა არ მიეწოდებინა სწორი ინფორმაცია მომხდარის თაობაზე დედისთვის, მობილური ტელეფონზე საუბრისას კი აკონტროლებდა მის საუბარს. ამასთან, რ-----------–-–---–ი წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, დანის დემონსტრირებით ემუქრებოდა იზ--------–---–ს სიცოცხლის მოსპობით, ყურის მოჭრითა და დასახიჩრებით, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ზემოთ აღნიშნული ქმედებებით, რ-----------–-–---–ი იზ--------–---–ს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ფიზიკურად და ფსიქიკურად აიძულებდა რომ არ წასულიყო სამსახურში, არ ემუშავა, არ ესარგებლა მობილური ტელეფონით და არ მიეწოდებინა მომხდარის თაობაზე ინფორმაცია დედისთვის, შესაბამისად უარი ეთქვა მისი უფლებების რეალიზებაზე.

 

2019 წლის 22 იანვარს, დაახლოებით 16:00 საათიდან 22:00 საათამდე დროის მონაკვეთში, ქ-------–--–-----–----------------------------------------------------ში, რ-----------–-–---–მა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახური ძალადობა განახორციელა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის - იზ--------–---–ის მიმართ, კერძოდ, რ-----------–-–---–მა, ვინაიდან მისივე განმარტებით, მის მეუღლეს ღამის სმენაში და თავისი პროფესიით არ უნდა ემუშავა, იზ--------–---–ი, როგორც ქალი, ვალდებული იყო უსიტყვოდ დამორჩილებოდა ქმარს და ყველა მისი მოთხოვნა შეესრულებინა, იზ--------–---–ის მხრიდან წინააღმდეგობრივი დამოკიდებულების გამოხატვისას, გაშლილი ხელის მტევანი რამდენჯერმე დაარტყა მას სახის არეში, რის შემდგომაც დივანზე მჯდომს თმაში მოჰკიდა ხელი, ძალის გამოყენებით დააგდო იატაკზე და რამდენჯერმე ფეხი დაარტყა მას, ხოლო აღნიშნულის შემდგომ პერიოდულად რამდენჯერმე მოქაჩა თმა და შეანჯღრია. მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად, იზ--------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადგინდა რ-----------–-–---–ის მიერ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის 19 მაისის ეპიზოდი) და გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის იძულება, ჩადენილი სახელის გამტეხი ინფორმაციისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს ამ პირის უფლება, ჩადენის ფაქტები.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 ივლისის განაჩენით:

 

რ-----------–-–---–ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 19 მაისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

 

რ-----------–-–---–ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,139-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

რ-----------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

რ-----------–-–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

რ-----------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 22 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

რ-----------–-–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, რ-----------–-–---–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით.

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად, 2 წლის ვადით აეკრძალა იარაღის შეძენის, შენახვის, ტარების უფლება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც მსჯავრდებულ რ-----------–-–---–ის ადვოკატებმა ზ--------------–--ემ, ნ-----–------–------ემ, ასევე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ--------------–მა.

 

3. მხარეთა პოზიციები:

 

დაცვის მხარის პოზიციით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 ივლისის განაჩენი არის ნაწილობრივ დაუსაბუთებელი და უკანონო, ვინაიდან გარდა იმ დანაშაულებრივი ეპიზოდებისა, რომელშიც სასამართლომ რ-----------–-–---–ი უდანაშაულოდ ცნო და გაამართლა იმ მოტივით, რომ საქმეში არ მოიპოვებოდა უტყუარი მტკიცებულებების ერთობიობა, სხვა დანაშაულებრივ ეპიზოდებში, სადაც რ-----------–-–---–ს მსჯავრი დაედო, მისივე მსჯელობის საწინააღმდეგოდ განაჩენი დააფუძნა მხოლოდ დაზარალებულის ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხველ ჩვენებას.

 

ბრალდების მხარის პოზიციით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 ივლისის განაჩენი უნდა გაუქმდეს და მის ნაცვლად უნდა დაადგინდეს გამამტყუნებელი განაჩენი, კერძოდ, რ-----------–-–---–ი უნდა ცნოთ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით(ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 150-ე მუხლის პირველი ნაწილით და 11 პრიმა 139-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და განუზაზღვროთ კანონიერი სასჯელი.

 

4. მტკიცებულებების ერთობლიობა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).

 

მტკიცებულებითი სტანდარტი ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის თაობაზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში, რომელშიც აღნიშნა: მტკიცებულებითი სტანდარტი ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის თაობაზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომაც 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში, რომელშიც აღნიშნა: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხისთავიდან აცილებას. მსჯავრდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ამასთან, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ უნდა იქნეს დასუსტებულიისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 43.).

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ–ის 82–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები – ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. ამასთან, თითოეული მტკიცებულება, აღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისად, უნდა შემოწმდეს საქმეში არსებულ სხვა პირდაპირ, ასევე ირიბ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მათი ურთიერთთავსებადობის განსაზღვრის მიზნით, რაც ასევე ძალზე მნიშვნელოვანია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისა და,საერთოდ, ნებისმიერი – გამამტყუნებელი თუ გამამართლებელი განაჩენის დასაბუთებულობისათვის (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.)

 

ამდენად, სააპელაციო პალატა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს შეაფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და განმარტავს, რა ფაქტების ცალსახად დადგენის შესაძლებლობას იძლევა ამ მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზი.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2018 წლის 19 მაისის ეპიზოდი)

 

დაზარალებულმა იზ--------–---–მა განაცხადა, რომ რ-----------–-–---–ი იყო მისი მეუღლე, რომელთანაც 2018 წლის 25 მარტიდან დაიწყო თანაცხოვრება ქ. თ---–--–-----–---------------------------------------------------ში. 2018 წლის 19 მაისს ეჭვიანობის ნიადაგზე რ-----------–-–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, სახის არეში გაარტყა ხელი. იზ--------–---–ის განმარტებით, რ-----------–-–---–მა იეჭვიანა მას შემდეგ, რაც მის მობილურ ტელეფონში ნახა იზ--------–---–ისა და მისი მეგობრის ,,გუროს“ ფოტოსურათი. რ-----------–-–---–ი იზ--------–---–ისგან მოითხოვდა განმარტებას თუ ვინ იყო ის ბიჭი, რა დროსაც იზ--------–---–ს ხელი დარტყა სახის არეში.

 

მოწმე თ------------–---–მა განმარტა, რომ მისი ნათესავის იზ--------–---–ისგან შეიტყო, რომ 2018 წლის 19 მაისს რ-----------–-–---–მა იზ--------–---–ს ეჭვიანობის ნიადაგზე სახის არეში დაარტყა ხელი.

 

მოწმე თ----- გ-----–---–მა განმარტა, რომ იზ--------–---–ისგან შეიტყო, რომ 2018 წლის 19 მაისს რ-----------–-–---–მა იზ--------–---–ს ეჭვიანობის ნიადაგზე სახის არეში დაარტყა ხელი.

 

მოწმე ს-------------------ემ განაცხადა, რომ 2018 წლის მაისის თვეში მასთან სტუმრად მივიდა იზ--------–---–ი, რომელმაც განუცხადა, რომ რ-----------–-–---–მა ხელი დაარტყა სახის არეში, იზ--------–---–ი იტკიებდა ლოყას.

 

ბრალდებულმა რ-----------–-–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ და განაცხადა, რომ 2018 წლის 19 მაისს ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია იზ--------–---–ისთვის. მან იზ--------–---–ი გაიცნო 2018 წელს თებერვალში და ივნისში ჰქონდათ ქორწილი, ამ დროის განმავლობაში ჰქონდათ კარგი ურთიერთობა, იზ--------–---–ს დიდ ყურადღებას აქცევდა, თავისი ხარჯებით გადაიხადა ნიშნობა, ქორწილი, საზღვარგარეთ დასასვენებლად ჰყავდა წაყვანილი. მან აღნიშნა, რომ იზ--------–---–ი აბრალებს ისეთ დანაშაულებს, რაც ბუნებაში არ არსებობს.

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დაადასტურა რ-----------–-–---–ის ბრალდება მასში, რომ 2018 წლის 19 მაისს, საღამოს საათებში, ქ. თ---–-------–---------------------------------------------------ში, რ-----------–-–---–მა ოჯახური ძალადობა განახორციელა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის - იზ--------–---–ის მიმართ, კერძოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე გაშლილი ხელის მტევანი ძლიერად დაარტყა სახის არეში, რა დროსაც იზ--------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. კერძოდ:

 

სააპელაციო პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ რ-----------–-–---–ის მიერ 2018 წლის 19 მაისს იზ--------–---–ზე განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტის დასადასტურებლად სასამართლოს წარუდგინა თავად დაზარალ;ებულ იზ--------–---–ის პირდაპირი ჩვენება და მოწმეების თ------------–---–ის, თ----- გ-----–---–ის და ს-------------------ის ირიბი ჩვენებები, გარდა დაზარალებულისა, ყველა ჩამოთვლილი მოწმის ჩვენება არის დაზარალებულის მონათხრობის პერიფრაზი და არც ერთი მათგანი არ შესწრებია ბრალად წარდგენილი ძალადობის ფაქტს.

 

დაზარალებულ იზ--------–---–ის ჩვენებით ირკვევა, 2018 წლის 19 მაისს ეჭვიანობის ნიადაგზე რ-----------–-–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, სახის არეში გაარტყა ხელი; სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ ფაქტს, რომ 2018 წლის 19 მაისს მომხდარ ოჯახურ ძალადობაზე იზ--------–---–მა პოლიციაში განაცხადა 2019 წლის 26 იანვარს; იზ--------–---–ის საპირისპირო ჩვენებას იძლევა ბრალდებული რ-----------–-–---–ი, რომელიც უარყოფს 2018 წლის 19 მაისს ეჭვიანობის ნიადაგზე იზ--------–---–ის მიმართ ძალადობის ფაქტს; ბრალდების მოწმეები თ------------–---–ი, თ----- გ-----–---–ი და ს-------------------ე, რომლებიც არიან იზ--------–---–ის ნათესავები, იზ--------–---–ისგან გადმოცემით ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ 2018 წლის 19 მაისს ეჭვიანობის ნიადაგზე რ-----------–-–---–მა იზ--------–---–ს ხელი დაარტყა სახის არეში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ რ-----------–-–---–ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება - ოჯახში ძალადობა - მოიცავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ იმგვარ ძალადობას, რაც იწვევს ფიზიკური ტკივილს და რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე, ნაკლებად მძიმე ან მსუბუქი დაზიანება. ამდენად, სასამართლოს კვლევის საგანს შეადგენს ჰქონდა თუ არა ადგილი 2018 წლის 19 მაისს რ-----------–-–---–ის მხრიდან მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის - იზ--------–---–ის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი. ბრალდების მხარე ამ ეპიზოდში რ-----------–-–---–ის ბრალდებას აფუძნებს მხოლოდ იზ--------–---–ის ჩვენებაზე და იზ--------–---–ისგან ნაწარმოებ სხვა ირიბ მტკიცებულებებზე. ამდენად, ქმედების შეფასებისას სასამართლოს გააჩნია მხოლოდ ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება - დაზარალებულ იზ--------–---–ის ჩვენება, რომელიც ფაქტის მოხდენიდან დაახლოებით რვა თვის შემდეგ აკეთებს განცხადებას მეუღლის მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, სხვა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ 2018 წლის 19 მაისს რ-----------–-–---–მა განახორციელა იზ--------–---–ის მიმართ ფიზიკური ძალადობა, რა დროსაც იზ--------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი საქმეში არ არსებობს.

 

ამდენად, ვინაიდან, რ-----------–-–---–ის მიერ 2018 წლის 19 მაისს იზ--------–---–ზე შესაძლო ძალადობის ფაქტის დასადასტურებლად სასამართლოში წარდგენილი იქნა მხოლოდ დაზარალებულის პირდაპირი ჩვენება, რაც არ დასტურდება სხვა ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებებით, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება რ-----------–-–---–ის ბრალდება მასში, რომ მან 2018 წლის 19 მაისს ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც წარმოადგენს აღნიშნულ ეპიზოდში რ-----------–-–---–ის უდანაშაულოდ ცნობის და გამართლების საფუძველს.

 

გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2019 წლის 22 იანვრის ეპიზოდი)

 

დაზარალებულმა იზ--------–---–მა განაცხადა, 2019 წლის 22 იანვარს, როდესაც აპირებდა სამსახურში წასვლას, რ-----------–-–---–მა გამოართვა ჩანთა და ძირს დააგდო, განუცხადა რომ ვერსად წავიდოდა, რადგან მას ასე სურდა. იზ--------–---–ს რ-----------–-–---–მა გამოართვა მობილური ტელეფონი და არ აძლევდა უფლებას დაკავშირებოდა სხვას. რ-----------–-–---–მა იზ--------–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, დაახლოებით 6 საათის განმავლობაში ცემდა. იზ--------–---–ის განცხადებით, რ-----------–-–---–ი მას თმებში წვდა, ურტყამდა ხელებს და ფეხებს სახის არეში და სხეულის სხვადასხვა ადგილებში. შემდეგ იზ--------–---–ს დაუკავშირდა თანამშრომელი, რომელსაც აინტერესებდა თუ რატომ არ მიდიოდა სამსახურში, იზ--------–---–მა, რ-----------–-–---–ის მოთხოვნით მოატყუა თანამშრომელი და განუცხადა, რომ იყო ავად და ვერ ახერხებდა სამსახურში მისვლას. შემდეგ მას დაუკავშირდა მობილურ ტელეფონზე დედა - შ-----------–-–---–ი, რ-----ი მ----–-–---–მა საუბარი ჩართო ხმამაღალ რეჟიმზე და დანით ხელში ემუქრებოდა იზ--------–---–ს, რომ კვლავ ეცრუა. იზ--------–---–ი იყო შეშინებული და მან დედამის მოატყუა, განუცხადა, რომ ჰქონდა სიცხე და ვერ ახერხებდა სამსახურში წასვლას. რ-----------–-–---–ი უფრო გაბრაზდა, თუ რატომ ერეოდა დედამისი მათ ცხოვრებაში და კვლავ დაუწყო ცემა. რ-----------–-–---–ი დანით ემუქრებოდა, რომ დაასახიჩრებდა, დააჭრიდა ყურებს და მოკლავდა. იგი იყო შეშინებული და ფიქრობდა, რომ წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში რ-----------–-–---–ი მას მოკლავდა. ცემის შედეგად მან განიცადა ძლიერი ტკივილი, მას დაზიანებები მიღებული ჰქონდა სახის არეში და სხეულის სხვადასხვა ადგილებზე. მან სახლიდან გაქცევა მოახერხა მას შემდეგ, რაც რ-----------–-–---–ი წავიდა სიგარეტის შესაძენად.

 

მოწმე ს-------------------ემ განაცხადა, რომ 2019 წლის 22 იანვარს 23:00 საათზე მასთან სახლში მივიდა მისი ნათესავი იზ--------–---–ი, რომელიც იყო ნაცემი. იზ--------–---–ი იტკიებდა ნეკნებს, თავს, სახის არეში ჰქონდა დალურჯებები. მას იზ--------–---–მა განუცხადა, რომ რ-----------–-–---–მა ცემა სამსახურისთვის თავის დანებების გამო და ემუქრებოდა დანით.

 

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ზ--------------მ.

 

მოწმე შ-----------–-–---–მა განაცხადა, რომ 22 იანვარს ღამით იგი მივიდა სახლში ს-------------------ესთან, სადაც ნახა, რომ ი--- იყო ნაცემი, უჭირდა ფეხზე დგომა, სახე ჰქონდა დასიებული, თავის არეში თმებში ჰქონდა სისხლდენა, აღენიშნებოდა მრავლობითი დალურჯებები და ტვინის შერყევა. მას იზ--------–---–მა განუცხადა, რომ სამსახურისთვის თავის დანებების გამო რ-----------–-–---–ი ექვსი საათის განმავლობაში ცემდა იზ--------–---–ს.

 

მოწმეებმა თ------------–---–მა და თ----- გ-----–---–მა დაადასტურეს, რომ მათ იზ--------–---–ისგან შეიტყვეს 2019 წლის 22 იანვარს რ-----------–-–---–მა ცემა იზ--------–---–ი.

 

მოწმე ნ------------–---–მა აჩვენა, რომ მის მიერ რ-----------–-–---–ის მიმართ გამოიწერა შემაკავებელი ორდერი. იგი გაესაუბრა იზ--------–---–ს, რომელიც იყო აღელვებული და ტიროდა, მიზეზად ასახელებდა ოჯახურ ძალადობას, სახეზე ჰქონდა დაზიანებები. მასთან საუბარისას იზ--------–---–მა აღნიშნა, რომ ეს დაზიანებები მიაყენა მეუღლემ რ-----------–-–---–მა.

 

ბრალდებულმა რ-----------–-–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ და აღნიშნა, რომ 2019 წლის 18 იანვარს მოუვიდა კონფლიქტი იზ--------–---–თან, რადგან იგი არ დახვდა მისი მეგობრის დედასთან, რომელთანაც უთხრა რომ იყო და სინამდვილეში არ ყოფილა. სახლში მისულმა გაბრაზებულმა გამოართვა იზ--------–---–ს მობილური ტელეფონი და აღარ დაუბრუნებია. 22 იანვარს იზ--------–---–ი არ წავიდა სამსახურში იმ მიზეზით, რომ მასთან უნდოდა ყოფნა შერიგების მიზნით. საღამოს 7-8 საათზე ი--- გავიდა სახლიდან და არ დაბრუნებულა. რ-----------–-–---–ს იზ--------–---–ისთვის არ მიუყენებია დაზიანებები და თუ ვინ მიაყენა მისთვის უცნობია.

 

ვიზუალური დათვალიერების ოქმის თანახმად, იზ--------–---–ს ვიზუალური დათვალიერებისას სახის მიდამოში, კერძოდ ორივე თვალის არეში აღენიშნება დაზიანებები ჩალურჯებისა და სისხლჩაქცევების სახით. მას მარცხენა ხელის მტევანზე აღენიშნება სილურჯის კვალი, ასევე სილურჯის კვალი აღენიშნება მარცხენა ხელის კუნთზე უკანა მხარეს. იზ--------–---–ს ასევე აღენიშნება ჩალურჯების კვალი მარცხენა დუნდულა კუნთზე.

 

ვიზუალური დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა ოქმის შემდგენმა გამომძიებელმა მაია ღვინაძემ.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ-------–--------------------------------------------------ში. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას სამზარეულოს მაგიდის ზედაპირიდან ამოღებული იქნა სამზარეულო დანა.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების სისწორე დაადასტურა ოქმის შემდგენმა გამომძიებელმა რ--------------–---–მა და შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე პირებმა იზ--------–---–მა და ექსპერტ-კრიმინალისტმა რ---------------–---–მა.

 

მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა ს-------------------ის მობილური ტელეფონი. მობილურ ტელეფონში შენახულია სხვადასხვა ფოტოსურათები, აღნიშნულ ფოტოსურათებთან ერთად ტელეფონში შენახულია იზ--------–---–ის სახე, რომელსაც თვალებთან აღენიშნება სილურჯეები, ხოლო მესამე ფოტოზე ჩანს იზ--------–---–ის ხელი, რომელზედაც ასევე ეტყობა სილურჯე.

 

ამოღების ოქმის თანახმად, იზ--------–---–ისგან ამოღებული იქნა სამი ცალი ფოტოსურათი, რომელთაგანა ორზე გამოსახულია თვითონ და ერთზე გამოსახულია მისი ხელი. ასევე ამოღებული იქნა 48 თაბახი ფურცელზე ამობეჭდილი იზ--------–---–ს და რ-----------–-–---–ს, იზ--------–---–ს და თ----- გ-----–---–ს, იზ--------–---–ს და თ------------–---–ს შორის განხორციელებული მესიჯები.

 

შემაკავებელი ორდერის N------ თანახმად, შემაკავებელი ორდერი გამოცემულია 2019 წლის 29 იანვარს. უბნის ინსპექტორ გამომძიებელ ნ------------–---–ის მიერ. მსხვერპლი არის იზ--------–---–ი, ხოლო მოძალადე რ----- გ-----–---–ი. ინციდენტის ფაბულა: მე-2 განყოფილებაში 2019 წლის 26 იანვარს დაიწყო გამოძიება რ-----------–-–---–ის მიერ მეუღლის იზ--------–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტზე. 2019 წლის 22 იანვარს რ-----------–-–---–ი კონფლიქტის დროს მეუღლეს იზ--------–---–ს დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.

 

სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, 28.01.19 წ. 15:20 სთ. შემოწმების მონაცემებით, მოქ. იზ--------–---–ის სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები ნაკაწრის და სისხლნაჟღენთების /სისხლჩაქცევა/ სახით. დაზიანებები განვითარებული არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით. დაზიანებების ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. დაზიანების ხარისხს განსაზღვრისათვის საჭიროა ოფთალმოლოგთან და ყელ-ყურის ექიმთან ვიზიტის ამსახველი სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოდგენა, როგორც 2019 წლის 22 იანვარს მომხდარ ფაქტამდე პერიოდის /ასეთის არსებობის შემთხვევაში/, ასევე 2019 წლის 22 იანვარს მომხდარი ფაქტიდან 3 თვის შემდგომი პერიოდის, იმ დროისათვის ორივე თვალში მხედველობის სიმახვილის და ორივე ყურში სმენის სიმახვილის მითითებით, რომელთა შესწავლის შემდგომ დადგება საკითხი ექსპერტი---ში სათანადო ექიმი-სპეციალისტის მონაწილეობისა.

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე---------------–--–---–მა.

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ რ-----------–-–---–ის ბრალდების საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები საქმისადმი მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო მათი ერთობლიობა - ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ აღნიშნულ ეპიზოდში ბრალდების მხარემ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს რ-----------–-–---–ის ბრალდებას. კერძოდ:

 

მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და სააპელაციო სასამართლოც დადგენილად მიიჩნევს, რომ რ-----------–-–---–ი და იზ--------–---–ი 2018 წლის 25 მარტიდან იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ცხოვრობდნენ ქ. თ---–--–-----–---------------------------------------------------ში მდებარე რ-----------–-–---–ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში.

 

დაზარალებულ იზ--------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2019 წლის 22 იანვარს, ქ. თ---–--–-----–---------------------------------------------------ში, იზ--------–---–ის სამსახურში წასვლასთან დაკავშირებით, რ-----------–-–---–ი ეჩხუბა იზ--------–---–ს და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, თმებში წვდა, ურტყამდა ხელებს და ფეხებს სახის არეში და სხეულის სხვადასხვა ადგილებში. ცემის შედეგად იზ--------–---–მა განიცადა ძლიერი ტკივილი; იზ--------–---–ის ჩვენების სისწორეს ადასტურებს მოწმეების ს-------------------ის და მისი მეუღლის ზ--------------ს ჩვენები, რომელთანაც სახლში 22 იანვარს, აღნიშნული ფაქტის მოხდენის შემდეგ, მივიდა იზ--------–---–ი, რომელსაც სხეულზე ძალადობის კვალი აშკარად ეტყობოდა; ასევე, იზ--------–---–ის დედა - შ-----------–-–---–ი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მან ნახა იზ--------–---–ი ძლიერ ნაცემი; მოწმეები თ------------–---–ი და თ----- გ-----–---–ი ასევე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მათ იზ--------–---–ისგან შეიტყვეს 2019 წლის 22 იანვარს რ-----------–-–---–ის მიერ იზ--------–---–ის ცემის შესახებ. ყველა მოწმემ სასამართლო პროცესზე დაადასტურა, რომ იზ--------–---–სგან მათ შეიტყვეს, რომ აღნიშნული დაზიანებები მიაყენა რ-----------–-–---–მა; რ-----------–-–---–სა და იზ--------–---–ს შორის კონფლიქტის ფაქტს ადასტურებს შემაკავებელი ორდერი, რომელიც გამოცემულია 2019 წლის 29 იანვარს.

 

დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენები სრულ თანხვედრაშია ვიზუალური დათვალიერების ოქმთან, რომლის თანხმად, იზ--------–---–ს ვიზუალურად აღენიშნება სხეულზე დაზიანებები; ასევე, სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნასთან, რომლითაც დადგენილია, რომ მოქ. იზ--------–---–ის სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები ნაკაწრის და სისხლნაჟღენთების /სისხლჩაქცევა/ სახით, დაზიანებების ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს; ასევე, ს-------------------ის მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული ფოტოსურათებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ იზ--------–---–მა რ-----------–-–---–ის ფიზიკური ძალადობის შედეგად მიიღო სხეულის სხვადასხვა ადგილებში დაზიანება, რა დროსაც იზ--------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

იმ ფაქტს, რომ რ-----------–-–---–მა იზ--------–---–ის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ადასტურებს ის გარემოება, რომ როგორც რ-----------–-–---–მა აჩვენა, მას არ სიამოვნებდა, რომ მისი მეუღლე ღამის ცვლაში მუშაობდა, შესაბამისად, სასამართლო დამაჯერებლად მიიჩნევს იზ--------–---–ის ჩვენებას იმის თაობაზე, რომ რ-----------–-–---–ი მისგან მოითხოვდა დამორჩილებოდა ქმარს, არ წასულიყო სამსახურში და ყველა მისი მოთხოვნა შეესრულებინა. იზ--------–---–ის მხრიდან წინააღმდეგობის გამოხატვას შედეგად მოჰყვა მასზე ფიზიკური ძალადობა.

 

სააპელაციო პალატა იშველიებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 დეკემბრის N424 აპ-16 გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, მსჯავრდებულის მიერ მოწოდებული ვერსიის შეფასებისას, იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს დამოუკიდებელი, თვითმხილველი მოწმის პირდაპირი ჩვენება, უნდა ვიხელმძღვანელოთ იმ პრინციპით, რომ თუკი სხვა ლეგიტიმური მტკიცებულებებით დადგენილი უდაო ფაქტობრივი გარემოებები აშკარად გამორიცხავენ ასეთი ვერსიის საფუძვლიანობასა და რეალურ სინამდვილესთან მის შესაბამისობას, მაშინ ეს ვერსია არ უნდა იქნეს მიღებული და გაზიარებული. კონკრეტულ საქმეში არ არსებობს რ-----------–-–---–ის მიერ იზ--------–---–ის მიმართ ფიზიკური ძალადობის თვითმხილველი მოწმე, მაგრამ დანაშაულის ჩადენის ვითარება, დროის მონაკვეთი ძალადობიდან ს-------------------ის ოჯახში მისვლამდე, იზ--------–---–ის სხეულზე ძალადობის აშკარა კვალის დამადასტურებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, შემაკავებელი ორდერის გამოწერა, ყოველივე აღნიშნული ქმნის მტკიცებულებათა ჯაჭვს, რომელიც გამორიცხავს რ-----------–-–---–ის ვერსიის საფუძვლიანობას და წარმოადგენს საფუძველს იზ--------–---–ის ჩვენების გაზიარების.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულ შესაბამისობაშია ერთმანეთთან; საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც ამ კონკრეტული ბრალდების კუთხით დაზარალებისა და მოწმეთა ჩვენებში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა; საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები საკმარისია და უტყუარად ადასტურებენ რ-----------–-–---–ის ბრალდებას მასში, რომ 2019 წლის 22 იანვარს, დაახლოებით 16:00 საათიდან 22:00 საათამდე დროის მონაკვეთში, ქ-------–--–-----–----------------------------------------------------ში, რ-----------–-–---–მა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახური ძალადობა განახორციელა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის - იზ--------–---–ის მიმართ, კერძოდ, გაშლილი ხელის მტევანი რამდენჯერმე დაარტყა მას სახის არეში, რის შემდგომაც დივანზე მჯდომს თმაში მოჰკიდა ხელი, ძალის გამოყენებით დააგდო იატაკზე და რამდენჯერმე ფეხი დაარტყა მას, ხოლო აღნიშნულის შემდგომ პერიოდულად რამდენჯერმე მოქაჩა თმა და შეანჯღრია. მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად, იზ--------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, რომლის კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.

 

გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ იძულება, ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა

 

დაზარალებულმა იზ--------–---–მა განაცხადა, რომ ექვსი წელია მუშაობდა ჟვანიას კლინიკაში ექთნის პოზიციაზე. მას უწევდა ღამის ცვლაში მორიგეობა. მისი მეუღლე რ-----------–-–---–ი წინააღმდეგი იყო მისი სამსახურში სიარულის. რ-----------–-–---–ი უკმაყოფილებას გამოხატავდა ჩხუბით, ყვირილით, ის მოითხოვდა, რომ თავი დაენებებინა სამსახურისთვის. იგი იმდენად დათრგუნული და შეშინებული იყო რ-----------–-–---–ისგან, რომ იძულებული გახდა დაეწერა განცხადება სამსახურიდან წამოსვლის თაობაზე. 2018 წლის დეკემბრის თვეში ის მივიდა სამსახურში, სადაც მის უფროს წარუდგინა განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ, უფროსმა მისცა ერთ თვიანი შვებულება და სთხოვა კარგად დაფიქრებულიყო და ისე მიეღო აღნიშნული გადაწყვეტილება. სამსახურის წესდების თანახმად, როდესაც თანამშრომელი მიდიოდა სამსახურიდან, უნდა შეესრულებინა რამდენიმე მორიგეობა. 2019 წლის 22 იანვარს, როდესაც იგი სამსახურში წასასვლელად ემზადებოდა, მას რ-----------–-–---–მა გამოართვა ჩანთა და ძირს დააგდო, განუცხადა, რომ ვერსად ვერ წავიდოდა, რადგან მას ასე სურდა. რ-----------–-–---–მა მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ გამოართვა მობილური ტელეფონი და არ აძლევდა უფლებას დაკავშირებოდა სხვას. რ-----------–-–---–მა მობილური ტელეფონზე საუბრის დროს აიძულა, რომ დედისთვის შ-----------–-–---–ისთვის მიეწოდებინა ცრუ ინფორმაცია, თითქოს ის იყო ავად, რის გამოც ვერ მოახერხა სამსახურში წასვლა. რ-----------–-–---–ი წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, დანის დემონსტრირებით ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, აღნიშნულით იგი იყო შეშინებული და დათრგუნული.

 

მოწმე თ------------–---–მა განაცხადა, რომ იზ--------–---–ისგან იცოდა, რომ რ-----------–-–---–ი უკმაყოფილო იყო მისი სამსახურით. რ-----------–-–---–ს არ სურდა, რომ მის მეუღლეს იზ--------–---–ს ღამის მორიგეობით შეესრულებინა სამსახურეობრივი მოვალეობა. აღნიშნულს რ-----------–-–---–ი აპროტესტებდა და ეჩხუბებოდა იზ--------–---–ს. თ------------–---–მა განმარტა, რომ 2019 წლის 22 იანვარს რ-----------–-–---–მა იზ--------–---–ს მიაყენა ფიზიკური დაზიანებები, იმის გამო რომ იზ--------–---–ი აპირებდა სამსახურში წასვლას. ასევე რ-----------–-–---–ი დანით ემუქრებოდა იზ--------–---–ს.

 

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე თ----- გ-----–---–მა, რომელმაც დამატებით განაცხადა, რომ 2019 წლის 22 იანვრის მომხდარი ძალადობის შესახებ შეიტყო იზ--------–---–ისგან. მას ს-------------------ემ გაუგზავნა იზ--------–---–ის ფოტოსურათები, სადაც აღბეჭდილი იყო თვალებდალურჯებული იზ--------–---–ი.

 

მოწმე შ-----------–-–---–მა განაცხადა, რომ 2019 წლის 22 იანვარს მას დაუკავშირდნენ მისი შვილის იზ--------–---–ის თანამშრომლები, რომლებმაც უთხრეს, რომ იზ--------–---–ი არ გამოცხადდა სამსახურში და ასევე არ პასუხობდა ტელეფონის ზარებს. შ-----------–-–---–ი რამდენიმე ცდის შემდეგ დაუკავშირდა იზ--------–---–ს, რომელსაც ესაუბრა მობილურ ტელეფონზე, მას იზ--------–---–მა უთხრა, რომ იყო ავად, ჰქონდა სიცხე, რის გამოც ვერ მოახერხა სამსახურში წასვლა. შ-----------–-–---–მა განმარტა, რომ შემდეგ შეიტყო, იზ--------–---–ი რ-----------–-–---–მა აიძულა ეცრუა მასთან საუბრისას. ს-------------------ისგან შეიტყო, რომ მისი შვილი იყო ნაცემი, იგი მივიდა ს-------------------ის ოჯახში და ნახა ძლიერ ნაცემი იზ--------–---–ი. იზ--------–---–მა უთხრა, რომ რ-----------–-–---–ი ძალადობდა, აიძულებდა არ წასულიყო სამსახურში, მან მიაყენა სხეულზე არსებული დაზიანებები.

 

მოწმეებმა ს-------------------ემ და ზ--------------მ დაადასტურეს, რომ 2019 წლის 22 იანვარს 23:00 საათზე, მათთან მივიდა ნაცემ მდგომარეობაში იზ--------–---–ი. მათ იზ--------–---–მა განუცხადა, რომ რ-----------–-–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა სამსახურში წასვლის გამო.

 

მოწმე ანა იაკობაშვილმა დაადასტურა, რომ მისი თანამშრომელი იზ--------–---–ი სამსახურიდან წავიდა მეუღლის რ-----------–-–---–ის მოთხოვნის გამო. მასთან საუბრის დროს იზ--------–---–ი აცხადებდა, რომ რ-----------–-–---–ი არ აძლევდა უფლებას ღამის ცვლაში ემუშავა. მისი განმარტებით, 2018 წლის დეკემბრის თვეში იზ--------–---–მა განცხადებით მიმართა სამსახურიდან წასვლის თაობაზე. ვინაიდან იზ--------–---–ი იყო კარგი და მოწესრიგებული თანამშრომელი, მას არ სურდა თავი დაენებებინა სამსახურისთვის იზ--------–---–ს, რის გამოც მისცა ერთ თვიანი შვებულება და სთხოვა კარგად დაფიქრებულიყო სამსახურის დანებების თაობაზე.

 

ბრალდებულმა რ-----------–-–---–მა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და აღნიშნა, რომ იგი ყველანაირად უწყობდა ხელს იზ--------–---–ს, რომ ემუშავა. მას არ სიამოვნებდა, რომ იზ--------–---–ი ღამით მუშაობდა, მაგრამ არ უშლიდა. სამსახურის გამო არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია იზ--------–---–თან.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ-------–--------------------------------------------------ში. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას სამზარეულოს მაგიდის ზედაპირიდან ამოღებული იქნა სამზარეულო დანა.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების სისწორე დაადასტურა ოქმის შემდგენმა გამომძიებელმა რ--------------–---–მა და შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე პირებმა იზ--------–---–მა და ექსპერტ-კრიმინალისტმა რ---------------–---–მა.

 

მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა ს-------------------ის მობილური ტელეფონი. მობილურ ტელეფონში შენახულია სხვადასხვა ფოტოსურათები, აღნიშნულ ფოტოსურათებთან ერთად ტელეფონში შენახულია იზ--------–---–ის სახე, რომელსაც თვალებთან აღენიშნება სილურჯეები, ხოლო მესამე ფოტოზე ჩანს იზ--------–---–ის ხელი, რომელზედაც ასევე ეტყობა სილურჯე.

 

სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, იზ--------–---–ის ფსიქოლოგიური თავისებურებანი მოყვანილია დასკვნის ნაწილში. რ-----------–-–---–ის ქმედების შედეგად იზ--------–---–მა განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ-------------ემ.

 

სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, 28.01.19 წ. 15:20 სთ. შემოწმების მონაცემებით, მოქ. იზ--------–---–ის სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები ნაკაწრის და სისხლნაჟღენთების /სისხლჩაქცევა/ სახით. დაზიანებები განვითარებული არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით. დაზიანებების ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე---------------–--–---–მა.

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, აღნიშნულ ეპიზოდში ბრალდების მხარემ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს რ-----------–-–---–ის ბრალდებას. კერძოდ:

 

მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და სააპელაციო პალატაც დადგენილად მიიჩნევს, რომ რ-----------–-–---–ი და იზ--------–---–ი 2018 წლის 25 მარტიდან იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ცხოვრობდნენ ქ. თ---–--–-----–---------------------------------------------------ში მდებარე რ-----------–-–---–ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში.

 

დაზარალებულ იზ--------–---–ის ჩვენებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ იზ--------–---–ი ექვსი წელი მუშაობდა ჟვანიას კლინიკაში ექთნის პოზიციაზე. მას უწევდა ღამით მორიგეობა. მისი მეუღლე რ-----------–-–---–ი წინააღმდეგი იყო მისი სამსახურში სიარულის და მოითხოვდა იზ--------–---–ს თავი დაენებებინა სამსახურისთვის. რ-----------–-–---–ის იძულების შედეგად იზ--------–---–მა დაწერა განცხადება სამსახურიდან წამოსვლის თაობაზე. აღნიშნული ფაქტი დაადასტურა სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხულმა მთავარმა ექიმმა ანა იაკობაშვილმა, რომელთანაც საუბრისას იზ--------–---–მა განაცხადა, რომ რ-----------–-–---–ი არ აძლევდა უფლებას ღამით ემუშავა და 2018 წლის დეკემბრის თვეში განცხადებით მიმართა სამსახურიდან წასვლის თაობაზე.

 

დაზარალებულ იზ--------–---–ის, მოწმეების ს-------------------ის, ზ--------------ს, შ-----------–-–---–ის, თ------------–---–ის, თ----- გ-----–---–ის ჩვენებებით, ვიზუალური დათვალიერების ოქმით, მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2019 წლის 22 იანვარს, რ-----------–-–---–ი იზ--------–---–ს აიძულებდა არ წასულიყო სამსახურში, რის გამოც რ-----------–-–---–მა იზ--------–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

იზ--------–---–ის, შ----------–-–---–ის ჩვენებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ რ-----------–-–---–მა იზ--------–---–ს გამოართვა მობილური ტელეფონი და არ აძლევდა უფლებას დაკავშირებოდა სხვას, ხოლო როდესაც დედამ - შ-----------–-–---–მა დაურეკა რ-----------–-–---–მა იზ--------–---–ი აიძულა შ-----------–-–---–ისთვის მიეწოდებინა ცრუ ინფორმაცია, თითქოს ის იყო ავად, რის გამოც ვერ მოახერხა სამსახურში წასვლა, სინამდვილეში ამ დროს იზ--------–---–ი რ-----------–-–---–ის ძალადობის მსხვერპლი იყო. იზ--------–---–ზე ტელეფონის გამორთმევის ფაქტს არც რ-----------–-–---–ი უარყოფს.

 

იზ--------–---–ის, თ------------–---–ის, თ----- გ-----–---–ის, შ-----------–-–---–ის ჩვენებებით სასამართლო სარწმუნოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ რ-----------–-–---–ი წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით, ყურის მოჭრითა და დასახიჩრებით ემუქრებოდა იზ--------–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით და ექსპერტ თ-------------ის ჩვენებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ რ-----------–-–---–ის ქმედების შედეგად იზ--------–---–მა განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.

 

იმ ფაქტს, რომ რ-----------–-–---–მა იზ--------–---–ის მიმართ ზემოთ აღნიშნული ქმედებები განახორციელა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ადასტურებს ის გარემოება, რომ რ-----------–-–---–ი, როგორც ქმარი მოითხოვდა იზ--------–---–ისგან მორჩილებას და მისი სურვილების შესრულებას. იზ--------–---–ის სამსახურისთვის თავის დანებება იყო მიზეზი 2019 წლის 22 იანვრის ინციდენტის, რა დროსაც რ-----------–-–---–მა იზ--------–---–ის მიმართ გამოიყენა ფიზიკური და ფსიქიკური იძულება იმ მიზნით, რომ მას არ შეასრულებინა ისეთი მოქმედებები, რომლის შესრულება იზ--------–---–ის უფლება იყო.

 

სასამართლო აძლევს რა შეფასებას წარმოდგენილ მტკიცებულებებს სარწმუნოდ არ მიიჩნევს რ-----------–-–---–ის ჩვენებას იმის თაობაზე, რომ ის იყო ძალიან კარგი მეუღლე, ყველაფერს აკეთებდა იზ--------–---–ის კეთილდღეობისთვის და არასოდეს არ მიუყენებია მისთვის შეურაცხყოფა. რ-----------–-–---–ის აღნიშნული ჩვენება არ შეესაბამება საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს და მიმართულია მხოლოდ მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებისკენ.

 

სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ ფაქტს, რომ კონკრეტულ საქმეში 2019 წლის 22 იანვარს რ-----------–-–---–სა და იზ--------–---–ს შორის მომხდარ დანაშაულის ფაქტს არ ჰყავს თვითმხილველი მოწმე, მაგრამ ის ფაქტები, რომ იზ--------–---–მა სამსახურიდან წამოსვლის შესახებ დაწერა განცხადება, რომლის მიზეზად ანა იაკობაშვილთან საუბრისას დაასახელა მეუღლის მოთხოვნა, 22 იანვარს იგი იყო მორიგე და აუცილებლად უნდა მისულიყო სამსახურში, მაგრამ არ მისულა, არ პასუხობდა ზარებს, დედას - შ-----------–-–---–ს უთხრა, რომ იყო ავად, მაგრამ როდესაც შესძლო რ-----------–-–---–ისგან თავის დაღწევა და მივიდა ს-------------------ის სახლში, იგი იყო ძლიერ ნაცემი, რაც დადასტურებულია საქმეზე წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულებით, მოცემული ვითარების მთლიანობაში ანალიზი წარმოადგენს იზ--------–---–ის ჩვენების გაზიარების საფუძველს და გამორიცხავს რ-----------–-–---–ის ჩვენების სისწორეს.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასვნას, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა რ-----------–-–---–ის ბრალდება მასში, რომ 2019 წლის 22 იანვარს, დაახლოებით 16:00 საათიდან 22:00 საათამდე დროის მონაკვეთში, ქ-------–-------–----------------------------------------------------ში, რ-----------–-–---–მა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით იძულება განახორციელა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის - იზ--------–---–ის მიმართ, კერძოდ, რ-----------–-–---–მა, ვინაიდან მისივე განმარტებით, მის მეუღლეს ღამის ცვლაში და თავისი პროფესიით არ უნდა ემუშავა, იზ--------–---–ი, როგორც ქალი, ვალდებული იყო უსიტყვოდ დამორჩილებოდა ქმარს და ყველა მისი მოთხოვნა შეესრულებინა, იზ--------–---–ს მოსთხოვა სამსახურისთვის თავის დანებება, სამსახურში მიმავალს გამოართვა ხელჩანთა და მოისროლა ოთახში, რის შემდგომაც ფიზიკური ძალის გამოყენებით აიძულებდა სახლში დარჩენას, აუკრძალა მობილური ტელეფონით სარგებლობა და სახლიდან გასვლა. ხსენებულ დროს იზ--------–---–ის მობილურ ტელეფონზე, მისი დედის შ-----------–-–---–ის მიერ ზარის განხორციელებისას, რ-----------–-–---–ი იზ--------–---–ს აიძულებდა არ მიეწოდებინა სწორი ინფორმაცია მომხდარის თაობაზე დედისთვის, მობილური ტელეფონზე საუბრისას კი აკონტროლებდა მის საუბარს. ამასთან, რ-----------–-–---–ი წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, დანის დემონსტრირებით ემუქრებოდა იზ--------–---–ს სიცოცხლის მოსპობით, ყურის მოჭრითა და დასახიჩრებით, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ზემოთ აღნიშნული ქმედებებით, რ-----------–-–---–ი იზ--------–---–ს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ფიზიკურად და ფსიქიკურად აიძულებდა, რომ არ წასულიყო სამსახურში, არ ემუშავა, არ ესარგებლა მობილური ტელეფონით და არ მიეწოდებინა მომხდარის თაობაზე ინფორმაცია დედისთვის, შესაბამისად უარი ეთქვა მისი უფლებების რეალიზებაზე, რომლის კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.

 

გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის იძულება, ჩადენილი სახელის გამტეხი ინფორმაციისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს ამ პირის უფლება

 

დაზარალებულმა იზ--------–---–მა განაცხადა, რომ რ-----------–-–---–ი იყო მისი მეუღლე, რომელთანაც 2018 წლის 25 მარტიდან დაიწყო თანაცხოვრება ქ. თ---–--–-----–---------------------------------------------------ში. მისი განცხადებით, რ-----------–-–---–ი ეუბნებოდა, რომ ვინაიდან იყო ქალი და მისი ცოლი, მისი, როგორც ქმრის, ყველა მოთხოვნა უნდა დაეკმაყოფილებინა და შეესრულებინა ყველანაირი სურვილი. რ-----------–-–---–ი სთხოვდა უცხოელ მამაკაცებთან დაემყარებინა სქესობრივი კავშირი, რომელიც აღებეჭდა ფოტოსურათების სახით და გადაეგზავნა მისთვის ან ონლაინ რეჟიმში ვიდეოკამერით ეჩვენებინა მის მიერ სხვა მამაკაცთან დამყარებული სქესობრივი აქტის პროცესი, რითაც თავად რ-----------–-–---–ი მიიღებდა სიამოვნებას. რ-----------–-–---–ი მას უცხადებდა, რომ მათ დასამალი ერთმანეთთან არაფერი არ ექნებოდათ და ამით ის უფრო ძლიერი გახდებოდა. ფსიქოლოგიურად ისე მიუდგა რ-----------–-–---–ი, რომ მის მოთხოვნას დასთანხმდა. რ-----------–-–---–ის მოთხოვნით ათამდე უცხოელ მამაკაცთან დაამყარა სქესობრივი კავშირი, რა დროსაც ფოტოსურათებს და ვიდეო ჩანაწერებს უგზავნიდა რ-----------–-–---–ს. როდესაც მან პროტესტი გამოთქვა რ-----------–-–---–თან და განუცხადა, რომ აღარ სურდა სხვა მამაკაცებთან სქესობრივი კავშირის დამყარება, რ-----------–-–---–ი დაემუქრა ფოტოსურათების და ვიდეო ჩანაწერების გამოქვეყნებით, ის აცხადებდა რომ თუ მის მოთხოვნებს არ შეასრულებდა, ფოტოსურათებს და ვიდეო ჩანაწერებს, სადაც აღწერილი იყო მისი სქესობრივი კავშირები, აჩვენებდა მის ნათესავებს. იგი შიშის გამო ასრულებდა რ-----------–-–---–ის მოთხოვნებს. გვიან ღამით გადიოდა ქუჩაში, სადაც ეძებდა უცხოელ მამაკაცს, ასევე იყო შემთხვევები, როდესაც ვიდეო ზარის მეშვეობით თავად რ-----------–-–---–ი ურჩევდა თუ რომელ მამაკაცთან მისულიყო და შეეთავაზებინა სქესობრივი კავშირის დამყარება. იგი მიდიოდა უცხოელ მამაკაცთან და სთავაზობდა მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას, რის შემდეგაც მის ბინაში ან იმ მამაკაცის ბინაში ამყარებდა სქესობრივ კავშირს, რა დროსაც რ-----------–-–---–ს ონლაინ რეჟიმში ანახებდა სქესობრივი კავშირის პროცესს. როდესაც რ-----------–-–---–ი საზღვარგარეთ, კერძოდ ესპანეთში წავიდა, იქიდანაც სთხოვდა სხვა მამაკაცთან სექსუალური კავშირის დამყარებას. ვინაიდან მას არ სურდა შეესრულებინა რ-----------–-–---–ის მოთხოვნა, მობილურ ტელეფონში ინტერნეტს თიშავდა და თავს არიდებდა რ-----------–-–---–თან საუბარს. რ-----------–-–---–ისგან იცოდა, რომ ადრე ჰყავდა მეგობარი გოგო ე----------------–--, რომელსაც ანალოგიურად სხვა მამაკაცებთან ამყარებინებდა სქესობრივ კავშირს, რითაც იღებდა სიამოვნებას. რ-----------–-–---–ი უცხადებდა, რომ ის გოგო უფრო კარგად აკეთებდა ყველაფერს, ვიდრე თავად.

 

მოწმე თ------------–---–მა განაცხადა, რომ 2018 წლის 16 ოქტომბერს ის ესტუმრა იზ--------–---–ს, რომელიც იწვა ლოგინში და ტიროდა, იყო ძალიან აღელვებული. მან იზ--------–---–ისგან შეიტყო რ-----------–-–---–ი აიძულებდა უცხოელ მამაკაცებთან დაემყარებინა სქესობრივი კავშირი, რომელიც აღებეჭდა ფოტოსურათების სახით და გადაეგზავნა მისთვის ან ონლაინ რეჟიმში ვიდეოკამერით ეჩვენებინა იზ--------–---–ის მიერ სხვა მამაკაცთან დამყარებული სქესობრივი აქტის პროცესი, რითაც თავად რ-----------–-–---–ი მიიღებდა სიამოვნებას. თ------------–---–მა ასევე იზ--------–---–ისგან შეიტყო, რომ რ-----------–-–---–ის მოთხოვნით რამდენჯერმე უცხო მამაკაცთან დაამყარა სქესობრივი კავშირი. იზ--------–---–მა ასევე განუმარტა, რომ თუ უარს განუცხადებდა რ-----------–-–---–ს სხვა მამაკაცთან სქესობრივი კავშირის დამყარებაზე, რ-----------–-–---–ი ბრაზდებოდა და უყვიროდა, ასევე ემუქრებოდა, რომ ნათესავებს აჩვენებდა სქესობრივი კავშირის დროს გადაღებული ფოტოსურათებს და ვიდეო ჩანაწერებს. თ------------–---–მა აღნიშნა, რომ იზ--------–---–ი მომხდარით იყო დათრგუნული, ტიროდა და განიცდიდა.

 

ანალოგიურ შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე თ----- გ-----–---–მა, რომელმაც დამატებით განაცხადა, რომ ის და თ------------–---–ი ატყობდნენ, რომ იზ--------–---–ი დაოჯახების შემდეგ იყო შეცვლილი, ის ჩაიკეტა სახლში და თავს არიდებდა როგორც მათ, ასევე სხვა ნათესავებს. 2018 წლის ოქტომბრის თვეში, მას დაუკავშირდა იზ--------–---–ი, რომელმაც განუცხადა, რომ აღარ შეეძლო რ----- გ-----–---–თან თანაცხოვრება და სურდა მას დაშორებოდა. თ----- გ-----–---–მა, როდესაც იზ--------–---–ს შეხვდა შეიტყო, რომ რ-----------–-–---–ი აიძულებდა უცხოელ მამაკაცებთან დაემყარებინა სქესობრივი კავშირი, აღებეჭდა ფოტოსურათების სახით და გადაეგზავნა მისთვის ან ონლაინ რეჟიმში ვიდეოკამერით ეჩვენებინა იზ--------–---–ის მიერ სხვა მამაკაცთან დამყარებული სქესობრივი აქტის პროცესი. მან ასევე იზ--------–---–ისგან შეიტყო, რომ რ-----------–-–---–ს არ შეეძლო ცოლ-ქმრული ურთიერთობის შესრულება, რის გამოც ის იზ--------–---–ს სთხოვდა სხვა მამაკაცებთან სქესობრივი კავშირის დამყარებას.

 

დაცვის მხარის მოწმე ე----------------–--მ განაცხადა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეწეოდა რ-----------–-–---–თან თანაცხოვრებას. მან კატეგორიულად უარყო ის ფაქტი, რომ მას რ-----------–-–---–ი სთხოვდა უცხო მამაკაცებთან სქესობრივი კავშირის დამყარებას. მან დადებითად დაახასიათა რ-----------–-–---–ი და განაცხადა, რომ თანაცხოვრების პერიოდში არ ყოფილა შემთხვევა, რომ მათ მოსვლოდათ რაიმე სახის უთანხმოება.

 

ბრალდებულმა რ-----------–-–---–მა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ იზ--------–---–ს, სანამ ცოლად მოიყვანდა, ყავდა სხვა მამაკაცი და მასთან ჰქონდა ახლო ურთიერთობა, მაგრამ ვინაიდან რ-----------–-–---–მა ოჯახი შექმნა 40 წლის ასაკში, ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია და აპატია ყოველივე. 2018 წლის 9 ოქტომბრიდან 12 დეკემბრის ჩათვლით რ-----------–-–---–ი იმყოფებოდა ესპანეთში, სადაც გაიგო, რომ მის მეუღლეს სხვასთან ჰქონდა ურთიერთობა. 18 იანვარს იგი გაბრაზდა იზ--------–---–ზე და ამის გამო გამოართვა მისი ნაყიდი ტელეფონი, რომელიც შემდეგ მისმა დეიდაშვილმა წარადგინა პოლიციაში. იზ--------–---–ი ცრუობს, როდესაც მას აბრალებს ისეთ დანაშაულებს, რაც ბუნებაში არ არსებობს.

 

ამოღების ოქმის თანახმად, 2019 წლის 8 თებერვალს ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-2 განყოფილებაში იზ--------–---–მა წარადგინა პატარა ზომის მეხსიერების ბარათი, რომელიც გამომძიებლის მიერ იქნა ამოღებული და დაილუქა.

 

ამოღების ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა გ-------–---–მა.

 

მეხსიერების ბარათის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ მეხსიერების ბარათი წარმოადგინა იზ--------–---–მა. მასში ასახულია ,,მესინჯერში“ და ,,ვაიბერში“ განხორციელებული მიმოწერა იზ--------–---–ის თ----- გ-----–---–თან. მათი საუბარი შეეხება იზ--------–---–ის გადაწყვეტილებას, რომ ის უნდა დაშორდეს რ-----------–-–---–ს, ხოლო თ----- გ-----–---–ი მას სთხოვს, რომ დამშვიდდეს და არ მიიღოს ნაჩქარევი გადაწყვეტილება; იზ--------–---–ის და თ------------–---–ის მიმოწერა შეეხება იმას, რომ თუ როგორ სთხოვს რ-----ი მ----–-–---–ი იზ--------–---–ს შერიგებას, თემთა გ-----–---–ი იზ--------–---–ს ურჩევს, რომ არ დაუჯეროს რ-----------–-–---–ს არცერთი სიტყვა და ის ატყუებს; შემდეგ მიმოწერა არის კვლავ იზ--------–---–სა და თ------------–---–ს შორის, რომელიც შეეხება თუ როგორ სთხოვს იზ--------–---–ს რ-----------–-–---–ი ქორწილის ხარჯების ანაზღაურებას, ასევე თუ როგორ ემუქრება რ-----ი მ----–-–---–ი იზ--------–---–ს თუ არ შეურიგდება; შემდეგი მიმოწერა არის იზ--------–---–სა და რ-----------–-–---–ს შორის. იზ--------–---–ის განმარტებით, მას მობილურ ტელეფონში რ-----------–-–---–ის ტელეფონის ნომერი დაფიქსირებული ჰყავდა ,,ჩემი სიყვარულის“ სახელით. მასა და რ-----------–-–---–ს შორის მიმოწერა შეეხება თუ როგორ უყვარს რ-----------–-–---–ს იზ--------–---–ი, ის იზ--------–---–ს მიმართავს ,,დეე“-თი. იზ--------–---–ი კი რ-----------–-–---–ს უცხადებს, რომ მას აღარ შეუძლია ასე გაგრძელება. შემდეგ რ-----------–-–---–ი იზ--------–---–ს მიმართავს როგორც უწმაწური სიტყვით, ასევე მოფერებითი სიტყვით. რ-----------–-–---–ი იზ--------–---–ს სთხოვს სიამოვნების მიღებას, რაზეც იზ--------–---–ი აცხადებს უარს და წერს, რომ სხვა ნახოს და მან მიანიჭოს სიამოვნება, ასევე უარს აცხადებს სხვაგან გასვლაზე. რ-----------–-–---–ი იზ--------–---–ს სთხოვს რომ კარგად ჩაიცვას და დაენახოს. შემდეგ იზ--------–---–ი წერს რომ არ აპირებს სხვასთან ჰქონდეს სქესობრივი კავშირი, რაზეც რ-----------–-–---–ი წერს რომ აპირებს იზ--------–---–ი სხვასთან სქესობრივ კავშირს. მათი მიმოწერა შეეხება თუ როგორ სთხოვს რ-----------–-–---–ი იზ--------–---–ს სხვა მამაკაცებთან სქესობრივი კავშირის დამყარებას, ასევე ემუქრება სხვადასხვა ხერხებით, რომ ნათესავებს განუცხადებს მომხდარს, რაზეც იზ--------–---–ი აცხადებს, რომ ამ ყველაფერს მხოლოდ მისთვის აკეთებდა, მას აღარ სურს და შეძულდა ამის გაკეთება.

 

ამოღების ოქმის თანახმად, 2019 წლის 2 თებერვალს ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-2 განყოფილებაში კ----------მ (რ-----------–-–---–ის ნათესავი) წარადგინა რ-----------–-–---–ის კუთვნილი ,,აიფონის’’ მობილური ტელეფონი, რომელიც გამომძიებლის მიერ იქნა ამოღებული.

 

ამოღების ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა გ-------–---–მა.

 

მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებულ იქნა კ----------სგან ამოღებული მობილური ტელეფონი ,,აიფონის’’ ფირმის, დათვალიერებულ იქნა მობილურ ტელეფონში შენახული კონტაქტები, მესიჯები, განხორციელებული ზარები, შენახული ფოტოსურათები და ვიდეოჩანაწერები. მობილური ტელეფონის დათვალიერების შედეგად საქმისათვის მნიშვნელოვანი რაიმე სახის ინფორმაცია მოპოვებული ვერ იქნა.

 

მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა გ-------–---–მა.

 

ამოღების ოქმის თანახმად, იზ--------–---–ისგან ამოღებული იქნა სამი ცალი ფოტოსურათი, რომელთაგან ორზე გამოსახულია თვითონ და ერთზე გამოსახულია მისი ხელი. ასევე ამოღებული იქნა 48 თაბახი ფურცელზე ამობეჭდილი იზ--------–---–ს და რ-----------–-–---–ს, იზ--------–---–ს და თ----- გ-----–---–ს, იზ--------–---–ს და თ------------–---–ს შორის განხორციელებული მესიჯები.

 

სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა აღნიშნულ ეპიზოდში რ-----------–-–---–ის ბრალდებას. კერძოდ:

 

რ-----------–-–---–ის ბრალდება აღნიშნულ ეპიზოდში ემყარება დაზარალებულ იზ--------–---–ის ჩვენებას, რომელმაც საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე განაცხადა, რომ მას უნდა დაეკმაყოფილებინა რ-----------–-–---–ის, როგორც ქმრის, ყველა მოთხოვნა. სწორედ, რ-----------–-–---–ის მოთხოვნის გამო იზ--------–---–ი ხვდებოდა უცხოელ მამაკაცებს, ამყარებდა მათთან სქესობრივ კავშირს და აღნიშნულ აქტს ონლაინ რეჟიმში ვიდეოკამერით აჩვენებდა რ-----------–-–---–ს, რითაც რ-----------–-–---–ი იღებდა სიამოვნებას. აღნიშნული ქმედების განხორციელების მიზნით რ-----------–-–---–ი ახდენდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას და არწმუნებდა იზ--------–---–ს, რომ ამით ის უფრო ძლიერი გახდებოდა. რ-----------–-–---–ის მოთხოვნით ათამდე უცხოელ მამაკაცთან დაამყარა სქესობრივი კავშირი, რა დროსაც ფოტოსურათებს და ვიდეო ჩანაწერებს უგზავნიდა რ-----------–-–---–ს; ბრალდებული რ-----------–-–---–ი კატეგორიულად უარყოფს იზ--------–---–ის მიერ აღწერილი ფაქტებს და წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება.

 

დაზარალებულმა იზ--------–---–მა აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად გამოძიებას წარუდგინა მეხსიერების ბარათი ე.წ. ,,ფლეშკა’’, სადაც აღბეჭდილია იზ--------–---–ის მიმოწერა ,,მესინჯერში“ და ,,ვაიბერში’’ თ----- გ-----–---–თან, თ------------–---–თან და რ-----------–-–---–თან. ეს უკანასკნელი არ დაეთანხმა მეხსიერების ბარათში აღბეჭდილ ინფორმაციას და უარყო იზ--------–---–თან ამგვარი შინაარსის მიმოწერის ფაქტი. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, მტკიცებულებაა კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაცია, ამ ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი... დოკუმენტად ითვლება ნებისმიერი წყარო, რომელშიც ინფორმაცია აღბეჭდილია სიტყვიერ-ნიშნობრივი ფორმით ან/და ფოტო-, კინო-, ვიდეო-, ბგერისა თუ სხვა ჩანაწერის სახით ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით; ამავე კოდექსის 78-ე მუხლის თანახმად, მხარის მოთხოვნის შემთხვევაში დოკუმენტს მტკიცებულებითი ძალა აქვს, თუ ცნობილია მისი წარმომავლობა და ის ავთენტიკურია. დოკუმენტი ან ნივთიერი მტკიცებულება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ მხარეს შეუძლია მოწმედ დაკითხოს პირი, რომელმაც მოიპოვა/შექმნა იგი ან/და რომელთანაც ინახებოდა სასამართლოში წარდგენამდე. კონკრეტულ საქმეში რ-----------–-–---–ის ადვოკატებმა სადაოდ გახადეს იზ--------–---–ის მიერ წარმოდგენილ მეხსიერების ბარათში არსებული ინფორმაცია, რადგან გამოძიების მიერ არ იქნა გადამოწმებული ის პირველწყარო, საიდანაც მეხსიერების ბარათზე იქნა ეს ინფორმაცია გადატანილი, ასევე, დაუდგენელია თუ როდის იქნა მეხსიერების ბარათზე ინფორმაცია გადატანილი. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლომ უტყუარად ვერ დაადგინა მეხსიერების ბარათის წარმომავლობა და ავთენტიკურობა, მხოლოდ იზ--------–---–ის ჩვენება, რომ მან შექმნა ეს მეხსიერების ბარათი, სასამართლოს არ მიაჩნია მეხსიერების ბარათში არსებული ინფორმაციის უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევის საფუძვლად. ამდენად, გამოძიების მიერ ამოღებულ იზ--------–---–ის წარმოდგენილ მეხსიერების ბარათს, სასამართლო არ მიიჩნევს უტყუარად და არ იზიარებს რ-----------–-–---–ის ბრალდების დასადასტურებლად.

 

რ-----------–-–---–ის ბრალდება ასევე ემყარება დაზარალებულ იზ--------–---–ის ჩვენებისგან ნაწარმოებ ირიბ მტკიცებულებებს - იზ--------–---–ის ნათესავების თ------------–---–ის და თ----- გ-----–---–ის ჩვენებებს, რომლებმაც იზ--------–---–ისგან გადმოცემით 2018 წლის ოქტომბერის თვეში შეიტყვეს აღნიშნული ფაქტი. ირიბი ჩვენებების მტკიცებულებით ძალაზე სააპელაციო სასამართლომ ზემოთ უკვე იმსჯელა და დაასკვნა, რომ შეუძლებელია ამ მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ რაიმე ფაქტი უტყუარად დაადგინოს და მითუფრო საფუძვლად დაუდოს გამამტყუნებელ განაჩენს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება მიაპყრო ბრალდების დადგენილებაში ფორმულირებას იმის თაობაზე, რომ 2018 წლის აგვისტოდან - 2018 წლის დეკემბრამდე დროის მონაკვეთში რ-----------–-–---–ი აიძულებდა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ იზ--------–---–ს, უცხოელ მამაკაცებთან დაემყარებინა სქესობრივი კავშირი და აღებეჭდა ყოველივე სურათების სახით და გადაეგზავნა მისთვის ან ონლაინ რეჟიმში ვიდეოკამერით ეჩვენებინა იზ--------–---–ის მიერ სხვა მამაკაცთან დამყარებული სქესობრივი აქტის პროცესი. აღსანიშნავია, რომ რ-----------–-–---–ის მობილური ტელეფონის დათვალიერებისას საქმისათვის მნიშვნელოვანი ვერაფერი ვერ იქნა მოპოვებული. ცხადია, 2018 წლის აგვისტოდან - 2018 წლის დეკემბრამდე დროის მონაკვეთში მიმდინარე დანაშაულზე, როცა ამის აღბეჭდვა ხდებოდა ფოტოსურათების და ვიდეოჩანაწერების სახით, გამოძიება უნდა ჩატარებულიყო სრულყოფილად, ყოველმხრივ და გამოძიებას იზ--------–---–ის ჩვენების სისწორე უნდა გადაემოწმებინა სხვა მტკიცებულებებით, რაც საქმეში არ არის წარმოდგენილი. ბრალდების ეს ფორმულირება ემყარება მხოლოდ იზ--------–---–ის ჩვენებას და მისგან ნაწარმოებ მტკიცებულებებს.

 

სააპელაციო პალატამ ზემოთ უკვე აღნიშნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო მტკიცებულებების საკმარისობასთან მიმართებით, რასაც აღარ გაიმეორებს, თუმცა დასძენს, რომ მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც აუცილებელია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, საერთოს ყველა კატეგორიის საქმეზე და საკითხის იმდაგვარად გადაწყვეტა, რომ გარკვეული კატეგორიის საქმეებზე, მათი სპეციფიკიდან გამომდინარე შესაძლებელია ამ სტანდარტის დაწევა, არსებითად არასწორია.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის დასკვნას, რომ უტყუარად ვერ დადგენდა, რომ რ-----------–-–---–ი იზ--------–---–ს აიძულებდა სხვა მამაკაცებთან სქესობრივი კავშირის დამყარებას. კერძოდ, დაზარალებულ იზ--------–---–მა აჩვენა, რომ ის შიშის გამო ასრულებდა რ-----------–-–---–ის მოთხოვნებს, რადგან როდესაც პროტესტი გამოთქვა რ-----------–-–---–თან, რომ აღარ სურდა სხვა მამაკაცებთან სქესობრივი კავშირის დამყარება, რ-----------–-–---–ი დაემუქრა ფოტოსურათების და ვიდეო ჩანაწერების გამოქვეყნებით და, თუ მის მოთხოვნებს არ შეასრულებდა, აღნიშნულს აჩვენებდა იზ--------–---–ის ნათესავებს. იზ--------–---–ის განცხადებით, როდესაც რ-----------–-–---–ი საზღვარგარეთ, კერძოდ, ესპანეთში იყო ის მაშინაც ასრულებდა მის ამგვარ მოთხოვნებს. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ამ შემთხვევაში აქცენტი გაკეთებულია ფსიქიკურ იძულებაზე, რაც იგივე მუქარას გულისხმობს, მაგრამ სანამ იზ--------–---–ი პირველად ამგვარ ქმედებას განახორციელებდა, რ-----------–-–---–ს არ ჰქონდა იზ--------–---–ის მაკომპრომიტირებელი არც ფოტოსურათები და არც ვიდეოჩანაწერები და აღნიშნულის გახმაურების მუქარით ვერ აიძულებდა იზ--------–---–ს დაემყარებინა სქესობრივი კავშირი სხვა მამაკაცებთან. საგულისხმოა ის ფაქტიც რომ, როგორც იზ--------–---–მა განმარტა, თავიდანვე მან ეს გააკეთა რ-----------–-–---–ის სიყვარულის გამო და იმის გამო, რომ თავად გაძლიერებულიყო, რაც მოწმობს, რომ თავიდანვე არანაირ ძალადობას იზ--------–---–ის მიმართ არ ჰქონია ადგილი და იგი ნებაყოფლობით დაეთანხმა რ-----------–-–---–ის ამგვარ შემოთავაზებას (თუკი ამდაგვარს ჰქონდა ადგილი). გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ იზ--------–---–მა აღნიშნულ ფაქტზე პოლიციაში განაცხადა მას შემდეგ, როცა პოლიციას მიმართა ოჯახური ძალადობის ფაქტზე. აღნიშნული გარემოებები საეჭვოს ხდის იზ--------–---–ის ჩვენების სისწორეს იძულებით ამგვარი ქმედებების ჩადენის თაობაზე.

 

იზ--------–---–მა საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე განაცხადა, რომ ანალოგიურად რ-----------–-–---–ი ე----------------–--საც (ვისთან ერთადაც რ-----------–-–---–ი ეწეოდა თანაცხოვრებას), ამყარებინებდა სხვა მამაკაცებთან სქესობრივ კავშირს. სასამართლო პროცესზე დაკითხვისას ე----------------–---მ აღნიშნული ფაქტი კატეგორიულად უარყო.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ კონკრეტულ საქმეში არ არსებობს ბრალდებულ რ-----------–-–---–ის ბრალდების დამადასტურებელი ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მხოლოდ დაზარალებულ იზ--------–---–ის ჩვენება და მისგან ნაწარმოები ირიბ მოწმეთა ჩვენებები არ არის საკმარისი რ-----------–-–---–ის ბრალდების დასადასტურებლად და არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).). ამდენად სააპელაციო პალატა იმსჯელებს აპელანტის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ერთ შემთხვევაში დაადგინა გამამართლებელი განაჩენი მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, ხოლო მეორე შემთხვევაში, იგივე სტანდარტზე დაყრდნობით მსჯავრი დასდო რ-----------–-–---–ს, სააპელაციო პალატა იშველიებს იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებას, რომ იმ საკითხზე, ჩნდება თუ არა პრობლემა, როდესაც წარმოდგენილი მტკიცებულება არ დასტურდება საქმის სხვა მასალებით, უნდა აღინიშნოს, რომ იმ შემთხვევებში, როდესაც მტკიცებულება სავსებით დამაჯერებელია და არ არსებობს საფრთხე, რომ იგი არასანდოა, გამამყარებელი მტკიცებულებების საჭიროება, შესაბამისად ნაკლებია. (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Bykov v. Russia, №4378/02; 10/03/2009; §90), ამასთან დასძენს, რომ იმ ეპიზოდებში, სადაც რ-----------–-–---–ს მსჯავრი დაედო, დაზარალებულის ჩვენება გამყარებული იყო სხვა ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებებით, რაში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი სააპელაციო პალატას არ გასჩენია. ამასთან, სააპელაციო პალატას სურს ხაზგასმით აღნიშნოს, რომ ოჯახში ძალადობა ლატენტურ დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება, ამ დანაშაულისათვის დამახასიათებელია ფაქტების გაუმჟღავნებლობა, დაფარვა, ჩვენების მიცემაზე უარი, მსხვერპლისთვის ზოგჯერ გმირობის ტოლფასია მოძალადის მხილება, რომელიც შეგულიანებულია იმ მოცემულობით, რომ ჩადენილ დანაშაულს, როგორც წესი არ ყავს თვითმხილველი, თუმცა ყავს მსხვერპლი, რომლის ჯანმრთელობა და ფსიქიკა შეიძლება შეუქცევადად იყოს დაზიანებული. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ოჯახური დანაშაულის სპეციფიკიდან გამომდინარე ჩადენილი დანაშაული არ უნდა დარჩეს დაუსჯელი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

 

მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 ივლისის განაჩენი გასაჩივრებულია დაცვის მხარის მიერ რ-----------–-–---–ის მსჯავრდების ნაწილში და, შესაბამისად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს ზემოხსენებულ განაჩენში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებსა და მათ სწორ სამართლებრივ შეფასებაზე, რადგან ქმედების სამართლებრივი შეფასება, ბრალდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაცია, დანაშაულის თითოეული ნიშნის არსებობა-არარსებობის შეფასება და საბოლოოდ ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა, სწორედ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 ნაწილის და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ; ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას; ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა; ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ლი მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.

 

ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი.

 

კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტეტამტურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია, რომ 2019 წლის 22 იანვარს, რ-----------–-–---–მა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით იძალადა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის - იზ--------–---–ის მიმართ, კერძოდ, გაშლილი ხელის მტევანი რამდენჯერმე დაარტყა მას სახის არეში, რის შემდგომაც დივანზე მჯდომს თმაში მოჰკიდა ხელი, ძალის გამოყენებით დააგდო იატაკზე და რამდენჯერმე ფეხი დაარტყა, პერიოდულად რამდენჯერმე მოქაჩა თმა და შეანჯღრია, რის შედეგადდაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ამდენად, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებული დანაშაულის - ოჯახში ძალადობის (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა ნიშანი, რისთვისაც რ-----------–-–---–ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

რაც შეეხება იძულებას, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით არის კრიმინალიზებული, ამ დანაშაულისგან სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანისთვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული თავისუფლება, კანონის ფარგლებში იმოქმედოს საკუთარი შეხედულებისამებრ. ობიექტურად იძულება გამოიხატება მოქმედებაში - ადამიანის თავისუფლების უკანონო შეზღუდვაში, კერძოდ, პირის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებაში შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება ან/და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. სასამართლო იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიდგომას იმის თაობაზე, რომ იძულება, მათ შორის შესაძლებელია ჩადენილ იქნას როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური ძალადობით. ფიზიკურ ძალადობაში მოიაზრება ნივთის ხელიდან გამოგლეჯა, ძიძგილაობა, საყელოში ხელი წავლება, ხოლო ფსიქიკური ძალადობა კი შეიცავს მუქარას, მათ შორის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების შემცველ მუქარას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 28 აპრილის N391აპ.-14 გადაწყვეტილება).

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია, რომ 2019 წლის 22 იანვარს, რ-----------–-–---–ი მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ იზ--------–---–ს, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ფიზიკურად და ფსიქიკურად აიძულებდა, არ წასულიყო სამსახურში, არ ემუშავა, არ ესარგებლა მობილური ტელეფონით და არ მიეწოდებინა მომხდარის თაობაზე ინფორმაცია დედისთვის, შესაბამისად უარი ეთქვა მისი უფლებების რეალიზებაზე.

 

ამდენად, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის - გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ იძულება (ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა) შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა ნიშანი, რისთვისაც რ-----------–-–---–ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ რ-----------–-–---–ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან/და ბრალის გამომრიცხველი რაიმე სახის გარემოება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა რ-----------–-–---–ის მიერ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის 19 მაისის ეპიზოდი) და გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის იძულება, ჩადენილი სახელის გამტეხი ინფორმაციისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს ამ პირის უფლება, რისი გათვალისწინებითაც რ-----------–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 19 მაისის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,139-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულ რ-----------–-–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, რისი გათვალისწინებით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

7. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მი---ნი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალი---ციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2002 წლის 30 აპრილის ქალთა ძალადობისაგან დაცვის რეკომენდაციაზე (რეკ(2002)5), სადაც აღნიშნულია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შემოიღონ, განავითარონ ან/და გააუმჯობესონ, საჭიროების მიხედვით, ეროვნული პოლიტიკა ძალადობის წინააღმდეგ მსხვერპლთა მაქსიმალური უსაფრთხოებისა და დაცვის, მხარდაჭერისა და დახმარების, სისხლის და სამოქალაქო სამართალში ცვლილებების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების წვრთნისა და პრევენციის საშუალებით. მინისტრთა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა მასზედ, რომ წევრ სახელმწიფოებმა დასჯადი გახადონ ქალების წინააღმდეგ ძალადობა, მათ შორის ფეხმძიმეთა მოწყვლადობის ბოროტად გამოყენება, დაცვის უნარის არმქონე, ავადმყოფი, უნარშეზღუდული და დამოკიდებული მსხვერპლების მიმართ სერიოზული ძალადობა, სექსუალური ძალადობა და გაუპატიურება, ისევე როგორც დამნაშავის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. რეკომენდაცია ასევე მიუთითებს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ძალადობის ყველა მსხვერპლს შეეძლოს სამართალწარმოების დაწყება, უნდა არსებობდეს დებულებანი, რომლებიც უზრუნველყოფენ სისხლის სამართალწარმოების დაწყებას პროკურორის მიერ, მოუწოდებს პროკურორებს ქალთა წინააღმდეგ ძალადობა მიიჩნიონ გადამწყვეტ გარემოებად იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად საჭიროა საქმის აღძვრა, უზრუნველყონ, რომ მსხვერპლთა დასაცავად მიღებულ იქნას ეფექტიანი ზომები, მუქარისა და შურისძიების შესაძლო შემთხვევების წინააღმდეგ და გადადგმულ იქნას კონკრეტული ნაბიჯები ბავშვთა დასაცავად სამართალწარმოების მიმდინარეობისას.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი, რითაც მსჯავრი დაედო რ-----------–-–---–ს ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილი კი, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს და შეაფასებს რ-----------–-–---–ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, რა ზომის სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს მის მიზნებს.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მი---ნს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალი---ციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ქმედების ჩადენის მოტივსა და მი---ნს (რ----- მ----–-–---–ის მიერ დანაშაულები ჩადენილია ქალის მიმართ აშკარა გებდერული დისკრიმინაციის მოტივით) ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (დამნაშავის მყარ სურვილს ჩაედინა არაერთი ძალადობრივი დანაშაული), ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის გავრცელების მასშტაბების გათვალისწინებით, ეს მომეტებული საშიშროების მატარებელი დანაშაულები), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (დანაშაულის ჩადენას როგორც ძალადობით, ასევე ძალადობის მუქარით), ასევე მართლსაწინააღმდეგო შედეგს (დაზარალებულისთვის მიყენებულ ფიზიკურ და მორალურ ზიანს, რაც დანაშაულის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლოა წარუშლელი კვალი დატოვოს მსხვერპლის ფსიქიკაზე) და მიიჩნევს, რომ რ-----------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალი---ციის ინტერესს და ყველა სხვა უფრო მსუბუქი სასჯელი იქნებოდა სახელმწიფოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება.

 

ამასთან, სააპელაციო პალატას რ-----------–-–---–ის მიერ განხორციელებული ძალადობრივი დანაშაულის სპეციფიკიდან გამომდინარე, სასჯელის ზოგადიდან კერძო პრევენციული მიზნის უზრუნველყოფად, მი---ნშეწონილად მიიჩნევს, მისთვის დამატებითი სასჯელის სახით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის დანიშვნას.

 

ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული დანა, რომელიც დალუქული ინახება ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-2 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოცხრილი დისკის სახით, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით; იზ--------–---–ისგან ამოღებული მეხსიერების ბარათი, რომელიც დალუქული ინახება ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-2 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - დაუბრუნდეს მესაკუთრეს; კ----------სგან ამოღებული რ-----------–-–---–ის მობილური ტელეფონი, რომელიც დალუქული ინახება ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-2 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან ნდობით აღჭურვილ პირს; იზ--------–---–ის სამედიცინო ისტორია, რომელიც დალუქული სახით გადაგზავნილია ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ რ-----------–-–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების ზ--------------–--ის და ნ-----–------–------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--------------–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულ რ-----------–-–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი;

 

რ-----------–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 19 მაისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

 

რ-----------–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,139-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

 

რ-----------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

რ-----------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 22 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის თანახმად, 2 წლის ვადით აეკრძალოს იარაღის შეძენის, შენახვის, ტარების უფლება;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, რ-----------–-–---–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით;

 

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის თანახმად, 2 წლის ვადით აეკრძალოს იარაღის შეძენის, შენახვის, ტარების უფლება;

 

რ-----------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 27 იანვრის 21:16 საათიდან;

 

რ-----------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა - გაუქმებულია;

 

ნივთმტკიცება:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული დანა, რომელიც დალუქული ინახება ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-2 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს;

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოცხრილი ე.დისკის სახით, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

იზ--------–---–ისგან ამოღებული მეხსიერების ბარათი, რომელიც დალუქული ინახება ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-2 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

 

კ----------სგან ამოღებული რ-----------–-–---–ის მობილური ტელეფონი, რომელიც დალუქული ინახება ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-2 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან ნდობით აღჭურვილ პირს;

 

იზ--------–---–ის სამედიცინო ისტორია, რომელიც დალუქული სახით გადაგზავნილია ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი