განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100114611132
საქმე №1ბ/40-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
6 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
მარიამ ნანეიშვილის, ლელა ბახტაძის,ვახტანგ ლობჟანიძის, სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: მ-----------------–---ის
ადვოკატების: ნ----------–---–ის, დ--–------–-----–--ის, ბ--–---------–---–ის, ი-----–--------ს, მ---------–------------–---–ის
გამართლებულების: ლ-–----------–---ის, ნ---------------–--ის
მონაწილეობით,გამართლებულების: ს-------------------ის, ო-------------ის, გ----------------–ის
(მონაწილეობის გარეშე),ღია სასამართლო სხდომაზე, საქართველოს მთავარი პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ მ-----------------–---ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------): ს-------------------ის, დაბადებულის 1----–-–----- იანვარს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #1----------), ნასამართლევის, რეგისტრირებული მისამართის გარეშე, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილით; ო-------------ის, დაბადებულის 1----–-–----- სექტემბერს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #3----------), ნასამართლევის, რეგისტრირებულის: ქ----------–---------–---–---------------–-------------------ში; დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით; გ----------------–ის, დაბადებული 1----–-–----- სექტემბერს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #6----------), ნასამართლევის, რეგისტრირებულის: ქ----------–-------------------------–----------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით; ლ-–----------–---ის, დაბადებული 1----–-–---- დეკემბერს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #6----------), ნასამართლევის, რეგისტრირებულის: ქ----------–----------------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით; ნ---------------–--ის დაბადებული 1----–-–---- თებერვალს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #2----------), ნასამართლევის, რეგისტრირებულის: თ--------–--------------------–----–-------–-ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
გამოძიებაში ს-------------------ეს ბრალად წარდგენილი ჰქონდა კანონიერი ქურდობა, ო-------------ეს, ლ-–----------–---ს, ნ---------------–--ესა და გ----------------–ს ბრალად წარდგენილი ჰქონდა ქურდული სამყაროს წევრობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
ს-------------------ე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 16 აპრილის განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ა“, „ზ“ და „თ“ ქ/პუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის. დანაშაულთა ერთობლიობით მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 18 წლის ვადით. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2007 წლის 30 აპრილიდან. კანონიერმა ქურდმა ს-------------------ემ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელის მოხდისას ქურდული სამყაროს მიერ დადგენილი და აღიარებული წესებისა და კანონის შესაბამისად, მოაწყო ორგანიზება ქურდული სამყაროს ფუნქციონირებისათვის სარგებლის - ქურდული სამყაროს ავტორიტეტის ამაღლების, ე.წ. „პ--–-–--–----“, „მ---------–----“ მეშვეობით სასჯელაღსრულების დაწესებულებების სისტემაში მყოფი პირების მართვის, დამორჩილების, უდისციპლინო წევრების დასჯის განსახორციელებლად, რომელსაც თან ერთვოდა ქურდული გარჩევები, ქურდული დავალებები, ქურდული „საერთოს“ შეკრებისა და განკარგვის მიზნით.
ს-------------------ე არის რა კანონიერი ქურდი, ის სისტემატიურად მონაწილეობს ქურდული სამყაროს წევრის ლ------------ის მიერ, ამ უკანასკნელის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის #5--------, #5-------- საქალაქთაშორისო ტელეფონით (სილქნეტი) #4-------- მოწყობილ სატელეფონო კონფერენციებში, სადაც ის უკავშირდება ე.წ. „მაყურებლებს“, ბ-----------–----ს „მეტსახელად „გ---------ს“, ლ-–------–---–---–ს მეტსახელად „ლ---------–ს“, ო-------------ეს, თ------------–-------ს მეტსახელად „ბ------ს“, გ----------------–ს, ნ---------------–--ეს მეტსახელად „ბ--–--–----“ და სხვა პირებს. ს-------------------ე დაინტერესებული იყო სასჯელაღსრულების დაწესებულების სისტემაში არსებული მდგომარეობით და მართავდა ზემოაღნიშნულ პირებს. მან დაავალა ბ-----------–----ს, ლ-–--------–-–---–სა და გ------------ „ქ---------–-----------“-სთვის ხელი არ ეხლოთ მის მიერ გამოგზავნილი პირის მისვლამდე და ურჩია, „საერთო“ შეენახათ ნეიტრალურ ადგილზე. მის მიერ რუსთავის #17-ე დაწესებულებაში დაინიშნა ხუთი ე.წ. „მაყურებელი“ - ბ-----–------------------------–--------–-–---–----–-------–--------------------, რადგანაც მათ მიერ საკითხის გადაწყვეტისას არ მომხდარიყო ხმების თანაბრად გადანაწილება. აღნიშნულ პირებს დაევალათ საპატიმრო დაწესებულების მართვა, იქ მყოფი პატიმრების კონტროლი, ე.წ. „ქ---------–-----------ს“ შეგროვება და შენიღბული წესით დაბინავება.
ს-------------------ე, რომელიც აკონტროლებდა სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმრებს შორის გამართულ თამაშებს, უკმაყოფილი იყო ე.წ. „მ---------–----“ ქურდული წესების შესაბამისად პატიმრების მიერ თამაშის გზით მოგებული თანხიდან მათთვის წილის არ მისვლის გამო, აღნიშნული საკითხის გასარკვევად მან დაიბარა ტუბ-ზონის „მაყურებელი“ ბ-----------–-----ი, მისი არ გამოცხადების შემთხვევაში დაემუქრა ქურდული წესების შესაბამისად, პრობლემების შექმნით.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქუთაისის #2 დაწესებულებაში 2013 წლის 14 აპრილს ე.წ. „პ--–-–---–ის“ დ----------–----------ს - „დ-------ის“ გარდაცვალების შემდეგ, იქ შექმნილი არეულობის მოგვარებაში აქტიურად მონაწილეობდა ს-------------------ე, რომელიც სატელეფონო კონფერენციის მეშვეობით აშოშმინებს და აწყნარებს პატიმრებს. არეულობა გამოიწვია იმ მდგომარეობამ, რომ დ------–---------ს გარდაცვალების შემდეგ კრიმინალურმა ავტორიტეტებმა ზ--–---------------მ და ა-------–----ემ, სასჯელაღსრულების სისტემაში მყოფი კანონიერი ქურდების ტ------–-----–-------სა და ს-------------------ის გვერდის ავლით, განახორციელეს სატელეფონო ზარი თურქეთში მყოფ კანონიერ ქურდ თ-----------------სთან, რომელსაც ამცნეს „პ--–-–---–ის“ დ----------–---------ს გარდაცვალების ამბავი და აიღეს მისგან ნებართვა ქუთაისის ციხის მართვის შესახებ. აღნიშნულზე მათ განუცხადეს ქუთაისის ციხის პატიმრებს, რამაც გამოიწვია იქ მყოფი პატიმრების უკმაყოფილება და უთანხმოება. კერძოდ, ე.წ. „პ--–-–---–ის“ ს------------ის, ე.წ. „მ---------–----“: გ----------------–ის, ი-–--------–-–---–ისა და სხვა პირების განაწყენება. ს-------------------ემ უსაყვედურა ზ--–---------------სა და ა-------–----ეს, მათ მიერ თურქეთში განხორციელებული ზარის გამო, ვინაიდან ეს მათ განახორციელეს სასჯელაღსრულების სისტემაში მყოფი კანონიერი ქურდების გვერდის ავლით. მან განაცხადა, რომ ქურდები მიიღებდნენ გადაწყვეტილებას და ქუთაისში გააგზავნიდნენ ახალ, მათი ნდობით აღჭურვილ „პ--–-–---–ს“, მის ჩასვლამდე კი მოითხოვა ქუთაისის ციხეში სიმშვიდის შენარჩუნება. მან გ----------------–ს, ს------------ეს, რამაზ გვასალიას - მეტსახელად „რ---–--ს“ მოსთხოვა, რომ დაეშალათ დაწესებულებაში მყოფი პატიმრები თავიანთ საკნებში, მასთან სასაუბროდ დარჩენილიყვნენ მხოლოდ ე.წ. „მაყურებლები“.
ს-------------------ემ, რომელსაც გ----------------–მა აუხსნა, რომელ „მაყურებელს“ დაწესებულების რომელი კორპუსი ჰქონდა მიბარებული საკონტროლებლად დ----------–---------ს დროს, მისცა მათ დავალება - ყველას მიეხედა თავისი საქმისთვის, რის შემდეგაც გ----------------–ს დაავალა, რომ დამდგარიყო მათგან გამოგზავნილი კაცის გვერდით და სანამ ვინმეს გააგზავნიდა ციხის სამართავად, დროებით მას შეეთავსებინა აღნიშნული ფუნქცია, ასევე მოითხოვა მისგან ყოველდღიურად მოეხსენებინა ციხეში არსებული მდგომარეობის შესახებ.
ს-------------------ისა და ტ------–-----–-------ს გადაწყვეტილებით, 2013 წლის აპრილში, ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ე.წ. „პ--–-–---–ად“, იქ მყოფი პატიმრების სამართავად გაიგზავნა ნ---------------–--ე, რომელსაც ციხის გაკონტროლებაში ეხმარებოდნენ გ----------------–ი და ი-–--------–-–---–ი.
ნ---------------–--ე აღიარებს რა ქურდულ სამყაროს, თავისი ცხოვრების წესით საჯაროდ გამოხატავს მისადმი პატივისცემას, მას ურთიერთობა აქვს ქურდული სამყაროს სხვა წევრებთან, აქტიურად მოქმედებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად, რითაც ხელს უწყობს ქურდული სამყაროს ფუნქციონირებას.
ნ---------------–--ე, მეტსახელად „ბ--–--–---“, ე.წ. „პ--–-–---–ი“, სისტემატიურად მონაწილეობს ქურდული სამყაროს წევრის, ლ------------ის მიერ ამ უკანასკნელის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის #5--------, #5-------- და საქალაქთაშორისო ტელეფონით #4-------- მოწყობილ სატელეფონო კონფერენციებში, სადაც ის უკავშირდება კანონიერ ქურდებს - ტ------–-----–-------სა და ს-------------------ეს. ე.წ „პ--–-–---–ს“ ი-----–--------–---–ს, ე.წ. „მაყურებლებს“ ო-------------ეს და სხვა პირებს.
ნ---------------–--ე, როგორც ქურდული სამყაროს წევრი, იმსახურებს ნდობას კანონიერი ქურდების მხრიდან, აქტიურად მონაწილეობს სასჯელაღსრულების სისტემაში განთავსებული პატიმრების მართვაში, ის ასრულებს კანონიერი ქურდის, ს-------------------ისა და ე.წ. „პ--–-–---–ების“ - ი-----–--------–---–ის, რ--------------ის დავალებებს.
ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, 2013 წლის 14 აპრილს, ე.წ. „პ--–-–---–ის“ დ----------–---------ს გარდაცვალების შემდეგ, იქ შექმნილი არეულობის მოგვარებაში აქტიურად მონაწილეობს გ----------------–ი. არეულობა გამოიწვია იმ მდგომარეობამ, რომ დ------–---------ს გარდაცვალების შემდეგ კრიმინალურმა ავტორიტეტებმა ზ--–---------------მ და ა-------–----ემ, სისტემაში მყოფი კანონიერი ქურდების ტ------–-----–-------სა და ს-------------------ის გვერდის ავლით, განახორციელეს სატელეფონო ზარი თურქეთში მყოფ კანონიერ ქურდ თ-----------------სთან, რომელსაც ამცნეს „პ--–-–---–ის“ დ----------–---------ს გარდაცვალების ამბავი და აიღეს მისგან ნებართვა ქუთაისის ციხის მართვის შესახებ. აღნიშნულზე მათ განუცხადეს ქუთაისის ციხის პატიმრებს, რამაც გამოიწვია იქ მყოფი ე.წ. „მ---------–----“ გ----------------–ის, ი-–--------–-–---–ის და სხვა პირების განაწყენება, ასევე სხვა პატიმრების უკმაყოფილება და უთანხმოება. სატელეფონო საუბრებში, ს-------------------ე საყვედურობს ზ--–---------------ს და ა-------–----ეს, მათ მიერ თურქეთში განხორციელებული ზარის გამო, ვინაიდან ეს მათ განახორციელეს სისტემაში მყოფი კანონიერი ქურდების გვერდის ავლით, უცხადებს, რომ ქურდები მიიღებდნენ გადაწყვეტილებას და ქუთაისში გააგზავნიდნენ ახალ მათი ნდობით აღჭურვილ „პ--–-–---–ს“, მის ჩასვლამდე კი მოითხოვა ქუთაისის ციხეში სიმშვიდის შენარჩუნება. მან ე.წ. „მაყურებლებს“ - გ----------------–ს, ს------------ეს, რამაზ გვასალიას, მეტსახელად „რ---–--ს“ განუცხადა, რომ დაეშალათ იქ მყოფი პატიმრები თავიანთ საკნებში, მასთან სასაუბროდ დარჩენილიყვნენ მხოლოდ ე.წ. „მაყურებლები“. შემდეგ დაინტერესდა რომელ „მაყურებელს“ რა ებარა. აღნიშნულის გარკვევის შემდეგ აძლევს მათ დავალებას, ყველას მიეხედა თავისი საქმისთვის, შემდეგ გ----------------–ს უკონკრეტებს, რომ დამდგარიყო მათგან გამოგზავნილი კაცის გვერდით. ს-------------------ე იმუქრება მათი მისამართით, ვინც რამეს აურევს, არავის არაფერს აპატიებს, უმეორებს, ისე გააკეთე ყველაფერი, როგორც ჩვენ გვინდაო. ს-------------------ის და ტ------–-----–-------ს გადაწყვეტილებით, ქუთაისის ციხეში „პ--–-–---–ად“ გაიზგავნა ნ---------------–--ე, მეტსახელად „ბ--–--–---’’, რომელსაც ეხმარებიან გ----------------–ი და ი-–--------–-–---–ი.
ნ---------------–--ე, ე.წ. „პ--–-–---–ი“ რ--------------თან სატელეფონო საუბრებში აღნიშნავს, რომ ,,საქმეს მივყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ და ყველაფერი იქნება ისე, როგორც ჩვენ გვინდა, როგორც საქმეს შეშვენის, ისე. მის გვერდით არიან გ----------------–ი და „მ--–-----“, ისინი მისი გადმოყვანილია, გვერდში უდგანან, კარგი ბიჭები არიან“. ის საყვედურს გამოთქვამს ვინმე პატიმრის - კვანჭ--ნის მისამართით, რომლის „დასაქმებაზე“ მან მიიღო დავალება ს-------------------ისგან, მაგრამ კვანჭ--ნმა განცხადება დაწერა მეჩვიდმეტე დაწესებულებაში გადასვლასთან დაკავშირებით. ეს კი არ არის კარგი საქციელი, ვინაიდან „ჩვენები და კარგები ასე არ იქცევიან“, მას გვერდში დგომა ჭირდებოდა, იმ ბიჭს ამბიციები აქვს და როგორც მას უღალატა, ისე უღალატებს სხვასაც და „იმენნა ჩვენიანებს“. რ--------------ისგან იღებს დავალებას - კვანჭ--ნს სიტყვიერად გამოუცხადოს საყვედური.
რ----------სა და ნ--------–--ეს შორის საუბარი შედგა ფულზე 15000-ზე, 25000-ზე, რომლის საქმის კურსში იყო კანონიერი ქურდი რ----------------ე და სხვა პირებიც (ვ-----), იმ პირს, ვისაც გადასახდელი აქვს ფულადი თანხა, უნდა ჩაიყვანონ ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც კანონიერმა ქურდებმა - ტ------–-------მ და ს. ჯ--------ემ, რ--------------თან და ი-----–--------–---–თან უნდა გადაწყვიტონ თანხის შემდგომი ბედი.
სატელეფონო საუბარში რ--------------ი ნ---------------–--ეს, მეტსახელად „ბ--–--–--ს“ ახსენებს „თავნის“ თანხის - 2040 ლარის შესახებ, რომელიც წაგებული აქვს ვინმე „ქ-------ს“ ამჟამად თავისუფლებაში მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტ ლ-------------სთან. ე.წ. „თავნის“ თანხის ჩაბარების ბოლო ვადაა 2013 წლის მაისის ბოლო, თანხა არის მათთან და საჭიროა ტ------–-------სა და ს. ჯ--------ის მიერ სატელეფონო ზარის განხორციელება ლ-------------სთან, ვინაიდან იგი თავისუფლებაშია და მან თანხის მიღებაზე უარი უნდა თქვას, თანხა კი მოხმარდეს ქურდული სამყაროს საერთო საქმეს, სისტემაში მყოფ პირებს. რ--------------მა ნ---------------–--ეს აღნიშნული საკითხი გადაწყვეტილად ჩაუთვალა.
კანონიერმა ქურდმა ს-------------------ემ, 2013 წლის 30 აპრილს, სატელეფონო საუბარში ნ---------------–--ესთან აღნიშნა, რომ „თავნის“ საკითხი მოგვარებულია, ლ-------------სთან ერთად კიდევ ორი პირი ყოფილა მეწილე, ერთ მათგანთან საკითხი მოგვარებულია, რაც შეეხება მეორეს, მასთან საკითხი გადაწყვეტილად ჩაითვლება, რაც შეეხება ლ. სიჭინავას, მასთან დაკავშირებას ავალებს „ბ--–--–--ს“ და აწერინებს ამ უკანასკნელის სარგებლობაში არსებულ ტელეფონის ნომრებს. თუ ტელეფონზე დაკავშირებას ვერ შეძლებდა, „თავანი“ ჩაბარებულად ითვლებაო. ნ---------------–--ე ს-------------------ესთან სატელეფონო საუბარში აღნიშნავს, რომ გ----------------–ი და ი-–--------–-–---–ი ქუთაისის ციხის არასრულწლოვნებში ჰყავს გაგზავნილი, ვინაიდან „მალალეტკები ბუინობენ“, უზრდელობენ, მისი გაგზავნილი ახალგაზრდები არიან 21 და 25 წლის, გამოვლილი აქვთ „მალალეტკობა“ და ესმით ყველაფერი.
გ----------------–ი აღიარებს რა ქურდულ სამყაროს, თავისი ცხოვრების წესით საჯაროდ გამოხატავს მისდამი პატივისცემას, მას ურთიერთობა აქვს ქურდული სამყაროს სხვა წევრებთან, აქტიურად მოქმედებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად, რითაც ხელს უწყობს ქურდული სამყაროს ფუნქციონირებას.
გ----------------–ი, ე.წ. „მაყურებელი“, სისტემატიურად მონაწილეობს ქურდული სამყაროს წევრის ლ------------ის მიერ ამ უკანასკნელის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის #5--------, 5-------- და საქალაქთაშორისო ტელეფონით #4-------- მოწყობილ სატელეფონო კონფერენციებში, სადაც ის უკავშირდება კანონიერ ქურდებს ტ------–-----–-------სა და ს-------------------ეს. ე.წ. „პ--–-–---–ს“ ი-----–--------–---–ს, ე.წ. „მაყურებელს“ ო-------------ეს და სხვა პირებს.
გ----------------–ი კრიმინალურ სამყაროში დაფასებული, ანგარიშგასაწევი პიროვნებაა. ე.წ. „პ--–-–---–“ ი-----–--------–---–თან საუბრისას ე.წ. „მაყურებელი“ ო-------------ე „მაყურებლად“ დანიშვნაზე რეკომენდაციას უწევს გ----------------–ს, რომელიც შვიდი წელია სასჯელს იხდის, სისტემაშია.
გ----------------–ი, როგორც ქურდული სამყაროს წევრი, იმსახურებს ნდობას კანონიერი ქურდების მხრიდან, აქტიურად მონაწილეობს სასჯელაღსრულების სისტემაში განთავსებული პატიმრების მართვაში, ის ასრულებს კანონიერი ქურდის ს-------------------ის და ე.წ. „პ--–-–---–ების“ ი-----–--------–---–ის, რ--------------ის დავალებებს.
ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, 2013 წლის 14 აპრილს, ე.წ. „პ--–-–---–ის“ დ----------–---------ს გარდაცვალების შემდეგ, იქ შექმნილი არეულობის მოგვარებაში აქტიურად მონაწილეობს გ----------------–ი. არეულობა გამოიწვია იმ მდგომარეობამ, რომ დ------–---------ს გარდაცვალების შემდეგ კრიმინალურმა ავტორიტეტებმა ზ--–---------------მ და ა-------–----ემ, სისტემაში მყოფი კანონიერი ქურდების - ტ------–-----–-------სა და ს-------------------ის გვერდის ავლით, განახორციელეს სატელეფონო ზარი თურქეთში მყოფ კანონიერ ქურდ თ-----------------სთან, რომელსაც ამცნეს „პ--–-–---–ის“ დ----------–---------ს გარდაცვალების ამბავი და აიღეს მისგან ნებართვა ქუთაისის ციხის მართვის შესახებ. აღნიშნულზე მათ განუცხადეს ქუთაისის ციხის პატიმრებს, რამაც გამოიწვია იქ მყოფი ე.წ. „მ---------–----“ - გ----------------–ის, ი-–--------–-–---–ის და სხვა პირების განაწყენება, ასევე სხვა პატიმრების უკმაყოფილება და უთანხმოება. სატელეფონო საუბრებში ს-------------------ე საყვედურობს ზ--–---------------ს და ა-------–----ეს, მათ მიერ თურქეთში განხორციელებული ზარის გამო, ვინაიდან ეს მათ განახორციელეს სისტემაში მყოფი კანონიერი ქურდების გვერდის ავლით. უცხადებს, რომ ქურდები მიიღებენ გადაწყვეტილებას და ქუთაისში გააგზავნიდნენ ახალ, მათი ნდობით აღჭურვილ „პ--–-–---–ს“, მის ჩასვლამდე კი მოითხოვა ქუთაისის ციხეში სიმშვიდის შენარჩუნება. მან ე.წ. „მაყურებლებს“ - გ----------------–ს, ს------------ეს, რამაზ გვასალიას, მეტსახელად „რ---–--ს“ განუცხადა, რომ დაეშალათ იქ მყოფი პატიმრები თავიანთ საკნებში, მასთან სასაუბროდ დარჩენილიყვნენ მხოლოდ ე.წ. „მაყურებლები“. შემდეგ დაინტერესდა, რომელ „მაყურებელს“ რა ებარა. აღნიშნულის გარკვევის შემდეგ აძლევს მათ დავალებას, ყველას მიეხედა თავისი საქმისთვის, შემდეგ გ----------------–ს უკონკრეტებს, რომ დამდგარიყო მათგან გამოგზავნილი კაცის გვერდით. ს-------------------ე იმუქრება მათი მისამართით, ვინც რამეს აურევს, არავის არაფერს აპატიებს, უმეორებს, ისე გააკეთე ყველაფერი, როგორც ჩვენ გვინდაო. ს-------------------ისა და ტ------–-----–-------ს გადაწყვეტილებით, ქუთაისის ციხეში „პ--–-–---–ად“ გაიგზავნა ნ---------------–--ე, მეტსახელად „ბ--–--–---“, რომელსაც ეხმარებიან გ----------------–ი და ი-–--------–-–---–ი.
ნ---------------–--ე ს-------------------ესთან სატელეფონო საუბარში აღნიშნავს, რომ გ----------------–ი და ი-–--------–-–---–ი ქუთაისის ციხის არასრულწლოვნებში ჰყავს გაგზავნილი, ვინაიდან „მალალეტკები ბუინობენ“, უზრდელობენ, მისი გაგზავნილი ახალგაზრდები არიან 21 და 25 წლის, გამოვლილი აქვთ „მალალეტკობა“ და ესმით ყველაფერი.
ო-------------ე აღიარებს რა ქურდულ სამყაროს, თავისი ცხოვრების წესით საჯაროდ გამოხატავს მისადმი პატივისცემას, მას ურთიერთობა აქვს ქურდული სამყაროს სხვა წევრებთან, აქტიურად მოქმედებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად, რითაც ხელს უწყობს ქურდული სამყაროს ფუნქციონირებას.
ო-------------ე - ე.წ. „მაყურებელი“ სისტემატიურად მონაწილეობს ქურდული სამყაროს წევრის ლ------------ის მიერ ამ უკანასკნელის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის #5--------, #5-------- და საქალაქთაშორისო ტელეფონით #4-------- მოწყობილ სატელეფონო კონფერენციებში, სადაც ის უკავშირდება კანონიერ ქურდებს: ტ------–-----–-------ს, ს-------------------ეს, ქურდული სამყაროს სხვა წევრებს - ი-----–--------–---–ს, რ--------------ს, თ------------–-------ს, გ----------------–ს, გ------------–----ს, კ-------------ეს და სხვა პირებს.
ო-------------ე სატელეფონო კონფერენციებით ქურდული სამყაროს ლიდერებთან და ქურდული სამყაროს სხვა წევრებთან ერთად აწარმოებს ქურდულ გარჩევებს, ინტერესდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული მდგომარეობით, ე.წ. „ქ---------–-----------ს“ შეკრებისა და განკარგვის, ქურდული სამყაროს მართვის, ქურდული წესებისა და კანონების დარღვევის საკითხებით.
ქურდული სამყაროს წევრი ი-----–--------–---–ი სატელეფონო კონფერენციით ო-------------ესთან საუბრისას აღნიშნავს, რომ გ-------–----ის მიმართ პრობლემები მოგვარებულია, კანონიერმა ქურდებმა აღნიშნულზე მიიღეს გადაწყვეტილება და იგი ო-------------ეს ნებას დართავს ისაუბროს მათი, ანუ ქურდების სახელით, ვინაიდან ო-------------ე აზროვნებს „განაბ----ად“.
სატელეფონო კონფერენციებში, ო-------------ეს და „პ--–-–---–ს“ ი-----–--------–---–ს უკავშირდება კ-------------ე, რომელიც ითხოვს გაერკვნენ არასრულწლოვანი პატიმრის გ------------–----ს საკითხში, ვინაიდან გ------–----ს აბრალებენ ქურდული სამყაროსთვის მიუღებელ - მუშაობის საკითხს, აღნიშნულ პირებს კ-----------ე უხსნის, რომ გ------–----ს არ აქვს ნამუშევარი, უბრალოდ, მიხმარებული აქვს მამამისისთვის „-----------ისა“ და „ნ---ს“ საკითხებზე, მასზე გლდანელები და სხვა პირები ამბობენ, რომ იგი არ შეიძლება იყოს „თ------ო“. ის ქურდულ სამყაროს ლიდერებს მოიხსენიებს, როგორც „ქ-----------ს“, ხოლო კანონიერ ქურდს, როგორც „ღ------ს“. მას ავალებენ ყოველდღე დღის ორი საათისთვის დარეკვას, რაზეც იგი თანხმობას აცხადებს და ახსენებს, რომ მათთან ყველაფერი კარგადაა, „ჰუმანურად“ უდგებიან საქმეს, გამონაკლისი შემთხვევების გარდა ხელს არავისზე წევენ. კ-------------ემ, როგორც ქურდული სამყაროს წევრმა, ორგანიზება გაუკეთა გ------------–----სა და ო-------------ის საუბარს, რომელსაც თვითონაც ესწრებოდა.
ო-------------ეს ე.წ. „მაყურებელი“ - გ------------–---- საუბარში ეუბნება, რომ იგი დაუკავშირდა საფრანგეთში მყოფ კანონიერ ქურდ კ------------ს, რომელმაც უთხრა, რომ „მიხმარება“ არ იყო პრობლემა და გაეგრძელებინა ჩვეულებრივად მოღვაწეობა. ო-------------ემ გ------–----ს დაუდასტურა, რომ კ--- იყო მათი უფროსი ძმა და თუ მან დადებითად გადაუწყვიტა საკითხი, მაგაზე შეკითხვები არ იარსებებდა.
ო-------------ეს სატელეფონო კონფერენციით საუბარი აქვს საზღვარგარეთ მყოფ ქურდული სამყაროს ავტორიტეტ ლ-–-----------–თან, მეტსახელად „ჭ--სთან“, რა დროსაც საუბრობენ კომპიუტერში დადებულ ინფორმაციაზე „ქურდებთან“ დაკავშირებით, ყოფენ მათ კატეგორიებად, აღნიშნავენ, რომ არსებობენ კანონიერი ქურდები რუსები, რუსთაველები, სოხუმელები და ნეიტრალურები. ეს უკანასკნელი ვერაფერს ვერ შვრება, ვერ აგვარებს, ვერავის აჩერებს, ისინი თავისთვის არიან. საუბარში ორივე აცხადებს, რომ უნდათ ე.წ. „კანონიერი ქურდობა“. შემდეგ იხილავენ ვინმე „ს--–--ს“ (ლ----------------ის) საკითხს, რომელზეც ტ------–-----–-------ს გასარკვევი აქვს საკითხი, ასევე საუბარია იმის შესახებ, რომ საპყრობილედან ესაუბრებიან ყველას, მთელ სისტემას, პირველი დაწესებულების გარდა, ვინაიდან იქ ადმინისტრაციამ ამოიღო 32 ტელეფონი. იქ უფროსობაც მოხსნეს, მათთან პირდაპირ კავშირზეა ციხის საავადმყოფო, დანარჩენებთან კი თვითონ ამყარებს კავშირს.
ო-------------ე ინტერესდება „ქ---------–-----------ს“ განაწილების საკითხით, ე.წ. „პ--–-–---–“ ი-----–--------–---–თან საუბრისას აცხადებს, რომ მას (ი-----–--------–---–ს) დაუჯდება ანგარიშზე 514 ლარი. ი-----–--------–---–თან საუბრისას ო-------------ე ქუთაისის ციხეში ე.წ. „მაყურებლად“ დანიშვნაზე რეკომენდაციას უწევს გ----------------–ს, რომელიც შვიდი წელია სასჯელს იხდის. ამავე დროს იღებს დავალებებს სხვა პატიმრებთან დაკავშირების შესახებ. ო-------------ე ფლობს ინფორმაციას საპატიმრო ადგილებში პატიმართა რაოდენობის შესახებ, აცხადებს რომ „ბ----ში“ არის 100 კაცამდე, აქედან 70-80 არის კაცი, ხოლო დანარჩენი „ქ-----ია“, ახალ ქსანში არის 2000 კაცი, ქ---------–-----------ს საკითხებში ისინი ცალკე არიან, მათთან გაჭირვებული, ნაწვალები ხალხი ზის, ამიტომ მათგან ქურდულ საერთოში თანხა არ იქნება დიდი.
ლ-–----------–---ი აღიარებს რა ქურდულ სამყაროს, თავისი ცხოვრების წესით საჯაროდ გამოხატავს მისადმი პატივისცემას, მას ურთიერთობა აქვს ქურდული სამყაროს სხვა წევრებთან, აქტიურად მოქმედებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად, რითაც ხელს უწყობს ქურდული სამყაროს ფუნქციონირებას.
ლ-–----------–---ი ე.წ. „მაყურებელი“ სისტემატურად მონაწილეობს ქურდული სამყაროს წევრის ლ------------ის მიერ ამ უკანასკნელის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის #5--------, #5-------- და საქალაქთაშორისო ტელეფონით (სილქნეტი) #4-------- მოწყობილ სატელეფონო კონფერენციებში, სადაც ის უკავშირდება ქურდული სამყაროს ლიდერ ი-----–--------–---–ს და სხვა პირებს. ლ-–----------–---ი სარგებლობს კრიმინალურ სამყაროში ავტორიტეტით, ის აქტიურ მონაწილეობას იღებს ქურდული სამყაროს მიერ დადგენილი წესების მიხედვით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსებული პატიმრების მართვაში, ასრულებს კანონიერი ქურდებისა და ე.წ. „პ--–-–---–ების“ მიერ მიცემულ დავალებებს.
სატელეფონო საუბრებში კანონიერ ქურდთან, ს-------------------ესთან ლ-–----------–---ი აღნიშნავს, რომ მათთან ყველაფერი კარგადაა, ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან წინ, უკვე სინათლე ჩანს, 500 ლარიდან 300 ლარს კანონიერ ქურდებთან დარიცხავენ, ხოლო ი-----–-ს 200 ლარს მისცემენ, ეს ფული მოიხმარეთ ისე როგორც თქვენ გინდათ, ჩვენ გამოცდილი ხალხი ვართ, უსიტყვოდაც ვუგებთ ერთმანეთს, თორემ ახლები უცოდინრები არიან და ვის რაში ჭირდებაო. (კ--------------------------). ლ-–----------–---ი ს-------------------ეს ახსენებს, რომ მათთან რუსთავიდან გადმოიყვანეს 1000 კაცი, როგორც გვეკადრებოდა, ისე დავხვდითო, დ----------–---------ს გასვენება ხვალ არის და რაც საჭიროა, აქედან მივაწვდით ყველაფერსო.
ლ-–----------–---ი აქტიურად მონაწილეობს ქ---------–-----------ს შეგროვებისა და განაწილების საკითხებში. ზვიად ყაველაშვილი ს-------------------ესთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მას (ლ-–----------–---ს) და ნუგზარს აქვთ 1000 მანეთი და სურვილი აქვთ იგი წავიდეს ქურდებთან. ლ-–----------–---ის სატელეფონო საუბარში კრიმინალურ ავტორიტეტთან გენადი ჯელაძესთან მეტსახელად „ჩ-----სთან“ აღნიშნავს, რომ ერთ-ერთმა პატიმარმა ტუბზონიდან გამოგზავნილი „გ-----“ დამალა, რაც ქურდული კანონების მიხედვით, მიუღებელია და რის გამოც იგი მაგრად ცემეს.
კანონიერი ქურდი მ--–------------–-–---–ი ლ-–----------–---თან სატელეფონო საუბარში აღნიშნავს, რომ ყველა სისტემაში იციან, რა მდგომარეობაა, ყველამ კენჭი კენჭზე უნდა დადოს, რომ საუკუნის ნანგ----- აღდგეს, ის ისევ აგრძელებს „ს--------თან“ დაკავშირებულ საკითხზე მსჯელობას, რომ მისი წინადადებით მოხდა კანონიერი ქურდების მიერ აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება, მათ არ ჭირდებათ მათი საქმისათვის გამოთაყვანებული (წამლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირები), ისინი კონტაქტურებიც კი არ არიან. ამიტომ მიეცა ამ საკითხს ოფიციალური სახე. თუ მათი მოთხოვნა არ იქნება გაზიარებული, მაშინ ის პირები არ იქნებიან „რამკაში“ მყოფი კარგი ბიჭები და იქნებიან ე.წ. „ს-----------ები“. ადრე თუ დარღვევებზე რეაგირება არ იყო, ახლა ყველას ოფიციალურად მოსთხოვენ პასუხს. ახლა წარმატებები აქვთ და ამ წარმატებას კიდევ მოყვება სხვა წარმატებები. ყველაფერი გავაკეთოთ ლამაზად, განაბ----ად. ნულს ქვემოთ ვიყავით და იქიდან დავიწყეთ აშენება, საქმე უნდა მივიყვანოთ ბოლომდე. მ--–------------–-–---–ს ლ-–----------–---ი „გ------ის“ სვანების სახელით მას, ს-------------------ეს, ტ------–-----–-------ს, როგორც კანონიერ ქურდებს, ე.წ. „ქ---------–-----------დან“ მისი, ვ--------ისა და გ-------–-–---–ის (ბ-–--ის) სახელით უგზავნის 1200 ლარს, ხოლო ი-----–--------–---–ს - 250 ლარს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 3 ნოემბრის განაჩენით:
ს-------------------ე ცნობილ იქნა უდანაშულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 -ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ნ---------------–--ე ცნობილ იქნა უდანაშულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 -ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ო-------------ე ცნობილ იქნა უდანაშულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 -ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გ----------------–ი ცნობილ იქნა უდანაშულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 -ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ლ-–----------–---ი ცნობილ იქნა უდანაშულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 -ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს მთავარი პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა მ-----------------–---მა.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვს ს-------------------ის, ო-------------ის, გ----------------–ის, ლ-–----------–---ისა და ნ---------------–--ის მიმართ გამოტანილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას და ს-------------------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ–ის 2231-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ხოლო ო-------------ის, გ----------------–ის, ლ-–----------–---ისა და ნ---------------–--ის - საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებელ მ-----------------–---ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 3 ნოემბრის განაჩენი გამართლებულების - ს-------------------ის, ო-------------ის, გ----------------–ის, ლ-–----------–---ისა და ნ---------------–--ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’. საქართველოს კონსტიტუციის 85–ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვენლოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15), უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.
სააპელაციო საჩივრის ავტორი წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში დეტალურად მიმოიხილავს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და აღნიშნავს, რომ, მართალია, ს-------------------ის, ო-------------ის, გ----------------–ის და ნ---------------–--ის ხმის იდენტურობა დადგენილი არ არის, თუმცა საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ოთხივე მათგანი იმ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს, საიდანაც სატელეფონო ზარები ხორციელდებოდა და კრებსებში ოთხივე მათგანის სახელი და გვარია მოხსენიებული, რის მიხედვითაც მოხდა მათი იდენტიფიცირება. რაც შეეხება ფონოგრამებს, მათი მოპოვებისა და სასამართლოში წარდგენისას კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რაც დასტურდება გამომძიებელ ი-----–- სირბილაძის ჩვენებით. ამასთანავე, აღნიშნული ფონოგრამა დასაშვებად ცნო წინასასამართლო სხდომის მოსამართლემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება ს-------------------ის, ო-------------ის, გ----------------–ის, ლ-–----------–---ისა და ნ---------------–--ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა გ------------–----მ აჩვენა, რომ სასჯელს იხდიდა არასრულწლოვანთა დაწესებულებაში, იცნობს კ--- მთვარეძეს, რომელიც იმავე დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს. ბრალდებულებს - ლ-–----------–---ს, ო-------------ეს, გ----------------–სა და ნ---------------–--ეს არ იცნობს. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში ტელეფონით საუბრობდა როგორც პატიმრებთან, ისე ოჯახის წევრებთან. ციხეში ყოფნის დროს პატიმრებისგან შეიტყო, რომ ციხის გარეთ მისი მეგობრები საუბრობდნენ, თითქოს, იგი მუშაობდა წარსულში და აქირავებდა ნავებს, რადგან აღნიშნული სინამდვილეს არ წარმოადგენდა ოჯახის წევრებს სთხოვა გაერკვიათ, ვინ უვრცელებდა მსგავს ინფორმაციას. ვერ იხსენებს, პატიმრებთან ჰქონდა თუ არა საუბარი მის წარსულ საქმიანობასთან დაკავშირებით ან კ-------------ე აღნიშნულ საკითხზე ესაუბრა თუ არა ვინმეს. მანვე განმარტა, რომ არ ახსოვს, აღნიშნულ საკითხზე ჰქონდა თუ არა სატელეფონო საუბარი საზღვარგარეთ მყოფ პირებთან. უშუალოდ კ-------------ემ იცოდა თუ არა მისი წარსული საქმიანობის შესახებ, არ იცის, შესაძლოა სცოდნოდა. ო-------------ესთან სატელეფონო კავშირი, ან რაიმე სახის კონტაქტი არასოდეს ჰქონია.
მოწმე ი-–----------ის ჩვენებით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმოებაში იყო სისხლის სამართლის საქმე, რომელზედაც პროკურორის დავალებით იგი ასრულებდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებს. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმიდან შემდეგ ეტაპზე გამოყოფილი იქნა სხვა სისხლის სამართლის საქმე. თავდაპირველ საქმეზე, მოსამართლის ბრძანებების საფუძველზე, ხორციელდებოდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება-ჩაწერა, შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ნუსხა, რაც შედარებულ იქნა ლ------------ის სარგებლობაში არსებულ ტელეფონების ნომრებთან და დადგინდა მათი ურთიერთკავშირი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსებულ ტელეფონებთან. გამოძიების პროცესში შემავალი და გამავალი ზარების ნუსხის კრებსით ამონაბეჭდებთან შედარებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულები ერთმანეთს უკავშირდებიან ტელეფონებით და ამასთანავე, მონაცემებიც წუთობრივად დაემთხვა ერთმანეთს. სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება-ჩაწერის შედეგად მიღებული კრებსითი ამონაბეჭდების გაცნობის შედეგად კი არსებული ფაქტობრივი გარემოებები მიუთითებდნენ ბრალდებულების მხრიდან ქურდული სამყაროს წევრობას, თითოეული მათგანი აღიარებდა ქურდულ სამყაროს და საუბრისას იყენებდნენ ქურდულ ტერმინოლოგიას. სატელეფონო საუბრებში ბრალდებულები იყენებდნენ შემდეგ ტერმინებს ე.წ. ,,პ--–-–---–ი’’, ,,მაყურებელი’’ და ა.შ. ფარული მიყურადება-ჩაწერის შედეგად მოპოვებულ ჩანაწერებში საუბარი იყო ,,მ---------–----’’ დანიშვნაზე, ე.წ. „ქ---------–-----------ს“ შეგროვებაზე და საქმის გარჩევებზე. ერთ-ერთი ჩანაწერიდან მისთვის (მოწმისთვის) ასევე ცნობილი გახდა, რომ ე.წ. ,,მაყურებლის’’ დანიშვნის საკითხი უნდა გადაეწყვიტათ სისტემაში მყოფ კანონიერ ქურდებს და აღნიშნულ საკითხზე არ უნდა დაერეკათ თურქეთში მყოფ ქურდებთან. მოწმის ჩვენებით, ლ------------ის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომრებით: 5-----------, 5----------- და ასევე სილქნეტის სახლის ტელეფონის ნომრით ხორციელდებოდა ბრალდებულებთან დაკავშირება. ბრალდებულებისგან აღებულ იქნა ხმის ნიმუშები და დაინიშნა ფონოსკოპიური ექსპერტიზები. მოწმის ჩვენებით, ტ------–-----–------- და ს-------------------ე იყვნენ კანონიერი ქურდები, ხოლო ლ-–----------–---ი, ო-------------ე და ნ---------------–--ე ე.წ. ,,მაყურებლები’’ არიან. მოწმის განმარტებით, კრიმინალურ წრეებში ყველაზე მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს კანონიერი ქურდი, შემდეგ ე.წ. „პ--–-–---–ი“ და ბოლოს, მაყურებელი. ბრალდებულებს არასდროს შეხვედრია. მოწმემ დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც სატელეფონო კრებსებშია მოცემული, რომელიც სხვა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში იქნა მოპოვებული.
მოწმე კ--- მთავარაძის ჩვენებით, 2013 წლის იანვრის ბოლოს იგი არასრულწლოვანთა მე-17 დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნისას ტელეფონის საშუალებით ეკონტაქტებოდა სხვადასხვა პირებს, მაგრამ ვის ურეკავდა და რა საკითხზე საუბრობდა, არ ახსოვს. მუშაობასთან დაკავშირებული კონფლიქტი თუ იყო, დაზუსტებით ვერ იხსენებს. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჩვენების მიცემის დროს მასზე განხორციელდა ზეწოლა, რომ თუ ჩვენებას ხელს არ მოაწერდა, არ გაათავისუფლებდნენ ციხიდან. ციხიდან არ გათავისუფლების საკითხზე მუქარა და დიდი სტრესი იყო. მოწმის განმარტებით, მას ჩაბარებული ჰქონდა ეროვნული გამოცდები და რომ არ მომხდარიყო მისი ციხეში შებრუნება, ხელი მოაწერა ჩვენებას. მანვე აღნიშნა, რომ არ იცნობს ო-------------ეს და ასევე არანაირი ნაცნობობა არ აკავშირებს ლ-–----------–---თან და ნ---------------–--ესთან.
მოწმე პ------------–---–ის ჩვენებით, 2013 წლის მარტის, აპრილისა და მაისის თვეებში, მოსამართლის ნებართვით, ახორციელებდა ფარულ მიყურადება-ჩაწერას ლ------------ის სარგებლობაში არსებულ ტელეფონის ნომრებზე - 5-----------; 5----------- და სილქნეტის ტელეფონის ნომერზე 4-----------. სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება-ჩაწერის დროს დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული ტელეფონებით სარგებლობდა ლ------------ე. ამასთან, ლ------------ეს, ძმამ - ო-------------ემ, რომელიც იყო პატიმარი და ქსნის (ე.წ. ,,ბ----ის’’) დაწესებულების ე.წ. ,,მაყურებელი’’, დაავალა, შეეძინა ტელეფონი, რათა განეხორციელებინა სატელეფონო კონფერენციები. ამასთან, სატელეფონო კონფერენციების მოწყობის მიზნით, ლ------------ეს წინასწარ შეუთანხმებდნენ პიროვნებებს, დაწესებულებებს და დროს, რის შემდეგაც ლ------------ეს უნდა გაეკონტროლებინა კონფერენციაში მონაწილეობის მიმღები დაწესებულების, ან პირების სახელები და დათქმულ დროს უნდა მოეწყო სატელეფონო კონფერენციები, რასაც ეს უკანასკნელი აკეთებდა კიდეც და აწყობდა სატელეფონო კონფერენციებს. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად დადგინდა, რომ სატელეფონო საუბრებში (კონფერენციებში) მონაწილეობდნენ ე.წ. ,,რეზბალნიცაზე” მყოფი კანონიერი ქურდები: ტ------–-----–-------, ს-------------------ე და სტატუს შეჩერებული მ--–------------–-–---–ი. ისინი მართავდნენ მთელ სასჯელაღსრულების სისტემას, იძლეოდნენ დავალებებს, ქურდული სამყაროს მიზნების შესასრულებლად, ფულის შეგროვებაზე, ე.წ. „ობშიაკისთვის“, მოგებული თანხიდან ოცი პროცენტის გადასარიცხად, განკარგავდნენ თანხებს და სხვადსხვა დაწესებულებაში ნიშნავდნენ და ხსნიდნენ „მაყურებლებს“ და „პ--–-–---–ებს“. ო-------------ეს ყოველდღიური კონტაქტი ჰქონდა ს-------------------ესთან, ტ------–-----–-------სთან. ასევე ძალიან აქტიური იყო ი-----–--------–---–ი. ო-------------ე მონაწილეობას იღებდა არასრულწლოვნების ზონაში კონტროლის დამყარებასა და გარკვეულ გარჩევებში. ე.წ. „არასრულწლოვნებში“ მაყურებელი იყო კ-------------ე. ერთ-ერთი ქურდული გარჩევის დროს, გ------------–----ს ძველი ბიჭები ედავებოდნენ, რომ 14 წლის ასაკში იგი მუშაობდა, რაც მას ხელს უშლიდა, რომ თ------ გამხდარიყო. აღნიშნული საკითხის გარჩევა მიდიოდა ო-------------ესა და კ-------------ეს შორის. გ------------–----ს საკითხი საბოლოოდ მის მიმართ დადებითად გადაწყვიტა საფრანგეთში მყოფმა კანონიერმა ქურდმა. სხვა შემთხვევებში კ-------------ე, რომელიც იყო არასრულწლოვნების მაყურებელი, იღებდა დავალებებს ო-------------ისგან, თუ როგორ მოქცეულიყო. ო-------------ე იღებდა დავალებებს კანონიერი ქურდებისგან და ახორციელებდა ცხოვრებაში. ყველა მისი ქმედება და საქციელი მიდრეკილი იყო ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად, თუმცა სიტყვები მისგან, რომ აღიარებდა ქურდულ სამყაროს წევრობას, მას (მოწმეს) სიტყვა-სიტყვით არ მოუსმენია. ო-------------ის როლი „ობშიაკის“ შეგროვებაში გამოიხატებოდა იმ დაწესებულებაში, სადაც თვითონ იყო მაყურებელი, იღებდა დავალებებს ქურდებისგან, რომ გააქტიურებულიყვნენ თანხების შეგროვებაში და მიეცათ ოფიციალური სახე, ასევე 20 პროცენტი თამაშებიდან უნდა წასულიყო „ობშიაკში“. ო-------------ე აცხადებდა, რომ მის დაწესებულებაში ცოტა პატიმარი იყო და დიდი რაოდენობის თანხა არ აგროვდებოდა. რაც შეეხება გ----------------–ს, ნ---------------–--ესა და ლ-–----------–---ს, ქუთაისის ციხეში გარდაიცვალა ე.წ. პ--–-–---–ი ხ---–-----------------ი, რის შემდეგაც ქუთაისის ციხეში დაიწყო არეულობა. ავტორიტეტებმა მოინდომეს ქუთაისის ციხის მართვა და ე.წ. „რეზბალნიცის“ ქურდების გვერდის ავლით დარეკეს თურქეთში მყოფ კანონიერ ქურდ თ----------------სთან და სთხოვეს, რომ სიტუაციას თავად ჩაიბარებდნენ და მიხედავდნენ საქმეს. ამან წარმოშვა უკმაყოფილება სხვადასხვა ავტორიტეტებს შორის, მათ შორის იყო სახელაშვილი და გ----------------–ი. ე.წ. „რეზბალნიციდან“ ქურდებმა განუცხადეს, რომ სიმშვიდე შეენარჩუნებინათ, თანხისთვის ხელი არ დაედოთ, გაგრძელებულიყო ყველაფერი ისე, როგორც იყო და დალოდებოდნენ მათ მიერ კაცის გაგზავნას. ამის შემდეგ, გააგზავნეს ნ---------------–--ე, რომელიც ჩავიდა ქუთაისის ციხეში სიტუაციის დასალაგებლად. რაც შეეხება ლ-–----------–---ს, იგი აქტიურ კავშირში იყო ტ------–-----–-------სთან. რაც შეეხება ე.წ. „ობშიაკს“, მათი ენით არის წმინდა. ე.წ. ქურდული, და მისი შეგროვება ხდებოდა შემდეგი სქემით, მაგალითად, თუ ამბობდნენ, რომ 517 ლარი გადაირიცხა, ეს ნიშნავდა შემდეგს, რომ ფული - 500 ლარი მეჩვიდმეტე დაწესებულებიდან გადაირიცხა კანონიერი ქურდებისთვის. მთლიანად დაწესებულებას მართავდა „პ--–-–---–ი“, ხოლო მაყურებელი იყო უფრო ვიწრო საფეხური. გ----------------–ი და ი-–--------–-–---–ი ქურდების დავალებით განკარგავდნენ ქუთაისის ციხეს, სანამ იქ ჩავიდოდა „ბ--–--–---“, იგივე ნ---------------–--ე. საქმეში არსებული კრებსებით იკვეთება, რომ ო-------------ე ფიქრობდა ნათელ მომავალზე, ქურდულ მომავალზე და ი-----–--------–---–ისგან მიიღო ნებართვა, როგორც განაბს, როგორც ქურდს, ესაუბრა მისი სახელით. რაც შეეხება ნ---------------–--ეს, მან ქუთაისის ციხის სამართავად გვერდში დაიყენა გ----------------–ი და ი-–--------–-–---–ი.
ექსპერტ დ--------------–---–ის ჩვენებით, გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე, მთავარ ექსპერტ ა------------სთან ერთად ჩაატარა ფონოსკოპიური ექსპერტიზა, რასთან დაკავშირებითაც 2015 წლის 17 მარტს გაცემული იქნა ფონოსკოპიური ექსპერტიზის #----- დასკვნა, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ჩანაწერები ვარგისია საიდენტიფიკაციო გამოკვლევისათვის ხმისა და მეტყველების მიხედვით დიქტორისთვის: ლ-–----------–---ი. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ ჩანაწერებში მონტაჟის კვალი არ აღინიშნება. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ ჩანაწერებში აღინიშნება შესადარებელი დიქტორების ხმისა და მეტყველების მაღალი ხარისხით მსგავსება, როგორც აუდიტორული, ლინგვისტური, პროსოდული, ასევე ინსტრუმენტალური ანალიზის შედეგად მიღებული იდენტურობის ნიშნებისა, რის შედეგადაც შეიძლება ითქვას, რომ სადავო ფონოგრამებში (5--------, 5--------, 5--------, 5--------, 5--------, 5--------, 6--------) მონაწილე დიქტორი მამაკაცის ხმა და მეტყველება და „ლ-–----------–---ის ხმის ნიმუში“-ს ფონოგრამიდან ლ-–----------–---ის ხმა და მეტყველება ერთმანეთის იდენტურია.
ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ჩანაწერებზე საიდენტიფიკაციო კვლევის ჩატარება ო-------------ის ხმისა და მეტყველების მიხედვით ვერ ხერხდება, ვინაიდან ვერ აკმაყოფილებს მათ ხელთ არსებულ მეთოდიკაში მითითებულ საჭირო მოთხოვნას: ჩანაწერები ვერ აკმაყოფილებს საიდენტიფიკაციოდ ვარგისიანობის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას - რეპრეზენტატულობას. ჩანაწერის რეპრეზენტატულობა მთავარი პირობაა ჩანაწერის მიხედვით პიროვნების საიდენტიფიკაციოდ. ჩანაწერი არ არის რეპრეზენტატული, ანუ არ გააჩნია დამაკმაყოფილებელი ხარისხი და ხანგრძლივობა პიროვნების თავისუფალი მეტყველებისა.
ექსპერტიზაზე წარდგენილ სადავო ფონოგრამებზე საიდენტიფიკაციო კვლევის ჩატარება ნ---------------–--ის ხმისა და მეტყველების მიხედვით ვერ ხერხდება, ვინაიდან ვერ აკმაყოფილებს მათ ხელთ არსებულ მეთოდიკაში მითითებულ საჭირო მოთხოვნას: ჩანაწერი ვერ აკმაყოფილებს საიდენტიფიკაციოდ ვარგისიანობის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას - თავსებადობას. ხმის მიხედვით პიროვნების იდენტიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ფონოგრამების თავსებადობას. სადავო და ეტალონური ფონოგრამების თავსებადობაზე გავლენას ახდენს მეტყველების მიმდინარეობის პირობები და გარემოებები, დიქტორების ემოციური მდგომარეობა. სადავო და ეტალონური ჩანაწერები არ არის ერთმანეთთან თავსებადი, ანუ ჩანაწერებში მეტყველების მიმდინარეობის პირობები და გარემოებები, აგრეთვე, დიქტორების ემოციური მდგომარეობა სხვადასხვაა.
ექსპერტიზაზე წარდგენილ ჩანაწერებზე საიდენტიფიკაციო კვლევის ჩატარება გ----------------–ის ხმისა და მეტყველების მიხედვით ვერ ხერხდება, ვინაიდან ვერ აკმაყოფილებს მათ ხელთ არსებულ მეთოდიკაში მითითებულ საჭირო მოთხოვნას: ჩანაწერი ვერ აკმაყოფილებს საიდენტიფიკაციოდ ვარგისიანობის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას - რეპრეზენტატულობას. ჩანაწერის რეპრეზენტატულობა მთავარი პირობააა ჩანაწერის მიხედვით პიროვნების საიდენტიფიკაციოდ. ჩანაწერი არ არის რეპრეზენტატიული, ანუ არ გააჩნია დამაკმაყოფილებელი ხარისხი და ხანგრძლივობა პიროვნების თავისუფალი მეტყველებისა.
ანალოგიური ჩვენება მისცა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ა------------მ და დამატებით განმარტა, რომ ექსპერტიზის ბიუროში გამოსაკვლევად წარდგენილი იყო შემდეგი საკვლევი ობიექტები: ერთი ცალი თეთრი ფერის ქაღალდის კონვერტი, სამი ცალი პოლიეთილენის პაკეტი დალუქულ მდგომარეობაში და ასევე ჰაბიდოსკოპიური და კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის ბიუროდან გადაეცათ ერთი ცალი ქაღალდის კონვერტი გახსნილ მდგომარეობაში, რასთან დაკავშირებითაც მოწმე უთითებს, რომ, ვინაიდან ექსპერტიზის ბიურო არის ერთიანი სამსახური, მათ არ აქვთ ვალდებულება ერთი განყოფილებიდან მეორე განყოფილებას ობიექტი გადასცენ დალუქულ მდგომარეობაში. მოცემულ შემთხვევაშიც, სავარაუდოდ, ჰაბიტოსკოპიურ და კომპიუტერულ-ტექნიკურ განყოფილებაში ტარდებოდა შესაბამისი გამოკვლევა საკვლევი ობიექტისა, რის შემდეგაც ობიექტი გადაეცა მათ განყოფილებას და განაგრძეს ექსპერტიზის ჩატარება, რაც არ წარმოადგენს კანონდარღვევას.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია შემდეგი: შპს ,,მაგთიკომიდან’’ 2013 წლის 10 აპრილს მიღებული ინფორმაციით დგინდება, რომ სიმბარათი №5----------- რეგისტრირებულია ლ------------ის სახელზე (პირადი №6----------, ქ----------------–---–---------).
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, 2013 წლის 14 მაისით დათარიღებული ლ------------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ქ----------–---------–---–--------–--------------ში მდებარე ლ------------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ,,ნოკიას’’ ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით 3------------------ მასში მოთავსებული ,,მაგთიკომის’’ ქსელში ჩართული სიმ-ბარათი №5----------- და სილქნეტის ტელეფონი №4-----------.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, 2013 წლის 10 აგვისტოთი დათარიღებული, ლ------------ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნივთების დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ მობილური ტელეფონი ,,ნოკია’’, რომელშიც მოთავსებულია სიმ-ბარათი სააბონენტო ნომრით - 5-----------, იმეი კოდით: 3------------------ სიმ ბარათის ნომერი 8------------------, მითითებული ტელეფონის ნომერი და იმეი კოდი დაფიქსირებულია კრებსით ამონაბეჭდებში. სს ,,სილქნეტი’’-ს ტელეფონის ნომერი 4----------- არის თეთრი ფერის Model: Z--------------------------.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, 2013 წლის 23 ივლისით დათარიღებული შპს ,,პ--–-----იდან’’ მიღებული №7--- წერილით დადგენილია, რომ სასჯელაღსრულების №1, №2, №3, №7, №8, №9, №11, №12, №14, №15, №18 და №19 დაწესებულებებში განთავსებული თითოეული პ--–-----ის ტელეფონის ავტომატიდან, ზარის განსახორციელებლად საჭიროა მსჯავრდებულმა აკრიფოს 2--------- და ავტომოპასუხის მოთხოვნის შემდეგ პ--–-----ის სატელეფონო ბარათის პინ-კოდი, რათა დაუკავშირდეს სასურველ აბონენტს. ზემოთ ხსენებული ნომერი გამოიყენება შპს ,,პ--–-----ის’’ სერვერთან დასაკავშირებლად. არის აპარატები, სადაც ზემოთ ხსენებული ნომერი ავტომატურად, ყურმილის აღებისთანავე იკრიფება და უკავშირდება პ--–-----ის სერვერს, არის აპარატები, სადაც 2--------- უნდა აიკრიფოს ხელით.
2013 წლის 26 ივლისის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერებისას ტელეფონის ნომრებზე: 5-----------, 5-----------, 5-----------, 5-----------, 5----------- და სს სილქნეტის ნომერზე 4----------- შემავალ-გამავალი ზარების დეტალური ინფორმაცია შედარებულ იქნა სისხლის სამართლის საქმეში არსებულ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ფარული მოსმენა-მიყურადების შედეგად მოპოვებულ კრებსით ამონაბეჭდებში არსებულ ტელეფონის ნომრებთან და შპს ”ახალი ქსელებიდან”, შპს ”ივერია ქსელიდან”, შპს ”სიჯისიდან”, სს ”სილქნეტიდან” და შპს ”პ--–-----იდან” მიღებული, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებებში არსებულ ტელეფონის ნომრებთან. ზემოაღნიშნულ ტელეფონის ნომრების დეტალური ინფორმაციის დათვალიერებისას დადგენილ იქნა, რომ მითითებულ ნომრებზე კავშირი აქვს შპს ”პ--–-----ის” ნომერს - 2---------, რომელიც სასჯელაღსრულების №1, №2, №3, №7, №8, №9, №12, №14, №15, №18, №19 დაწესებულებაშია განთავსებული. ამასთანავე, დათვალიერებისას დადგენილ იქნა, რომ ლ------------ის სარგებლობაში არსებულ ტელეფონის ნომერს 5----------- კავშირი აქვს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №15-ე დაწესებულებასთან (ქსანი კ------, ახ--–-------ა) და №18-ე დაწესებულებასთან; ლ------------ის სარგებლობაში არსებულ ტელეფონის ნომერს 5----------- კავშირი აქვს სასჯელაღსრულების №15 დაწესებულებასთან (ქსანი, კ------) და №18-ე დაწესებულებასთან (№1 საკანი). ლ------------ის სარგებლობაში არსებულ სს სილქნეტის ტელეფონის ნომერს 4----------- კავშირი აქვს სასჯელაღსრულების №15 დაწესებულებასთან (კ------, ქსანი ახ--–-------ა, ქსანი კ------) და №18-ე დაწესებულებასთან (საკანი №1).
2014 წლის 22 იანვარს სასჯელაღსრულების #7 დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილების უფროსის ლ-------–ის ხელმოწერით, ლ---------–---ის პირადი საქმიდან გაცემული ამონაწერით დგინდება, რომ ლ-–----------–---ი 2012-2013 წლებში სასჯელს იხდიდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #6-ე, მე-7, მე-14, და მე-18 დაწესებულებებში.
2013 წლის 3-4 ივნისის ამოღების ოქმებით დგინდება, რომ შპს „მობიტელის“, „მაგთიკომის“, „სილქნეტის“ და „ჯეოსელის“ ოფისებიდან ამოღებული იქნა ინფორმაცია შემავალი და გამავალი ზარების შესახებ, იმეი კოდების და ნომერთა მფლობელების დემოგრაფიული მონაცემები შემდეგ ნომრებზე: 5--------, 5--------, 5--------, 5--------, 5--------, 4--------.
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნ-------------ს, 2013 წლის 13 მაისით დათარიღებული №5------- წერილით დგინდება, რომ პატიმრობის კოდექსის 124-ე მუხლის თანახმად, ბრალდებულს 2014 წლის 1 იანვრამდე უფლება აქვს, ადმინისტრაციის კონტროლით, საკუთარი ხარჯით ეწარმოებინა მიმოწერა და ერთი თვის განმავლობაში სამჯერ ჰქონოდა სატელეფონო საუბარი, თითოეული არაუმეტეს 15 წუთისა, მხოლოდ გამომძიებლის, პროკურორის და სასამართლოს ნებართვით. ასევე მინისტრის 2011 წლის 30 მაისის #97 ბრძანებთ დამტკიცებული „პატიმრობის დაწესებულების დებულების 34-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებით, ბრალდებულს უფლება აქვს, ერთი თვის განმავლობაში ადმინისტრაციის კონტროლით, საკუთარი ხარჯით ჰქონდეს სამი სატელეფონო საუბარი არაუმეტეს 15 წუთისა. აკრძალულია დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შორის სატელეფონო საუბარი. ბრალდებულს სატელეფონო საუბრის უფლება მიეცემა მისი წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელშიც მიეთითება აბონენტის ტელეფონის ნომერი. ამავე ბრძანების თანახმად, ბრალდებულს შეუძლია მაღაზიაში ყოველთვიურად დახარჯოს 500 ლარი.
ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, 2014 წლის 6 თებერვალს ბრალდებულ ლ-–----------–---ისგან აღებული იქნა ხმის ნიმუში.
ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, 2014 წლის 5 თებერვალს ბრალდებულ ნ---------------–--ისაგან აღებული იქნა ხმის ნიმუში.
2014 წლის 3 ოქტომბრის დადგენილებით, სისხლის სამართლის #0----------- საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულების - გ----------------–ის, ლ-–----------–---ის, ნ---------------–--ის, ო-------------ისა და ს-------------------ის მიმართ.
2014 წლის 23 აპრილის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის მიერ გაცემული წერილით დგინდება, რომ წერილში აღნიშნული ფონოგრამის ჩანაწერები (----------------------------------------------------------) ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ გატანილია 2013 წლის 16 აპრილის და 2013 წლის 14 მაისის წერილების საფუძველზე.
2014 წლის 30 აპრილის მიმართვით, საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორი მ-----------------–---ი მიმართავს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს უფროსს ნ--------–---–ს და აცნობებს, რომ 2013 წლის 31 მაისს გამომძიებლის მიერ სისხლის სამართლის #0----------- საქმეზე დანიშნული იქნა ფონოსკოპიური ექსპერტიზა, რაზეც გამოძიების მიერ ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილი იქნა 6 ცალი cd დისკი, DVD დისკი, რომლებშიც ჩაწერილი იყო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით, სატელეფონო საუბრის შედეგად მოპოვებული ფონოგრამები და ითხოვს, ვინაიდან საექსპერტო განყოფილებაში არსებული კომპიუტერის მეხსიერებაში ინახება სრული მოცულობით ფარული მოსმენა მიყურადების შედეგად მოპოვებული მასალა, ითხოვს მისი ასლების გადაგზავნას, შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალურ პოლიციის დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის #0----------- საქმეზე დასართავად.
შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის გ------- მახარაძის 2014 წლის 6 მაისის მიმართვით, პროკურორ მ-----------------–---ს მისი 2014 წლის 6 აპრილის წერილის საფუძველზე, სისხლის სამართლის 0----------- საქმეზე დასართავად გადაეგზავნა სისხლის სამართლის #0----------- საქმეზე გამოსაკვლევად წარდგენილი ფონოგრამის ასლები.
ფონოგრამა №---------, კ--------------, 2013 წლის 3 აპრილს, მობილური ტელეფონიდან, რომელშიც მოთავსებულია სიმბარათი 5--------. გამოძიების ვერსიით, ი-----–--------–---–ი ესაუბრება „ბ------ს“, რომელიც მას ეუბნება, რომ სიტუაცია უნდა წავიდეს ისე, რომ „მაგენმა მანდ, თქვენ მანდ, ტუბ-ზონა იქნება თუ ტუბ-ზონაში, პირველი უკვე აწყობილია და აკეთებს კიდეც, ყველა ის ჩეჩქი წამალი, რაც არის ძმაო, უნდა მოგროვდეს, უნდა აგროვონ და უნდა მიეცეს სისტემატიური სახე, როგორც ადრე იყო და უნდა დაერქვას საავადმყოფოს სახელი“. ასევე მოითხოვს იმ წრის შეკვრას და გაფრთხილებას, რომელშიც თავად იმყოფებიან, თუ უნდათ რამის მიღწევა, უნდა გაუფრთხილდნენ და უერთგულონ წრეს.
ფონოგრამა №----------ით, 2013 წლის 16 აპრილს, ლ------------ე მობილური ტელეფონით, რომელშიც მოთავსებულია სიმბარათი 5-----------, აწყობს სატელეფონო კონფერენციას, რომელშიც გამოძიების ვერსიით, მონაწილეობენ სპარტაკი და ,,რ---–--’’, რა დროსაც სპარტაკი ითხოვს ხალხის დაშლას. შემდეგ სპარტაკი საუბარს აგრძელებს გ----------------–თან და ეუბნება, შენ და ”მ--–-----” დარჩით, დანარჩენი დაიშალოს, იგივეს უმეორებს შემდეგ ზაალ ხოფერიას. სატელეფონო საუბარში ერთვება ი-----–--------–---–ი, რომელიც ესაუბრება გ-------ს, უხსნის მას: ,,გაძლევ მაგის უფლებას, ილაპარაკე ჩვენი სახელით, ... ჯერ აქ არის მოსავლელი ხალხი და მანამდე იქნება წესრიგი. არავითარი ქაოსი, არანაირი გადასვლები, არანაირი ზედმეტი ბაქი-ბუქები.’’ იგივეს იმეორებს საუბარში სპარტაკი, რაზეც მას პასუხობენ, რომ ,,ჩვენ რაც გველაპარაკე, ჯამაათს ყველაფერი გავუმეორე, ყველასთვის დასტატოჩნია’’.
ფონოგრამა №---------, კ--------------, 2013 წლის 17 აპრილს, ლ------------ე მობილური ტელეფონით, რომელშიც მოთავსებულია სიმბარათი 5-----------, აწყობს სატელეფონო კონფერენციას, რომელშიც გამოძიების ვერსიით, ი-----–--------–---–ი, სპარტაკი და გ----------------–ი, ეს უკანასკნელი ახსენებს, რომ ,,ყველაფერი წყნარადაა, თქვენ როგორც თქვით ყველაფერი ისეა... ჩვენ ვიქნებით სვიაზზე და ყველაფრის საქმის კურსში იქნებით, თუ რამე ელემენტარული იქნება, თავისთავად ველოდებით’’. შემდეგ გ------- კითხულობს ტარასა მოიყვანესო?, რაზეც ღებულობს დადებით პასუხს. შემდეგ საუბარში გ-------სთან ერთვება ტ------–ი (ფონოგრამაში ისმის არაბუნებრივი ხმა). ტ------–ი მიმართავს გ-------ს: ,,სპარტაკამ კი მელაპარაკა მე ყველაფერი, რომ გილაპარაკიათ. გ------- მომისმინე, მაქანე ამბიციები და იგენი არ იმას ქნას, შენ დააწყნარე სუყველა ჯერ-ჯერობით და ხვალე გამოვა აქედან კაცი, გაიგე? ... ჩამოვა ჩვენი კაცი და ყველაფერს თქვენთან ერთად და ვინც იქნებით მაქანე რო შეისმინოთ და რო იმასქნათ ყველაფერი წამოვა ჩვენგან გაიგე? ... შენზე სულ კაი გვესმის და აბა შენ იცი, გ------- რა... შენი იმედი გვაქვს მაქანე და ყველაფერი. აქედან რო ჩამოვა კაცი, ყველაფერს გეტყვის, მერე დაგელაპარაკება... მაქანე ვინც იქნება ღირსეული, იმგენსაც სუყველას და აბა, თქვენ იცით, ყველაფერი უნდა წავიდეს ისე ნორმალურად, საწყალ დ-------ს როგორც უნდოდა გეიგე? მაქანე რომ ყოფილიყო და რაფერაც შეეფერება ჩვენ განაბ---- ცხოვრებას, ისე უნდა იყოს.... მომისმინე, ის თენგო ჩემი ახლობელი არის და ყველაფერი, უნდა იცოდნენ მაგენმა და მომისმინე, ყველას უთხარი მანდ, ერთ სისტემაში ვართ ქურდები, გეიგე? და პირველ რიგში, ჩვენ დაგვიკავშირდნენ და გვექნება ყოველ კვირაში ერთჯერ ჩვენთან კავშირი, გეიგე?... თუ რამე არ მოეწონებათ, მერე ინებონ კეთილი და მერე დოუკავშირდნენ სხვა ქურდებს, გეიგე? ასე არის წესი, წესი არის წესი, ასე შემოგითვალათ ტ------–ამ თქვა, და არა გარეთ ქურდებს რომ დოურეკავენ, ისე რომ ჯერ ჩვენთან არ ექნებათ დანარეკი, აი მაშინ ვეტყვი მაგენს საკადრის პასუხს.” გ------- ეთანხმება ტ------–ს და ამბობს: ,,მასე იქნება და მაგას ვეუბნებით, ჯერ შიგნით ვინც არის პირველ რიგში გვერდს ვერ ოუვლის ვერავინ, ჩვენ სადაც ვართ, ყოველთვის მაგას ვიძახით და მასე იქნება და ვინც ვერ გაიგებს, ტელეფონთან ჩვენ მოვალთ ჯერ, თქვენ გეტყვი...’’.
ფონოგრამა №5---------ით, 2013 წლის 17 აპრილს, ლ------------ე მობილური ტელეფონიდან, რომელშიც მოთავსებულია სიმბარათი 5-----------, აწყობს სატელეფონო კონფერენციას, რომელშიც გამოძიების ვერსიით, მონაწილეობენ ი-----–--------–---–ი, ტ------–ი (არაბუნებრივი ელექტრონული ხმით) და გ-------. ტ------–ი უხსნის გ-------ს, რომ ყოველ ოთხშაბათს ექნება მათთან კავშირი, 6 საათზე. გ------- პასუხობს, შენ გენაცვალე ტ------–! აქედან აგერ ბიჭები ყველა გკითხულობს, ”მ--–-----” და სხვები. აღნიშნულზე ტ------–ი ამბობს: ,,რა ვიცი მე, ყველანაირად ჩემი თავი რაშიც დაგჭირდებათ აგერა ვარ მეც. დაგიდგებით ძმა გვერდში, როგორც მამა, ყველანაირად დაგიდგებით გვერდით ძმაო, ოღონდ თქვენ იყავით კარგად და მაქანე რო მიხედოთ ყველაფერს რა. რაც გვექნა საშუალება იმისი, რომ აი დადგეს ნორმალური ”პალაჟენია” და იყოს ნორმალური საქმე, გეიგე?...ხვალ რა იქნება არ ვიცით, მარა დღეს რაფერაცაა ხო, არ უნდა გოვუშვათ ხელიდან თუ არა, არ გვაპატიებს მაგას არავინ, ძმებიც არ გვაპატიებს.’’
ფონოგრამა №5---------ით, 2013 წლის 17 აპრილს, ლ------------ე მობილური ტელეფონიდან, რომელშიც მოთავსებულია სიმბარათი 5-----------, აწყობს სატელეფონო კონფერენციას, რომელშიც გამოძიების ვერსიით, მონაწილეობენ ი-----–--------–---–ი და ო-----ი. ი-----–- ეუბნება ო----ს, ,,ბ------ი ავად ხო არის და ავადმყოფობით წამოვიდეს ხვალ, ბიჭო ტარასა ელოდება’’, რაზეც ო---- პასუხობს, რომ ხვალ თუ არა იქით ხუთშაბათს წამოვაო. შემდეგ საუბარში ერთვება ტარასა (არაბუნებრივი ელექტრონული ხმით) და ავალებს კვირაში ერთხელ ოფიციალურად კავშირის ქონას.
ფონოგრამა №5---------ით, 2013 წლის 24 აპრილს, ლ------------ე მობილური ტელეფონიდან, რომელშიც მოთავსებულია სიმბარათი 5-----------, აწყობს სატელეფონო კონფერენციას, რომელშიც გამოძიების ვერსიით, მონაწილეობენ რ--------------ი და “ბ--–--–---”. მათი საუბარი შეეხება ქუთაისის ციხეში არსებულ მდგომარეობას, რეზოს ,,ბ--–--–---’’ ახსენებს, რომ მის გვერდით არიან გ----------------–ი და ი-–--------–-–---–ი, მეტსახელად ,,მ--–-----’’. რ--------------ის შეკითხვაზე, თუ რით შეუძლია მათი დახმარება, “ბ--–--–---” პასუხობს, რომ ე.წ. ”მალალეტკები” იყვნენ აწრიალებული, შეხვდა მათ, აპირებს ისევ შეხვედრას, რათა დაელაპარაკოს და სთავაზობს რ--------------ს: ”ისე ვქნათ რო დავალაგოთ და ლამაზად იყოს”. აღნიშნულზე რ--------------ი პასუხობს: ”ერთი ვიღაცა, ერთი პატარა ცოცხალი კაცი მიუჩინე იქ რა....პატარა კაცუნა რა”. ასევე რ--------------სა და ნ--------–--ეს, “ბ--–--–--ს” შორის საუბარი შედგა ფულზე 15000-ზე, რომლის საქმის კურსში იყო კანონიერი ქურდი რ----------------ე და სხვა პირებიც. იმ პირს, ვისაც გადასახდელი აქვს ფულადი თანხა, უნდა ჩაიყვანონ ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში საკითხის ,,გასარჩევად’’, სადაც კანონიერმა ქურდებმა ტ------–-----–-------მ, რ--------------თან და სხვებთან ერთად უნდა გადაწყვიტონ თანხის შემდგომი ბედი. სატელეფონო საუბარში რ--------------ი ახსენებს ,,ბ--–--–--ს’’ ,,თავნის’’ 2040 ლარის შესახებ, რომელიც წაგებული აქვს ვინმე ,,ქ-------ს’’ ამჟამად თავისუფლებაში მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტ ლ-------------სთან. ე.წ. ,,თავნის’’ ჩაბარების ბოლო ვადაა 2013 წლის მაისის ბოლო, თანხა არის მათთან და საჭიროა ტ------–-------ს და სხვა კრიმინალური ავტორიტეტის მიერ სატელეფონო ზარის განხორციელება ლ-------------სთან, ვინაიდან იგი თავისუფლებაშია და მან თანხის მიღებაზე უარი უნდა თქვას, თანხა კი უნდა მოხმარდეს საერთო საქმეს, სისტემაში მყოფ პირებს. რ--------------მა ნ---------------–--ეს აღნიშნული საკითხი გადაწყვეტილად ჩაუთვალა.
ფონოგრამა №5--------, კ---------------ით, 2013 წლის 29 აპრილს, ლ------------ე მობილური ტელეფონიდან, რომელშიც მოთავსებულია სიმბარათი 5-----------, აწყობს სატელეფონო კონფერენციას, რომელშიც გამოძიების ვერსიით, მონაწილეობენ სპარტაკი და ”ბ--–--–---”. მათი საუბარი შეეხება ლ-------------ს ფულად თანხას, ”ბ--–--–---” საუბარში აღნიშნავს, რომ ტუღუში და ”მ--–-----” არასრულწლოვნებში ჰყავთ გაგზავნილი, ვინაიდან ,,მალალეტკები ბუინობენ’’, უზრდელობენ, მისი გაგზავნილები ახალგაზრდები არიან 21 და 25 წლის, გამოვლილი აქვთ მალალეტკობა და ესმით ყველაფერი.
ფონოგრამა №----------ით, 2013 წლის 16 აპრილს, ლ------------ე მობილური ტელეფონიდან, რომელშიც მოთავსებულია სიმბარათი 5-----------, აწყობს სატელეფონო კონფერენციას, რომელშიც გამოძიების ვერსიით, მონაწილეობენ ი-----–--------–---–ი, ს------------ე, გ----------------–ი, ზ--–--------------- და ს-------------------ე. ეს უკანასკნელი დავალებას აძლევს გ----------------–ს და ზ--–---------------ს, რომ საწყალი დ-------ი როგორც შვრებოდა, ზუსტად ისე, ყოველ ოთხშაბათ დღეს, 6 საათზე იყოს „სვიაზზე“, ასევე ეუბნება, რომ დ-------მა ვინც დატოვა თავის ადგილებზე იყვნენ ყველა, აკეთოს ყველამ თავისი საქმე, არ აირიოს სიტუაცია და როგორც იყო დაბარებული, იყოს სიწყნარე. ზ--–--------------- ასევე უხსნის სიტუაციას: „არ მოგვეცა საშუალება თქვენთან დაკავშირების, დავურეკეთ ქურდებს, ხოფერიას ველაპარაკეთ თურქეთში, გვარები არ დამაკონკრეტებინო ვინები ვართო, გასაგებია, რაც მოხდა მანდ, მიხედეთ ერთადო, სიმშვიდე შეინარჩუნეთო და დანარჩენს, შეძლებისდაგვარად, როგორც საშუალება მოგეცემათ, სისტემაში ვინც არის დაუკავშირდი აუცილებლად, პირველ რიგშიო. აღნიშნულზე ს-------------------ე პასუხობს, რომ არავის ზედმეტ ამბიციები მანდ არ გაუჩნდეს, სანამ თავად არ იტყვიან ვინ იქნება. შეინარჩუნონ სიმშვიდე, ყველა თავის ადგილზე იყოს“.
ფონოგრამა №---------- კ---------------ით, 2013 წლის 18 აპრილს, ლ------------ე მობილური ტელეფონიდან, რომელშიც მოთავსებულია სიმბარათი 5-----------, აწყობს სატელეფონო კონფერენციას, რომელშიც გამოძიების ვერსიით, მონაწილეობენ ლ-–----------–---ი და ს-------------------ე. ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ, ლ-–----------–---ი ს-------------------ეს ახსენებს, რომ მათთან რუსთავიდან გადაიყვანეს 1000 კაცი, რომელთაც როგორც ეკადრებოდათ, ისე დახვდნენ. დ----------–---------ს გასვენება ხვალ არის და რაც საჭიროა აქედან მიაწვდიან ყველაფერს. ამავე კრებსით დგინდება, რომ ზვიად ყაველაშვილი ს-------------------ეს მოახსენებს, რომ მას, ლ-–----------–---ს და ნუგზარია გუჩუაძეს აქვთ 1000 მანეთამდე და სურვილი აქვთ, როგორც წინა ჯერზე, იმავე გზით თანხა წავიდეს მათთკენ, რაც უნდა განაწილდეს სამ ადამიანზე.
ფონოგრამა №5---------ით, 2013 წლის 29 მარტს, ლ------------ე მობილური ტელეფონიდან, რომელშიც მოთავსებულია სიმბარათი 5-----------, აწყობს სატელეფონო კონფერენციას, რომელშიც გამოძიების ვერსიით, მონაწილეობენ ი-----–--------–---–ი და ო-------------ე. ეს უკანასკნელი ი-----–--------–---–ს მოახსენებს, რომ ლ-–----------–---ი დაუკავშირდა მათ, რის შემდეგაც ი-----–--------–---–ი ეუბნება: „ლ-–----------–---ს მიეცი სვიდანია ხვალ, კაროჩე რა, ან როდის დაგირეკავს ვაფშე შენ“, რაზეც ო-------------ე პასუხობს, რომ კვანტალიანი ხვალ ან ზეგ დაუკავშირდება მათ. ამის შემდგომ კონფერენციაში ი-----–--------–---–თან საუბარში ერთვება ლ-–----------–---ი. ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ, ლ-–----------–---ი ეუბნება შემდეგს: „შენ კოდზე იქნება, დადებენ ჩემები ფულს, ამოწერილი მაქვს კოდი 9-ჯერ, გადამოწმებული მაქვს და ვიცი. პლიუს დავამატებ 14 ლარს ზევიდან. 200 შენი არის და 300 იმისი, ჩვენი ბიჭების, ჩვენი ძმაკაცების“.
ფონოგრამა №5--------, კ---------------ით, 2013 წლის 30 მარტს, ლ------------ე მობილური ტელეფონიდან, რომელშიც მოთავსებულია სიმბარათი 5-----------, აწყობს სატელეფონო კონფერენციას, რომელშიც გამოძიების ვერსიით, მონაწილეობენ ი-----–--------–---–ი, ლ-–----------–---ი, ტ------–-----–-------, ს-------------------ე და სხვა პირები. საუბარში ი-----–--------–---–ი ეკითხება ლ-–----------–---ს, ანგარიშზე დასმული 400 ლარი მათ მიერ ხომ არ არის დასმული, რაზეც ლ-–----------–---ი პასუხობს, რომ თუ თანხაზე არ არის პლიუს 14, მაშინ მის მიერ დარიცხული არ იქნება. ამის შემდგომ ლ-–----------–---ი საუბარს აგრძელებს ტარას ფოცხვერიასთან, რომელსაც უდასტურებს, რომ ყველაფერი არის კარგად, განაბ----ად, ხუთი პლიუსზე. ს-------------------ესთან სატელეფონო საუბარში ლ-–----------–---ი აღნიშნავს, რომ მათთან ყველაფერი კარგადაა, ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან წინ, უკვე სინათლე ჩანს, 500 ლარიდან 300 ლარს მათთან დარიცხავს, ხოლო ი-----–-ს 200 ლარს მისცემენ.
ფონოგრამა №5--------, კრებსი №-------ით, 2013 წლის 23 აპრილს, ლ------------ე მობილური ტელეფონიდან, რომელშიც მოთავსებულია სიმბარათი 5-----------, აწყობს სატელეფონო კონფერენციას, სადაც ლ-–----------–---ი სატელეფონო საუბარში კრიმინალურ ავტორიტეტთან გენადი ჯელაძესთან მეტსახელად „ჩ-----სთან“ აღნიშნავს, რომ ერთ-ერთმა პატიმარმა ტუბზონიდან გამოგზავნილი „გ-----“ დამალა, რაც ქურდული კანონების მიხედვით, მიუღებელია და რის გამოც იგი მაგრად სცემეს.
ფონოგრამა №5--------, კ---------------ით, 2013 წლის 2 მაისს, ლ------------ე მობილური ტელეფონიდან, რომელშიც მოთავსებულია სიმბარათი 5-----------, აწყობს სატელეფონო კონფერენციას, სადაც კანონიერი ქურდი მ--–------------–-–---–ი ლ-–----------–---თან სატელეფონო საუბარში აღნიშნავს, რომ ყველა სისტემაში იციან, რა მდგომარეობაა, ყველამ კენჭი კენჭზე უნდა დადოს, რომ საუკუნის ნანგ----- აღდგეს, ის ისევ აგრძელებს „ს--------თან“ დაკავშირებულ საკითხზე მსჯელობას, რომ მისი წინადადებით მოხდა კანონიერი ქურდების მიერ აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება, მათ არ ჭირდებათ მათი საქმისათვის გამოთაყვანებული (წამლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირები), ისინი კონტაქტურებიც კი არ არიან. ამიტომ მიეცა ამ საკითხს ოფიციალური სახე. თუ მათი მოთხოვნა არ იქნება გაზიარებული, მაშინ ის პირები არ იქნებიან „რამკაში“ მყოფი კარგი ბიჭები და იქნებიან ე.წ. „ს-----------ები“. ადრე თუ დარღვევებზე რეაგირება არ იყო, ახლა ყველას ოფიციალურად მოსთხოვენ პასუხს. ახლა წარმატებები აქვთ და ამ წარმატებას კიდევ მოყვება სხვა წარმატებები. ყველაფერი გავაკეთოთ ლამაზად, განაბ----ად. ნულს ქვემოთ ვიყავით და იქიდან დავიწყეთ აშენება, საქმე უნდა მივიყვანოთ ბოლომდე. მ--–------------–-–---–ს ლ-–----------–---ი „გ------ის“ სვანების სახელით მას, ს-------------------ეს, ტ------–-----–-------ს, როგორც კანონიერ ქურდებს, ე.წ. „ქ---------–-----------დან“ მისი, ვ--------ისა და გ-------–-–---–ის (ბ-–--ის) სახელით უგზავნის 1200 ლარს, ხოლო ი-----–--------–---–ს - 250 ლარს.
ფონოგრამა №5---------ით, 2013 წლის 30 მარტს, მობილური ტელეფონიდან, რომელშიც მოთავსებულია სიმბარათი 5-----------, სატელეფონო კონფერენციაში, რომელშიც მონაწილეობენ ი-----–--------–---–ი და ლ-–----------–---ი. ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ, ლ-–----------–---ი ეუბნება შემდეგს: „შენ კოდზე იქნება, დადებენ ჩემები ფულს, ამოწერილი მაქვს კოდი 9-ჯერ, გადამოწმებული მაქვს და ვიცი. პლიუს დავამატებ 14 ლარს ზევიდან. 200 შენი არის და 300 იმისი, ჩვენი ბიჭების, ჩვენი ძმაკაცების“.
ფონოგრამა №5---------ით, 2013 წლის 28 მარტს, მობილური ტელეფონიდან, რომელშიც მოთავსებულია სიმბარათი 5-----------, სატელეფონო კონფერენციაში, რომელშიც მონაწილეობენ ლ------------ე და ლ-–----------–---ი. ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ, ლ-–----------–---ი უყვება ლ------------ეს, თუ როგორ ცემა აპრილას ძმაკაცი ვინმე დესანტი, რომელსაც ბეჭედში უპოვა მოიკა და ებლატავებოდა მას.
ფონოგრამა №5---------ით, 2013 წლის 18 აპრილს, მობილური ტელეფონიდან, რომელშიც მოთავსებულია სიმბარათი 5-----------, სატელეფონო კონფერენციაში მონაწილეობენ ლ------------ე და ლ-–----------–---ი. ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ ლ-–----------–---ი ინტერესდება, ხომ არ დაურეკავთ „ჭ-----ს“, რაზეც ლევანი პასუხობს, რომ დაურეკეს და ზუსტად ისე ელაპარაკა, როგორც მან დაავალა. ამის შემდეგ, ლ-–----------–---ი ლ------------ეს უთანხმებს დროს, კერძოდ, სამ, ხუთ და ექვს საათს, რა დროსაც დაურეკავს ი-----–-სთან დასაკავშირებლად. ასევე უბარებს ი-----–-ზე გადასაცემ ინფორმაციას, რომ „უთხარი დედაშენთან ლაშაიამ გააგზავნა 250 ლარი, დვია სახლში თქო.“
ფონოგრამა №6--------, კ---------------ით, 2013 წლის 9 მაისს, ლ------------ე მობილური ტელეფონით, რომელშიც მოთავსებულია სიმბარათი 5-----------, აწყობს სატელეფონო კონფერენციას, რომელშიც გამოძიების ვერსიით, მონაწილეობენ ს-------------------ე, ტ------–-----–-------, მ--–------------–-–---–ი, ზ-------–-–---–ი და ლ-–----------–---ი. საუბარში „ბ------ი“ ლ-–----------–---ს ახსენებს, რომ „ბ----ში არის 80 კაცი და 100 კარტაზე ნაკლებს არ აგზავნიან თვეში 80 კაციდან, ნუ მომჭერი თავი, ბოლო ადგილზე გადაგიყვან“. ლ-–----------–---ის შეკითხვაზე, არის თუ არა იგი პირველ ადგილზე, ბ------ი ეუბნება, რომ „პირველ ადგილზე ბ----ია და შემდეგ ქსანი“, ხოლო თუ სურს საპრიზო ადგილზე გასვლა, ჩარი უნდა უთხრას 30 კარტას“. საუბარში ერთვება მ--–------------–-–---–ი, რომელიც ლ-–----------–---ს ეუბნება - „ეტაპი რომ წამოვა, ყველა ატნევს 100 კარტას და იმას და ასე ქენი შენც, 100 კარტა, სიგარეტი და ჩაი“. ლ-–----------–---თან საუბარს აგრძელებს ტ------–-----–-------, რომელიც უხსნის, რომ „მთავარი იგი იყრის აქანე თავს. აქედან ვანაწილებთ ჩვენ ყველგან. მეშვიდე იქნება, სამუდამო იქნება, ავადმყოფები იქნება თუ იგი, აგი და ნაწილდება და მერე ვასია, რომ ჩამოვა აქ, მერე ვასია გაერკვევა ყველაფერს და ეცოდინება“. ამიტომ მოუწოდებს გააქტიურებისკენ.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,ქურდული სამყაროს წევრობა“ კრიმინალიზებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო „კანონიერი ქურდობა“ კრიმინალიზებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლი ბლანკეტური ხასიათის ნორმაა და მისი შინაარსის სწორად დასადგენად საჭიროა ”ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ” გაეროს კონვენციითა და ,,ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინება, რამდენადაც ე.წ. ,,ქურდული სამყარო’’ განიხილება, როგორც თანამედროვე ორგანიზებული დანაშაულის სტრუქტურის ხერხემალი. შესაბამისად, იმისათვის, რათა ე.წ. კანონიერმა ქურდობამ სისხლისსამართლებრივად რელევანტური ხასიათი შეიძინოს, საჭიროა არა მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი და მეორე ნაწილის შეფასება, არამედ კანონით და კონვენციით სადავო საკითხთან მიმართებით დადგენილი წესრიგის გაანალიზებაც.
,,ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლში ამომწურავად არის ჩამოთვლილი ქურდული სამყაროს ობიექტური შემადგენლობის ცალკეული ელემენტები, კერძოდ, კანონმდებლის მიერ ტერმინი ,,ქურდული სამყარო” იმგვარი სოციალური ჯგუფის დასახასიათებლად არის გამოყენებული, რომელიც მოქმედებს მათ მიერვე დადგენილი/აღიარებული სპეციალური წესების შესაბამისად და რომელთა მიზანია დაშინებით, მუქარით, იძულებით, დუმილის პირობებით, ქურდული გარჩევის გზით, დანაშაულებრივ ქმედებებში არასრულწლოვანთა ჩაბმით, დანაშაულის ჩადენით, ან დანაშაულის ჩადენისაკენ წაქეზებით მისი წევრებისათვის ან სხვა პირებისათვის სარგებლის მიღება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, ქურდული სამყაროს წევრია ნებისმიერი პირი, რომელიც აღიარებს ქურდულ სამყაროს და აქტიურად მოქმედებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად. კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ქურდული გარჩევა გულისხმობს ქურდული სამყაროს წევრის მიერ ორ ან ორზე მეტ პირს შორის არსებული დავის გადაწყვეტას, რომელსაც ახლავს მუქარა, იძულება, დაშინება ან სხვა უკანონო ქმედება, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, კანონიერი ქურდი ქურდული სამყაროს წევრია, რომელიც ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად, ნებისმიერი ფორმით მართავს ან/და ორგანიზებას უწევს ქურდულ სამყაროს ან პირთა გარკვეულ ჯგუფს.
კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნებიდან გამომდინარე, კანონიერი ქურდობა, ერთის მხრივ, გულისხმობს ქურდული სამყაროსადმი, როგორც ორგანიზებული ჯგუფისადმი კუთვნილებას, ქურდული სამყაროს ან პირთა გარკვეულ ჯგუფის მართვას და ორგანიზებას, ხოლო მეორე მხრივ, ქურდული სამყაროს მიზნების მისაღწევად გარკვეული უკანონო ქმედებების განხორციელებას. ამასთან, ქურდულ სამყაროს, როგორც ორგანიზებული ჯგუფის ერთ-ერთ ნაირსახეობას, აქვს კონკრეტულად განსაზღვრული მიზანი - სარგებლის მიღება, რომლის გარეშეც პირთა გაერთიანება ქურდულ სამყაროდ ვერ ჩაითვლება.
”ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ” გაეროს კონვენცია, რომელიც რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 2006 წლის 7 ივნისის დადგენილებით, დეტალურად განსაზღვრავს ორგანიზებული ჯგუფის ცნებას, კერძოდ, კონვენციაში ორგანიზებული ჯგუფისათვის დამახასიათებელ ერთ-ერთ სავალდებულო ნიშნად დასახელებულია პირდაპირ ან არაპირდაპირ ფინანსური, ან სხვა სახის სარგებლის მიღების მიზანი.
პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. არასაკმარისი, არადამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია, რადგან შეიცავს უდანაშაულო პირის მსჯავრდების რისკს.
„გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდოდ და დასაშვებად მიიჩნევს“.
სააპელაციო პალატა, შეფასებას აძლევს რა საქმეში არსებულ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს, მიიჩნევს, რომ ისინი არ არის საკმარისი ს-------------------ის, ო-------------ის, გ----------------–ის, ლ-–----------–---ისა და ნ---------------–--ის წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების - სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება-ჩაწერის შედეგად მოპოვებული ზემოთმითითებული ჩანაწერებისა და სხვა მტკიცებულებებით დგინდება, რომ ლ------------ე მის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის და საქალაქთაშორისო ტელეფონით ნამდვილად აწყობდა სატელეფონო კონფერენციებს. ლ------------ე წინასწარ შეთანხმებულ თარიღსა და დროს ერთმანეთთან აკავშირებდა სხვადასხვა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მყოფ პატიმრებს, რა დროსაც ეს უკანასკნელები განიხილავდნენ ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად ჩატარებულ, თუ ჩასატარებელ საჭირო მოქმედებებს, ასევე ქურდული წესებისა და კანონების დარღვევის, ე.წ. „ქ---------–-----------ს“ შეგროვებისა და მისი განაწილების საკითხებს და ამ მიზნებისთვის სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში მყოფი პატიმრების მართვისთვის საჭირო ღონისძიებებს, თუმცა ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, - ექსპერტიზაზე წარდგენილ ჩანაწერებზე საიდენტიფიკაციო კვლევის ჩატარება ო-------------ისა და გ----------------–ის ხმისა და მეტყველების მიხედვით, ვერ ხერხდება, ვინაიდან ჩანაწერები ვერ აკმაყოფილებს საიდენტიფიკაციოდ ვარგისიანობის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას - რეპრეზენტატულობას, რაც მთავარი პირობაა ჩანაწერის მიხედვით პიროვნების საიდენტიფიკაციოდ. ჩანაწერი არ არის რეპრეზენტატული, ანუ არ გააჩნია დამაკმაყოფილებელი ხარისხი და ხანგრძლივობა პიროვნების თავისუფალი მეტყველებისა. ამავე ექსპერტიზის დასკვნით, ასევე ვერ ხერხდება ნ---------------–--ის ხმისა და მეტყველების იდენტიფიკაცია, ვინაიდან ფონოგრამები ვერ აკმაყოფილებს საიდენტიფიკაციოდ ვარგისიანობის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას - თავსებადობას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო ბრალმდებელი წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მართალია, ო-------------ის, ნ---------------–--ის, ს-------------------ის და გ----------------–ის ხმის იდენტურობა დადგენილი არ არის, მაგრამ საქმის მასალებით დგინდება, რომ ოთხივე მათგანი იმ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს, საიდანაც ხორციელდებოდა სატელეფონო ზარები, ამასთან, ოთხივე მათგანი სახელებით და გვარებით არის მოხსენიებული. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის აღნიშნულ მოსაზრებას და განმარტავს, - ის გარემოება, რომ ო-------------ე, ნ---------------–--ე, ს-------------------ე და გ----------------–ი იმ პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიდნენ სასჯელს, საიდანაც სატელეფონო ზარები ხორციელდებოდა და ჩანაწერებში მათი სახელები და გვარებია მოხსენიებული, ერთმნიშვნელოვნად არ ნიშნავს იმას, რომ ხსენებული პირები ქურდულ გარჩევებთან დაკავშირებით მოწყობილ სატელეფონო კონფერენციებში მონაწილეობდნენ. პროკურორის აღნიშნული მოსაზრებების გაზიარების შემთხვევაში, რეალურად აზრს კარგავს პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ზოგადად ფონოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარება. აქვე, სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ექსპერტიზის ბიუროს საკვლევ ობიექტად საერთოდ არ გადასცემია ს-------------------ის ხმის ნიმუში.
რაც შეეხება ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის იმ ნაწილს, რომლითაც დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ ჩანაწერებში, სადავო ფონოგრამებში მონაწილე დიქტორი მამაკაცის ხმა და მეტყველება და „ლ-–----------–---ის ხმის ნიმუში“-ს ფონოგრამიდან ლ-–----------–---ის ხმა და მეტყველება ერთმანეთის იდენტურია. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის არგუმენტირებულ მსჯელობას და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, - მხარე ვალდებულია სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია საკუთარი მტკიცებულების წარმომავლობის შესახებ, ხოლო ამავე კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილით კი დადგენილია, რომ დოკუმენტს მტკიცებულებითი ძალა აქვს, თუ ცნობილია მისი წარმომავლობა და თუ მხარეს შეუძლია მოწმედ დაკითხოს პირი, რომელმაც მოიპოვა, შექმნა იგი ან/და რომელთანაც ინახებოდა სასამართლოში წარდგენამდე. მოცემულ შემთხვევაში კი, როგორც მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორის 2014 წლის 30 აპრილის და შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის 2014 წლის 6 მაისის მიმართვებით ირკვევა, ფონოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარება მოხდა იმ საკვლევი ობიექტების სახით წარდგენილ ფონოგრამის ასლებზე, რაც საექსპერტო განყოფილების კომპიუტერულ მეხსიერებაში ინახებოდა ძირითად სისხლის სამართლის #0----------- საქმეზე ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასრულების დღიდან. შესაბამისად, იმის დასადასტურებლად, თუ ვის მიერ მოხდა კომპიუტერული პროგრამიდან ფონოგრამის ასლების დისკზე გადატანა, თუ რა მდგომარეობაში იყო არსებული ფონოგრამები, ინახებოდა თუ არა საკვლევი ობიექტები სრული სახით, ასევე რა ფორმით და ვისი მონაწილეობით მოხდა მათი დალუქვა და გადაცემა მხარისთვის, აღნიშნულზე ინფორმაციის მისაღებად ბრალდების მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე არ იქნა წარმოდგენილი მოწმე, რომელიც შეძლებდა სასამართლოსთვის მიეწოდებინა ინფორმაცია წარმოდგენილი მტკიცებულების წარმომავლობასა და მოპოვების წყაროზე. ასევე შესაძლებელი იყო თუ არა ასეთი სახით მისი შენახვა კომპიუტერის მეხსიერებაში.
ამასთანავე, პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცებულება უნდა შეფასდეს კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით (საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილი), რადგან არცერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. შესაძლოა კონკრეტული მტკიცებულება აკმაყოფილებდეს ორ „ბარიერს“, მაგრამ მესამე „ბარიერი“-ს გადაულახაობის გამო, იგი არ იქნას გაზიარებული. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების - სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება-ჩაწერის შედეგად მოპოვებული ზემოთმითითებული ჩანაწერები განსახილევლ საქმესთან მიმართებით ნამდვილად არის რელევანტური და დასაშვები, თუმცა იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით ვერ განხორციელდა ო-------------ის, ნ---------------–--ის, ს-------------------ისა და გ----------------–ის ხმისა და მეტყველების იდენტიფიკაცია, ასევე, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ფონოგრამების მოპოვებასთან დაკავშირებით არ იქნა დაცული საპროცესო კოდექსის ზემოთხსენებული მოთხოვნები პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული მტკიცებულება ვერ ლახავს უტყუარობის ბარიერს, შესაბამისად პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული.
ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიებისა და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ს-------------------ემ, ო-------------ემ, გ----------------–მა, ლ-–----------–---მა და ნ---------------–--ემ ბრალად შერაცხული დანაშაული ჩაიდინეს. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალდების მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ს-------------------ის, ო-------------ის, გ----------------–ის, ლ-–----------–---ისა და ნ---------------–--ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში კი არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ ს-------------------ემ, ო-------------ემ, გ----------------–მა, ლ-–----------–---მა და ნ---------------–--ემ ბრალად შერაცხული დანაშაული ჩაიდინეს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 3 ნოემბრის განაჩენი გამართლებულების - ს-------------------ის, ო-------------ის, გ----------------–ის, ლ-–----------–---ისა და ნ---------------–--ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს მთავარი პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ მ-----------------–---ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 3 ნოემბრის განაჩენი ს-------------------ის, ო-------------ის, გ----------------–ის, ლ-–----------–---ისა და ნ---------------–--ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
ს-------------------ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2018 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში;
ნ---------------–--ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში;
ო-------------ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში;
გ----------------–ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში;
ლ-–----------–---ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში;
ცნობად იქნას მიღებული, რომ ს-------------------ისა და გ----------------–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა და მათ მიმართ გამოცხადებული ძებნა, გაუქმებულია;
გამართლებულებს - ს-------------------ეს, ო-------------ეს, გ----------------–ს, ლ-–----------–---სა და ნ---------------–--ეს განემარტოთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ;
ნივთიერი მტკიცებულებები:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
ლ-–----------–---ისა და ნ---------------–--ის ხმის ნიმუშები, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
ო-------------ის, ლ-–----------–---ის, გ----------------–ის და ნ---------------–--ის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სასამართლო სხდომის აუდიო ჩანაწერი, ჩაწერილი სამ ლაზერულ დისკზე, შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით;
სატელეფონო საუბრების აუდიო ჩანაწერები, დალუქული 8 პაკეტად, შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით;
სამოქალაქო რეესტრიდან მიღებული ო-------------ის ელექტრონული ფოტოსურათი, ერთ დისკად და 29.09.2014 წლის ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი სად-ის #7 დაწესებულების #16 საკნიდან, მოთავსებული DVD დისკზე, შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით;
25.09.2014 წლის ფარული ჩანაწერი სად-ის #7 დაწესებულების #16 საკნიდან, შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე