განაჩენი

სისხლის სამართლის 09.01.2019
საქმის ნომერი
180100117002341180
ინსტანცია
თარიღი
09.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 180100117002341180

საქმე №1ბ/294-18

PP

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 დეკემბერი, 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე მურმან ისაევმა

 

ნანა გიგიტაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: გ------- წ--–----–------ს, ა-----– ბ--------ის

მსჯავრდებულის: ნ------- ხ--–-–---–ის

ადვოკატის: მ----- ა------ს

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ნ------- ხ--–-–---–ის ინტერესების დამცველ ადვოკატის მ----- ა------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ------- ხ--–-–---–ის, დაბადებული 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი 0----------, ნასამართლობის არმქონეს, დაოჯახებულის, რეგისტრირებული: ქ------–-------------------------; ფაქტობრივად მცხოვრები: მ–------------------------–- ზ-------ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის, მიმართ, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ,,გ” და „დ“ ქვეპუნქტებით.

 

აღწერილობით–სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 27 მაისს, ღამით, დაახლოებით 01:00 საათზე მცხეთის რაიონის სოფელ ზ-------ში ნ------- ხ--–-–---–მა დაუდგენელ პირებთან ერთად წინასწარი შეთანხმებით უკანონოდ შეაღწია გ------- კ------–-–---–ის საცხოვრებელ სახლში, სადაც გ------- კ------–-–---–ზე დაუდგენელ პირებთან ერთად განახორციელა ფიზიკური ძალადობა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად დაეუფლა მის კუთვნილ „ASUS“-ის ფირმის კომპიუტერს (ლეპტოპს), ღირებულს 1350 ლარად, და დედამისის ე-–--- კ------–-–---–ის კუთვნილ ქალის ყელსაბამს, ღირებულს 08 ლარად, აღნიშნული ქმედებით გ------- კ------–-–---–ს ერთობლიობაში მიადგა 1358 (ათას სამას ორმოცდათვრამეტი) ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი, აგრეთვე ფიზიკური ზიანი.

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის განაჩენით;

 

ნ------- ხ--–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,გ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ნ------- ხ--–-–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - პატიმრობა გაუქმდა.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ------- ხ--–-–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატის მ----- ა------მ;

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის განაჩენის გაუქმება და სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენა წარდგენილ ბრალდებაში; საჩივარში მითითებულია, რომ ნ------- ხ--–-–---–ს დანაშაული არ ჩაუდენია, განაჩენი დამყარებულია მხოლოდ დაზარალებულის ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებზე, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა უტყუარი დამამტკიცებელი საბუთები რომლითაც დადასტურდებოდა წარდგენილი ბრალდება;

 

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ნ------- ხ--–-–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ----- ა------მ მხარი დაუჭირეს შემოტანილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება;

 

პროკურორმა ა-----– ბ--------ემ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, გაანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, კანონიერად და დასაბუთებულად მიიჩნია მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის განაჩენი ნ------- ხ--–-–---–ის მიმართ, როგორც იურიდიული კვალიფიკაციის ასევე სასჯელის ნაწილში, ითხოვა მისი უცვლელად დატოვება;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, მსჯავრდებულ ნ------- ხ--–-–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ----- ა------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. მსჯავრდებულ ნ------- ხ--–-–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეში არსებული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, გამოკვლეული იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ და ნ------- ხ--–-–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილად მიიჩნია შემდეგი მტკიცებულებებით, რასაც სააპელაციო პალატაც ეთანხმება;

 

კერძოდ: დაზარალებულ გ------- კ------–-–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ ცხოვრობს მცხეთის რაიონის სოფ. ზ-------ში. ბრალდებულ ნ------- ხ--–-–---–ს იცნობს დაახლოებით 7-8 წელია, როგორც მეზობლის სიძეს. თუმცა შედარებით ახლო ურთიერთობა მასთან ჩამოუყალიბდა 2017 წლის მარტი-მაისის თვეებში - ციხიდან გათავისუფლების შემდეგ. ამ პერიოდში მან - გ------- კ------–-–---–მა, ნ------- ხ--–-–---–მა და თ----------–------მ ჯართიც ჩააბარეს ერთად. აღდგომის დღეს კი ნ------- ხ--–-–---–ი და მისი ძმა ოჯახში სტუმრად იმყოფებოდნენ მასთან. ნ-------ის სიმამრი მისი შორეული ნათესავია. ვინაიდან 2017 წლის დასაწყისში დედამისი ე-–--- კ------–-–---–ი საცხოვრებლად ქ.თბილისში გადავიდა, სოფ. ზ-------ში სახლში მარტოდ ცხოვრობდა.

 

2017 წლის 26 მაისს, საღამოს დაახლოებით 20-21 საათზე იმყოფებოდა სოფ. ზ-------ში ნაბახუსევ მდგომარეობაში, რა დროსაც სოფლის წყაროს მხრიდან მოესმა ხმაური. მიზეზის გასარკვევად მივიდა წყაროსთან, სადაც გაარკვია, რომ ხმაური დაკავშირებული იყო ნ------- ხ--–-–---–ის თანმხლებ, მისთვის უცნობ, იქვე მყოფ პირთა ჩართულობით კამათთან. წყაროსთან იმყოფებოდა ასევე სოფ.ზ-------ს მცხოვრები მ------ ბ---------–---–ი. ხმაური მალევე დასრულდა. ამის შემდეგ ნ------- ხ--–-–---–მა მას მიმართა წინადადებით; წავიდეთ ან ჩემთან, ან შენთან. თუმცა ჯობია შენთან წავიდეთ –სახლში ინტერნეტი გაქვს, თანაც მარტო ხარო. იგი დასთანხმდა, რის შემდეგაც იგი, ნ------- ხ--–-–---–ი და მისი ოთხი მეგობარი, რომლებიც ნ-------მა თავის ძმაკაცებად მოიხსენია, ესტუმრნენ მას სახლში. უცნობთაგან ერთს ერქვა ბ---, ერთს ს----- თუ ,,ი-----'' –ზუსტად არ ახსოვს. სახლში რომ მივიდნენ, სტუმრები კომპიუტერთან - ლეპტოპთან დასხდნენ და გაერთვნენ, თუმცა ოჯახში იმავდროულად დაიწყეს ჭაჭის არყის სმა. თითოეულმა, მათ შორის ნ------- ხ--–-–---–მაც არანაკლებ 3-4 პატარა ჭიქა არაყი დალია, რა დროსაც ერთი მხრივ ბ--- და მეორე მხრივ იგი – ანუ გ------- კ------–-–---–ი სიტყვიერად შეკამათდნენ ერთმანეთში. კერძოდ, ბ---მ საუბარში ახსენა, რომ მას ქურდად გახდომა უნდოდა, ხოლო როცა გაიგო, რომ მასპინძელი ციხიდან იყო გამოსული, დაინტერესდა, თუ რომელ ზონაში იხდიდა გ------- კ------–-–---–ი სასჯელს, ვის იცნობდა, იყო თუ არა ,,კაი ბიჭი'' და ,,ვინ იყო ცხოვრებით'', იქვე დაამატა, რომ თავად ქსანში იჯდა. ამ საუბარში ნ-------იც ერეოდა. ბ---მ საწყენად ის ფაქტი მიიღო, რომ გ------- კ------–-–---–ი სასჯელის მოხდის დროს სამეურნეო ნაწილში იყო დასაქმებული, ანუ ბ---ს სიტყვებით იგი იყო ,,აბსლუგელი''. ნ-------ი და მისი მეგობრები დაახლოებით საათ - საათნახევარში წავიდნენ მისი სახლიდან.

 

სტუმრების სახლიდან წასვლის შემდეგ მან დაიძინა. თუმცა ღამით გააღვიძა ეზოს რკინის ჭიშკრის გაღების ხმამ. აშკარა იყო, რომ ვიღაცამ გარედან გააღო რკინის ჭიშკარი, ამის შემდეგ მას დაუწყეს ძახილი. როცა ძახილი უკვე ახლოდან, ეზოდან მოესმა, იგი იძულებული გახდა გაეღო სახლში შესასვლელი კარი, რამდენადაც ნ-------ი ხ--–-–---–მა და მისმა მეგობრებმა იცოდნენ, რომ იგი სახლში იმყოფებოდა. როგორც კი კარი გააღო, მომხვდურთა ნაწილი - ,,ი-----'', ბ--- და ნ-------ი-ყოველგვარი ნებართვის გარეშე ხმაურით შევიდნენ მის სახლში, ორი კი გარეთ დარჩა. პირველი ,,ი-----'' შევიდა ბინაში, რა დროსაც მან ხელი გაარტყა გ------- კ------–-–---–ს სახეში. ბ--- პირდაპირ ლეპტოპთან მივიდა, რომელიც ტახტზე იდო, დახურა იგი და შეუდგა სადენების და მაუსის ჩახსნას. ხოლო ნ------- ხ--–-–---–მა გვერდით ოთახში აიღო დედამისის, ე-–--- კ------–-–---–ის კუთვნილი ,,ცეპი'' -ყელსაბამი, რომელიც, ჯერ ყელთან მიიტანა ანუ მოიზომა, ხოლო შემდეგ ჯიბეში ჩაიდო. ამის შემდეგ ნ-------ი მივიდა ბ---სთან და მას მიეხმარა სადენების ჩახსნაში. სადენები და მაუსი იქვე დატოვეს, ხოლო ლეპტოპი ხელში აიღო ნ------- ხ--–-–---–მა. გ------- კ------–-–---–მა მკაცრად და არაერთხელ მოსთხოვა მომხვდურთ დაედოთ ნივთები, რაზეც ბ---მ და ნ-------იმ უპასუხეს – არ გეკუთვნის და ,,გახევთ'', ჩვენ გვჭირდებაო, რის შემდეგაც სამივე მათგანი გავიდა ბინიდან. ვინაიდან მომხვდურნი ბევრნი იყვნენ, გ------- კ------–-–---–ი შეშინდა და ფიზიკური წინააღმდეგობა მათთვის არ გაუწევია. მიხვდა, რომ თხოვნას - დაედოთ აღებული საგნები - აზრი არ ჰქონდა, რის გამოც მოკიდა ხელი ტელეფონს და სიტყვებით ,,დადეთ, თორემ არ შეგრჩებათ, ეს ეგრე არ დამთავრდება'', – უკან გაყვა მათ. ეზოში მან გადაასწრო მომხვდურთ და შესძახა ,,აქ დამელოდეთ, მოვალ'', რის შემდეგაც გაემართა ჭიშკრისკენ, რათა საშველად მეგობრისთვის, გ------- ჯ-----–---–--თვის მოეხმო. ჭიშკართან მისულს მოულოდნელად მუშტი მოხვდა ზურგში, რის შემდეგაც დავარდა ძირს. ამის შემდეგ ძირს დაცემულს სიბნელეში ჯგუფურად დაუწყეს ცემა. თავდაცვის მიზნით მან სახეზე ხელები აიფარა. თუმცა სიბნელე იყო, მაგრამ ხმით გაარჩია ნ------- ხ--–-–---–ი, რომელიც სხვებთან ერთად წიხლებს ურტყავდა და აგინებდა. ცემამ დაახლოებით ორი წუთი გასტანა. ერთ-ერთი ძლიერი დარტყმა თავში მიიღო, ტკივილის გამო გონება ნაწილობრივ დაებინდა, ურტყავდნენ ინტენსიურად. ვინაიდან წიხლებით ცემას თან ერთვოდა მისი მისამართით გინება, გააცნობიერა, რომ იქვე მდგომი ნ------- ხ--–-–---–იც ურტყავდა მას. ამის შემდეგ ისინი წავიდნენ, თუმცა მათ რამდენიმე წამით ჩამორჩათ ,,ი-----'' და როდესაც გ------- კ------–-–---–მა დაიწყო ტელეფონის ძებნა, ,,ი-----მ ''უთხრა, რომ წაქცევამდე ტელეფონი ხელით მოისროლეო. ამის შემდეგ ,,ი-----ც'' წავიდა, ხოლო ტელეფონის ძებნა უშედეგო აღმოჩნდა. იმავე ღამით მან მიაკითხა ხ---- გ-------–---–ს, რომელიც მისგან 300-ოდე მეტრში ცხოვრობს, ამ უკანასკნელს უამბო მომხდარი და სთხოვა ხ---- გ--------–---–ს - მიხმარებოდა გატაცებული ნივთების დაბრუნებაში.

 

დაზარალებულ გ------- კ------–-–---–ის განმარტებით, იმავე ღამით ხ---- გ-------–---–ი ქვეითად გადავიდა მეზობლად მცხოვრებ ნ------- ხ--–-–---–თან, დაბრუნებისას კი ხ----მ მას უთხრა; ,,წადი სახლში'', ყველაფერი კარგად იქნება''. გამთენიამდე იგი დაელოდა ნ-------ის მისვლას და ნივთების დაბრუნებას, თუმცა ვინაიდან ნ-------ი არ გამოჩნდა, გამთენიას ნივთების დასაბრუნებლად თავად მიაკითხა ნ------- ხ--–-–---–ს სახლთან. ნ-------იმ მოუსმინა და მანაც იგივე უთხრა; ,,კარგი, წადი სახლში''. დეტალებზე არ უსაუბრიათ და არც კონკრეტული დაპირება ყოფილა. მ------ ბ---------–---–თან შეეცადა გაერკვია, თუ ვინ იყვნენ ნ-------ის მეგობრები, მაგრამ მან უპასუხა, რომ არ იცნობდა მათ. იმავე დილას, დაახლოებით 08 საათზე კვლავ მიაკითხა ნ------- ხ--–-–---–ს, თუმცა ის აღარ დახვდა სახლში. მომხდარის თაობაზე გ------- კ------–-–---–მა უამბო თანასოფლელ გ------- ძ-----–---–ს, რომელიც ნივთების დაბრუნებაზე ასევე დალაპარაკებია ნ------- ხ--–-–---–ს, ამ უკანასკნელს გ-------სთან საუბარში უთქვია, რომ ,,გ------- ვცემეთო'', თუმცა არ დაუდასტურებია სახლიდან ნივთების წაღება.

 

ჩათვალა რა, რომ ნ------- ხ--–-–---–ი ნივთებს არ უბრუნებდა, მომხდარის შესახებ სხვისი ტელეფონით აცნობა დედას, ე-–--- კ------–-–---–ს, რომელმაც თავის მხრივ აღნიშნულის შესახებ შეატყობინა პოლიციას. პოლიცია მალევე გამოცხადდა გ------- კ------–-–---–თან–სოფ. ზ-------ში, თუმცა მან სიმართლის თქმას იმჟამად მაინც აარიდა თავი: გაითვალისწინა ის გარემოებანი, რომ ნ-------ი მაინც მეზობელი იყო, შორეული ნათესავის სიძე და შემდგომშიც მეზობლურად მოუწევდათ ცხოვრება. ამასთან კიდევ შერჩა ნივთების დაბრუნების მცირე იმედი, ამჯერად იგი ნ------- ხ--–-–---–ის სიმამრის მეშვეობითაც შეეცადა ნივთების დაბრუნებას, თუმცა როდესაც მისმა ყოველგვარმა მცდელობამ შედეგი არ გამოიღო და ნივთები ვერ დაიბრუნა, ამასთან ნ-------ი უარყოფდა ბინიდან ნივთების გატაცებას და საბოლოოდ დარწმუნდა - ისინი ნივთების დამბრუნებლები არ იყვნენ, საბოლოოდ არჩია სიმართლე ეთქვა და დედის მეშვეობით პოლიციას სთხოვა ფაქტზე რეაგირება.

 

დაზარალებულმა გ------- კ------–-–---–მა ასევე განმარტა, რომ კომპიუტერი, ლეპტოპი აჩუქა დამ - ჩანთით ჩამოუტანა გერმანიიდან. მისი ღირებულება ეროვნულ ვალუტაში იმჟამად შეადგენდა არანაკლებ 1350 ლარს. რაც შეეხება ყელსაბამს, იგი დედამისის კუთვნილებაა, ყელსაბამის ამოცნობა ჩატარდა საგურამოს პოლიციაში. ამოსაცნობად წარმოდგენილი მსგავს ყელსაბამებს შორის გატაცებული ამოიცნო ადვილად, რამდენადაც ეს ყელსაბამი ხშირად ჰქონდა ნანახი და ამოცნობაში არ შემცდარა. მანვე განმარტა, რომ დანამდვილებით არ შეუძლია თქვას, რომ მობილური ტელეფონიც გაიტაცეს. იმ ადგილის მახლობლად, სადაც ჯგუფურად სცემეს, გულდასმით ეძება, მაგრამ უშედეგოდ. მიაჩნია, რომ განცხადების შეტანის დროს დედამისი ტელევიზორის დასახელებისას გულწრფელად შეცდა.

 

დაზარალებულმა გ------- კ------–-–---–მა ასევე განმარტა, რომ როდესაც სტუმრები ღამით მიბრუნდნენ მასთან, დარჩა ის შთაბეჭდილება, რომ მომხვდურთ წინასწარ ჰქონდათ განზრახული ნივთების წართმევა, რამდენადაც სახლში შესვლის შემდეგ ,,ი-----მ'' უმიზეზოდ დაარტყა მას სახეში ხელი, შემდეგ ბ--- პირდაპირ დაჯდა ლეპტოპთან და დაიწყო სადენების ჩახსნა, ხოლო ნ-------ი მივიდა ყელსაბამთან, რომელიც ჯიბეში ჩაიდო .

 

მოწმე ხ---- გ-------–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვის დროს განმარტა, რომ ცხოვრობს მცხეთის რაიონის სოფ. ზ-------ში, შესაბამისად იცნობს როგორც ნ------- ხ--–-–---–ს, ასევე გ------- კ------–-–---–ს. 2017 წლის მაისის ბოლოს, დროს ზუსტად ვერ იხსენებს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გ------- კ------–-–---–ი იყო მასთან სახლში მისული კომპიუტერთან დაკავშირებით და უთხრა – ნ-------ი ხ--–-–---–მა წაიღო ჩემგან კომპიუტერიო. მან სახლთან მიაკითხა ნ------- ხ--–-–---–ს, რომელიც დახვდა ნასვამი. ნ-------ის მან უთხრა, რომ კომპიუტერის წაღებას აბრალებდა გ------- კ------–-–---–ი, იქვე შეეკითხა, თუ რაში იყო საქმე. ნ-------იმ მას უპასუხა, რომ სახლიდან ნივთები არ წამიღიაო. ხ---- გ-------–---–ი დაბრუნდა სახლში ისე, რომ ნ-------ის პასუხი გ-------სთვის არ გადაუცია. ამ საკითხზე შემდგომშიც გ------- კ------–-–---–ი აღარ უნახავს.

 

მანვე განმარტა, რომ ნ------- ხ--–-–---–ი მისი მეზობელია, სოფ.ზ-------ში პერიოდულად ხედავდა. ამ უკანასკნელს ქ.თბილისშიც აქვს სახლი და სოფელშიც. ნ-------ის რა ეცვა, არ ახსოვს. ნ-------ის სხეულზე ყელსაბამი არ შეუნიშნავს. გ------- კ------–-–---–ი რამდენჯერმეა ნასამართლევი. თუ გ-------ს ნივთები გაჰქონდა სახლიდან და ლომბარდში აბარებდა, არ სმენია.

 

დაზარალებულ გ------- კ------–-–---–ის ჩვენება იმ ნაწილში, რომ ჯგუფური დანაშაულის ჩადენის დროს ნ------- ხ--–-–---–ი იყო ნასვამი, დასტურდება ასევე მოწმე ხ---- გ-------–---–ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით. დასახელებული მოწმის ჩვენება დაზარალებულ გ------- კ------–-–---–ის ჩვენებასთან ერთად ასევე აქარწყლებს მსჯავრდებულის იმ განმარტების დამაჯერებლობას, რომლის მიხედვითაც იგი 2017 წლის 25 მაისის შემდეგ თითქოსდა სოფ. ზ-------ში იგი არ ყოფილა.

 

მოწმე მ------ ბ---------–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვის დროს განმარტა, რომ ცხოვრობს მცხეთის რაიონის სოფ. ზ-------ში, - მსჯავრდებულ ნ------- ხ--–-–---–ს იცნობს, როგორც დეიდაშვილის მეუღლეს. გ------- კ------–-–---–იც მისი ნათესავია. დროს ზუსტად ვერ იხსენებს, მაგრამ ახსოვს, რომ ღამით სოფლის წყაროსთან ნახა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ნ------- ხ--–-–---–ი, იმჟამად უცხო ბიჭებთან ერთად. ამ დროს თავადაც ნასვამი იყო. ნ-------ის მეგობრულად გამოელაპარაკა. როგორც ახსოვს, უცხო ახალგაზრდები მანქანით იყვნენ. ნ-------ის მითითებული თანმხლები პირები მისთვის არ გაუცვნია. ამის შემდეგ სახლში წავიდა და დაიძინა.

 

გ------- კ------–-–---–ი ნასამართლევია. არასდროს სმენია, რომ მას ოჯახიდან ნივთები გაჰქონდეს და ყიდდეს. ზემოხსენებულ დროს გ------- კ------–-–---–იც იმყოფებოდა თუ არა წყაროსთან, არ ახსოვს. მომდევნო დღეს იგი პოლიციაში დაიბარეს და იქ შეიტყო, რომ გ------- კ------–-–---–ი იყო დაზარალებული ლეპტოპისა და ტელეფონის დაკარგვის გამო. საქმის სხვა დეტალები მისთვის უცნობია.

 

დაზარალებულ გ------- კ------–-–---–ის ჩვენება იმ ნაწილში, რომ 2017 წლის მაისის ბოლოს ნ------- ხ--–-–---–ი ნამდვილად იმყოფებოდა სოფ. ზ-------ში, მისივე საცხოვრებელი სახლის მახლობლად არსებულ წყაროსთან უცნობ ახალგაზრდა მამაკაცებთან ერთად, თანაც ნასვამი, დადასტურებულია მოწმე მ------ ბ---------–---–ის ჩვენებითაც, რომელიც არის ნ------- ხ--–-–---–ის მეუღლის ნათესავი, რომელთანაც ნ------- ხ--–-–---–ის განმარტებით - ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს.

 

მოწმე ე-–--- კ------–-–---–ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ ცხოვრობს მცხეთის რაიონის სოფელ ზ-------ში, თუმცა 2017 წლის პირველ ნახევარში თვეების განმავლობაში ცხოვრობდა ქ.-----–--–--------–-–---–-- ქუჩაზე. მცხეთის რაიონის სოფ. ზ-------ში დასახელებულ მისამართზე მარტოდ ცხოვრობდა მისი ერთ-ერთი შვილი გ------- კ------–-–---–ი, წარსულში ნასამართლევი, რომელიც ციხიდან რამდენიმე თვით ადრე იყო გათავისუფლებული. ბოლოს სოფ. ზ-------ში იგი იმყოფებოდა 2017 წლის აპრილში, რა დროსაც სახლში კვლავ ნახა ლეპტოპი. ნ------- ხ--–-–---–ს იცნობს როგორც მეზობლის ჯ------- ე---–----–---–ის სიძეს, კონფლიქტური ხასიათის მქონე ახალგაზრდას. პირადად მასთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია. დღეს ზუსტად ვერ იხსენებს, უცნობი მობილური ტელეფონის გამოყენებით მას, ქ. თბილისში დაურეკა შვილმა გ------- კ------–-–---–მა, რომელმაც უთხრა, რომ იგი უცემიათ და გაუქურდიათ. კერძოდ, დღის განმავლობაში ნ------- ხ--–-–---–ი მისთვის უცნობ მეგობრებთან ერთად ორჯერ ყოფილა გ------- კ------–-–---–თან სახლში. დაულევიათ არაყი, ულაპარაკიათ და წასულან. ნ-------ის ჩათვლით ისინი ხუთნი ყოფილან. ამის შემდეგ გ-------ს დაუძინია. მოგვიანებით, უკვე ღამით ისინი მიბრუნებულან გ-------სთან, ჭიშკარზე უბრახუნებიათ და უძახიათ გ-------სთვის. ეს უკანასკნელი ნ------- ხ--–-–---–ის და მისი მეგობრების დაბრუნებას არ ელოდა. გ------- გაუღვიძებიათ ძახილით. როდესაც გ-------ს სახლში შესასვლელი კარი გაუღია, ერთ-ერთს მისთვის გაურტყავს ხელი. ამის შემდეგ დასახელებულ პირებს სახლიდან წაუღიათ ნივთები - ლეპტოპი, მძივი და მობილური ტელეფონი, რომელთა წაღებაზეც გ-------ს გაუწევია წინააღმდეგობა, რისთვისაც იგი ყველას ჯგუფურად უცემია. გ-------ს თქმით, მას ყველა სცემდა და როცა სთხოვდა - ნუ მცემთო, ისინი მაინც სცემდნენ. სცემეს იმიტომ, რომ წაეღოთ ლეპტოპი. ნ------- ხ--–-–---–ის გარდა გ------- სახელით იხსენიებდა ვინმე ბ---ს. მომხდარზე მან, ე-–--- კ------–-–---–მა შეატყობინა საპატრულო პოლიციას. რამდენიმე ხანში მას დაურეკეს პოლიციიდან და უთხრეს, რომ მისი შვილი გ------- კ------–-–---–ი განცხადებას აუქმებდა, უთქვამს, რომ ლეპტოპი გაუყიდია. პოლიციიდან მიღებული დასახელებული ინფორმაცია მან ბოლომდე არ დაიჯერა, ეჭვი შეეპარა მასში, რის გამოც მეორე შვილს და ნათესავს - მ-----ას და ც-–----ს მეშვეობით შეეცადა გადაემოწმებინა ეს ინფორმაცია. თუმცა ცოტა ხანში მას დაურეკა ისევ გ-------მ, რომელმაც უთხრა, რომ დედას იგი უნდა მოენახულებინა სოფ. ზ-------ში, გ-------მ იქვე დაამატა, რომ პოლიციელებისთვის მისი ნათქვამი, რომ თითქოსდა გაყიდა ლეპტოპი, არ იყო სიმართლე. პოლიციასთან მაშინ ასე იყო სათქმელად საჭირო. სოფელში რომ ჩავიდა, ნახა, რომ გ------- ნაცემი იყო, სახეზე ეტყობოდა ჩალურჯებანი. ნასვამი არ იყო. სუფრა ისევ აულაგებელი იყო - სახლში იყო გასარეცხი ექვსი ჭიქა და ამდენივე თეფში. ტახტზე ნახა ლეპტოპის დარჩენილი სადენები. სახლიდან წაღებული იყო ლეპტოპი, მძივი და მობილური ტელეფონი. დარწმუნდა პირველი ინფორმაციის სისწორეში. შვილმა გ------- კ------–-–---–მა უთხრა, რომ ამ სახლში მარტოდ ცხოვრობს, თანაც ნ-------ი ხ--–-–---–ი მეზობლად მცხოვრებია, კიდევ იმედოვნებდა, რომ ნ-------ი დაფიქრდებოდა და დაუბრუნებდა წაღებულ ნივთებს, რის გამოც მან პირველი განცხადებისთვის მსვლელობის მიცემაზე იმჟამად უარი თქვა. უცდია კიდეც ნ-------ისაგან ნივთების დაბრუნება, თუმცა უშედეგოდ. როდესაც ნახა ნაცემი შვილი და მოუსმინა მას, ე-–--- კ------–-–---–ი დარწმუნდა, რომ გ-------მ პირადად მას სწორი ინფორმაცია მიაწოდა. ამიტომ მან კვლავ გამოიძახა პოლიცია, ამჯერად სოფ. ზ-------ში ყოფნისას და აცნობა, რომ პირველი შეტყობინება სწორი იყო და პოლიციას რეაგირება მოეხდინა.

 

მოწმე ე-–--- კ------–-–---–ის განმარტებით, ლეპტოპი საზღვარგარეთ 500 ევროდ შეიძინა მისმა ქალიშვილმა, რომელსაც საქართველოში ჩამოტანის შემდეგ ფლობდა და სარგებლობდა გ------- კ------–-–---–ი. ლეპტოპი იყო თუ არა მეორადი ანუ შეძენამდე ექსპლუატაციაში ნამყოფი, არ იცის. ქალიშვილმა იგი ყუთის გარეშე ჩამოიტანა საქართველოში და მას შემდეგ ლეპტოპს იყენებდა გ------- კ------–-–---–ი. კუთვნილი მობილური ტელეფონი, როგორც ახსოვს, გ------- კ------–-–---–ს დაახლოებით 300 ლარად ჰქონდა შეძენილი. რაც შეეხება ქალის მძივს, იგი იყო შავი, რუხი, აგრეთვე ვერცხლისფერი რგოლებისგან შემდგარი, აქვს ,,პრუჟინიანი'' ~ანუ ზამბარიანი` საკეტი. იგი დაახლოებით ორი წლის უკან თავად შეიძინა ქ.თბილისში, მეტროპოლიტენის სადგურ ,,მარჯანიშვილის'' მიმდებარე ტერიტორიაზე 8 ლარად. ვინაიდან მას წლების განმავლობაში ფლობდა, ამოსაცნობად წარდგენილ სამ მძივს შორის იგი ადვილად ამოიცნო. თუ პოლიციაში შეტანილ შეტყობინებაში გამორჩენილია რომელიმე ნივთი, ეს ნერვიურობით შეიძლება აიხსნას. თუ წართმეულ ნივთებს შორის შეტყობინებაში ტელევიზორიც არის მოხსენიებული, ეს არის შეცდომა. მძივის წართმევის შესახებ კი გ------- კ------–-–---–მა მას მაშინ უთხრა, როდესაც სოფ. ზ-------ში ჩააკითხა შვილს.

 

მანვე განმარტა, რომ სურათში ნაჩვენები და ნ------- ხ--–-–---–ისათვის შებნეული ყელსაბამი ნამდვილად არის მისი ყელსაბამი, რომელიც ნ------- ხ--–-–---–მა გაიტაცა მათი ბინიდან და რომელიც შემდგომ ამოიცნო პოლიციაში. რაც შეეხება სურათზე მითითებულ თარიღს -,, 21.04.2017 7:03PM’’ ე-–--- კ------–-–---–მა განმარტა, რომ თარიღი არის არარეალური და სასურველი თარიღის სურათზე დატანება ტექნიკურად არ არის რთული.

 

ნ------- ხ--–-–---–ის პირადი ჩხრეკის ოქმით დადასტურებულია, რომ ნ------- ხ--–-–---–ისგან, კერძოდ კისრიდან ამოღებულ იქნა ყელსაბამი, რომელიც აღწერილობით, ფერის, ფორმის და შემადგენლობის მიხედვით ზუსტად ემთხვევა გ------- და ე-–--- კ------–-–---–ების მიერ აღწერილ, მათი სახლიდან ნ------- ხ--–-–---–ის მიერ გატაცებულ ყელსაბამს. ამოღებული ნივთით უტყუარად დასტურდება, რომ ნ------- ხ--–-–---–ი ფლობდა კ------–-–---–ების ოჯახიდან გატაცებულ ყელსაბამს.

 

ნივთის ამოცნობის ოქმებით დადასტურებულია, რომ დაზარალებულმა გ------- კ------–-–---–მა და მოწმე ე-–--- კ------–-–---–მა საერთო გარეგნობით, ფერის, ფორმის და შემადგენლობის მიხედვით ზუსტად ამოიცნეს ნ------- ხ--–-–---–ისგან ამოღებული ყელსაბამი, როგორც ე-–--- კ------–-–---–ის კუთვნილი და ძარცვის დროს მათი სახლიდან გატაცებული. ჩატარებულ ამოცნობათა ოქმებით უტყუარად დადასტურდა, რომ ნ------- ხ--–-–---–ისგან ამოღებული ყელსაბამი არის ზუსტად ის ყელსაბამი, რაც მან თანამონაწილე პირებთან ერთად გაიტაცა გ------- კ------–-–---–ის სახლიდან.

 

დაზარალებულ გ------- კ------–-–---–ის ჩვენება იმ ნაწილში, რომ ნ------- ხ--–-–---–მა და ვინმე ბ---მ ლეპტოპს ჩახსნეს სადენები და ისე გაიტაცეს ლეპტოპი, დადასტურებას პოულობს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, რომლის მიხედვითაც ტახტიდან ამოღებულია კომპიუტერის (ლეპტოპის) დარჩენილი აქსესუარები, კერძოდ: 2 ცალი დამტენი, სადენები, ე.წ. „მაუსი“, ვიდეოთვალი და ინტერნეტის მიმღებ-გამანაწილებელი ე.წ. „რესივერი“. ხოლო თავად ლეპტოპი სახლში არ იყო.

 

დაზარალებულ გ------- კ------–-–---–ის ჩვენება იმ ნაწილში, რომ 2017 წლის 27 მაისს სახლიდან ნივთების გატაცების დროს მომხვდურებმა, რომელთა შორის იყო ნ------- ხ--–-–---–ი, იგი გამეტებით სცემეს, დადასტურებას პოულობს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითაც, რომლის მიხედვით გ------- კ------–-–---–ს აღენიშნებოდა მკვრივი ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები მარჯვენა თვალის, ზედა ტუჩის და მარცხენა იდაყვის მიდამოებში, რომლებიც მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დაზიანების მიღების მითითებულ თარიღს - 2017 წლის 27 მაისს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხნენ გამომძიებლები ბ--- დ---–----, ნ------- ს---–--------, ლ---- გ--------- და ა-–---- მ--–---, ექსპერტ-კრიმინალისტები მ------ რ--–---–---–- და ილ-------------- რომლებმაც დაადასტურეს მათ მიერ გაცემული და შედგენილი დოკუმენტების რეალობა და სისწორე. დასახელებულ პირთა ჩვენებებით და ამ საქმეზე მოპოვებული სხვა მტკიცებულებებით დადასტურება ვერ პოვა მსჯავრდებულის ჩვენებამ იმ ნაწილში, რომ აღიარებითი ჩვენების მისაღებად მასზე კანონსაწინააღმდეგო ზემოქმედება გახორციელდა.

 

სააპელაციო საჩივრის მითითება იმის შესახებ თითქოს ნ------- ხ--–-–---–ს გ------- კ------–-–---–ის ოჯახში ჩადენილ ჯგუფურ ძარცვაში მონაწილეობა არ მიუღია, ამასთან მისგან ამოღებული ყელსაბამი თითქოსდა ეკუთვნის მას და არა - ე-–--- კ------–-–---–ს. დაცვის მხარის ასეთი ვერსია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დეტალურად იქნა გამოკვლეული და შეფასებული. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ მსჯავრდებულის და მისი ახლობლების ვერსია არის არა მხოლოდ შინაგანად წინააღმდეგობრივი და არადამაჯერებელი, არამედ ისინი წინააღმდეგობაშია სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებთან, აღნიშნული კი მიმართულია რათა მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობას ააცილონ ნ------- ხ--–-–---–ს.

 

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ გაურკვეველია დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ფოტოსურათების წარმომავლობა, ფოტოსურათები არ არის პირველადი დოკუმენტები და სავარაუდოდ ისინი მიღებულია სხვა ტექნიკური საშუალებიდან. არ არის წარმოდგენილი და შესაბამისად საქმეს არ ერთვის ის ნივთი, რომლიდანაც მოხდა სურათების გადაღება, არ ჩატარებულა მისი - გადასაღები საშუალების დათვალიერება. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილით, მხარის მოთხოვნის შემთხვევაში დოკუმენტს მტკიცებულებითი ძალა აქვს, თუ ცნობილია მისი წარმომავლობა და ის ავთენტიკურია. ამ შემთხვევაში კი, არ არის დადგენილი ის საშუალება, რითაც მოხდა წარმოდგენილი სურათების გადაღება, სურათები, როგორც მტკიცებულება, არ არიან ავთენტიკურნი, გამოირიცხა შესაბამისი ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობაც, რათა უტყუარად დადგენილიყო სურათებზე მითითებული თარიღისა და დროს რეალობა, ამ მიმართებით გამორიცხულიყო მონტაჟის ფაქტი.

 

ამდენად ნათელია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ხასიათდებიან ურთიერთშეთანხმებულობის და დამაჯრებლობის მაღალი ხარისხით, რა დროსაც იკვეთება, რომ დაზარალებულის ჩვენების ნამდვილობა და სისწორე კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენის კუთხით გამყარებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომელთა ურთიერთშეჯერების შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებში ეჭვის შეტანის შესაძლებლობა არ არსებობს, რის გამოც პალატა დაცვის მხარის არგუმენტებს იმის შესახებ, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებულ დაზარალებულის ჩვენება ვერ დაეთანხმება, რადგან იგი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

 

გარდა ამისა ზემოაღნიშნული გარემოებების საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებთან ურთიერთშეჯერებით პალატა ადგენს, რომ მოცემულ საქმეში არ იკვეთება რაიმე გარემოება, რაც ობიექტურად წარმოშობდა ეჭვს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი დაზარალებულის და მოწმეების მიუკერძოებლობასა და რაიმე პირადი ინტერესის თაობაზე მისცენ მსჯავრდებულის მამხილებელი ჩვენებები. ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. დაზარალებულის და მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია, აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს დაზარალებულის და მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. გარდა ამისა, დაზარალებულის და მოწმეების მიერ საქმის გარემოებათა შესახებ არსებული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას, რის გამოც პალატა უთითებს, რომ საქმის განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ, განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

 

ზემოთ მითითებულ მტკიცებულებების შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ნ------- ხ--–-–---–მა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,გ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით და არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების კანონიერი საფუძველი.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ ნ------- ხ--–-–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელს - თავისუფლების აღკვეთას 5 (ხუთი) წლითა 06 (ექვსი) თვის ვადით, აღნიშნულს პალატა სამართლიანად მიიჩნევს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის სახეს და ზომას. პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ნ------- ხ--–-–---–ისათვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა სრულად შეესაბამება, როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების კერძო და ზოგად პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს, უსაფრთხოებას და ახალ დანაშაულთა თავიდან აცილებას. გარდა აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანონ სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია. დანაშაულის მოტივისა და მიზნის თვალსაზრისით სასჯელის დანიშვნისას, პალატა ამავდროულად ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის შინაარსს, ხასიათს, მის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებას და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს მას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი.

 

გარდა აღნიშნულისა, პალატა მიიჩნევს, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის განაჩენი მსჯავრდებულ ნ------- ხ--–-–---–ის მიმართ, არის დასაბუთებული, იგი ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლis pirveli nawils “ დD” qvepunqtiT, და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ნ------- ხ--–-–---–ის ადვოკატის მ----- ა------ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის განაჩენი ნ------- ხ--–-–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელად;

 

ნ------- ხ--–-–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,გ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ნ------- ხ--–-–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმებულია;

 

სასჯელის მოხდის ათვლა ნ------- ხ--–-–---–ს დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2017 წლის 29 მაისის 19:30 საათიდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გადაწყდეს ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი:

 

ნ------- ხ--–-–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ყელსაბამი (ჯვარის გარეშე) დაუბრუნდეს დაზარალებულ გ------- კ------–-–---–ს ან ე-–--- კ------–-–---–ს, ან მათი ნდობით აღჭურვილ პირს,ნ------- ხ--–-–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ ყელსაბამზე მიბმული ჯვარი -ყელსაბამისაგან განცალკევებით დაუბრუნდეს ნ------- ხ--–-–---–ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

ერთი ცალი დამტენი, ერთი ცალი მაუსი, ერთი ცალი ვებკამერა, მოთეთრო ფერის კაბელები და ერთი ცალი გამანაწილებელი როუტერი - დაუბრუნდეს დაზარალებულ გ------- კ------–-–---–ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის განმავლობაში საკასაციო საჩივრის შეტანის გზით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. თბილისი გ. რობაქიძის 7ა) .

 

მოსამართლე: მურმან ისაევი