განაჩენი

სისხლის სამართლის 22.03.2019
საქმის ნომერი
330100117002146444
ინსტანცია
თარიღი
22.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 3-----------------

საქმე №1/ბ-960-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

11 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მანუჩარ კაპანაძემ

 

ნინო სოლომნიშვილის, ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - თ----------–-----–---–ის,ადვოკატების - ი-----–---------–--ის, გ----------–---–ის, მ--------------ის,მსჯავრდებულ - ფ----------------ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ ფ----------------ის ადვოკატების ი-----–---------–--ის და მ--------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ფ----------------ის მიმართ - დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: გ---–-----–------------------–---ა, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–--------–---------------–--–---------------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2-6-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობითი-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 ივნისის განაჩენით:

 

ფ----------------ი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით;

 

ფ----------------ი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2-6-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ-ის 2-6-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისთვის - თავისუფლების აღვეთა 02 (ორი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 2-6-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

ფ----------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;

 

ფ----------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელები და საბოლოოდ ფ----------------ს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

 

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის, მე-3 მუხლის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 10 წლის ვადით ჩამოერთვა: საექიმო და ფარმაცევტული, საქმიანობის უფლება აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლება.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მარტის განაჩენით დანიშნული ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი - 02 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ფ----------------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ფ----------------მა ჩაიდინა:

 

ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

მანვე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ტარება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2-6-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით;

 

მანვე ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

მანვე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 16 სექტემბერს, დაახლოებით 18:15 საათზე, ქ. თ---–--–------–----------------3-ში მდებარე შპს ,,ე---------ის“ კუთვნილ მაღაზიაში, ფ----------------ი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა შპს ,,ე---------ის“ კუთვნილ 360 ლარს. აღნიშნული ქმედებით შპს ,,ე---------ს“ მიადგა 360 ლარის მატერიალური ზიანი;

 

2017 წლის 16 სექტემბერს, დაახლოებით 18:15 საათისთვის, ქ. თ---–--–------–----------------3-ში მდებარე შპს ,,ე---------ის“ კუთვნილ მაღაზიაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისას ფ----------------ი ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს, რომლის გამოყენებითაც შპს ,,ე---------ის“ კუთვნილ მაღაზიაში განახორციელა ყაჩაღობა;

 

2017 წლის 16 სექტემბერს, დაახლოებით 18:10 საათზე, ქ-------–--–------–-------------------–- მდებარე შპს ,,ე---------ის“ კუთვნილ მაღაზიის შესასვლელთან, ფ----------------მა თ---------------ს მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, რამაც თ--------------ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

2017 წლის 21 სექტემბერს, 22:15 საათზე ფ----------------ი იმყოფებოდა ქ. თბილისში, ორთაჭალაში მდებარე რესტორან ,,თ----–------–ი“, რა დროსაც უკანონოდ ინახავდა, უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალება - ჰეროინს, წონით 0,0105 გრამი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ფ----------------ის ადვოკატებმა ი-----–---------–--ემ და მ--------------მა, რომლებმაც მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

 

დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან იგი ემყარება სათანადო ანალიზის გარეშე, მტკიცებულებათა ზერელე შეფასების შედეგად გამოტანილ დასკვნებს. აპელანტები ყურადღებას ამახვილებენ მტკიცებულების სახით წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერებზე და მიიჩნევენ, რომ იგი არ უნდა იქნეს გაზიარებული, ვინაიდან არ იქნა წარმოდგენილი ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა, რომ ვიდეოფირზე ნამდვილად ფ----------------ია ასახული. ამასთან, მათივე განმარტებით, სასამართლო სხდომაზე ვიდეოჩანაწერები სრულად არ გამოკვლეულა, მხოლოდ ნაწილი იქნა გამოკვლეული და განაჩენი დაეყრდნო ვიდეოჩანაწერების გახსნისა და დათვალიერების ოქმებს. გარდა ამისა, ვიდეოჩანაწერებში არ ჩანს, რომ ფ----------------ი ახორციელებს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლებს სავაჭრო ობიექტში მდებარე მაცივრების მიმართულებით. გამოძიებამ არ დაადგინა, თუ როდისაა დაზიანებული მაცივრები და ვის მიერ. ამასთან, წარმოდგენილი მტკიცებულებები არ აქარწყლებენ ეჭვს, რომ შესაძლოა ფ----------------ს ხელში ეჭირა სათამაშო პისტოლეტი და არა ნამდვილი. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე კი შეუძლებელია მყარი დასკვნის გამოტანა, რომ ფ----------------ს გააჩნდა ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც მან შეიძინა გაურკვეველ ვითარებაში და ატარებდა.

 

დაცვის მხარე ასევე მიიჩნევს, რომ ფ----------------ს არ ჩაუდენია ყაჩაღობა, ვინაიდან იგი მაღაზიაში მივიდა თავისი მეგობრის - თ--------------ის დასაძებნად და არა საყაჩაღოდ. მისი ქმედება უნდა შეფასდეს, როგორც მეგობრის დაუკითხავად დახლიდან ფულის აღებად და არა ყაჩაღობად. ამასთან, არცერთი მტკიცებულებით არ დგინდება, რომ ფ----------------მა აიღო იმ ოდენობის თანხა, რასაც ბრალდება ედავება.

 

აპელანტების განმარტებით, ფ----------------ს არც თ--------------ის ცემა ჩაუდენია, მათ შორის მართლაც მოხდა გარკვეული სახის ფიზიკური დაპირისპირება, რომლის დროსაც ორივე მხარემ ერთმანეთს მიაყენეს ფიზიკური შეურაცყოფა, თუმცა ბრალდების მხარემ მხოლოდ თ--------------ე გაგზავნა ექსპერტიზაზე, ხოლო არ დაადგინა, ჩ------ნს ქონდა თუ არა რაიმე სახის დაზიანება. სასამართლომ ამ ნაწილშიც სათანადოდ არ შეაფასა გარემოებები და მტკიცებულებათა არარსებობის ფონზე დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი.

 

დაცვის მხარე ასევე აანალიზებს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენისა და შენახვის ნაწილში არსებულ მტკიცებულებებს და მიიჩნევს, რომ განაჩენი ამ ნაწილშიც უკანონო და დაუსაბუთებელია. აპელანტების განმარტებით, განაჩენი ეყრდნობა მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნას და პოლიციელების ჩვენებებს, რაც არ არის საკმარისი იმის სამტკიცებლად, რომ ფ----------------ს ნამდვილად გააჩნდა ნარკოტიკული საშუალება. გარდა ამისა, ვინაიდან ნარკოტიკული საშუალებებთან მიმართებით არ ყოფილა დაწყებული გამოძიება, ფ----------------ი, როგორც ნარკოტიკული საშუალების ნებაყოფლობით წარმდგენი პირი, უნდა გათავისუფლებულიყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.

 

აღნიშნულისა და საჩივარში მითითებული სხვა გარემოებების გათვალისწინებით, დაცვის მხარე ითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმებას და ფ----------------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

 

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ობიექტური და ურთიერთშეჯერებული ანალიზის საფუძველზე დასტურდება, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ფ----------------ს ამხელენ იმ ინკრიმინირებული ქმედებების ჩადენაში, რაშიც იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი; აღნიშნული მტკიცებულებები მთლიანად აკმაყოფილებენ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის მოთხოვნებს და ერთობლიობაში საკმარის საფუძველს ქმნიან გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის, კერძოდ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა დაზარალებული თ--------------ე, რომელმაც განმარტა შემდეგი:

 

ქ. თ---–--–------–----------------3-ში აქვს სუპერმარკეტი, რომელიც დარეგისტრირებულია შპს ,,ე---------ი“-ს სახელწოდებით. იქვე გაიცნო ფ----------------ი, რომელიც იმ უბანში მეზობლად ცხოვრობდა და რომელიც ხშირად მიდიოდა მასთან მაღაზიაში ფულის სათხოვნელად. თანხას იგი ყოველთვის აბრუნებდა, თუმცა ბოლო პერიოდში დაუგროვდა ვალი, რის გამოც უარი უთხრა ფულის მიცემაზე. შემთხვევის დღეს, 2017 წლის 16 სექტემბერს, შუადღის 12:00 საათზე მივიდა სამსახურში. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ მასთან მაღაზიაში მივიდა ფ----------------ი და უთხრა, რომ ლომბარდიდან ტელევიზორი ჰქონდა გამოსატანი, რის გამოც სჭირდებოდა გარკვეული თანხა. ფ----------------ს მისცა 275 ლარი და ამავე დროს გაჰყვა ლომბარდში, რათა გადაემოწმებინა, ნამდვილად ლომბარდისთვის სჭირდებოდა ფული თუ არა. ლომბარდში ტელევიზორი არ დახვდათ, საწყობში იყო შენახული, ხოლო გასაღები ლომბარდის სხვა თანამშრომელს ჰქონდა წაღებული, რის გამოც იმ დროს ტელევიზორის გამოტანა ვერ მოხერხდა. დაბრუნდა სამსახურში, სადაც საათნახევრის შემდეგ კვლავ მივიდა ფ----------------ი, რომელმაც მადლობა გადაუხადა ხელშეწყობისთვის და კიდევ სთხოვა 150 ლარი. აღნიშნულზე უარი უთხრა, რის გამოც შეკამათდნენ, შემდეგ გარეთ გავიდნენ და კამათ ქუჩაში გაგრძელდა. ჩ------ნმა უთხრა, რომ თუ თანხას არ მისცემდა, არც ძველ ვალებს დაუბრუნებდა. ამავე დროს მოულოდნელად შეაგინა და რამდენჯერმე გაარტყა ხელი. ისინი ქუჩაში გამვლელებმა გააშველეს, ჩ------ნი სახლისკენ წავიდა, ხოლო თავად მაღაზიაში შეიარა. მოწმე თ--------------ის განმარტებით, აღნიშნულის შემდეგ გავიდა მაღაზიიდან, დაახლოებით 100-200 მეტრის გავლის შემდეგ მაღაზიიდან გაიგონა კივილის ხმა, დაბრუნდა მაღაზიაში და შეიტყო, რომ ფ----------------ი ეძებდა. მაღაზიაში დახვდა ნატყვიარები მაცივარზე, ასევე ტყვიით გახვრეტილი იყო ოთახის კარები და საკეტი, ხოლო სალაროდან ფული იყო წაღებული. სუპერმარკეტში დახვდა პოლიცია. შეიტყო, რომ აღნიშნული ჩაიდინა ფ----------------მა, რაც ნახა მაღაზიის ვიდეოკამერების ჩანაწერებშიც.

 

მოწმე ნ---------–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს ქ. თ---–--–------–----------------3-ში მდებარე შპს ,,ე---------ის“ მაღაზიაში, მოლარედ. ხსენებული მაღაზიის დირექტორია თ---------------. იცნობს ფ----------------ს, რომელიც მაღაზიის ხშირი მომხმარებელი იყო. იგი (ფ----------------ი) იცნობდა თ---------------საც და მაღაზიიდან ხშირად ,,ნისიად“ გაქონდა პროდუქტები. მოწმის განმარტებით, 2017 წლის 16 სექტემბერს მაღაზიაში ასრულებდა კონსულტანტის მოვალეობას, ხოლო მოლარის მოვალეობას ასრულებდა სხვა პიროვნება, რომლის ვინაობა არ ახსოვს. შუადღის საათებში მაღაზიაში მივიდა ფ----------------ი და კაბინეტში შეხვდა თ---------------ს, თუ რაზე ისაუბრეს, მისთვის უცნობია. ცოტა ხნის შემდეგ ჩ------ნი გამოვიდა კაბინეტიდან და მას (ნ---------–---–ს) უთხრა, რომ თ--------------- ეძახდა. შევიდა მ--------სთან, რომელმაც უთხრა, რომ ფ----------------ისთვის სალაროდან მიეცათ 200 ლარი. მან მოლარეს უთხრა, რომ ჩ------ნისთვის მიეცა 200 ლარი და გააგრძელა საკუთარი საქმიანობა. ფ----------------მა აიღო 200 ლარი და წავიდა. დაახლოებით 2-3 საათის შემდეგ ჩ------ნი ისევ დაბრუნდა მაღაზიაში და შევიდა მ--------სთან კაბინეტში. ცოტა ხანში ორივენი გამოვიდნენ და საუბარი გარეთ გააგრძელეს. გაიგონა კარის ჯახუნისა და ჩხუბის ხმა, გავიდა გარეთ და დაინახა, რომ თ---------------ს ხელით შებოჭილი ყავდა ფ----------------ი, ისინი გამვლელებმა გააშველეს, ხოლო თავად მაღაზიაში შებრუნდა. ფ----------------ი განარიდეს ტერიტორიას, ხოლო თ--------------- მაღაზიაში შემობრუნდა, რა დროსაც შუბლიდან სისხლი მოსდიოდა. მან (თ---------------მ) მომსახურე პერსონალს სთხოვა დაცვა გამოეძახათ, ხოლო თვითონ კაბინეტის კარი ჩაკეტა და წავიდა. თამაზის წასვლის შემდეგ მაღაზიაში დაბრუნდა ფ-------ი, რომელიც იყო იარაღით ხელში და ყვირილით ეძებდა თ---------------ს. მაღაზიის მენეჯერი ეუბნებოდა, რომ მ-------- არ იყო მაღაზიაში და მოუწოდებდა წასულიყო. ვინაიდან ფ----------------მა ვერ იპოვა მ--------, იგი იარაღით ხელში მაღაზიის მოლარესთან მივიდა და მოსთხოვა ფულის მიცემა. მოწმის განმარტებით, ამით შეშინებული გაიქცა მაღაზიიდან და შევარდა მაღაზიის გვერდით არსებულ სილამაზის სალონში, სადაც მაღაზიიდან გაიგონა იარაღის სროლის ხმა. სალონში მყოფმა მოქალაქეებმა დარეკეს პატრულში, რომელიც მალევე მივიდა, ასევე მოვიდა სასწრაფო დახმარებაც. როდესაც მაღაზიაში დაბრუნდა, დაინახა შუშის ნამსხვრევები. ამ ყველაფრის გამო შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ს--------------–---–მა განმარტა, რომ დაახლოებით 4 წელია, რაც მუშაობს შპს ,,ე---------ში“. 2017 წლის 16 სექტემბერს ნ---------–---–თან ერთად, დილიდან ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. მათთან ერთად ასევე მუშაობდა მოლარის პრაქტიკანტი. დაახლოებით 11:00 საათზე მაღაზიაში მივიდა ფ----------------ი, რომელმაც იკითხა მაღაზიის დირექტორი თ---------------. მ-------- არ იყო მაღაზიაში, რის გამოც ჩ------ნი წავიდა. 15:00 საათის შემდეგ მაღაზიაში მივიდნენ მაღაზიის მენეჯერი მ----------ე და პრომო-გოგო. ცოტა ხანში მაღაზიაში ისევ მივიდა ფ------- მ--------, რომელიც პირდაპირ შევიდა თ--------------ის კაბინეტში, მცირე დროის შემდეგ გამოვიდა კაბინეტიდან და მას (ს---------------–---–ს) უთხრა, რომ სალაროდან მისთვის მიეცა 275 ლარი, რაზეც თ--------------- თანახმა იყო. აღნიშნულზე მიუგო, რომ უნდა გადაემოწმებინა თ---------------სთან, რადგან არ ჰქონდა უფლება, მისი ნებართვის გარეშე სალაროდან ფული გაეცა. ამის გამო ფ----------------ი ცოტა გაღიზიანდა. იგი (ს---------------–---–ი) შევიდა მ--------სთან კაბინეტში და ჰკითხა ჩ------ნისთვის 275 ლარის მიცემის თაობაზე, რაზეც მ--------მ უპასუხა, რომ მხოლოდ 200 ლარი მიეცა მისთვის და ისიც ბოლოჯერ. იგი გამოვიდა კაბინეტიდან და ჩ------ნს მისცა 200 ლარი, რის შემდეგაც ჩ------ნი წავიდა. დაახლოებით 5 საათისათვის მაღაზიაში მივიდა მეორე პრომო-გოგო და კონსულტანტის კიდევ ერთი პრაქტიკანტი გოგო. დაახლოებით 17:30 საათზე ფ----------------ი ისევ მივიდა მაღაზიაში და პირდაპირ შევიდა თ--------------ის კაბინეტში. ამ პერიოდში მას (ს---------------–---–ი) მსხვილი კუპიურა ჰქონდა დასახურდავებელი, რის გამოც შევიდა მაკარაძის კაბინეტში. მ-------- კომპიუტერთან იჯდა, ხოლო ჩ------ნი - მის გვერდით, ისინი კამათობდნენ ისევ თანხის თაობაზე. ამის გამო კაბინეტიდან ისე გამოვიდა, რომ თანხა არ დაუხურდავებია და დაუბრუნდა სალაროს. ფ-------ი და თამაზი კამათით გამოვიდნენ კაბინეტიდან და გავიდნენ მაღაზიიდან. მოწმის განმარტებით, მათი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის გამოც ღილაკის საშუალებით გამოიძახა დაცვის სამსახური. მოჩხუბრები გააშველეს ქუჩაში გამვლელებმა, შემდეგ თ--------------- შევიდა მაღაზიაში, მას ამ დროს შუბლზე ნაკაწრი ჰქონდა, მან კაბინეტის კარი გადაკეტა და წავიდა. წასვლამდე მ--------მ დაიბარა, რომ კიდევ გამოეძახებინათ დაცვის სამსახური. ცოტა ხანში მაღაზიაში დაბრუნდა ფ----------------ი, რომელსაც ხელში იარაღი ეჭირა და ხმამაღლა ყვიროდა თუ სად იყო თ---------------. მაკარაძის კაბინეტის კარები დაკეტილი დახვდა და ვერ მოახერხა შიგნით შეღწევა, რის შემდეგაც მივიდა მოლარესთან, რომელსაც იარაღი მიუშვირა და მუქარით უბრძანა ფული მიეცა მისთვის. მოლარეს შეეშინდა და გაიქცა, ხოლო თავად სალაროს აპარატს დააფარა ხელი, რათა ფ----------------ს იქიდან თანხა არ ამოეღო, ამის გამო ჩ------ნმა მას იარაღის კონდახი ჩაარტყა თავში. ჩ------ნის მაღაზიიდან გაყვანას ვიღაც კაცი ცდილობდა, რა დროსაც ჩ------ნმა მაღაზიაში რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც ჩაიმსხვრა მაღაზიის შუშები. მოწმის განმარტებით, ჩ------ნს ხშირად გაჰქონდა პროდუქტები მაღაზიიდან ისე, რომ თანხას არ იხდიდა და ვალში უთვლიდნენ.

 

მოწმე მ------------------ამ სასამართლოს მოახსენა, რომ 2017 წლის 16 სექტემბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, იგი მივიდა ქ. თ---–--–------–----------------3-ში მდებარე მაღაზიაში პრაქტიკებზე. ის დღე მოწმისთვის პრაქტიკის პირველი დღე იყო და მას ასწავლიდნენ სალარო აპარატთან მუშაობას. დღის განმავლობაში ფ----------------ი არაერთხელ შენიშნა მაღაზიაში. 15:00 საათის შემდეგ ჩ------ნი შევიდა მაღაზიის დირექტორ თ---------------სთან კაბინეტში, სადაც მცირე დრო დაჰყო. ცოტა ხნის შემდეგ ჩ------ნი გამოვიდა კაბინეტიდან, მივიდა კონსულტანტ ს--------------–---–თან და უთხრა, რომ სალაროდან მიეცა მისთვის 275 ლარი, რაზეც თანახმა იყო თ---------------. აღნიშნული ხარაშვილმა გადაამოწმა თ---------------სთან და საბოლოოდ შეთანხმდნენ 200 ლარის მიცემაზე. ჩ------ნმა აიღო 200 ლარი და წავიდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ იგი ისევ დაბრუნდა მაღაზიაში. მას მაღაზიის შესასვლელთან შელაპარაკება მოუვიდა თ---------------სთან, ჩ------ნმა აგინა მ--------ს და მუშტი დაარტყა შუბლში, მ--------მაც თავდაცვის მიზნით მოიქნია ხელი. ამასობაში ქუჩაში გამვლელი ხალხი ჩაერია და გააშველა ისინი. მ-------- დასისხლიანებული შევიდა მაღაზიაში, დაკეტა თავისი კაბინეტის კარები და გავიდა მაღაზიიდან. დაახლოებით 5 წუთში მაღაზიაში დაბრუნდა ფ----------------ი, რომელიც სირბილით მივიდა მაკარიძის კაბინეტთან და კარებს დაუწყო წიხლების დარტყმა, მაგრამ კარი დაკეტილი იყო. ამის შემდეგ იგი (ფ----------------ი) მივიდა მაღაზიის სალაროსთან, რომელსაც მარჯვენა ხელში ეჭირა შავი ფერის პატარა ზომის იარაღი და მიუშვირა მას (მ------------------ას). შეშინებული სალაროს ამოეფარა, იქვე იდგა ს--------------–---–იც, რომელმაც სალაროს ხელები გადააფარა და ჩ------ნს ხელი შეუშალა თანხის ამოღებაში, რის გამოც ჩ------ნმა მას იარაღი შუბლში ჩაარტყა. ამის შემდეგ ფ----------------მა სალაროდან ამოიღო ფული და მაღაზიაში კამერებს დაუწყო ძებნა, ამ დროს ისარგებლა შემთხვევით, გამოიქცა მაღაზიიდან და შევიდა იქვე მდებარე სილამაზის სალონში. მაღაზიიდან გარეთ გამოსვლისას მაღაზიიდან გაიგო იარაღიდან გასროლის ხმები. სიტუაციის დაწყნარების შემდეგ დაბრუნდა მაღაზიაში, სადაც მაცივარზე დაინახა ნატყვიარები და ჩამტვრეული შუშები, ხოლო სალაროდან ფული იყო წაღებული.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით ასევე დაიკითხნენ თ----------------–---–-------------------–-------–-------–-–---–ი, რომლებმაც დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერება და ავთენტურობა.

 

2017 წლის 26 სექტემბრის სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დასტურდება, რომ პირადი შემოწმებით, 2017 წლის 18 სექტემბერს, მოქ. თ---------------ს სხეულზე აღენიშნებოდა მექანიკური დაზიანებები: სისხლნაჟღენთების, ნაჭდევების და ნაკაწრების სახით. დაზიანებები როგორც ერთობლიობაში, ასევე იზოლირებულად ცალ-ცალკე აღებულნი მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. ნაკაწრები განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, ხოლო ყველა სხვა დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით (ტომი II, ს.ფ. 137-138).

 

2017 წლის 16 სექტემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერდა ქ. თ---–--–------–----------------3-ში მდებარე შპს ,,ე---------ის“ სუპერმარკეტი. სუპერმარკეტში შესასვლელიდან მარჯვნივ განთავსებულია სალარო მაგიდა, რომლის შუა ნაწილშიც განთავსებულია სალარო ყუთი, სალარო მაგიდის გარშემო განთავსებულია სხვადასხვა პროდუქცია, რომლის გვერდითაც ასევე განთავსებულია მეორე სალარო მაგიდა, უშუალოდ პირველი სალარო მაგიდის წინა მხარეს განთავსებულია ძეხვეულის მაცივარი, უშუალოდ სუპერმარკეტში, შემოსასვლელიდან ხელ-მარჯვნივ განთავსებულია მოდიდო ზომის ნაყინის მაცივარი, წარწერით ,,თ---–ია“, რომლის კარების მინაც არის ჩამტვრეული, უშუალოდ მაცივრის წინ ყრია ნამსხვრევები, ხოლო მაცივრის მიმდებარედ, ერთმანეთის მოშორებით გდია ორი ცალი მასრისმაგვარი საგანი, აღნიშნული მაცივრის გვერდით ასევე განთავსებულია მაცივარი, წარწერით ,,ჰ-----ენი“, რომლის კარების მინაც არის დაზიანებულ მდგომარეობაში, აღნიშნულის გვერდით განთავსებულია დახლ-მაცივარი, ღია ტიპის, რომლის გვერდითაც განთავსებულია რძის პროდუქტის მაცივარი, წარწერით ,,სოფლის ნობათი“, რომლის კარებსაც აღენიშნება დაზიანება. აღნიშნულის გვერდით განთავსებულია ,,სანტისიმოს“ მაცივარი, რომლის კარების მინაც არის ჩამტვრეული. სუპერმარკეტში შესასვლელიდან პირდაპირ ხელ-მარჯვნივ განთავსებულია ,,ნატახტრის“ სამ კარებიანი მაცივარი, რომლის მარცხნიდან პირველი და მეორე კარები არის დაზიანებული. სუპერმარკეტში შესასვლელიდან ხელ-მარცხნივ განთავსებულია კაბინეტში შესასვლელი კარები, რომლის სახელურის სამაგრიც არის დაზიანებული, უშუალოდ სახელურის ნაწილი დაზიანებულ მდგომარეობაში გდია კარების წინ მეტლახის ზედაპირზე, სადაც ასევე გდია მეტალის საგანი, ასევე დაჭმუჭნული ქაღალდის 100 ლარიანი კუპიურა, რომლის გვერდითაც გდია მასრის მაგვარი ორი ცალი საგანი, უშუალოდ სუპერმარკეტში პირველი სალაროს მიმდებარედ იატაკზე ყრია მოწითალო ფერის კამფეტები.

 

კინოლოგიის სამსახურის მიერ სამძებრო ძაღლი გაშვებული იქნა შემთხვევის ადგილიდან სუნის კვალზე, რომელიც გამოვიდა მარკეტიდან და მივიდა ტაშკენტის I შესახვევი №--------–--------------------–-----------------------–---–------------------------------–-----------------ის კარების წინ გაჩერდა (რომელიც შემდეგში აღმოჩნდა ბრალდებულ ფ----------------ის ბებიის - ინგა ძაძამიას საცხოვრებელი სახლი).

 

დათვალიერების შედეგად ექსპერტების მიერ ამოღებული იქნა ანაწმენდები, 8 ცალი მასრა, ექვსი ცალი ტყვიის გულა, 100 ლარიანი კუპიურა, ერთი ცალი კარის სახელური, ლითონის საგანი, სამი ცალი დ/ფირი, ხელის კვლები, cd დისკი, ორი სუნის კვალის ნიმუში და გადაღებული იქნა ფოტოსურათები (ტომი I, ს.ფ. 6-3-).

 

2017 წლის 16 სექტემბრის ბინის ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ გაიჩხრიკა ქ. თბილისში, ტ-–------------------–-------------ში მდებარე ბინა №3-, რომელიც ეკუთვნის ბრალდებულ ფ----------------ის ბებიას - ინგა ძაძამიას. ჩხრეკის შედეგად კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ ამოღებულა (ტომი I, ს.ფ. 33-41).

 

2017 წლის 18 სექტემბრის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის №----/დ დასკვნით დასტურდება, რომ კვალი №-, რომელიც ამოღებულია შემთხვევის ადგილიდან, იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი - ფ------------------ის ძე ჩ------ნის (დაბ. 1--------- წელს) მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის ანაბეჭდის (ტომი I, ს.ფ. 106-111).

 

2017 წლის 19 სექტემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დაზარალებულ თ--------------ის მონაწილეობით დათვალიერდა ქ. თ---–--–------–----------------3-ში მდებარე შპს ,,ე---------ი“-ს სუპერმარკეტიდან გამოთხოვილი 2017 წლის 16 სექტემბრის ვიდეომასალა, რომელზეც აღბეჭდილია სუპერმარკეტის შიდა პერიმეტრი, კერძოდ სალარო მაგიდა და მისი მიმდებარე ტერიტორია. 18:14:41 საათზე კადრში ჩანს 35 წლამდე მამაკაცი, რომელსაც ტანთ აცვია მუქი ფერის მაისური, მუქი ფერის შარვალი და მოლურჯო ფერის სპორტული ფეხსაცმელი. ხსენებულ მამაკაცზე თ---------------მ განაცხადა, რომ იგი არის ფ----------------ი. 18:14:51 საათზე ხსენებული მამაკაცი ისევ ჩნდება კადრში და მას მარჯვენა ხელში უჭირავს მოშაო ფერის იარაღი. 18:15:42 საათზე ხსენებული მამაკაცი მიდის სალაროსთან, მარჯვენა ხელში უჭირავს მოშაო ფერის იარაღი, რომლის დემონსტრირებასაც ახდენდა სალარო მაგიდის შიდა მხარეს მდგომი მოლარის მიმართულებით და მარცხენა ხელით აღებს სალაროს უჯრას, აღნიშნულზე თ---------------მ განაცხადა, რომ ხსენებული მამაკაცი იყო ფ----------------ი; 18:15:44 საათზე კადრში ჩნდება გოგონა, რომელსაც ტანთ აცვია სტაფილოსფერი მოკლესახელოებიანი მაისური თეთრ ფერებში გაწყობილი და ცდილობს სალარო უჯრის დაკეტვას და იარაღიანი მამაკაცისთვის ხელის შეშლას, აღნიშნულ გოგონაზე თ---------------მ განაცხადა, რომ ის არის სუპერმარკეტის მოლარე-ოპერატორი ს--------------–---–ი. 18:15:47 საათზე ხსენებული ახალგაზრდა მამაკაცი ბრუნდება გოგონასკენ და თავის არეში ურტყამს იარაღს. 18:15:49 საათზე ხსენებული მამაკაცი ისევ ბრუნდება სალაროსკენ და სალაროდან იღებს ფულად თანხას. ხსენებული მამაკაცი მალევე შორდება ვიდეო-კამერების თვალთახედვის არეალს, 18:15:56 საათზე ისევ ჩნდება კადრში, რა დროსაც მიემართება სუპერმარკეტში შესასვლელიდან ხელ-მარცხნივ განთავსებული კაბინეტის მიმართულებით, 18:16:13 საათზე ხსენებული მამაკაცი, რომელსაც მარჯვენა ხელში უჭირავს მოშაო ფერის იარაღი სწრაფად მიემართება სუპერმარკეტის გასასვლელისკენ და ეფარება ვიდეო-კამერების თვალთახედვის არეალს (ტომი II, ს.ფ. 61-64).

 

2017 წლის 19 სექტემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დაზარალებულ თ--------------ის მონაწილეობით დათვალიერდა ქ. თ---–--–------–----------------3-ში მდებარე შპს ,,ე---------ი“-ს სუპერმარკეტიდან გამოთხოვილი 2017 წლის 16 სექტემბრის ვიდეომასალა, რომელზეც აღბეჭდილია ტ-–------------------ში მდებარე მრავალსართულიანი კორპუსის პირველ სართულზე განთავსებული შპს ,,ე---------ი“-ს სუპერმარკეტის შესასვლელი და მის წინ არსებული ტროტუარი, რომლის გვერდითაც განთავსებულია საპარკინგე ზოლი, სადაც გაჩერებულია მანქანები, ხოლო სუპერმარკეტის შესასვლელში შეინიშნება მომხმარებლის ინტენსიური მოძრაობა. 18:10:29 საათზე სუპერმარკეტიდან გამოდის ორი მამაკაცი, რომელთაგან ერთ-ერთი არის დაახლოებით 45 წლამდე ასაკის, საშუალო აღნაგობის და სიმაღლის, რომელსაც აცვია მოლურჯო ფერის მოკლემკლავიანი პერანგი, ხოლო მეორე მამაკაცი არის დაახლოებით 35 წლამდე ასაკის, დაახლოებით 175 სმ სიმაღლის და საშუალო აღნაგობის, რომელსაც აცვია მუქი ფერის მოკლემკლავიანი მაისური და შავი შარვალი, მოლურჯო ფერის სპორტული ფეხსაცმელი, ხსენებული მამაკაცები ერთმნეთში კამათობენ ჟესტიკულაციის საშუალებით; 18:10:56 საათზე მოლურჯო ფერის მოკლემკლავიან პერანგიანი მამაკაცი აპირებს სუპერმარკეტის კარებში შესვლას, რომელსაც ასევე მიჰყვება ფეხდაფეხ მუქი ფერის მაისურიანი მამაკაცი და ორივენი მალევე ბრუნდებიან სუპერმარკეტის წინა მხარეს და ისევ აგრძელებენ საუბარს, რა დროსაც მოლურჯო ფერის მოკლემკლავიანი პერანგიანი მამაკაცი უახლოვდება სუპერმარკეტში შესასვლელ კარებს, რომელსაც ისევ უახლოვდება მუქი ფერის მაისურიანი მამაკაცი და ორჯერ იქნევს ხელს მოლურჯო ფერის პერანგიან მამაკაცის მიმართულებით, რა დროსაც იწყებენ ჩხუბს. ამ დროს მუქი ფერის მაისურიანი მამაკაცი ხელს ურტყამს რამდენჯერმე თავის არეში მოლურჯო ფერის პერანგიან მამაკაცს, რა დროსაც ხელიდან უვარდება მუქი ფერის საგანი, ხოლო მოლურჯო ფერის პერანგიანი მამაკაციც ურტყამს ხელს მუქი ფერის მაისურიან მამაკაცს, რომელიც ეცემა ტროტუარზე. ამ დროს ხსენებულ პირებს უახლოვდებიან გამვლელები და ცდილობენ მათ გაშველებას. თ---------------მ დათვალიერებისას განმარტა, რომ მოლურჯო ფერის პერანგიანი მამაკაცი არის თვითონ, ხოლო მუქი ფერის მოკლემკლავიან მაისურში მამაკაცი არის ფ----------------ი. გაშველების შემდეგ მოლურჯო ფერის მამაკაცი შედის სუპერმარკეტში, ხოლო მუქი ფერის მოკლემკლავიან მაისურიანი მამაკაცი, ანუ ფ----------------ი, მიემართება სუპერმარკეტის გამოსასვლელიდან მარჯვენა მხარეს და ეფარება ვიდეოკამერების თვალთახედვის არეალს; 18:12:56 საათზე მოლურჯო ფერის მოკლემკლავიანი პერანგიანი მამაკაცი გამოდის სუპერმარკეტიდან და მოძრაობას აგრძელებს სუპერმარკეტის გამოსასვლელიდან მარცხენა მხარეს ვ-–----–----–-ს გამზირის მიმართულებით; 18:14:3- საათზე სუპერმარკეტის ტ-–---------------ის მხრიდან ჩნდება ფ. ჩ------ნი, რომელიც სირბილით მოძრაობას აგრძელებს სუპერმარკეტის კარების მიმართულებით და შედის შიგნით, ამ დროს სუპერმარკეტში შედიან და გამოდიან მომხმარებლები. ჩ------ნი 18:15:12 საათზე ისევ გამოდის უკან სუპერმარკეტიდან და გარბის გასასვლელიდან ხელ-მარცხნივ მდებარე სწრაფი კვების ობიექტის მიმართულებით, საიდანაც გამორბის 18:15:29 საათზე და ისევ გარბის სუპერმარკეტის მიმართულებით, რომლის წინაც გამორბიან მოქალაქეები. სუპერმარკეტიდან ასევე სწრაფი ნაბიჯებით გამორბის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც იყურება უკან-უკან, სუპერმარკეტიდან ასევე გამორბის ახალგაზრდა გოგო და ახალგაზრდა ბიჭი ბავშვთან ერთად, ამ დროს სუპერმარკეტის წინა მხარეს ჩერდება ,,მერსედესის“ ფირმის ღია ფერის ავტომანქანა, რომელსაც აქვს მოწითალო ფერის წარწერები, კამერის თვალთახედვის არეალში ჩნდება ორი მამაკაცი, რომლებიც შერბიან მარკეტის გამოსასვლელიდან ხელ-მარცხნივ მდებარე ობიექტზე, რაზედაც თ---------------მ განაცხადა, რომ ხსენებული მამაკაცები არიან კერძო დაცვის თანამშრომლები. 18:16:15 საათზე სუპერმარკეტიდან გამორბის ფ----------------ი, რომელიც მარჯვენა ხელით მოშაო ფერის იარაღის მსგავს საგანს ითავსებს წინა მარჯვენა მხარეს არსებულ საქამრეში და სწრაფი ნაბიჯებით გარბის სუპერმარკეტის გამოსასვლელიდან მარჯვენა მხარეს და ეფარება ვიდეო-კამერების თვალთახედვის არეალს. ამ დროს სუპერმარკეტის წინ გროვდებიან მოქალაქეები (ტომი II, ს.ფ. 65-69).

 

2017 წლის 16 ოქტომბრის ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ მოწმე მ------------------ამ ფოტოსურათებიდან ამოიცნო ფ----------------ი, რომელზეც მიუთითა, რომ 2017 წლის 16 სექტემბერს სწორედ მან დაარტყა სახეში ხელი თ---------------ს, შემდეგ იგი გაიქცა და ცოტა ხანში დაბრუნდა უკან, რა დროსაც მას იარაღის მუქარით სალაროდან გასტაცა ფულადი თანხა, ასევე მან სუპერმარკეტში მოახდინა რამდენიმე გასროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან (ტომი II, ს.ფ. 163-168).

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2017 წლის 19 სექტემბრის ბალისტიკური ექსპერტიზის №1---/ბ დასკვნით დასტურდება, რომ სს №0----------- საქმეზე გამოკვლეული: 1. კონვერტებში პირობითად №№1; 2; 3; 4; 5; 6; 7; 8 მოთავსებული 8 (რვა) ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნის შემადგენელი ნაწილი-მასრა, განკუთვნილი მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის ПМ, სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათვის ,,АПС“ და სხვა.

 

რვავე მასრა ვარგისია იდენტიფიკაციისთვის და გასროლილია ერთი და იგივე 9 მმ კალიბრის პისტოლეტში, რომელიც განკუთვნილია 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნების გასასროლად.

 

კონვერტებში პირობითად №№ 9; 10; 11; 13; 14 მოთავსებული 5 (ხუთი) ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის 9მმ კალიბრის ვაზნის შემადგენელი ნაწილი-ტყვია, განკუთვნილი მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის ,,ПМ“; სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათვის ,,АПС“; პისტოლეტებისათვის Р-----------------, პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების დიდ ჯგუფისთვის და სხვა.

 

ხუთივე ტყვია ვარგისია იდენტიფიკაციისთვის და გასროლილია ერთი და იგივე 9 მმ კალიბრის პისტოლეტიდან, რომელიც განკუთვნილია 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნების გასასროლად.

 

კონვერტში პირობითად №12 მოთავსებული ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნის შემადგენელი ნაწილი-ტყვია, განკუთვნილი მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის ,,ПМ“; სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათვის ,,АПС“; პისტოლეტებისათვის Р-----------------, პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების დიდ ჯგუფისთვის და სხვა. რაიმე მყარ საგანთან კონტაქტის გამო ჭდეულის ველები სრულიად განადგურებულია, რის გამოც ტყვია უვარგისია იდენტიფიკაციისთვის (ტომი I, ს.ფ. 114-122).

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა გ----------–----მ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.

 

2017 წლის 19 სექტემბრის ქიმიური ექსპერტიზის №---/რან დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ ანაწმენდებზე დენთის შემადგენელი კომპონენტის ფუნქციონალური ჯგუფის NO2-ის არსებობა დაფიქსირდა მცირე ინტენსივობით. ტყვიის კაფსულაში და კორპუსში შემავალი კომპონენტების ტყვიისა და სპილენძის არსებობა დაფიქსირდა ანაწმენდებზე მცირე ინტენსივობით (ტომი I, ს.ფ. 125-128).

 

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი მ--------------ე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.

 

2017 წლის 19 სექტემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დაზარალებულ თ--------------ის მონაწილეობით დათვალიერდა ქ. თ---–--–------–----------------3-ში მდებარე შპს ,,ე---------ი“-ს სუპერმარკეტიდან გამოთხოვილი 2017 წლის 16 სექტემბრის ვიდეომასალა, რომელზეც აღბეჭდილია სუპერმარკეტის შიდა პერიმეტრი, კერძოდ სალარო მაგიდა და მისი მიმდებარე ტერიტორია. 18:14:41 საათზე კადრში ჩანს 35 წლამდე მამაკაცი, რომელსაც ტანთ აცვია მუქი ფერის მაისური, მუქი ფერის შარვალი და მოლურჯო ფერის სპორტული ფეხსაცმელი. ხსენებულ მამაკაცზე თ---------------მ განაცხადა, რომ იგი არის ფ----------------ი. 18:14:51 საათზე ხსენებული მამაკაცი ისევ ჩნდება კადრში და მას მარჯვენა ხელში უჭირავს მოშაო ფერის იარაღი. 18:15:42 საათზე ხსენებული მამაკაცი მიდის სალაროსთან, მარჯვენა ხელში უჭირავს მოშაო ფერის იარაღი, რომლის დემონსტრირებასაც ახდენდა სალარო მაგიდის შიდა მხარეს მდგომი მოლარის მიმართულებით და მარცხენა ხელით აღებს სალაროს უჯრას, აღნიშნულზე თ---------------მ განაცხადა, რომ ხსენებული მამაკაცი იყო ფ----------------ი; 18:15:44 საათზე კადრში ჩნდება გოგონა, რომელსაც ტანთ აცვია სტაფილოსფერი მოკლესახელოებიანი მაისური თეთრ ფერებში გაწყობილი და ცდილობს სალარო უჯრის დაკეტვას და იარაღიანი მამაკაცისთვის ხელის შეშლას, აღნიშნულ გოგონაზე თ---------------მ განაცხადა, რომ ის არის სუპერმარკეტის მოლარე-ოპერატორი ს--------------–---–ი. 18:15:47 საათზე ხსენებული ახალგაზრდა მამაკაცი ბრუნდება გოგონასკენ და თავის არეში ურტყამს იარაღს. 18:15:49 საათზე ხსენებული მამაკაცი ისევ ბრუნდება სალაროსკენ და სალაროდან იღებს ფულად თანხას. ხსენებული მამაკაცი მალევე შორდება ვიდეო-კამერების თვალთახედვის არეალს, 18:15:56 საათზე ისევ ჩნდება კადრში, რა დროსაც მიემართება სუპერმარკეტში შესასვლელიდან ხელ-მარცხნივ განთავსებული კაბინეტის მიმართულებით, 18:16:13 საათზე ხსენებული მამაკაცი, რომელსაც მარჯვენა ხელში უჭირავს მოშაო ფერის იარაღი სწრაფად მიემართება სუპერმარკეტის გასასვლელისკენ და ეფარება ვიდეო-კამერების თვალთახედვის არეალს (ტომი II, ს.ფ. 61-64).

 

პირველი ინსტანციის სასამართო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული იქნა შსს ვაკე-საბურთაოს სამმართველოს თანამშრომელი გ---------------–--ე, რომელმაც განმარტა, რომ მიიღო შესაბამისი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ძებნილი ფ----------------ი იმყოფებოდა ორთაჭალაში, რესტორან ,,თ----–------–ი“. თანამშრომელ ი-–-------–-–---–თან ერთად გავიდა მითითებულ ადგილზე, სადაც მართლაც იმყოფებოდა ფ----------------ი, რომელსაც წარუდგინეს პოლიციის მოწმობები და მიცეს წინადადება, რომ თუკი რაიმე კანონსაწინააღმდეგო გააჩნდა, წარმოედგინა მათთვის. ჩ------ნმა განუცხადათ, რომ იარაღი არ ქონდა, თუმცა ჯიბიდან ამოიღო საგადასახადო ჩეკში გახვეული პარკი, რომელშიც იყო რაღაც პლასტელინისმაგვარი ნივთიერება და წარუდგინა მათ. აღნიშნული ნივთიერება ამოღებული და დალუქული იქნა მათ მიერ, ხოლო ფ----------------ი გადაყვანილი იქნა პოლიციის სამმართველოში.

 

ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა საქმეზე მოწმი სახით დაკითხულმა ი-–-------–-–---–მა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, რომლითაც დასტურდება, რომ 2017 წლის 21 სექტემბერს, 22:15 საათზე, ქ. თბილისში, რესტორან ,,თაღლაურა“-ში დაკავებული იქნა ფ----------------ი, რომელმაც შარვლის წინა მარჯვენა მცირე ზომის ჯიბიდან ამოიღო და გამოძიებას ნებაყოფლობით წარუდგინა შპს ,,ა-------------ა“-ს ქვითარში, გახვეული მცირე ზომის თავმოხეული პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო გარკვეული მასა. აღნიშნული ნივთი დაილუქა და ერთ პაკეტად და მასზე გაკეთდა ხელმოწერები. ოქმის სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს ფ----------------ი (ტომი II, ს.ფ. 98-105).

 

2017 წლის 22 სექტემბრის ქიმიური ექსპერტიზის №1-----------/ქრ დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი: თეთრი ფერის, ნაწერებიანი ქაღალდის ნაჭერში (ქვითარი) მოთავსებული თერმულად დამუშავებულ ლურჯ პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული მოყავისფრო ნივთიერება, წონით - 0,1308 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს: ჰეროინს წონით - 0,0105 გრამს, მორფინს (მარილი) წონით - 0,00062 გრამს და კოდეინს (მარილი) წონით - 0,00015 გრამს (ტომიII, ს.ფ. 113-116).

 

სასამართლო სხდომაზე დაიკითხულმა ექსპერტებმა ნ------–---–---------------------–-------ამ დაადასტურეს მათ მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დაეთანხმნენ მას.

 

ამდენად, წარმოდგენილ მტკიცებულებათა ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო რელევანტურ და უტყუარ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა ფ----------------ის მიმართ გამამტყუნელები განაჩენის დასადგენად. დაცვის მხარე არ დაეთანხმა სასამართლოს მიერ გამოტანილ დასკვნებს და მოითხოვა ფ----------------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა. პალატა მსჯელობას იქონიებს დაცვის მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში მოყვანილ ძირითად არგუმენტებზე და წარმოაჩენს, თუ რატომ არ იზიარებს მათ პოზიციას.

 

ადვოკატები სააპელაციო საჩივარში უთითებენ, რომ ფ----------------ს არ ჩაუდენია ყაჩაღობა, ვინაიდან მისი მიზანი იყო არა თანხის გატაცება, არამედ მეგობრის - თ--------------ის დაძებნა და მასთან დალაპარაკება. მისი ქმედება კი უნდა შეფასდეს მეგობრის დაუკითხავად დახლიდან თანხის აღებად და არა ყაჩაღობად. მას არც თ--------------ის ცემა ჩაუდენია. დაცვის მხარის აღნიშნული მსჯელობა იმთავითვე მოკლებულია ყოველგვარ მტკიცებულებებზე დამყარებულ არგუმენტაციას და სამართლებრივ საფუძველს.

 

პალატა ყურადღებას გაამახვილებს დაზარალებულ თ--------------ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაზე და აღნიშნავს, რომ მან საკმაოდ დამაჯერებლად და ლოგიკურად გადმოსცა 2017 წლის 16 სექტემბერს მის კუთვნილ მაღაზიაში განვითარებული მოვლენები. აღწერა, თუ რა მიზნით მივიდა მასთან ფ----------------ი, დაადასტურა მასზე თანხის გადაცემის ფაქტი და მიუთითა, რომ თანხის გადაცემის შემდეგ ფ----------------ი კვლავ მივიდა მასთან ისევ ფულის სათხოვნელად, უარის მიღების შემდეგ კი მასზე განახორციელა ფიზიკური ძალადობა და რამოდენიმეჯერ გაარტყა ხელი. დაზარალებულმა ასევე მიუთითა, რომ მაღაზიიდან წასვლის შემდეგ, 100-200 მეტრში მაღაზიიდან გაიგონა კივილის ხმა. როცა მაღაზიაში დაბრუნდა, უთხრეს, რომ ფ----------------ი ეძებდა; მაცივარზე და კარებზე კი შენიშნა ნატყვიარები.

 

დაზარალებულ თ--------------ის ჩვენება სხვადასხვა ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გამყარებულია და სრულ თანხვედრაშია მოწმეების: ნ---------–---–ის, ს--------------–---–ის და მ------------------ას ჩვენებებთან, რომლებმაც იდენტურად აღწერეს ფ----------------ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები დეტალები. დაადასტურეს თ--------------ის თანხმობით ფ----------------ისათვის თანხის გადაცემის ფაქტი; იდენტურად აღწერეს იმავე დღეს მაღაზიაში ფ----------------ის განმეორებით მოსვლისა და თ--------------ის ცემის გარემოებები; მოწმეებმა ასევე განმარტეს, რომ თ--------------ის წასვლის შემდეგ მაღაზიაში შევარდა იარაღმომარჯვებული ფ----------------ი, რომელმაც ჯერ კაბინეტის კარს დაუწყო წიხლებით რტყმევა, შემდეგ კი მივიდა სალაროსთან, რა დროსაც წინააღმდეგობა გაუწია ს--------------–---–მა, რომელსაც ჩ------ნმა იარაღის ტარი შუბლში ჩაარტყა, სალაროდან აიღო თანხა, რა დროსაც მოახდინა გასროლები.

 

ის გარემოება, რომ ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ფ----------------ის მიერ ნამდვილად ჩადენილი იქნა ყაჩაღობა, გარდა დაზარალებულისა და მოწმეთა თანმიმდევრული და დამაჯერებელი ჩვენებებისა, დადასტურებულია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, რომლის თანახმადაც დათვალიერებული იქნა ტ-–------------------ში მდებარე მაღაზია, სადაც განთავსებული მაცივრების კარების მინები არის ჩამტვრეული, დაზიანებულია მაცივრები და ოთახის შესასვლელი კარის სახელური; ექსპერტების მიერ კი ამოღებული იქნა ანაწმენდები, რვა ცალი მასრა, ექვსი ცალი ტყვიის გულა, კარის სახელური და სხვა; ასევე ჩატარებული იქნა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა, რომლის თანახმადაც - კვალი №-, რომელიც ამოღებულია შემთხვევის ადგილიდან, იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი - ფ------------------ის ძე ჩ------ნის (დაბ. 1--------- წელს) მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის ანაბეჭდისა. გარდა ამისა, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა 2017 წლის 19 სექტემბრის ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმები, რომლის თანახმადაც დაზარალებულის მონაწილეობით დათვალიერებული იქნა ტ-–------------------ში მდებარე შპს ,,ე---------ის“ კუთვნილი მაღაზიიდან გამოთხოვილი ვიდეომასალა, სადაც დაფიქსირებული მამაკაცებიდან, თ--------------ის განმარტებით, ერთ-ერთი არის თვითონ, ხოლო მეორე - მუქი ფერის მაისურით, მუქი ფერის შარვლით და მოლურჯო ფერის სპორტული ფეხსაცმლით, არის ფ----------------ი. ოქმში მითითებულია, რომ 18:15:42 საათზე აღნიშნული მამაკაცი მიდის სალაროსთან, მარჯვენა ხელში უჭირავს მოშავო ფერის იარაღი, რომლის დემონსტრირებასაც ახდენდა სალარო მაგიდის შიდა მხარეს მდგომი მოლარის მიმართულებით და მარცხენა ხელით აღებს სალაროს უჯრას.

 

ის გარემოება, რომ ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ფ----------------ი 2017 წლის 16 სექტემბერს ნამდვილად იმყოფებოდა ტ-–------------------ში მდებარე შპს ,,ე---------ის“ კუთვნილ მაღაზიაში, სადაც განახორციელა თ--------------ის ცემა და ყაღურად დაეუფლა მაღაზიის კუთვნილ ფულად თანხას, დადასტურებულია ასევე ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით, რომლის მიხედვითაც მ------------------ამ ფოტოსურათებიდან ამოიცნო ფ----------------ი და განმარტა, რომ 2017 წლის 16 სექტემბერს სწორედ მან დაარტყა სახეში ხელი თ--------------ეს, შემდეგ გაიქცა და ცოტა ხნის შემდეგ დაბრუნდა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით სალაროდან გასტაცა ფულადი თანხა, ხოლო სუპერმარკეტში ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა რამოდენიმე გასროლა.

 

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მსჯელობას, რომლის თანახმადაც საქმეში არ არის წარმოდგენილი ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც უტყუარად დაადასტყურებდა ფაქტს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერზე ნამდვილად ასახულია ფ----------------ი. დაცვის მხარის აღნიშნული მსჯელობა იმთავითვე მოკლებულია ლოგიკურ დასაბუთებას, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა რამდენიმე პირდაპირი, სარწმუნო და უტყუარი მტკიცებულება, რომელთა ერთობლიობით დასტურდება მითითებულ დროს ფ----------------ის ყოფნა შპს ,,ე---------ის“ კუთვნილ მაღაზიაში და მის მიერ დანაშაულების ჩადენის ფაქტი. აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლოდსაც საკმარისად მიაჩნია იმისათვის, რომ გამოტანილი იქნეს კონკრეტული დასკვნები. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარეს შეეძლო, თუკი ჰქონდა აღნიშნულის საფუძველი, თავად წარმოედგინა საწინააღმდეგო გარემოებების მადასტურებელი მტკიცებულება (მათ შორის ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნაც) და საეჭვო გაეხადა ბრალდების მხარის მტკიცებულებათა რეალობა, რაც მას არ გაუკეთებია. გარდა ამისა, დაცვის მხარე ერთის მხრივ საეჭვოდ ხდის ფაქტს, რომ ვიდეოფირზე ნამდვილად ფ----------------ია ასახული, ხოლო მეორეს მხრივ, არ უარყოფს მითითებულ დროს ფ----------------ის სუპერმარკეტში ყოფნის ფაქტს და განმარტავს, რომ მისი მხრიდან ადგილი ქონდა ფულადი თანხის მეგობრისაგან დაუკითხავად აღებას; ასევე, მოხდა მეგობრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც ორივე მხარემ მიაყენა ერთმანეთს ფიზიკური შეურაცყოფა. ბუნებრივია, რომ დაცვის მხარის აღნიშნულ არგუმენტაციას პალატა ვერ გაიზიარებს.

 

სააპელაციო პალატა ყურადრებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ დაცვის მხარის განმარტებით, ფ----------------ის განზრახვაში არ იკვეთება სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი; 2017 წლის 16 სექტემბერს მაღაზიაში მისვლის მიზანი იყო თ--------------ის ნახვა და არა დახლიდან ფულის აღება. დაცვის მხარის აღნიშნული მსჯელობაც არ მოდის შესაბამისობაში წარმოდგენილ მტკიცებულებებთან. როგორც ზემოთ აღინიშნა, საქმეზე გამოკველული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილი ფაქტია, რომ ფ----------------ი იარაღის დემონსტრირებით შევარდა მაღაზიაში, მოახდინა რამოდენიმე გასროლა, სუპერმარკეტის თანამშრომელ ს--------------–---–ზე მოახდინა ფიზიკური ძალადობა და დახლიდან აიღო ფულადი თანხა.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საზოგადოებრივი საშიაშროება იმაში მდგომარეობს, რომ ყაჩაღობის დროს ერთდროულად სახეზეა ორი სიკეთის - ადამიანის საკუთრების უფლების და ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის ხელყოფის საშიშროება; ხოლო ობიექტური მხრივ, ყაჩაღობა გამოიხატება თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის დასაუფლებლად, რასაც თან ერთვის სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან/და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა. თავდასხმაში თავის მხრივ იგულისხმება დაზარალებულისათვის დამნაშავის უეცარი მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია ძალადობასთან. ყაჩაღობა ფორმალური დანაშაულის შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც დამთავრებულია თავდასხმის მომენტიდან, იმის მიუხედავად, შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება. მოცემულ შემთხვევაში დგინდება, რომ ფ----------------ის ქმედებით შეშინებულმა მაღაზიის თანამშრომლებმა ძალადობის მუქარა აღიქვეს რეალურად. ასეთ ვითარებაში ფ----------------ის ქმედებიდან გამომდინარე, სახეზეა ინკრიმინირებული დანაშაულის - ყაჩაღობის შემადგენლობის ყველა ნიშანი და მან პასუხი უნდა აგოს ჩადენილი დანაშაულისათვის. ამასთან, დამაჯერებლობას მოკლებულია დაცვის მხარის განმარტება, რომ ფ----------------მა თანხა აიღო მეგობრის დაუკითხავად და დანაშაული არ ჩაუდენია.

 

დაზარალებულ თ--------------ის ჩვენება, ფ----------------ის მიერ მის მიმართ განხორციელებული ცემის ნაწილში, გარდა მოწმეთა ჩვენებებისა და ვიდეოჩანაწერისა, გამყარებულია ასევე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, რომლის თანახმადაც პირადი შემოწმებით, 2017 წლის 18 სექტემბერს, მოქ. თ---------------ს სხეულზე აღენიშნებოდა მექანიკური დაზიანებები: სისხლნაჟღენთების, ნაჭდევების და ნაკაწრების სახით. დაზიანებები როგორც ერთობლიობაში, ასევე იზოლირებულად ცალ-ცალკე აღებულნი მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. ნაკაწრები განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, ხოლო ყველა სხვა დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით.

 

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მსჯელობას, რომლის თანახმადაც თითქოს სასამართლო სხდომაზე არ იქნა გამოკვლეული სავაჭრო ობიექტის სრული დღის ვიდეოჩანაწერი და გამოკვლეული იქნა მხოლოდ ნაწილი, რაც ბრალდებამ მიიჩნია საჭიროდ. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარე აკეთებს დასკვნას, რომ თ--------------ის ცემის ნაწილში სასამართლომ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაუდო მტკიცებულება, რომელიც სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა.

 

პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის აღნიშნული მსჯელობა მცდარია, მშემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სსსკ-ის 248-ე მუხლის თანახმად, მხარეს უფლება აქვს, სხდომის თავმჯდომარის თანხმობით მოახდინოს საქმეში არსებული მტკიცებულების სხდომაზე დემონსტრირება. სასამართლო სხდომის ოქმის მიხედვით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ყველა ის მტკიცებულება, რაც ჩათვალა საჭიროდ წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად, ხოლო მტკიცებულებათა ნაწილი მოხსნა. ის გარემოება, რომ მხარემ მოახდინა მტკიცებულების (ვიდეოჩანაწერის) ნაწილის დემონსტრირება და სრულად არ გამოიკვლია იგი, ვერ გახდება აღნიშნული მტკიცებულების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი. ბრალდების მხარემ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვიდეოჩანაწერი საკმარისი იყო ბრალდების დასადასტურებლად, ხოლო თუკი მხარეს სურდა ვიდეოჩანაწერის სხვა ნაწილის დემონსტრირებაც, ამის შესახებ უნდა განეცხადებინა სხდომაზე და სასამართლო მიიღებდა შესაბამის გადაწყვეტილებას.

 

ის გარემოება, რომ თ---–--–------–----------------3-ში მდებარე შპს ,,ე---------ის“ კუთვნილ მაღაზიაში და მის მიმდაბარე ტერიტორიაზე გადაადგილებისას ფ----------------ი ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს, რომლის გამოყენებითაც შპს ,,ე---------ის“ კუთვნილ მაღაზიაში განახორციელა ყაჩაღობა, დადასტურებულია მოწმეების - ნ---------–---–ის, ს--------------–---–ის და მ------------------ას ჩვენებებით. მათი ჩვენებები კი, გარდა ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმებისა, გამყარებულია 2017 წლის 16 სექტემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით; კერძოდ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შპს ,,ე---------ის“ კუთვნილ მაღაზიიდან ამოღებული იქნა რვა ცალი მასრა და ექვსი ცალი ტყვიის გულა, დაფიქსირდა ასევე ცეცხლნასროლი დაზიანებები მაღაზიაში განთავსებულ ინვენტარზე. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნისა და ექსპერტ გ----------–----ს ჩვენების თანახმად კი, ექსპერტიზაზე წარდგენილი ობიექტები წარმოადგენენ ქარხნული წესით დამზადებულ, 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნის და ტყვიის შემადგენელ ნაწილებს, განკუთვნილი მაკაროვისა და სტეჩკინის კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის, რომლებიც გასროლილია ერთი და იგივე 9 მმ კალიბრის პისტოლეტში.

 

გარდა აღნიშნულისა, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ქიმიური ექსპერტიზის №--- რან დასკვნა, რომლის თანახმადაც ექსპერტიზაზე წარდგენილ ანაწმენდებზე დენთის შემადგენელი კომპონენტის ფუნქციონალური ჯგუფის NO2-ის არსებობა დაფიქსირდა მცირე ინტენსივობით. ტყვიის კაფსულაში და კორპუსში შემავალი კომპონენტების ტყვიისა და სპილენძის არსებობა დაფიქსირდა ანაწმენდებზე მცირე ინტენსივობით.

 

დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში უთითებს, რომ ბრალდების მხარემ ვერ დაადასტურა ფ----------------ის ბრალეულობა ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ნაწილში, ვინაიდან ვერ იქნა დადგენილი მას ხელში ნამდვილი პისტოლეტი უჭირავს თუ სათამაშო; ასევე, არ იქნა გამოკვლეული, თუ როდის მოხდა მაცივრების დაზიანება და ვის მიერ. აღნიშნული მსჯელობა უსაფუძვლოა, ვინაიდან საქმეზე არსებული მტკიცებულებები, მათ შორის მოწმეთა და დაზარალებულის ჩვენებები, შემთხვევის ადგილისა და ნივთმტკიცების დათვალიერების ოქმები, ბალისტიკური და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნები უდავოდ ადასტურებენ, რომ ფ----------------მა შეიძინა და ატარა ცეცხლსასროლი იარაღი, რომლითაც შპს ,,ე---------ის“ კუთვნილ მაღაზიაში განახორციელა გასროლები. ფაქტია, რომ ნივთიერი მტკიცებულების სახით ვერ იქნა მოპოვებული და ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი, თუმცა აღნიშნული გარემოება არ ნიშნავს იმას, რომ ფ----------------ს დანაშაული არ ჩაუდენია. მოწმეებმა დამაჯერებლად და თანმიმდევრულად აღწერეს მომხდარი გარემოებები, განმარტეს, რომ ფ----------------ის ხელში დაინახეს ცაცხლსასროლი იარაღი, ასევე გაიგონეს გასროლის ხმები. მაღაზიაში აღმოჩნდა დაზიანებული მაცივრები და კარის სახელური, ასევე ამოღებული იქნა მასრები და ტყვიის გულები. შესაბამისად, დადასტურებული ფაქტია, რომ ფ----------------მა ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ტარება.

 

რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვას, დაცვის მხარე განმარტავს, რომ ადგილი ქონდა ფ----------------ის მიერ სამართალდამცავებისათვის ნარკოტიკული საშუალების ნებაყოფლობით წარდგენას, რის გამოც იგი უნდა გათავისუფლებულიყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.

 

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აღნიშნულ მსჯელობას, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სსკ–ის 260-ე მუხლის შენიშვნის მიხედვით, საქართველოს სსკ-ის ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება ის, ვინც ნებაყოფლობით ჩააბარებს ნარკოტიკულ საშუალებას, მის ანალოგს, პრეკურსორს, ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას, ფსიქოტროპულ ნივთიერებას, მის ანალოგს ან ძლიერმოქმედ ნივთიერებას, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები. ის ფაქტი, რომ ფ----------------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილი და დადასტურებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით: მოწმეების - გ---------------–--ის და ი-–-------–-–---–ის, ასევე ექსპერტების - ნათია წიკლაურის და სოფიო ცქვიტაიას ჩვენებებით; დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით; ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით. სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მსჯელობას, რომ ფ----------------ის მიმართ უნდა გავრცელებულიყო სსკ-ის 260-ე მუხლის შენიშვნით დადგენილი შეღავათი, რაც წარმოადგენს თავისებურად წამახალისებელ ღონისძიებას დამნაშავე პირისათვის, რათა მან ნებაყოფლობით ჩააბაროს ნარკოტიკული საშუალება, მისი ანალოგი, პრეკურსორი და ა. შ. სამაგიეროდ, ასეთი ქმედებისათვის პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან. ჩაბარებას ნებაყოფლობითი ხასიათი ექნება მაშინ, როცა პირს გააჩნია რეალური შესაძლებლობა, თავისი შეხედულებისამებრ გამოიყენოს ნარკოტიკული საშუალება, აგრეთვე, დარწმუნებულია იმაში, რომ არავინ და არაფერი უშლის მას ხელს ნარკოტიკული საშუალების გამოყენებაში, მიუხედავად ამისა, იგი ნებაყოფლობით აბარებს ნარკოტიკს სათანადო ორგანოებს.

 

მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სამართალდამცავებისთვის ნარკოტიკული ნივთიერების წარდგენის მომენტისათვის ფ----------------ი იყო ძებნილი და მის მიმართ სასამართლოს მიერ, 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა პატიმრობა. შესაბამისად, ფ----------------მა გააცნობიერა, რომ დაკავების შემდეგ მას აუცილებლად ჩაუტარდებოდა ჩხრეკა და აღარ ექნებოდა ნარკოტიკული საშუალების თავისუფლად გამოყენების რეალური შესაძლებლობა, რის გამოც თავადვე გადასცა სამართალდამცავებს იგი. შესაბამისად, მის ქმედებაში არ იკვეთება უკანონო ნარკოტიკული საშუალების ჩაბარების ნებაყოფლობითი ხასიათი და მის მიმართ გამოყენებული ვერ იქნება სსკ-ის 260-ე მუხლის შენიშვნით დადგენილი შეღავათი.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საფუძველი, რათა გაზიარებული იქნეს დაცვის მხარის არგუმენტები, თითქოს საქმეზე გამოკვლეული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ფ----------------ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენის ფაქტი და მის მიმართ დადგენილი უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს პალატა აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულელების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

ამდენად, სასამართლომ შეაფასა რა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, ასევე მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან, მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია; ისინი რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის, ხოლო დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები არასარწმუნოა და ემსახურება მხოლოდ მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას. მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარადაა დადასტურებული საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება და სახეზეა იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის მახასიათებელი ყველა ნიშანი, რისთვისაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ფ----------------ი დამნაშავედ იქნა ცნობილი. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლით დადგენილი დანაწესი - წარდგენილ ბრალდებაში პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ფ----------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი და ჩადენილი ქმედებების სიმძიმის და საზოგადოებრივი საშიშროების მხედველობაში მიღებით, დადგენილი სანქციის ფარგლებში განსაზღვრა ადეკვატური, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 ივნისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ფ----------------ის ადვოკატების მ--------------ის და ი-----–---------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 ივნისის განაჩენი;

 

ფ----------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

ფ----------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2-6-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 2-6-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღვეთა 02 (ორი) წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 2-6-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

ფ----------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

ფ----------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელები და საბოლოოდ ფ----------------ს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

 

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის, მე-3 მუხლის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვას: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლის ვადით ჩამოერთვას: საექიმო და ფარმაცევტული, საქმიანობის უფლება აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლება.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მარტის განაჩენით დანიშნული ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი - 02 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ფ----------------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

ფ----------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან, 2017 წლის 21 სექტემბრიდან.

 

ფ----------------ს აღნიშნული შეზღუდვების მოქმედების ვადის ათვლა დაეწყოს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

საქმეზე დართული ნივთები და საგნები:

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული 3 ცალი დ/ფ, რაც ინახება ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული 8 ცალი მასრა და 5 ცალი ტყვია, რაც ინახება შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის შეიარაღების სამმართველოს;

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული 1 ცალი ტყვია, დალუქული N F--------- პაკეტად, რაც ინახება ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის შეიარაღების სამმართველოს;

 

შპს ,,ე---------ი“-დან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი, ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე, რაც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

ტ-–------------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის დაცვის სამსახურიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი, ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე, რაც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

ფ----------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, რაც ინახება ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული სურათები, ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე, რაც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

ხოლო DVD და CD დისკები შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. კაპანაძე