განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1--------
გამოძიების #1-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 ოქტომბერი, 2018წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - დ----- კ-------ე, ზ------ კ-------–--ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ბ--- ა-–-------- ძე ღ----–--ე, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #5----------, დაბადებული 1--- წლის 1--------ს, რეგისტრირებული: გ------ რაიონის სოფელ ა-----––- და ფაქტობრივად მცხოვრები: გ------ რაიონის სოფელ შ--–---–-, დ-----–--- დ-----–--აში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტი (პირის დამცირება, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერი ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი ჯგუფურად).
ადვოკატი - ზ------- თ---–--–---–-
ბრალდებული - გ------- ბ--------- ძე გ-----, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #6----------, დაბადებული 1--- წლის 8-------ს, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------ი, ს------ ქუჩა #5-–--
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტი (პირის დამცირება, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერი ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი ჯგუფურად).
ადვოკატი - ა---------– ტ---------
ბრალდებული - გ------- ბ------ ძე ლ-------ე, - საქართველოს მოქალაქე, პირადი ,#----------- დაბადებული 1--- წლის 3----------ს, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- ქ-----------–-- შესახვევი #--- ბინა #6-–--
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტი (პირის დამცირება, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერი ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი ჯგუფურად).
ადვოკატი - გ----------ა, ბ-----------–---
ბრალდებული - ი---- თ------- ძე შ--–--–---–-, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, დაბადებული 1--- წლის 2------------–ს, რეგისტრირებული: ქ.------, შ----------ზატკეცილი, კორპუსი #--- ბინა #5--–- და ფაქტობრივად მცხოვრები: გ------ რაიონის სოფელ ქ--------––--
ადვოკატი - ვ-–----------–---–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტი (პირის დამცირება, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერი ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი ჯგუფურად).
ბრალდებული - გ------- თ------------ ძე ქ-----, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0---------7, დაბადებული 1--- წლის 2---------------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- ვ------------- ქუჩა #7-–-.
ადვოკატი - ი--------------–---–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტი (პირის დამცირება, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერი ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი ჯგუფურად).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდება:
1.1.2016 წლის აგვისტოში, დაბა კოჯრის მიმდებარე ტერიტორიაზე სწავლებაზე მყოფმა საქართველოს შეიარაღებული ძალების პ------–- ქ------ ბრიგადის, მ---- ქ------ მ-------- ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა - ბ--- ღ----–--ემ, ი---- შ--–--–---–მა და გ------- გ-----მ, ჯგუფურად, დამცირების, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენების მიზნით, ამავე ბატალიონის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე - შ----- ლ-----ე შებოჭეს და წებოვანი ლენტის „სკოჩის“ გამოყენებით შეუკრეს ხელები.
1.2. მიუხედავად შ----- ლ-----ის წინააღმდეგობისა, მოგვიანებით, სამხედრო მოსამსახურეების წინაშე საჯაროდ დასამცირებლად, მას წებოვანი ლენტით დამატებით პირი აუკრეს, შემდეგ ხის გირჩი წებოვანი ლენტით ჯერ თავზე დააკრეს, ხოლო შემდეგ გირჩი ასევე წებოვანი ლენტით მიაკრეს პირის ღრუსთან.
1.3.პარალელურად არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში მყოფ შ----- ლ-----ეს ბ--- ღ----–--ემ რამდენჯერმე ჰკრა ხელი და მიწაზე წააქცია.
1.4.დამცირების, ძლიერი ფსიქიკური ტკივილისა და მორალური ტანჯვის მიყენების მიზნით, სამხედრო მოსამსახურეები შ----- ლ-----ეს მობილური ტელეფონით უღებდნენ ფოტოსურათებს და დასცინოდნენ, შემდგომ კი ახდენდნენ ფაქტის ამსახველი ფოტომასალის სხვა სამხედრო მოსამსახურეებისათვის ჩვენებას და გავრცელებას.
1.5.2016 წლის სექტემბერში, სამხედრო მოსამსახურეებმა - ბ--- ღ----–--ემ, გ------- ქ-----მ და გ------- ლ-------ემ, დაბა ვაზიანში მდებარე პ------–- ქ------ ბრიგადის საცხოვრებელ ყაზარმაში, ჯგუფურად, დამცირების, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენების მიზნით, თანამოსამსახურე შ----- ლ-----ეს შეუკრეს ხელ-ფეხი და შებოჭილ მდგომარეობაში მყოფი იძულებით შეაგდეს ერთ-ერთი საწოლის ქვეშ. შემდეგ მიუხედავად შ----- ლ-----ის წინააღმდეგობისა, ძალის გამოყენებით, მისი ღირსებისა და პატივის საჯაროდ შელახვის მიზნით, ხსენებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა შ----- ლ-----ე დააკავეს და რომ არ დაეყვირა პირზე ააფარეს ხელი, პარალელურად გ------- ლ-------ემ მას მარკერით შუბლზე დაახატა მამაკაცის სასქესო ორგანო, რაც მცირე ხანში წაშალა და შუბლზე დააწერა დამამცირებელი სიტყვები მამაკაცის სასქესო ორგანოს დასახელებით.
1.6.აღნიშნული ქმედება ბ--- ღ----–--ის მიერ გადაღებული იქნა მობილური ტელეფონით და შ----- ლ-----ის სახელის დისკრედიტაციის, მისი დამცირების, ძლიერი ფსიქიკური ტკივილისა და მორალური ტანჯვის მიყენების მიზნით, სისტემატურად ხორციელდებოდა ფაქტის ამსახველი ვიდეომასალის შემდგომი საჯარო დემონსტრირება და გავრცელება სამხედრო მოსამსახურეებს შორის, რაც შ----- ლ-----ეს ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში აყენებდა.
2.სასამართლომ დაადგინა:
2.1.2016 წლის აგვისტოში, დაბა კოჯრის მიმდებარე ტერიტორიაზე სწავლებაზე მყოფმა საქართველოს შეიარაღებული ძალების პ------–- ქ------ ბრიგადის, მ---- ქ------ მ-------- ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა - ბ--- ღ----–--ემ, ი---- შ--–--–---–მა და გ------- გ-----მ, ჯგუფურად, დაარღვიეს ურთიერთდაუქვემდებარებელ სამხედრო მოსამსახურეთა შორის დამოკიდებულების წესი, რასაც თან ახლდა ამავე ბატალიონის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურის - შ----- ლ-----ის პატივის და ღირსების დამცირება. მათ შებოჭეს და წებოვანი ლენტის გამოყენებით შეუკრეს ხელები დაზარალებულს. მიუხედავად შ----- ლ-----ის წინააღმდეგობისა, მოგვიანებით, სამხედრო მოსამსახურეების წინაშე საჯაროდ დასამცირებლად, მას წებოვანი ლენტით დამატებით პირი აუკრეს, შემდეგ ხის გირჩი წებოვანი ლენტით ჯერ თავზე დააკრეს, ხოლო შემდეგ გირჩი ასევე წებოვანი ლენტით მიაკრეს პირის ღრუსთან. პარალელურად შ----- ლ-----ეს ბ--- ღ----–--ემ რამდენჯერმე ჰკრა ხელი და მიწაზე წააქცია.
2.2.სამხედრო მოსამსახურეები შ----- ლ-----ეს მობილური ტელეფონით უღებდნენ ფოტოსურათებს და დასცინოდნენ, შემდგომ კი ფაქტის ამსახველ ფოტომასალას სხვა სამხედრო მოსამსახურეებს აჩვენებდნენ და ავრცელებდნენ მათ შორის.
2.3.2016 წლის სექტემბერში, სამხედრო მოსამსახურეებმა - ბ--- ღ----–--ემ, გ------- ქ-----მ და გ------- ლ-------ემ დაბა ვაზიანში მდებარე პ------–- ქ------ ბრიგადის საცხოვრებელ ყაზარმაში, ჯგუფურად, დაარღვიეს ურთიერთდაუქვემდებარებელ სამხედრო მოსამსახურეთა შორის დამოკიდებულების წესი, რასაც თან ახლდა ამავე ბატალიონის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურის - შ----- ლ-----ის პატივის და ღირსების დამცირება. მათ თანამოსამსახურე შ----- ლ-----ეს შეუკრეს ხელ-ფეხი და შებოჭილ მდგომარეობაში მყოფი იძულებით შეაგდეს ერთ-ერთი საწოლის ქვეშ. შემდეგ მიუხედავად შ----- ლ-----ის წინააღმდეგობისა, ძალის გამოყენებით, მისი ღირსებისა და პატივის საჯაროდ შელახვის მიზნით, ხსენებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა შ----- ლ-----ე დააკავეს და რომ არ დაეყვირა პირზე ააფარეს ხელი, პარალელურად გ------- ლ-------ემ მას მარკერით შუბლზე დაახატა მამაკაცის სასქესო ორგანო, რაც მცირე ხანში წაშალა და შუბლზე დააწერა დამამცირებელი სიტყვები მამაკაცის სასქესო ორგანოს დასახელებით.
2.4.აღნიშნული ქმედება ბ--- ღ----–--ის მიერ გადაღებული იქნა მობილური ტელეფონით და შ----- ლ-----ის სახელის დისკრედიტაციის, მისი დამცირების, ძლიერი ფსიქიკური ტკივილისა და მორალური ტანჯვის მიყენების მიზნით, სისტემატურად ხორციელდებოდა ფაქტის ამსახველი ვიდეომასალის შემდგომი საჯარო დემონსტრირება და გავრცელება სამხედრო მოსამსახურეებს შორის, რაც შ----- ლ-----ეს ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში აყენებდა.
3.ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3.1.2016 წლის 16 ნოემბერს, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარ სამმართველოში დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლის პ------–- ნაწილით, რაც გულისხმობდა ურთიერთდაუქვემდებარებელ სამხედრო მოსამსახურეთა შორის დამოკიდებულების წესის დარღვევას, რასაც თან ახლდა დაზარალებულის - შ----- ლ-----ის პატივის და ღირსების დამცირება. 2016 წლის 21 დეკემბერს პროკურორის მიერ მიღებული იქნა დადგენილება კვალიფიკაციის შეცვლის შესახებ და გამოძიება გაგრძელდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით.
3.2.სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორის ა------ ბ---ას ჩვენებით დადგინდა, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, პ------–- მ-------- ქ------ ბრიგადის, მ---- მ-------- ქ------ ბატალიონის, ს--------–----------------- ასეულის დაზვერვის ოცეულის სამხედრო მოსამსახურეების მიერ ამავე დანაყოფის სამხედრო მოსამსახურის - შ----- ლ-----ის მიმართ ადგილი ჰქონდა არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს.
3.3. „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ 2016 წლის 14 მარტის კონტრაქტით შ----- ლ-----ე დაინიშნა სამხედრო მოსამსახურედ.
3.4.საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პ------–- მ-------- ქ------ ბრიგადის მ---- მ-------- ქ------ ბატალიონის მეთაურის 2016 წლის 16 დეკემბრის #M------------- ცნობის თანახმად, 2016 წლის 16 დეკემბრის მდგომარეობით ჩამოთვლილი სამხედრო მოსამსახურეები მსახურობდნენ მითითებულ თანამდებობებზე:
- საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის I მ-------- ქ------ ბრიგადის მ---- მ-------- ქ------ ბატალიონის ს--------–----------------- ასეულის 82 მმ. ნ------------–---–------–----–-- ცეცხლის მართვის ცენტრის მეკავშირე I კლასის რიგითი ბ--- ა-–-------- ძე ღ----–--ე;
- საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის I მ-------- ქ------ ბრიგადის მ---- მ-------- ქ------ ბატალიონის III მ-------- ქ------ ასეულის II მ-------- ქ------ ოცეულის იარაღის სექციის მ------------------- კლასის რიგითი გ------- თ------------ ძე ქ-----;
- საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის I მ-------- ქ------ ბრიგადის მ---- მ-------- ქ------ ბატალიონის ს--------–----------------- ასეულის დაზვერვის ოცეულის დაზვერვის III ათეულის მეკავშირე კაპრალი ი---- თ------- ძე შ--–--–---–-;
- საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის I მ-------- ბრიგადის მ---- მ-------- ქ------ ბატალიონის ს--------–----------------- ასეულის დაზვერვის ოცეულის დაზვერვის I ათეულის მზვერავი I კლასის რიგითი გ------- ბ------ ძე ლ-------ე;
- საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის I მ-------- ქ------ ბრიგადის მ---- მ-------- ქ------ ბატალიონის ს--------–----------------- ასეულის დაზვერვის ოცეულის მემიზნე-ოპერატორი კაპრალ-სპეციალისტი გ------- ბ--------- ძე გ-----.
3.5. „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ 2016 წლის 14 მარტის კონტრაქტით და საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პ------–- მ-------- ქ------ ბრიგადის მ---- მ-------- ქ------ ბატალიონის მეთაურის 2016 წლის 16 დეკემბრის #M------------- ცნობის ურთიერთანალიზის მიხედვით, შ----- ლ-----ე და ბრალდებულები ბ--- ღ----–--ე, ი---- შ--–--–---–-, გ------- გ-----, გ------- ქ----- და გ------- ლ-------ე წარმოადგენდნენ ურთიერთდაუქვემდებარებელ სამხედრო მოსამსახურეებს.
ურთიერთდაუქვემდებარებელ სამხედრო მოსამსახურეთა შორის დამოკიდებულების წესის დარღვევა, რასაც თან ახლდა დაზარალებულის პატივის და ღირსების დამცირება, ჯგუფურად (2016 წლის აგვისტოს ეპიზოდი)
3.6.დაზარალებულ შ----- ლ-----ის ჩვენებით დადგინდა, 2016 წლის აგვისტოს თვის პირველ ნახევარში დაზვერვის ოცეული, რომელშიც თავადაც ირიცხებოდა, იმყოფებოდა საველე სწავლებაზე დაბა კოჯორში. აღნიშნული სწავლების მიმდინარეობისას სამხედრო მოსამსახურეების მხრიდან დაზარალებულის მიმართ ადგილი ჰქონდა დამამცირებელი მოპყრობის მრავალჯერად ფაქტებს. მას დასცინოდნენ, ძალადობდნენ, ჭინჭრითაც სუსხავდნენ. ამ ყველაფერს ხსნიდნენ ხუმრობით, თუმცა დაზარალებული აფიქსირებდა საკუთარ პოზიციას, რომ არ მოსწონდა მსგავსი დამოკიდებულება. სწავლების ერთ-ერთ დღეს, სამხედრო მოსამსახურეები თამაშობდნენ კარტს. ოცეულის სამხედრო მოსამსახურემ ი---- შ--–--–---–მა იგი რამდენჯერმე გააგზავნა სიგარეტის და წყლის მისატანად. შემდეგ დაავალა დაახლოებით 6 მეტრში ხესთან მდგარი ბოთლის მიტანა, რაზედაც შ----- ლ-----ემ განუცხადა უარი. ამით განაწყენებული ი---- შ--–--–---–- წამოხტა და გაიწია მისკენ საცემრად, დაზარალებული გაიქცა. ი---- შ--–--–---–-ს დასახმარებლად ამ უკანასკნელთან ერთად შ----- ლ-----ეს გაეკიდნენ ამავე დანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები - გ------- გ-----, ბ--- ღ----–--ე. მათ დაზარალებული დაიჭირეს დაახლოებით 20-25 მეტრის სირბილის შემდეგ. ხსენებულმა პირებმა შ----- ლ-----ე წააქციეს მიწაზე. ი---- შ--–--–---–მა ამოატრიალა პირქვე, გ------- გ-----ს და ბ--- ღ----–--ის დახმარებით შეუკრა ხელები წებოვანი ლენტით. მიუხედავად შ----- ლ-----ის წინააღმდეგობისა, ძალის გამოყენებით, წებოვანი ლენტით პირი აუკრეს, შემდეგ კვლავ წებოვანი ლენტით დამცირების და დაცინვის მიზნით გირჩი თავზე დაუმაგრეს, ბოლოს კი გირჩი პირთან მიაკრეს და სხვა სამხედრო მოსამსახურეების წინაშე დასცინოდნენ. დაცინვა არ იკმარეს, ძალის გამოყენებით გაათრიეს მოსაწევი ადგილისაკენ და მიაყუდეს იქვე მდგარ ხეზე, რის შემდეგაც ბ--- ღ----–--ემ სამჯერ ჰკრა ხელი და წააქცია. წაქცეულს აყენებდა და ისევ აქცევდა. მეოთხეჯერ წაქცევის დროს შ----- ლ-----ეს ცხვირში შეერჭო პირთან მიმაგრებული გირჩის ნაწილი და წამოუვიდა სისხლი. პარალელურად მას სამხედრო მოსამსახურეები უღებდნენ სურათებსა და ვიდეოს და ხალისობდნენ მისი უმწეო მდგომარეობით. ხსენებული ფაქტის ამსახველ ფოტოსურათებს ავრცელებდნენ სამხედრო ნაწილში, რის გამოც შ----- ლ-----ე ხდებოდა დაცინვის ობიექტი.
3.7.დაზარალებულის ჩვენებით, ძალმომრეობითი და დამამცირებელი აქტის შედეგად დაზარალებული განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს, აქვს სუსტი კაპილარები, როდესაც გირჩი შეერჭო ცხვირიდან წასკდა სისხლი, ასევე განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
3.8.დაზარალებულის ჩვენებით პატივის და ღირსების დამცირების ფაქტი, გადაღებული იქნა სამხედრო მოსამსახურეების ბ--- ღ----–--ის და გ------- გ-----ს მობილური ტელეფონებით. სასამართლო სხდომაზე, დაზარალებულის ჩვენების სანდოობის შეფასების და რეალური სურათის აღდგენის მიზნით მოხდა ბ--- ღ----–--ის ტელეფონში არსებული ფოტოსურათების (I------------------, I------------------) დათვალიერება. ფოტოსურათები ნათლად ადასტურებს შ----- ლ-----ის პატივის და ღირსების დამცირების ფაქტს. ფოტოებზე აშკარად ჩანს, სავალე პირობებში, კომუფლირებულ სამოსში ჩაცმული სამხედრო მოსამსახურეები ი---- შ--–--–---–-, ბ--- ღ----–--ე, გ------- გ-----, დაზარალებული შ----- ლ-----ე და სხვა სამხედრო მოსამსახურეები. შ----- ლ-----ეს წებოვანი ლენტით პირი აქვს აკრული და თავზე ამავე ლენტით დამაგრებული აქვს გირჩი, წებოვანი ლენტი მჭიდროდ რამდენჯერმე შემოკრული აქვს სახეზე. ი---- შ--–--–---–ს ხელში უჭირავს ის წებოვანი ლენტი, რითაც მოხდა გირჩის თავზე დამაგრება და პირის აკვრა, გარდა ამისა, მას ბ--- ღ----–--ესთან ერთად შებოჭილი ჰყავს დაზარალებული, ფოტოებში ასევე ჩანს გ------- გ-----. ყველა ეს პირი ერთობა შ----- ლ-----ის მდგომარეობით და იცინიან. გამოკვლეულ ფოტოებზე აშკარად ჩანს დაზარალებულის უმწეო მდგომარეობა და შეწუხებული გამომეტყველება.
3.9.სამხედრო მოსამსახურის შ----- ლ-----ის პატივის და ღირსების დამცირების ამსახველი ფოტოების სამხედრო მოსამსახურეების მობილური ტელეფონებით გავრცელებას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ გამოკვლეული ფოტოები მოთავსებული იყო ბ--- ღ----–--ის მობილური ტელეფონის იმ ფაილში, სადაც ინახება არა თავად ამ ტელეფონით გადაღებული, არამედ სხვა ტექნიკური საშუალებიდან გადმოწერილი ინფორმაცია. დანაშაულის ამსახველი სურათების გადაღება და გავრცელება მიზნად ისახავდა სხვა სამხედრო მოსამსახურეების წინაშე შ----- ლ-----ის საჯარო დამცირებას და დაკნინებას.
3.10.სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას იმ ასეულის მეთაურმა, რომელშიც მსახურობდნენ ბრალდებულები და დაზარალებული, მოწმე - შ--–-- კ------–---–მა ამოიცნო სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ ფოტოსურათებზე ასახული პირები დაზარალებული შ----- ლ-----ე, ბრალდებულები ბ--- ღ----–--ე, ი---- შ--–--–---–- და გ------- გ-----, ასევე მის დაქვემდებარებაში მყოფი ასეულის სამხედრო მოსამსახურეები. მოწმემ განმარტა, რომ მსგავსი მოპყრობის შესახებ მას, რომ შეეტყო იგი აუცილებლად გაატარებდა სათანადო ღონისძიებას და არ დატოვებდა ამ საკითხს რეაგირების გარეშე. ვინაიდან მოპყრობა, რაც ასახულია ფოტოსურათზე არ არის მისაღები პირადად მისთვის და არც სამხედრო სამსახურში მოსამსახურეთა შორის ურთიერთობისას.
3.11.დაზარალებულის ზეპირი ჩვენება დანაშაულის ჩადენის ადგილსა და დროსთან მიმართებაში დასტურდება საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მ--------------------–- ბრიგადის მ---- მ-------- ქ------ ბატალიონის მეთაურის 2016 წლის 29 ივლისის #M------------- ბრძანებით, რომლის მიხედვით 2016 წლის 1-------------- 19 აგვისტოს ჩათლით ს--------–----------------- ასეულის დაზვერვის ოცეულის და სნაიპერთა ათეულის პირად შემადგენლობასთან ჩატარდა სიტუაციური სწავლება დამტკიცებული გეგმის მიხედვით. სიტუაციური სწავლება ჩატარდა ორ ეტაპად. პ------–- ეტაპი 1-------------- 12 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდა დაბა კოჯორში. აღნიშნული ბრძანების დანართი #1-ში მითითებულია პირადი შემადგენლობის სახელობითი სია, რომელშიც დაზვერვის ოცეულში მოხსენიებული არიან რიგითი შ----- ბ------- ძე ლ-----ე, კაპრალი ი---- თ------- ძე შ--–--–---–-, რიგითი გ------- ბ--------- ძე გ-----, რიგითი ბ--- ა-–-------- ძე ღ----–--ე.
ურთიერთდაუქვემდებარებელ სამხედრო მოსამსახურეთა შორის დამოკიდებულების წესის დარღვევა, რასაც თან ახლდა დაზარალებულის პატივის და ღირსების დამცირება, ჯგუფურად (2016 წლის სექტემბრის ეპიზოდი)
3.12.დაზარალებულ შ----- ლ-----ის ჩვენებით დადგინდა, რომ 2016 წლის სექტემბრის ბოლოს, იმყოფებოდა დაბა ვაზიანში საცხოვრებელ ყაზარმაში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ გ------- ქ-----, გ------- ლ-------ე და ბ--- ღ----–--ე, სხვა სამხედრო მოსამსახურეები წასული იყვნენ დათხოვნაში. ყაზარმაში შ----- ლ-----ე გ------- ქ-----ს გაეხუმრა უწმაწური სიტყვებით, რაზედაც გაბრაზებული გ------- ქ----- გამოეკიდა. ყაზარმის შესასვლელთან ბ--- ღ----–--ემ დაიჭირა შ----- ლ-----ე და გ------- ქ-----სთან ერთად გაათრია ყაზარმის ბოლოს, სადაც უკან შეუკრეს ხელები და შეაცურეს საწოლის ქვეშ, ამავე დროს ბ--- ღ----–--ემ და გ------- ლ-------ემ დაუშინეს წიხლები, რამდენიმე წუთში გამოათრიეს და ბ--- ღ----–--ემ დაიწყო ამ პროცესის მობილური ტელეფონით გადაღება. ამის შემდეგ, გ------- ლ-------ემ, ისე რომ ბ--- ღ----–--ეს გადაღება არ შეუწყვეტია, დაზარალებულს მარკერით შუბლზე დაახატა მამაკაცის სასქესო ორგანო, შემდეგ მამაკაცის სასქესო ორგანო შუბლიდან წაუშალა და შუბლზე დააწერა მამაკაცის სასქესო ორგანოს აღმნიშვნელი უხამსი და შეურაცხმყოფელი სიტყვები. ძალადობრივ პროცესში დაზარალებულს ხელი ზურგს უკან ჰქონდა შეკრული, მას იჭერდნენ გ------- ქ----- და ბ--- ღ----–--ე, რითიც უმარტივებდნენ განზრახვის სისრულეში მოყვანას გ------- ლ-------ეს. აღნიშნული პროცესი გაგრძელდა რამდენიმე წუთს, რომლის დასრულების შემდგომ ხსენებული ვიდეოჩანაწერი აჩვენეს თავად შ----- ლ-----ეს და დასცინოდნენ. მოგვიანებით კი ეს ჩანაწერი გაავრცელეს იმავე სამხედრო დანაყოფში, სადაც შ----- ლ-----ე მსახურობდა.
3.13.დაზარალებულის ჩვენებით, ბრალდებულების ქმედებით იგი თავს დამცირებულად და შეურაცხყოფილად გრძნობდა, ვიდეოს გავრცელების შემდეგ სამხედრო მოსამსახურეები მას დასცინოდნენ და აბუჩად იგდებდნენ, ასევე განიცდიდა ფიზიკურ ტკივილსაც. დაბმის დროს მაჯები სტკიოდა, ცერა თითი გათიშული ჰქონდა და 3-4 დღე ვერ ამოძრავებდა. ტკივილს განიცდიდა ფეხის და ხელის კუნთებშიც.
3.14. დაზარალებულმა დამატებით განმარტა, რომ ბრალდებულების ბ--- ღ----–--ის, ი---- შ--–--–---–-ს, გ------- გ-----ს, გ------- ქ----ის და გ------- ლ-------ის დაცინვის და დამცირების ობიექტი იყო მხოლოდ შ----- ლ-----ე, სხვა სამხედრო მოსამსახურეებთან მათ ამგვარი დამოკიდებულება არ ჰქონდათ.
3.15. სასამართლო პროცესზე, დაზარალებულის თანდასწრებით, ზეპირი ჩვენების შემდეგ გამოკვლეული იქნა ბ--- ღ----–--ის ტელეფონში არსებული MOV_O249 ვიდეო ჩანაწერი. მითითებული ფაილი თარიღდება 2016 წლის 26 სექტემბრით და მითითებულია დრო 20:44, ჩანაწერი არის 52 წამის ხანგრძლივობის. ვიდეო ჩანაწერში ასახულია სამხედრო კომუფლირებულ სამოსში გამოწყობილი სამხედრო მოსამსახურე - შ----- ლ-----ე, რომელიც იატაკზე ზურგით არის წაქცეული და ხელები ზურგს უკან აქვს შეკრული. ჩანაწერში ნათლად ჩანს, რომ დაზარალებულს სამხედრო მოსამსახურე ახატავს მამაკაცის სასქესო ორგანოს, შემდეგ აღნიშნულ ნახატს მალევე შლის და კვლავ მარკერის მეშვეობით ისევ შუბლზე აწერს შეურაცხმყოფელ და უხამს წარწერას - მამაკაცის სასქესო ორგანოს. პირი, რომელიც დაზარალებულის შუბლზე ახდენს უხამსი და შეურაცხმყოფელი ნახატის და წარწერის დაფიქსირებას, შ----- ლ-----ის განმარტებით არის სამხედრო მოსამსახურე გ------- ლ-------ე. ჩანაწერში ნათლად ჩანს, დამამცირებელი პროცესის მიმდინარეობისას შ----- ლ-----ე მოუწოდებს სამხედრო მოსამსახურეებს, შეწყვიტონ აღნიშნული ქმედება, თუმცა მის თხოვნას არ ითვალისწინებენ. შ----- ლ-----ის განმარტებით იგი შებოჭილი ჰყავს გ------- ქ-----ს, პერიოდულად ბ--- ღ----–--ესაც, რომელიც ამავე დროს საკუთარი ტელეფონით იღებდა აღნიშნულ დამამცირებელ კადრებს.
3.16.მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე გამოკვლეულ იქნა ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერი, ასევე სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადების კრებსითი ამონაწერები, საიდანაც აშკარად იკვეთება, რომ ბრალდებულები როგორც ერთმანეთთან ასევე სხვა სამხედრო მოსამსახურეებთან განიხილავენ სწორედ შ----- ლ-----ის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტებსა და აღნიშნულის გამო მათ მიმართ წარმოებული გამოძიების დეტალებს, რაც აშკარად ადასტურებს, რომ განსახილველ ფაქტებს ნამდვილად ჰქონდა ადგილი. სასამართლო განსაკუთრებულად გამოჰყოფს ორ სატელეფონო საუბარს, ერთ შემთხვევაში ბ--- ღ----–--ე ეკონტაქტება სამხედრო მოსამსახურეს გ. ა-------ეს. გ. ა-------ის კითხვაზე ბ. ღ----–--ის ტელეფონში იყო თუ არა სურათები, სადაც შ. ლ-----ე გასკოჩილია, ბ. ღ----–--ე პასუხობს დადებითად და ამატებს, ვიდეო სადაც უხამსი სიტყვა დააწერეს მის ტელეფონში იყო. მეორე სატელეფონო საუბარი განხორციელდა გ------- გ-----სა და სხვა სამხედრო მოსამსახურეს შორის, რა დროსაც ეს უკანასკნელი გ. გ-----ს ეუბნება, რომ არ იყვნენ მართლები ლ-----ის მიმართ და მას ასე არ უნდა მოქცეოდნენ. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ს--------–----------------- ასეულის მეთაური შ--–-- კ------–---–ი, რომელმაც დაადასტურა, რომ გამოძიების ეტაპზე სამხედრო მოსამსახურეებისაგან შეიტყო, რომ მათი მხრიდან შ----- ლ-----ესთან მიმართებაში ადგილი ჰქონდა ხუმრობას, დაიჭირეს რიგითი ლ-----ე და შუბლზე დაახატეს და დააწერეს მამაკაცის სასქესო ორგანო.
3.17. ბრალდებულებმა ბ--- ღ----–--ემ, ი---- შ--–--–---–მა, გ------- გ-----მ, გ------- ლ-------ემ და გ------- ქ-----მ გამოიყენეს კანონით მინიჭებული დუმილის უფლება, დასკვნით და საბოლოო სიტყვებში დაეთანხმნენ დაცვის მხარის დასკვნით სიტყვებს და დამატებით, თავის მხრივ, წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებაში პოზიციები არ დააფიქსირეს. სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ბრალდების მხარის მტკიცებულებების შეფასების კვალდაკვალ მიმოიხილა დაცვის მხარის პოზიცია და დაცვის მხარის თითოეულ არსებით არგუმენტთან მიმართებაში სასამართლო განმარტავს შემდეგს:
3.17.1.დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვა ძირითადად არგუმენტირებული იყო დაზარალებულის დისკრედიტაციით, მისი ჩვენება შეფასებული იქნა როგორც არასანდო და არაგულწრფელი, რაც სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა. გამოკვლეული მტკიცებულებებით არაფერი მიუთითებს დაზარალებულის დაინტერესებაზე ცრუდ ამხილოს ბრალდებულები დანაშაულის ჩადენაში. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ზეპირობის პრინციპზე, რაც გულისხმობს სასამართლოს უშუალო კონტაქტს პირებთან, რომლებიც ჩვენებას იძლევიან პროცესზე, ამ ვითარებაშია შესაძლებელი მოწმის ქცევის მანერასა და სანდოობაზე ყურადღებით დაკვირვება. სწორედ ამ პრინციპზე დაყრდნობით სასამართლო, როგორც ობიექტური დამკვირვებელი დარწმუნდა, რომ დაზარალებულის სასამართლოზე მიცემული ჩვენება იყო სარწმუნო და დამაჯერებელი, ისევე როგორც თანმიმდევრული და დეტალური. გარდა ამისა, დაზარალებულის ზეპირი ჩვენების სარწმუნოობა დამტკიცდა ბრალდებულ ბ--- ღ----–--ის მობილურ ტელეფონში არსებული ფოტო და ვიდეო მტკიცებულებით. ფოტო და ვიდეო ჩანაწერები ზუსტად და დამაჯერებლად ასახავენ 2016 წლის აგვისტოში და სექტემბერში დაბა კოჯორში და ვაზიანში მომხდარ პატივის და ღირსების დამცირების ფაქტებს. დაზარალებული როგორც გამოძიების ეტაპზე, ასევე სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას კატეგორიულად აცხადებდა, რომ მის მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის ეპიზოდებში მონაწილეობდნენ ბრალდებულები ბ--- ღ----–--ე, გ------- გ-----, ი---- შ--–--–---–-, გ------- ქ-----, გ------- ლ-------ე. დაზარალებულს თავი არ შეუკავებია არცერთ შეკითხვაზე პასუხისგან, ამასთან, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მსხვერპლის ვერბალური და არავერბალური ქცევა იძლეოდა მისი ჩვენების სანდოობის დასტურს.
3.17.2. დაცვის მხარის არგუმენტაციაზე, - სამხედრო მოსამსახურეებს შორის დანაშაულის არსებობის შემთხვევაში, რატომ არ მოხდა დანაშაულის ,,ცხელ კვალზე“ გახსნა, - სასამართლო განმარტავს, რომ სამხედრო საწვრთნელი ბაზა ეს არის დახურული სივრცე და ამ სივრცეში ჩადენილი დანაშაულები ლატენტურობით ხასიათდება, მსხვერპლებს სჭირდებათ ფსიქოლოგიური მობილიზება რათა ამხილონ დანაშაულის ჩამდენი პირები, მსგავსია განსახილველი საქმეც. დაზარალებულის ჩვენებით, მან სამართალდამცავებს ვერ მიმართა შიშის ფაქტორიდან გამომდინარე, სამხედრო მოსამსახურეები დანაშაულებრივი ფაქტის გამჟღავნების შემთხვევაში ემუქრებოდნენ ფიზიკური ძალადობით. ამონარიდი დაზარალებულ შ. ლ-----ის ზეპირი ჩვენებიდან ,,...დამიჭერდნენ და მელაპარაკებოდნენ, რომ არ უნდა გამეტანა ეს თემა, გ------- გ-----მ მითხრა, ეს თემა არ გაიტანო, თორემ ამას მოჰყვება შენს მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. აქ თუ არა გარეთ მოგძებნით სადმე, სადაც შეიძლება გნახოთ“.
3.17.3. დაზარალებულის ჩვენების სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი ვერ გახდება ის გარემოება, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. სასამართლო განმარტავს, რომ შიდა კანონმდებლობით ფაქტის უტყუარად დადგენის ასპექტში სავალდებულოდ არ არის მიჩნეული ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, რომელიც შეეხება მტკიცების ტვირთის სწორად გადანაწილების საკითხს, მიჩნეულია, რომ განმცხადებელმა უნდა დაამტკიცოს, რომ ის გახდა მე-3 მუხლით აკრძალული მოპყრობის მსხვერპლი, თუმცა ზუსტად დადგენილი არ არის, თუ რა სახის მტკიცებულება შეიძლება ჩაითვალოს საკმარის მტკიცებულებად და რა არა. ამის გარკვევა შესაძლოა მხოლოდ სასამართლოს პრაქტიკის განხილვის შედეგად, როგორც წესი, სასამართლო ყოველი კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე განსაზღვრავს მტკიცების საკმარის-არასაკმარისობოს საკითხს. შ----- ლ-----ეზე დაკვირვებამ ზეპირი ჩვენების პროცესში აშკარად გამოკვეთა დაზარალებულის სტრესული ფონი და მოწყვლადობა, რაც იყო შედეგი ბრალდებულების მხრიდან მისი პატივის და ღირსების დამცირების.
3.17.4. დაცვის მხარის პოზიცია, - არასათანადო მოპყრობის ფაქტს გამორიცხავს ფოტო და ვიდეო მასალაზე დაზარალებულის მომღიმარი სახე, სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა. დაზარალებულმა შ----- ლ-----ემ დამაჯერებლად ახსნა მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა არასათანადო მოპყრობის დროს, იგი იყო გამოუვალ მდგომარეობაში, მის მიმართ ადგილი ჰქონდა არაერთჯერადად განმეორებულ არასათანადო მოპყრობას, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მას ან უნდა ეტირა ან უნდა ეცინა. ფოტო და ვიდეო მასალაზე აღბეჭდილი მისი ემოციური ფონი იყო „სიმწრის სიცილი“. იმისათვის, რომ ქმედება ჩაითვალოს დამამცირებელ მოპყრობად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტით იგი უნდა აღწევდეს სისასტიკის განსაზღვრულ დონეს. მოპყრობა მიჩნეულია დამამცირებლად თუ ,,მსხვერპლში წარმოშობს შიშის, ტანჯვისა და დამცირების გრძნობას, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს დამცირება და შეიძლება ხელყოფილ იქნეს პიროვნების ფიზიკური და მორალური წინააღმდეგობის უნარი“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტით აუცილებელია, რომ მსხვერპლი შეურაცხყოფილი იყოს საკუთარ თვალში. საქმეში ,,ტაირერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ სასამართლომ დაადგინა, მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებელს არ განუცდია სასტიკი ან ხანგძლივი ფიზიკური ტანჯვა, მისი სასჯელი შეესაბამებოდა შეურაცხყოფას, სწორედ იმის გამო, რომ არღვევდა მე-3 მუხლის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს, კერძოდ, პირის ღირსებას და ფიზიკურ ხელშეუხებლობას. ქმედება რომელიც ამცირებს პირს წოდების, თანამდებობის, რეპუტაციის ან სხვა ხასიათის გამო, შეიძლება განხილულ იქნეს შეურაცხყოფად და შესაბამისად დაუპირისპირდეს მე-3 მუხლს, თუკი ის შეესაბამება სისასტიკის გარკვეულს დონეს, ისევე როგორც ქმედება, რომელიც მძიმე ფორმით შეურაცხყოფს პირს სხვათა წინაშე. განსახილველ შემთხვევაში, ბრალდებულების ქმედებებით დაზარალებული შ----- ლ-----ე იყო დამცირებული და შეურაცხყოფილი, როგორც საკუთარ თვალში, ასევე სამხედრო მოსამსახურეების წინაშე. შ----- ლ-----ის წინააღმდეგობა გამოიხატებოდა პროტესტში, იგი აპროტესტებდა მის ჩაგვრას და აბუჩად აგდებას ბრალდებულების მხრიდან, თუმცა მის ამგვარ დამოკიდებულებას სამხედრო მოსამსახურეების მხრიდან მოჰყვებოდა ერთგვარი მუქარა იგივე ფაქტების განმეორებით. ხელახალი ვიქტიმიზაციის შიშით, დაზარალებული ვერ ამჟღავნებდა პატივის და ღირსების დამცირების ფაქტებს, მისი მოწყვლადობა ბრალდებულებს ათამამებდა, რაც გამოიხატებოდა განსხვავებული ხერხით დამამცირებელი მოპყრობის ფაქტების ჩადენაში, 2016 წლის სექტემბრის ეპიზოდი, რადიკალურად განსხვავდებოდა 2016 წლის აგვისტოს ეპიზოდში გამოყენებული ხერხისა და შინაარსისგან.
3.17.5. დაცვის მხარის პოზიცია, გამორიცხოს გ------- ქ----ის როლი დანაშაულებრივ ქმედებაში სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა. დაზარალებულის ჩვენებიდან გამომდინარე დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ შ----- ლ-----ეს სხვა სამხედრო მოსამსახურეებთან შედარებით, დანაშაულებრივ ფაქტამდე, მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა გ------- ქ-----სთან, რაც დაზარალებულისვე ჩვენებით არ გამორიცხავს მისი პასუხისმგებლობის საკითხს. შ----- ლ-----ემ, 2016 წლის სექტემბერის ეპიზოდთან მიმართებაში, არაერთგზის მიუთითა, რომ გ------- ქ----- ხელებით იჭერდა, როდესაც შებოჭეს, შეაგდეს საწოლის ქვეშ და შემდეგ შუბლზე დაახატეს და დააწერეს მამაკაცის სასქესო ორგანო. დაზარალებულმა ასევე მიუთითა, მიუხედავად იმისა, რომ იგი დანაშაულის ფაქტამდე მეგობრობდა გ------- ქ-----სთან, ეს უკანასკნელი დანაშაულის არცერთ ეპიზოდში არ დახმარებია, პირიქით, 2016 წლის სექტემბრის ეპიზოდში, ბ--- ღ----–--ეს და გ------- ლ-------ეს ეხმარებოდა და ხელებს უკავებდა შ----- ლ-----ეს, ამავე დროს დასცინოდა, როგორც სექტემბრის ასევე აგვისტოს ეპიზოდში. ამონარიდი დაზარალებულის ზეპირი ჩვენებიდან ,,...ხუთივე ბრალდებული მაყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას ჩემი დამცირების მიზნით...“. აქვე, სასამართლო გვერდს არ უვლის დაზარალებულის ჩვენების იმ ნაწილს, სადაც იგი აცხადებს, რომ 2016 წლის სექტემბრის ეპიზოდში, ყაზარმაში გ------- ქ-----ს მიმართა უხამსი სიტყვით, თუმცა სასამართლო ხაზს უსვამს, რომ უხამსი სიტყვით მიმართვის საპირწონე ვერ გახდება გ------- ქ----ის მხრიდან მსხვერპლისთვის ხელის გაკავება და შებოჭვა. დაზარალებულის ჩვენებით, გ------- ქ-----მ არ მისცა გათავისუფლების საშუალება, რა დროსაც გ------- ლ-------ემ შუბლზე დაახატა და დააწერა მამაკაცის სასქესო ორგანო, ხოლო ბ--- ღ----–--ემ გადაიღო ვიდეო, რომელიც შემდგომ სამხედრო ნაწილში გაავრცელა, და სხვა პირებთან ერთად მსხვერპლს საჯაროდ გ------- ქ-----ც დასცინოდა.
3.17.6. სასამართლო ასევე ვერ განიხილავს ბრალდებულთა ქმედების მართლზომიერების ასპექტში არგუმენტს, რომ თითქოსდა მსგავს მოპყრობას შესაძლოა უშუალოდ სამხედრო წვრთნები ითვალისწინებდეს, სიტუაციური მომზადების თვალსაზრისით. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია 2016 წლის მ---- მ-------- ქ------ ბატალიონის ს--------–----------------- ასეულის სნაიპერთა ათეულის სამკვირიანი საბრძოლო მომზადების პროგრამა, სადაც დეტალურად გაწერილია, თუ რა უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და დახვეწას ეძღვნებოდა კონკრეტული წვრთნა. გეგმის მიხედვით სასწავლო შეკრების დასრულების შემდეგ მზვერავმა უნდა შეძლოს გადაადგილება, მიზნის აღმოჩენა განადგურება, მეთაურის გამოვლენა და მანძილის გაზომვა, სნაიპერის სამალავი, გარისობა, სნაიპერის მოქმედება გადაადგილების დროს, სნაიპერის შენიღბვა, სამიზნის განსაზღვრა, სნაიპერის მოქმედება ჩასაფრების დროს, კვალის აღება, დასახლებულ პუნქტში შეპარვა, სნაიპერის სამალავი ქალაქში, ჩასაფრება რეიდი.
3.17.7. დაცვის მხარის პროტესტი, თუ რატომ არ მოხდა იმ სამხედრო მოსამსახურეების დაკითხვა, რომლებიც გავრცელებული ჩანაწერების ან/და უშუალოდ პატივის და ღირსების დამცირების პროცესში საჯაროდ დასცინოდნენ დაზარალებულს - უნდა აიხსნას რამდენიმე გარემოებით,- პირველ რიგში ხაზი უნდა გაესვას დანაშაულის ლატენტურობას - პატივის და ღირსების დამცირებას ადგილი ჰქონდა სამხედრო ნაწილში, სამხედრო საველე წვრთნების დროს, სამხედრო მოსამსახურეთა შორის, სწორედ აღნიშნულით არის განპირობებული მოწმეთა მხრიდან გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი, თუმცა ამის მიუხედავად საქმის მასალებით დგინდება, რომ ცალკე წარმოებად მიმდინარეობს გამოძიება სხვა დამნაშავე პირების გამოვლენის მიზნით. მეორე ფაქტორი, - მოცემული საქმიდან ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმე ცალკეული სამხედრო მოსამსახურეების მხრიდან დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, ამ უკანასკნელებმა სასამართლოს ჩვენება არ მისცეს თვითინკრიმინირების თავიდან არიდების მიზნით.
3.17.8. დაცვის მხარის მოსაზრება, რომელიც შეეხება სასამართლო სხდომაზე ბ--- ღ----–--ის მობილურ ტელეფონში არსებული მამხილებელი მტკიცებულებების მხარის შეფასებით საპროცესო ნორმების უგულებელყოფით გამოკვლევას, სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა. სასამართლო განმარტავს, წინასასამართლო სხდომის ეტაპზე მოსამართლის მიერ დაუშვებელ მტკიცებულებად იქნა მიჩნეული ბ--- ღ----–--ის მობილური ტელეფონიდან გადმოწერილი ორი ფოტოსურათი და ვიდეო ჩანაწერი CD დისკზე, რადგან დარღვეული იყო საქართველოს სსსკ-ის 136-ე მუხლის მოთხოვნა ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების წესის შესახებ, თუმცა უშუალოდ მობილური ტელეფონი სასამართლომ დასაშვებ მტკიცებულებად სცნო, ისევე როგორც ხსენებული ტელეფონის 2016 წლის 16 ნოემბრის დათვალიერების ოქმი. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლებრივ მოცემულობას, რომლის თანახმად ბ--- ღ----–--ის კუთვნილი მობილური ტელეფონი და ამ ტელეფონის დათვალიერების ოქმი განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოადგენს მტკიცებულებას არა ვიზუალური თვალსაზრისით, არამედ სწორედ მასში არსებული დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებ---ს ამსახველი ინფორმაციის და შინაარსის გაგებით, რის გამოც დანაშაულის მამხილებელი ნივთიერი მტკიცებულება - მობილური ტელეფონი, მასში დატანილი ინფორმაციით სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა საქართველოს სსსკ-ის 248-ე მუხლის დაცვით და შეფასდა დაზარალებულის ჩვენებასთან ერთობლიობაში.
3.17.9. დაცვის მხარის მოსაზრება, რომ არ უნდა მოხდეს ბ--- ღ----–--ის მობილურ ტელეფონში არსებული ვიდეო ჩანაწერის გაზიარება, რადგან შესაფასებლად არ არის წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნები - სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა ორი გარემოებიდან გამომდინარე: 1. ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის გარეშეც ვიდეო ჩანაწერში აშკარად და მკაფიოდ ჩანს მსხვერპლის ვიზუალური მხარე, კადრში ასახული ვითარება იდენტიფიცირებულია სხვა მტკიცებულებებთან თანხვედრის გამო და წარმოადგენს დასტურს 2016 წლის სექტემბერში ყაზარმაში მომხდარი დამამცირებელი მოპყრობის ფაქტისა. 2. ვიდეო ჩანაწერი სასამართლო სხდომაზე დათვალიერდა დაზარალებულის შ----- ლ-----ის მონაწილეობით, მან დაადასტურა, რომ სწორედ ეს ჩანაწერი გავრცელდა სამხედრო მოსამსახურეებში. კომუნიკაციის ერთ-ერთი მხარის დამაჯერებელი და არგუმენტირებული დასტური ჩანაწერის ავთენტიკურობასთან დაკავშირებით და ამ ჩანაწერის თანხვედრა საქმის სხვა მტკიცებულებებთან, არ ჰქმნის საფუძველს, ეჭვი იქნეს შეტანილი, რომ ჩანაწერი არის რედაქტირებული ან დამონტაჟებული.
3.18.სასამართლო განმარტავს, რომ შეჯიბრებითი პროცესის ფარგლებში სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაცვის მხარეს გააჩნდეს ბრალდების არგუმენტების გაქარწყლების ადეკვატური და რეალური შესაძლებლობა. მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა სხვა პრინციპებთან ერთად გულისხმობს შესაძლებლობას, პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა თვითონ დაკითხოს და დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში. დაცვის მხარეს მიეცა გონივრული შესაძლებლობა, ზეპირად და უშუალოდ, ჯვარედინი დაკითხვის ფარგლებში დაეკითხა საქმისთვის მნიშვნელოვანი მოწმე - დაზარალებული შ----- ლ-----ე, მონაწილეობა მიეღო ბრალდების მხარის წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებების გამოკვლევაში, მიეცა შესაძლებლობა გაებათილებინა ბრალდების მხარის მტკიცებულებები.
3.19. მხარეთა შეჯიბრებით პრინციპზე დაყრდნობით, სასამართლომ შეაფასა ზემოთგანხილული მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, ამ მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე შეიქმნა ერთიანი ლოგიკური მტკიცებულებითი ჯაჭვი, რომლის საფუძველზეც სასამართლომ გამოიტანა დასკვნა, რომ ბრალდებულებმა ბ--- ღ----–--ემ, გ------- ლ-------ემ, ი---- შ--–--–---–მა, გ------- გ-----მ და გ------- ქ-----მ, ჯგუფურად დაარღვიეს ურთიერთდაუქვემდებარებელ სამხედრო მოსამსახურესთან შ----- ლ-----ესთან დამოკიდებულების წესი, რასაც თან ახლდა ამ უკანასკნელის პატივის და ღირსების დამცირება. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
4.2. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლომ ჩათვალა, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა, რომ ბ--- ღ----–--ემ, გ------- ლ-------ემ, ი---- შ--–--–---–მა, გ------- გ-----მ და გ------- ქ-----მ ჩაიდინეს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებები.
4.3. კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1443 მუხლით კრიმინალიზებულია პირის დამცირება ან იძულება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს. განსახილველი დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, ასევე მისი პატივი და ღირსება, ხოლო დამატებითი ობიექტია ადამიანთა თანასწორუფლებიანობა. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ქმედებაში, შედეგში (ძლიერი ფიზიკური ტკივილი ან მორალური ტანჯვა) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. აღნიშნული დანაშაულის ობიექტური მხარეა პირის დამცირება, იძულება, არაადამიანური, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება. აღნიშნულ ქმედებას შედეგად უნდა მოჰყვეს ძლიერი ფიზიკური ან ფსიქიკური ტკივილი ან მორალური ტანჯვა. ძლიერი ფიზიკური ტკივილის ნიშნულის დადგენა და მისი ხარისხის გაზომვა ერთგვარად შეუძლებელია, თუმცაღა აღნიშნული ტკივილის კატეგორია განეკუთვნება იმ სიმძიმეს, როდესაც შესაბამისი სამედიცინო ან მედიკამენტოზური ჩარევის გარეშე შეუძლებელია მისი გაყუჩება. ფსიქიკური ტანჯვის გამომწვევად უნდა ჩაითვალოს ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის ნერვული სისტემის მოშლას, მსხვერპლი ხანგრძლივ პერიოდში კარგავს სულიერ სიმშვიდეს და მისი ეს მდგომარეობა იწვევს სულიერ განცდას - წვალებას. რაც შეეხება მორალურ ტანჯვას იგი არაა დაკავშირებული ფიზიოლოგიურად ადამიანის ნერვულ სისტემასთან, მაგრამ ადამიანში იწვევს ღირსების დაქვეითებას და არასრულფასოვნების ისეთ კომპლექსს, როცა პირი განიცდის სოციუმისაგან გაუცხოებას.
4.4. არაადამიანური მოპყრობის განსაზღვრისას არსებითია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტი, რასაც იგი ადგენს სხვადასხვა საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებებში. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოთა შორის საქმეში „ირლანდია გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Ireland v. the United Kingdom) დაადგინა, რომ წამებასა და ყველა სხვა სახის არაადამიანურ მოპყრობას შორის განსხვავება გამომდინარეობს პირისათვის მიყენებული ტანჯვის (ფიზიკური თუ სულიერი) სიძლიერისა და ინტენსიურობის სხვადასხვაობის საფუძველზე. მიყენებული ტანჯვის სისასტიკე და ინტენსიურობა შესაძლოა შეფასდეს შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით: ხანგრძლივობა, ფიზიკური და სულიერი შედეგები, მსხვერპლის სქესი, ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა, აღსრულების ხასიათი და მეთოდი. ხსენებული კრიტერიუმების სუბიექტური ელემენტები - მსხვერპლის სქესი, ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოიყენება ცალკეული ქმედების ინტენსიურობის შესაფასებლად. არაადამიანურ მოპყრობასა და წამებას შორის ზღვარი მიზერულია და მათი გამიჯვნა ხდება ზემოხსენებული კრიტერიუმების შესწავლით. ძალადობრივი აქტის ინტენსივობის მხედველობაში მიღებით არასათანადო მოპყრობამ უნდა დააკმაყოფილოს წამებისათვის სავალდებულო მინიმალური სტანდარტი. სხვა შემთხვევაში ძალადობრივი აქტი მიიჩნევა არაადამიანურ მოპყრობად. შესაბამისად აშკარაა, რომ არასათანადო მოპყრობის არაადამიანურ მდგომარეობაში ჩაყენებად კვალიფიკაციისათვის საჭიროა ანალოგიური კრიტერიუმების დაკმაყოფილება რაც დადგენილია წამებისათვის თუმცაღა ძალადობრივი აქტისა და ფიზიკური და სულიერი ტანჯვის შედარებით მცირე ინტენსივობოთ. საქმეზე „ჩემბერი რუსეთის წინააღმდეგ“ (Chember v. Russia), ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პირველად დაასკვნა, რომ „არაადამიანური მოპყრობა“ განხორციელდა სამხედრო სამსახურის პირობებში. კერძოდ, ახალწვეულს აიძულეს შეესრულებინა ფიზიკური ვარჯიში (ჩაკუნტვა/ჩაჯდომა), როგორც დისციპლინური სასჯელის ზომა, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ მან რამდენჯერმე განუცხადა ხელმძღვანელებს წელის მიდამოში არსებულ ძლიერ ტკივილებზე. მისი ზემდგომის მხრიდან ასეთი გადაწვეტილების შედეგად მომჩივანი გახდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი.
4.5. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო აფასებს რა, რომ დაზარალებულიცა და ბრალდებულებიც არიან იდენტური სოციალური ფენის, ერთი და იმავე ასაკობრივი კატეგორიის, ობიექტურად თანაბარი ფიზიკური შესაძლებლობის პირები, ამასთან სისხლის სამართლის საქმეში ბრალადშერაცხულ ეპიზოდებთან მიმართებაში დადგენილია, რომ დაზარალებულს არ მიუმართავს სამედიცინო დაწესებულებისათვის ამასთან არ დასჭირვებია რაიმე განსაკუთრებული ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსები, მას არ მიუღია ფიზიკური დაზიანება, რასაც ჰქონდა ხანგრძლივი ნარჩენი შედეგები. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ შ----- ლ-----ის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობა ვერ დაკვალიფიცირდება როგორც არაადამიანურ მდგომარეობაში ჩაყენება.
4.6. რაც შეეხება დამამცირებელ მოპყრობას რამაც პატივისა და ღირსების შელახვა გამოიწვია აღნიშნულთან მიმართებაშიც სასამართლო მოიშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებს კერძოდ, 2015 წლის 12 მარტს საქმეზე „ლიალიაკინი რუსეთის წინააღმდეგ“ (Lyalyakin V. Russia), რომელიც ეხებოდა 19 წლის ჯარისკაცს, რომელიც დააკავეს სამხედროს გარნიზონიდან გაქცევის მცდელობისას. ჯარისკაცი დასაჯეს იმით, რომ საცვალით გამოიყვანეს სამწყობრო მოედანზე. ეს იყო პ------–- შემთხვევა, როდესაც სასამართლომ იმსჯელა იმის თაობაზე შეიძლებოდა თუ არა მომჩივანის იძულებით გაშიშვლების ფაქტს მისცემოდა არადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის კვალიფიკაცია. ამგვარი მოპყრობის შედეგად ახალგაზრდა ჯარისკაცს შეელახა ღირსება, სასამართლომ კი გადაწყვიტა, რომ მისი ასაკი დამამძიმებელ ფაქტორად უნდა ყოფილიყო განხილული. ამ ფაქტორების გათვალისწინებით სასამართლომ დაასკვნა, რომ ამგვარი მოპყრობით მიღწეულ იქნა სისასტიკის ის მინიმალური ზღვარი, რომლის შემდგომაც ქმედება უნდა დაკვალიფიცირებულიყო ღირსების შემლახავ მოპყრობად. ასევე საქმეზე „ბოიდი ბელგიის წინააღმდეგ“ (Bouyid v.Belgium) 2015 წლის 28 სექტემბერს მიღებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ დაასკვნა, რომ პოლიციელის მიერ განმცხადებლისთვის სილის გაწვნა წარმოადგენდა ღირსების შემლახავ მოპყრობას. დიდი პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ არსებობს მჭიდრო კავშირი ღირსების შემლახავი მოპყრობის ცნებასა და ადამიანის ღირსების პატივისცემას შორის. სასამართლომ ხაზი გაუსვა რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს: სახეში გარტყმის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, დამცირებას, რომელსაც მომჩივანები აუცილებლად იგრძნობდნენ სახეში გარტყმისას, ასევე ეს ქმედება მეტყველებდა პოლიციის ოფიცრების უპირატესობაზე მომჩივანებთან მიმართებაში, რომლებსაც აუცილებლად დაეუფლებოდათ უმწეობისა და უსამართლობის განცდა მათ მიმართ განხორციელებული ამგვარი ქმედების შედეგად.
4.7. განსახილველ შემთხვევაში ბრალდებულთა ქმედება აშკარად იყო შ----- ლ-----ის პატივისა და ღირსების დამამცირებელი, რამაც მსხვერპლში გააჩინა დაუცველობის, უმწეობისა და უსამართლობის განცდა. მითუმეტეს, რომ მის მიმართ არასათანადო მოპყრობას ახორციელებდა არაერთი სამხედრო პირი. საგულისხმოა სწორედ ბრალდებულების რიცხობრივი უპირატესობა დაზარალებულთან მიმართებაში, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს მსხვერპლში დაუცველობის, უსუსურობის, დაჩაგრულობისა და უსამართლობის განცდას. სწორედ ესაა ახსნა იმისა, თუ რატომ არ მიმართა მსხვერპლმა მყისიერად სამართალდამცავ ორგანოებს.
4.8. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი იცავს ადამიანის პატივს და ღირსებას და ეს უფლება ხელშეუვალია. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება. ადამიანის პატივი და ღირსება აბსოლუტური და დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის პატივსა და ღირსებას ხელყოფისგან, შესაბამისად მისი ხელყოფა სამართლებრივი შეფასების გარეშე არ უნდა დარჩეს. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი წამებასა და არაადამიანურ მოპყრობასთან ერთად კრძალავს ღირსების შემლახავ ნებისმიერ მოპყრობას. აღნიშნული უფლება აბსოლუტური და ხელშეუვალია, იგი არ ითვალისწინებს რაიმე დათქმასა და დაშვებას მისი ხელყოფის კუთხით. წევრ სახელმწიფოებს აღნიშნულ უფლებასთან მიმართებით ეკისრებათ, როგორც პოზიტიური ასევე ნეგატიური ვალდებულება. სახელწიფოს ევალება დაიცვას მოქალაქეები მსგავსი ჩარევისაგან და თუ მაინც მოხდება აღნიშნული მათ ევალებათ, რომ აწარმოონ სათანადო გამოძიება და მისცენ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება აღნიშნულ ქმედებებს. ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხაზი გაუსვა თავის გადაწყვეტილებაში „ჩემბერი რუსეთის წინააღმდეგ“ (Chember v. Russia), სახელმწიფოს ვალდებულებას უზრუნველეყო ჯარისკაცების მიერ სამხედრო სამსახურის შესრულება იმგვარ პირობებში, რომლებშიც დაცულია მათი ღირსება.
4.9. საერთო სამხედრო სამართლის საგანი არის ის საზოგადოებრივი ურთიერთობები, რომლებიც ყალიბდება იმ სამხედრო ორგანიზაციათა სტრუქტურებში, რომელთა დანიშნულებაა სახელმწიფოს სამხედრო უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფა. ეს ურთიერთობები რეგულირდება სამართლის სხვადასხვა დარგის ნორმების მეშვეობით. სამხედრო სისხლისსამართლებრივი კანონმდებლობის დაცვის ობიექტია სამხედრო სამსახურის გავლის დადგენილი წესი, რომელიც, ერთი მხრივ, სისხლის სამართლის დაცვის ობიექტის შემადგენელი ნაწილია, ხოლო მეორე მხრივ ხასიათდება რიგი სპეციფიკურობით. სამხედრო სამსახური სამხედრო მოსამსახურეთაგან მოითხოვს მათზე დაკისრებულ მოვალეობათა განუხრელ შესრულებას. სამხედრო მოსამსახურეები იღებენ სამხედრო ფიცს, რაც მათ სამხედრო წესების მოთხოვნათა, მეთაურთა და უფროსთა ბრძანებების განუხრელი და მკაცრი დაცვის პარალელურად ავალდებულებს საქართველოს კონსტიტუციის დაცვას. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სპეციალური სუბიექტის - სამხედრო მოსამსახურის მიერ, სპეციალური ობიექტის - სამხედრო მოსამსახურის უფლებაში ჩარევა უნდა დაკვალიფიცირდეს სპეციალური ნორმით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის თავში.
4.10. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლში კრიმინალიზებულია ურთიერთდაუქვემდებარებელ სამხედრო მოსამსახურეთა შორის დამოკიდებულების წესის დარღვევა, რასაც თან ახლდა დაზარალებულის პატივის ან ღირსების დამცირება. განსახილველი დანაშაულის სუბიექტი ისევე, როგორც ობიექტი სპეციალურია, ორივე მათგანი უნდა იყოს სამხედრო მოსამსახურე. ობიექტური მხრივ ურთიერთდაუქვემდებარებელ სამხედრო მოსამსახურეთა შორის დამოკიდებულების წესის დარღვევა გამოიხატა ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, დაზარალებულის პატივის და ღირსების დამცირებას. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით - დაზარალებულის ჩვენებით, ასევე ფაქტის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალით დგინდება, რომ 2016 წლის აგვისტოსა და სექტემბრის თვეებში დაზარალებულ შ----- ლ-----ის მიმართ ბრალდებულების მხრიდან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალმომრეობით აქტებს, რამაც გამოიწვია დაზარალებულის პატივისა და ღირსების დამცირება. განსახილველი დანაშაულებრივი ქმედება განხორციელდა სამხედრო სამსახურის პირობებში, პირდაპირი განზრახვით, ბრალდებულები იაზრებდნენ რა, რომ შ----- ლ-----ესთან მიმართებაში იყვნენ ურთიერთდაუქვემდებარებელი სამხედრო მოსამსახურეები, მათი ქმედება ერთმნიშვნელოვნად მიმართული იყო მისი პატივისა და ღირსების დამცირებისაკენ. ბრალდებულების განზრახვას, სამხედრო მოსამსახურეების თანდასწრებით, საჯაროდ დაემცირებინათ მსხვერპლი, მეტყველებს ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ ბრალდებულებმა შ----- ლ-----ის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი აქტი ერთ შემთხვევაში ფოტო სურათებზე, ხოლო მეორე შემთხვევაში ვიდეოჩანაწერზე ასახეს და ახდენდნენ მათ გავრცელებას სამხედრო სამსახურში. რაც შეეხება მათი ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას, ჩადენილი ჯგუფურად, აღნიშნულის შეფასებისას სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იქნა დადასტურებული ის მატერიალური ფაქტი, რომ ბ--- ღ----–--ე, ი---- შ--–--–---–-, გ------- ქ-----, გ------- ლ-------ე და გ------- გ----- დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებისას მოქმედებდნენ ჯგუფურად, ისინი ახორციელებდნენ ერთსა და იმავე უმართლობას, კერძოდ წინასწარგანზრახულად დაარღვიეს ურთიერთდაუქვემდებარებელ სამხედრო მოსამსახურეთა შორის დამოკიდებულების წესი და ძალმომრეობითი აქტის განხორციელების გზით დაამცირეს შ----- ლ-----ის პატივი და ღირსება. ამასთან ბ--- ღ----–--ე 2016 წლის აგვისტოსა და სექტემბერში მოქმედებდა ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, განზრახვა დაერღვია ურთიერთდაუქვემდებარებელ სამხედრო მოსამსახურეთა შორის დამოკიდებულების წესი, რასაც თან ახლდა შ----- ლ-----ის პატივისა და ღირსების დამცირება, სისრულეში იქნა მოყვანილი.
4.11. სასამართლომ მტკიცებულებების ერთიანი შეფასების საფუძველზე დაასკვნა, რომ ბრალდებულებმა ბ--- ღ----–--ემ, ი---- შ--–--–---–მა, გ------- ქ-----მ, გ------- ლ-------ემ და გ------- გ-----მ ჩაიდინეს ურთიერთდაუქვემდებარებელ სამხედრო მოსამსახურეთა შორის დამოკიდებულების წესის დარღვევა, რასაც თან ახლდა დაზარალებულის პატივის და ღირსების დამცირება ჯგუფურად, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ისინი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნენ ცნობილი დამნაშავედ.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. ბ--- ღ----–--ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა მისი მასშტაბური როლი დანაშაულში - მონაწილეობა დანაშაულის ორივე ეპიზოდში.
5.2. გ------- გ-----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5.3. გ------- ლ-------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5.4. ი---- შ--–--–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5.5. გ------- ქ-----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას, მათ წარსულ ცხოვრებას.
6.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ ჯგუფურად. ამასთან ბ--- ღ----–--ის მიერ ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით განხორციელებულია ორი ქმედება (აგვისტო-სექტემბრის ეპიზოდი), შესაბამისად იგი სხვა ბრალდებულებთან შედარებით მკაცრად უნდა დაისაჯოს. აქვე სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაული, რომლის გამოც მსჯავრი დაედებათ ბრალდებულებს სასჯელის სახედ და ზომად უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ხუთ წლამდე ვადით. ამ მოცემულობაში სასამართლო ვერ იმსჯელებს მსჯავრდებულთა მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლის თაობაზე, ვინაიდან სახეზე არ არის მათი მხრიდან ჩადენილი ბრალეული ქმედების აღიარება. სასამართლოს შეფასებით, ზომიერად მკაცრმა სასჯელმა ხელი უნდა შეუწყოს მომავალში მსჯავრდებულების სათანადო ქცევას, რათა მათი მხრიდან მომავალშიც არ გაგრძელდეს ადამიანების პატივის და ღირსების დამცირება, მსჯავრდებულმა უნდა მოახდინონ ახალი სოციალური ღირებულებების გათავისება, მათი ქცევების კორექტირება და თვითშეგნების ამაღლება.
7. ნივთიერი მტკიცებულების და ყადაღის საკითხის გადაწყვეტა:
7.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომაზე დაუშვებელი ნივთიერი მტკიცებულება ელექტრონული დისკები - დაუბრუნდეს გამოძიების მწარმოებელ ორგანოს. ხოლო, წინასასამართლო სხდომაზე დაშვებული ელექტრონული დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
7.2. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოხდეს დანაშაულის საგნის ბ--- ღ----–--ის ,,სონის“ ფირმის მობილური ტელეფონის საპროცესო კონფისკაცია, ხოლო ლ-–- მ-------–---–ის კუთვნილი ,,აიფონ-5“ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
7.3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 ივლისის განჩინებით გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ა---- თ---–--–---–-ს უძრავი ქონების შესაბამის წილზე (საკადასტრო კოდი 7----------- მდებარე მ–------ რაიონი, სოფელი წ--------ი) დადებული ყადაღა.
7.4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 ივლისის განჩინებით გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ზ----- ნ-------ს უძრავი ქონების შესაბამის წილზე (საკადასტრო კოდი 4----------- მდებარე ქ------ი, რ---------–-ს ქუჩა #1-- (ყოფილი #1---) დადებული ყადაღა.
7.5. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 ივლისის განჩინებით გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თ----- მ---------–--ის უძრავი ქონების შესაბამის წილზე (საკადასტრო კოდი 0----------------------, მდებარე თ---–---- ქ-----------–-- შესახვევი #--) დადებული ყადაღა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ--- ღ----–--ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე.
2. ბ--- ღ----–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
3. ბ--- ღ----–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 19 ოქტომბრიდან. სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2017 წლის 11 იანვრიდან - 2017 წლის 19 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 მაისის განჩინებით ბ--- ღ----–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. ასევე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 ივლისის განჩინებით გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ა---- თ---–--–---–-ს უძრავი ქონების შესაბამის წილზე (საკადასტრო კოდი 7------------- მდებარე მ–------ რაიონი, სოფელი წ--------ი) დადებული ყადაღა.
5.გ------- გ-----ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე.
6. გ------- გ----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
7. გ------- გ-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 19 სექტემბრიდან. სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2017 წლის 11 იანვრიდან - 2017 წლის 19 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
8. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 მაისის განჩინებით გ------- გ-----ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. ასევე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 ივლისის განჩინებით გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ზ----- ნ-------ს უძრავი ქონების შესაბამის წილზე (საკადასტრო კოდი 4----------- მდებარე ქ------ი, რ---------–-ს ქუჩა #1-- (ყოფილი #1---) დადებული ყადაღა.
9.გ------- ლ-------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე.
10. გ------- ლ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
11.გ------- ლ-------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 19 ოქტომბრიდან. სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2017 წლის 11 იანვრიდან - 2017 წლის 19 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
12. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 მაისის განჩინებით გ------- ლ-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. ასევე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 ივლისის განჩინებით გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თ----- მ---------–--ის უძრავი ქონების შესაბამის წილზე (საკადასტრო კოდი 0-----------------------, მდებარე თ---–---- ქ-----------–-- შესახვევი #--) დადებული ყადაღა.
13. ი---- შ--–--–---–-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე.
14. ი---- შ--–--–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
15. ი---- შ--–--–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 19 ოქტომბრიდან. ი---- შ--–--–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2017 წლის 11 იანვრიდან - 2017 წლის 19 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
16. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 მაისის განჩინებით ი---- შ--–--–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
17. გ------- ქ----ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე.
18. გ------- ქ----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
19. გ------- ქ-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 19 ოქტომბრიდან. სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2017 წლის 11 იანვრიდან - 2017 წლის 14 იანვრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
20. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 იანვრის განჩინებით გ------- ქ----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
21. ნივთიერი მტკიცებულება:
წინასასამართლო სხდომაზე დაუშვებელი ნივთიერი მტკიცებულება ელექტრონული დისკები - დაუბრუნდეს გამოძიების მწარმოებელ ორგანოს.
წინასასამართლო სხდომაზე დაშვებული ელექტრონული დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოხდეს დანაშაულის საგნის ბ--- ღ----–--ის ,,სონის“ ფირმის მობილური ტელეფონის საპროცესო კონფისკაცია, ხოლო ლ-–- მ-------–---–ის კუთვნილი ,,აიფონ-5“ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
22. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე
23. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა