მუხლი 250. ბრალდებაზე ან ბრალდების ნაწილზე უარის თქმა
თავი XXIII — საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში
1. ბრალდების მხარეს უფლება აქვს, ზემდგომი პროკურორის თანხმობით უარი თქვას ბრალდებაზე ან ბრალდების ნაწილზე, ან არსებული ბრალდება შეცვალოს უფრო მსუბუქი ბრალდებით. ბრალდებაზე ან ბრალდების ნაწილზე პროკურორის მიერ უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო განჩინებით იღებს გადაწყვეტილებას ბრალდებაში ან ბრალდების ნაწილში სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლებით ბრალდების მხარე სარგებლობს ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოში განაჩენის გამოტანამდე, გარდა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისა.
3. ბრალდების მხარის მიერ უარყოფილი ბრალდება ან ბრალდების ნაწილი და ის მტკიცებულებები, რომლებსაც იგი ეყრდნობა, არ შეიძლება ხელახლა წარედგინოს სასამართლოს იმავე ბრალდებულის მიმართ.
საქართველოს 2013 წლის 30
მაისის
კანონი № 662 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ.
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5576 - ვებგვერდი, 12.07.2016
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 24.06.2016-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (03.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 250. ბრალდებაზე ან ბრალდების ნაწილზე უარის თქმა 1. დასკვნითი სიტყვის წარდგენამდე ბრალდების მხარეს უფლება აქვს, ზემდგომი პროკურორის თანხმობით უარი თქვას ბრალდებაზე ან ბრალდების ნაწილზე, ან არსებული ბრალდება შეცვალოს უფრო მსუბუქი ბრალდებით. ბრალდებაზე ან ბრალდების ნაწილზე პროკურორის მიერ უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო განჩინებით იღებს გადაწყვეტილებას ბრალდებაში ან ბრალდების ნაწილში სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლებით ბრალდების მხარე სარგებლობს ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოში განაჩენის გამოტანამდე, გარდა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისა. 3. ბრალდების მხარის მიერ უარყოფილი ბრალდება ან ბრალდების ნაწილი და ის მტკიცებულებები, რომლებსაც ისგი ეყრდნობა, არ შეიძლება ხელახლა წარედგინოს სასამართლოს იმავე ბრალდებულის მიმართ. საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი № 662 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(14)
საქმე №2კ-325აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.07.2022
…თ. ა-ის დამამცირებელი, არაადამიანური, პატივისა და ღირსების შემლახველი ქმედებების გამო დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფსიქიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა. 3. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდების მხარემ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 250-ე მუხლის შესაბამისად, ზემდგომი პროკურორის თანხმობით, იშუამდგომლა ბრალდებულების - თ. ა-ის, რ. ა-ისა და ე. გ-ის…
საქმე №2კ-451-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.01.2022
…გათვალისწინებულ დანაშაულად, რის გამოც პროკურატურამ უარი განაცხადა ბრალდებაზე და იშუამდგომლა მ. კ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ განჩინებით დააკმაყოფილა (საფუძველი - საქართველოს სსსკ-ის 250-ე მუხლი, 105-ე მუხლის პირველი ნაწილის,,ი“ ქვეპუნქტი). საკასაციო პალატა დამატებით ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მ. კ-ს თავდაპირველად,…
საქმე №113აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.11.2016
…გამოვლენის შემთხვევაში შესაძლებელი ხდება განაჩენის გადასინჯვა; ასევე, როგორც განსხვავებული სამართლებლივი ბუნების მატარებელ ნორმათა ერთობლიობას, მას დაუკავშირდა სპეციალური საპროცესო დათქმები, მაგალითად: 12. საქართველოს მოქმედი სსსკ-ის 250-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ბრალდების მხარე სარგებლობს ბრალდებაზე უარის თქმის უფლებით ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოში განაჩენის…
საქმე №2კ-281აპ.-12 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.09.2012
…ფიზიკური, ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელებაც წარმოადგენს მის უფლებას და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. საქმის სასამართლო განხილვის დროს სახელმწიფო ბრალმდებელმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 250-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, უარი თქვა თ. ს-ს მიმართ წარდგენილი ბრალდების ნაწილზე, კერძოდ: პროცესზე…
…რაიონულ სასამართლოს, შესაბამისად, საქმე განხილულ იქნეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ. აპელანტების განმარტებით, სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტის შუამდგომლობის დაყენება პროკურორის უფლებას წარმოადგენდა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსსკ-ის 250-ე მუხლით, ამავე მუხლის საფუძველზე, სასამართლო ფორმალურად უფლებამოსილი იყო შეეწყვიტა სისხლისსამართლებრივი დევნა, თუმცა, აღნიშნულით დაირღვა…
მუხლი 17. სამეურნეო ნაწილზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები— ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ
მუხლი 20. სამეურნეო ნაწილზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები— ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ
მუხლი 20. სამეურნეო ნაწილზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები— ცაგერის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 250, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-250/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია