განაჩენი

სისხლის სამართლის 22.03.2019
საქმის ნომერი
330100118002791258
თარიღი
22.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/5------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

22 მარტი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე გიორგი დარახველიძე,სხდომის მდივანი-ნათია კოპალიანი

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორი - ირ---–------–-------ა,დაცვის მხარე

 

ადვოკატი- ბე--------ე,ბრალდებული: შუ------------------------ე;

დაბადების თარიღი: 1----------------

პირადი ნომერი: 0----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

ნასამართლეობა: არ მქონე

რეგისტრაციის ადგილი: აბროლაური ს------–---------

მცხოვრები: ქ. თბილისი, თემქა რ----------–--–-----------

სისხლის სამართლის საქმე №0-----------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეექვსე ნაწილი.

 

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა.

 

ბრალდებული: ჯა----------------------ე;

დაბადების თარიღი: 1-----------------

პირადი ნომერი:------------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

ნასამართლეობა: არ მქონე

რეგისტრაციის ადგილი: ქ. ბაღდათი, ს------–--–-----–----------------------–-----

მცხოვრები: ქ. თბილისი, გ-–-----------------------------------------

სისხლის სამართლის საქმე №0-----------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეექვსე ნაწილი.

 

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

2019 წლის 22 მარტის სასამართლო სხდომაზე თბილისის გ-–------------------ს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ირ---–------–-------ამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 250-ე მუხლის თანახმად, ზემდგომი პროკურორის თანხმობით სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, ბრალდებულების შუ-------------სა და ჯა----------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეექვსე ნაწილით წარდგენილი ბრალდება შეცვალა უფრო მსუბუქი ბრალდებით საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მეოთხე ნაწილით.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 15 ივლისს, დაახლოებით 23:50 საათიდან 2018 წლის 16 ივლისის 00:01 საათის შუალედში, ქ. თბილისის ო---------–---–------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სლოტკლუბ „ვ----------“-ს წინ, ზა---------------–---–ს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა ძმებთან ჯა-------–-----------------თან, რა დროსაც შუ-------------მ და ჯა----------ემ ზა---------------–---–ს ხელებითა და ფეხებით სხეულის სხვადასხვა ადგილებში არაერთხელ ძლიერად დაარტყეს, რის შედეგადაც ბრალდებულებმა ზა---------------–---–ს მიაყენეს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა, შეფასება:

 

2019 წლის 08 იანვარს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულების ჯა----------ისა და შუ-------------ს მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).

 

საქმის არსებითი განხილვის დროს სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება, სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, ჯ--ა და შუ-------------ს მიერ დანაშაულის ჩადენას უტყუარად ადასტურებს საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: მოწმეების ზვ------------ის, ის-–--------------–--ის, გი-----------------ის, აკ----------ს, და-------------–---–ის, ხა------------------ს გამოკითხვისას მიღებული ინფორმაცია, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმები, პირის ამოცნობის ოქმები, სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მასალებისა და ინფორმაციის ერთობლიობა.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯა----------ისა და შუ-------------ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მეოთხე ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მესამე ნაწილზე, შემდეგ გარემოებათა გამო: საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით არ დასტურდება ის გარემოება, რომ ბრალდებულების ჯა-------–-----------------ის ქმედებას მოჰყვა ზა---------------–---–ის სიცოცხლის მოსპობა. მოცემული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, კერძოდ, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი არ არის მიზეზობრივი კავშირი ბრალდებულების მიერ ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:

 

ბრალდებულებმა ჯა----------ემ და შუ-------------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბრალდებულების ჯ--ა და შუ-------------ების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, ის რომ აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი დანაშაული, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ აქვთ.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ შ------ და ჯა----------ეებს უნდა დაენიშნოს ბრალად წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ისეთი ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მათი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულებისათვის, რათა მათ უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულების მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ჯა----------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეოთხე ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მესამე ნაწილზე. ჯა----------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.

მსჯავრდებულ ჯა----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

მსჯავრდებულ ჯა----------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2018 წლის 28 სექტემბრის 18:26 საათიდან.

შუ-------------ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეოთხე ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მესამე ნაწილზე. შუ------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.

მსჯავრდებულ შუ-------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

მსჯავრდებულ შუ-------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2018 წლის 28 სექტემბრის 17:11 საათიდან.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

ვიდეოჩანაწერი 02 დისკად და სამედიცინო ისტორია -დარჩეს საქმეში, საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე გიორგი დარახველიძე