განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე#1--------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
06 დეკემბერი 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - ლაშა ჩხიკვაძე
სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე
პროკურორი: ი-----–- მ---–----–---
ადვოკატები: რ----- კ--------, ი-----–- გ---------
ს/ს საქმე №0-----------
ბრალდებული: ლ---- ფ--–-------–---–ი
მამის სახელი: მ------
დაბადებული: 0---------წ.
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე
საცხოვრებელი მისამართი: ქ------–-----------------------–--------------
პასუხისგებაში მიცემის დრო: 1---------–-
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 18,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, „ბ“ ქვეპუნქტები და საქართველოს 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი
აღკვეთის ღონისძიების სახე: გირაო
ბრალდებული: მ--–---- დ-------ე
მამის სახელი: ხ-------
დაბადებული: 0---------წ.
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–-----------------------–----–-
პასუხისგებაში მიცემის დრო: 2---------–-
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 18,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტები და საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლი
აღკვეთის ღონისძიების სახე: გირაო
ბრალდებული: ვ--–------ პ----------ი
მამის სახელი: ბ-------
დაბადებული: 0---------წ.
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–--------------------–------------
პასუხისგებაში მიცემის თარიღი: 1---------–-
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 18-25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტები და საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი
აღკვეთის ღონისძიების სახე: გირაო
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულების: მ--–---- დ-------ის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით, საქართველოს სსკ-ის 18,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, ლ---- ფ--–-------–---–ის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 18,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ვ--–------ პ----------ის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 18-25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ: ბრალდებულ მ--–---- დ-------ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა თაღლითობის მომზადება, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მომზადება, რასაც შესაძლოა გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. მანვე, ჩაიდინა სამსახურებრივი სიყალბე, ესე იგი მოხელის მიერ ოფიციალურ დოკუმენტში ყალბი ცნობის შეტანა და გაცემა, ჩადენილი ანგარებით.
ბრალდებულ ლ---- ფ--–-------–---–ის ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობის მომზადება, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მომზადება, რასაც შესაძლოა გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. მანვე, ჩაიდინა ჯგუფურად ყალბი საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება გამოყენების მიზნით.
ბრალდებულ ვ--–------ პ----------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობის მომზადებაში დახმარება, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მომზადებაში დახმარება, რასაც შესაძლოა გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. მანვე, ჩაიდინა ჯგუფურად ყალბი საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება.
მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 დეკემბრის №2--- განკარგულებით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ა--------------------------------–---- გამოეყო 12000000 (თორმეტი მილიონი) ლარი. განკარგულების მიხედვით, 2013 წლის 06 დეკემბრიდან 2014 წლის 01 მარტამდე პერიოდში, საექსპორტოდ ჩაბარებულ 01 კილოგრამ სტანდარტულ ციტრუსზე განისაზღვრა სუბსიდია 0.15 ლარის ოდენობით. სუბსიდიის მიღების საფუძველს წარმოადგენს თ--------------–-----------–-- ტერიტორიაზე რეგისტრირებული ციტრუსის ჩამბარებელი ფიზიკური პირის მიერ მიღება-ჩაბარების აქტის და ექსპორტის დამადასტურებელი საბაჟო დეკლარაციის წარდგენა. მიღება-ჩაბარების აქტი ხელმოწერილი უნდა იყოს ციტრუსის ჩამბარებელი ფიზიკური პირის, ციტრუსის შემსყიდველი პირისა და შესაბამისი ადგილობრივი თ--------------–-----------–-- წარმომადგენლის მიერ.
ლ---- ფ--–-------–---–მა, რომელიც ინფორმირებული იყო განკარგულების შესახებ, განიზრახა მოტყუებით დაუფლებოდა სახელმწიფო სუბსიდიას. ამ მიზნით, ლ---- ფ--–-------–---–ი დაუკავშირდა ქ------–----- მ----–----–-------- ხ--–-ს თემის რ–---------–---------–------ შემსრულებელს მ--–---- დ-------ეს, რა დროსაც შეთანხმდნენ, რომ ციტრუსის შესყიდვის აქტში შეიტანდნენ ყალბ მონაცემებს, რომელშიც მითითებული იქნებოდა ჩაბარებული ციტრუსის გაზრდილი ოდენობა, ხოლო უკანონოდ მიღებულ სუბსიდიას გაინაწილებდნენ.
2013 წლის 25 დეკემბერს, ლ---- ფ--–-------–---–მა ციტრუსის ექსპორტიორ ვ--–------ პ----------ს მიჰყიდა 2780 კგ. მანდარინი. ლ---- ფ--–-------–---–ი, მ--–---- დ-------ე და ვ--–------ პ----------ი შეთანხმდნენ, რომ აქტში შეტანილი იქნებოდა მანდარინის გაზრდილი ოდენობა. შეთანხმებისამებრ, მანდარინის შესყიდვის აქტში, მ--–---- დ-------ის, ვ--–------ პ----------ის და ლ---- ფ--–-------–---–ის მიერ მოხდა ყალბი მონაცემების შეტანა და ვ--–------ პ----------ზე რეალიზებული 2780 კილოგრამი მანდარინის ნაცვლად, მითითებული იქნა გაზრდილი ოდენობა - 7 000 კილოგრამი. შესყიდვის აქტი, მ--–---- დ-------ემ ლ---- ფ--–-------–---–თან და ვ--–------ პ----------თან ერთად, დაამოწმა ხელმოწერით და ხ--–-ს თ--------------–-----------–-- ბეჭდით.
2013 წლის 27 დეკემბერს, ს--------- მიმართულებით მანდარინის ექსპორტირების დროს, ვ--–------ პ----------მა ყალბი შესყიდვის აქტის საფუძველზე შევსებული საბაჟო დეკლარაცია წარადგინა ს------–--------–-- გამშვებ პუნქტში, რა დროსაც მებაჟეების მიერ კორექტირებული იქნა მასში მითითებული ყალბი მონაცემები, რის გამოც ლ---- ფ--–-------–---–მა და მ--–---- დ-------ემ ვერ მიიღეს ხელოვნურად გაზრდილი სუბსიდიის თანხა 633 ლარის ოდენობით.
საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე, პროკურორმა ი-----–- მ---–----–---მ, ზემდგომი პროკურორის თანხმობით, სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა ბრალდებულ მ--–---- დ-------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 18,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდების ნაწილში ბრალდებაზე უარის თქმის და ბრალდებულების ლ---- ფ--–-------–---–ისა და ვ--–------ პ----------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 18,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და საქართველოს სსკ-ის 18,25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ნაწილში სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე, რაც სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა საოქმო განჩინებით, ხოლო ბრალდებულების ვ--–------ პ----------ისა, ლ---- ფ--–-------–---–ის და მ--–---- დ-------ის მიმართ პროკურორმა, საქართველოს სსსკ-ის 250-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარდგენილი ბრალდება შეცვალა უფრო მსუბუქი ბრალდებით, შემდეგი ფორმულირებით:
ლ---- ფ--–-------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობის მომზადება, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მომზადება, რასაც შესაძლოა გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი. მანვე, ჩაიდინა ჯგუფურად ყალბი საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება გამოყენებების მიზნით.
ვ--–------ პ----------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობის მომზადებაში დახმარება, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მომზადების დახმარება, რასაც შესაძლოა გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი. მანვე, ჩაიდინა ჯგუფურად ყალბი საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება.
მ--–---- დ-------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა სამსახურებრივი სიყალბე, ესე იგი მოხელის მიერ ოფიციალურ დოკუმენტში ყალბი ცნობის შეტანა და გაცემა, ჩადენილი სხვა პირადი მოტივით.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასების და საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 დეკემბრის №2--- განკარგულებით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ა--------------------------------–---- გამოეყო 12000000(თორმეტი მილიონი) ლარი. განკარგულების მიხედვით, 2013 წლის 06 დეკემბრიდან 2014 წლის 01 მარტამდე პერიოდში, საექსპორტოდ ჩაბარებულ 01 კილოგრამ სტანდარტულ ციტრუსზე განისაზღვრა სუბსიდია 0.15 ლარის ოდენობით. სუბსიდიის მიღების საფუძველს წარმოადგენდა თ--------------–-----------–-- ტერიტორიაზე რეგისტრირებული ციტრუსის ჩამბარებელი ფიზიკური პირის მიერ მიღება-ჩაბარების აქტის და ექსპორტის დამადასტურებელი საბაჟო დეკლარაციის წარდგენა. მიღება-ჩაბარების აქტი ხელმოწერილი უნდა ყოფილიყო ციტრუსის ჩამბარებელი ფიზიკური პირის, ციტრუსის შემსყიდველი პირისა და შესაბამისი ადგილობრივი თ--------------–-----------–-- წარმომადგენლის მიერ.
ლ---- ფ--–-------–---–მა, რომელიც ინფორმირებული იყო განკარგულების შესახებ, განიზრახა მოტყუებით დაუფლებოდა სახელმწიფო სუბსიდიას. 2013 წლის 25 დეკემბერს, ლ---- ფ--–-------–---–მა ციტრუსის ექსპორტიორ ვ--–------ პ----------ს მიჰყიდა 2 780 კგ მანდარინი. ლ---- ფ--–-------–---–ი და ვ--–------ პ----------ი შეთანხმდნენ, რომ აქტში შეტანილი იქნებოდა მანდარინის გაზრდილი ოდენობა. მანდარინის შესყიდვის აქტი, დამოწმებული იქნა სოფელ ხ--–-ს რ–---------–-ს მ--–---- დ-------ის მიერ ხელმოწერით და ბეჭდით, იმგვარად რომ მ--–---- დ-------ეს რეალურად არც კი შეუმოწმებია მყიდველის - ვ--–------ პ----------ის და გამყიდველის - ლ---- ფ--–-------–---–ის მიერ შესყიდვის აქტში მითითებული მონაცემების სისწორე, სადაც ვ--–------ პ----------ზე რეალურად რეალიზებული 2780 კილოგრამი მანდარინის ნაცვლად მითითებული იქნა გაზრდილი ოდენობა - 7000 კილოგრამი.
2013 წლის 27 დეკემბერს, ს--------- მიმართულებით მანდარინის ექსპორტირების დროს, ვ--–------ პ----------მა ყალბი შესყიდვის აქტის საფუძველზე შევსებული საბაჟო დეკლარაცია წარადგინა ს------–--------–-- გამშვები პუნქტში, რა დროსაც მებაჟეების მიერ კორექტირებული იქნა მასში მითითებული ყალბი მონაცემები, რის გამოც ლ---- ფ--–-------–---–მა ვერ მიიღო ხელოვნურად გაზრდილი სუბსიდიის თანხა 633 ლარის ოდენობით.
სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სრულად დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებების ერთობლიობით:
სასამართლო სხდომაზე მოწმე თ----- გ----ემ განმარტა, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 დეკემბერის განკარგულებით ა--------------------------------–---- გამოეყო მიზნობრივი თანხა - 12 000 000 ლარი, რომელიც ემსახურებოდა ა-----–- ციტრუსის აღების ღონისძიებათა ხელშეწყობისა და მეციტრუსეობის დარგში დასაქმებული მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. განკარგულების საფუძველზე 2013 წლის 31 დეკემბერს ა---------------------------------–---- მთავრობამ თავის მხრივ მიიღო განკარგულება, რომლითაც აღნიშნული თანხა განაწილდა მუნიციპალიტეტებში, ქ------–----- მ----–----–------- ერგო - 5 445 750 ლარი. სუბსიდიის მისაღებად გამყიდველს უნდა წარედგინა შესყიდვის აქტი და საბაჟო დეკლარაცია. მყიდველისა და გამყიდველის მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტი ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული უნდა ყოფილიყო ტ--------------–------------ წარმომადგენლის (რ–---------–-ს) მიერ. რ–---------–- ამით პასუხისმგებელი იყო და ადასტურებდა წარმოდგენილ დოკუმენტში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ შორის პროდუქტის რაოდენობას. სუბსიდიებთან დაკავშირებით მოსახლეობა ინფორმირებული იქნა. ქ------–----- მ----–----–-------- გამგეობას ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად შესაძლოა მისდგომოდა 633 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- წ----ემ განმარტა, რომ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ციტრუსის შესყიდვის აქტი იყო გაყალბებული, კერძოდ, 2013 წლის 25 დეკემბერს ხ--–-ს თემში ვ--–------ პ----------მა ბ-----ეებისგან შეიძინა 2150 კგ. მანდარინი, ხოლო სოფელ ხ--–-ში მცხოვრებ ლ---- ფ--–-------–---–ისგან 580 კგ. და შემდეგ 2250 კგ. მანდარინი. ვინაიდან, გამოყოფილი იყო სუბსიდია კილოგრამზე 15 თეთრი, ფ--–-------–---–ებმა სთხოვეს შეედგინათ ისეთი შესყიდვის აქტი, სადაც ხელოვნურად გაიზრდებოდა ციტრუსის რაოდენობა, რომელსაც ხელს მოაწერდა მყიდველი, გამყიდველი და ხელმოწერით და ბეჭდით დაამოწმებდა ხ--–-ს სოფლის რ–---------–- მ. დ-------ე. ვ--–------ პ----------ი დასთანხმდა ფ--–-------–---–ს და შედგა შესაბამისი დოკუმენტი, თუმცა მოსთხოვეს აქტში ჩაეწერათ 7000 კგ. რაზეც უპასუხა, რომ მის მანქანაში აღნიშნული რაოდენობა ფიზიკურად არ ჩაეტეოდა, მ--–---- დ-------ემ უთხრა, რომ არავინ აწონიდა და პრობლემა არ შეექმნებოდა. შესყიდვის აქტი დამოწმებულ იქნა ხ--–-ს თ--------------–-----------–-- ბეჭდითა და რ–---------–-ს ხელმოწერებით, კერძოდ შესყიდვის აქტზე გამყიდველის გრაფაში დაფიქსირებულ იქნა - ლ---- ფ--–-------–---–ის ხელმოწერა, მყიდველის გრაფაში - ვ--–------ პ----------ის ხელმოწერა, ხოლო ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლის გრაფაში კი - მ--–---- დ-------ე. შესყიდვის აქტი წარადგინეს ,,-------ში, რომელშიც გაზრდილი იყო შესყიდული მანდარინის რაოდენობა. მ--–---- დ-------ემ კვლავ დაამშვიდა ვ--–------ პ----------ი, რომ არაფერი მოხდებოდა. საბაჟოზე ტვირთის გადატანისას მებაჟემ შეამჩნია, რომ ტვირთი გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე საბაჟო დეკლარაციაში იყო მითითებული, შესაბამისად, საქონელი გადამოწმდა, რა დროსაც მ--–---- დ-------ე ვ--–------ პ----------ის ტელეფონით ცდილობდა მებაჟესთან დალაპარაკებას, თუმცა მებაჟემ უარი განუცხადა. ვინაიდან, ექსპორტის დეკლარაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა, ვ--–------ პ----------ის განცხადებით, ანულირდა და ზეპირი დეკლარირებით დატოვა ქვეყანა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე თ------- შ-–------–მა განმარტა, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 დეკემბრის განკარგულებით სოფლად მცხოვრები ხალხის მატერიალური დახმარების მიზნით განხორციელდა ციტრუსის სუბსიდირება, რაც კილოგრამ ციტრუსზე ითვალისწინებდა სუბსიდიას - 15 თეთრის ოდენობით. მთავრობის მიერ გამოყოფილი იქნა თანხა - 12 000 000. აღნიშნულის თაობაზე ეცნობა ყველა მ----–----–------- და ისინი კარდაკარ აცნობდნენ მოქალაქეებს, რომ სუბსიდიის მისაღებად საჭირო იყო მყიდველის, გამყიდველის და რ–---------–-ს მიერ ხელმოწერილი შესყიდვის აქტი, რომელიც რ–---------–-ვე ასევე უნდა დაემოწმებინა ბეჭდით. გარდა ამისა, საჭირო იყო ექსპორტზე რეალიზაციის დოკუმენტი, პიროვნების საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოწმის განმარტებით, კომისია ამოწმებდა წონების და შესყიდვის აქტებს, რათა ექსპორტის დოკუმენტში არ მომხდარიყო გაორება, ექსპორტის დეკლარაციის გადაფარვა. სუბსიდირებისთვის ორივე დოკუმენტში ინფორმაციის თანხვედრა იყო აუცილებელი, შესყიდვის აქტში ზუსტად იმდენი პროდუქტი უნდა იყოს დაფიქსირებული, რაც ექსპორტის საბუთში.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------ შ----ემ განმარტა, რომ შემთხვევის დროს მუშაობდა ქ. ბ------------------------------------------------------ სპეციალისტად და იყო ს----------------------------- კომისიის წევრი. 2013 წლის 26 დეკემბრის განკარგულება შეიცავდა მეციტრუსე ფერმერებზე კომპენსაციის გაცემას, ანუ სუბსიდირებას, რომლისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო 12000000 ლარი. სტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია განისაზღვრა 15 თეთრით, არასტანდარტულზე კი 10 თეთრით. განკარგულების თანახმად, სუბსიდიის მისაღებად ფერმერს უნდა წარედგინა იმ ტ--------------–------------ რ–---------–-ს ხელმოწერით და ბეჭდით დადასტურებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელშიც თავის მხრივ მყიდველი და გამყიდველი ადასტურებდა კონკრეტული რაოდენობის ციტრუსის რეალიზებას. სუბსიდიის მისაღებად აღნიშნულ მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად უნდა წარდგენილიყო საზღვარგარეთ ექსპორტზე გატანის დამადასტურებელი დეკლარაცია. აღნიშნულის თაობაზე დეკემბრის დასაწყისშივე მოხდა მოსახლეობის ინფორმირება და შესყიდვის აქტებიც მაშინ მიეწოდა თვითმმართველ ორგანოებს, რომლებმაც თავის მხრივ გადამზიდავ ორგანოებს მიაწოდეს. მოწმის განმარტებით, სუბსიდირება არ მოხდებოდა თუ შესყიდვის აქტს სხვა პირი მოაწერდა ხელს, ან თუ შესყიდვის აქტსა და დეკლარაციაში დაფიქსირდებოდა სხვაობა (თუმცა გაიცემოდა იმ შემთხვევაში თუ დეკლარაციაში მეტობა დაფიქსირდებოდა, ვიდრე შესყიდვის აქტში).
სასამართლო სხდომაზე მოწმე შ----- ს---–--ემ განმარტა, რომ სამსახურში მისვლისას წინა ცვლამ გადააბარა მანდარინით დატვირთული მანქანა, რომელსაც მანდარინი ექსპორტის სასაქონლო დეკლარაციით გაქონდა ს--------- მიმართულებით. გადაბარებისას თანამშრომელმა უთხრა, რომ დეკლარაციაში მითითებული და რეალურად არსებული წონები თანხვედრაში არ მოდიოდა. ცვლის გადაბარების შემდეგ, მასთან გამოცხადდა ვ--–------ პ----------ი, აწონეს მანქანაში არსებული ბროწეული და მანდარინი. ეს უკანასკნელი იყო 5 ტონამდე, თუმცა დეკლარაციაში და სუბსიდიის აქტში დაფიქსირებული იყო 7 ტონა. სოფელი ხ--–-დან სუბსიდიის (შესყიდვის) აქტი გაცემული იყო ვ--–------ პ----------ზე, რომელსაც ლ---- ფ--–-------–---–ისგან ქონდა ნაყიდი 7 ტონა მანდარინი. აქტზე ფიქსირდებოდა გ------–-- ხელმოწერა. ვ--–------ პ----------მა უთხრა, რომ არაფერი გაეგებოდა დეკლარაციის, ბ------–- დაიტვირთა მანქანა, ბ-------------–- კი გაკეთდა დეკლარაცია, სადაც მ--–---- დ-------ემ და ლ---- ფ--–-------–---–მა ჩაუწერეს 7 ტონა. ამ უკანასკნელისგან დაახლოებით 3 ტონა ქონდა შეძენილი. მანვე უთხრა, რომ დოკუმენტი უკან უნდა ჩაეტანა ფ--–-------–---–ისთვის, ხოლო წონასთან დაკავშირებით კი პრობლემა არ შეექმნებოდა. მოწმემ განუმარტა პ----------ს, რომ მათ ევალებოდათ სუბსიდიის აქტი გადაემოწმებინათ წონით და სწორედ ეს აუხსნა ვ--–------ პ----------ს, რომ მასზე ხელმოწერით და ბეჭდის დარტყმით ისინი არღვევდნენ კანონს, ვინაიდან ის იყო ზედმეტი თანხის აღების საფუძველი. პ----------მა განუმარტა, რომ ის არაფერ შუაში იყო, აღნიშნული საბუთები მას უნდა ჩაეტანა ლ---- ფ--–-------–---–თან და მ--–---- დ-------ესთან და ისინი აიღებდნენ თანხას. ვ--–------ პ----------ი ცდილობდა გ-------–---- დაკავშირებას და სურდა, რომ მოწმე გასაუბრებოდა, თუმც მან უარი განუცხადა. საბოლოოდ, დეკლარაცია გაუქმდა და ვ--–------ პ----------მა მანდარინი გაიტანა საზღვარგარეთ ზეპირი დეკლარირებით.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ს---–---- ვ------–--ემ განმარტა, რომ მთავრობამ საზღვარგარეთ იმპორტირებულ ციტრუსებზე დაადგინა სუბსიდია, კერძოდ ყოველ 35 თეთრზე გამყიდველს უხდიდა 15 თეთრს. მოქალაქეებს ინფორმაცია მიეწოდათ ყველა შესაძლო საშუალებით. სუბსიდირება დაიწყო 6 დეკემბერს, განკარგულება კი 21 დეკემბერს მიიღეს. სუბსიდიის მისაღებად საჭირო იყო შესყიდვის აქტი და საბაჟო დეკლარაცია. მოწმე, ისევე როგორც სხვა რწმუნებულები საბუთებს ბეჭდით და ხელმოწერით ადასტურებდნენ და გზავნიდნენ გ--------–-, სადაც წყვეტდნენ ანაზღაურების საკითხებს. დოკუმენტში გამყიდველი და მყიდველი იდენტიფიცირებული იყო. თანამშრომლებთან ერთად დადიოდა სოფლებში და იცოდა, ვინ რამდენ ტონა ციტრუსს კრეფდა. ამის მიხედვით დგებოდა შესყიდვის აქტები. არ ჰქონია შემთხვევა, შესყიდვის აქტში შემდგომ შეეტანა შესწორება.
სასამართლო სხდომაზე მოწმე მ---- ყ----–-----ემ განმარტა, რომ იყო მ----–----–-------- რ–---------–- სოფელ ჩ---------–-. სუბსიდიის თანხის გაცემისთვის საჭირო იყო - შესყიდვის დოკუმენტი, დეკლარაციის დოკუმენტი, პირადობის მოწმობის ქსეროასლები, ანგარიშის ნომერი და სხვა მონაცემები. გამყიდველმა და მყიდველმა იცოდნენ შესაბამისად რა რაოდენობის მანდარინს ყიდდნენ და ყიდულობდნენ. მოწმე და მისი თანამშრომლები ასევე არკვევდნენ, ვინ რამდენ ტონა ციტრუსს კრეფდა, გლეხები მას სთხოვდნენ შესყიდვის აქტს, საზღვარგარეთ ციტრუსის გატანისთვის, შემდეგ კი საბაჟო დეკლარაცია მიჰქონდათ მასთან, ეს უკანასკნელი კი ადასტურებდა და გ------–-- მ--------–------ გზავნიდა. საბაჟოს დეკლარაციაში ფიქსირდებოდა რამდენი ტონა გადიოდა საზღვარზე. სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე ხდებოდა ანაზღაურება. საბაჟოზე დანაკლისის შემთხვევაში ჩასწორება ხდებოდა. შესყიდვის დოკუმენტში ფიქსირდებოდა - მყიდველი, გამყიდველი და ციტრუსის მონაცემები. სუბსიდიის ანაზღაურება ხდებოდა საზღვარზე გასული ციტრუსის რაოდენობით. შესყიდვის აქტს ხელმოწერით და ბეჭდით ადასტურებდნენ. რ–---------–--- არ ევალებოდათ ციტრუსის აწონვა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------ გ--–--------მა განმარტა, რომ ვ--–---- პ----------თან და გ---- კ--------თან ერთად მივიდა ლ---- ფ--–-------–---–ის ოჯახში, მანდარინის საყიდლად. ამ უკანასკნელის დედისგან იყიდეს 2 ტონა და 780-790 კილოგრამი. ნაწილში გადაიხადეს 30 თეთრი, ნაწილში კი 80 თეთრი. შემდეგ მივიდა ლ----ი ფ--–-------–---–ი და უთხრა, რომ სახელმწიფო მათ თითო კილოზე სუბსიდიის სახით 15 თეთრს აძლევდა და უნდა ჩასულიყვნენ ბ-------------–-. ლ---- ფ--–-------–---–ი და ვ--–------ პ----------ი წავიდნენ, შესაბამისად, მისთვის უცნობია, რა მოხდა გ---–-, თუმცა მოგვიანებით ისიც წაიყვანეს, რადგან დოკუმენტების გ------------ათვის მძღოლიც საჭირო აღმოჩნდა. როგორც მეგობრებისგან იცის, ისინი საბუთებში წერდნენ თითქოს მათი ტვირთი 7 ტონა იყო, რაზეც გ----მა უთხრა, რომ ტვირთი ნაკლებს იწონიდა, თუმცა ლ---- ფ--–-------–---–ის და მ--–---- დ-------ის თქმით მას არანაირი პრობლემა არ შეექმნებოდა, ეს საბუთი მხოლოდ მათ ჭირდებოდათ. საბოლოოდ, დეკლარაციაში 7 ტონა ჩაწერეს, რის გამოც საბაჟოზე შეექმნათ პრობლემები, კერძოდ კითხეს, რამდენს იწონიდა მისი ტვირთი, აწონისას დადგინდა, რომ ტვირთი 5 ტონამდე იყო, საბუთებში კი 7 ტონა ეწერა. მოწმე სიმართლის დასამტკიცებლად ნებაყოფლობით ჩაერთო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებშიც.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გ---- კ--------მა განმარტა, რომ 2014 წლის დეკემბრის ბოლოს გ------ გ--–--------თან და ვ--–------ პ----------თან ერთად წავიდა მანდარინის საყიდლად. თავდაპირველად იყიდეს 2 ტონა და 200 კგ. მანდარინი. შემდეგ პიროვნებამ მიიყვანა ლ---- ფ--–-------–---–ის სახლში, სადაც ამ უკანასკნელის დედას მოელაპარაკნენ ფასზე და 30 და 80 თეთრად შეიძინეს 2780 კგ. მანდარინი. ლ----მა უთხრა, რომ დოკუმენტზე ხელი იყო მოსაწერი, თავდაპირველად წავიდნენ ლ----ი და ვ--–----, დაბრუნდნენ მ--–---- დ-------ესთან ერთად და თქვეს, რომ მძღოლი იყო საჭირო და ისიც წაიყვანეს ბ------–-. ფ--–-------–---–ი და დ-------ე საუბრისას ,,7 ტონას“ ახსენებდნენ, რაზედაც მან უთხრა, რომ საბაჟო უნდა გაევლო, მის მანქანაში კი 7 ტონა არ იქნებოდა. მათ უპასუხეს, რომ არანაირი პრობლემა არ შეექმნებოდა და საბუთი იყო მათთვის, რათა სახელმწიფოსგან კილოზე 15 თეთრი აეღოთ სუბსიდია. საბოლოოდ, დეკლარაციაში, რომელსაც ხელი მოაწერა მათი თხოვნით, მ--–---- დ-------ის კარნახით დაფიქსირებული იქნა 7 ტონა ციტრუსი, მაშინ როცა ფ--–-------–---–ისგან რეალურად შეძენილი ქონდა 2780 კგ. მოწმის განმარტებით, 10 წელია უსაბუთოდ გაქონდა საზღვარზე მანდარინი და საბუთი არასოდეს მოუთხოვიათ, ამჯერად კი მოსთხოვეს, რაც მას არ ქონდა. დღენახევარი იდგნენ საბაჟოზე. იმის დასამტკიცებლად, რომ ის დამნაშავე არ იყო, ნებაყოფლობით ჩაერთო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებშიც.
სასამართლო სხდომაზე მოწმე მ------ რ------ დაადასტურა მის მიერ 2014 წლის 17 აპრილს გაცემული დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც:
- გამოსაკვლევი 2013 წლის 25 დეკემბრით დათარიღებული ციტრუსის შესყიდვის N1- აქტის შემავსებელი ხელნაწერი ტექსტები შესრულებულია მ--–---- დ-------ის მიერ.
- გამოსაკვლევ 2013 წლის 25 დეკემბრით დათარიღებულ ციტრუსის შესყიდვის N1- აქტზე გრაფაში ,, მყიდველი’’ ლ.ფ--–-------–---–ის სახელით არსებული ხელმოწერა შესრულებულია ლ---- ფ--–-------–---–ის მიერ.
- გამოსაკვლევ 2013 წლის 25 დეკემბრით დათარიღებულ ციტრუსის შესყიდვის N1- აქტზე გრაფაში ,,მყიდველი’’ ვ.პ----------ის სახელით არსებული ხელმოწერა შესრულებულია ვ--–------ პ----------ის მიერ.
- გამოსაკვლევ 2013 წლის 25 დეკემბრით დათარიღებულ ციტრუსის შესყიდვის N1- აქტზე გრაფაში ,,ა-----–-------------------------–------–---------------–-‘’ მ. დ-------ის სახელით არსებული ხელმოწერა შესრულებულია მ--–---- დ-------ის მიერ.
მოწმემ განმარტა, რომ წარედგინა 2013 წლის 25 დეკემბრით დათარიღებული ციტრუსის შესყიდვის №1- აქტის შემავსებელი ხელნაწერი ტექსტები და ამ აქტზე არსებული სამი ხელმოწერა, ასევე წარედგინა მ--–---- დ-------ის, ლ---- ფ--–-------–---–ის და ვ--–------ პ----------ის ხელწერის და ხელმოწერის ნიმუშები დალუქული სახით. ყველა კითხვაზე გაცემულია კატეგორიული დასკვნა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- რ-------ემ განმარტა, რომ შემთხვევის პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან გაიცა სუბსიდია, კერძოდ ყოველ ექსპორტირებულ კილოგრამ მანდარინზე სახელმწიფო გამყიდველს აძლევდა 15 თეთრ სუბსიდიას. თანხის მისაღებად საჭირო იყო საბაჟო დეკლარაციის და შესყიდვის აქტის წარდგენა. რ–---------–- შესყიდვის აქტში ადასტურებდა, რომ ნამდვილად მოხდა მანდარინის ყიდვა-გაყიდვა, გ-------–- ამოწმებდა ბეჭდით და ხელმოწერით. უფრო მნიშვნელოვანი საბაჟო დეკლარაცია იყო და მასში მითითებული მონაცემები. შესყიდვის აქტში ციტრუსის ზუსტი წონა ვერ მიეთითებოდა, რადგან მანდარინი წონაში იკლებს და საბაჟომდე დაკლებული მივიდოდა. გ--------–- არ იყო მოწყობილობა ციტრუსის ასაწონად. ამასთან ბევრი გლეხი ყიდდა დიდი რაოდენობის ციტრუსს და ყველას აწონვა ფიზიკურად ვერ მოხერხდებოდა, შესაბამისად ვერც რ–---------–- აწონიდა ციტრუსს. მოწმის აზრით, რ–---------–- ეცოდინებოდა კონკრეტულ გლეხს დაახლოებით რამდენი ციტრუსის მოსავალი ჰქონდა.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა მ--–---- დ-------ემ განმარტა, რომ 2006 წლის შემოდგომიდან დაიწყო მუშაობა რ–---------–--- და მუშაობდა 2014 წლის 8 აპრილამდე. 2013 წელს გამოვიდა განკარგულება სუბსიდირებასთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც გასცემდა ხელმოწერილ და ბეჭედდარტყმულ ცნობებს, რომ კონკრეტული პიროვნება ნამდვილად იყო იმ სოფლის მაცხოვრებელი, რომლის რ–---------–-ც თავად იყო, ასევე გასცემდა ცნობას ნაკვეთებთან დაკავშირებით. ბრალდებული იყო სოფელ ხ--–-ს თემის რ–---------–-. სუბსიდიის მისაღებად საჭირო იყო შესყიდვის ცნობა, რომელზეც ხელს აწერდა და ბეჭედს ურტყამდა. მასში ფიქსირდებოდა მყიდველის და გამყიდველის მონაცემები, ციტრუსის რაოდენობა და ფასი. მონაცემების და ხელმოწერის გარეშე სუბსიდიის მიღება არ ხდებოდა. სადავო შესყიდვის აქტზე ხელმოწერა და ბეჭედი მის მიერაა შესრულებული და დარტყმული. მას არ ევალებოდა გასაყიდი პროდუქტის აწონვა, გადამოწმება და გასინჯვა. იგი ადგენდა აქტს იმ მონაცემების მიხედვით, რასაც მყიდველი და გამყიდველი ეუბნებოდნენ. მან იცოდა მის სოფელში ვის რამდენი ტონა მანდარინი მოყავდა და რამდენს ყიდიდა, ამიტომ იმ შემთხვეაში თუ მასთან მივიდოდა ისეთი პიროვნება, რომელსაც არ მოჰყავდა ციტრუსი, არ შეუდგენდა შესყიდვის აქტს. ლ---- ფ--–-------–---–ს 20 ტონიანი მოსავალი ჰქონდა ხოლმე, ცუდი სეზონისას კი 10-12 ტონიანი, ამიტომ არანაირ ეჭვი არ არსებობდა, რომ ფ--–-------–---–ს 7 ტონა ციტრუსი ჰქონოდა გასაყიდი. ამასთან, მან ნახა როგორ იტვირთებოდა მანქანები. ბრალდებულმა განმარტა, რომ სუბსიდიის თანხა უშუალოდ ციტრუსის მწარმოებელს ეძლეოდა, კონკრეტული შეთანხმებისას მყიდველი და გამყიდველი მიდიოდნენ მასთან გ-----------------------–----– შენობაში და ადგენდნენ აქტს, რის შემდეგაც ის მიდიოდა ოჯახში და ამოწმებდა მართლა ყიდულობდნენ და იტვირთებოდა თუ არა მანქანა, მაგრამ აწონვაში, გასინჯვაში და გადამოწმებაში მონაწილეობას არ იღებდა. მას ევალებოდა ფორმალურად დაედასტურებინა ყიდვა-გაყიდვა. ბრალდებულმა განმარტა, რომ მას დაუკავშირდა ლ---- ფ--–-------–---–ი და უთხრა, რომ სურდა მანდარინის გაყიდვა და სუბსიდიის მიღება. ბრალდებულმა დაიბარა კაბინეტში ლ---- ფ--–-------–---–ი და ვ--–------ პ----------ი, მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შეადგინა შესყიდვის აქტი. საბაჟო დეკლარაცია დგებოდა მანამ, სანამ მანქანა დაიტვირთებოდა, რადგან მანდარინი მალფუჭებადია და მალე უნდა გაეტანათ საზღვარზე. კონკრეტული წონა და ციფრი საბაჟოზე ფიქსირდებოდა, შეცდომის შემთხვევაში ის შესყიდვის დოკუმენტს ჩაასწორებდა. ლ---- ფ--–-------–---–ი 7 ტონას ყიდდა, ხოლო ვ--–------ პ----------ი 7 ტონას ყიდულობდა. მან ორივეს კითხა და ხელმოწერით დაადასტურეს ორივემ. შემდეგ თავადაც მოაწერა შესყიდვის აქტს ხელი, რადგან არ ჰქონდა ეჭვის შესატანი საფუძველი. გ---–- იყვნენ ლ---- ფ--–-------–---–ი, ვ--–------ პ----------ი, მ--–---- დ-------ე და ,,ზილის“ მძღოლი. ბრალდებულმა განმარტა, რომ ხშირად გაყოლია გამყიდველს და მყიდველს გ---–-. საქონელი არ იყო მისული გ---–-, ისე გაკეთდა საბუთი, მაგრამ საქონელი საზღვარზე რომ არ გასულიყო, საბუთი ანულირდებოდა. მანქანის მძღოლს არ უთქვამს მისთვის, რომ მანქანა 7 ტონა ციტრუსს ვერ დაიტევდა, საქონელს ყოველთვის არ ამოწმებდა. ლ---- ფ--–-------–---–ი და ვ--–------ პ----------ი ერთად გაიცნო მის კაბინეტში. მანდარინი პ----------ის ზილზე რეალურად 2 ტონა და 800 კილო იყო, დანარჩენი ბროწეული იყო. შესყიდვის დოკუმენტში 100 კილოთი მეტს დააფიქსირებდნენ თუ ნაკლებს, პრობლემა არ იყო, რადგან მანდარინი მალფუჭებადია და წონა იკლებს, ხოლო დიდი სხვაობის შემთხვევაში დოკუმენტი ანულირდებოდა. იანვარში მას დაურეკა ლ---- ფ--–-------–---–მა და უთხრა, რომ პრობლემა იყო საბაჟოზე და სუბსიდიას ვეღარ მიიღებდა, გ---–- უთხრეს, რომ სახეზე არ იყო 7 ტონა მანდარინი, ვ--–------ პ----------მაც დაურეკა და უთხრა, რომ საბაჟოს დეკლარაციაში შეცდომა იყო, კერძოდ 7 ტონის ნაცვლად 5 ტონა და 200 კილო იყო.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ვ--–------ პ----------მა განმარტა, რომ 2013 წლის 23 დეკემბერს ,,ვოლგის“ და ,,ზილის“ მარკის ავტომობილებით მანდარინის საყიდლად წავიდა ქ------–---–- გ------ გ--–--------თან და გ---- კ--------თან ერთად. სოფელ ჩ--------–- ლ. ბ-----ისგან შეიძინა 2 ტონა და 140 კგ. მანდარინი, შემდეგ ნაცნობმა სხვა სოფელში მიიყვანა ფ--–-------–---–ების ოჯახში, სადაც დახვდა ლ---- ფ--–-------–---–ის დედა. შეთანხმდნენ 580 კგ. მსხვილი და 2 ტონა და 200 კგ. წვრილი მანდარინის ყიდვაზე. ლ----მა და მამამისმა გაიგეს თუ არა, რომ მანდარინი ს-------–- მიქონდათ, თხოვეს გ-------–---- ჩასულიყვნენ სოფელ ხ--–-ში, ვინაიდან საზღვარგარეთ გატანილ საქონელზე გლეხებს მთავრობა ეხმარებოდა 15 თეთრით. მივიდნენ მ--–---- დ-------ესთან, შესყიდვის აქტზე მოაწერეს ხელი. მათივე ინიციატივით მძღოლთან გ---- კ--------თან ერთად წავიდნენ ბ-------------–-, სადაც ამ უკანასკნელმა თქვა, რომ მისი მანქანით 7 ტონა მანდარინს ვერ გაიტანდა, თუმცა ლ----ის და მ--–----ის განმარტებით, მას გაზრდილი ოდენობით არანაირი პრობლემა არ შეექმნებოდა, რის შემდეგაც გ----მა მოაწერა ხელი. შემდეგ გ----მა დაურეკა და თხოვა საბაჟოზე მისვლა, რადგან იქ აღმოაჩინეს, რომ ტვირთი არ იყო იმდენი, რამდენიც დოკუმენტებში იყო მითითებული. საბაჟოზე მისულმა გაიგო, რომ წონა მართლაც ზედმეტი იყო მითითებული. ლ---- ფ--–-------–---–ს ტელეფონი გამორთული ქონდა, მამამისმა კი უარი უთხრა საბაჟოზე მისვლაზე. დაურეკა მ--–----ს, მან კი უთხრა, რომ ტელეფონი მიეწოდებინა მებაჟისათვის, რომელმაც თავის მხრივ უარი განუცხადა საუბარზე. ბრალდებულის განმარტებით, ს-------–- ტვირთის გატანისას საბუთი არასოდეს დაჭირვებია და არ ეგონა ხელმოწერით ესეთი პრობლემა თუ შეექმნებოდა. ამიტომ, მისი სიმართლის დასამტკიცებლად ჩაერთო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებში. მან ფ--–-------–---–ისგან იყიდა ზუსტად იმდენი მანდარინი, რაც იყიდა და არანაირი მოლაპარაკება მოგვიანებით დამატებითი შესყიდვის და მანდარინის საერთო რაოდენობის 7 ტონამდე შევსების თაობაზე ფ--–-------–---–თან არ ჰქონია.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ლ---- ფ--–-------–---–მა განმარტა, რომ სუბსიდირების პერიოდში, მასთან მივიდა სომეხი ეროვნების პიროვნება - ვ--–------ პ----------ი, რომელსაც უნდოდა მანდარინის ყიდვა. ბრალდებულს სურდა სუბსიდიის მიღება და აღნიშნულის შესახებ დაეკონტაქტა მ--–---- დ-------ეს. შესაბამისად, ლ---- ფ--–-------–---–ი და ვ--–------ პ----------ი მივიდნენ გ-------–----. პ----------ი ყიდულობდა 7 ტონა მანდარინს. ვ--–------ პ----------მა უთხრა, რომ საზღვარზე ისე გადადიოდა, საბუთი არ სჭირდებოდა, თუმცა თავის მხრივ ბრალდებულს სჭირდებოდა დოკუმენტი სუბსიდიის მისაღებად, რისთვისაც უნდა შემდგარიყო აქტი, შემდეგ უნდა წასულიყვნენ ბ-------------–- და აეღოთ საბუთი, რომელიც დაადასტურებდა ვ--–------ პ----------ის მიერ 7 ტონა მანდარინის შეძენას, რომელიც უნდა გაეტანა საზღვარგარეთ. მ--–---- დ-------ემ მართლაც შეადგინა აქტი და ჩავიდნენ ბ-------------–-: ლ---- ფ--–-------–---–ი, ვ--–------ პ----------ი, მ--–---- დ-------ე და ,,ზილის“ მძღოლი, რომელსაც მანდარინი უნდა წაეღო. მ--–---- დ-------ემ გ----- თანამშრომელ შესაბამის ს--–---–----- აუხსნა ვითარება, რომელმაც ოთახში დატოვა ვ--–------ პ----------ი და მანქანის (,,ზილის) მესაკუთრე და მათ მიერ მიწოდებული მონაცემების საფუძველზე შეადგინა დოკუმენტი. შემდეგ ,,ზილის“ მძღოლმა უთხრა, რომ მის მანდარინს ვეღარ წაიღებდა, რადგან მანქანა დატვირთული ყავდა სხვა სოფელში ნაყიდი მანდარინით. ავტომანქანა ,,ვოლგიდან“ ამოიღეს უკანა სავარძლები და ჩაყარეს მანდარინი. მძღოლმა უთხრა, რომ წაიღებდა და მეორე გზაზეც დაბრუნდებოდა. 2 ტონაზე მეტი წაიღო, ლ----მა ყუთების რაოდენობა და მანდარინის წონა ფურცელზე დაწერა და გაატანა ვ--–------ პ----------ს, თუმცა ამ უკანასკნელმა საბაჟოდან დაურეკა და კითხა 15 თეთრის გამო, რატომ გააკეთებინა ყალბი საბუთი, ჩასულიყო და უკან წაეღო მანდარინი და გაეუქმებინა საბუთი. სწორედ ამიტომ ლ----მა და მ--–----მა ბ-------------–- მოახდინეს საბუთის ანულირება. ბრალდებულმა განმარტა, რომ 15 თეთრს ყოველ 35 თეთრად გაყიდულ კილოზე აიღებდა მას შემდეგ, რაც ვ--–------ პ----------ი ჩამოუტანდა საბუთს, თანხა უნდა გადაეხადათ კილოგრამ მანდარინზე საბაჟოს დეკლარაციის მიხედვით, თუმცა როგორც აღინიშნა საბუთი გააუქმეს და ვეღარ აიღო სუბსიდია. კონკრეტულ პერიოდში სეზონზე 15 ტონა მანდარინი ჰქონდა. ციტრუსს წონიდნენ და ისე ტვირთავდნენ. მანდარინის გადარჩევისას შეადგინეს გაყიდვის აქტი. ბრალდებულმა განმარტა, რომ გაიგო გ------–-- მ--–---- დ-------ის ნომერი და შუადღეს დაურეკა, საღამოს კი გ--------–-ც მივიდნენ. სთხოვა მ--–----ს გაყოლოდა ბ-------------–-. მ--–----მა შეადგინა ყიდვა-გაყიდვის აქტი. ვ--–------ პ----------სა და ლ---- ფ--–-------–---–ს შორის არსებულ შესყიდვის აქტში სწორი მონაცემებია მითითებული, მას სუბსიდია საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე უნდა მიეღო, რომელშიც შეცდომა იყო. აღნიშნულის შემდეგ დაკითხეს, ჩვენებაზე ისე მოაწერინეს ხელი, რომ არ გაცნობილა, დაღლილი იყო და ფიქრობდა, რომ რასაც ყვებოდა, იმას წერდნენ გამომძიებლები. მისი დარღვეული უფლების შესახებ სასამართლო სხდომაზე არ განუცხადებია. ბრალდებულმა განმარტა, რომ მას არანაირი უკანონო მოლაპარაკება არ ჰქონდა მ--–---- დ-------ესთან და მხოლოდ მოგვიანებით თბილისში გაიგო, რომ მ--–---- დ-------ის წინააღმდეგ ჰქონდა მიცემული ჩვენება.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა მხარეთა წერილობითი მტკიცებულებები:
2014 წლის 6 იანვრის ინსპექტორ-გამომძიებელ გ------- წ----ის პატაკის თანახმად: 2013 წლის 25 დეკემბერს ვ--–------ პ----------მა, რომელიც ეწევა მანდარინის ექსპორტს საქართველოდან ს-------–-, ქ------–----- მ----–----–-------- ჩაისუბნის თემში შეიძინა მანდარინი. შესყიდვის აქტში მ--–---- დ-------ისა და ლ---- ფ--–-------–---–ის მიერ ხელოვნურად გაზრდილი იქნა ვ--–------ პ----------ზე რეალიზებული მანდარინის წონა, კერძოდ 2780 კილოგრამი მანდარინის ნაცვლად მიეთითა 7000 კილოგრამი მანდარინი. აქტი დამოწმდა ქ------–----- მ----–----–-------- ხ--–-ს თემის თ--------------–-----------–-- ბეჭდითა და ხ--–-ს თემის რ–---------–-ს მ--–---- დ-------ის, ასევე ვ--–------ პ----------ისა და ლ---- ფ--–-------–---–ის ხელმოწერებით.
პატაკზე დართული ქ------–----- მ----–----–-------- სოფელ ხ--–-ში 2013 წლის 25 დეკემბერს შედგენილი ციტრუსის შესყიდვის №1- აქტის ქსეროასლის თანახმად, გამყიდველმა ლ---- ფ--–-------–---–მა მყიდველ ვ--–------ პ----------ს მიყიდა 7000 კილოგრამი მანდარინი 1 კილოგრამი 0.30 ლარად, ჯამში 2100 ლარად. აქტს ხელს აწერენ გამყიდველის სახელით ლ---- ფ--–-------–---–ი, მყიდველის სახელით ვ--–------ პ----------ი და ა-----–-------------------------–------–---------------–- მ--–---- დ-------ე, იქვე დასმულია რ–---------–-ს ბეჭედი.
შ--------–----------------- დეკლარაციის თანახმად, ექსპორტიორს წარმოადგენს ვ--–------ პ----------ი, საქონლის აღწერასა და ოდენობაში კი მითითებულია 280 ყუთი მანდარინი, წონით 7000,00 კგ.
2013 წლის 25 დეკემბრის ინვოისით ასევე დასტურდება 7000 კგ. საქონლის შესყიდვის ფაქტი.
ასევე გამოკვლეული იქნა ვ--–------ პ----------ის მიერ წარდგენილი ჩანაწერები, სადაც ფიქსირდება ლ---- ფ--–-------–---–ისაგან შეძენილი მანდარინების ოდენობა, ყუთებზე და შესაბამის თანხაზე მითითებით.
2014 წლის 10 იანვრის ელექტრონული საშუალებების დათვალიერების შესახებ დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ვებ. გვერდის გამშვები პროგრამა ,,G-------------ის” საძიებო სისტემაში ჩანაწერით - ,,მ--–---- დ-------ე“ მოძიებული შედეგებიდან მე-3 შედეგის დათვალიერებისას გამოტანილი იქნა ახალი ფანჯარა, რომლის დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ ხ--–-ს თემის რ–---------–- მ--–---- დ-------ე სარგებლობს მობილური ტელეფონის ნომრით - 5-----------.
2014 წლის 9 იანვრის შ-------------–--- წერილის თანახმად ტელეფონის ნომერ 5----------- მფლობელია ლ---- ფ--–-------–---–ი, ხოლო 5----------- მფლობელია ნ------ ჯ-------ე.
2014 წლის 4 აპრილის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, ლ---- ფ--–-------–---–ისაგან აღებული იქნა ხელწერის ნიმუში.
2014 წლის 2 აპრილის ხელმოწერის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, ლ---- ფ--–-------–---–ისაგან მისივე თანხმობით აღებული იქნა ლ---- ფ--–-------–---–ის ხელმოწერის ნიმუში.
2014 წლის 8 აპრილის ხელწერის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, მ--–---- დ-------ისაგან ნებაყოფლობითი თანხმობით აღებული იქნა მ--–---- დ-------ის ხელწერის ნიმუში.
2012 წლის 3 იანვრის საქართველოს ა---------------------------------–---- ქ------–----- მ----–----–-------- გ------–-- გ--–- ც------–--ის ბრძანება N0------- თანახმად, მ--–---- დ-------ე დაინიშნა ქ------–----- მ----–----–-------- გამგეობის ხ--–-ს თემის ტ--------------–------------ რ–---------–---------–------ შემსრულებლად.
2011 წლის 3 იანვრის საქართველოს ა---------------------------------–---- ქ------–----- მ----–----–-------- გ------–-- გ------ მ–------ის ბრძანება N0-------- თანახმად მ--–---- დ-------ე დაინიშნა ქ------–----- მ----–----–-------- გამგეობის ხ--–-ს თემის ტ--------------–------------ გამგეობის რ–---------–-ს თანამდებობაზე.
2----–-–------------–-- საქართველოს ა---------------------------------–---- ქ------–----- მ----–----–-------- გ------–-- მოვალეობის შემსრულებელ გ------- რ-------ის ბრძანება N0------- თანახმად ქ------–----- მ----–----–-------- ხ--–-ს თემის ტ--------------–------------ რწმუნებულ მ--–---- დ-------ეს 2014 წლის 10 აპრილიდან შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება.
2014 წლის 29 მარტის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად დაზარალებულად იქნა ცნობილი ქ------–----- მ----–----–-------- გამგეობა.
საქართველოს შ--------------------------–----------------------------------–--- 2014 წლის 17 აპრილის დასკვნის თანახმად:
- გამოსაკვლევი 2013 წლის 25 დეკემბრით დათარიღებული ციტრუსის შესყიდვის N1- აქტის შემავსებელი ხელნაწერი ტექსტები შესრულებულია მ--–---- დ-------ის მიერ.
- გამოსაკვლევ 2013 წლის 25 დეკემბრით დათარიღებულ ციტრუსის შესყიდვის N1- აქტზე გრაფაში ,,მყიდველი’’ ლ.ფ--–-------–---–ის სახელით არსებული ხელმოწერა შესრულებულია ლ---- ფ--–-------–---–ის მიერ.
- გამოსაკვლევ 2013 წლის 25 დეკემბრით დათარიღებულ ციტრუსის შესყიდვის N1- აქტზე გრაფაში ,,მყიდველი’’ ვ.პ----------ის სახელით არსებული ხელმოწერა შესრულებულია ვ--–------ პ----------ის მიერ.
- გამოსაკვლევ 2013 წლის 25 დეკემბრით დათარიღებულ ციტრუსის შესყიდვის N1- აქტზე გრაფაში ,, ა-----–-------------------------–------–---------------–-‘’ მ. დ-------ის სახელით არსებული ხელმოწერა შესრულებულია მ--–---- დ-------ის მიერ.
ქ------–----- მ----–----–-------- სოფელ ხ--–-ში 2013 წლის 25 დეკემბერს შედგენილი ციტრუსის შესყიდვის №1- აქტის თანახმად, გამყიდველმა ლ---- ფ--–-------–---–მა მყიდველ ვ--–------ პ----------ს მიყიდა 5200 კილოგრამი მანდარინი (ოდენობა არის ჩასწორებული) 1 კილოგრამი 0.30 ლარად, ჯამში 2100 ლარად. აქტს ხელს აწერენ გამყიდველის სახელით ლ---- ფ--–-------–---–ი, მყიდველის სახელით ვ--–------ პ----------ი და ა-----–-------------------------–------–---------------–- მ--–---- დ-------ე, იქვე დასმულია რ–---------–-ს ბეჭედი.
შ--------–----------------- 2014 წლის 15 მაისის წერილის თანახმად: 2013 წლის 25 დეკემბერს საქართველოს მოქალაქე ვ--–------ პ----------მა (პ/ნ 2----------) გ------------ ე---------------------------------’ მიმართა თხოვნით სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის შევსების თაობაზე. ვ--–------ პ----------ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის (1. ინვოისი N-1;2 . სანტრანსპორტო ზედდებული N-1; შესყიდვის აქტი N1- 25/12/13) საფუძველზე იმავე დღეს (25/13/2013) გეზ ,,ბ--------‘’ მ---------------------------–--- ოფიცრის მიერ დარეგისტრირდა სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია სარეგისტრაციო ნომრით C------, რომლითაც ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოექცა 7000კგ (280 ყუთი) მანდარინი. აღნიშნული საქონელი წარმოდგენილი მონაცემებით განთავსებული იყო ავტომანქანაში (რეგ. ნომრით Y------), რომლითაც საქართველოს ფ-------------------- 2012 წლის 26 ივლისის 2--------------- მე-6 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად უნდა გამოცხადებულიყო გასვლის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ს------–--’’ 10 კალენდარული დღის განმავლობაში. საქონლის მიმღებად დეკლარაციაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მიეთითა ს--------- მოქალაქე ა–--------------- (პასპ/ნ A---------). სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან მესამე დღეს 2013 წლის 28 დეკემბერს ვ--–------ პ----------მა განცხადებით (N----------------) მიმართა გ------------ ე---------------------------------’ დეკლარაციის გაუქმების თაობაზე, განცხადებაში გაუქმების მიზეზად მითითებული იყო ექსპორტიორისა და იმპორტიორს შორის გარიგების პირობების დარღვევა. ზემოთ აღნიშნული განცხადების საფუძველზე გ----------------- უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია C------ ბათილად იქნა ცნობილი 2013 წლის 28 დეკემბერს. დეკლარაციის (C------) გაუქმების შემდეგ ვ--–------ პ----------ს (პ/ნ 2----------) ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის განხორციელების თაობაზე გ------------ ეკონომიკური ზონისთვის არ მიუმართავს.
რაც შეეხება ,,ზილის’’ მარკის ავტომანქანით (სახელმწიფო ნომერი Y------) 2013 წლის 28 დეკემბერს ს--------- რ-------–---- მიმართულებით განხორციელებულ საქონლის ექსპორტთან დაკავშირებულ ინფორმაციას, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებით 2013 წლის 28 დეკემბერს ს------------–----- გავლით განხორციელდა საქონლის (5425 კგ. მანდარინი და 800 კგ. ბროწეული) ექსპორტი, რის შესახებ ზეპირი დეკლარირება (საქართველოს ფ-------------------- 2--------------- 55-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე) განახორციელა ავტომანქანის მძღოლმა გ---- კ--------მა (პ/ნ 2-----------). აღნიშნული ინფორმაცია აისახა მონაცემთა ბაზების მართვის სისტემაში ,,O-----’’ - ,,სასაქონლო ექსპორტი”. დამატებით რაიმე სახის ექსპორტის ამსახველი დოკუმენტაცია გ---- კ--------ს საბაჟო გამშვები პუნქტისათვის ,,ს------–--” არ წარმოუდგენია.
თანდართული საქართველოს ფ------------------------–--------–-----------------------–- წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადის თანახმად, დოკუმენტის წარმდგენი პირია ვ--–------ პ----------ი, საბაჟო ორგანოს მიერ დოკუმენტის მიღების დროა 25.12.2013 წლის 20:24 საათი. წარდგენილ იქნა: შესყიდვის დოკუმენტი (ინვოისი ან სხვა სააგარიშწორებო დოკუმენტი) და სატრანსპორტო ზედნადები.
შ--------–----------------- 2013 წლის 25 დეკემბრის N------ დეკლარაციის თანახმად ექსპორტიორს წარმოადგენს ვ--–------ პ----------ი, საქონლის აღწერასა და ოდენობაში კი მითითებულია 280 ყუთი მანდარინი, წონით 7000,00 კგ.
2013 წლის 28 დეკემბრის განცხადების თანახმად ვ--–------ პ----------ი მიმართავს ს---–-------------------- გ------------ ე----------------------------------- უფროსს და თხოვს დეკლარაციის გაუქმებას, რადგან 2013 წლის 25 დეკემბერს მის მიერ ბ-------------–- გაფორმდა ექსპორტის დეკლარაცია ნომრით C-----, თუმცა იმპორტიორთან დაირღვა გარიგება.
სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა ვიდეო და აუდიო მასალა.
საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე ბრალდებისა და დაცვის მხარეები, ასევე შეთანხმდნენ ბრალდებისა და დაცვის მხარის მტკიცებულებების მოცულობით ნაწილზე, როგორც უდავო მტკიცებულებებზე და ამ მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რამაც პრეიუდიციული მნიშვნელობა შეიძინა და რომლებიც გამოკვლევის გარეშე იქნა სასამართლო სხდომაზე მიღებული.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან, თუმცა ამავე კოდექსის 82-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მხარეები შეთანხმდნენ გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებებზე, უპირობოდ ვერ გახდება პირის წარდგენილ ბრალდებაში მსჯავრდების საფუძველი, არამედ თითოეული მტკიცებულების შეფასება უნდა მოხდეს როგორც ინდივიდუალურად, ასევე სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და მხოლოდ ამის შემდგომ უნდა მოხდეს ჯერ ფაქტის დადგენა და შემდგომ მისი სამართლებრივი შეფასება.
ზემოაღნიშნული ჩვენებების და საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ერთობლივი შეფასებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებულ მ--–---- დ-------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველ ნაწილზე და შესაბამისად მას მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული მუხლით, ხოლო ლ---- ფ--–-------–---–ის მსჯავრდება უნდა მოხდეს საქართველოს სსკ-ის 18,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ვ--–------ პ----------ის მსჯავრდება კი - საქართველოს სსკ-ის 18,25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო საკუთარ მსჯელობაში დეტალურად შეეხება როგორც დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და ზოგადად ქმედების სამართლებრივ განმარტებას, ასევე, ყველა იმ სადავო შეფასებას, რაც ბრალდების და დაცვის მხარეების მიერ სასამართლო სხდომაზე იქნა გაჟღერებული.
უპირველეს ყოვლისა სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ადვოკატ რ----- კ--------ს მოთხოვნაზე, ბრალდებულ მ--–---- დ-------ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე, რადგან საქმეზე არ იყო დაცული უწყებრივი ქვემდებარობის პრინციპი და საქმეზე გამოძიება ჩატარდა არაუფლებამოსილი პირის მიერ, ხოლო აღნიშნულ საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის სააპელაციოს სასამართლოს მოსამართლეებმა მიიღეს უკანონო გადაწყვეტილება, მათ შორის იმ ნაწილში, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ ისე მიიღო გადაწყვეტილება მტკიცებულებების დასაშვებობის თაობაზე, რომ იმ დროს მოქმედი კანონმდებლობა საერთოდ არ ითვალისწინებდა მხარის მიერ ამგვარი გასაჩივრების შესაძლებლობას.
სასამართლო განმარტავს, რომ საკითხის სამართლებრივი შეფასება (მათ შორის იმ საკითხის შეფასებაც, რამდენად უფლებამოსილმა პირმა აწარმოა გამოძიება), რომ მტკიცებულებათა მოპოვების და საპროცესო დამაგრების დროს შესაძლო არსებითად დაირღვა თუ არა კანონის მოთხოვნები და აღნიშნული შესაძლოა მოგვიანებით საფუძვლად დაედოს პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას, წარმოადგენს წინასასამართლო სხდომის მოსამართლის კომპეტენციას, ხოლო არსებითი განხილვის ეტაპზე, გარდა კანონით მკაცრად განსაზღვრული სხვა შემაჯამებელი ან საპროცესო გადაწყვეტილებებისა, სასამართლოს საქართველოს სსსკ-ის 268-ე მუხლის თანახმად, გამოაქვს შემაჯამებელი გადაწყვეტილება - განაჩენი, რომელიც შეიძლება იყოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი, ან ზოგ ეპიზოდში გამამტყუნებელი, ხოლო ბრალდების სხვა ეპიზოდში – გამამართლებელი. ამასთან, არსებითი განხილვის პირველი ინსტანციის მოსამართლეს არ გააჩნია კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილება სააპელაციო, ან საკასაციო წესით შეაფასოს, შეცვალოს ან გააუქმოს იმავე ინსტანციის, ან სააპელაციო ინსტანციის მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც კანონიერ ძალაშია შესული და მათი კანონით გათვალისწინებული წესით გაუქმება ან შეცვლა არ მომხდარა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ.
სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ დაცვის მხარის მოთხოვნის სამართლებრივი შეფასება (დაკმაყოფილება, არდაკმაყოფილება) ამ მოცემულობით არ განეკუთვნება არსებითი განხილვის მოსამართლის უფლებამოსილებას, თუმცა გარკვეულ წილად თუ დაცვის მხარის მოთხოვნის სამართლებრივ წინაპირობებს შინაარსობრივად შევაფასებთ, ამ ნაწილში სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ დაცვის მხარის აპელირება, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიების ეტაპზე, ადგილი ჰქონდა გამოძიების ტერიტორიული პრინციპით დაქვემდებარებას და უწყებრივად არაქვემდებარე მუხლებით პასუხისგებაში მიცემის შემდგომ საჭირო იყო ს/ს საქმის გადაგზავნა შსს-ში, ნორმის ერთგვარ ინტერპრეტირებას წარმოადგენს, რადგან საქართველოს სსსკ-ის 35-36-ე მუხლების შესაბამისად, საგამოძიებო და ტერიტორიული ქვემდებარეობის საკითხებს, საქართველოს მთავარი პროკურის წარდგინებით განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. კერძოდ აღნიშნული საკითხი დარეგულირებულია იუსტიციის მინისტრის 2----–-–---------–-------- ბრძანებით, რომლითაც განისაზღვრება, რომელი უწყება, რომელი მუხლებით არის უფლებამოსილი, აწარმოოს როგორც გამოძიება, ასევე სისხლისსამართლებრივი დევნა. ამავე ბრძანების თანახმად სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული განეკუთვნება საქართველოს შსს-ს გამოძიებელთა საგამოძიებო ქვემდებარეობას, თუმცა საქართველოს სსსკ-ის 33-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მთავარ პროკურორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, საგამოძიებო ქვემდებარეობის მიუხედავად, ერთი საგამოძიებო ორგანოდან ამოიღოს საქმე და გამოსაძიებლად გადასცეს სხვა საგამძიებო ორგანოს. საქართველოს მთავარი პროკურორის შესაბამისი ბრძანებით ამგვარი უფლებამოსილება მიენიჭა მის მოადგილეებს. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, კანონს აქვს უპირატესი ძალა კანონქვემდებარე აქტთან მიმართებაში. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ 2014 წლის 07 იანვრის დადგენილების შედგენისას იხელმძღვანელა სსსკ-ის 33-ე მუხლის დანაწესით (ანუ კანონით, და არა კანონქვემდებარე აქტის მოთხოვნებით), რაც გულისხმობს, რომ იგი უწყებრივი, თუ ტერიტორიული ქვემდებარეობის მიუხედავად, უფლებამოსილი იყო ერთი საგამოძიებო ორგანოდან ამოეღო ს/ს საქმე და გამოსაძიებლად გადაეცა სხვა საგამოძიებო ორგანოსათვის, ეს გარემოება, არ და ვერ შეიძლება, ჩაითვალოს არსებითი ხასიათის, ან ზოგადად კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევად. ხოლო კანონის დათქმა - ,,გადასცეს სხვა საგამოძიებო ორგანოს’’, არ შეიძლება განუსაზღვრელად და ფართოდ განიმარტოს იმგვარად, რომ თუნდაც ერთი სამინისტროს ფარგლებში არსებული ორი სხვადასხვა და დამოუკიდებელი საგამოძიებო დანაყოფი კატეგორიულად არ შეიძლება განიხილებოდეს ტერმინის - სხვა საგამოძიებო ორგანოს ფარგლებში.
სასამართლო ზემოაღნიშნული მსჯელობის ფარგლებში, ასევე შეეხება ადვოკატის მოსაზრებას, რომელიც ეხება - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------------------- განჩინების გასაჩივრების საკითხსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–------------------ გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომლის თანახმადაც გაუქმდა 2----–-–------------------------- განჩინებები, მათ შორის მ--–---- დ-------ისა და ვ--–------ პ----------ის მიმართ წარდგენილი მტკიცებულებათა ნუსხის დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ.
უპირველეს ყოვლისა, არსებითია ის გარემოება, რომ არსებითი სხდომის ეტაპისათვის მნიშვნელოვანია წინასასამართლო სხდომაზე დამტკიცებული მტკიცებულებების ნუსხა, რომლითაც ხელმძღვანელობს სასამართლო. მოცემული შემთხვევისათვის კი სახეზეა მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილის მიერ არსებითი განხილვისთვის დაშვებული მტკიცებულებები - კანონიერ ძალაში მყოფი წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ დამტკიცებული მტკიცებულებების ნუსხა.
სასამართლო, ბუნებრივია, არ ახდენს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების და მასში მოყვანილი არგუმენტების რაიმე ფორმით რევიზირებას, თუმცა რაც შეეხება თავად იმ ფაქტს, რომ იმ დროს მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებდა მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-2 მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება ის საპროცესო ნორმა, რომელიც მოქმედებს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს. საქართველოს კანონმდებლობაში ხარვეზის არსებობისას დასაშვებია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმის ანალოგიით გამოყენება, თუ ამით არ იზღუდება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. საქართველოს სსსკ-ის 219-ე მუხლის თანახმად, თუ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ალბათობის მაღალი ხარისხით არ იძლევა საფუძველს ვარაუდისთვის, რომ დანაშაული კონკრეტულმა პირმა ჩაიდინა, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე განჩინებით წყვეტს სისხლის სამართლებრივ დევნას. განჩინება ერთჯერადად საჩივრდება მისი გამოტანიდან 5 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. მართალია, იმ დროს მოქმედი საპროცესო კოდექსის შესაბამისად, საუბარია მხოლოდ წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობაზე, თუმცა ეს არ გამორიცხავს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის შესაძლებლობასაც, ასევე განიხილოს ის წინაპირობებიც, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლემ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას დაუდო საფუძვლად. იმ პირობებში, როდესაც ზემდგომი სასამართლო მიიჩნევს ქვემდგომი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არაკანონიერად სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის ნაწილში, ცხადია, ლოგიკას და მართლმსაჯულების ინტერესს მოკლებულია მტკიცებულების ნუსხის დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში დატოვება, რადგან ასეთ შემთხვევაში აზრი ეკარგება შეწყვეტილი სისხლისსამართლებრივი დევნის ცალკე აღებულ გაუქმებას, ვინაიდან მოსამართლე ფორმალურად დააბრუნებს სისხლის სამართლის საქმეს (მხოლოდ საქმის ,,ყდას’’, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე) და პრაქტიკულად უარს ეუბნება მხარეს მართლმსაჯულების განხორციელებაზე.
რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ ბრალდებულების მიმართ სასამართლოს სხდომაზე წარმოდგენილ ბრალის საბოლოო ფორმულირებას, სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ყალბი საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება გამოყენების მიზნით და მითუფრო გამოყენება, რაც გულისხმობს როგორც ნაწილობრივ, ისე მთლიანად ყალბი დოკუმენტის დამზადებას, რომელიც სათანადო წესით გაფორმებული მატერიალური საგანია და შეიცავს კონკრეტულ ინფორმაციას და ადასტურებს რაიმე ფაქტს. რაც შეეხება ასეთი დოკუმენტის გამოყენებას, გულისხმობს მის სათანადო ადგილას წარდგენას და სარგებლობას.
სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ ლ---- ფ--–-------–---–ისა და ვ--–------ პ----------ის მიერ ადგილი არ ქონდა ყალბი საანგარიშსწორებო ბარათის დამზადებას ჯგუფურად გამოყენების მიზნით და ვ--–------ პ----------ის მიერ გამოყენებას, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზით, ასევე უდავოდ ცნობილი ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული კრებსებით დგინდება, რომ ლ---- ფ--–-------–---–მა და ვ--–------ პ----------მა ციტრუსის შესყიდვის აქტში მიუთითეს ყალბი მონაცემები - ციტრუსის გაზრდილი ოდენობა, კერძოდ მანდარინის შესყიდვის აქტში, ვ--–------ პ----------ის და ლ---- ფ--–-------–---–ის მიერ დაფიქსირდა ყალბი მონაცემები - ვ--–------ პ----------ზე რეალურად რეალიზებული 2 780 კილოგრამი მანდარინის ნაცვლად, მითითებული იქნა გაზრდილი ოდენობა - 7 000 კილოგრამი. შესყიდვის აქტი, მოგვიანებით მ--–---- დ-------ემ ლ---- ფ--–-------–---–თან და ვ--–------ პ----------თან ერთად დაამოწმა ხელმოწერით და ხ--–-ს თ--------------–-----------–-- ბეჭდით.
სხდომაზე დაკითხულმა ვ--–------ პ----------მა განმარტა, რომ ლ---- ფ--–-------–---–ის დედას შეუთანხმდა ჯამში 2780 კილოგრამი მანდარინის ყიდვაზე, რა დროსაც ლ----მა და მამამისმა თხოვეს შესაბამისი დოკუმენტის გაფორმება, რადგან საზღვარგარეთ იმპორტირებულ პროდუქტზე მთავრობა გასცემდა სუბსიდიას - კილოგრამზე 15 თეთრის ოდენობით. ლ---- ფ--–-------–---–მა და მ--–---- დ-------ემ განუმარტეს, რომ დოკუმენტში მითითებული პროდუქტის გაზრდილი რაოდენობა მას პრობლემას არ შეუქმნიდა, სწორედ აღნიშნულის შედეგ მოაწერა ხელი აქტს, რომელშიც დატანილი იყო არასწორი ინფორმაცია, კერძოდ 2780 კილოგრამის ნაცვლად 7000 კილოგრამი.
თავის მხრივ, გ------ გ--–--------მა დაადასტურა ვ--–---- პ----------თან და გ---- კ--------თან ერთად ლ---- ფ--–-------–---–ისაგან მანდარინის შესყიდვის ფაქტი და განმარტა, რომ ბრალდებულის დედისგან იყიდეს 2780 კილოგრამი მანდარინი, რა დროსაც ლ---- ფ--–-------–---–მა თქვა, რომ სახელმწიფო სუბსიდიის სახით კილოგრამ მანდარინზე აძლევდა 15 თეთრს. არ იცის რა მოხდა ბ-------- ,-----–--, თუმცა როგორც მეგობრებისგან იცის, საბუთებში ჩაწერეს ტვირთი - 7 ტონა, რაზეც გ----მა უთხრა, რომ ტვირთი ნაკლებს იწონიდა, ლ---- ფ--–-------–---–მა და მ--–---- დ-------ემ კი უთხრეს, რომ მას არანაირი პრობლემა არ შეექმნებოდა და საბუთი მათ ჭირდებოდათ. საბოლოოდ, დეკლარაციაში 7 ტონა ჩაწერეს და საბაჟო კონტროლისას შეექმნათ პრობლემა.
ასევე, გ---- კ--------მა განმარტა, რომ ლ---- ფ--–-------–---–ი და მ--–---- დ-------ე საუბრისას ახსენებდნენ ,,7 ტონას“, რაზედაც მან უთხრა, რომ საბაჟო უნდა გაევლო, მის მანქანაში კი 7 ტონა ვერ დაეტეოდა, მათ უპასუხეს, რომ მას არანაირი პრობლემა არ შეექმნებოდა და საბუთი სჭირდებოდათ სახელმწიფოსგან სუბსიდიის - კილოგრამ მანდარინზე 15 თეთრის მისაღებად. საბოლოოდ, დეკლარაციაში, რომელსაც ხელი მოაწერა მათი თხოვნით, მ--–---- დ-------ის კარნახით დაფიქსირებული იქნა 7 ტონა ციტრუსი, მაშინ როცა ფ--–-------–---–ისგან რეალურად 2780 კგ. ქონდათ შეძენილი.
გამოკვლეული იქნა ასევე 2014 წლის 26 მარტის ამოღების ოქმი, რომლის მიხედვითაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სოფელ ხ--–-ში განთავსებული ხ--–-ს თემის ტ--------------–------------ ადმინისტრაციული შენობიდან, მ--–---- დ-------ის მონაწილეობით, სხვა დოკუმენტებთან ერთად, ამოღებულ იქნა ციტრუსის შესყიდვის №1- აქტის ორიგინალი ეგზემპლარი, რომლითაც დგინდება, რომ აქტი ქ------–----- მ----–----–-------- სოფელ ხ--–-ში 2013 წლის 25 დეკემბერს იქნა შედგენილი, მყიდველ ვ--–------ პ----------ს და გამყიდველ ლ---- ფ--–-------–---–ს შორის და ადასტურებს, რომ გამყიდველმა ლ---- ფ--–-------–---–მა მყიდველ ვ--–------ პ----------ს მიყიდა არა 7000 კილოგრამი მანდარინი, არამედ 5200 კილოგრამი, ციფრები 7000 გადასწორებულია სწორედ 5200-ად, თუმცა იმავე აქტში 1 კილოგრამი მანდარინის ფასად მითითებულია 0.30 ლარი, ჯამი კი 2100 ლარი, რაც მარტივი გაანგარიშებით გამოდის 7000 კილოგრამი მანდარინის 0,30 ლარად გაყიდვის შემთხვევაში. ფაქტია, ზემოთხსენებულ შესყიდვის აქტში თავდაპირველად მითითებული 7000 კილოგრამი მოგვიანებით არის გადასწორებული და მითითებულია 5200 კილოგრამი, თუმცა ჯამური ფასი - 2100 ლარი არ არის შესაბამისობაში მოყვანილი, მაშინ როდესაც საბოლოოდ მითითებულ 5200 კილოგრამის შეძენის შემთხვევაში ჯამურ ღირებულება იქნებოდა - 1560 ლარი. ზემოაღნიშნულ აქტს, როგორც მის ასლს, ხელს აწერენ გამყიდველის სახელით ლ---- ფ--–-------–---–ი, მყიდველის სახელით ვ--–------ პ----------ი და ა-----–-------------------------–------–---------------–- მ--–---- დ-------ე და დასმულია რ–---------–-ს ბეჭედი.
ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა პატაკზე დართული ქ------–----- მ----–----–-------- სოფელ ხ--–-ში 2013 წლის 25 დეკემბერს შედგენილი ციტრუსის შესყიდვის №1- აქტის ქსეროასლი, რომელიც წარმოადგენს ზემოაღნიშნული აქტის ქსეროასლს, თუმცა კოპირება გაკეთებულია მასში ჩასწორების შეტანამდე და ასახავს ინფორმაციას, რომ გამყიდველმა ლ---- ფ--–-------–---–მა მყიდველ ვ--–------ პ----------ს მიყიდა 7000 კილოგრამი მანდარინი 1 კილოგრამი 0.30 ლარად, ჯამში 2100 ლარად.
ასევე შ--------–----------------- 2013 წლის 25 დეკემბრის N------ დეკლარაციის თანახმად, ექსპორტიორს წარმოადგენს ვ--–------ პ----------ი, საქონლის აღწერასა და ოდენობაში კი მითითებულია 280 ყუთი მანდარინი, წონით 7000,00 კგ.
2013 წლის 28 დეკემბრის განცხადების თანახმად, ვ--–------ პ----------ი მიმართავს ს---–-------------------- გ------------ ე----------------------------------- უფროსს და თხოვს დეკლარაციის გაუქმებას, რადგან 2013 წლის 25 დეკემბერს მის მიერ ბ-------- ,,გ---–-“ გაფორმდა ექსპორტის დეკლარაცია ნომრით C-----, თუმცა იმპორტიორთან დაირღვა გარიგება.
შ--------–----------------- 2014 წლის 15 მაისის წერილის თანახმად: 2013 წლის 25 დეკემბერს საქართველოს მოქალაქე ვ--–------ პ----------მა (პ/ნ 2----------) გ------------ ე---------------------------------’ მიმართა თხოვნით სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის შევსების თაობაზე. ვ--–------ პ----------ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის (1. ინვოისი N-1;2 . სანტრანსპორტო ზედდებული N-1; შესყიდვის აქტი N1- 25/12/13) საფუძველზე იმავე დღეს (25/13/2013) გ----------------’ მ---------------------------–--- ოფიცრის მიერ დარეგისტრირდა სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია სარეგისტრაციო ნომრით C------, რომლითაც ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოექცა 7000 კგ. (280 ყუთი) მანდარინი. აღნიშნული საქონელი წარმოდგენილი მონაცემებით განთავსებული იყო ავტომანქანაში (რეგ. ნომრით Y------), რომელიც საქართველოს ფ-------------------- 2012 წლის 26 ივლისის 2--------------- მე-6 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, უნდა გამოცხადებულიყო გასვლის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ს------–--’’ 10 კალენდარული დღის განმავლობაში. საქონლის მიმღებად დეკლარაციაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მიეთითა ს--------- მოქალაქე ა–--------------- (პასპ /ნ A--------- ).
სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან მესამე დღეს - 2013 წლის 28 დეკემბერს ვ--–------ პ----------მა განცხადებით (N----------------) მიმართა გ------------ ე---------------------------------’ დეკლარაციის გაუქმების თაობაზე. განცხადებაში გაუქმების მიზეზად მითითებული იყო ექსპორტიორისა და იმპორტიორს შორის გარიგების პირობების დარღვევა. ზემოთ აღნიშნული განცხადების საფუძველზე გ----------------- უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია C------ ბათილად იქნა ცნობილი 2013 წლის 28 დეკემბერს. დეკლარაციის (C-------) გაუქმების შემდეგ ვ--–------ პ----------ს (პ/ნ 2----------) ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის განხორციელების თაობაზე გ------------ ეკონომიკური ზონისთვის არ მიუმართავს.
ამასთან, საქართველოს შ--------------------------–----------------------------------–--- გ----------–-------------------------------------------------- 2014 წლის 17 აპრილის კატეგორიული დასკვნის თანახმად: 2013 წლის 25 დეკემბრით დათარიღებული ციტრუსის შესყიდვის N1- აქტის შემავსებელი ხელნაწერი ტექსტები შესრულებულია მ--–---- დ-------ის მიერ, გრაფაში ,,გამყიდველი“ ლ. ფ--–-------–---–ის სახელით არსებული ხელმოწერა შესრულებულია ლ---- ფ--–-------–---–ის მიერ, გრაფაში ,,მყიდველი“ ვ. პ----------ის სახელით არსებული ხელმოწერა შესრულებულია ვ--–------ პ----------ის მიერ, ხოლო გრაფაში ,,ა-----–-------------------------–------–---------------–“ მ. დ-------ის სახელით არსებული ხელმოწერა შესრულებულია მ--–---- დ-------ის მიერ.
შესაბამისად დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ქ------–----- მ----–----–-------- სოფელ ხ--–-ში 2013 წლის 25 დეკემბერს შედგენილი ციტრუსის შესყიდვის №1- აქტი შედგენილია მ--–---- დ-------ის მიერ და დამოწმებულია როგორც მისივე ასევე ლ---- ფ--–-------–---–ისა და ვ--–------ პ----------ის ხელმოწერებით, რითიც დაადასტურეს არასწორი ინფორმაცია, რომ გამყიდველმა ლ---- ფ--–-------–---–მა მყიდველ ვ--–------ პ----------ს მიყიდა 7000 კილოგრამი მანდარინი 1 კილოგრამი 0.30 ლარად, ჯამში 2100 ლარად.
აღნიშნული ინფორმაციის სიყალბე ასევე დადასტურდა მოწმე შ----- ს---–--ის ჩვენებით. კერძოდ, მოწმემ განმარტა, რომ ვ--–------ პ----------ს ექსპორტის სასაქონლო დეკლარაციით ს--------- მიმართულებით გაქონდა მანდარინი. დეკლარაციაში და სუბსიდიის აქტში დაფიქსირებული იყო 7 ტონა, თუმცა აწონვისას გამოვიდა 5 ტონამდე. შესყიდვის აქტი გაცემული იყო ვ--–------ პ----------ზე, რომლის თანახმადაც ლ---- ფ--–-------–---–ისგან ნაყიდი ქონდა 7 ტონა მანდარინი, აქტზე ფიქსირდებოდა გ------–-- ხელმოწერა. ვ--–------ პ----------მა უთხრა, რომ არაფერი გაეგებოდა დეკლარაციის, ბ------–- დაიტვირთა მანქანა, ბ-------------–- კი გაკეთდა დეკლარაცია, სადაც მ--–---- დ-------ემ და ლ---- ფ--–-------–---–მა ჩაუწერეს 7 ტონა, მაშინ როცა ამ უკანასკნელისგან დაახლოებით 3 ტონა ქონდა შეძენილი, მანვე უთხრა, რომ წონასთან დაკავშირებით პრობლემა არ შეექმნებოდა. შ----- ს---–--ემ აუხსნა, რომ ამ გზით მანდარინის გამყიდველს შეეძლო ზედმეტი თანხის აღება, რაც არღვევდა კანონს. აღნიშნულზე ვ--–------ პ----------მა განუმარტა, რომ ის არაფერ შუაში იყო და საბუთები უნდა ჩაეტანა ლ---- ფ--–-------–---–თან და მ--–---- დ-------ესთან და ისინი იღებდნენ თანხას.
გამოკვლეული მტკიცებულებით ასევე დასტურდება, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 დეკემბრის №2--- განკარგულებით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ა--------------------------------–---- გამოეყო 12 000 000 (თორმეტი მილიონი) ლარი. განკარგულების მიხედვით, 2013 წლის 6 დეკემბრიდან 2014 წლის 1 მარტამდე პერიოდში, საექსპორტოდ ჩაბარებულ 1 კილოგრამ სტანდარტულ ციტრუსზე განისაზღვრა სუბსიდია 0.15 ლარის ოდენობით. სუბსიდიის მიღების საფუძველს წარმოადგენდა თ--------------–-----------–-- ტერიტორიაზე რეგისტრირებული ციტრუსის ჩამბარებელი ფიზიკური პირის მიერ მიღება-ჩაბარების აქტის და ექსპორტის დამადასტურებელი საბაჟო დეკლარაციის წარდგენა. მიღება-ჩაბარების აქტი ხელმოწერილი უნდა ყოფილიყო ციტრუსის ჩამბარებელი - გამყიდველი ფიზიკური პირის, ციტრუსის მყიდველი პირისა და შესაბამისი ადგილობრივი თ--------------–-----------–-- წარმომადგენლის მიერ.
ლ---- ფ--–-------–---–მა იცოდა განკარგულების შესახებ და სურდა სუბსიდიის მიღება, რაც მას კანონიერად ეკუთნოდა კილოგრამ რეალიზებულ მანდარინზე 0,15 ლარის ოდენობით, თუმცა გადაწყვიტა უფრო მეტი თანხების მიღება, რისთვისაც არასწორი - გაზრდილი რაოდენობა დააფიქსირა საჭირო დოკუმენტში, კერძოდ 2013 წლის 25 დეკემბერს, ციტრუსის ექსპორტიორ ვ--–------ პ----------ს მიჰყიდა 2 780 კგ. მანდარინი, თუმცა მ--–---- დ-------ემ (რომელმაც თავად შეავსო აქტის გრაფები), ლ---- ფ--–-------–---–ის და ვ--–------ პ----------ის კარნახით აქტში დააფიქსირეს მანდარინის გაზრდილი ოდენობა და ისე მოაწერეს ხელი, ანუ ვ--–------ პ----------ის და ლ---- ფ--–-------–---–ის მიერ მოხდა ყალბი მონაცემების შეტანა და ვ--–------ პ----------ზე რეალიზებული 2 780 კილოგრამი მანდარინის ნაცვლად მითითებული იქნა გაზრდილი ოდენობა - 7 000 კილოგრამი, რაც გარდა ბრალდებულების ხელმოწერებისა დადასტურდა ასევე ხ--–-ს თ--------------–-----------–-- ბეჭდით.
სწორედ აღნიშნული ყალბი შესყიდვის აქტის საფუძველზე მოხდა შემდგომში საბაჟო დეკლარაციის შევსება, რომელიც მოგვიანებით 2013 წლის 27 დეკემბერს ს--------- მიმართულებით ექსპორტის დროს წარადგინა ვ--–------ პ----------მა ს------–--------–-- გამშვებ პუნქტში, რა დროსაც ლ---- ფ--–-------–---–ისა და მ--–---- დ-------ის განმარტებით მას არ უნდა შექმნოდა არანაირი პრობლემა, თუმცა მებაჟეების მიერ აღმოჩენილი იქნა წონაში არსებული სხვაობა, რის გამოც დაგეგმილი დანაშაული - თაღლითობა ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი. მებაჟის მიერ ყალბი მონაცემების დაფიქსირება გახდა ერთის მხრივ საბაჟო დეკლარაციის კორექტირების საფუძველი, ხოლო მეორეს მხრივ ვ--–------ პ----------ის დახმარების მიუხედავად, ლ---- ფ--–-------–---–მა ვერ მოახერხა მოტყუების გზით დაგეგმილი ფულადი თანხების მიღება, კერძოდ ვერ მიიღო ხელოვნურად გაზრდილი სუბსიდიის თანხა - 633 ლარის ოდენობით.
აღნიშნული მტკიცებულებების შეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის და ბრალდებულ ლ---- ფ--–-------–---–ის განმარტებებს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა დოკუმენტის გაყალბებასა და თაღლითობის მომზადებას, რის გამოც ლ---- ფ--–-------–---–ი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს. აღნიშნული არ გამომდინარეობს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შინაარსიდან და ემსახურება ბრალდებულისათვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას.
სასამართლო ასევე არ იზიარებს ლ---- ფ--–-------–---–ის დამცველი ადვოკატის მოსაზრებას, რომ არსებული ცდომილება იყო ფორმალური ხასიათის, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერ ცდომილება, მათ შორის 200 კგ. (მაგ: 7 ტონა წერია და 6800 კგ-ია) იქნებოდა დარღვევა, ზუსტი აწონვა ასეთი რაოდენობისას კი რთულია.
სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული მოსაზრება არის დაცვის მხარის ერთგვარი მცდელობა თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა, რადგან მოცემულ შემთხვევაში საუბარია არა 200 კილოგრამიან და მასთან მიახლოებულ ცდომილებაზე, არამედ ბრალდებულის მიერ განზრახ შექმნილ ყალბი ინფორმაციის შემცველ დოკუმენტზე, სადაც ნაცვლად 2780 კილოგრამისა სპეციალურად და განზრახ დაფიქსირდა 7000 კილოგრამი.
გარდა ამისა, ადვოკატი ცდილობს სასამართლოს დარწმუნებას, რომ თითქოსდა სუბსიდიის მიღების მთავარი და გადამწყვეტი წინაპირობა მხოლოდ საბაჟო დეკლარაცია იყო და თანხების ანაზღაურება საბაჟოზე დაფიქსირებული წონების მიხედვით ხდებოდა, მაშინ როცა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა არაერთმა მოწმემ დაადასტურა, რომ განკარგულების თანახმად სუბსიდიის მისაღებად ფერმერს უნდა წარედგინა 2 დოკუმენტი: 1. ნასყიდობის ხელშეკრულება (შესაბამისად დამოწმებული) და 2. საზღვარგარეთ ექსპორტზე გატანის დამადასტურებელი დეკლარაცია. ცხადია, განკარგულების აღნიშნული მოთხოვნა ითვალისწინებდა არა ყალბ, არამედ რეალობასთან ახლოს მყოფ მონაცემებს. გამოკვლეული მტკიცებულებებით კი ეჭვს არ იწვევს, რომ ბრალდებულებმა არასწორი ინფორმაციის დატანა სპეციალურად ზედმეტი თანხების აღების მიზნით მოახდინეს შესაბამის დოკუმენტზე.
სასამართლო ასევე არ იზიარებს ადვოკატის მოსაზრებას, რომ ლ---- ფ--–-------–---–მა თითქოსდა ვ--–------ პ----------ს მიყიდა 7000 ტონა მანდარინი, თუმცა კონკრეტულ დღეს პ----------მა წაიღო შეძენილი მანდარინის ნაწილი და მოგვიანებით დარჩენილსაც წაიღებდა. როგორც მინიმუმ აღნიშნული ფაქტი და მასზე რაიმე შეთანხმება უარყო თავად მოლაპარაკების მეორე მხარემ - ასევე ბრალდებულმა ვ--–------ პ----------მა, რომელმაც კატეგორიულად უარყო მსგავსი ფაქტის არსებობა.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია თაღლითობა, რომელიც მიმართულია დაზარალებულისათვის ქონებრივი ზიანის მიყენებისაკენ, რასაც ახერხებს მოტყუების გზით და სწორედ ეს ხერხი უადვილებს ქონების დაუფლებას. მოტყუება არის თაღლითობის, როგორც დანაშაულის მთავარი ნიშანი. თაღლითობა განზრახი დანაშაულია და მისი ჩადენისას აუცილებელია, დამნაშავეს შეგნებული ჰქონდეს საკუთარი ქცევის შედეგები და აცნობიერებდეს, რომ ატყუებს ნივთის ან/და ქონების მესაკუთრეს და მას ცრუ ფაქტებს აწვდის ან უმალავს სიმართლეს იმ მიზნით, რომ დაეუფლოს მის ნივთს ან ქონებას. თაღლითობას, განსხვავებით საკუთრების უფლების წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულებისაგან, აქვს ინფორმაციული ხასიათი, დამნაშავე დაზარალებულისათვის გარკვეული არასწორი ინფორმაციის მიწოდებით, ცდილობს, რომ შეაცდინოს იგი და ამ გზით დაეუფლოს ქონებას ან ნივთს და მიისაკუთროს ეს უკანასკნელი ან/და მიიღოს უფლება დაზარალებულის კუთვნილ ქონებაზე.
განსახილველ შემთხვევაში გარეგნულად ქონების - სუბსიდიის გაცემა ხდებოდა ნებაყოფლობით - საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 დეკემბრის N2--- განკარგულების საფუძველზე, თუმცა ლ---- ფ--–-------–---–ის მიერ ვ--–------ პ----------ის დახმარებით ადგილი ქონდა ცრუ ინფორმაციის მიწოდებას, რის საფუძველზეც სუბსიდიის გამცემი - დაზარალებულად ცნობილი ქ------–----- მ----–----–-------- გამგეობა შეცდომაში იქნებოდა შეყვანილი ფულადი თანხის გადაცემისას, რომ არა მებაჟის მიერ ყალბი მონაცემების აღმოჩენა და შემდგომ კორექტირება, რის გამოც ლ---- ფ--–-------–---–მა ვერ მიიღო ხელოვნურად გაზრდილი სუბსიდიის თანხა, რასაც როგორც აღინიშნა კონკრეტული სუბსიდიის თანხის - 633 ლარის მიღებას წინ უძღოდა მოტყუება, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედების - თაღლითობის სპეციფიკაც სწორედ ამაში გამოიხატება.
რაც შეეხება დანაშაულის მომზადებას, სსკ-ის მე-18 მუხლის თანახმად, დასჯადია განსაკუთრებით მძიმე და მძიმე განზრახი დანაშაულის მომზადება. დანაშაულის მომზადება სუბიექტურ სფეროში გულისხმობს პირის პირველ ნააზრევს დანაშაულის შესახებ, რომელიც მოტივირებულია კონკრეტული დანაშაულის ჩადენის გადაწყვეტილებით, ხოლო ობიექტურ სფეროში - დანაშაულის ჩადენის ხელშემწყობი სხვადასხვა პირობების შექმნას, რაც მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს.
ამდენად, ლ---- ფ--–-------–---–ის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებები წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 18,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულს, ხოლო ვ--–------ პ----------ის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებები - საქართველოს სსკ-ის 18,25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულებს.
რაც შეეხება მ--–---- დ-------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებას სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველ ნაწილზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ რიგში სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების გადაკვალიფიცირების საკითხს, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ერთის მხრივ, იმიტომ, რომ პირს იმაზე მეტ დანაშაულში არ დაედოს მსჯავრი, რაც არ ჩაუდენია და, მეორე მხრივ, საერთოდ არ გამოირიცხოს პირს ბრალეულობა დანაშაულში. გადაკვალიფიცირება დასაშვებია მხოლოდ იმავე ხარისხის, ან მსუბუქ ბრალდებაზე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ--–---- დ-------ე იყო საქართველოს ა---------------------------------–---- ქ------–----- მ----–----–-------- გამგეობის ხ--–-ს თემის ტ--------------–------------ რ–---------–- და ითვლებოდა საჯარო მოხელედ.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის, შეფასების საფუძველზე კი სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა სამსახურებრივი გულგრილობა, რაც გამოიხატა იმაში, რომ მან თავისი სამსახურებრივი მოვალეობა შეასრულა არაჯეროვნად, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების შედეგად, სახელმწიფო სუბსიდიის მისაღებად საჭირო დოკუმენტის შედგენისას უგულვებელყო კანონის მოთხოვნები, სათანადოდ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, არ დაადგინა რეალურად რა რაოდენობის მანდარინის რეალიზაციას ახდენდა ლ---- ფ--–-------–---–ი ვ--–------ პ----------ზე, რითაც რისკ ქვეშ დააყენა სახელმწიფოს მიერ მოქალაქეთა დასახმარებლად გამოყოფილი სუბსიდიის თანხების განკარგულების შესაბამისად გადანაწილება.
იმ დაშვების პირობებში თუ მ--–---- დ-------ემ არ იცოდა იმის შესახებ, რომ როგორც თავად განმარტავს, მას მყიდველმა და გამყიდველმა მიაწოდა ცრუ ინფორმაცია და ენდო მათ, რისი საწინააღმდეგო მტკიცებულებათა ერთობლიობა სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლელულა, ისევე როგორც მ--–---- დ-------ის მიერ აღნიშნულის განხორციელების რაიმე პირადი მოტივი და მიზანი, თავად დაიტანა შესყიდვის აქტში მიღებული გადაუმოწმებელი ინფორმაცია და დაამოწმა ხელმოწერითა და შესაბამისი ბეჭდით. ცხადია, ქ------–----- მ----–----–-------- ხ--–-ს თემის რ–---------–- მ--–---- დ-------ე ვალდებული იყო სრულყოფილად და მაქსიმალურად ზუსტად გამოერკვია რეალიზებული მანდარინის ოდენობა და რეალური ინფორმაციის შესაბამისად, ეწარმოებინა და შეევსო შესყიდვის აქტის სავალდებულო რეკვიზიტები, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული სახელმწიფო სუბსიდიის უკანონო დაუფლება, ან თუნდაც მისი მომზადება-მცდელობა, სხვა შემთხვევაში გაუგებარია, რატომ განისაზღვრა შესაბამისი ნორმატიული აქტით და რა მიზანს ემსახურებოდა შესყიდვის აქტზე მისი სავალდებულო ხელმოწერის და ბეჭდით დადასტურების პროცედურა.
სწორედ ამ სამართლებრივი ლოგიკიდან გამომდინარე სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას მ--–---- დ-------ის მიერ სამსახურებრივი სიყალბის შესაძლო ჩადენის ფაქტზე (მოხელის მიერ ოფიციალურ დოკუმენტში ყალბი ცნობის შეტანა და გაცემა, ჩადენილი სხვა პირადი მოტივით), რადგან სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დასტურდება ბრალდებულებთან რაიმე შეთანხმება, მითუფრო რაიმე პირადი მოტივი.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლით კრიმინალიზებულია სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომა - სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა. სასამართლო ვალდებულია, შეაფასოს დარღვევის არსებითობა, რომელიც არ არის ერთმნიშვნელოვანი, წინასწარ ჩამოყალიბებული, ან კანონმდებლობით განსაზღვრული და დამოკიდებულია კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე. ქმედება, ჩადენილი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევით, წარმოადგენს ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებას. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ--–---- დ-------ემ არ გამოიჩინა სათანადო ყურადღება დოკუმენტში კონკრეტული მონაცემების დატანისას, მაშინ როცა სწორედ აღნიშნული ყალბი ინფორმაციის შემცველი შესყიდვის აქტის საფუძველზე მოხდა შემდგომში საბაჟო დეკლარაციის შევსება, რომელიც მოგვიანებით 2013 წლის 27 დეკემბერს ს--------- მიმართულებით ექსპორტის დროს წარადგინა ვ--–------ პ----------მა ს------–--------–-- გამშვებ პუნქტში, რა დროსაც ლ---- ფ--–-------–---–ისა და მ--–---- დ-------ის განმარტებით მას არ უნდა შექმნოდა არანაირი პრობლემა, თუმცა მებაჟეების მიერ აღმოჩენილი იქნა წონაში არსებული მნიშვნელოვანი სხვაობა, რის შემდეგაც მებაჟემ დააკორეკტირა საბაჟო დეკლარაცია და ლ---- ფ--–-------–---–მა ვეღარ მოახერხა მოტყუების გზით დაგეგმილი ფულადი თანხების მიღება, კერძოდ გაზრდილი სუბსიდიის თანხა - 633 ლარის ოდენობით.
შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მ--–---- დ-------ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მოსაზრებას, რომ მ--–---- დ-------ეს არ ევალებოდა არც წონების კონტროლი და იგი უბრალოდ, ფორმალურად აწერდა ხელს და ამოწმებდა ბეჭდით და აქტში არსებულ ინფორმაციის უტყუარობაზე პასუხიმგებელნი იყვნენ მყიდველი და გამყიდველი და ეს მაშინ, როცა სწორედ მის მიერ დამოწმებული დოკუმენტი იყო პირველი საფეხური და სავალდებულოდ წარსადგენი დოკუმენტი შემდგომში სუბსიდიის მიღებისათვის.
ამდენად, მ--–---- დ-------ის მიერ განხორციელებული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულს.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი ადგენს სპეციალურ - გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რაც გულისხმობს სასამართლოსათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებების ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.
მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის დასაშვებობისა და უტყუარობის თავალსაზრისით.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას ბრალდებულების უდანაშაულობასთან დაკავშირებით, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ მოწმეთა ჩვენებები და მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებები ერთმანეთთან თანხვედრაშია და ეჭვგარეშე ადასტურებს სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა შეჯერების საფუძველზეც სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილად მიაჩნია, რომ მ--–---- დ-------ემ ჩაიდინა სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველ ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 03 წლამდე ვადით. ლ---- ფ--–-------–---–მა ჩაიდინა თაღლითობის მომზადება, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მომზადება, რასაც შესაძლოა გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 18,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 04-დან 07 წლამდე. მანვე, ჩაიდინა ჯგუფურად ყალბი საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება გამოყენებების მიზნით, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 04-დან 07 წლამდე. ხოლო ვ--–------ პ----------მა ჩაიდინა თაღლითობის მომზადებაში დახმარება, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მომზადებაში დახმარება, რასაც შესაძლოა გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 18,25-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 04-დან 07 წლამდე. მანვე, ჩაიდინა ჯგუფურად ყალბი საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება გამოყენებების მიზნით და გამოყენება, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 04-დან 07 წლამდე,სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, ბრალდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. ასევე, სასამართლო მხედველობაში იღებს მოცემულ საქმეში თითოეული ბრალდებულის როლს და ფუნქციებს, ზიანის ოდენობას, რითაც უნდა შეფასდეს მათი ქმედებები და მოხდეს სასჯელის ინდივიდუალიზაცია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულებს მ--–---- დ-------ეს, ვ--–------ პ----------ს და ლ---- ფ--–-------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნიათ.
სასამართლოLმიიჩნევს, რომ ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულების პიროვნების და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის - ჯარიმის გამოყენება სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და თვლის, რომ ბრალდებულებს საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ უნდა შეეფარდოთ თითოეულს ჯარიმა 4.000(ოთხიათასი) ლარის ოდენობით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავეთა რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის პრევენციასა და სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1) ლ---- ფ--–-------–---–ი (პ№6----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 18,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
საქართველოს სსკ-ის 18,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3.000(სამიათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4.250(ოთხიათასორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ, ლ---- ფ--–-------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4.250(ოთხიათასორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დაკავებაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (კერძოდ 2014 წლის 11 აპრილიდან 2----–-–------------–-- ჩათვლით), შეუმცირდეს 250(ორასორმოცდაათი) ლარით და საბოლოოდ, ლ---- ფ--–-------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4.000(ოთხიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფოს ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ლ---- ფ--–-------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმდეს.
2) ვ--–------ პ----------ი (პ№2----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 18,25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
საქართველოს სსკ-ის 18,25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3.000(სამიათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფოს ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4.000(ოთხიათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფოს ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და ვ--–------ პ----------ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4.000(ოთხიათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფოს ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ვ--–------ პ----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმდეს.
ვ--–------ პ----------ის სახელზე გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
3) მ--–---- დ-------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება - ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
მ--–---- დ-------ე (პN6----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4.250(ოთხიათასორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დაკავებაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (კერძოდ 2014 წლის 28 მარტიდან 2----–-–------------–-- ჩათვლით), შეუმცირდეს 250(ორასორმოცდაათი) ლარით და საბოლოოდ, მ--–---- დ-------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4.000(ოთხიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფოს ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მ--–---- დ-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმდეს.
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------–-- განჩინებით ქონებაზე დადებული ყადაღა და ყადაღა მოეხსნას: მ--–---- დ-------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე - ქ------–----, სოფელი ხ--–-, ფართობი 2089,00 მ2, შენობა-ნაგებობა N1 - 212,9 მ2, საკადასტრო კოდი 2-----------.
ასევე, გაუქმდეს თბილსის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------–-- განჩინებით ქონებაზე დადებული ყადაღა და ყადაღა მოეხსნას: ვ------ ფ--–-------–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ------–-----------------------–--------------, საკადასტრო კოდით: 2-----------.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება: ოპერატიული სამძებრო ღონისძიების ამსახველი 2 DVD დისკი და 1 ცალი CD დისკი, მობილური ოპერატორებისგან გამოთხოვილი 2 ცალი CD დისკი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე