განაჩენი

სისხლის სამართლის 13.02.2020
საქმის ნომერი
190100118002608827
თარიღი
13.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1-623-18

(N031110618001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

 

საქართველოს სახელით

 

12.02.2020 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

 

მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი

 

სხდომის მდივანი გიორგი გიგლემიანი,ბრალდების მხარე: პროკურორი გიორგი ლობჯანიძე,დაცვის მხარე: ადვოკატები - მერაბ ჩიქოვანი, გაგი მოსიაშვილი, მურმან ხვიბლიანი,ბრალდებულები:

 

1. თ---------------ი

მამის სახელი: ა----ი

დაბადებული: 02.12.1--- წ.

პირადი ნომერი: N0----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უმაღლესი განათლებით

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხ.: ქ. თბილისი, მოსკოვის გამზ. N50ა, კორპ.2, ბ.51-ში;

 

კვალიფიკაცია ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" პუნქტით - მოხელის მიერ, პირის დამცირება და იძულება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რამაც დაზარალებულს ფსიქიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა მიაყენა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,1571-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით - პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების ორგანიზება და პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვა; ასევე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გავრცელების ორგანიზება ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის მეშვეობით.

 

2. რ-------–-----------ი

მამის სახელი: ფახრადინი

დაბადებული: 14.08.1---წ.

პირადი ნომერი: N2----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უმაღლესი განათლებით

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: ქ. მარნეული, ჟ-------------------ში

ფაქტობრივად მცხ.: ქ. მარნეული, ე-----–----------------ზე

 

კვალიფიკაცია ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჯგუფურად;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით - პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა; ასევე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გავრცელება ინტერნეტის მეშვეობით.

 

3. ე-–---------–---ი

მამის სახელი: დ--------ი

დაბადებული: 01.08.1--- წ.

პირადი ნომერი: N-----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხ.: ქ. თბილისი, ვ-–-–------------------–------------ში.

 

კვალიფიკაცია ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჯგუფურად;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით - პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა; ასევე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გავრცელება ინტერნეტის მეშვეობით.

 

4. ა----------–--------ი

დაბადებული: 23.07.1--- წ.

პირადი ნომერი: N2----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უმაღლესი განათლებით

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: ქ. მარნეული, ბ-------–---------- -ში

ფაქტობრივად მცხ.: ქ. მარნეული, რ---------–-----------ში .

 

კვალიფიკაცია ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

 

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჯგუფურად.

 

თარჯიმანი: თალე ალიევა

 

სხდომის სახე: ღია;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

 

2018 წლის 10 ივნისს, ე-–------–-----------ი იმყოფებოდა ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, სადაც მ--------–--------–----–-------------ზე, თ---------------ზე განაწყენებულმა, სოციალურ ქსელ „Facebook“-ის მეშვეობით განახორციელა პირდაპირი ვიდეოჩართვა, რა დროსაც თ---------------ის მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნული ცნობილი გახდა ქ. მარნეულში მცხოვრებ ფ------–-----------ისთვის, რაც შეატყობინა თ---------------ს. თ---------------მა მ--------–--------–----–------ის საკრებულოს დეპუტატის ჯ-------------------ის დახმარებით დაადგინა ე-–------–-----------ის ვინაობა და განიზრახა მისი სამაგალითოდ დასჯა.

 

იმავე დღეს, დაახლოებით ღამის 22:20 საათზე, ე-–------–-----------ს დაუკავშირდა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რ--------------ი, რომელმაც სთხოვა შეხვედრა. რ--------------ის მოთხოვნით ისინი შეხვდნენ ერთმანეთს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, რომელიც მდებარეობს ქ. მარნეულში, რ---------–--------------ში. სადაც ასევე მივიდნენ პარლამენტის წევრი ა----------–--------ი, მ--------–--------–----–------ის საკრებულოს დეპუტატები ჯ-------------------ი და რ-------–-----------ი და თ---------------ის ნათესავი ე-–---------–---ი. ა----------–--------მა - ე-–------–-----------ს მოსთხოვა აეხსნა ვისი დავალებით განახორციელა სოციალური ქსელის პირდაპირ ეთერში ზემოაღნიშნული ვიდეო-ჩართვა, რის შემდეგაც ა----------–--------მა გაშლილი ხელით სამჯერ ძლიერად სილა გააწნა სახეში, სამჯერვე მარცხენა ლოყაში, რ-------–-----------მა მარჯვენა ხელის გაშლილი მტევნით, პირდაპირი დარტყმა მიაყენა მარცხენა ლოყაში და სწრაფად მარჯვენა ხელით მიაყოლა მეორე დარტყმა კეფის არეში, კვლავ გაშლილი ხელით, ხოლო ე-–---------–---მა ორჯერ დაარტყა ხელის გაშლილი მტევნით, სახის მარჯვენა მხარეს და მარჯვენა ფეხი ჩაარტყა მარჯვენა მხარეს ტანზე, რითაც ჯგუფურად მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

აღნიშნულის შემდეგ, ჯ-------------------მა და რ-------–-----------მა - ე-–------–-----------ი ჩასვეს ავტომანქანაში და წაიყვანეს ქ. მარნეულში კ-------------------ში არსებული რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მათ დახვდათ თ---------------ი. მისვლისთანავე თ---------------მა - ე-–------–-----------ს დამცირების, პატივისა და ღირსების შელახვის მიზნით შეაფურთხა და დაარტყა ხელი სახეში, რითაც თ---------------მა აიძულა ე-–------–-----------ი სოციალური ქსელ „facebook“-ის პირდაპირ ეთერში ბოდიში მოეხადა მისთვის და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინა საკუთარი ცოლისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა უკანა ტანში ბოთლის გამოყენებით სექსუალური ხასიათის შეღწევით. შემდეგ აიძულა მოეშარდა ჭიქაში და შარდით დაებანა სახე. შეშინებულმა ე-–------–-----------მა შეასრულა თ---------------ის მოთხოვნა, სოციალური ქსელ „Facebook“-ის პირდაპირ ეთერში მოიხადა ბოდიში, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა საკუთარ ცოლს, შემდეგ ჭიქაში არსებული შარდით ჩამოიბანა სახე. ამავდროულად, ე-–---------–---მა და რ-------–-----------მა მობილური ტელეფონით გადაიღეს ე-–------–-----------ის დამცირების, პატივის და ღირსების შემლახველი ფაქტები - სოციალური ქსელ „Facebook“-ის პირდაპირ ეთერში მისთვის ბოდიშის მოხდის, საკუთარი ცოლისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების და თავისივე შარდით სახის დაბანის ფაქტები, კერძოდ, რ-------–-----------მა მობილური ტელეფონით გადაიღო ე-–------–-----------ის მიერ თ---------------ისთვის ბოდიშის მოხდის და ე-–------–-----------ის მიერ საკუთარი ცოლისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, შემდეგ იგივე მობილური ტელეფონით ე-–---------–---მა გადაიღო ე-–------–-----------ის მიერ შარდით სახის დაბანის პროცესი. 2018 წლის 10 ივნისს 23:25 საათზე, ე-–------–-----------ის ზემოაღნიშნული ვიდეო-აუდიო ჩანაწერები ე-–---------–---მა თავისი მობილური ტელეფონით, რომლის ნომერია 599 65 63 62, საკომუნიკაციო პროგრამა ,,WhatsApp“-ის გამოყენებით, ინტერნეტის მეშვეობით, გადაუგზავნა რ-------–-----------ს მობილურ ტელეფონზე, რომლის ნომერია 599 29 97 29. რ-------–-----------მა თავის მხრივ, იმავე დღეს 23:26 საათზე, აღნიშნული ვიდეო-აუდიო ჩანაწერები მისივე მობილური ტელეფონით, საკომუნიკაციო პროგრამა ,,WhatsApp“-ის გამოყენებით, ინტერნეტის მეშვეობით, გადაუგზავნა ფ------–-----------ს მობილურ ტელეფონზე, რომლის ნომერია 591 11 86 16 და გაუგზავნა შეტყობინება, რომ ისინი გაევრცელებინა საკომუნიკაციო პროგრამა ,,WhatsApp“-ის გამოყენებით, რის შესახებაც ნებართვა მიეღო თ---------------ისგან. ფ------–-----------ი თავისი მობილური ტელეფონით, რომლის ნომერია 591 11 86 16, 2018 წლის 10 ივნისს 23:29 საათზე, ,,WhatsApp“-ის და 23:41 საათზე, ,,Viber”-ის გამოყენებით დაუკავშირდა თ---------------ს მისივე მობილურ ტელეფონზე, რომლის ნომერია 599 18 02 08 და მისგან ითხოვა ნებართვა ზემოაღნიშნული ვიდეო-აუდიო ჩანაწერების ინტერნეტით გავრცელებაზე, რაზეც თ---------------მა მისცა თანხობა და დაავალა დასახელებული ვიდეო-აუდიო ჩანაწერები გაევრცელებინა ინტერნეტის საშუალებით, სოციალურ ქსელებში. ფ------–-----------მა შეასრულა თ---------------ის დავალება და ე-–------–-----------ის დამცირების და არაადამიანური მოპყრობის დროს გადაღებული ვიდეო-აუდიო ჩანაწერები 2018 წლის 10 და 11 ივნისს გაავრცელა ინტერნეტით სოციალური ქსელ „Facebook“-ის პირად გვერდზე და ასევე გაუგზავნა 25 პირს, საკომუნიკაციო პროგრამა ,,WhatsApp“-ის და „Facebook Messenger”-ის გამოყენებით. ამავე დროს თ---------------ი მისივე მობილურ ტელეფონში ინახავდა ზემოაღნიშნულ ვიდეო-აუდიო ჩანაწერებს. თ---------------ის დამამცირებელი, არაადამიანური, პატივისა და ღირსების შემლახველი ქმედებების გამო, დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფსიქიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა.

 

სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ საქართველოს სსსკ-ის 250-ე მუხლის შესაბამისად ზემდგომი პროკურორის თანხმობით იშუამდგომლა ბრალდებულების თ---------------ის, რ-------–-----------ის და ე-–---------–---ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დაზუსტების თაობაზე.

 

პროკურორის შუამდგომლობის თანახმად:

 

თ---------------ს მოეხსნას საქართველოს სსკ-ის 25,1571-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის წარდგენილი ბრალდება და ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 1443-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის იმ მოტივით, რომ ბრალდებულმა ერთიანი მიზნით და განზრახვით განახორციელა ერთი და იმავე ობიექტის ხელყოფა; მისი ქმედება მოიცავდა პირის დამცირებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია, რაც სრულად მოიცავს საქართველოს სსკ-ს 1443-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის შემადგენლობას და სხვა მუხლით კვალიფიკაციას აღარ საჭიროებს.

 

რ-------–-----------ს და ე-–---------–---ს მოეხსნათ საქართველოს სსკ-ის 1571-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის წარდგენილი ბრალდება, ცნობილი იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისთვის იმ მოტივით, რომ ბრალდებულთა მხრიდან მოხდა სისხლის სამართლის დანაშაულის გადაღება და მისი გავრცელება სოციალურ ქსელში, რაც მიზნად ისახავდა პირისთვის ძლიერი ტანჯვის მიყენებას, შესაბამისად ეს ქმედება არ უნდა იქნეს განხილული იზოლირებულად და უნდა შეფასდეს, როგორც დამამცირებელი მოპყრობის კომპონენტი. ბრალდების მხარის განმარტებით, ბრალდებულ თ---------------ის მხრიდან არსებობს საქართველოს სსკ-ს 1443-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, ხოლო დანაშაულს უშუალოდ შეესწრნენ რ-------–-----------ი და ე-–---------–---ი, რომლებმაც ნამდვილად იცოდნენ, რომ ჩადენილი იყო განზრახ მძიმე დანაშაული, არ შეატყობინეს სათანადო ორგანოებს დანაშაულის შესახებ, რითაც ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ს 376-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, გამოიკვლია საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, გაანალიზა ისინი სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული შეაფასა სისხლის სამართლის საქმეზე მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები ერთობლიობაში და მიიჩნია, რომ თ---------------ის, რ-------–-----------ის, ე-–---------–---ის და ა----------–--------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით არ არის წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საფუძველს შექმნიდა თ---------------ის, რ-------–-----------ის, ე-–---------–---ის და ა----------–--------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, შესაბამისად ისინი უნდა გამართლდნენ: თ---------------ი - საქართველოს სსკ-ს 1443-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რ-------–-----------ი და ე-–---------–---ი - საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით, ა----------–--------ი - საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში შემდეგ გარემოებათა გამო:

 

3. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

3.1. ბრალდების მხარის მტკიცებულებები:

 

3.1.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებული ე-–------–-----------ის განმარტებით(დაკითხული იქნა ადვოკატის მონაწილეობით), იყო რა "ქართული ოცნების" მხარდამჭერი, 2017 წლის 18 დეკემბერს, სამსახურის თხოვნით მიმართა მ--------–-------ს თ---------------ს, რომელმაც უხეშად გამოაგდო კაბინეტიდან. იგი თ---------------ზე დარჩა განაწყენებული, რის გამოც 2018 წლის 10 ივნისს, ქ. თბილისში პარტია ნაციონალური მოძრაობის მიერ გამართულ აქციაზე მყოფმა თავისი მობილური ტელეფონით ჩართო Facebook-ის პირდაპირი ეთერი და აგინა ბ-----------–---–ს, თ---------------ს და "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს.

თბილისიდან დაბრუნებულს იმავე საღამოს, დაახლოებით 22 სთ-ზე დაურეკა საკრებულოს დეპუტატმა რ--------------მა და უთხრა, სასწრაფოდ მისულიყო პარტია "ნაცმოძრაობის" მარნეულის ოფისში. იგი მივიდა ი---------------თან(დისშვილი) ერთად, სადაც დახვდა მარნეულის საკრებულოს დეპუტატი რ--------------ი, რომელმაც ი---------------თან ერთად შეიყვანა ოფისში. მათი შესვლის შემდეგ ოთახში შევიდნენ ა----------–--------ი, ახუნდი ა-–----–---ი, რ-------–-----------ი და ჯ-------------------ი. ა----------–--------ის კითხვაზე, ვისი დავალებით მივიდა და რატომ აგინა უცენზუროდ აქციაზე მერს, უპასუხა, რომ მერზე განაწყენების გამო გააკეთა. ა----------–--------მა შეაგინა და გაშლილი ხელით სამჯერ ძლიერად დაარტყა მარცხენა ლოყაში, ასევე მარცხენა ლოყაში და კეფაში ორჯერ დაარტყა რ-------–-----------მა, იმავდროულად, ოფისში შესულმა ე-–---------–---მა უკნიდან ორჯერ დაარტყა მარჯვენა ხელის გაშლილი მტევნით, სახის მარჯვენა მხარეს, ხოლო შემდეგ მარჯვენა ფეხი ჩაარტყა მარჯვენა მხარეს ტანის არეში. მათი დარტყმების შედეგად განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

ფიზიკური ძალადობის დასრულების შემდეგ, ჯ-------------------მა და რ-------–-----------მა წაიყვანეს რესტორან „ჟ-–---“-ს მიმდებარე ტერიტორიაზე იმ მიზნით, რომ თ---------------ისთვის მოეხადა ბოდიში. ადგილზე მისვლისას, მან დაინახა მარტოდ მყოფი თ---------------ი, რომელმაც შეხვედრისთანავე შეაფურთხა სახეში და მარჯვენა ხელის გაშლილი ხელის გული დაარტყა მარცხენა ლოყაში, რის შედეგად ასევე განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულის შემდეგ, თ---------------მა უთხრა, რომ მას Facebook-ის პირდაპირი ეთერით უნდა მოეხადა ბოდიში და ეგინებინა თავისი მეუღლისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ბოთლზე დასმით დაემუქრა. ძალადობის განხორციელების მუქარის შიშით, მან Facebook-ის პირდაპირ ეთერში ბოდიში მოუხადა თ---------------ს და აგინა საკუთარ ცოლს. აღნიშნულ ფაქტს მობილურით იღებდა რ-------–-----------ი. იმავდროულად, თ---------------ის დავალებით ადგილზე მიიტანეს ჭიქა, მიაწოდა პირადად თ---------------მა, მუქარით აიძულა მოეშარდა ჭიქაში და იმით დაებანა სახე. აღნიშნული პროცესი, ასევე მობილური ტელეფონით გადაიღეს რ-------–-----------მა და ე-–---------–---მა და გაავრცელეს სოციალურ ქსელებში. მომხდარის შემდეგ, მან შარდიანი ჭიქა გადააგდო შემთხვევის ადგილზე და წავიდა სახლში. მეორე დღეს შეიტყო, რომ აღნიშნული ვიდეოები გავრცელებული იყო სოციალურ ქსელებში, მის ნაცნობ-ახლობლებს ჰქონდათ ნანახი, რის გამოც განიცადა ძლიერი ფსიქოლოგიური ტანჯვა(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ი----------------მა განმარტა, რომ არის ე-–------–-----------ის დისშვილი. 2018 წლის 10 ივნისს საღამოს საათებში ე-–------–-----------ი ამ უკანასკნელის თხოვნით, მისი კუთვნილი ა/მანქანით წაიყვანა ქ. მარნეულში, ნაციონალური მოძრაობის ოფისთან, სადაც დახვდათ რ--------------ი, რომელმაც შეიყვანა ორივე ოფისში. ოფისში დახვდნენ ა----------–--------ი და ახუნდი ა-–----–---ი. ა----------–--------ის კითხვაზე, რომელმა პარტიამ წაიყვანა აქციაზე და ვისი დავალებით აგინა თ---------------ს, ე-–------–-----------მა უპასუხა, რომ აქციაზე წავიდა თავისი ინიციატივით და თ---------------ს აგინა იმ მიზნით, რომ ამ უკანასკნელმა კაბინეტიდან გააგდო. აღნიშნული პასუხის შემდეგ ა----------–--------მა ე-–---ს გაშლილი ხელი სამჯერ ძლიერად დაარტყა მარცხენა ლოყაზე, რ-------–-----------მა - კისერზე და მხარზე, ხოლო ოფისში გვიან შესულმა - ე-–---------–---მა უკნიდან ორჯერ დაარტყა გაშლილი ხელი და ერთხელ ფეხი ჩაარტყა. მისივე განმარტებით, აღნიშნულს ესწრებოდნენ ა-–----–---ი და ჯ-------------------ი. ე-–------–-----------ი ბოდიშის მოხდის მიზნით თ---------------თან წაიყვანეს ჯ-------------------მა და რ-------–-----------მა(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მარნეულის საკრებულოს წევრის რ--------------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ ნაციონალური მოძრაობის აქციაზე გაკეთებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, 2018 წლის 10 ივნისს, საღამოს საათებში პარლამენტის წევრის, ა----------–--------ის დავალებით დაიბარა ე-–------–-----------ი, იმის გარკვევის მიზნით, ვისი დავალებით აკეთებდა განცხადებებს ნაცმოძრაობის აქციაზე. ე-–------–-----------ი, საღამოს საათებშივე მივიდა მისთვის უცნობ მამაკაცთან ერთად ქ. მარნეულში მდებარე ნაციონალური მოძრაობის ოფისში. დაახლოებით 20-25 წთ-ში ოფისში მივიდნენ ა----------–--------ი, ახუნდი ა-–----–---ი და მარნეულის საკრებულოს წევრი რ-------–-----------ი. ა----------–--------ის კითხვაზე, ვისი დავალებით მოქმედებდა ნაცმოძრაობის აქციაზე, ე-–------–-----------ი პასუხობდა, რომ მისი სურვილით იმოქმედა, რადგან თ---------------მა სამსახურში არ მიიღო. დაახლოებით 15-20 წთ-ში ოფისში შევიდნენ ასევე ჯ-------------------ი და ე-–---------–---ი. ყველამ ურჩია ე-–---ს წაეშალა ვიდეო და ბოდიში მოეხადა თ---------------ისთვის. მისი თანდასწრებით ე-–------–-----------ისთვის ვინმეს რაიმე ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. დაახლოებით 2-3-ჯერ მოუხდა ტელეფონზე სასაუბროდ ოთახიდან გასვლა იქვე, 5-7 მ-ში, კარი ღია რჩებოდა თუ არა, არ ახსოვს, მაგრამ 1-2 წთ-ში ბრუნდებოდა და იქ მყოფი პირები იგივე მდგომარეობაში ხვდებოდნენ, როგორც მისი გასვლისას. რაიმე გინების, ხმაურის ან გარტყმის ხმა არ გაუგონია. ასეთს რომ ჰქონოდა ადგილი, გაიგებდა და მიხვდებოდა. მისი ოთახში დაბრუნებისას ე-–---ი ამბობდა, რომ ბოდიშს მოუხდიდა თ---------------ს. ამის შემდეგ, რადგან დარწმუნდნენ, რომ მათი პარტიიდან არ იყო ეს დადგმული, მან და ა----------–--------მა დატოვეს ოფისი, დანარჩენებიც გზაზე გავიდნენ, მაგრამ სად წავიდნენ, არ იცის. მისივე განმარტებით, სატელეფონო საუბრებში მან შეატყობინა რ-------–-----------ს ე-–------–-----------ის ვინაობის შესახებ და მისცა ამ უკანასკნელის მობილური ტელეფონის ნომერი(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნით და სატელეფონო კომუნიკაციის დეტალური ამონაწერებით, დადასტურებულია და მოწმე რ--------------იც არ უარყოფს, რომ 2018 წლის 10 ივნისს, 22:26:24 საათზე მან რ-------–-----------ს გაუგზავნა ე-–------–-----------ის მობილური ტელეფონის ნომერი „593378528“, რაც თავის მხრივ, 2018 წლის 10 ივნისს, 22:37:46 საათზე, რ-------–-----------მა გადაუგზავნა ჯ-------------------ს(იხ. კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნა).

 

3.1.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ამიერკავკასიის შეიხის ა-–----–---ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2018 წლის 10 ივნისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ა--------------------თან, ჯ-------------------თან, ა-------------------თან და ჩ-------------------თან ერთად იმყოფებოდა რესტორან „ჟ-–---“-ში მუსლიმთა დღესასწაულის, რამაზანის სუფრაზე. რესტორანში შეიტყო, რომ ე-–------–-----------ს „ფეისბუქ ლაივით“ შეურაცხყოფა მიუყენებია ბ-----------–---–ის და თ---------------ის ოჯახებისთვის. აღნიშნულის შემდეგ, მ--------–-------მა თ---------------მა ჯ-------------------ს მესიჯით გამოუგზავნა ე-–------–-----------ის სურათი და ჰკითხა, ვინ იყო ეს პირი. აღნიშნულზე პასუხად მიიღო, რომ რომ ეს პირი იყო მისი თანასოფლელი ე-–------–-----------ი. ცოტა ხანში, მათ სუფრასთან მივიდნენ თ---------------ი, რ-------–-----------ი და ე-–---------–---ი. სუფრასთან ყოფნის დროს, რ-------–-----------ისგან გაიგეს, რომ ე-–------–-----------ი იმყოფებოდა ნაციონალური მოძრაობის მარნეულის ოფისში და მისი ნახვა უნდოდა ა----------–--------ს. იგი თავისი მანქანით რ-------–-----------თან ერთად მივიდა ნაციონალური მოძრაობის ოფისში, სადც იმყოფებოდნენ ა----------–--------ი, ე-–------–-----------ი, რ--------------ი და მისთვის უცნობი პირი. ა----------–--------ი იყო გაბრაზებული, რადგან თვლიდა, რომ იფიქრებდნენ, მან მოაწყო ეს ყველაფერი. ხმამაღლა საუბრობდა, გაიწია ე-–------–-----------ისკენ, თუმცა თვითონ ჩადგა შუაში და სიტუაცია რამოდენიმეჯერ განმუხტა. მისი თანდასწრებით ე-–---ის მიმართ დარტყმას ადგილი არ ჰქონია. ე-–------–-----------ი ნანობდა და ითხოვდა, წაეყვანათ და ბოდიშის თ---------------თან ბოდიშის მოსახდელად. ნაციონალური მოძრაობის ოფისიდან გამოსვლის შემდეგ ე-–---------–---თან ერთად გაემართა რესტორან „ჟ-–---“-სკენ, ვინაიდან შეიტყო, რომ ე-–------–-----------ი ჯ-------------------მა და რ-------–-----------მა ამ უკანასკნელის თხოვნით წაიყვანეს თ---------------თან ბოდიშის მოსახდელად. რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე მისვლისას დაინახა, რომ იმყოფებოდა 5-6 კაცი, მათ შორის, თ---------------ი, ე-–------–-----------ი, რ-------–-----------ი და ჯ-------------------ი. მან იქ მყოფ პირებს მიმართა, სიმშვიდე შეენარჩუნებინათ, რაზეც თ---------------მა უპასუხა, რომ უკანონობას არ დაუშვებდა. მისივე განმარტებით, ამ სიტყვებით დატოვა თ---------------მა ეზო და წავიდა რესტორნისაკენ. მან ე-–---------–---საც მოუწოდა, დაშლილიყვნენ. ამის შემდეგ თვითონაც დატოვა ტერიტორია. მისივე განმარტებით, გამოძიებისას მის მიერ მიცემული განმარტება არასწორად არის ნათარგმნი და ჩაწერილი, მას სიტყვა "ცემა" და "დარტყმა" არ გამოუყენებია. მისი გამოკითხვა მოხდა რამაზანის მძიმე მარხვისას, თავს ძალიან ცუდად გრძნობდა, უნდოდა მალე დამთავრებულიყო გამოკითხვა, ენდო გამომძიებელს და ისე მოაწერა ხელი ჩვენებას თარგმნის გარეშე(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მარნეულის საკრებულოს დეპუტატის ჯ-------------------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2018 წლის 10 ივნისს, დაახლოებით 20-21 სთ-ზე იმყოფებოდა რესტორან „ჟ-–---“-ში ჩ-------------------თან, ა-–----–---თან და სხვა პირებთან ერთად, რა დროსაც თ---------------მა მობილურ ტელეფონზე გაუგზავნა ე-–------–-----------ის სურათი და ჰკითხა ვინ იყო. მან ფოტოზე ამოიცნო ე-–------–-----------ი და მისი ვინაობის შესახებ მისწერა თ---------------ს. ცოტა ხანში, რესტორანში მივიდნენ თ---------------ი, ე-–---------–---ი და რ-------–-----------ი. რესტორანში ყოფნის დროს, სუფრის წევრებმა შეიტყვეს, რომ ე-–------–-----------ი იმყოფებოდა ნაციონალური მოძრაობის მარნეულის ოფისში პარლამეტარ ა----------–--------თან. აღნიშნულის შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის ოფისში წავიდნენ თვითონ, ა-–----–---ი, ე-–---------–---ი და რ-------–-----------ი. რესტორანში დარჩა თ---------------ი. ნაცმოძრაობის ოფისში დახვდნენ ა----------–--------ი, რ--------------ი, ა-–----–---ი, ე-–---------–---ი, ე-–------–-----------ი და ამ უკანასკნელის ნათესავი, რომლის სახელიც არ იცის. მისი შესვლისას ე-–------–-----------ი ნანობდა თავის საქციელს, იქ მყოფებს ეუბნებოდა, რომ თ---------------ს მოუხდიდა ბოდიშს. მალევე, რ-------–-----------თან და ე-–------–-----------თან ერთად წავიდნენ რესტორან „ჟ-–---“-ში იმ მიზნით, რომ ე-–------–-----------ს სურდა ბოდიში მოეხადა თ---------------ისთვის. რესტორან „ჟ-–---"-ს ეზოში მათ დახვდათ თ---------------ი. ამავე დროს რესტორანთან მივიდნენ ა-–----–---ი და ე-–---------–---ი. მან თ---------------ს უთხრა, რომ ე-–---ს ბოდიშის მოხდა სურდა, რაზედაც თ---------------მა განაცხადა, რომ არ სურდა მისი ბოდიში. ამის შემდეგ ა-–----–---მა გაიყვანა თ---------------ი და საუბრობდნენ, რის შემდეგაც ა-–----–---ი ჩაჯდა მანქანაში და წავიდა, ხოლო თ---------------ი რესტორნისაკენ წავიდა. ე-–---------–---ი მივიდა მასთან, რადგან ორივე რესტორანში უნდა შესულიყვნენ. ამ დროს შეამჩნია, რომ ე-–------–-----------ი მანქანის წინ გამოდიოდა და ჭიქიდან სახეზე რაღაც სითხეს ისვამდა; ამ დროს თ---------------ი იმყოფებოდა რესტორანში, ხოლო თვითონ ე-–---------–---თან ერთად ამ დროს ე-–------–-----------ისგან 15-20 მ-ის დაშორებით იყვნენ, ამიტომ ვერ შეამჩნია, საუბრობდა თუ არა ე-–---ი. ის და მისი სუფრის წევრები შევიდნენ რესტორანში. მისივე განმარტებით, არ შესწრებია ე-–------–-----------ის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტს, ასევე თ---------------ის მხრიდან ე-–------–-----------ის მიმართ რაიმე სახის უკანონო ქმედების განხორციელების ფაქტს. თ---------------ი ა-–----–---თან დამშვიდობების შემდეგ წავიდა რესტორნის ეზოსკენ და მას რაიმე სახის შეხება ე-–------–-----------თან არ ჰქონია. მისივე განმარტებით, გამოძიებისას მიცემული ჩვენება არასწორია და არ ადასტურებს, ბევრი რამ არის როგორც არასწორად ნათარგმნი, ასევე არასწორად ნათქვამიც, რადგან ახალი ნაოპერაციევი იყო, თავს გრძნობდა ცუდად და ასეთ პირობებში მოხდა მისი გამოკითხვა. მისივე განმარტებით, რაც სასამართლო სხდომაზე განმარტა, ის არის რეალობა(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.6. სასამართლოზე დაკითხული მოწმის ნ-----–-------------–--ის მიერ მიცემული ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2018 წლის მაისის თვეში, რიცხვი არ ახსოვს, დილის საათებში მ--------–-------იის შენობის წინ ავტობუსიდან ჩამოსულ იმდროინდელ ქალაქის მერს, თ---------------ს მიუახლოვდა მისთვის უცნობი პიროვნება, გაესაუბრა რამოდენიმე წამი აზერბაიჯანულ ენაზე და შემდეგ რუსულად მიაძახა - ნახავ რა მოგივაო. თ---------------ისგან, მის კითხვაზე, ვინ იყო და რა უნდოდა, პასუხად მიიღო, რომ ყველას ყველაფერზე უჩივისო. მას დაამახსოვრდა ეს პიროვნება და ცნობილი მოვლენების შემდეგ მან ტელევიიზით იცნო ე-–------–-----------ი(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.7. შემთვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და სასამართლო სხდომაზე დაკითხული დათვალიერებაში მონაწილე პირების, ექსპერტი-კრიმინალისტების - ი----------–--ის, კ-------------------ას და ა-–-----------–---–ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადასტურებულია, რომ რესტორან „ჟ-–---“-ს მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული იქნა ჭიქა, რომელიც კანონმდებლობის სრული დაცვით იქნა დალუქული ექსპერტიზის ჩატარების მიზნით(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ფ------–-----------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2018 წლის 10 ივნისს, საღამოს საათებში, მან საკომუნიკაციო პროგრამა „ვაიბერი“-ს მეშვეობით, ა--------------ისგან მიიღო ვიდეო, სადაც ე-–------–-----------ი იმყოფებოდა ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე და აგინებდა თ---------------ის მეუღლეს. მან აღნიშნული ვიდეოს შესახებ შეატყობინა თ---------------ს და მისი თხოვნით გადაუგზავნა ვიდეო. თ---------------თან საუბრიდან დაახლოებით ორ საათში რ-------–-----------ისაგან, Whatsapp-ით მიიღო ორი ვიდეო და ტექსტური შეტყობინება, რომ აღნიშნული ვიდეოები გაეგზავნა ყველასთვის. მანვე აჩვენა, რომ რ-------–-----------ის მიერ გაგზავნილი ვიდეოები ასახავდა ე-–------–-----------ის დამცირების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს; კერძოდ, პირველ ვიდეოში ე-–------–-----------ი თ---------------ს უხდიდა ბოდიშს და აგინებდა თავის მეუღლეს, ხოლო მეორე ვიდეოში - სახეზე ისვამდა შარდს. აღნიშნული ვიდეოების მიღების შემდეგ, მან თემურ თ---------------ს გაუგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება და ჰკითხა, გაეგზავნა თუ არა აღნიშნული ვიდეოები სხვა პირებისთვის, რაზეც თ---------------ისგან მიიღო თანხმობა. აღნიშნულის შემდეგ, მან მითითებული ვიდეოები მობილური ტელეფონით გადაუგზავნა სხვადასხვა პირებს, მათ შორის ა--------------ს, ა-------------------ს, ტ------–----------ს და რ----–----------ს. აღნიშნული ვიდეოები მან, ასევე განათავსა თავის ფეისბუქ გვერდზე(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.9. საქმეზე მოწმის სახით დაკითხული პირების, ა--------------ის, ტ------–----------ის, ე-–-----------–---ის, მ---------------–ის, ვ----------------ის და სხვათა ჩვენებებით, ასევე კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ 2018 წლის 10 ივნისს, 21:34:19 საათზე, ფ------–-----------მა სწორედ ამ სატელეფონო საუბრით აცნობა თ---------------ს ე-–------–-----------ის "ფეისბუქ ლაივის" შესახებ, სადაც ეს უკანასკნელი აგინებდა თ---------------ის მეუღლეს. ამავე დასკვნით დადასტურებულია, რომ ფ------–-----------მა მითითებული ვიდეოები გადაუგზავნა 25 პირს.

 

3.1.10. საქმეზე ჩატარებული ლევან სამხარაულის სახელობის სეებ-ის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2018 წლის 01 აგვისტოს #005336018 დასკვნის თანახმად ე-–------–-----------ს ობიექტური შემოწმებით, აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი მარცხენა ყურის ნიჟარის მიდამოში, რაც მიყენებული იყო რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა საქმის გარემოებებში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნებოდა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად(იხ. ტ. 6, ს.ფ. 215-217).

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე დადასტურებულია სამედიცინო ექსპერტის ბ-------------–--ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით.

 

3.1.11. საქმეზე ჩატარებული ლევან სამხარაულის სახელობის სეებ-ის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის #0004560418 დასკვნის თანახმად(იხ. ტ.3, ს.ფ. 60-70 ):

 

- პაკეტში, წარწერით "...1 ცალი მინის გამჭვირვალე ჭიქა მუქი ფერის სითხის შიგთავსით..." მოთავსებულ გამჭვირვალე მინის ჭიქის შიდა ზედაპირზე არსებული ბიოლოგიური მასალა(ობ.1) შეიცავს ადამიანის შარდს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ე-–------–-----------ს(ობ.10, პაკეტი წარწერით: "... ე-–------–-----------ისგან აღებული სისხლის ნიმუში..". ამავე ჭიწის გარე ზედაპირზე არსებული ბიოლოგიური მასალის(ობ.#2) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომელშიც ვლინდება ე-–------–-----------ის თანამონაწილეობა. ამავე ჭიქაში მოთავსებულ დოლბანდზე არსებული მოყვითალო ლაქა(ობ.#3) ადამიანის შარდს არ შეიცავს (იხ. ტ.3, ს.ფ.60-70 );

 

- პაკეტში, წარწერით "...ე-–------–-----------ისგან ამოღებული ტანსაცმელი..." მოთავსებულ შარვალზე არსებული მოყავისფრო ლაქა(ობ.#4) სისხლს არ წარმოადგენს. ამავე პაკეტში მოთავსებულ შავი ფერის ქურთუკზე(ობ.#5.), კუბოკრულ პერანგზე და ორივე ფეხსაცმლის ზედაპირზე(ობ.#7) არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ. 5,6-ის გენეტიკური პროფილების მაჟორული(ძირითადი) წილი ეკუთვნის ე-–------–-----------ს(ობ.#10) ობ. 5,6-ის გენეტიკური პროფილების მინორულ წილში არ ვლინდება დანარჩენ შესადარებელ პირთა გენეტიკური თანამონაწილეობა. ობ. #7-ის გენეტიკურ პროფილში ვლინდება ე-–------–-----------ის (ობ.#10) და არ ვლინდება დანარჩენ შესადარებელ პირთა გენეტიკური თანამონაწილეობა;

 

- პაკეტში, წარწერით "... ასფალტის ზედაპირიდან ამოღებული ასფალტის და მტვრის შერეული ნიმუში..." მოთავსებულ კენჭებზე არსებული ბიოლოგიური მასალის(ობ.#8) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომელიც ლოკუსებში გამოვლენილ ალელთა სიჭარბის გამო გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია;

 

- პაკეტში, წარწერით "...1ც. ბინტის ტამპონი სახის ანაწმენდით..." მოთავსებულ ანაწმენდზე არსებული ბიოლოგიური მასალა (ობ.#9) ადამიანის შარდს არ შეიცავს. ობ. #9-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ე-–------–-----------ს(ობ.#10).

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე დადასტურებულია ექსპერტი-ბიოლოგის ვერა ოკუნევას მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით.

 

3.1.12. საქმეზე ჩატარებული ლევან სამხარაულის სახელობის სეებ-ის კომპიუტერული ექსპერტიზის #004743218 დასკვნის თანახმად(იხ. ტ.3, ს.ფ.150-170 ):

 

2018 წლის 10 ივნისს, 23:25:09 და 23:25:36 საათზე, რ-------–-----------მა WhatsApp-ის მეშვეობით, ე-–---------–---ისგან (მობილური ტელეფონის 599 65 63 62 ნომერი) მიიღო ორ ვიდეო, 00:00:07 წამიანი და 00:00:22 წამიანი. პირველ ვიდეოში ე-–------–-----------ი სახეს იბანს შარდით, ხოლო მეორე ვიდეოში ე-–------–-----------ი იხდის ბოდიშს და აგინებს თავის ცოლს. დაახლოებით ერთ წუთში, რ-------–-----------ი, ზემოაღნიშნულ ორივე ვიდეოს უგზავნის ფ------–-----------ს მობილური ტელეფონის 995591118616 ნომერზე. აღნიშნულიდან დაახლოებით ერთ წუთში, რ-------–-----------ი, ფ------–-----------ს აძლევს მითითებას, რომ ვიდეოები გაავრცელოს, რასაც ფ------–-----------ი თანხმდება და რამოდენიმე საათის განმავლობაში საკომუნიკაციო პროგრამების გამოყენებით უგზავნის დაახლოებით 20 კაცს. იგი ასევე ვიდეოს უგზავნის თ---------------ს და ეკითხება გაავრცელოს თუ არა, რაზეც თ---------------ი აძლევს მითითებას, რომ ვიდეოები უნდა გააზიაროს.

ამავე დასკვნის თანახმად, 2018 წლის 11 ივნისს, თბილისის დროით 11:34:41 საათიდან, თ---------------ი კომუნიკაციას იწყებს რ-------–-----------თან, ა-------------------თან და ფ------–-----------თან. 2018 წლის 11 ივნისს, 11:38:22 საათზე, რ-------–-----------ი წერს ნამიკ გაბულოვს და აძლევს მითითებას, რომ ვიდეოები წაშალონ.

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე დადასტურებულია ექსპერტის დავით უმანკოშვილის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით.

 

3.1.13. საქმეზე ჩატარებული ლევან სამხარაულის სახელობის სეებ-ის ტრასოლოგიური ექსპერტიზის #0004826218 დასკვნის თანახმად(იხ. ტ.3, ს.ფ.187-193):

 

- ე-–------–-----------ისგან ამოღებულ ტანსაცმელს(ქურთუკი, პერანგი, შარვალი) და ერთ წყვილ ფეხსაცმელს ექსპლუატაციური ხასიათის ცვეთის ნიშნების და კვლების გარდა, სხვა რაიმე დაზიანება არ აღენიშნება.

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე დადასტურებულია ექსპერტის ნ----------ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით.

 

3.1.14. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 10 სექტემბრის ფონოსკოპიური ექსპერტიზის #35/ფ დასკვნის(იხ. ტ.14, ს.ფ.382-388) თანახმად:

1. გამოსაკვლევად წარდგენილ აუდიოგრამებს და ვიდეოგრამებში არსებულ აუდიო ნაწილს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება;

 

2. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი სადავო ჩანაწერები ნათარგმნია აზერბაიჯანული ენიდან ქართულ ენაზე ტექსტობრივად და წარმოდგენილია ცალკე დანართის სახით(იხ. დანართი, ტ.14, ს.ფ.398);

 

3. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ სადავო ჩანაწერებზე(ვიდეო ჩანაწერები) საიდენტიფიკაციო გამოკვლევა პიროვნების ხმის და მეტყველების მიხედვით ვერ ხერხდება, რადგან ვერ აკმაყოფილებს ჩვენს ხელთ არსებულ მეთოდიკაში მითითებულ საჭირო მოთხოვნას - რეპრეზენტატულობას. ჩანაწერი არ არის რეპრეზენტატული, ანუ არ გააჩნია დამაკმაყოფილებელი ხარისხი და ხანგრძლივობა პიროვნების თავისუფალი მეტყველების ჩაწერისა (დასკვნას ხელს აწერენ ექპერტები ე------------–-–---–ი, ე-–---------–-----ი და დ--------------–---–ი, რომელთა დაკითხვაც უდავოდ გახადა დაცვის მხარემ).

 

3.1.15. საქმეზე დაკითხული ექსპერტის ხ--------------ის ჩვენებით ე-–------–-----------ის მორალურ ტანჯვასთან დაკავშირებით, დადასტურებულია, რომ გარდა გამოსაკვლევი პირისა, ექსპერტიზაზე არ იყო წარდგენილი არც ბრალდების და არც დაცვის მხარის მასალები; მისი განმარტებით, თეორიულად შესაძლებელია საკვლევმა ობიექტმა მოატყუოს ფსიქოლოგი და გაიცეს დასკვნა. მისივე განმარტებითვე, ე-–------–-----------თან გასაუბრებისას, თარჯიმანი არ ესწრებოდა და კომუნიკაცია შედგა რუსულ ენაზე(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულებმა თ---------------მა, რ-------–-----------მა, ე-–---------–---მა და ა----------–--------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნეს დამნაშავედ და გამოიყენეს კანონით მინიჭებული დუმილის უფლება.

 

გამოძიების მიერ ჩატარებულ ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესებზე ჩვენებები მისცეს გამომძიებლებმა რ----------–----ემ, რ---–---------–----ემ, რ-–-------–---მა, ე-------------------ემ, გ--------------–---–მა, მ-------------–---–მა, ი----------–--ემ, ვ----–-----–--ემ, მ-------------–---–მა, გ--------------–--ემ, ნ------–---–--ემ, მ-----–----------–-ამ, ბ----------–---–მა, ს-----------------ემ, გ--–--------ემ, რომლებმაც აღწერეს თითოეული მოქმედების ჩატარების გარემოებები; დაკითხული იქნენ მოწმეები, ა---–-----------ი, ე-–-----------------ი, ა--------–---ი, გ--------–---------ი, გ----------------------ი, ე-–------------ი, ი-------------–---–ი, ა---------------ი, ა---------–---ი, ე-–-----------–---ი, ტ------–----------ი, ნ--------------ი, ნ-------------ი, ნ-----------–---ი, ა----------------ე, ზ---------------ე, ს-----–--------------ა, გამოქვეყნდა წერილობითი მტკიცებულებები, გამოკვლეული იქნა საქმეზე დართული დისკები და კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნა.

 

3.2. დაცვის მხარის მტკიცებულებები:

 

3.2.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ე-–-------------ის, ნ---------–-----ის, ე-–------------–-----ის, ი-–-------------ის და ი-–--------------ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებებით დადასტურებულია, რომ 2018 წლის თებერვლიდან ივნისის პირველ ნახევრამდე მათთან ერთად შპს ,,ჯ------’’-ში მუშაობდა ე-–------–-----------ი, რომელიც განაწყენებული იყო პარტია "ქართული ოცნების" და მისი მხარდამჭერების მიმართ. მუდმივად აგინებდა მათ და თ---------------ს; ხმამაღლა აცხადებდა, რომ ყველა ნახავდა, რა მოუვიდოდა თ---------------ს. ე-–------–-----------ის განმარტებით, მხარს უჭერდა ქართულ ოცნებას, ამის მიუხედავად, თ---------------ს სთხოვა "ენერგოპროჯორჯიაში" დასაქმება და უარი მიიღო. მათი განმარტებითვე, იმუშავებდა "პარტია 5"-ის სასარგებლოდ და ისინი დაუფარავდნენ ბანკის ვალებს. 2018 წლის მაისის ბოლოს და ივნისის დასაწყისში, სოფ. ყიზილაჯლოში შპს "ჯ------ს" თანამშრომლებთან ერთად, პარტია "ქართული ოცნების" შტაბის წინ მანქანით მსვლელობისას ე-–------–-----------მა თავი გაყო ა/მანქანიდან და აგინა იქ მდგარ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს, რის გამოც ხელმძღვანელობისგან მიიღო შენიშვნა. ი-–--------------ის განმარტებით, დაახლოებით ორი კვირის წინ, სოფ. ყიზილაჯლოს საჩაიეში შეხვდა ე-–------–-----------ს, რომელსაც გამოელაპარაკა და უთხრა, ეს რანაირად მოიქეციო, რაზედაც პასუხად მიიღო, რომ ნანობდა მის საქციელს სიტყვებით, "ისიც დავსაჯე და მეც დავისაჯეო". ასევე აცხადებდა, რომ ა/მანქანის საბარგულზე ლუდს სვამდა მეგობრებთან ერთად და თ---------------ის დასჯის მიზნით დადგა ეს სიუჟეტი (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.2. სასამართლოზე დაკითხული მოწმის სახით დაკითხული ი-----–----------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2016 წლის მაისის თვეში, რიცხვი არ ახსოვს, როგორც მარნეულის საკრებულოს წევრი, იმყოფებოდა მ--------–-------იის შენობაში. მუშა პროცესის დროს ე-–------–-----------ი მისი კაბინეტის გვერდით, საკუთრების აღიარების კომისიის ოთახში ხმამაღლა ყვიროდა და ხელს უშლიდა ყველას მუშაობაში. ოთახიდან გასულმა ე-–------–-----------ს მშვიდად მოუწოდა დაწყნარებულიყო. რამდენიმე დღეში გაიგო, რომ აღნიშნულმა პიროვნებამ უჩივლა გუბერნიაში, თითქოს მის მიმართ მითითებულ დღეს განახორციელა ფიზიკური ძალადობა. დაახლოებით 2 დღეში, ე-–------–-----------მა თვითონვე უარყო საჩივარში მითითებული ფაქტები იმ მოტივით, რომ აფექტში მყოფმა არასწორად აღიქვა ფაქტები(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ--------–-------ის მოადგილე ლ-–---–---–----ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ თ---------------ის მერობის პერიოდში ახსოვს, რომ ამ უკანასკნელის კაბინეტში იყო მიღებაზე შესული ე-–------–-----------ი, რომელიც თ---------------ს თითს უქნევდა და გაცხარებით აზერბაიჯანულ ენაზე ესაუბრებოდა, შემდეგ კი მუქარით დატოვა მისი კაბინეტი. მის კითხვაზე, რა ხდებოდა, თ---------------ისგან გაიგო, რომ აღნიშნული პიროვნება მუშაობდა "ენერგოპროჯორჯიაში", სამსახურიდან გაუშვეს და დაბრუნება უნდოდა(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ---------------–---ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ მუშაობს პარიკმახერად, ა----------–--------ის ოფისის გვერდით მდებარე სალონში. 2018 წლის ივნისის თვეში, რიცხვი არ ახსოვს, დაახლოებით ღამის 23 სთ-ზე, უნდოდა მისი მანქანის გაყვანა, მაგრამ ოფისის წინ გაჩერებული შავი „მერსედესი“ უშლიდა ხელს. ამ მიზნით შეხსნა ნაც.მოძრაობის ოფისის კარი, სადაც დაინახა, ა----------–--------ი ხმამაღლა ელაპარაკებოდა მისთვის უცნობ კაცს. ოფისში იყო რამდენიმე კაცი, მათ შორის შეიხი ა-–----–---ი. მას მოერიდა და დახურა კარი, მაგრამ გაჩერდა იქვე. ოფისიდან ყვირილის, ან დარტყმის ხმა არ გაუგია. დაახლოებით 15-20 წთ-ში ოფისში მყოფი პირები გამოვიდნენ და მშვიდად დატოვეს ტერიტორია(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.5. სასამართლო სხდომაზე საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაცვის მხარის მიერ გამოქვეყნებული იქნა გარდაცვლილი თ-----------–----ის ჩვენება, რომლითაც დადასტურებულია, რომ ე-–------–-----------ი უკმაყოფილო იყო და აგინებდა თ---------------ს, ვინაიდან არჩევნების დროს "ქართულ ოცნების" სასარგებლოდ აქტიურად იყო ჩართული, მაგრამ თ---------------მა დახმარება არ გაუწია სამასახურში მისაღებად(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.6. გამოქვეყნებული იქნა რუსთავი-2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას წერილი და დისკი საქმეში, ა-–----–---ის სიუჟეტთან დაკავშირებითი (იხ. წერილი და დისკი საქმეში).

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

 

სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/ანალიზის დაწყებამდე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ევროპული სასამართლოს განმარტებით (Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93), ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით; სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სასამართლომ განმარტა მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, გადაწყვეტილების №41-45 პარაგრაფებში სასამართლო აღნიშნავს: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.

 

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას პირის დამცირება და იძულების, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებისათვის, რამაც დაზარალებულს ძლიერი ფსიქიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა მიაყენა.

 

აღნიშნული ქმედების სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტს წარმოადგენს ადამიანის პატივი და ღირსება. ობიექტური მხრივ ქმედება გამოიხატება აქტიურ მოქმედებაში.

 

საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მეორე ნაწილით დამამძიმებელ გარემოებად არის მიჩნეული ქმედება ჩადენილი მოხელი ან/და მასთან გათანაბრებული პირის მიერ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, ასევე პასუხისმგებლობაა დაწესებული ისეთი განზრახი ქმედებისათვის, როგორიცაა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რაც არ არის დაკავშირებული ჯანმრთელობის დაზიანებასთან, მაგრამ იწვევს ფიზიკურ ტკივილს. განსახილველი დანაშაულის შემადგენლობაში მოცემულია ძალადობის ორი ხერხი - ცემა და სხვაგვარი ძალადობა. სხვაგვარი ძალადობა, რომელშიც იგულისხმება თმებით თრევა, ჩქმეტა ან თერმული საშუალებით ზემოქმედება და სხვა, შედეგი გამოიხატება ფიზიკური ტკივილის სახით და მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს ქმედებასთან. ცემა ძალადობის ერთ-ერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. ცემა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ დაჟეჟილობას ან სისხლნაჟღენთს, აღსანიშნავია, რომ ცემის დროს გამოყენებული საშუალება, იქნება ეს საგანი თუ ხელ-ფეხი, მიეკუთვნება მკვრივ ბლაგვ საგანს.

 

სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობრივი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა ან სხვაგვარი ძალადობა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას.

 

ამავე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად - ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მიხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლი პასუხისმგებლობას ითვალისწინებს დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის. აღნიშნული ქმედებისას სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია გამოძიების და სასამართლო ორგანოების ნორმალური ფუნქციონირება. ობიექტური მხრივ დანაშული გამოიხატება დამნაშავის პასიურ ქცევაში, ანუ უმოქმედეობაში. კერძოდ, კომპეტენტური ორგანოებისათვის შეუტყობინებლობაში, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. განსახილველ დანაშაულს ფორმალური ხასიათი აქვს და როგორც წესი, დენადი ფორმით ხორციელდება. იგი დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როცა პირისთვის ცნობილი ხდება, რომ ნამდვილად მზადდება, ან ჩადენილია მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული და მას რეალური შესაძლებლობა აქვს შეატყობინოს შესაბამის ორგანოებს, რასაც არ აკეთებს.

 

5. მოტივი, რომლის მიხედვითაც სასამართლომ მიიღო ერთი მტკიცებულება და უარყო მეორე:

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტს თანახმად, მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს. მტკიცების პროცესში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს თვითმხილველი მოწმეები, რომელთა ჩვენებები, მომეტებული ინფორმაციულობით გამოირჩევა და წარმოადგენს საქმის მტკიცებულებების უმნიშვნელოვანეს წყაროს. სასამართლოს მხედველობაში აქვს ე.წ. ნეიტრალური მოწმეების ჩვენებები, რომლებიც არ არიან დაინტერესებულნი საქმის შედეგით და აძლევენ იმ ჩვენებას, რაც მათ რეალურად ნახეს და აღიქვეს და რომელი ჩვენებებიც სრულ შესაბამისობაშია საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან.

 

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები კრიტიკულად იქნა შეფასებული მათი დასაშვებობის, რელევანტურობის და უტყუარობის თვალსაზრისით, სამხილებს შორის არსებული კონფლიქტების სამართლიანად გადაჭრის და შეფასებისას სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ ბრალდებულების თ---------------ის, რ--------–-----------ის, ე-–---------–---ის და ა----------–--------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ სამართლებრივ სტანდარტს.

 

5.1. თ---------------ის მიმართ:

 

5.1.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს საქმეზე სს საქმეზე დაზარალებულად ცნობილი ე-–------–-----------ის განმარტებას, რომ 2018 წლის 10 ივნისს, თ---------------მა მას ხელი დაარტყა, შეაფურთხა, დაემუქრა გაუპატიურებით და საკუთარი შარდით დააბანინა სახე. დადასტურებულია და დაზარალებულიც არ უარყოფს, რომ მას უარყოფითი დამოუკიდებულება ჰქონდა თ---------------ის მიმართ, რადგან არ დაასაქმა იმ სამსახურში და იმ პოზიციაზე, სადაც მას სურდა. ე-–------–-----------ის მხრიდან თ---------------ის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გამოვლენის ფაქტს ადასტურებენ არა მარტო სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პირები, შპს ,,ჯ------’’-ს თანამშრომლები ე-–-------------ი, ნ---------–-----ი, ე-–------------–-----ი, ი-–-------------ი და ი-–--------------ი, აღნიშნულის დამადასტურებელია თვით დაზარალებულის ქმედებაც, რომელმაც 2018 წლის 10 მაისს საქართველოს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე, ტელევიზიით, ღია ეთერში, უწმაწური სიტყვებით შეაგინა ქართული ოცნების პარტიის თავმჯდომარეს, მ--------–-------ს და პარტია ქართული ოცნების მხარდამჭერებს. დაზარალებულის მიმართ განხორციელებულ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში ამ უკანასკნელის მიერ დასახელებული, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე დაკითხული პირების ა-–----–---ის, რ--------------ის და ჯ-------------------ის ჩვენებებით დადასტურებული იქნა, რომ 2018 წლის 10 ივნისს არ შესწრებიან ე-–------–-----------ის მიმართ თ---------------ის მხრიდან ე-–------–-----------ის მიმართ ფიზიკური ძალადობის ან სხვა რაიმე სახის უკანონო ქმედების განხორციელების ფაქტს.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის განმარტებას, რომ მოწმეები ა-–----–---ი, ჯ-------------------ი და რ--------------ი სასამართლოს არ აძლევენ სწორ ჩვენებას და მათ მიერ უნდა იქნეს გაზიარებული არა სასამართლო სხდომაზე მიცემული, არამედ გამოძიებისას მიცემული ჩვენება, რომელიც ასახულია ვიდეოდისკზე, სადაც ისინი ამხელენ თ---------------ს ე-–------–-----------ის მიმართ განხორციელებულ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში;

 

სასამართლო ბრალდების მხარეს განუმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის თანახმად, პირი მოწმის სტატუსს და უფლება-მოვალეობებს იძენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ, აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო იზიარებს მოწმეების ა-–----–---ის, ჯ-------------------ის და რ--------------ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ განმარტებებს, მით უფრო, რომ აღნიშნული მოწმეების დაკითხვისას მათი გამოძიებაში გამოკითხვის ვიდეოდისკის გამოკვლევისას თარგმანში დადასტურებული იქნა მთელი რიგი უზუსტობები, სათარგმნი სიტყვების არასწორი კონტესტით ჩასმის შემთხვევები. სასამართლო სხდომაზე მოწმეების ა-–----–---ის და ჯ-------------------ის მიერ ახსნილი იქნა გამოძიებისას მათ ჩვენებებში ასახული უზუსტობები, რაც ასევე თარჯიმნის, გულნაზ კასუმოვას ჩვენებით დადასტურებული იქნა, რომ გამოძიებისას, რამაზანობის მარხვის ყველაზე მძიმე დღეს იქნა დაკითხული შეიხი ა-–----–---ი, რომელიც დაკითხვისას იმყოფებოდა მძიმე მდგომარეობაში. აღსანიშნავია, რომ მისი გამოძიებაში გამოკითხვის შემდეგ, რამდენიმე დღეში ა-–----–---მა რუსთავი-2-ის საინფორმაციო გამოშვება „კურიერში“ დააფიქსირა, რომ მითითებულ დღეს ე-–------–-----------ზე რაიმე სახის ზეწოლის ფაქტს ადგილი არ ჰქონია(იხ. რუსთავი-2-ს გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას წერილი და დისკი საქმეში). აღნიშნულის მიუხედავად, ბრალდების მხარე არ დაინტერესებულა ხელახლა მოეხდინა ა-–----–---ის გამოკითხვა და მისი გამოკითხვისას და სატელევიზიო სიუჟეტში არსებული წინააღმდეგობების შეფასება.

 

5.1.2. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ე-–------–-----------ის განმარტებას, რომ თ---------------ის მოთხოვნით და კარნახით, ე-–---------–---ი და რ-------–-----------ი აიძულებდნენ მოეშარდა ჭიქაში სახის დაბანვის მიზნით. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის თანახმად, ექსპერტიზის დასკვნა არის მცოდნე პირის წერილობითი ინფორმაცია მის მიერ ჩატარებული გამოკვლევის მიმდინარეობისა და დამატებითი ფაქტობრივი მონაცემების შესახებ, რომელთაც სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების მნიშვნელობა აქვს.

 

საქმეზე ჩატარებული ფონოსკოპიური ექსპერტიზის #35/ფ დასკვნით დადასტურებულია, რომ სადავო ჩანაწერებზე (2018 წლის 10 ივნისის ვიდეოფირებზე), საიდენტიფიკაციო გამოკვლევისას პიროვნების ხმის და მეტყველების მიხედვით დადასტურებული არ იქნა გამოსაკვლევი პირების თ---------------ის, რ--------–-----------ის და ე-–---------–---ის ხმა.

 

5.1.3. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ე-–------–-----------ის განმარტებას, იმ ნაწილში, რომ ხელზე დაისხა შარდი და დაიბანა სახე უშუალოდ თ---------------ის მიერ მიწვდილი ჭიქით. საქმეზე ჩატარებული ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის #0004560418 დასკვნით, რომლის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველიც არ არსებობს, არ იქნა დადასტურებული, როგორც შემთხვევის ადგილზე, კანონმდებლობის სრული დაცვით ამოღებულ ჭიქაზე, ასევე ე-–------–-----------ის მიერ წარდგენილ ტანსაცმელზე, არ იქნა გამოვლენილი შესადარებელ პირთა(თ---------------ის, რ-------–-----------ის და ე-–---------–---ის) გენეტიკური თანამონაწილეობა;

 

აღნიშნულთან დაკავშირებით ე-–------–-----------ის მხრიდან სასამართლო საეჭვო გარემოებად მიიჩნევს საქმეზე დაკითხული რესტორან „ჟ-–---“-ს თანამშრომლის, სრულიად ნეიტრალური მოწმის, ნ-------------ის განმარტებას იმის თაობაზე, რომ 2018 წლის 11 ივნისს, დილის საათებში ე-–------–-----------ი ნახა რესტორანი „ჟ-–---ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ეყარა სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ნივთები, მათ შორის პილიეთილენის და შუშის ჭიქები; აღსანიშნავია, რომ გამოძიების მიერ 2018 წლის 11 ივნისს მხოლოდ საღამოს საათებში მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ჭიქის ამოღება, რომელზეც ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის #0004560418 დასკვნით ბრალდებულთა გენეტიკური თანამონაწილეობა არ დადასტურდა.

 

5.1.4. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის განმარტებას, რომ რესტორან „ჟ-–---“-ში მყოფმა რამდენიმე პირმა, მათ შორის ა--------–---მა და ე-–-----------------მა, დაინახეს თ---------------ი რესტორნის ეზოში და მის მიდამოებში, რაც შეიძლება საფუძვლად დაედოს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ამ უკანასკნელის ბრალეულად ცნობას. სასამართლო განმარტავს და ბრალდებული თ---------------იც არ უარყოფს, რომ 2018 წლის 10 ივნისს, საღამოს, რამაზანის დღესასწაულის აღსანიშნავად რამდენიმე პირთან ერთად იმყოფებოდა „ჟ-–---“-ს რესტორანში. საქმის შედეგით სრულიად დაუინტერესებელი მოწმეების, ა--------------ის, ნ--------------ის, ნ-------------ის, გ--------–---------ის და თვით ბრალდების მხარის მიერ მოწმეების ა--------–---ის და ე-–-----------------ის ჩვენებებით დადასტურებულია, 2018 წლის 10 ივნისს, საღამოს, იმყოფებოდნენ რესტორან „ჟ-–---“-ში რამოდენიმე პირთან ერთად. მითითებულ დღეს, დაახლოებით 22-24 საათებში, რესტორან „ჟ-–---“-ში მოძრაობდნენ (შედიოდნენ, ან გადიოდნენ, აცილებდნენ სტუმრებს და ა.შ.). რესტორნის ეზოში და ეზოს გარეთ რაიმე საეჭვო გარემოება, მათ შორის ხმაური, გინება, მუქარა ან გაუგიათ. მათივე განმარტებით, ასეთს რომ ჰქონოდა ადგილი, ყველა შემთხვევაში შეამჩნევდნენ.

 

5.1.5. სასამართლო განმარტავს, რომ ე-–------–-----------ის ფსიქოლოგიური ტანჯვასთან დაკავშირებით გაცემული ფსიქოლოგიური ექსპერტიზის კვლევა არასრულფასოვანია. თვით დასკვნის გამცემი ექსპერტის ხ--------------ის განმარტებით, გარდა გამოსაკვლევი პირისა, კვლევისას არ იყო წარდგენილი არც ბრალდების ბრალდების და არც დაცვის მხარის მასალები; ექსპერტის განმარტებით, ფსიქოლოგიური კვლევა დაეყრდნო მხოლოდ გამოსაკვლევი პირის მონაყოლს. ე-–------–-----------თან გასაუბრებისას, რომელიც ამ უკანასკნელის განმარტებით, ფლობს მხოლოდ აზერბაიჯანულ ენას, თარჯიმანი არ ესწრებოდა და კომუნიკაცია შედგა რუსულ ენაზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ცალკეულ სისხლის სამართლის საქმეებზე, ბრალდების მხარე ვალდებულია მტკიცების ფარგლების გათვალისწინებით, დაამტკიცოს პირის მიერ დანაშაულის ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა და სასამართლოში წარადგინოს უტყუარი მტკიცებულებები. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შეჯერებისას არცერთი პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს თ---------------ის მიმართ, რაც დაადასტურებდა მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილ ბრალდებას. საქმეზე არსებობს მხოლოდ დაინტერესებული მოწმის, ე-–------–-----------ის პირდაპირი ჩვენება, რომელიც თანხვედრაში არ არის როგორც ა-–----–---ის, ჯ-------------------ის, და სხვათა ჩვენებებთან, ასევე საქმეზე ჩატარებულ ექსპერტიზების დასკვნებთან. სასამართლო განმარტავს, რომ სახეზე არ არის მტკიცებულებათა ერთობლიობა(მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულება), მხოლოდ ერთი მტკიცებულება არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა სტანდარტს. საკითხისადმი ამგვარი მიდგომა მითითებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში(საქმე N561აპ-15, 28.04.2016წ.).

 

5.1.6. რაც შეეხება დაზარალებულის ახლობლების, ა-------------ას და ჯ---------–-----------ის ჩვენებას, ასევე მოწმეთა სატელეფონო მიმოწერებს, რომ თ---------------მა, ა----------–--------მა, რ-------–-----------მა და ე-–---------–---მა ე-–------–-----------ს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე თ---------------მა მოაშარდინა ჭიქაში და დააბანინა სახე, აღნიშნული დამყარებულია დაზარალებულის მონათხრობზე და მოწმე ფ------–-----------ის მიერ სოციალური ქსელით გადაგზავნილ მიმოწერებზე სხვადასხვა პირებთან, რომლებიც დაკითხული იქნენ სასამართლო სხდომაზე. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ჩვენებები და მიმოწერები ირიბ მტკიცებულებებს წარმოადგენს, რასაც სასამართლო ვერ გამოიყენებს მხოლოდ ერთ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთობლიობაში;

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს(საქმე N1/1/548) გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურ ნორმად იქნა ცნობილი საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა მოხდეს.

 

ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა შეფასებისას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტების სამართლიანად გადაჭრისას, სასამართლო მიიჩნევს, რომ ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ, რის გამოც თ---------------ი ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

5.1.7. სასამართლო სხდომის დასკვნით სიტყვის ეტაპზე ბრალდებული თ---------------ის, ე-–---------–---ის და რ-------–-----------ის მიმართ ბრალდების მხარემ იშუამდგომლა საქართველოს სსკ-ის 1571-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული ბრალდების მოხსნა იმ მოტივით, ე-–------–-----------ის მიმართ დამამცირებელი ვიდეო ჩანაწერების სოციალურ ქსელში გავრცელება წარდგენილია ზედმეტად და მოიცავს საქართველოს სსკ-ის 1433-ე მუხლის შემადგენლობას; სასამართლო განმარტავს, კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია საქართველოს სსკ-ის 1571-ე მუხლი - პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების ორგანიზება და პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვა, ასევე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გავრცელების ორგანიზება ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის მეშვეობით, რომელიც დამოუკიდებელ დანაშაულებრივ ქმედებას წარმოადგენს და არ შეიძლება საქართველოს სსკ-ს 1433-ე მუხლის შემადგენლობად იქნეს მიჩნეული. ვინაიდან ბრალდების მხარემ ფაქტობრივად მოხსნა საქართველოს სსკ-ის 1571-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდება, სასამართლო ვერ გასცილდება ბრალდების მხარის მიერ ბრალად შერაცხული ბრალდების ფარგლებს და ვერ იმსჯელებს თ---------------ის მიმართ აღნიშნული ბრალდების თაობაზე.

 

5.2. ა----------–--------ის, რ-------–-----------ის და ე-–---------–---ის მიმართ:

 

5.2.1. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები კრიტიკულად იქნა შეფასებული სასამართლოს მიერ, სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაზარალებული ე-–------–-----------ის და მისი დისშვილის, დაინტერესებული პირის, ი---------------ის განმარტებას, რომ 2018 წლის 10 ივნისს, დაახლოებით 22 სთ-ზე პარლამენტარის ა----------–--------ის ოფისში, ე-–------–-----------ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ა----------–--------მა, რ-------–-----------მა და ე-–---------–---მა. აღნიშნული განმარტება ეწინააღმდეგება, როგორც მოწმეების რ--------------ის, ა-–----–---ის და ჯ-------------------ის, სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებს, რომ ე-–------–-----------ისთვის აღნიშნულ პირებს ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ, ასევე თვით ე-–------–-----------ის და ი----------------ის განმარტებასაც, რომელთა ჩვენებებიც თანხვედრაში არ არის საქმეზე ჩატარებულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2018 წლის 01 აგვისტოს #005336018 დასკვნასთან, რომლის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს და რომლითაც დადასტურებეულია, რომ ე-–------–-----------ს აღენიშნება სისხლნაჟღენთი მარცხენა ყურის ნიჟარის მიდამოში, მაშინ როდესაც ე-–------–-----------ის და ი----------------ი დაბეჯითებით განმარტავენ, რომ გაშლილი ხელით დარტყმები მიიღო მხოლოდ მარჯვენა და მარცხენა ლოყის არეში, ხოლო ფეხით - ტანის არეში. უფრო მეტიც, ე-–------–-----------ის განმარტებით, 10 დღის განმავლობაში ჰქონდა სახე შეწითლებული და დასიებული, რაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით არ იქნა დადასტურებული.

 

5.2.2. ბრალდების მხარე თუ მიიჩნევს, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2018 წლის 01 აგვისტოს #005336018 დასკვნაში მითითებული დაზიანება - ყურის ნიჟარის მიდამოში ე-–------–-----------მა მიიღო თ---------------ის მიერ (დაზარალებულის განმარტებით, შეაფურთხა და სილა გააწნა ლოყაში), აღნიშნული ბრალდება არ დასტურდება ასევე მითითებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ბრალდება არ აქვს შერაცხული თ---------------ს. თუ ბრალდება მას მოიაზრებს, როგორც მის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის შემადგენელ ნაწილს, არ დასტურდება ბრალდების მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე დაკითხული პირების ა-–----–---ის და ჯ-------------------ის ჩვენებებით, რომლის თაობაზეც შეფასება გააკეთა სასამართლომ თ---------------ის მიმართ მტკიცებულებათა შეფასებისას.

 

5.2.3. სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტისას ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლო, სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შეჯერებისას ვერ გაიზიარებს დაინტერესებული მოწმეების, ე-–------–-----------ის და ი---------------ის განმარტებას, რომელთაც 2018 წლის 12 ივნისს, ი---------------ის გამოძიებაში გამოკითხვამდე, ე-–------–-----------ის გამოკითხვისას ჰქონდათ არაერთი მოცულობითი სატელეფონო კომუნიკაცია (იხ. კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნა). ე-–------–-----------ის და ი---------------ის განმარტება არ იქნა დადასტურებელი რ--------------ის, ა-–----–---ის და ჯ-------------------ის განმარტებებით და ასევე წინააღმდეგობაშია საქმეზე ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2018 წლის 01 აგვისტოს #005336018 დასკვნასთან, რის გამოც ა----------–--------ი, რ-------–-----------ი და ე-–---------–---ი საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ უნდა იქნენ ცნობილი და გამართლდნენ.

 

გარდა სამართლებრივი შეფასებისა, ლოგიკას მოკლებულია ი---------------ის განმარტება, რომ ნაცმოძრაობის ოფისში ა----------–--------ის, რ-------–-----------ის და ე-–---------–---ის მიერ ე-–------–-----------ზე განხორციელებული ძალადობის შემდეგ, არ გაუჩნდა სურვილი გაჰყოლოდა ე-–---ს მოძალადე პირების მიერ თ---------------თან შესახვედრად და საერთოდაც, იმ საღამოს ე-–------–-----------ი არ მოუკითხავს. აღნიშნული განმარტება ამყარებს რწმენას, რომ ბრალდებულებს ნაცმოძრაობის ოფისში ე-–------–-----------ზე ძალადობა არ განუხორციელებიათ, რაც ი---------------ს ე-–------–-----------ის წაყვანის შემდეგ საფრთხის საშიშროებაზე მიანიშნებდა.

 

5.2.4. რ-------–-----------ის და ე-–---------–---ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით ბრალდების მხარის მიერ დასკვნით სიტყვაში წარდგენილ ბრალდებას რაც შეეხება, სასამართლო თვლის, რომ ბრალდებამ სრულად შეცვალა ბრალდების ფორმულირება ამ ნაწილში და ქმედების კვალიფიკაციის შეცვლით პრაქტიკულად ახალი ბრალი წარუდგინა რ-------–-----------ს და ე-–---------–---ს.

 

ბრალდების მხარის განმარტება, რომ რ-------–-----------ის და ე-–---------–---ის მხრიდან მოხდა სისხლის სამართლის დანაშაულის გადაღება და მისი გავრცელება სოციალურ ქსელში, რაც მიზნად ისახავდა პირისთვის ძლიერი ტანჯვის მიყენებას, შესაბამისად უნდა შეფასდეს, როგორც დამამცირებელი მოპყრობის კომპონენტი. ბრალდება ერთი მხრივ მიიჩნევს, რომ ბრალდებულთა მხრიდან მოხდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის გადაღება-გავრცელება სოციალურ ქსელში, რაც სსკ-ის 1571-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებულ დასჯად ქმედებას წარმოადგენს და ამავე დროს უთითებს, რომ მათ ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ს 376-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, რაც ალოგიკურია.

 

ვინაიდან ბრალდების მხარემ ფაქტობრივად მოხსნა საქართველოს სსკ-ის 1571-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდება, სასამართლო ვერ გასცილდება ბრალდების მხარის მიერ ბრალად შერაცხული ბრალდების ფარგლებს და ვერ იმსჯელებს რ-------–-----------ის და ე-–---------–---ის მიმართ აღნიშნული ბრალდების თაობაზე.

 

სასამართლო თვლის, რომ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მეორე ნაწილის დისპოზიცია - შეუტყობინებლობა, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, ანუ, ბრალდება, რომ მათ მიერ კომპეტენტური ორგანოებისთვის არ შეუტყობინებიათ თ---------------ის მიერ ჩადენილი დანაშაულის თაობაზე, არ შეიძლება შეერაცხოთ ბრალდებულებს რ-------–-----------ს და ე-–---------–---ს, ვინაიდან თ---------------ის მიმართ არ იქნა დადასტურებული მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რაც ერთმნიშვნელოვნად ამ ბრალდებაში რ-------–-----------ის და ე-–---------–---ის გამართლების საფუძველია.

 

საქართველოს სსკ-ის მე-7 მუხლის თანახმად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება; აღსანიშნავია, რომ ბრალდებულები გამოძიების არცერთ ეტაპზე არ აღიარებდნენ მათ მიმართ ბრალად შერაცხულ ქმედებას. აღნიშნული გარემოებები, მით უფრო ავალდებულებდა ბრალდების მხარეს სასამართლოში საქმის არსებითად განხილვისას წარმოედგინა ურთიერთშეთავსებადი და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა სასამართლოს მათ ბრალეულობაში. მოცემულ შემთხვევაში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება თ---------------ის, რ-------–-----------ის, ე-–---------–---ის და ა----------–--------ის ბრალეულობა მათ მიმართ ბრალად შერაცხულ ქმედებაში და არ გამომდინარეობს საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან და მსგავსი ფაქტებიდან. მტკიცების სტანდარტი, რომ მათ ჩაიდინეს ბრალად შერაცხული ქმედება არ არის საკმარისი აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს, არ ტოვებს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობის (იხ. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „Tenisi v. Turkey”).

 

6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

6.1. თ---------------ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის №1-623-18 განჩინებით და რ--------–-----------ის, ე-–---------–---ის და ა----------–--------ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის №10დ-268-18 განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო უნდა გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეთ მათ შემტან პირებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

6.2. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე ამოღებული:

- ასფალტის და მტვრის ნიმუშები ბინტის ტამპონებით, ასევე სახის ანაწმენდის და სისხლის ნიმუშები - განადგურდეს(ინახება ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში);

- ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, მობილური ტელეფონები და პორტატული კომპიუტერი - დაუბრუნდეთ მათ მფლობელებს ან საამისოდ უფლებამოსილ პირებს კანონმდებლობით დადგენილი წესით(ინახება ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში);

- საქმეზე დართული დისკები - შენახული იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თ---------------ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. რ-------–-----------ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

3. ე-–---------–---ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

4. ა----------–--------ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

5. თ---------------ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის №1-623-18 განჩინებით და რ--------–-----------ის, ე-–---------–---ის და ა----------–--------ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის №10დ-268-18 განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო - გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეთ მათ შემტან პირებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

6. თ---------------ს, რ-------–-----------ს, ე-–---------–---ს და ა----------–--------ს განემარტოთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

7. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე ამოღებული:

 

- ასფალტის და მტვრის ნიმუშები ბინტის ტამპონებით, ასევე სახის ანაწმენდის და სისხლის ნიმუშები - განადგურდეს(ინახება ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში);

- ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, მობილური ტელეფონები და პორტატული კომპიუტერი - დაუბრუნდეთ მათ მფლობელებს ან საამისოდ უფლებამოსილ პირებს კანონმდებლობით დადგენილი წესით(ინახება ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში);

- საქმეზე დართული დისკები - შენახული იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.

 

8. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და მიექცევა აღსასრულებლად.

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

ქეთინო ლუაშვილი