მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №24
2010 წლის 2 ნოემბერი
დ. მესტია
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის, 36-ე მუხლის პირველი პუნქტის და 43-ე მუხლის მეორე პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტ ებ ის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. დამტკიცდეს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ დებულება წარმოდგენილი რედაქციით დანართი 1-ის შესაბამისად (დანართი თან ერთვის).
2. დადგენილება გამოქვეყნდეს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით.
3. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. გვარლიანი
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’
ზოგადი დებულება
1.4. ფრაქცია ,,ნაციონალები’’ წარმოადგენს პოლიტიკური გაერთიანება ,,ნაციონალებ ი ს“ პარტიული სიით არჩეული და მათთან საერთო პოლიტიკური შეხედულებისა და ინტერესების მქონე დამოუკიდებელი დეპუტატების ნებაყოფილობით გაერთიანებას.
1.5. მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ნაციონალები’’ იქმნება და მოქმედებს საქ ა რთველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად.
1.6. ფრაქცია თავის პოლიტიკურ საქმიანობაში ხელმძღვანელობს პოლიტიკური პლატფორმით, რომელიც მიღებულია ამ წესდებასთან ერთად.
მიზნები და ამოცანები
2.1. ფრაქციის ამოცანაა აქტიური მონაწილეობა მიიღოს საკრებულოს საქმიანობაში და ხელი შეუწყოს ფრაქციის წევრთა შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენას და მათი აქტიურობის გაზრდას.
2.2. ფრაქციის მიზანია თავისი საქმიანობით გაატაროს მისი პოლიტიკური პლატფორმით განსაზღვრული კურსი, მესტიის მუნიციპალიტეტის განვითარებაში მიიღოს აქტიური მონაწილეობა, გამოხატოს ფრაქციის წევრთა შეჯერებული აზრი საკრებულოს მუშაობისას.
ფრაქციის წევრი
3.1. ფრაქციის დამფუძნებელი წევრები არიან ამ წესდებაზე ხელმომწერი მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები.
3.2. ფრაქციის წევრის გარიცხვის ან ფრაქციაში ახალი წევრების მიღების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ფრაქციის სხდომა.
3.3. ფრაქციაში გაწევრიანების მსურველი საკრებულოს წევრი შესაბამისი განცხადებით მიმართავს ფრაქციის თავმჯდომარეს, რომელიც საკითხს განსახილველად წარადგენს ფრაქციის უახლოეს სხდომაზე. გადაწყვეტილებას ფრაქციაში ახალი წევრის მიღების შესახებ იღებს ფრაქციის სხდომა დამსწრე წევრთა უბრალო უმრავლესობით.
3.4. ფრაქციის წევრს უფლება აქვს:
ა) აირჩიოს და არჩეულ იქნ ე ს ფრაქციის ნებისმიერ ხელმძღვანელ თანამდებობაზე ან დაასახელოს შესაბამისი კანდიდატურა;
ბ) მიმართოს ფრაქციას ნებისმიერი წინადადებით ან ინიციატივით, რომელიც შეეხება კანონშემოქმედებით საქმიანობას და მოითხოვოს ფრაქციის მხარდაჭერა;
გ) მონაწილეობა მიიღოს ფრაქციის ეგიდით ჩატარებულ ღონისძიებებში.
3.5. ფრაქციის წევრი ვალდებულია:
ა) დაიცვას ფრაქციის წესდება;
ბ) მონაწილეობა მიიღოს ფრაქციის საქმიანობაში;
გ) აქტიურად ჩაერთოს ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმის განხორციელებაში;
დ) თავისი ქმედებით არ დაუშვას ფრაქციის დისკრედიტაცია.
3.6. ფრაქციაში დაწესებულია შემდეგი სახის პასუხისმგებლობის ფორმები:
ა) გაფრთხილება;
ბ) ფრაქციიდან გარიცხვა.
3.7. წესდების გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის ფრაქციის წევრს შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა. საკითხს ფრაქციის წევრის პასუხისმგებლობისა და მისი ზომის შესახებ აყენებს ფრაქციის თავმჯდომარე და გადაწყვეტილებას ი ღ ებს ფრაქციის სხდომა დამსწრე წევრთა 2/3-ით.
ფრაქციის სხდომა და ფრაქციის
საქმიანობის ძირითადი პრინციპები
4.1. ფრაქციის სხდომა, როგორც წესი, მოიწვევა კვირაში ერთხელ, ორშაბათს.
4.2. ფრაქციის რიგგარეშე სხდომას იწვევს ფრაქციის თამჯდომარე ან ფრაქციის წევრთა არანაკლებ 1/3.
4.3. ფრაქციის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ფრაქციის წევრთა 2/3.
4.4. ფრაქციის სხდომა გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით, თუკი წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
4.5. ფრაქციის გადაწყვეტილებები აისახება ფრაქციის სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.
4.6. ფრაქციის სხდომა განიხილავს საკრებულოს პლენარული სხდომის დ ღ ის წესრიგში შეტანილ საკითხებს, ფრაქციის წევრების ინიციატივებს და საკრებულოს წევრის შეკითხვებს. ფრაქციის წევრის მოთხოვნით შესაძლებელია განხილულ იქნ ე ს აგრეთვე საკრებულოს კომისიების დღის წესრიგში შეტანილი საკითხი.
4.7. საკითხს ფრაქციის სხდომაზე განსახილველად ამზადებს ფრაქციის ის წევრი, რომელიც არის ამავე საკითხზე წამყვანი კომიტეტის წევრი.
4.8. თუ საკითხი არ განეკუთვნება ფრაქციის არც ერთი წევრის უფლებამოსილებას, საკითხს ამზადებს ფრაქციის ერთ-ერთი წევრი ფრაქციის თავმჯდომარის დავალებით.
4.9. ფრაქციის წევრის საკითხის შესახებ საკუთარ დასკვნას წერილობით ან ზეპირად წარუდგენს ფრაქციის სხდომას. ალტერნატიული წინადადების და ახალი ინიციატივის წარდგენა ხდება წერილობით.
4.10. ფრაქციის სხდომა განიხილავს საკითხს და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ამტკიცებს წარმოდგენილ პროექტს გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, ან შენიშვნების გარეშე ნიშნავს მომხსენებლებს.
ფრაქციის ხელმძღვანელები
5.1. ფრაქცია თავისი შემადგენლობიდან უფლებამოსილების ვადით არჩევს ფრაქციის თავმჯდომარეს და მდივანს.
5.2. ფრაქციის თავმჯდომარე წარმართავს ფრაქციის სხდომებს, წარმოადგენს ფრაქციას მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში და საკრებულოს გარეთ ასრულებ ს ფრაქციის სხვა დავალებებს.
5.3. ფრაქციის თავმჯდომარე წარუდგენს საკრებულოს აპარატის უფროსს ფრაქციაში ასაყვან შტატგარეშე მომსახურეთა კანდიდატურებს.
5.4. ფრაქციის თავმჯდომარეს და მდივანს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება, თუ:
1) შეუწყდე ბა საკრებულოს წევრის უფლებამოსილება.
2) დატოვებს ფრაქციას;
3) გადადგება;
4) ფრაქციის გადაწყვეტილებით.
წესდებისა და პოლიტიკური პლატფორმის გადასინჯვის პროცედურა
6.1. ფრაქცია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს გადასინჯოს ფრაქციის წესდება და პოლიტიკური პლატფორმა.
6.2. გადაწყვეტილება ამ ცვლილებების შესახებ მიიღება ფრაქციის სხდომაზე დამსწრე წევრთა 2/3-ის თანხმობით.
ფრაქციის დამფუძნებელი წევრები არიან საკრებულოს შემდეგი წევრები:
1. დავით ნაკანი.
2. დავით გვიჩიანი.
3. ავთო ჭკადუა.
4. გია ანსიანი.
5. დიმიტრი გულბანი.