განაჩენი

სისხლის სამართლის 20.01.2020
საქმის ნომერი
330100119003324271
თარიღი
20.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/5855-19

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 იანვარი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ლ-–----------–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ჰ----– შ-------ს ძე ფ-–---ი, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #1----------, დაბადებული 1--- წლის 1-----------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–------------–-----------–--------------–--------------–-

 

ადვოკატი - ი-----------

თარჯიმნი - ვ-----–--------------

 

კვალიფიკაცია:

1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).

 

2.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის პირველი ნაწილი (დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა).

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში)

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 22 ივნისს, დაახლოებით 17:00 საათზე, თ---–--–-- ს------–----------–-–-, თ---------–---- ქუჩა #--–-- ჰ----– ფ-–---მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ე-–------------ოვას, მოიხსენია უცენზურო სიტყვებით და მუშტი დაარტყა ერთხელ თავის არეში. ფიზიკური ძალადობის გამო დაზარალებულმა განიცადა ტკივილი.

 

1.2.2019 წლის 25 ივლისს, სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ჰ----– ფ-–---ის მიმართ გამოცემული იქნა დამცავი ორდერი 6 (ექვსი) თვის ვადით. ჰ----– ფ-–---ს აეკრძალა მეუღლესთან - ე-–------------ოვას სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა. 2019 წლის 8 ნოემბერს, დაახლოებით 10:30 საათზე, ჰ----– ფ-–---ი მივიდა მსხვერპლის ე-–------------ოვას საცხოვრებელ სახლში, მდებარე თ---–---- ს------–-----------–-- ი------–----------–------------ში.

 

1.3. 2019 წლის 8 ნოემბერს, დილის საათებში, თ---–--–-- ს------–----------–-–-, ი------–----------–-- #--–- ე-–------------ოვას მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ჰ----– ფ-–---ი და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე.

 

2.2.სასამართლოს დასკვნა ჰ----– ფ-–---ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ - ე-–------------ოვას და მოწმე ს----- ფ-–---ის გამოკითხვის ოქმებს, #------ შემაკავებელ ორდერს და შემაკავებელი ორდერის ოქმს, სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებას, მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ჰ----– ფ-–---ის მიერ დანაშაულის ჩადენა.

 

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველ ნაწილში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტად მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულმა 2019 წლის 22 ივნისს, ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე ე-–------------ოვაზე, მუშტი დაარტყა თავის არეში. ძალადობის შედეგად მსხვერპლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

3.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლი დასჯად ქმედებად აცხადებს დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობას. დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ოჯახში ძალადობის შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. ნორმის სამართლებრივ სიკეთეს წარმოადგენს ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობა. საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლომ დაადგინა, რომ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით ჰ----– ფ-–---ის მიმართ გამოცემული იქნა დამცავი ორდერი. დამცავი ორდერით ბრალდებულს 6(ექვსი) თვის ვადით აეკრძალა მეუღლესთან - ე-–------------ოვას სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა. ჰ----– ფ-–---მა, 2019 წლის 8 ნოემბერს, დამცავი ორდერის მოქმედების ვადაში დაარღვია ორდერით დაკისრებული ვალდებულება. მივიდა მსხვერპლთან სახლში და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ბრალდებულის ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას.

 

3.4. კანონმდებლის მიერ ასევე კრიმინალიზებულია მუქარა, მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობის ჩადენით, მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, რის გამოც ეს უკანასკნელი კარგავს სიმშვიდეს, ყოველწუთს ელოდება ძალადობით ქმედებას სხვა პირის მხრიდან. ამასთან კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი. იგი უნდა გამოიხატებოდეს მხოლოდ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების რეალური შიში. დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. დაზარალებულის და მოწმის გამოკითხვის ოქმით, ასევე ბრალდებულის მიერ დანაშაულის აღიარებით სასამართლო ადგენს, რომ ჰ----– ფ-–---ის მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარა ე-–------------ოვას მიმართ, მსხვერპლში ბუნებრივად აღქმული იქნა როგორც მუქარის რეალურად განხორციელების საფუძველი, რამაც იგი პანიკასა და შიშში ჩააგდო.

 

3.5. სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხიგაცემული უნდა იქნეს. სასამართლო ასევე მოიშველიებს ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციას’’ რომელიც აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თ---------–---- თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა.

 

3.6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

3.7.სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა ჰ----– ფ-–---ის ბრალეულობა.

 

3.8. სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და დაასკვნა, რომ ბრალდებულმა ჰ----– ფ-–---მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის პირველი ნაწილით (დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაულები, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

3.9.სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ცვლილების შეტანის შესახებ 2019 წლის 20 სექტემბრის კანონის“ საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 151-ე მუხლში განხორციელდა ცვლილება (ძალაში შევიდა 2019 წლის 15 ოქტომბერს). ცვლილების თანახმად 151-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატა ,,დ“ ქვეპუნქტი - მაკვალიფიცირებელი ნიშანი: ქმედების ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ. უდავო მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მუქარა 2019 წლის 8 ნოემბერს ჩადენილი იქნა ოჯახის წევრის - მეუღლის მიმართ, თუმცა პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ქმედება დაკვალიფიცირდა არა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, არამედ 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 250-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მხარეს უფლება აქვს, ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოში განაჩენის გამოტანამდე ზემდგომი პროკურორის თანხმობით უარი თქვას ბრალდებაზე ან ბრალდების ნაწილზე, ან არსებული ბრალდება შეცვალოს უფრო მსუბუქი ბრალდებით, აღსანიშნავია, რომ დასახელებული ნორმა აკეთებს დაშვებას სასამართლო განხილვის ეტაპზე უფრო მსუბუქი ბრალდებით შეცვლაზე ან უარის თქმაზე და არა პირიქით დამძიმებაზე. გამომდინარე იქედან, რომ 151-ე მუხლის მე-2 ნაწილი ისჯება უფრო მკაცრად (ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თ---------–---- აღკვეთით ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ), ვიდრე სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი (ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თ---------–---- აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ) ვერ მოხდება კვალიფიკაციის დამძიმება მუქარის ეპიზოდში. იგივე უნდა ითქვას სსკ-ის 3811 მუხლთან მიმართებაშიც, ბრალდების მხარეს პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში არც კვალიფიკაციის და არც დისპოზიციის ნაწილში არ აქვს მითითებული, რომ ჰ----– ფ-–---მა დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ, როგორც ამას სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლი ითვალისწინებს. შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც პირის მსჯავრდება უნდა მოხდეს იმ კვალიფიკაციით, როგორც ეს წარდგენილი აქვს პროკურორს ბრალდების შესახებ დადგენილებაში.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ჰ----– ფ-–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და სინანული.

 

4.2. ჰ----– ფ-–---ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა: დანაშაულის მასშტაბი: ჩადენილია დანაშაულის 3 ეპიზოდი.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

5.2. სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს სასჯელის დანიშვნის ზოგად საწყისებს და პრინციპებს, სწორედ ამ პრინციპების საფუძველზე სასამართლო განსაზღვრავს სამართლიან და კანონიერ სასჯელს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე ნორმის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

5.3.სასჯელის განსაზღვრის დროს მხედველობაში იქნა მიღებული როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება: დანაშაულის სიმრავლე (სამი ეპიზოდი), ასევე პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებიც: მიუხედავად დაზარალებულის არასტაბილური პოზიციებისა გამოძიების ეტაპზე (ერთ ეტაპზე უარყო ძალადობის ჩადენა, მოგვიანებით დაადასტურა), საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ბრალდებულმა აღიარა დანაშაული და გამოთქვა სინანული. ასევე გათვალისწინებული იქნა ის გარემოებაც, რომ ბრალდებულს გაცნობიერებული აქვს ჩადენილი დანაშაულის გასაკიცხაობა, რაზეც მიუთითებს მისი მხრიდან მტკიცებულებების უდავოობა.

 

5.4. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ჩადენილი დანაშაულის ხასიათის და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით ჰ----– ფ-–---ს დანაშაულთა ერთობლიობით უნდა განესაზღვროს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით დაწესებული მაქსიმალური სასჯელი თ---------–---- აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით. ამავე დროს, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, ბრალდებულის საზოგადოებისაგან იზოლაციის გარეშეც, პირობითი მსჯავრითაც მიღწევადია სასჯელის მიზნები, მით უფრო იმ პირობებში, თუკი დამნაშავეს სასჯელთან ერთად დაეკისრება სხვა ვალდებულებებიც. კერძო პრევენციის მიზნების მისაღწევად და ძალადობის განმეორების რისკების შესამცირებლად, ვინაიდან ჰ----– ფ-–---ი ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირია, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, სასჯელთან ერთად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულს დამატებით დააკისროს განსაზღვრული მოვალეობის შესრულება, რაც გულისხმობს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლას გამოსაცდელი ვადის პერიოდში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ჰ----– ფ-–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თ---------–---- აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

 

2. ჰ----– ფ-–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თ---------–---- აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

 

3.ჰ----– ფ-–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თ---------–---- აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ჰ----– ფ-–---ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თ---------–---- აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 2(ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 8 ნოემბრიდან - 2019 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

 

5. ჰ----– ფ-–---ს, როგორც ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირს, დაევალოს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა.

 

6. გაუქმდეს ჰ----– ფ-–---ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

 

7. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლაზე ზედამხედველობა გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს - სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე

 

9. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა