განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100114587117
საქმე №1ბ/51-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
7 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: მაია თეთრაული
სხდომის მდივანი: ანა გოცირიძე, სოფიკო კაპანაძე
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ი-----–------–----–---
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: მ--–--------------ე (პირადი №6----------), დაბადებული 1----–-–-----------–-, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–-----------------------–----–-ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილი.
სასჯელი: (საბოლოო) ჯარიმა 4000(ოთხიათასი) ლარი.
ადვოკატი: რ---------------
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ--–--------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ---------------მ და ითხოვა მ--–--------------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
ბრალდების მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ დაადგინა:
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 დეკემბრის №2--- განკარგულებით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას გამოეყო 12000000(თორმეტი მილიონი) ლარი. განკარგულების მიხედვით, 2013 წლის 6 დეკემბრიდან 2014 წლის 1 მარტამდე პერიოდში, საექსპორტოდ ჩაბარებულ 1 კილოგრამ სტანდარტულ ციტრუსზე განისაზღვრა სუბსიდია 0.15 ლარის ოდენობით. სუბსიდიის მიღების საფუძველს წარმოადგენდა თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ციტრუსის ჩამბარებელი ფიზიკური პირის მიერ მიღება-ჩაბარების აქტის და ექსპორტის დამადასტურებელი საბაჟო დეკლარაციის წარდგენა. მიღება-ჩაბარების აქტი ხელმოწერილი უნდა ყოფილიყო ციტრუსის ჩამბარებელი ფიზიკური პირის, ციტრუსის შემსყიდველი პირისა და შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლის მიერ. ლ---------–-------–---–მა, რომელიც ინფორმირებული იყო განკარგულების შესახებ, განიზრახა მოტყუებით დაუფლებოდა სახელმწიფო სუბსიდიას. 2013 წლის 25 დეკემბერს, ლ---------–-------–---–მა ციტრუსის ექსპორტიორ ვ--–------------------ს მიჰყიდა 2780 კგ მანდარინი. ლ---------–-------–---–- და ვ--–------------------ი შეთანხმდნენ, რომ აქტში შეტანილი იქნებოდა მანდარინის გაზრდილი ოდენობა. მანდარინის შესყიდვის აქტი, დამოწმებული იქნა სოფელ ხალას რწმუნებულის მ--–--------------ის მიერ ხელმოწერით და ბეჭდით, იმგვარად რომ მ--–--------------ეს რეალურად არც კი შეუმოწმებია მყიდველის - ვ--–------------------ის და გამყიდველის - ლ---------–-------–---–-ს მიერ შესყიდვის აქტში მითითებული მონაცემების სისწორე, სადაც ვ--–------------------ზე რეალურად რეალიზებული 2780 კილოგრამი მანდარინის ნაცვლად მითითებული იქნა გაზრდილი ოდენობა - 7000 კილოგრამი. 2013 წლის 27 დეკემბერს, სომხეთის მიმართულებით მანდარინის ექსპორტირების დროს, ვ--–------------------მა ყალბი შესყიდვის აქტის საფუძველზე შევსებული საბაჟო დეკლარაცია წარადგინა სადახლოს საბაჟო გამშვებ პუნქტში, რა დროსაც მებაჟეების მიერ კორექტირებული იქნა მასში მითითებული ყალბი მონაცემები, რის გამოც ლ---------–-------–---–მა ვერ მიიღო ხელოვნურად გაზრდილი სუბსიდიის თანხა 633 ლარის ოდენობით.
მ--–--------------ემ ჩაიდინა სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 დეკემბრის განაჩენით:
ლ---------–-------–---–- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 18,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4.000(ოთხიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფოს ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ვ--–------------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 18,25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4.000(ოთხიათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფოს ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულებს - ლ---------–-------–---–სა და ვ--–------------------ს აღნიშნული განაჩენი არ გაუსაჩივრებიათ.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სისხლის სამართლის საქმეში არსებული და პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
მოწმე გ--------–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ციტრუსის შესყიდვის აქტი იყო გაყალბებული, კერძოდ, 2013 წლის 25 დეკემბერს ხალას თემში ვ--–------------------მა ბ------------- შეიძინა 2150 კგ. მანდარინი, ხოლო სოფელ ხალაში მცხოვრებ ლ---------–-------–---–-სგან 580 კგ. და შემდეგ 2250 კგ. მანდარინი. ვინაიდან, გამოყოფილი იყო სუბსიდია კილოგრამზე 15 თეთრი, ფ--–-------–---–--მა სთხოვეს შეედგინათ ისეთი შესყიდვის აქტი, სადაც ხელოვნურად გაიზრდებოდა ციტრუსის რაოდენობა, რომელსაც ხელს მოაწერდა მყიდველი, გამყიდველი და ხელმოწერით და ბეჭდით დაამოწმებდა ხალას სოფლის რწმუნებული მ--–--------------ე. ვ--–------------------ი დასთანხმდა ფ--–-------–---–ს და შედგა შესაბამისი დოკუმენტი, თუმცა მოსთხოვეს აქტში ჩაეწერათ 7000 კგ. რაზეც უპასუხა, რომ მის ა/მანქანაში აღნიშნული რაოდენობა ფიზიკურად არ ჩაეტეოდა, მ--–--------------ემ უთხრა, რომ არავინ აწონიდა და პრობლემა არ შეექმნებოდა. შესყიდვის აქტი დამოწმებულ იქნა ხალას თვითმმართველი ერთეულის ბეჭდითა და რწმუნებულის ხელმოწერებით, კერძოდ, შესყიდვის აქტზე გამყიდველის გრაფაში დაფიქსირებულ იქნა - ლ---------–-------–---–-ს ხელმოწერა, მყიდველის გრაფაში - ვ--–------------------ის ხელმოწერა, ხოლო ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლის გრაფაში კი - მ--–--------------ის. შესყიდვის აქტი წარადგინეს „გეზში“, რომელშიც გაზრდილი იყო შესყიდული მანდარინის რაოდენობა. მ--–--------------ემ კვლავ დაამშვიდა ვ--–------------------ი, რომ არაფერი მოხდებოდა. საბაჟოზე ტვირთის გადატანისას მებაჟემ შეამჩნია, რომ ტვირთი გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე საბაჟო დეკლარაციაში იყო მითითებული, შესაბამისად, საქონელი გადამოწმდა, რა დროსაც მ--–--------------ე ვ--–------------------ის ტელეფონით ცდილობდა მებაჟესთან დალაპარაკებას, თუმცა მებაჟემ უარი განუცხადა. ვინაიდან, ექსპორტის დეკლარაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა, ვ--–------------------ის განცხადებით, ანულირდა და ზეპირი დეკლარირებით დატოვა ქვეყანა.
მოწმე თ-----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 დეკემბერის განკარგულებით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას გამოეყო მიზნობრივი თანხა - 12.000.000 ლარი, რომელიც ემსახურებოდა აჭარაში ციტრუსის აღების ღონისძიებათა ხელშეწყობისა და მეციტრუსეობის დარგში დასაქმებული მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. განკარგულების საფუძველზე 2013 წლის 31 დეკემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ თავის მხრივ მიიღო განკარგულება, რომლითაც აღნიშნული თანხა განაწილდა მუნიციპალიტეტებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტს ერგო - 5.445.750 ლარი. სუბსიდიის მისაღებად გამყიდველს უნდა წარედგინა შესყიდვის აქტი და საბაჟო დეკლარაცია. მყიდველისა და გამყიდველის მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტი ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული უნდა ყოფილიყო ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლის (რწმუნებულის) მიერ. რწმუნებული ამით პასუხისმგებელი იყო და ადასტურებდა წარმოდგენილ დოკუმენტში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ შორის პროდუქტის რაოდენობას. სუბსიდიებთან დაკავშირებით მოსახლეობა ინფორმირებული იქნა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად შესაძლოა მისდგომოდა 633 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
მოწმე თ--------–-–------–ის ჩვენებით დადგენილია, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 დეკემბრის განკარგულებით სოფლად მცხოვრები ხალხის მატერიალური დახმარების მიზნით განხორციელდა ციტრუსის სუბსიდირება, რაც კილოგრამ ციტრუსზე ითვალისწინებდა სუბსიდიას - 15 თეთრის ოდენობით. მთავრობის მიერ გამოყოფილი იქნა თანხა - 12.000.000. აღნიშნულის თაობაზე ეცნობა ყველა მუნიციპალიტეტს და ისინი კარდაკარ აცნობდნენ მოქალაქეებს, რომ სუბსიდიის მისაღებად საჭირო იყო მყიდველის, გამყიდველის და რწმუნებულის მიერ ხელმოწერილი შესყიდვის აქტი, რომელიც რწმუნებულსვე ასევე უნდა დაემოწმებინა ბეჭდით. გარდა ამისა, საჭირო იყო ექსპორტზე რეალიზაციის დოკუმენტი, პიროვნების საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოწმის განმარტებით, კომისია ამოწმებდა წონების და შესყიდვის აქტებს, რათა ექსპორტის დოკუმენტში არ მომხდარიყო გაორება, ექსპორტის დეკლარაციის გადაფარვა. სუბსიდირებისთვის ორივე დოკუმენტში ინფორმაციის თანხვედრა იყო აუცილებელი, შესყიდვის აქტში ზუსტად იმდენი პროდუქტი უნდა იყოს დაფიქსირებული, რაც ექსპორტის საბუთში.
მოწმე გ-------–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევის დროს მუშაობდა ქ. ბათუმის მერიის ეკონომიკური სამსახურის მთავარ სპეციალისტად და იყო სუბსიდირების სამთავრობო კომისიის წევრი. 2013 წლის 26 დეკემბრის განკარგულება შეიცავდა მეციტრუსე ფერმერებზე კომპენსაციის გაცემას, ანუ სუბსიდირებას, რომლისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო 12.000.000 ლარი. სტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია განისაზღვრა 15 თეთრით, არასტანდარტულზე კი 10 თეთრით. განკარგულების თანახმად, სუბსიდიის მისაღებად ფერმერს უნდა წარედგინა იმ ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ხელმოწერით და ბეჭდით დადასტურებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელშიც თავის მხრივ მყიდველი და გამყიდველი ადასტურებდა კონკრეტული რაოდენობის ციტრუსის რეალიზებას. სუბსიდიის მისაღებად აღნიშნულ მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად უნდა წარდგენილიყო საზღვარგარეთ ექსპორტზე გატანის დამადასტურებელი დეკლარაცია. აღნიშნულის თაობაზე დეკემბრის დასაწყისშივე მოხდა მოსახლეობის ინფორმირება და შესყიდვის აქტებიც მაშინ მიეწოდა თვითმმართველ ორგანოებს, რომლებმაც თავის მხრივ გადამზიდავ ორგანოებს მიაწოდეს. მოწმის განმარტებით, სუბსიდირება არ მოხდებოდა თუ შესყიდვის აქტს სხვა პირი მოაწერდა ხელს, ან თუ შესყიდვის აქტსა და დეკლარაციაში დაფიქსირდებოდა სხვაობა (თუმცა გაიცემოდა იმ შემთხვევაში თუ დეკლარაციაში მეტობა დაფიქსირდებოდა, ვიდრე შესყიდვის აქტში).
მოწმე შ----------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ სამსახურში მისვლისას წინა ცვლამ გადააბარა მანდარინით დატვირთული ავტომანქანა, რომელსაც მანდარინი ექსპორტის სასაქონლო დეკლარაციით გაჰქონდა სომხეთის მიმართულებით. გადაბარებისას თანამშრომელმა უთხრა, რომ დეკლარაციაში მითითებული და რეალურად არსებული წონები თანხვედრაში არ მოდიოდა. ცვლის გადაბარების შემდეგ, მასთან გამოცხადდა ვ--–------------------ი, აწონეს ა/მანქანაში არსებული ბროწეული და მანდარინი. ეს უკანასკნელი იყო 5 ტონამდე, თუმცა დეკლარაციაში და სუბსიდიის აქტში დაფიქსირებული იყო 7 ტონა. სოფელი ხალადან სუბსიდიის (შესყიდვის) აქტი გაცემული იყო ვ--–------------------ზე, რომელსაც ლ---------–-------–---–-სგან ქონდა ნაყიდი 7 ტონა მანდარინი. აქტზე ფიქსირდებოდა გამგებლის ხელმოწერა. ვ--–------------------მა უთხრა, რომ არაფერი გაეგებოდა დეკლარაციის, ბათუმში დაიტვირთა ა/მანქანა, ბათუმის გეზში კი გაკეთდა დეკლარაცია, სადაც მ--–--------------ემ და ლ---------–-------–---–მა ჩაუწერეს 7 ტონა. ამ უკანასკნელისგან დაახლოებით 3 ტონა ჰქონდა შეძენილი. მანვე უთხრა, რომ დოკუმენტი უკან უნდა ჩაეტანა ფ--–-------–---–ისთვის, ხოლო წონასთან დაკავშირებით კი პრობლემა არ შეექმნებოდა. მოწმემ განუმარტა პ----------ს, რომ მათ ევალებოდათ სუბსიდიის აქტი გადაემოწმებინათ წონით და სწორედ ეს აუხსნა ვ--–------------------ს, რომ მასზე ხელმოწერით და ბეჭდის დარტყმით ისინი არღვევდნენ კანონს, ვინაიდან ის იყო ზედმეტი თანხის აღების საფუძველი. პ----------მა განუმარტა, რომ ის არაფერ შუაში იყო, აღნიშნული საბუთები მას უნდა ჩაეტანა ლ---------–-------–---–თან და მ--–--------------ესთან და ისინი აიღებდნენ თანხას. ვ--–------------------ი ცდილობდა გამგებელთან დაკავშირებას და სურდა, რომ მოწმე გასაუბრებოდა, თუმცა მან უარი განუცხადა. საბოლოოდ, დეკლარაცია გაუქმდა და ვ--–------------------მა მანდარინი გაიტანა საზღვარგარეთ ზეპირი დეკლარირებით.
მოწმე ს---–------------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ მთავრობამ საზღვარგარეთ იმპორტირებულ ციტრუსებზე დაადგინა სუბსიდია. მოქალაქეებს ინფორმაცია მიეწოდათ ყველა შესაძლო საშუალებით. სუბსიდირება დაიწყო 6 დეკემბერს, განკარგულება კი 21 დეკემბერს მიიღეს. სუბსიდიის მისაღებად საჭირო იყო შესყიდვის აქტი და საბაჟო დეკლარაცია. მოწმე, ისევე როგორც სხვა რწმუნებულები საბუთებს ბეჭდით და ხელმოწერით ადასტურებდნენ და გზავნიდნენ გამგეობაში, სადაც წყვეტდნენ ანაზღაურების საკითხებს. დოკუმენტში გამყიდველი და მყიდველი იდენტიფიცირებული იყო. თანამშრომლებთან ერთად დადიოდა სოფლებში და იცოდა, ვინ რამდენ ტონა ციტრუსს კრეფდა. ამის მიხედვით დგებოდა შესყიდვის აქტები. არ ჰქონია შემთხვევა, შესყიდვის აქტში შემდგომ შეეტანა შესწორება.
მოწმე მ----------–-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ იყო მუნიციპალიტეტის რწმუნებული სოფელ ჩაის უბანში. სუბსიდიის თანხის გაცემისთვის საჭირო იყო - შესყიდვის დოკუმენტი, დეკლარაციის დოკუმენტი, პირადობის მოწმობის ქსეროასლები, ანგარიშის ნომერი და სხვა მონაცემები. გამყიდველმა და მყიდველმა იცოდნენ შესაბამისად რა რაოდენობის მანდარინს ყიდდნენ და ყიდულობდნენ. მოწმე და მისი თანამშრომლები ასევე არკვევდნენ, ვინ რამდენ ტონა ციტრუსს კრეფდა, გლეხები მას სთხოვდნენ შესყიდვის აქტს, საზღვარგარეთ ციტრუსის გატანისთვის, შემდეგ კი საბაჟო დეკლარაცია მიჰქონდათ მასთან, ეს უკანასკნელი კი ადასტურებდა და გამგებლის მოადგილესთან გზავნიდა. საბაჟოს დეკლარაციაში ფიქსირდებოდა რამდენი ტონა გადიოდა საზღვარზე. სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე ხდებოდა ანაზღაურება. საბაჟოზე დანაკლისის შემთხვევაში ჩასწორება ხდებოდა. შესყიდვის დოკუმენტში ფიქსირდებოდა - მყიდველი, გამყიდველი და ციტრუსის მონაცემები. სუბსიდიის ანაზღაურება ხდებოდა საზღვარზე გასული ციტრუსის რაოდენობით. შესყიდვის აქტს ხელმოწერით და ბეჭდით ადასტურებდნენ. რწმუნებულებს არ ევალებოდათ ციტრუსის აწონვა.
მოწმე გ----------–--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ვ--–---ი პ----------თან და გ--------------თან ერთად მივიდა ლ---------–-------–---–-ს ოჯახში, მანდარინის საყიდლად. ამ უკანასკნელის დედისგან იყიდეს 2 ტონა და 780-790 კილოგრამი. ნაწილში გადაიხადეს 30 თეთრი, ნაწილში კი 80 თეთრი. შემდეგ მივიდა ლ---------–-------–---–- და უთხრა, რომ სახელმწიფო მათ თითო კილოზე სუბსიდიის სახით 15 თეთრს აძლევდა და უნდა ჩასულიყვნენ ბათუმის გეზში. ლ---------–-------–---–- და ვ--–------------------ი წავიდნენ, შესაბამისად, მისთვის უცნობია, რა მოხდა გეზში, თუმცა მოგვიანებით ისიც წაიყვანეს, რადგან დოკუმენტების გაფორმებისათვის მძღოლიც საჭირო აღმოჩნდა. როგორც მეგობრებისგან იცის, ისინი საბუთებში წერდნენ თითქოს მათი ტვირთი 7 ტონა იყო, რაზეც გ----მა უთხრა, რომ ტვირთი ნაკლებს იწონიდა, თუმცა ლ---------–-------–---–-ს და მ--–--------------ის თქმით მას არანაირი პრობლემა არ შეექმნებოდა, ეს საბუთი მხოლოდ მათ ჭირდებოდათ. საბოლოოდ, დეკლარაციაში 7 ტონა ჩაწერეს, რის გამოც საბაჟოზე შეექმნათ პრობლემები, კერძოდ ჰკითხეს, რამდენს იწონიდა მისი ტვირთი, აწონისას დადგინდა, რომ ტვირთი 5 ტონამდე იყო, საბუთებში კი 7 ტონა ეწერა. მოწმე სიმართლის დასამტკიცებლად ნებაყოფლობით ჩაერთო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებშიც.
მოწმე გ--------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2014 წლის დეკემბრის ბოლოს გ----------–--------თან და ვ--–------------------თან ერთად წავიდა მანდარინის საყიდლად. თავდაპირველად იყიდეს 2 ტონა და 200 კგ. მანდარინი. შემდეგ პიროვნებამ მიიყვანა ლ---------–-------–---–-ს სახლში, სადაც ამ უკანასკნელის დედას მოელაპარაკნენ ფასზე და 30 და 80 თეთრად შეიძინეს 2780 კგ. მანდარინი. ლ----მა უთხრა, რომ დოკუმენტზე ხელი იყო მოსაწერი, თავდაპირველად წავიდნენ ლ----ი და ვ--–---ი, დაბრუნდნენ მ--–--------------ესთან ერთად და თქვეს, რომ მძღოლი იყო საჭირო და ისიც წაიყვანეს ბათუმში. ფ--–-------–---–ი და დ-------ე საუბრისას „7 ტონას“ ახსენებდნენ, რაზედაც მან უთხრა, რომ საბაჟო უნდა გაევლო, მის ა/მანქანაში კი 7 ტონა არ იქნებოდა. მათ უპასუხეს, რომ არანაირი პრობლემა არ შეექმნებოდა და საბუთი იყო მათთვის, რათა სახელმწიფოსგან კილოზე 15 თეთრი აეღოთ სუბსიდია. საბოლოოდ, დეკლარაციაში, რომელსაც ხელი მოაწერა მათი თხოვნით, მ--–--------------ის კარნახით დაფიქსირებული იქნა 7 ტონა ციტრუსი, მაშინ როცა ფ--–-------–---–ისგან რეალურად შეძენილი ქონდა 2780 კგ. მოწმის განმარტებით, 10 წელია უსაბუთოდ გაჰქონდა საზღვარზე მანდარინი და საბუთი არასოდეს მოუთხოვიათ, ამჯერად კი მოსთხოვეს, რაც მას არ ჰქონდა. დღენახევარი იდგნენ საბაჟოზე. იმის დასამტკიცებლად, რომ ის დამნაშავე არ იყო, ნებაყოფლობით ჩაერთო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებშიც.
მოწმე მ--------------ს ჩვენებით დაადასტურებულია მის მიერ 2014 წლის 17 აპრილს გაცემული დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც:
- გამოსაკვლევი 2013 წლის 25 დეკემბრით დათარიღებული ციტრუსის შესყიდვის N16 აქტის შემავსებელი ხელნაწერი ტექსტები შესრულებულია მ--–--------------ის მიერ.
- გამოსაკვლევ 2013 წლის 25 დეკემბრით დათარიღებულ ციტრუსის შესყიდვის N16 აქტზე გრაფაში „გამყიდველი“ ლ. ფ--–-------–---–ის სახელით არსებული ხელმოწერა შესრულებულია ლ---------–-------–---–-ს მიერ.
- გამოსაკვლევ 2013 წლის 25 დეკემბრით დათარიღებულ ციტრუსის შესყიდვის N16 აქტზე გრაფაში „მყიდველი“ ვ. პ----------ის სახელით არსებული ხელმოწერა შესრულებულია ვ--–------------------ის მიერ.
- გამოსაკვლევ 2013 წლის 25 დეკემბრით დათარიღებულ ციტრუსის შესყიდვის N16 აქტზე გრაფაში „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი“ მ. დ-------ის სახელით არსებული ხელმოწერა შესრულებულია მ--–--------------ის მიერ.
მოწმემ განმარტა, რომ წარედგინა 2013 წლის 25 დეკემბრით დათარიღებული ციტრუსის შესყიდვის №-- აქტის შემავსებელი ხელნაწერი ტექსტები და ამ აქტზე არსებული სამი ხელმოწერა, ასევე წარედგინა მ--–--------------ის, ლ---------–-------–---–-ს და ვ--–------------------ის ხელწერის და ხელმოწერის ნიმუშები დალუქული სახით. ყველა კითხვაზე გაცემულია კატეგორიული დასკვნა.
მოწმე გ-----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევის პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან გაიცა სუბსიდია, კერძოდ ყოველ ექსპორტირებულ კილოგრამ მანდარინზე სახელმწიფო გამყიდველს აძლევდა 15 თეთრ სუბსიდიას. თანხის მისაღებად საჭირო იყო საბაჟო დეკლარაციის და შესყიდვის აქტის წარდგენა. რწმუნებული შესყიდვის აქტში ადასტურებდა, რომ ნამდვილად მოხდა მანდარინის ყიდვა-გაყიდვა, გამგებელი ამოწმებდა ბეჭდით და ხელმოწერით. უფრო მნიშვნელოვანი საბაჟო დეკლარაცია იყო და მასში მითითებული მონაცემები. შესყიდვის აქტში ციტრუსის ზუსტი წონა ვერ მიეთითებოდა, რადგან მანდარინი წონაში იკლებს და საბაჟომდე დაკლებული მივიდოდა. გამგეობაში არ იყო მოწყობილობა ციტრუსის ასაწონად. ამასთან ბევრი გლეხი ყიდდა დიდი რაოდენობის ციტრუსს და ყველას აწონვა ფიზიკურად ვერ მოხერხდებოდა, შესაბამისად ვერც რწმუნებული აწონიდა ციტრუსს. მოწმის აზრით, რწმუნებულს ეცოდინებოდა კონკრეტულ გლეხს დაახლოებით რამდენი ციტრუსის მოსავალი ჰქონდა.
სასამართლო სხდომაზე ვ--–------------------მა განმარტა, რომ 2013 წლის 23 დეკემბერს „ვოლგის“ და „ზილის“ მარკის ავტომობილებით მანდარინის საყიდლად წავიდა ქობულეთში გ----------–--------თან და გ--------------თან ერთად. სოფელ ჩაისუბანში ლ----------გან შეიძინა 2 ტონა და 140 კგ. მანდარინი, შემდეგ ნაცნობმა სხვა სოფელში მიიყვანა ფ--–-------–---–--ის ოჯახში, სადაც დახვდა ლ---------–-------–---–-ს დედა. შეთანხმდნენ 580 კგ. მსხვილი და 2 ტონა და 200 კგ. წვრილი მანდარინის ყიდვაზე. ლ----მა და მამამისმა გაიგეს თუ არა, რომ მანდარინი სომხეთში მიქონდათ, სთხოვეს გამგებელთან ჩასულიყვნენ სოფელ ხალაში, ვინაიდან საზღვარგარეთ გატანილ საქონელზე გლეხებს მთავრობა ეხმარებოდა 15 თეთრით. მივიდნენ მ--–--------------ესთან, შესყიდვის აქტზე მოაწერეს ხელი. მათივე ინიციატივით მძღოლთან გ--------------თან ერთად წავიდნენ ბათუმის გეზში, სადაც ამ უკანასკნელმა თქვა, რომ მისი ა/მანქანით 7 ტონა მანდარინს ვერ გაიტანდა, თუმცა ლ----ის და მ--–----ის განმარტებით, მას გაზრდილი ოდენობით არანაირი პრობლემა არ შეექმნებოდა, რის შემდეგაც გ----მა მოაწერა ხელი. შემდეგ გ----მა დაურეკა და თხოვა საბაჟოზე მისვლა, რადგან იქ აღმოაჩინეს, რომ ტვირთი არ იყო იმდენი, რამდენიც დოკუმენტებში იყო მითითებული. საბაჟოზე მისულმა გაიგო, რომ წონა მართლაც ზედმეტი იყო მითითებული. ლ---------–-------–---–ს ტელეფონი გამორთული ჰქონდა, მამამისმა კი უარი უთხრა საბაჟოზე მისვლაზე. დაურეკა მ--–----ს, მან კი უთხრა, რომ ტელეფონი მიეწოდებინა მებაჟისათვის, რომელმაც თავის მხრივ უარი განუცხადა საუბარზე. სომხეთში ტვირთის გატანისას საბუთი არასოდეს დაჭირვებია და არ ეგონა ხელმოწერით ესეთი პრობლემა თუ შეექმნებოდა. ამიტომ, მისი სიმართლის დასამტკიცებლად ჩაერთო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებში. ლ---------–-------–---–-სგან იყიდა ზუსტად იმდენი მანდარინი, რაც იყიდა და არანაირი მოლაპარაკება მოგვიანებით დამატებითი შესყიდვის და მანდარინის საერთო რაოდენობის 7 ტონამდე შევსების თაობაზე ლ---------–-------–---–თან არ ჰქონია.
სასამართლო სხდომაზე ლ---------–-------–---–მა განმარტა, რომ სუბსიდირების პერიოდში, მასთან მივიდა სომეხი ეროვნების პიროვნება - ვ--–------------------ი, რომელსაც უნდოდა მანდარინის ყიდვა. სურდა სუბსიდიის მიღება და აღნიშნულის შესახებ დაეკონტაქტა მ--–--------------ეს. შესაბამისად, ლ---------–-------–---–- და ვ--–------------------ი მივიდნენ გამგებელთან. პ----------ი ყიდულობდა 7 ტონა მანდარინს. ვ--–------------------მა უთხრა, რომ საზღვარზე ისე გადადიოდა, საბუთი არ სჭირდებოდა, თუმცა თავის მხრივ სჭირდებოდა დოკუმენტი სუბსიდიის მისაღებად, რისთვისაც უნდა შემდგარიყო აქტი, შემდეგ უნდა წასულიყვნენ ბათუმის გეზში და აეღოთ საბუთი, რომელიც დაადასტურებდა ვ--–------------------ის მიერ 7 ტონა მანდარინის შეძენას, რომელიც უნდა გაეტანა საზღვარგარეთ. მ--–--------------ემ მართლაც შეადგინა აქტი და ჩავიდნენ ბათუმის გეზში: ლ---------–-------–---–-, ვ--–------------------ი, მ--–--------------ე და „ზილის“ მძღოლი, რომელსაც მანდარინი უნდა წაეღო. მ--–--------------ემ გეზის თანამშრომელს აუხსნა ვითარება, რომელმაც ოთახში დატოვა ვ--–------------------ი და ა/მანქანის („ზილის“) მესაკუთრე და მათ მიერ მიწოდებული მონაცემების საფუძველზე შეადგინა დოკუმენტი. შემდეგ „ზილის“ მძღოლმა უთხრა, რომ მის მანდარინს ვეღარ წაიღებდა, რადგან ა/მანქანა დატვირთული ჰქონდა სხვა სოფელში ნაყიდი მანდარინით. ავტომანქანა „ვოლგიდან“ ამოიღეს უკანა სავარძლები და ჩაყარეს მანდარინი. მძღოლმა უთხრა, რომ წაიღებდა და მეორე გზაზეც დაბრუნდებოდა. 2 ტონაზე მეტი წაიღო, ლ----მა ყუთების რაოდენობა და მანდარინის წონა ფურცელზე დაწერა და გაატანა ვ--–------------------ს, თუმცა ამ უკანასკნელმა საბაჟოდან დაურეკა და ჰკითხა 15 თეთრის გამო, რატომ გააკეთებინა ყალბი საბუთი, ჩასულიყო და უკან წაეღო მანდარინი და გაეუქმებინა საბუთი. სწორედ ამიტომ ლ----მა და მ--–----მა ბათუმის გეზში მოახდინეს საბუთის ანულირება. 15 თეთრს ყოველ 35 თეთრად გაყიდულ კილოზე აიღებდა მას შემდეგ, რაც ვ--–------------------ი ჩამოუტანდა საბუთს, თანხა უნდა გადაეხადათ კილოგრამ მანდარინზე საბაჟოს დეკლარაციის მიხედვით, თუმცა როგორც აღინიშნა საბუთი გააუქმეს და ვეღარ აიღო სუბსიდია. კონკრეტულ პერიოდში სეზონზე 15 ტონა მანდარინი ჰქონდა. ციტრუსს წონიდნენ და ისე ტვირთავდნენ. მანდარინის გადარჩევისას შეადგინეს გაყიდვის აქტი. გაიგო გამგებლის მ--–--------------ის ნომერი და შუადღეს დაურეკა, საღამოს კი გამგეობაშიც მივიდნენ. სთხოვა მ--–----ს გაყოლოდა ბათუმის გეზში. მ--–----მა შეადგინა ყიდვა-გაყიდვის აქტი. ვ--–------------------სა და ლ---------–-------–---–ს შორის არსებულ შესყიდვის აქტში სწორი მონაცემებია მითითებული, მას სუბსიდია საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე უნდა მიეღო, რომელშიც შეცდომა იყო. აღნიშნულის შემდეგ დაკითხეს, ჩვენებაზე ისე მოაწერინეს ხელი, რომ არ გაცნობილა, დაღლილი იყო და ფიქრობდა, რომ რასაც ყვებოდა, იმას წერდნენ გამომძიებლები. მისი დარღვეული უფლების შესახებ სასამართლო სხდომაზე არ განუცხადებია. უკანონო მოლაპარაკება არ ჰქონდა მ--–--------------ესთან და მხოლოდ მოგვიანებით თბილისში გაიგო, რომ მ--–--------------ის წინააღმდეგ ჰქონდა მიცემული ჩვენება.
სასამართლო სხდომაზე მ--–--------------ემ განმარტა, რომ 2006 წლის შემოდგომიდან დაიწყო მუშაობა სოფელ ხალას თემის რწმუნებულად და მუშაობდა 2014 წლის 8 აპრილამდე. 2013 წელს გამოვიდა განკარგულება სუბსიდირებასთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც გასცემდა ხელმოწერილ და ბეჭედდარტყმულ ცნობებს, რომ კონკრეტული პიროვნება ნამდვილად იყო იმ სოფლის მაცხოვრებელი, რომლის რწმუნებულიც თავად იყო, ასევე გასცემდა ცნობას ნაკვეთებთან დაკავშირებით. სუბსიდიის მისაღებად საჭირო იყო შესყიდვის ცნობა, რომელზეც ხელს აწერდა და ბეჭედს ურტყამდა. მასში ფიქსირდებოდა მყიდველის და გამყიდველის მონაცემები, ციტრუსის რაოდენობა და ფასი. მონაცემების და ხელმოწერის გარეშე სუბსიდიის მიღება არ ხდებოდა. სადავო შესყიდვის აქტზე ხელმოწერა და ბეჭედი მის მიერაა შესრულებული და დარტყმული. მას არ ევალებოდა გასაყიდი პროდუქტის აწონვა, გადამოწმება და გასინჯვა. იგი ადგენდა აქტს იმ მონაცემების მიხედვით, რასაც მყიდველი და გამყიდველი ეუბნებოდნენ. მან იცოდა მის სოფელში ვის რამდენი ტონა მანდარინი მოყავდა და რამდენს ყიდიდა, ამიტომ იმ შემთხვევაში თუ მასთან მივიდოდა ისეთი პიროვნება, რომელსაც არ მოჰყავდა ციტრუსი, არ შეუდგენდა შესყიდვის აქტს. ლ---------–-------–---–ს 20 ტონიანი მოსავალი ჰქონდა ხოლმე, ცუდი სეზონისას კი 10-12 ტონიანი, ამიტომ არანაირ ეჭვი არ არსებობდა, რომ ფ--–-------–---–ს 7 ტონა ციტრუსი ჰქონოდა გასაყიდი. ამასთან, მან ნახა როგორ იტვირთებოდა ა/მანქანები. სუბსიდიის თანხა უშუალოდ ციტრუსის მწარმოებელს ეძლეოდა, კონკრეტული შეთანხმებისას მყიდველი და გამყიდველი მიდიოდნენ მასთან გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში და ადგენდნენ აქტს, რის შემდეგაც ის მიდიოდა ოჯახში და ამოწმებდა მართლა ყიდულობდნენ და იტვირთებოდა თუ არა ა/მანქანა, მაგრამ აწონვაში, გასინჯვაში და გადამოწმებაში მონაწილეობას არ იღებდა. მას ევალებოდა ფორმალურად დაედასტურებინა ყიდვა-გაყიდვა. მას დაუკავშირდა ლ---------–-------–---–- და უთხრა, რომ სურდა მანდარინის გაყიდვა და სუბსიდიის მიღება. დაიბარა კაბინეტში ლ---------–-------–---–- და ვ--–------------------ი, მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შეადგინა შესყიდვის აქტი. საბაჟო დეკლარაცია დგებოდა მანამ, სანამ ა/მანქანა დაიტვირთებოდა, რადგან მანდარინი მალფუჭებადია და მალე უნდა გაეტანათ საზღვარზე. კონკრეტული წონა და ციფრი საბაჟოზე ფიქსირდებოდა, შეცდომის შემთხვევაში ის შესყიდვის დოკუმენტს ჩაასწორებდა. ლ---------–-------–---–- 7 ტონას ყიდდა, ხოლო ვ--–------------------ი 7 ტონას ყიდულობდა. მან ორივეს ჰკითხა და ხელმოწერით დაადასტურა ორივემ. შემდეგ თავადაც მოაწერა შესყიდვის აქტს ხელი, რადგან არ ჰქონდა ეჭვის შესატანი საფუძველი. გეზში იყვნენ ლ---------–-------–---–-, ვ--–------------------ი, მ--–--------------ე და „ზილის“ მძღოლი. ხშირად გაყოლია გამყიდველს და მყიდველს გეზში. საქონელი არ იყო მისული გეზში, ისე გაკეთდა საბუთი, მაგრამ საქონელი საზღვარზე რომ არ გასულიყო, საბუთი ანულირდებოდა. ა/მანქანის მძღოლს არ უთქვამს მისთვის, რომ ა/მანქანა 7 ტონა ციტრუსს ვერ დაიტევდა, საქონელს ყოველთვის არ ამოწმებდა. ლ---------–-------–---–- და ვ--–------------------ი ერთად გაიცნო მის კაბინეტში. მანდარინი პ----------ის ზილზე რეალურად 2 ტონა და 800 კილო იყო, დანარჩენი ბროწეული იყო. შესყიდვის დოკუმენტში 100 კილოთი მეტს დააფიქსირებდნენ თუ ნაკლებს, პრობლემა არ იყო, რადგან მანდარინი მალფუჭებადია და წონა იკლებს, ხოლო დიდი სხვაობის შემთხვევაში დოკუმენტი ანულირდებოდა. იანვარში მას დაურეკა ლ---------–-------–---–მა და უთხრა, რომ პრობლემა იყო საბაჟოზე და სუბსიდიას ვეღარ მიიღებდა, გეზში უთხრეს, რომ სახეზე არ იყო 7 ტონა მანდარინი, ვ--–------------------მაც დაურეკა და უთხრა, რომ საბაჟოს დეკლარაციაში შეცდომა იყო, კერძოდ 7 ტონის ნაცვლად 5 ტონა და 200 კილო იყო.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა მხარეთა წერილობითი მტკიცებულებები:
2014 წლის 6 იანვრის ინსპექტორ-გამომძიებელ გ--------–----ის პატაკის თანახმად: 2013 წლის 25 დეკემბერს ვ--–------------------მა, რომელიც ეწევა მანდარინის ექსპორტს საქართველოდან სომხეთში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაისუბნის თემში შეიძინა მანდარინი. შესყიდვის აქტში მ--–--------------ისა და ლ---------–-------–---–-ს მიერ ხელოვნურად გაზრდილი იქნა ვ--–------------------ზე რეალიზებული მანდარინის წონა, კერძოდ 2780 კილოგრამი მანდარინის ნაცვლად მიეთითა 7000 კილოგრამი მანდარინი. აქტი დამოწმდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხალას თემის თვითმმართველი ერთეულის ბეჭდითა და ხალას თემის რწმუნებულის მ--–--------------ის, ასევე ვ--–------------------ისა და ლ---------–-------–---–-ს ხელმოწერებით.
პატაკზე დართული ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში 2013 წლის 25 დეკემბერს შედგენილი ციტრუსის შესყიდვის №-- აქტის ქსეროასლის თანახმად, გამყიდველმა ლ---------–-------–---–მა მყიდველ ვ--–------------------ს მიყიდა 7000 კილოგრამი მანდარინი 1 კილოგრამი 0.30 ლარად, ჯამში 2100 ლარად. აქტს ხელს აწერენ გამყიდველის სახელით ლ---------–-------–---–-, მყიდველის სახელით ვ--–------------------ი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი მ--–--------------ე, იქვე დასმულია რწმუნებულის ბეჭედი.
შემოსავლების სამსახურის დეკლარაციის თანახმად, ექსპორტიორს წარმოადგენს ვ--–------------------ი, საქონლის აღწერასა და ოდენობაში კი მითითებულია 280 ყუთი მანდარინი, წონით 7000,00 კგ.
2013 წლის 25 დეკემბრის ინვოისით ასევე დასტურდება 7000 კგ. საქონლის შესყიდვის ფაქტი.
ასევე, გამოკვლეული იქნა ვ--–------------------ის მიერ წარდგენილი ჩანაწერები, სადაც ფიქსირდება ლ---------–-------–---–-საგან შეძენილი მანდარინების ოდენობა, ყუთებზე და შესაბამის თანხაზე მითითებით.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში 2013 წლის 25 დეკემბერს შედგენილი ციტრუსის შესყიდვის №-- აქტის თანახმად, გამყიდველმა ლ---------–-------–---–მა მყიდველ ვ--–------------------ს მიყიდა 5200 კილოგრამი მანდარინი (ოდენობა არის ჩასწორებული) 1 კილოგრამი 0.30 ლარად, ჯამში 2100 ლარად. აქტს ხელს აწერენ გამყიდველის სახელით ლ---------–-------–---–-, მყიდველის სახელით ვ--–------------------ი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი მ--–--------------ე, იქვე დასმულია რწმუნებულის ბეჭედი.
2014 წლის 10 იანვრის ელექტრონული საშუალებების დათვალიერების შესახებ დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ვებ. გვერდის გამშვები პროგრამა „Google Chrome-ის“ საძიებო სისტემაში ჩანაწერით - „მ--–--------------ე“ მოძიებული შედეგებიდან მე-3 შედეგის დათვალიერებისას გამოტანილი იქნა ახალი ფანჯარა, რომლის დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ ხალას თემის რწმუნებული მ--–--------------ე სარგებლობს მობილური ტელეფონის ნომრით - 5--------.
2014 წლის 9 იანვრის შპს „ჯეოსელის“ წერილის თანახმად ტელეფონის ნომერ 5-------- მფლობელია ლ---------–-------–---–-, ხოლო 5-------- მფლობელია ნ----------------ე.
2----–-–------------- საქართველოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ--------–------ის ბრძანება N--------- თანახმად, მ--–--------------ე დაინიშნა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხალას თემის ტერიტორიული ორგანოს გამგეობის რწმუნებულის თანამდებობაზე 2011 წლის 31 დეკემბრამდე.
2012 წლის 3 იანვრის საქართველოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ--–--–------–--ის ბრძანება N-------- თანახმად, მ--–--------------ე დაინიშნა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხალას თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლად.
2014 წლის 1 აპრილის საქართველოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ გ-----------------ის ბრძანება N-------- თანახმად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხალას თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულ მ--–--------------ეს 2----–-–------------–----- შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება.
2014 წლის 29 მარტის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად დაზარალებულად იქნა ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 15 მაისის წერილის თანახმად: 2013 წლის 25 დეკემბერს საქართველოს მოქალაქე ვ--–------------------მა (პ/ნ 2----------) გაფორმების ეკონომიკურ ზონას „ბათუმი“ მიმართა თხოვნით სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის შევსების თაობაზე. ვ--–------------------ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის (1. ინვოისი N-1;2 . სანტრანსპორტო ზედდებული N-1; შესყიდვის აქტი N16 25/12/13) საფუძველზე იმავე დღეს (25/13/2013) გეზ „ბათუმის“ მომსახურების სამმართველოს ოფიცრის მიერ დარეგისტრირდა სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია სარეგისტრაციო ნომრით C------, რომლითაც ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოექცა 7000კგ (280 ყუთი) მანდარინი. აღნიშნული საქონელი წარმოდგენილი მონაცემებით განთავსებული იყო ავტომანქანაში (რეგ. ნომრით Y------), რომლითაც საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის 290-ე ბრძანების მე-6 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, უნდა გამოცხადებულიყო გასვლის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო“ 10 კალენდარული დღის განმავლობაში. საქონლის მიმღებად დეკლარაციაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მიეთითა სომხეთის მოქალაქე ა–--------------ი (პასპ/ნ A---------). სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან მესამე დღეს 2013 წლის 28 დეკემბერს ვ--–------------------მა განცხადებით (------------------ მიმართა გაფორმების ეკონომიკურ ზონას „ბათუმი“ დეკლარაციის გაუქმების თაობაზე, განცხადებაში გაუქმების მიზეზად მითითებული იყო ექსპორტიორისა და იმპორტიორს შორის გარიგების პირობების დარღვევა. ზემოთ აღნიშნული განცხადების საფუძველზე გეზ „ბათუმის“ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია C------ ბათილად იქნა ცნობილი 2013 წლის 28 დეკემბერს. დეკლარაციის (C------) გაუქმების შემდეგ ვ--–------------------ს (პ/ნ 2----------) ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის განხორციელების თაობაზე გაფორმების ეკონომიკური ზონისთვის არ მიუმართავს.
რაც შეეხება „ზილის“ მარკის ავტომანქანით (სახელმწიფო ნომერი Y------) 2013 წლის 28 დეკემბერს სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით განხორციელებულ საქონლის ექსპორტთან დაკავშირებულ ინფორმაციას, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებით 2013 წლის 28 დეკემბერს სგპ „სადახლოს“ გავლით განხორციელდა საქონლის (5425 კგ. მანდარინი და 800 კგ. ბროწეული) ექსპორტი, რის შესახებ ზეპირი დეკლარირება (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 290-ე ბრძანების 55-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე) განახორციელა ავტომანქანის მძღოლმა გ--------------მა (პ/ნ 2-----------). აღნიშნული ინფორმაცია აისახა მონაცემთა ბაზების მართვის სისტემაში „O-----“ - „სასაქონლო ექსპორტი“. დამატებით რაიმე სახის ექსპორტის ამსახველი დოკუმენტაცია გ--------------ს საბაჟო გამშვები პუნქტისათვის „სადახლო“ არ წარმოუდგენია.
თანდართული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გეზ-ში წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადის თანახმად, დოკუმენტის წარმდგენი პირია ვ--–------------------ი, საბაჟო ორგანოს მიერ დოკუმენტის მიღების დროა 25.12.2013 წლის 20:24 საათი. წარდგენილ იქნა: შესყიდვის დოკუმენტი (ინვოისი ან სხვა სააგარიშწორებო დოკუმენტი) და სატრანსპორტო ზედნადები.
შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 25 დეკემბრის N------ დეკლარაციის თანახმად, ექსპორტიორს წარმოადგენს ვ--–------------------ი, საქონლის აღწერასა და ოდენობაში კი მითითებულია 280 ყუთი მანდარინი, წონით 7000,00 კგ.
2013 წლის 28 დეკემბრის განცხადების თანახმად, ვ--–------------------ი მიმართავს საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკური ზონის „ბათუმის“ უფროსს და თხოვს დეკლარაციის გაუქმებას, რადგან 2013 წლის 25 დეკემბერს მის მიერ ბათუმის გეზში გაფორმდა ექსპორტის დეკლარაცია ნომრით C-----, თუმცა იმპორტიორთან დაირღვა გარიგება.
სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა ვიდეო და აუდიო მასალა.
საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე ბრალდებისა და დაცვის მხარეები, ასევე შეთანხმდნენ ბრალდებისა და დაცვის მხარის მტკიცებულებების მოცულობით ნაწილზე, როგორც უდავო მტკიცებულებებზე და ამ მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რამაც პრეიუდიციული მნიშვნელობა შეიძინა და რომლებიც გამოკვლევის გარეშე იქნა სასამართლო სხდომაზე მიღებული.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ მ--–--------------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის 2014 წლის 19 სექტემბრის განჩინებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 სექტემბრის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული გადაწყვეტილებების გადასინჯვას სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ მოახდენს. სააპელაციო პალატა უფლებამოსილია გაიზიაროს ან არ გაიზიაროს სასამართლოში დაშვებული მტკიცებულებები.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 დეკემბრის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა დაცის მხარის შუამდგომლობა, საქართველოს სსსკ-ის 250-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო: მოცემული საქმის არსებითი განხილვის დროს, მტკიცებულებათა გამოკვლევის შემდგომ, ბრალდების მხარემ საქართველოს სსსკ-ის 250-ე მუხლის თანახმად, უარი თქვა მ--–--------------ის მიმართ წარდგენილ ბრალდებაზე საქართველოს სსკ-ის 18,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და აღნიშნულ ნაწილში შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა; თუმცა მ--–--------------ის გარდა აღნიშნულისა წარდგენილი ჰქონდა ასევე ბრალდება საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლითაც, რა ნაწილშიც სასამართლოს მტკიცებულებები უკვე გამოკვლეული ჰქონდა და მას შემდეგ არ მომხდარა არანაირი მტკიცებულების წარდგენა და გამოკვლევა. (სასამართლო გადავიდა დასკვნითი სიტყვების მოსმენაზე).
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას მ--–--------------ის გამართლების თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ მას არ ევალებოდა გაყიდული ციტრუსის აწონვა, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდაოდ ცნობილი ფაქტებით დადგენილია, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 დეკემბერის განკარგულებით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას გამოეყო მიზნობრივი თანხა - 12.000.000 ლარი, რომელიც ემსახურებოდა აჭარაში ციტრუსის აღების ღონისძიებათა ხელშეწყობისა და მეციტრუსეობის დარგში დასაქმებული მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. კილოგრამ ციტრუსზე სუბსიდია განისაზღვრა 15 თეთრის ოდენობით. სუბსიდიის მისაღებად გამყიდველს უნდა წარედგინა შესყიდვის აქტი და საბაჟო დეკლარაცია. მყიდველისა და გამყიდველის მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტი ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული უნდა ყოფილიყო ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლის (რწმუნებულის) მიერ. რაც თავისთავად მოიცავს იმას, რომ რწმუნებული ამით პასუხისმგებელი იყო და ადასტურებდა წარმოდგენილ დოკუმენტში მითითებულ ფაქტობრივი გარემოებების სიზუსტეს, მათ შორის პროდუქტის რაოდენობას.
მოწმე თ--------–-–------–ის ჩვენებით დადგენილია, რომ სუბსიდიის მისაღებად საჭირო იყო მყიდველის, გამყიდველის და რწმუნებულის მიერ ხელმოწერილი შესყიდვის აქტი, რომელიც რწმუნებულსვე ასევე უნდა დაემოწმებინა ბეჭდით. გარდა ამისა, საჭირო იყო ექსპორტზე რეალიზაციის დოკუმენტი, პიროვნების საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. სუბსიდირებისთვის ორივე დოკუმენტში ინფორმაციის თანხვედრა იყო აუცილებელი, შესყიდვის აქტში ზუსტად იმდენი პროდუქტი უნდა ყოფილიყო დაფიქსირებული, რაც ექსპორტის საბუთში.
მოწმე გ-------–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ სუბსიდირება არ მოხდებოდა თუ შესყიდვის აქტს სხვა პირი მოაწერდა ხელს, ან თუ შესყიდვის აქტსა და დეკლარაციაში დაფიქსირდებოდა სხვაობა. (თუმცა გაიცემოდა იმ შემთხვევაში თუ დეკლარაციაში მეტობა დაფიქსირდებოდა, ვიდრე შესყიდვის აქტში).
გარდა ამისა, მოწმე გ----------–--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ როგორც მეგობრებისგან იცის, ისინი საბუთებში წერდნენ თითქოს მათი ტვირთი 7 ტონა იყო, რაზეც გ----მა უთხრა, რომ ტვირთი ნაკლებს იწონიდა, თუმცა ლ---------–-------–---–-ს და მ--–--------------ის თქმით, მას არანაირი პრობლემა არ შეექმნებოდა, ეს საბუთი მხოლოდ მათ ჭირდებოდათ. საბოლოოდ, დეკლარაციაში 7 ტონა ჩაწერეს, რის გამოც საბაჟოზე შეექმნათ პრობლემები.
მოწმე გ--------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ფ--–-------–---–ი და დ-------ე საუბრისას „7 ტონას“ ახსენებდნენ, რაზედაც მან უთხრა, რომ საბაჟო უნდა გაევლო, მის ა/მანქანაში კი 7 ტონა არ იქნებოდა. მათ უპასუხეს, რომ არანაირი პრობლემა არ შეექმნებოდა და საბუთი იყო მათთვის, რათა სახელმწიფოსგან კილოზე 15 თეთრი აეღოთ სუბსიდია. საბოლოოდ, დეკლარაციაში, რომელსაც ხელი მოაწერა მათი თხოვნით, მ--–--------------ის კარნახით დაფიქსირებული იქნა 7 ტონა ციტრუსი, მაშინ როცა ფ--–-------–---–ისგან რეალურად შეძენილი ჰქონდა 2780 კგ.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომ მ--–--------------ემ თავისი სამსახურებრივი მოვალეობა შეასრულა არაჯეროვნად, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების შედეგად, სახელმწიფო სუბსიდიის მისაღებად საჭირო დოკუმენტის შედგენისას უგულვებელყო კანონის მოთხოვნები, სათანადოდ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, არ დაადგინა რეალურად რა რაოდენობის მანდარინის რეალიზაციას ახდენდა ლ---------–-------–---–- ვ--–------------------ზე, რითაც რისკ ქვეშ დააყენა სახელმწიფოს მიერ მოქალაქეთა დასახმარებლად გამოყოფილი სუბსიდიის თანხების განკარგულების შესაბამისად გადანაწილება. შესყიდვის აქტზე, სადაც მითითებულია ციტრუსის წონა, რომელიც თავის მხრივ მნიშვნელოვანია შემდგომში სუბსიდიის მისაღებად, რწმუნებულის სავალდებულო ხელმოწერისა და ბეჭდით დადასტურების მოთხოვნა ავალდებულებდა რწმუნებულს სრულყოფილად და მაქსიმალურად ზუსტად გამოერკვია რეალიზებული მანდარინის ოდენობა და რეალური ინფორმაციის შესაბამისად, ეწარმოებინა და შეევსო შესყიდვის აქტის სავალდებულო რეკვიზიტები, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული სახელმწიფო სუბსიდიის უკანონო დაუფლება, ან თუნდაც მისი მომზადება-მცდელობა.
საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლით კრიმინალიზებულია სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომა - სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ--–--------------ემ არ გამოიჩინა სათანადო ყურადღება დოკუმენტში კონკრეტული მონაცემების დატანისას, მაშინ როცა სწორედ აღნიშნული ყალბი ინფორმაციის შემცველი შესყიდვის აქტის საფუძველზე მოხდა შემდგომში საბაჟო დეკლარაციის შევსება, რომელიც მოგვიანებით 2013 წლის 27 დეკემბერს სომხეთის მიმართულებით ექსპორტის დროს წარადგინა ვ--–------------------მა სადახლოს საბაჟო გამშვებ პუნქტში, რა დროსაც, ლ---------–-------–---–-სა და მ--–--------------ის განმარტებით, მას არ უნდა შექმნოდა არანაირი პრობლემა, თუმცა მებაჟეების მიერ აღმოჩენილი იქნა წონაში არსებული მნიშვნელოვანი სხვაობა, რის შემდეგაც მებაჟემ დააკორეკტირა საბაჟო დეკლარაცია და ლ---------–-------–---–მა ვეღარ მოახერხა მოტყუების გზით დაგეგმილი ფულადი თანხების მიღება, კერძოდ გაზრდილი სუბსიდიის თანხა - 633 ლარის ოდენობით.
ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ მ--–--------------ემ ჩაიდინა სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
მ--–--------------ეს პასუხიმსგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებებს, მის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ და პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მ--–--------------ეს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატა ეთანხმება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 დეკემბრის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ--–--------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის რ---------------ს სააპელაციო საჩივარის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
მ--–--------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4.250(ოთხიათასორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დაკავებაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2014 წლის 28 მარტიდან 2014 წლის 1 აპრილის ჩათვლით), შეუმცირდეს 250(ორასორმოცდაათი) ლარით და საბოლოოდ, მ--–--------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4.000(ოთხიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფოს ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მ--–--------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმდეს.
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1 აპრილის განჩინებით ქონებაზე დადებული ყადაღა და ყადაღა მოეხსნას: მ--–--------------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე - ქ------–-------------–-----–---------------------------–------------------------------------------------------------------.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ: ოპერატიული სამძებრო ღონისძიების ამსახველი 2 DVD დისკი და 1 ცალი CD დისკი, მობილური ოპერატორებისგან გამოთხოვილი 2 ცალი CD დისკი, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. თეთრაული