განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002791258
საქმე №1ბ/727-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე : მზია ლომთათიძემ
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით
პროკურორ - თ------------------–---–ის
ადვოკატ - ბ----------ს
მსჯავრდებულების - შ--------------ისა და ჯ-----------ის
მონაწილეობით,მსჯავრდებულების შ--------------ისა და ჯ-----------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ----------ს და თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის დ-------------–--ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
შ--------------ის მიმართ, დაბადებულის 1993 წლის 10 ნოემბერს, საქართველოს მოქალაქის (პ/ნ 0----------), ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის ამბროლაურის რაიონის ს------–-------–-, ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისი, თ------------------–--–---------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით;
ჯ-----------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 17 აპრილს, საქართველოს მოქალაქის (პ/ნ 0-----------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის ქ. ბაღდათი, ს------–--–-----–----------------------–-----ში, ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისი, გ-–------------------------------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მესამე ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების შესახებ დადგენილებით შ--------------ეს და ჯ-----------ეს ბრალი დაედოთ მასში, რომ მათ ჩაიდინეს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა.
შ--------------ის და ჯ-----------ის მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 15 ივლისს, დაახლოებით 23:50 საათიდან 2018 წლის 16 ივლისის 00:10 საათის შუალედში, ქ. თბილისი, ო---------–---–------------ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სლოტ-კლუბ „-------------ს წინ, ზ----------------–---–ს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა ძმებთან - ჯ--- და შ--------------ეებთან, რა დროსაც შ--------------ემ და ჯ-----------ემ ზ----------------–---–ს ხელებითა და ფეხებით სხეულის სხვადასხვა ადგილებში არაერთხელ ძლიერად დაარტყეს, რის შედეგადაც ზ----------------–---–- გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში, სადაც გარდაიცვალა.
აღნიშნული ქმედებისათვის შ--------------ეს და ჯ-----------ეს ბრალი წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-6 ნაწილით.
2019 წლის 22 მარტის სასამართლო სხდომაზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ი-----–------–-------ამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 250-ე მუხლის თანახმად, ზემდგომი პროკურორის თანხმობით სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, ბრალდებულების შ--------------ისა და ჯ-----------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეექვსე ნაწილით წარდგენილი ბრალდება შეცვალა უფრო მსუბუქი ბრალდებით - საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მეოთხე ნაწილით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 მარტის განაჩენით ჯ-----------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მეოთხე ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მესამე ნაწილზე.
ჯ-----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
შ--------------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მეოთხე ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მესამე ნაწილზე.
შ--------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
შ--------------ეს და ჯ-----------ეს მსჯავრი დაედოთ მასზედ, რომ მათ ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:
2018 წლის 15 ივლისს, დაახლოებით 23:50 საათიდან 2018 წლის 16 ივლისის 00:01 საათის შუალედში, ქ. თბილისის ო---------–---–------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სლოტკლუბ „-------------ს წინ, ზ----------------–---–ს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა ძმებთან ჯ--- და შ--------------ეებთან, რა დროსაც შ--------------ემ და ჯ-----------ემ ზ----------------–---–ს ხელებითა და ფეხებით სხეულის სხვადასხვა ადგილებში არაერთხელ ძლიერად დაარტყეს, რის შედეგადაც ბრალდებულებმა ზ----------------–---–ს მიაყენეს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს: მსჯავრდებულების შ--------------ისა და ჯ-----------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ბ---------ემ და თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილემ დ-------------–--ემ.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელმა ითხოვა ჯ-----------ისა და შ--------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს განმარტებით, 2019 წლის 06 თებერვალს მიღებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ზ----------------–---–ს ჰქონდა 5 ნეკნი მოტეხილი, რომელთა რიგითობა შეესაბამება ფილტვების მდებარეობას, ხოლო გარდაცვალების მიზეზია სუნთქვის მწვავე უკმარისობა განვითარებული პლევროპნევმონიის (აბსცესებით, ფილტვის ნეკროზული უბნებით, ჩირქოვან-ფიბრინული პლევრიტის) შედეგად, ხოლო, საქმეზე მიღებული ჩვენებებით დგინდება, რომ შ--------------ე და ჯ-----------ე სწორედ სხეულის იმ ადგილებში ურტყამდნენ გარდაცვლილ ზ----------------–---–ს, სადაც მას აღენიშნება ნეკნების მოტეხილობა, ასევე დადგენილია, რომ ზ----------------–---–ს უტარდებოდა კვლევები, რომლის მიხედვითაც, პირველივე დღიდან მას ნეკნების მოტეხილობიდან გამომდინარე განუვითარდა სუნთქვის უკმარისობა, რამაც საბოლოოდ მისი გარდაცვალება გამოიწვია. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარემ მიიჩნია, რომ შ--------------ისა და ჯ-----------ის ბრალდების საქმეზე გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი.
დაცვის მხარემ მოითხოვა მსჯავრდებულებისათვის დანიშნული სასჯელის შემცირება, იმ საფუძვლებით, რომ მათ მიერ ჩადენილი დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, ასევე, გასათვალისწინებელია მსჯავრდებულების ქცევა დანაშაულის ჩადენამდე და ჩადენის შემდეგ და მათი პიროვნული მახასიათებლები. შ------ და ჯ-----------ეები დანაშაულის ჩადენის შემდეგ პირველივე გამოძახებისთანავე გამოცხადდნენ საგამოძიებო ორგანოებში და ითანამშრომლეს გამოძიებასთან და მისცეს ამომწურავი აღიარებითი ჩვენება, ისინი შემდგომშიც ცხადდებოდნენ გამოძახებისას და თანამშრომლობდნენ გამოძიებასთან, აღიარებდნენ და ინანიებდნენ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს. ამასთან, დანაშაულის ჩადენა განაპირობა თავად დაზარალებულის ქმედებამ. რაც შეეხება მსჯავრდებულების პიროვნულ მახასიათებლებს, ისინი არასოდეს ყოფილან ადმინისტრაციულსახდელდადებულები ან ნასამართლევები, ორივე მათგანს ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი. ისინი დანაშაულის ჩადენის დღიდანვე ცდილობდნენ დაზარალებულის უფლებამონაცვლესთან დაკავშირებას და მათთვის ფინანსური დახმარების გაწევას, თუმცა უშედეგოდ.
სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ხოლო დაცვის მხარემ შ--------------ისა და ჯ-----------ის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება მოითხოვა.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში განიხილა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულების დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
უპირველეს ყოვლისა, პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულების შ--------------ისა და ჯ-----------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების - ზ---------------, ი--–--------------–----, გ--------------------, ა------------, დ-------------–---–--, ხ-------------------- გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმებით, პირის ამოცნობის ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც სადავოდ მხარეებს არ გაუხდიათ.
პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ საჩივარი წარადგინა შ------ და ჯ-----------ეების ქმედების სამართლებრივი შეფასების ნაწილში, რა მიმართებითაც ბრალდების მხარის მიერ განვითარებულ მსჯელობას სააპელაციო პალატა არ იზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მსჯავრდებულ შ--------------ისა და ჯ-----------ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაკვალიფიცირების არგუმენტად მოჰყავს ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, როგორიცაა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ შ--------------ე და ჯ-----------ე სხეულის სწორედ იმ ადგილებში ურტყამდნენ გარდაცვლილ ზ----------------–---–ს, სადაც მას აღენიშნებოდა ნეკნების მოტეხილობა, ასევე, ზ----------------–---–ს უტარდებოდა კვლევები, რომლის მიხედვითაც, პირველივე დღიდან მას ნეკნების მოტეხილობიდან გამომდინარე განუვითარდა სუნთქვის უკმარისობა, რამაც საბოლოოდ, მისი გარდაცვალება გამოიწვია.
პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია მოიხმოს სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნა, რომლის თანახმად, ზ----------------–---–-ს სიკვდილის მიზეზია სუნთქვის მწვავე უკმარისობა, განვითარებული პლევროპნევმონიის (აბსცესებით, ფილტვის ნეკროზული უბნებით, ჩირქოვან-ფიბრინული პლევრიტის) შედეგად. დაზიანებები ნეკნების მოტეხილობის /მარჯვნივ მე-6 ნეკნის და მარცხნივ მე-4-5-6-7 ნეკნების/ სახით, განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და ცოცხალ პირთა სხეულის დაზიანებათა ხარისხის განსაზღვრისას, ცალკე, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხის ნიშნებს და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს - 16.07.18წ.
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მოცემული დასკვნის თანახმად, დაზიანებების დამდგარ სიკვდილის ფაქტთან მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დასადგენად საჭიროა ჩატარდეს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა საქმის მასალებით და სათანადო სპეციალისტების მონაწილეობით.
პალატა განმარტავს, რომ ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშულებში მიზეზობრივი კავშირი წარმოადგენს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს და არსებობს მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ნორმის დისპოზიციაში მითითებულ კონკრეტულ შედეგს შორის. მოცემულ შემთხვევაში, უნდა დადგინდეს, ზ----------------–---–-ს სიკვდილის მიზეზი - სუნთქვის მწვავე უკმარისობა გამოიწვია თუ არა შ------ და ჯ-----------ეების მიერ მისთვის მიყენებულმა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებამ, რაც გამოიხატა ნეკნების მოტეხილობაში. აღნიშნულ საკითხს ეჭვქვეშ აყენებს თავად ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მიუთითებს, რომ მსჯავრდებულების მიერ ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დასადგენად საჭიროა დამატებითი კვლევა, რაც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არ განხორციელებულა. ბრალდების მხარის მითითება მოწმეთა ჩვენებებზე, რომელთა თანახმად, შ--------------ე და ჯ-----------ე სხეულის სწორედ იმ ადგილებში ურტყამდნენ გარდაცვლილ ზ----------------–---–ს, სადაც მას აღენიშნებოდა ნეკნების მოტეხილობა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული აუცილებელი კვლევის ტოლფას მტკიცებულებად, რომელიც ცალსახად დაადგენს ზ----------------–---–-ს სიკვდილის კავშირს მსჯავრდებულების დანაშაულებრივ ქმედებასთან. ამდენად, მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის წარმოადგენს საეჭვო გარემოებას.
პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მსჯავრდებულების ქმედების შედეგად ზ----------------–---–-ს სიკვდილის ფაქტის დასადასტურებლად ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა შ--------------ისა და ჯ-----------ის დამნაშავეობაში ბრალდების ამ ნაწილში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ხსენებული კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულებისათვის დანიშნული საპატიმრო სასჯელის შემსუბუქების შესახებ, სააპელაციო პალატა არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას, გაითვალისწინა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავეთა წარსული ცხოვრება, ქმედების შემდეგ ყოფაქცევა, რის გათვალისწინებითაც შ--------------ესა და ჯ-----------ეს დაუნიშნა იმ სახისა და ზომის სასჯელი, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულების პიროვნებას, ასევე მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და ხასიათს.
პალატა ასევე აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მესამე ნაწილის სანქციით გათვალისწინებული მინიმალურ ზღვართან მიახლოებული სასჯელი, ამასთან, აღნიშნული მუხლის სანქცია ალტერნატივის სახით არ ითვალისწინებს სხვა სახის სასჯელს თავისუფლების აღკვეთის გარდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 მარტის განაჩენი შ--------------ისა და ჯ-----------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულების შ--------------ისა და ჯ-----------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ----------ს და თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის დ-------------–--ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ჯ-----------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეოთხე ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მესამე ნაწილზე.
ჯ-----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ ჯ-----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, გაუქმებულია.
მსჯავრდებულ ჯ-----------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 28 სექტემბრის 18:26 საათიდან.
შ--------------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეოთხე ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მესამე ნაწილზე.
შ--------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ შ--------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, გაუქმებულია.
მსჯავრდებულ შ--------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 28 სექტემბრის 17:11 საათიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი ვიდეოჩანაწერი 02 დისკად და სამედიცინო ისტორია, დარჩეს საქმეში, საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხდებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე