განაჩენი

სისხლის სამართლის 05.02.2019
საქმის ნომერი
330100115002838956
თარიღი
05.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1--------

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

2- დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - შორენა გუნცაძე

სხდომის მდივანი - თამარ ფიფია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ----------------

 

დაცვის მხარე:

ადვოკატები - ა-–----------------------------------------

 

ბრალდებულები - ა--------------------- (პირადი #0----------), დაბადებული 1-----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, მცხოვრები თბილისში, ფ-------–-----------------------------ში

 

ფ--–------------ (პირადი #0----------), დაბადებული 1--- წლის 1-------–-, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული თბილისში, ფ-------–------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები თბილისში, ფ-------–-----------------------------ში

 

კვალიფიკაცია და დისპოზიცია: საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილი - პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტისა და შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით, ჯგუფის მიერ

 

თარჯიმანი - ხ----------------

 

სხდომის სახე: ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2015 წლის 5 აპრილს, დაახლოებით 0---- საათზე, თბილისის შ--------------–--------– განყოფილებაში შესული შეტყობინების საფუძველზე, ამავე განყოფილების თანამშრომლები - მ-----–---------–---, დ----------–--- და გ---------–---------–---ი მივიდნენ თბილისში, ე-------- მოედანზე არსებულ კლუბ ,,ნ---ის‘‘ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ა--------------------ს, ფ--–-----------სა და გამოძიებით დაუდგენელ სხვა პირებს შორის მიმდინარეობდა ჩხუბი. პოლიციის თანამშრომლებმა - მ-----–---------–---მ, გ---------–---------–---მა და დ----------–---მ მოუწოდეს მათ, შეეწყვიტათ აღნიშნული ქმედება და დაეცვათ საზოგადოებრივი წესრიგი. თუმცა, მიუხედავად მოწოდებისა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ა--------------------მა და ფ--–-----------მა პოლიციის თანამშრომლებს - გ---------–---------–---ს, მ-----–---------–---სა და დ----------–---ს გაუწიეს წინააღმდეგობა, მათი საქმიანობის ხელშეშლისა და შეწყვეტის მიზნით, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, მოჩხუბართა გაშველების, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლისა და მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, წინააღმდეგობის გაწევის პროცესში, ა--------------------მა გ---------–---------–---ს, ხოლო ფ--–-----------მა მ-----–---------–---ს ხელი და ფეხი დაარტყა სხეულის სხვადასხვა არეში და დაუზიანა სამსახურებრივი ტანსაცმელი. გაწეული წინააღმდეგობის გამო, გამოძახებულ იქნა დამხმარე პოლიციის ჯგუფი, რომლის მიერაც ადგილზე დაკავებულ იქნენ ა--------------------- და ფ--–------------, რითაც აღკვეთილ იქნა მათი დანაშაულებრივი ქმედება.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა ა---------------------სა და ფ--–------------ს მხრიდან, ჯგუფურად, ძალადობით, პოლიციის მუშაკთა მიმართ წინააღმდეგობა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მათი საქმიანობის შეწყვეტისა და შეცვლის მიზნით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ბრალდებულმა ფ--–-----------მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ 2015 წლის 4 აპრილს, ა--------------------თან ერთად, იმყოფებოდა კლუბ ,,ნ---ში‘‘. საპირფარეშოში, ხელების დაბანის დროს, უცხო პირთან მოუვიდა შელაპარაკება ეთნიკურ ნიადაგზე. სიტყვებზე, ,,როგორ მეზიზღება თქვენი ჯიშიო‘‘, ვერ მოითმინა და სილა გაარტყა. აღნიშნული პირი, რომელსაც ხალხი ეკითხებოდა, სამსახურებრივ მოვალეობას ხომ არ ასრულებდა, დაემუქრა სამუდამოდ ციხეში ამოლპობით და ისევ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, თან გვერდიდან, მარჯვენა მხრიდან, ვიღაცამ გაარტყა. გააშველეს და დარბაზში ავიდნენ, თუმცა აღნიშნულმა პირმა უთხრა, რომ გარეთ გავიდოდა და ნახავდა, რისთვისაც ყურადღება არ მიუქცევია. ამ პირმა სუფრიდან ისევ დაუძახა, ერთი დაგვილიეო, იწვევდა, მაგრამ არ მივიდა. რამდენიმე ხანში მასთან მივიდა დაცვის წევრი რ----–--ი, რომელსაც კლუბიდან იცნობდა, და უთხრა, რომ პოლიცია ეძახდა გარეთ. გავიდა, იქ მდგომმა პოლიციის თანამშრომლებმა ჰკითხეს, რატომ ამოხვედიო. გაუკვირდა, რატომ ეძახდნენ, თუ არაფერი უნდოდათ. ამ დროს კლუბიდან ის მამაკაცი გავიდა, ვისთანაც ცოტა ხნის წინ კონფლიქტი მოუხდა, და სიტყვებით - ,,შენ იყავიო‘‘, ეგრევე წავიდა მისკენ. უპასუხა, რომ გაუგებრობა მოხდა, მაგრამ ისევ დაიწყო შეხლა-შემოხლა, შეურაცხყოფდნენ ერთმანეთს, დაცვამ გააშველა და ისევ დარბაზში ჩაიყვანა. რამდენიმე წუთში დაცვის თანამშრომელმა მკლავში ხელი გაუყარა და უთხრა, რომ უნდა დაეტოვებინათ კლუბი. კლუბიდან ამოსვლისთანავე დახვდათ პოლიცია და ისევ ის ადამიანი, ვისთანაც კონფლიქტი მოუხდა. დაუწყეს შეურაცხყოფა, ერთ-ერთმა კისერში სტაცა ხელი, მეორემ - უკნიდან ქამარში და ძირს დაახეთქეს. წიხლებს ურტყამდნენ, გონება დაკარგა, რომ მოიხედა, ა--------------------- ფაქტობრივად დაუხეთქეს იქვე, უგონოდ იყო, საერთოდ არ მოძრაობდა. კარგი განათება იყო და ყველაფერს ხედავდა. იგივე ხდებოდა მასთანაც. უფლებები არ განუმარტავთ, არც ჩხრეკა ჩაუტარებიათ, მხოლოდ ურტყამდნენ, ასე ხოხიალით შეათრიეს მანქანაში, არტური მასთან ერთად არ ყოფილა მანქანაში. მერე ისევ გადმოათრიეს მანქანიდან, ახოხიალებდნენ, ურტყამდნენ, თვითონ მხოლოდ აგინებდა, არ შეეძლო დარტყმა, რადგან შეზღუდული ჰყავდათ და წინააღმდეგობას ვერ უწევდა, არც ტანსაცმელი შემოუხევია პოლიციის თანამშრომლისთვის. მიიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, ისევ სცემეს, ძირს დაგდებულს ურტყამდნენ, მუცელზე აგდებდნენ. იკითხა, სად იყო, რაზეც ცუდი სიტყვებით უპასუხეს, აფურთხებდნენ და შეურაცხყოფდნენ. არანაირი რეაქცია არ ჰქონია არავის არც იქ და არც დ------------------------------–-------–-, იგნორირებას უკეთებდნენ ყველაფერს, არადა ეუბნებოდა, რომ მათი კოლეგები მოექცნენ ასე. ჩამწერი საათი ჰქონდა, რომელიც დასატენი იყო და შიგადაშიგ ითიშებოდა, თუმცა ჩანაწერებშიც ისმის, შ--–-- ძ----–---–ი პოლიციის შენობაში როგორ ეუბნება, არარაობა ხარო, ასევე, ისმის ფურთხების და დარტყმის ხმები. ა--------------------- ცალკე იყო, პირდაპირ ვერ ხედავდა, თუმცა დარტყმის ხმები და გინება ესმოდა მისი მისამართით. ჩანაწერი კლუბშიც გააკეთა, მამაკაცმა მისი პროვოცირება რომ დაიწყო, თუმცა გარკევული ხარვეზებით ჩაიწერა.

 

ბრალდებულმა ა--------------------მა გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლება და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

 

დაზარალებულ მ-----–---------–--ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა დ----------–---სთან და გ---------–---------–---თან ერთად, ღამით ახდენდნენ შემოვლას ა--–------ მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც რადიოსადგურით შეატყობინეს, რომ ჩხუბი იყო კლუბ ,,ნ-------‘‘. გამოცხადდნენ ადგილზე, სადაც 5-6 ადამიანს შორის ხელჩართული ჩხუბი მიმდინარეობდა. სამივენი პოლიციის ფორმებში იყვნენ, მიმართვა და მოწოდება ვერც მოასწრეს, მოჩხუბრებს გამოეყო ორი პირი და მათკენ წამოვიდა, დაუძახეს, რომ პოლიციელები იყვნენ და შეეწყვიტათ ჩხუბი, რა ჰქონდათ გასაყოფი, მაგრამ ისინი აშკარად გამოხატავდნენ აგრესიას მათ მიმართ. ილანძღებოდნენ, იგინებოდნენ და იქნევდნენ ხელებსა და ფეხებს მათი მისამართით, დანარჩენებიც აგრძელებდნენ ჩხუბს, ბრალდებულების ქცევიდან გამომდინარე, ვერ ახერხებდნენ მათ დამშვიდებას. ამასობაში ერთი ნაწილი გაიქცა. მათთან დაპირისპირებულმა ერთმა პირმა, რომელზეც შემდეგ გაიგო, რომ ფ--–------------ იყო, მუჭი დაარტყა შუბლის არეში, თან ქურთუკი დაუზიანა და მარჯვენა ჯიბე ჩამოახია. ამის შემდეგ დ----------–---მ რადიოსადგურით დახმარება ითხოვა თანამშრომლებთან, რის შემდეგაც ადგილზე გამოცხადდნენ მათი განყოფილების თანამშრომლები, რომელთაც ბრალდებულებს ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, განუმარტეს უფლებები, დააკავეს და გადაიყვანეს განყოფილებაში. ეს ყველაფერი კლუბის წინ ხდებოდა, ოდნავ მარჯვნივ, პოლიციელები იყვნენ სახით კლუბისკენ, სხვა პირები ზურგით კლუბისკენ. როგორც ახსოვს, ფ--–------------ დააკავა შ--–-- ძ----–---–მა, ა-–---------- ს-----ემ და დ----- მ------მა, ხოლო ა--------------------- - დ----- პ----–---–მა და გ------- ჩ-----------–---–მა. საკმაო განათება იყო და დაინახა მათ სახეებზე დაზიანებები, თუმცა მისი და თანამშრომლების მხრიდან არავითარ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას მათ მიმართ ადგილი არ ჰქონია. თვითონ მიიღო დაზიანება და ჩამოახიეს ქურთუკი, ასევე, გ---------–---------–---საც. როდესაც განყოფილებაში მივიდა, დაკავებულები ცალ-ცალკე იყვნენ. ბ------- სკამზე იჯდა, ო---------- - სავარძელზე, არ გაუგია ცემის, ყვირილისა და შეურაცხყოფის გამომხატველი სიტყვები.

 

დაზარალებულ გ---------–---------–---ის ჩვენების თანახმად, ადგილზე მისულებმა იქ შეკრებილებს მოუწოდეს დამშვიდებისკენ, თუმცა მოჩხუბრებს გამოეყო ორი პიროვნება და დაუწყეს შეურაცხყოფის მიყენება და გინება, ეკითხებოდნენ, ვინ დაუძახათ და რატომ მივიდნენ, თვითონ გაერკვეოდნენ. ა--------------------მა ამ დროს ხელი დაარტყა კისრის, ყელისა და მკერდის არეში, შემდეგ ფეხიც მოხვდა ფეხში. გადაწყვიტა მოეგერიებინა, პარალელურად ცდილობდა შეკავებას, რა დროსაც დ----------–---მ გამოიძახა დახმარება. მალევე მივიდა მათი თანამშრომლებისგან შემდგარი დამხმარე ჯგუფი, რა დროსაც ო---------- ისევ აგრძელებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და ჩამოახია ფორმის მარცხენა საყელო. სხვა პირებიც იყვნენ, მაგრამ გაიქცნენ, ვერ მიაქცია ყურადღება, რადგან ხელს უშლიდა ფიზიკური დაპირისპირება. დ----- პ----–---–მა, დ----------–---მ და გ------- ჩ-----------–---–მა დააკავეს ა---------------------, ადგილზევე ჩაუტარეს პირადი ჩხრეკაც, ამ დროს აგინებდა მათ, აფურთხებდა, ეწინააღმდეგებოდა ფეხებით და ყვიროდა. თავისი ფეხით მიიყვანეს მანქანასთან და ჩასვეს, რის შემდეგაც გადაიყვანეს ძ---–-------–---- სამმართველოში. მთელი დროის განმავლობაში პოლიციის მხრიდან არც სიტყვიერ და არც ფიზიკურ შეურცხყოფას ადგილი არ ჰქონია. განყოფილებაში ა--------------------- და ფ--–------------ ცალ-ცალკე, გვერდიგვერდ ოთახებში ისხდნენ, თუმცა მათთან არანაირი ურთიერთობა აღარ ჰქონია. იმ ღამით მორიგე იყო და დარჩა, ამ დროის მანძილზე ა---------------------სგან სულ გინება ისმოდა მათი მიმართულებით. ბრალდებულს თავის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები, სახეც აწითლებული ჰქონდა, რაც შესაძლოა მანამდე მომხდარი ჩხუბისას მიადგა, თან თავიც გადაპარსული ჰქონდა.

 

დაზარალებულ დ----------–---მ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ, რადიოსადგურით მოწოდებისთანავე, მ-----–---------–---სა და გ---------–---------–---თან ერთად, გამოცხადდა ე-------- მოედანზე, სადაც ჩხუბი იყო. 5-6 ახალგაზრდა ჩხუბობდა, მივიდნენ და მოუწოდეს, დამშვიდებულიყვნენ, მაგრამ არ ითვალისწინებდნენ, რატომ ერევით ჩვენს საქმეშიო. თვითონ ჩაერთნენ მათ გაშველებაში, რაზეც აგრესიას გამოხატავდნენ. ცდილობდნენ მათ შეჩერებას, მაგრამ ბევრნი იყვნენ, ერთმანეთში ჩხუბობდნენ, თან მათაც უწევდნენ წინააღმდეგობას, განსაკუთრებით ორნი გამოირჩეოდნენ აგრესიულობით მათ მიმართ და გამოიძახა დახმარება, მივიდა რამდენიმე მათი თანამშრომელი. ეს ორი პირი შეურაცხყოფას აყენებდა მათ, ა--------------------მა ხელი დაარტყა და ფორმა ჩამოახია მის თანამშრომელს. დააკავეს, ჩასვეს მანქანაში და გადაიყვანეს განყოფილებაში. ჩხუბის შეწყვეტის მოთხოვნისას სხვა პირები გაიქცნენ, მაგრამ ფიზიკურად ვერ დაედევნენ, რადგან დაკავების ღონისძიებას ახორციელებდნენ. ბ------- ძალიან დიდი წინააღმდეგობის ფონზე დააკავეს, რაშიც იგულისხმება როგორც ფიზიკური შეჩერება, ისე - ბორკილის დადება და მანქანაში ჩასმა. არ ახსოვს, რომელ საათზე გადაიყვანეს განყოფილებაში, თვითონ ა--------------------- წაიყვნა, სალონში უკან, შუაში ეჯდა თანამშრომლებს. იქ შეადგინეს დაკავების ოქმი. განყოფილებაში ფ--–------------ და ა--------------------- სხვადასხვა ოთახებში ისხდნენ.

 

მოწმე რ----–------------ს სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების მიხედვით, არის უ---------------------------- უფროსი კლუბ ,,ნ---ში‘‘. 2015 წლის 4 აპრილს კლუბის ქვედა ნაწილში რამდენიმე ადამიანს შეხლა-შემოხლა მოუხდა ბრალდებულებთან. თანამშრომელთან ერთად, ამოიყვანა ზედა სართულზე პირველი ჯგუფი და მოუწოდა, დაეტოვებინათ იქაურობა. შედეგად, გაქრნენ მისი თვალთახედვის არედან. შემდეგ ბრალდებულები ამოიყვანა და სთხოვა კლუბიდან წასვლა, ისინიც უპრობლემოდ გავიდნენ. საიდანაღაც ის სამი ადამიანი გამოჩნდა, პირველად რომ გაუშვა, და დაიწყეს ბრალდებულებთან შეხლა-შემოხლა და გინება. მართალია, მათ არ აქვთ კონფლიქტში ჩარევის უფლება კლუბის ტერიტორიაზე, თუმცა, ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე, ჩაერივნენ, რომ რამე ცუდი არ მომხდარიყო, თუმცა ვერ მოერივნენ, რადგან დაცვის წარმომადგენლები ორნი იყვნენ, ხოლო მოჩხუბრები 5-6. ამის გამო, გამოიძახა პოლიცია, ოღონდ არ ახსოვს 112-ში დარეკა, თუ დაცვის პოლიციაში. პოლიცია მივიდა დაახლოებით 5-7 წუთში. თვითონ დაუბრუნდნენ თავიან სამუშაო ადგილს კლუბის შესავლელში. პოლიციის თანამშრომლებს ეცვათ ქურთუკები, წარწერით ,,პოლიცია‘‘. კლუბიდან დაახლოებით 25-30 მეტრში იყვნენ და კარგად ვერ ხედავდა, თუმცა არჩევდა. პოლიციის მხრიდან იყო წესრიგისკენ მოწოდება, სავარაუდოდ, ბრალდებულებს მოუწოდებდნენ, რადგან მხარე, რომელიც პირველად გამოუშვა კლუბიდან, ადგილზე აღარ იყო. ხელის დარტყმა არ დაუნახავს, რადგან იქ განათება არ მუშაობდა მაგ დროს, თუმცა გაიგო გახევის ხმა, პოლიციის ჟილეტის გახევის ხმა იყო, როგორც გაიგო და დაინახა, მხრის არეში იყო გახეული. კლუბის წინ ნათურები ირთვება და ქრება, თუმცა ზუსტად იმ მომენტში, როცა ხმა გაიგო, არ ახსოვს, ანათებდა თუ არა. პირველად მოსულ პოლიციელებს დაემატნენ სხვა პოლიციელები. წინააღმდეგობის გაწევა და ჩხუბი არ ყოფილა, ალბათ, პირველი მხარის მიმართ რომ იყვნენ გაბრაზებული, ამის ბრალი იყო. ბ---------------------- და პოლიციას შორის ჩხუბი არ ყოფილა. ფიზიკური წინააღმდეგობის დროს არ ახსოვს ზევით იყო, თუ დაბლა, ასევე, არ ახსოვს, როგორ ჩასვეს მანქანაში ისინი, არ დაუნახავს არც ბორკილების დადება, მანძილიდან გამომდინარე. შემთხვევამდე იცნობდა ფ--–-----------ს, რადგან მათ კლუბში დადიოდა ხოლმე, ყოველთვის ზრდილობიანად იქცეოდა.

 

მოწმე დ-----------------ის ჩვენების თანახმად, 2015 წლის აპრილში მუშაობდა ღამის კლუბ ,,ნ---ში‘‘. შემთხვევის ღამეს მიმტანმა უთხრა, რომ რაღაც გაურკვევლობა, ჩხუბი იყო საპირფარეშოში. სანამ მივიდა, ერთი მხარე უკვე აყვანილი ჰყავდა ზემოთ რ----–------------ს. თვითონაც აბრუნდა, რ----–--მა გათვალა ისე, რომ ჯერ პირველი მხარე გაუშვა კლუბიდან, შემდეგ - მეორე მხარე, რომ აღარ გაგრძელებულიყო კონფლიქტი, თუმცა პატარა შელაპარაკება იქაც მოხდა. ამასობაში უკვე პოლიციაში დარეკილი ჰქონდა რ----–--ს. სანამ პოლიცია მივიდოდა, ისევ შეკამათდნენ, რაშიც დაცვის წევრებიც ჩაერივნენ, რათა ცუდი არაფერი მომხდარიყო. არ გაუგია, რომ დაპირისპირებული მხარიდან რომელიმე პოლიციელი ყოფილიყო. პოლიციის მისვლის შემდეგ ერთი მხარე სადღაც გაქრა. დარჩენილებს (როგორც შემდეგ გაარკვია, ერთი იყო ბ-------) პოლიციამ მოუწოდა დამშვიდებისკენ, მაგრამ ისინი ნასვამები იყვნენ და პოლიციასა და მათ შორის შელაპარაკება, გაწევ-გამოწევა, შეხლა-შემოხლა და გინება იყო, რასაც მათი დაკავება მოჰყვა. მანქანაში ჩასმის დროს არ ემორჩილებოდნენ, ფეხების ქნევა და აგრესია იყო. თან კამათობდნენ და მიდიოდნენ პოლიციასთან ერთად. თვითონ ამ დროს, ე.წ. ფეისკონტროლ რომა ვ---------თან ერთად, თავის ადგილზე იდგა.

 

მოწმე რ----- ვ---------ის ჩვენების მიხედვით, როდესაც ცენტრალური კარი გაიღო, დაინახა, რომ დაცვის უფროსს - რ----–--ს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი 2-3 ბიჭი ამოჰყავდა, ამის შემდეგ ის ჩაბრუნდა და სხვები ამოიყვანა. როგორც გაიგო, მათ შორის შელაპაკება მოხდა. შემდეგ მათ ისევ დაინახეს ერთმანეთი და შელაპარაკდნენ, რაც ჩხუბში გადაიზარდა. რ----–--მა გამოიძახა პოლიცია, რომელიც დაახლოებით 5 წუთში მივიდა. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩხუბის გამო პოლიცია გამოიძახეს კლუბის თანამშრომლებმა. მართალია, მოცემულ შემთხვევაში, მოჩხუბრების ორივე მხარე კლუბის გარეთ იმყოფებოდა, თუმცა ჩაერივნენ, რომ მძიმე შედეგი არ დამდგარიყო. ამის გამო გამოიძახეს პოლიციაც, რომლის მისვლის შემდეგ დატოვეს ის ადგილი და მიუბრუნდნენ სამუშაოს. ამ დროს კონფლიქტის მონაწილეთა პირველი ჯგუფი გაიქცა, თუმცა დაედევნა თუ არა მათ რომელიმე პოლიციელი, არ დაუნახავს. მისი ადგილიდან ჩანდა კლუბიდან გასული პირების პოლიციასთან ურთიერთობა, ნასვამები იყვნენ, იგინებოდნენ და წინააღმდეგობას უწევდნენ, თუმცა ხელის დარტყმა პირადად მას არ დაუნახავს არც მათი და არც პოლიციის მხრიდან. პოლიციის ფორმა გახეული დაინახა, თუმცა არ იცის, რა დროს გახიეს. ვერც სახეებს არჩევდა, რადგან სადაც იდგნენ, იქაური ლამპიონების სინათლე ადგილამდე მკვეთრად არ აღწევდა. ბოლოს ახსოვს, ფ--–-----------ს ბორკილი ედო, მის მეგობარს ედო თუ არა ბორკილი, არ ახსოვს. ასევე, დაინახა, მანქანაში როგორ ჩასვეს. ფ--–-----------თან ერთად იყო თავგადაპარსული პირი, თუმცა ვარცხნილობის გამო გაუჭირდება დაადასტუროს, იყო თუ არა ის ა---------------------.

 

მოწმე შ--–-- ძ----–---–ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, საპოლიციო კონტროლის დღე იყო, ღამის საათებში, დ----- მ------თან ერთად, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც რადიოსადგურით დაიძახა თანამშრომელმა, რომ კლუბ ,,ნ-------‘‘ დახმარება სჭირდებოდა. ახლოს იყვნენ და 2-3 წუთში მივიდნენ, დაინახეს ორი ნასვამი პიროვნება სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მათ თანამშრომლებს - მ-----–--------–---ს, გ---------–---------–---სა და დ----------–---ს. მიახლოებისას დაინახა, ერთ-ერთმა როგორ დაარტყა მ-----–---------–---ს შუბლში, უქნევდა ხელებს და ჩამოახია მაისურის/ქურთუკის მარჯვენა ჯიბე. დ----- მ------მა, ა-–---------- ს-----ემ და თვითონ დააკავეს ეს პირი, რომელიც აღმოჩნდა ფ--–------------. დაკავებულს ადგილზევე ჩაუტარეს ჩხრეკა და წარადგინეს პოლიციის განყოფილებაში. მ-----–---------–--- დარტყმის შედეგად თავს ცუდად გრძნობდა, შოკში იყო. ფ--–------------ დაკავების მომენტშიც უწევდა მათ წინააღმდეგობას, ასევე, ხელ-ფეხით დარტყმას აგრძელებდა მანქანაშიც, თან იგინებოდა. მისთვის არცერთ პოლიციელს შეურაცხყოფა არ მიუყენებია. შექმნილი ვითარების გამო, ადგილზე ვერ მოახერხეს ოქმის შედგენა, რომელიც შემდეგ ს-----ემ შეადგინა განყოფილებაში. იქ დაინახა ფ--–------------ს სახეზე სისხლნაჟღენთები, სიწითლეები ჰქონდა ცხვირზე, ყურზე, შუბლზე და ტუჩზე. ჰკითხა - საიდან ჰქონდა, რაზეც დაკავებულმა უპასუხა, რომ კლუბთან მათ მისვლამდე კამათი მოუვიდა უცნობ პიროვნებასთან. სამედიცინო დახმარებაზე უარი განაცხადა, სკამზე დაჯდა, რაღაც მომენტში გადაწვასავით და სკამიდან გადავარდა. წამოაყენეს, იატაკზე წამოწოლის მომენტიც ახსოვს, თითქოს, ცდილობდა თავის იატაკისთვის დარტყმას, მაგიდისთვისაც უნდოდა თავის დარტყმა, მაგრამ ცდილობდნენ შეეკავებინათ, რომ თვითდაზიანებები არ მიეყენებინა. მან გვერდზე ოთახში მყოფ ა--------------------ს არაქართულ ენაზე გადასძახა, რის შემდგომაც ორივემ დაიწყო ყვირილი. პოლიციის მხრიდან ფ--–------------ს მიმართ არავითარ შეურაცხყოფას არ ჰქონია ადგილი. რაც შეეხება ა--------------------ს, მისი დაკავების მომენტი არ ახსოვს, არ იცის, ვინ დააკავა.

 

მოწმე დ----- მ------მა სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ, შ--–-- ძ----–---–თან ერთად, გამოძახებაზე მისულმა შენიშნა, რომ მათ თანამშრომლებთან - მ-----–---------–---სთან და დ----------–---სთან ორ პირს ჰქონდა კონფლიქტი, ადგილზე იყო ბევრი უცხო ადამიანიც. ჩანდა, რომ ის ორნი ნასვამები იყვნენ და საკმაოდ აგრესიულად იქცეოდნენ, როგორც გაიგო, სხვა პირებთან ჰქონდათ კონფლიქტი მათ მისვლამდე, რასაც გაგრძელება მოჰყვა. ფ--–------------ იყო საკმაოდ აგრესიული და პოლიციელებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა, როგორც ახსოვს, მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ-----–---------–---ს, თან ფორმა დაუზიანა. მოუწოდებდნენ, დამშვიდებულიყვნენ, დაეცვათ საზოგადოებრივი წესრიგი და დამორჩილებოდნენ, მაგრამ ისინი აგრძელებდნენ წინააღმდეგობას. იქ მყოფი მათი ყველა თანამშრომელი შემოსილი იყო სამსახურებრივი ფორმით. შედეგად, ა-–---------- ს-----ესთან და შ--–-- ძ----–---–თან ერთად, დააკავა ფ--–------------, რა დროსაც განუმარტეს უფლებები, თუმცა ვინ განუმარტა, არ ახსოვს. ფ--–------------ დაკავების დროსაც აგრესიულად უწევდა წინააღმდეგობას და ცდილობდა ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას, ასევე, ცდილობდა თვითდაზიანებას, მაგრამ არ აძლევდნენ ამის საშუალებას. ჩხრეკა დაკავების შემდგომ ჩაუტარდა. ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა პოლიციის მხრიდან არ ყოფილა, ასეთი არ ახსენდება. რაც შეეხება ა--------------------ს, მისი დაკავება ვინ მოახდინა, არ ახსოვს. რამდენადაც ახსოვს, ფ--–-----------ს დაკავების დროს სახეზე ეტყობოდა დაზიანებები, რომლებზეც განმარტავდა, რომ პოლიციასთან შეხებამდე კონფლიქტი ჰქონდა უცნობ პიროვნებასთან, იჩხუბა და დაზიანებები მაშინ მიიღო.

 

მოწმე ა-–---------- ს-----ის ჩვენების მიხედვით, ღამის 2-დან 3 საათამდე შემთხვევის ადგილზე, კლუბ ,,ნ-------‘‘, მივიდა გ------- ჩ-----------–---–თან და დ----- პ----–---–თან ერთად. დაინახა მათი თანამშრომლები. როდესაც მიუახლოვდნენ, მ-----–---------–---ს, ერთი მოქალაქე აყენებდა შეურაცხყოფას, გამოხატავდა მისდამი დაუმორჩოლებლობას, ა-------–--ე აკავებდა, რა დროსაც აღნიშნულმა პირმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას, მუშტი დაარტყა სახეში და თან ფორმა დაუზიანა. დაინახეს ისიც, როგორ გაიქცა 3-4 ადამიანი, მაგრამ მათი დადევნების დრო არ იყო. დ----- მ------თან და შ--–-- ძ----–---–თან ერთად დააკავა ეს პირი, რომელიც აღმოჩნდა ფ--–------------. ჩაუტარეს ჩხრეკაც, თუმცა ოქმი ადგილზე ვერ შედგა. ალკოჰოლის სუნი ჰქონდა, ფიზიკურ შეურაცხყოფას აღარ აყენებდათ, რადგან ამის საშუალება არ ჰქონდა, შესაბამისად, სიტყვიერად გამოხატავდა აგრესიას. საჭესთან თვითონ დაჯდა, ბრალდებული კი უკან დ----- მ------სა და შ--–-- ძ----–---–ს ეჯდათ შუაში, ის აპროტესტებდა დაკავებას და შეურაცხყოფდა მათ. განყოფილებაში ბრალდებულს ვიზუალური დათვალიერებისას შეამჩნიეს, რომ სახეზე ძველი ნაიარევი ჰქონდა, ოქმში აღნიშნა ყველა სხვა დაზიანებაც. ოქმი გადასცა დაკავებულს, მაგრამ მან ხელი არ მოაწერა. შემდეგ მივიდა ადვოკატი. როდესაც ოთახში აიყვანეს, ბრალდებული უკვე მშვიდად იჯდა სკამზე, მეორე ბრალდებული გვერდით ოთახში იყო, რომლის ვინაობა იმ დროისთვის მისთვის უცნობი იყო. ბრალდებულებისგან მოდიოდა აგრესიული შეძახილები, თუმცა რას იძახდნენ, არ იცის, რადგან არ ფლობს შესაბამის ენას. ამჩნევდა, რომ, შეძახილებთან ერთად, მათი მხრიდან აგრესია იმატებდა და ფ--–------------ თვითდაზიანებას იყენებდა, ცდილობდა, კედლისთვის მიერტყა თავი, რასაც არ ანებებდნენ. კედლის მხრიდან ოთახის შუაგულში, მაგიდისკენ, გადაიყვანეს. პირადად მისთვის ბ------- შეურაცხყოფა არ მიუყენებია და არც აგრესია გამოუჩენია. რაც შეეხება ო----------, მას რამდენი პოლიციელი აკავებდა, არ იცის, ასევე, არ იცის, რა დაზიანებები ჰქონდა მას.

 

მოწმე გ------- ჩ-----------–---–მა სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ, დ----- პ----–---–თან და ა-–---- ს-----ესთან ერთად, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, როდესაც მათმა თანამშრომელმა დ----------–---მ რადიოსადგურის მეშვეობით დახმარება ითხოვა. დაახლოებით 5 წუთში მივიდნენ ადგილზე, დაინახეს ორი ნასვამი პიროვნება აგინებდა და ხელ-ფეხს ურტყამდა მათ თანამშრომლებს - მ-----–--------–---სა და გ---------–---------–---ს. როგორც შემდეგ დაზუსტდა ვინაობა, ა--------------------მა გ------- ლ---------–---ს ჩამოახია სამსახურებრივი ქურთუკი და კიდევ საცემად იწევდა. ამ დროს მათ მიერ მოხდა ამ პირის დაკავება. მათი ადგილზე მისვლისას ფ--–------------ იყო მ-----–--------–---სთან, ხოლო ა--------------------- - გ---------–---------–---თან. ჩაუტარეს ჩხრეკა და დააკავეს ორივე პიროვნება, უფლებებიც განუმარტეს, თუმცა ოქმები ადგილზე ვერ შედგა, რადგან ფიზიკურად არ იყო ამის საშუალება. როგორც გაიგეს, მათ მისვლამდე კლუბში უჩხუბიათ ვიღაცეებთან და ამიტომ აგრესიულები იყვნენ, თან ამბობდნენ რომ, მათთან მოჩხუბრებიც პოლიციელები იყვნენ და ამიტომ ვეღარ არჩევდნენ, ვინ ვინ იყო. პოლიციელების მხრიდან არცერთის მიმართ არც სიტყვიერ და არც ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. არც თვითონ შეხებია ო----------. რა დაზიანებებიც ჰქონდა მას, დ----- პ----–---–მა ყველაფერი აღწერა ოქმში. დაზიანებებთან დაკავშირებით ა--------------------მა რა განმარტა, არ იცის. ბ------- განყოფილებაშიც ნახა, სკამზე იჯდა, როგორც ახსოვს.

 

მოწმე დ----- პ----–---–ის ჩვენების თანახმად, ა-–---------- ს-----ესთან და დ----------–---სთან ერთად, შემთხვევის ადგილზე მისულთ დახვდათ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ორი მოქალაქე, რომლებიც მათ თანამშრომლებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ამ დროს გ---------–---------–---ს პოლიციის ჟილეტი შემოახია პირმა, რომელიც მათ შემდეგ დააკავეს. თანამშრომლები მოუწოდებდნენ წესრიგისკენ, არაერთხელ მოუწოდეს მათაც, მაგრამ შეურაცხყოფას აყენებდა მათ ორივე, აგინებდნენ და ცემდნენ. არაადეკვატურად იქცეოდნენ დაკავების შემდეგ პოლიციის განყოფილებაშიც. პროპორციული ძალით ამშვიდებდნენ, ცდილობდნენ, თვითდაზიანებები არ მიეყენებინათ, მაგრამ მაინც არ არის გამორიცხული, თვითდაზიანება მიეყენებინათ. პოლიციის თანამშრომელთაგან არავის დაურტყამს არცერთი მათგანისთვის.

 

კლუბ ,,ნ-------‘‘ პოლიციის მიმართ გაწეული წინააღმდეგობის ფაქტზე, თანამშრომლის პატაკის საფუძველზე, გამოძიების დაწყება და გამოძიების ბოლომდე წარმოება დაადასტურა მოწმე გ------- ე-–---–---–მა. ამასთან, განმარტა, რომ არ ახსოვს, დაათვალიერა თუ არა კლუბის კამერების ჩანაწერები, აღნიშნა, რომ დაათვალიერებდა, თუ ასეთი იარსებებდა. თვითონ განყოფილებაში იყო, როდესაც ბრალდებულები მიიყვნეს. ამასთან, არ შეუმჩნევია, რომ ა---------------------სა და ფ--–------------სთვის განყოფილებაში ვინმეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინა.

 

მოწმე მ------ ა----–--ემ დაადასტურა მის მიერ გამოძიების პროცესში ჩატარებული საპროცესო მოქმედება - ბრალდებულების მიმართ ნასამართლობის ცნობების მოპოვება.

 

მოწმე ვ-------- ქ--------ის ჩვენებით, ძ---–-------–---- სამმართველოს 1---------------–---–- წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე გამოკითხა სამი პოლიციელი - ს-----ე, ა-------–--ე და ლ---------–----, რომელთაც დაზიანებები ჰქონდათ თუ არა, არ ახსოვს. ასევე, ამოიღო მათ მიერ წარდგენილი, როგორც ახსოვს, ორი გახეული უნიფორმის მაისური. დაათვალიერა წარდგენილი ნივთები, დალუქა და შეადგინა შესაბამისი ოქმი.

 

პატრულ-ინსპექტორ ი-----–- ტ----–-–---–ის ჩვენების მიხედვით, მეწყვილე ს--–---- ბ----------- ერთად, გამოძახების საფუძველზე, პოლიციის 1---------------–---–- ალკოტესტით შესამოწმებლად. პირველი ფ--–------------ შეამოწმა, განუმარტა, რომ შეეძლო უარი ეთქვა შემოწმებაზე, ის იჯდა წყნარად, ვიზუალურადაც ეტყობოდა და ალკოტესტმაც დაადასტურა სიმთვრალე. რაც შეეხება ო----------, სხვა ოთახში იყო, აგრესია გამოხატა, რომ დაინახა, ზოგადად პოლიციელების მიმართ აგრესიულად იქცეოდა და იგინებოდა, უარი განაცხადა შემოწმებაზე. რაც შეეხება სახეს, ჰქონდათ თუ არა დაზიანებები, არ შეუნიშნავს, რადგან მისი საქმე მხოლოდ ტესტის ჩატარება იყო. ნაცემი რომ ყოფილიყო, შეამჩნევდა. დაკავებულების მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფას მისი იქ ყოფნის პერიოდში ადგილი არ ჰქონია.

 

მოწმე რ----- კ---------მ, ასევე, დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებათა ავთენტურობა, მათ შორის, ელექტრონული საშუალებით ექსპერტიზის დანიშვნა და განმარტა, რომ, ადვოკატ ვ----–--------–---–---- ერთად, განყოფილებაში, ერთ-ერთ ოთახში, ნახა ფ--–------------ და ა---------------------, თუმცა ჰქონდათ თუ არა მათ დაზიანებები, ვერ გაიხსენა.

 

მოწმე ა---–---- ბ---------მა სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ სპეციალისტად მუშაობს პოლიციის დეპარტამენტში. დაკავებულების იზოლატორში შეყვანის შემთხვევაში ევალება დათვალიერება. 2015 წლის 5 აპრილის, მორიგეობისას, მიიღო დაახლოებით 20-25 დაკავებული, ამიტომ ყველას სათითაოდ ვერ დაიმახსოვრებდა. ზოგადად დათვალიერებისას დგება ოქმი, რომელშიც იწერება ყველანაირი დაზიანება, თუკი ასეთი გააჩნია, ამასთან, ეკითხებიან, რა დროს აქვს მიღებული, თუკი დაკავებული მედიკამენტს ითხოვს, აძლევენ, თუ გადაუდებელი სამედიცინო ჩარევაა საჭირო, ან სიცოცხლისთვის საზიანო დაზიანებაა, იქცევიან შესაბამისად. ფ--–-----------მა და ა--------------------მა დაზიანებებთან დაკავშირებით, როგორც ახსოვს, განაცხადეს, რომ დაკავებამდე ჰქონდათ მიღებული, რაც აისახა შესაბამის ოქმში.

 

მოწმე ზ------ კ--–---–---–ის ჩვენების თანახმად, მუშაობს თბილისის დ------------------------------–-------–-, უმცროსი ინსპექტორის თანამდებობაზე. ა--------------------ს იზოლატორში შეყვანისას პოლიციის მიმართ პრეტენზია არ ჰქონია, დაზიანებების შესახებ განაცხადა, რომ ჩხუბში მიიღო დაკავებამდე, ხოლო ფ--–-----------მა განაცხადა, რომ კიბეზე დაგორებისას მიიღო. მათ პოლიციის თანამშრომლების მიმართ, როგორც ახსოვს, პრეტენზია არ გამოუთქვამთ. ოქმს ადგენდა ინსპექტორი კ------- ს-----–---–-, რომელშიც შეტანილია ყველა დაზიანება, რასაც ექიმი ამბობდა, პირადად დათვალიერების პროცესს არ ესწრებოდა, რადგან ექიმი საამისოდ გამოყოფილ ადგილზე ათვალიერებს, თუმცა იმ სამორიგეო ოთახში იმყოფებოდა, სადაც ოქმი დგებოდა. ა--------------------მა ოქმზე ჯვარი დასვა, ბ-------- კი ხელი მოაწერა, თვითონ არ შესწრებია ხელმოწერას, იცის იმ ინსპექტორისგან, ვინც ოქმი შეადგინა. ამასთან, ჰყავდათ გარეშე პირი, რადგან დაკავებულებმა არ იცოდნენ წერა-კითხვა.

 

ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორის ინსპექტორმა კ------- ს-----–---–მა, ამასთან, განმარტა, რომ ფ--–-----------ს და ა--------------------ს დამკავებელი პირების მიმართ პრეტენზიები არ ჰქონიათ, არსებულ დაზიანებებთან დაკავშირებით ა--------------------მა განაცხადა, რომ დაკავებამდე მიიღო, უცხო პირებთან ჩხუბის დროს. ფ--–-----------მა კი განაცხადა, რომ კიბეზე დაგორდა.

 

ფ--–------------ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, დაკავებულია ე-------- მოედანზე მდებარე, ღამის კლუბ ,,ნ---ის‘‘ მიმდებარე ტეროტორიაზე, 2015 წლის 5 აპრილს, 01:26 საათზე. დაკავების მომენტში უკანა წელის არეში აღენიშნება სიწითლეები, მარჯვენა მხარეს გვერდით სიწითლე, ასევე, აღენიშნება ძველი ნაიარევი ორივე თვალის არეში და ცხვირზე სისხლნაჟღენთები, მარჯვენა შუბლზე და ყურის არეში სისხლნაჟღენთი. ასევე, ხელის იდაყვებზე სიწითლეები, ორივე მუხლზე სისხლნაჟღენთები და ნაკაწრები. ბრალდებულმა უარი განაცხადა ოქმზე ხელმოწერაზე.

 

ა---------------------ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით, დაკავებულია ე-------- მოედანზე მდებარე ღამის კლუბ ,,ნ---ის‘‘ მიმდებარე ტეროტორიაზე 2015 წლის 5 აპრილს, 01:25 საათზე. დაკავების მომენტში ვიზუალური დათვალიერებისას ა--------------------ს სახის მარცხენა თვალთან აღენიშნება სისხლნაჟღენთი, ასევე, სახისა და თვალის არეში სიწითლეები. ოქმს ხელს აწერს გარეშე პირი, ვინაიდან დაკავებულმა არ იცის წერა-კითხვა.

 

შსს დ------------------------------–-------–- დაკავებულ ფ--–------------ს გარეგნული დათვალიერების ოქმის თანახმად, ფ--–-----------ს ორივე თვალის არეში აქვს სისხლნაჟღენთი მოლურჯო-მოწითალო ფერის და შეშუპებული უბანი ცხვირზე, არასისხლმდენი ნაკაწრი ჭრილობა. მარჯვენა გვერდზე მცირე ზომის სისხლნაჟღენთი მოლურჯო ფერის და ორივე ქვედა კიდურზე მრავლობითი ექსკორიაციები. მისი გადმოცემით, დაზიანება მიიღო დაკავებამდე.

 

დაკავებულ ა---------------------ს გარეგნული დათვალიერების ოქმის მიხედვით, ა--------------------ს აქვს სახის კანი ჰიპერემიული, მარცხენა მხარზე, მარჯვენა ქვედა კიდურის ტერფზე ექსკორიაცია. ორივე ზედა კიდურზე არასისხლმდენი ნაკაწრი ჭრილობები. მარჯვენა ქვედა კიდურზე სისხლნაჟღენთი მოწითალო ფერის. მისი გადმოცემით, დაზიანება მიიღო დაკავებამდე.

 

2015 წლის დათვალიერების ოქმის მიხედვით, გ---------–---------–---მა გამომძიებელს წარუდგინა სამსახურებრივი უნიფორმის ლურჯი ფერის ქურთუკი, რომელზეც მარცხენა მხარეს გულის ჯიბესთან და ზურგზე იკითხება წარწერა ,,პოლიცია‘‘, რომელსაც მარცხენა მკლავის ბოლოში აღენიშნება დაზიანება.

 

2015 წლის 5 აპრილის დათვალიერების ოქმის თანახმად, მ-----–---------–---მ გამომძიებელს წარუდგინა სამსახურებრივი უნიფორმის ლურჯი ფერის ქურთუკი, რომელზეც მარჯვენა მკლავზე აქვს პოლიციის ლოგო, ხოლო მარცხენა მხარეს გულის ჯიბესთან და ზურგზე იკითხება წარწერა ,,პოლიცია‘‘, რომელსაც მარჯვენა ჯიბესთან აღენიშნება დაზიანება.

 

2015 წლის 6 აპრილის ტრასოლოგიური ექსპერტიზის #3--/ტრ დასკვნით, გამოკვლევაზე წარდგენილ, გ---------–---------–---ის პოლიციის ფორმის ქურთუკის ზედაპირზე არსებული დაზიანებები, ნაკერის განარღვევის და მარცხენა სამხრის განცალკევების სახით ნაკერის განარღვევის შედეგად, ასევე, მ-----–---------–--ის პოლიციის ფორმის ქურთუკის ზედაპირზე არსებული დაზიანებები, გახევის, ნაკერის განარღვევის და ელვაშესაკრავის ჩამკეტის ამოგლეჯის სახით, წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. გ---------–---------–---ის ქურთუკს მარცხენა სახელოზე არ გააჩნია ემბლემა. ვინაიდან ემბლემის დამაგრების ადგილზე არ არის დარჩენილი ძაფები. იმის დადგენა, თუ რის შედეგად არის ის განცალკევებული, შეუძლებელია.

 

ექსპერტმა რ-------- ტ-------მა დაადასტურა მის მიერ გაცემული ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. ამასთან, განმარტა, რომ ტრასოლოგ-ექსპერტის კომპეტენციაში არ შედის პირის დადგენა, თუ ვის მიერ არის დაზიანებული ქურთუკი. ასევე, შეუძლებელია ხანდაზმულობის, ანუ დაზიანების წარმოქმნის დროის დადგენა.

 

ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილ იქნა, ასევე, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, როგორც დაზარალებულთა, ასევე, ბრალდებულთა სხეულზე დაზიანებების არსებობის ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნულ დასკვნებს სასამართლო მხედველობაში ვერ მიიღებს, ვინაიდან ბრალდების მხარის მხრიდან სასამართლოში არ ყოფილან წარმოდგენილი ექსპერტიზის ჩამტარებელი პირები და საქმის არსებითი განხილვისას არ მომხდარა დასკვნების გამცემ ექსპერტთა მხრიდან მათ მიერ გაცემული დასკვნების შინაარსისა და სისწორის დადასტურება, იმ დროს, როდესაც აღნიშნული დასკვნები მხარეთა მიერ სადავოდ იყო გამხდარი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს დაზარალებულ და მოწმე პოლიციელების სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებების სანდოობაზე.

 

გამოკვლეული მტკიცებულებებით (ასევე, პირის ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით), კერძოდ, დაზარალებულ და მოწმე პოლიციელთა ჩვენებებით დადგენილია, რომ დაცვის თანამშრომლის მიერ განხორციელებული შეტყობინების საფუძველზე, ღამის კლუბ ,,ნ---ის‘‘ ტერიტორიაზე პირველად გამოცხადდნენ ძ---–-------–---- შს ს-----------–-------–------------–---- თანამშრომლები - მ-----–---------–---, დ----------–--- და გ---------–---------–---ი, რომლებსაც ბრალდებულებმა - ა--------------------მა და ფ--–-----------მა გაუწიეს წინააღმდეგობა და მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ა--------------------მა გ---------–---------–---ს, ხოლო ფ--–-----------მა მ-----–---------–---ს ხელი და ფეხი დაარტყა სხეულის სხვადასხვა არეში და დაუზიანა სამსახურებრივი ტანსაცმელი. გაწეული წინააღმდეგობის გამო, გამოძახებულ იქნა დამხმარე პოლიციის ჯგუფი, რომლის მიერაც ადგილზე დაკავებულ იქნენ ა--------------------- და ფ--–------------.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ, როგორც ზემოთ აღინიშნა და დაზარალებულთა ჩვენებებითაც ირკვევა, მათ მიმართ ბრალდებულებმა აგრესია გამოხატეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ასევე, დაუზიანეს სამსახურებრივი ქურთუკები შემთხვევის ადგილზე მისვლისთანავე, კერძოდ, დაზარალებული მ-----–---------–--- ხაზგასმით აღნიშნავს თავის ჩვენებაში, რომ მან დახმარება გამოიძახა მას შემდეგ, რაც მას ფ--–-----------მა დაარტყა და ქურთუკის ჯიბე ჩამოახია. ასეთ ვითარებაში, გაუგებარია, როგორ შეძლეს აღნიშნული ფაქტის დანახვა დახმარების გამოძახების შემდეგ ადგილზე მისულმა პოლიციელებმა - შ--–-- ძ----–---–მა, დ----- მ------მა და ა-–---------- ს-----ემ, რომლებმაც მოახდინეს ფ--–------------ს დაკავება, მაშინ, როდესაც, დაზარალებულის ჩვენების თანახმად, როგორც ქურთუკის დაზიანების, ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს დამხმარე ძალის გამოძახებამდე და დაკავებაში მონაწილე პირთა კლუბ ,,ნ---ის‘‘ ტერიტორიაზე გამოცხადებამდე ჰქონდა ადგილი.

 

ზემოაღნიშნული გარემოება სასამართლოს აძლევს საფუძველს, ეჭვქვეშ დააყენოს მითითებულ პოლიციის თანამშრომელთა მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებები, მათი სანდოობის კუთხით.

 

საგულისხმოა, რომ, გარდა პოლიციის თანამშრომლებისა, საქმის არსებითი განხილვისას დაკითხული ვერცერთი სხვა მოწმე ვერ აღწერს და ვერ ადასტურებს ბრალდებულთა მხრიდან პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისას განხორციელებულ კონკრეტულად ქმედებებს. მართალია, ღამის კლუბ ,,ნ---ის‘‘ დაცვის წევრებმა სასამართლოში დაადასტურეს, რომ დაკავებული პირები ეწინააღმდეგებოდნენ ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს, თუმცა ვერცერთმა მათგანმა ვერ მიუთითა ფ--–------------სა და ა---------------------ს მიერ ინდივიდულაურად განხორციელებულ ქმედებებზე, რა დროს და რომელმა მათგანმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა პოლიციის თანამშრომლებს - მ-----–---------–---სა და გ---------–---------–---ს, ასევე, ვერ აღწერეს, რა ვითარებაში დააზიანეს ბრალდებულებმა პოლიცილეთა სამსახურებრივი ქურთუკები.

 

მოწმე რ----–------------მ განაცხადა, რომ გაიგო პოლიციის ქურთუკის გახევის ხმა, თუმცა ვერ დაინახა, ვინ გახია, ასევე, არ ახსოვს, იმ მომენტში, როცა გახევის ხმა გაიგო, ანათებდა იყო არა ლამპიონი. მანვე განაცხადა, წინააღმდეგობის ამბავი და ჩხუბი არ ყოფილაო, თუმცა იქვე დააფიქსირა, რომ ფიზიკური წინააღმდეგობის დროს, არ ახსოვს, ზევით იყო, თუ დაბლა, ასევე, არ ახსოვს, როგორ ჩასვეს მანქანაში ფ--–------------ და ა---------------------, არ დაუნახავს არც ბორკილების დადება, მანძილიდან გამომდინარე.

 

დაცვის წევრმა რ----- ვ---------მა განაცხადა, რომ მისი ადგილიდან ჩანდა კლუბიდან გასული პირების პოლიციასთან ურთიერთობა, დაადასტურა, რომ ისინი ნასვამები იყვნენ, იგინებოდნენ და წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციის თანამშრომლებს, თუმცა განაცხადა, რომ ხელის დარტყმა არ დაუნახავს და, სინათლის არასაკმარისობის გამო, სახეებსაც ვერ არჩევდა.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ არ გამორიცხავს ბრალდებულთა მხრიდან პოლიციის თანამშრომლებისთვის გარკვეული სახის შეწინააღმდეგებას, თუმცა ხაზს უსვამს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, უტყუარად ვერ დგინდება ის ფაქტი, რომ ფ--–------------სა და ა---------------------ს მიერ ეს იყო უშუალოდ პოლიციის თანამშრომლების საქმიანობის შეწყვეტისკენ მიმართული ქმედებები და არა დაკავების დროს წინააღმდეგობა, რაც გამორიცხავს პირის პასუხისმგებლობას და მიუთითებს არა პირის განზრახვაზე, ხელყოს საზოგადოებრივი წესრიგის დამცველთა მოქმედება, არამედ - მის რეაქციაზე დაკავებასთან მიმართებით, რაც არ არის პირის ბრალეულობასთან მიმართებით განსახილველი ელემენტი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულ ფ--–------------ს ჩვენებას, რომლის მიხედვითაც, ის ეთნიკურ ნიადგაგზე წარმოშობილი კონფლიქტის ინიციატორად ასახელებს ვინმე ლ-----, რომელზეც უთითებს, რომ შესაძლოა ის ყოფილიყო პოლიციის თანამშრომელი ან მათთან დაახლოებული პირი. კლუბის საპირფარეშოში განვითარებული უთანხმოების ამსახველი ჩანაწერით, რაც ფ--–------------ს საათით არის გადაღებული, ისმის დაუდგენელი პირის შეკითხვა: ,,სამსახურებრივ უფლებამოსილებას ასრულებ?‘‘ აღნიშნული პირი (კონფლიქტის ინიციატორი) შემდგომში არსად ფიგურირებს. აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიციის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ვიღაც პირები გაიქცნენ, თუმცა მათ ვერ დაედევნენ, ფ--–------------სა და ა-----------------------ს მიერ გაწეული წინააღმდეგობის გამო.

 

კლუბ ,,ნ---ის‘‘ დაცვის წევრ დ-----------------ის ჩვენების თანახმად, პოლიციასა და ბრალდებულებს შორის იყო შელაპარაკება, გაწევ-გამოწევა, შეხლა-შემოხლა და გინება, რასაც მათი დაკავება მოჰყვა, მანქანაში ჩასმის დროს არ ემორჩილებოდნენ, ფეხებს იქნევდნენ და გამოხატავდნენ აგრესიას. აღნიშნული მიანიშნებს მათ შორის არსებულ დაპირისპირებაზე და არ გამორიცხავს პოლიციის თანამშრომლების მხრიდან იმგვარ ქცევას, რაც ბრალდებულების მხრიდან უკურეაქციის მაპროვოცირებელი ფაქტორი გახდებოდა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ განსაზღვრავს დეფინიციას, თუ სახელისუფლებო ორგანოების რა სახის ქმედებები შეიძლება წარმოადგენდნენ ,,მიკერძოებულ ქმედებებს‘‘ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის მიზნებისათვის - ,,ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად...‘‘, თუმცა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დამკვიდრებულია ერთ-ერთი ზოგადი პრინციპი, რაც იმაში მდგომარეობს, რომ დაკავება ,,თვითნებური‘‘ იქნება, როდესაც, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების ქმედებები შეესაბამება ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებს, სახეზეა არაკეთილსინდისიერების, ან სიცრუის ელემენტი (იხ. მაგალითად, Bozano v. France, 1986 წლის 18 დეკემბერი, სერია A №111, და Čonka v. Belgium, №51564/99, ECHR 2002-I).

 

ფ--–------------ს მაჯის საათის ჩანაწერებში, რაც მხარეთა მონაწილეობით იქნა გამოკვლეული საქმის არსებითი განხილვისას, ისმის ხმა - ,,პოლიციას ხედავ? კი, ვხედავ. ხოდა მერე რო ხედავ, გამოგვიძახეს, რა გინდა, რატო მოდიხარ?‘‘. სწორედ აქვე ხდება ფ--–------------სა და ა---------------------სთვის ბორკილების დადების გადაწყვეტილების მიღება - ,,ბორკილი მანქანაში არ დევს? მოიტანე მერე!‘‘ ავალებს ერთი პოლიციელი სხვას. აღნიშნულით დგინდება, რომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან არ მომხდარა მათი დაკავების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენისას.

 

შესაბამისად, გარდა სასამართლოს მიერ ზემოთ გაცხადებული ეჭვისა პოლიციელთა ჩვენებების სანდოობასთან დაკავშირებით, არსებობს კიდევ ერთი გაურკვევლობა, რატომ გახდა საჭირო ბრალდებულების დაკავება, როდესაც დაპირისპირებულ მხარეებს შორის იმ ეტაპისთვის კონფლიქტი ფაქტობრივად ამოწურული იყო და ხომ არ იყო დაპირისპირებული მხარის წარმომადგენელი მართლაც პოლიციის თანამშრომელი ან მასთან დაახლოებული პირი.

 

სასამართლო განხილვისას ძ---–-------–---- ს-----------–-------–------------–---- თანამშრომლების მიერ მიცემული ჩვენებები, ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ ზემოთ დასახელებულ გარემოებათა გამო, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო შორსაა იმ აზრისგან, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული ზოგადად პოლიციის მუშაკთა ჩვენებები.

 

აქვე, სასამართლო მიუთითებს გამოძიების ინერტულობაზე მტკიცებულებათა მოპოვების კუთხით. არცერთი ვიზუალური მასალა, ბრალდების მხარის მიერ, რაც ნათელს გახდიდა ფ--–------------სა და ა---------------------ს მხრიდან ძ---–-------–---- 1-ლი სამმართველოს თანამშრომლებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას, არ არსებობს. საქმის ძირითადმა გამომძიებელმა გ------- ე-–---–---–მა განაცხადა, რომ, თუკი ჩანაწერები იარსებებდა, ამოიღებდა. ამასთან, კლუბის დაცვის წევრებმა ზუსტად ვერ მიუთითეს კამერების ჩანაწერების არსებობა/არარსებობაზე, რამდენადაც არცერთი მათგანი ამაზე პასუხისმგებელ თანამდებობაზე არ მუშაობდა. აქვე, სასამართლო აღნიშნავს, რომ, თუკი კლუბ ,,ნ---ის‘‘ ჩანაწერი არ არსებობდა, შესაძლო იყო სხვა ვიდეოკამარების ჩანაწერების ამოღება, რამდენადაც ე-------- მოედანზე, სადაც კლუბი ,,ნ---ი‘‘ მდებარეობს, გამორიცხულია, არ ყოფილიყო ვიდეოკამერით აღჭურვილი ობიექტი, რომელიც ფაქტის ამსახველი გახდებოდა, მით უფრო, რომ ყოველივე კლუბს გარეთ მოხდა. აღნიშნული ადასტურებს, რომ გამოძიების ორგანოს აღნიშნული საკითხისთვის არ მიუნიჭებია დიდი მნიშვნელობა, არადა - ბრალდების მტკიცების ტვირთი ბრალდების მხარეს ეკისრება.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში არ წარმოდგენილა სამედიცინო ექსპერტიზის ჩამტარებელი პირები, რომლებიც საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაადასტურებდნენ მათ მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნების შინაარსსა და ავთენტიკურობას, მაშინ, როდესაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 77-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 248-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საქმის არსებითი განხილვის დროს მხოლოდ ის მტკიცებულებაა დასაშვები, რომლის ავთენტიკურობაც დასტურდება.

 

ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები სადავოდაა გამხდარი მხარეთა მიერ, რამდენადაც თითოეული მათგანი შეიცავს დაცვის და ბრალდების პოზიციების გამამყარებელ ინფორმაციებს, და, შესაბამისად, მითითებულ სამედიცინო დასკვნებს სასამართლო ვერ გაიზიარებს და ვერ გამოიყენებს მტკიცებულების სახით, როდესაც საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ვერ იქნა დადგენილი მათი წარმომავლობა და ავთენტიკურობა.

 

ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი პირები - მ-----–---------–---, გ---------–---------–---ი და დ----------–--- არიან იმ ორგანოს თანამშრომლები, რომელმაც მოცემულ საქმეზე აწარმოეს გამოძიება.

 

მართალია, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ამ მხრივ რაიმე დათქმას არ აკეთებს და აღნიშნული პირდაპირ არ წარმოადგენს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმებით გათვალისწინებულ დარღვევას, თუმცა აჩენს საფუძვლიან და ლეგიტიმურ კითხვებს გამოძიების ობიექტურად წარმართვის შესახებ (რის ვალდებულებასაც გამომძიებელს აკისრებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი), ერთ-ერთმა ძირითადმა გამომძიებელმა გ------- ე-–---–---–მა სასამართლოში ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ საქმეს იძიებდა საგამოძიებო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შემავალ პირებს გ---------–---------–---თან, მ-----–---------–---სთან და დ----------–---სთან აკავშირებდათ სამსახურებრივი ურთიერთობა. ყველანი, როგორც გამომძიებლები, ისე - დაზარალებულები იყვნენ ძ---–-------–---- ს-----------–-------–------------–---- თანამშრომლები.

 

ამასთან, სასამართლო ისევ მიუთითებს დაცვის მხარის მტკიცებულებაზე, ფ--–------------ს ჩამწერ საათზე, რომლითაც ირკვევა უკვე პოლიციის განყოფილებაში გადაყვანილ ა--------------------თან და ფ--–-----------თან პოლიციის თანამშრომლების ურთიერთობა. მიუხედავად ჩანაწერის არასრულყოფილი სახისა, რაზეც მტკიცებულების მომპოვებელმა (ფ--–------------) განმარტა, რომ მოწყობილობა დასატენი იყო, რის გამოც რიგ შემთხვევაში ითიშებოდა, ნათელია სურათი, რომ პოლიციის თანამშრომლები, სავარაუდოდ, შეურაცხყოფენ და არასათანადოდ ეპყრობიან, ასევე, ახორციელებენ ფიზიკურ ძალადობას დაკავებულების მიმართ.

 

ჩანაწერის ერთ ეპიზოდში, მას შემდეგ, რაც, სავარაუდოდ, მოხდა ფიზიკური შეხება დაკავებულთან, პოლიციის მუშაკი ფ--–-----------ს რამდენჯერმე ეძახის სახელს, ის ხმას არ სცემს, შემდეგ კი წყალს სთავაზობს, ბრალდებული ისევ არ იღებს ხმას, თანამშრომელი, რომელიც დიდი ალბათობით შეცბუნებულია მისი ურეაქციობით, ეუბნება: ,,პირი გააღე და წყალს ჩაგასხამო‘‘. აქედან დგინდება, რომ, მისი აზრით, მიყენებული დაზიანების გამო ბ------- წყლის დალევის ძალა არ შესწევს. ამასთან, რამდენიმე თანამშრომელი შეკრებილია და ზემოდან დაჰყურებს ფ--–-----------ს, რომელიც იატაკზე წევს. ამ გარემოების გათვალისწინებით, სასამართლო ვერ გამორიცხავს, რომ ა---------------------სა და ფ--–------------ს სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებულია სწორედ საპოლიციო კონტროლში მათი გადასვლის შემდეგ, ისევე, როგორც გადასვლის მომენტში (იგულისხმება დაკავებამდე მიმდინარე ქმედებები).

 

იმის მიუხედავად, რომ სასამართლო მოცემულ საქმეზე ერთმნიშვნელოვნად დადგენილად ვერ გამოაცხადებს, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაში ჩართული პირების - ა------------------------ და ფ--–------------ს წინააღმდეგ ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით გარანტირებული უფლების ,,... არავინ შეიძლება დაექვემდებაროს ... არაადამიანურ მოპყრობას...‘‘ დარღვევას, რამდენადაც ბრალდებულების მიერ სასამართლო სხდომაზე გაცხადებულ იქნა პოლიციელთა მხრიდან ამ უფლების დარღვევის შესახებ, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ უნდა გამოიყენოს ,,განსაკუთრებით ზედმიწევნითი კონტროლი‘‘ (იხ. mutatis mutandis, Ribitsch v. Austria, 4 დეკემბერი, 1995, §32, Series A no. 336; and Georgiy Bykov v. Russia, no. 24271/03 , §51, 14 ოქტომბერი, 2010).

 

კონვენციის მე-3 მუხლის კონტექსტში მტკიცებულების შეფასებისას, სასამართლო ზოგადად იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა‘‘ მტკიცების სტანდარტს (Ireland v. the United Kingdom §161). ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. როდესაც მოვლენების თაობაზე ინფორმაცია მთლიანად, ან უმეტესწილად, ხელისუფლების ექსკლუზიური კონტროლის ქვეშაა, მაგალითად, როგორც ეს პატიმრობაში მყოფი პირების შემთხვევაში ხდება, წარმოიშობა ფაქტის ძლიერი პრეზუმფცია ამგვარი პატიმრობის დროს მომხდარი დაზიანებისა და გარდაცვალების გამო. მტკიცების ტვირთი შეიძლება განიხილებოდეს როგორც ხელისუფლების პასუხისმგებლობა და იგი ვალდებულია, უზრუნველყოს დამაკმაყოფილებელი და დამაჯერებელი განმარტება. სწორედ აქედან გამომდინარე, სავარაუდო დარღვევების ყველა გარემოების საფუძვლიანი და დეტალური განმარტება უაღრესად მნიშვნელოვანია.

 

ამასთან, სასამართლო არ გამორიცხავს გარკვეული სახის დაზიანებების არსებობას ბრალდებულების სხეულზე პოლიციასთან მათ შეხებამდე, უცხო პირებთან განვითარებული კონლიფტისას, თუმცა, ზემოთ დასახელებულ გარემოებათა გამო, სასამართლოს უჩნდება ვარაუდი არასათანადო მოპყრობაზე, რომელზე პასუხის გაცემას ბრალდების მხარე ისევ და ისევ ხსენებულ კონფიქტზე მითითებით შეეცადა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ, იმ შემთხვევაში, როცა პირი იმყოფება პოლიციის განყოფილებაში და იქ ყოფნისას იღებს დაზიანებებს, ასეთ დროს მტკიცების ტვირთი ეკისრება პოლიციას და მან უნდა წარმოადგინოს საკმარისი და დამაჯერებელი არგუმენტები იმ ვარაუდის გასაბათილებლად, რომ დაკავებულზე განხორციელდა ფიზიკური ზემოქმედება. ამ მხრივ მნიშვნელოვანია დაზიანებების აღწერილობა ა---------------------ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმში და დ------------------------------–-------–- დაკავებულის გარეგნული დათვალიერების ოქმში, რომელთა შორის არსებობს სხვაობა კიდურებზე არსებულ დაზიანებებთან დაკავშირებით. მართალია, პოლიციის თანამშრომლები ჩვენების მიცემის დროს შეეცადნენ, რომ ბრალდებულების დაზიანებებთან დაკავშირებით, ასევე, მიეთითებინათ თვითდაზიანებების განვითარების შესაძლებლობაზე, თუმცა სასამართლო აღნიშნულს ვერ მიიჩნევს სარწმუნოდ, რამდენადაც არ დასტურდება სხვა მტკიცებულებებით და, პირიქით, ეწინააღმდეგება დაცვის მხარის მტკიცებულებას - ვიდეოჩანაწერს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, არსებობს ვარაუდის გაუქარწყლებელი საფუძველი, რომ ადგილი ჰქონდა პირის მიმართ არასათანადო მოპყრობას პოლიციის განყოფილებაში და ლეგიტიმურად ისმება კითხვა, რამ გამოიწვია დაკავებულების დ------------------------------–-------–- მიყვანისას მათ სხეულზე დაფიქსირებული სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები. ამ კუთხით მნიშვნელოვანია ა---------------------ს სხეულზე არსებული დაზიანებები, რაც დროებითი მოთვასების იზოლატორში გადაყვანის დროსთან მიმართებით იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ იყო ახლად განვითარებული.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტია სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს მინიმუმ ორი უტყუარი მტკიცებულების არსებობას, რომლებიც ობიექტურ, ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში #1/1/548 ,,საქართველოს მოქალაქე ზ------ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ‘‘ განმარტა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე, ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ასევე, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ა---------------------სა და ფ--–------------ს მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აუცილებლად მიიჩნევს სათანადოდ შეფასდეს ბრალდებულთა პრეტენზიები მოწმე პოლიციელებთან მიმართებაში, ვინაიდან, ბრალდებულთა არგუმენტების დამაჯერებელი უარყოფის გარეშე, შეუძლებელია მოწმეთა მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის დადგენა. სასამართლო განმარტავს, რომ პოლიციელთა ჩვენება, მხოლოდ მათი სტატუსიდან გამომდინარე, არ შეიძლება უპირობოდ იქნეს გაზიარებული საპირისპირო არგუმენტების შეფასების გარეშე. ამ მხრივ საყურადღებოა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ,,მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ‘‘, სადაც სასამართლომ მტკიცებულებათა შეფასებასთან მიმართებაში მიუთითა, რომ ეროვნული ორგანოების მხრიდან ადგილი ჰქონდა გარკვეულწილად არაერთგვაროვან მიდგომას და რომ ეროვნული ორგანოების გადაწყვეტილებიდან აშკარად ჩანს, რომ ისინი დაეყრდნენ ძირითადად ინციდენტში მონაწილე პოლიციელთა ჩვენებებს. ,,შიდა სასამართლოსთვის მისაღები გახდა პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა, საკმარისი დამაჯერებელი განმარტებების გარეშე, იმ ფაქტის მიუხედავად, რომ მათი ჩვენებები შესაძლოა ყოფილიყო სუბიექტური და მიზნად ისახავდა მათი მხრიდან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას‘‘.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებებით და არა საქმის შედეგით დაინტერესებულ მოწმეთა ჩვენებებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ა---------------------სა და ფ--–------------ს ბრალეულობაში.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, რომლის თანახმად, პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს მცირე მტკიცებითი ძალა აქვს, თუ ისინი არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებებით (ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეეგ (Ochelkov v. Russia), განაცხადი no. 17828/05, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 9-). ასევე, მაგალითად, საქმეზე ვირაბიანი სომხეთის წინააღმდეგ (Virabyan v. Armenia), განაცხადი no. 40094/05, 2012 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილების პუნქტი 153-154) ევროპული სასამართლოსთვის მიუღებელი აღმოჩნდა, როცა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის თაობაზე გაკეთებული დასკვნები მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს ემყარებოდა, რომლებიც ასეთ შემთხვევაში შესაძლოა არ ყოფილიყვნენ მიუკერძოებელი მოწმეები.

 

მართალია, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ, გარდა პოლიციელებისა, წარმოდგენილ იქნა კლუბ ,,ნ---ის‘‘ დაცვის სამი წევრი, რომლებიც წესით ნეიტრალური მოწმეების სახით უნდა მოვლენოდა სასამართლოს, თუმცა მათ მიერ გადმოცემული ინფორმაციით ფ--–------------სა და ა---------------------ს მიმართ უტყუარად ვერ დადასტურდა წარდგენილი ბრალდება, რამდენადაც თითოეული მათგანი მიუთითებდა, როგორც გარკვეული პერიოდის გასვლის გამო, რიგი ფაქტების არასრულყოფილ მახსოვრობაზე, ისე - განათების არასაკმარისობაზე, ასევე, პოლიციასა და ბრალდებულთა შორის ურთიერშემხებლობაზე, რა დროსაც არ არის გამორიცხული არც პოლიციელთა მხრიდან ზემოქმედება, მაშინ, როდესაც ვერცერთმა მათგანმა ვერ მიუთითა, კონკრეტულად რომელი ბრალდებულის მიერ რა კანონსაწინააღმდეგო ქმედება იქნა განხორციელებული პოლიციის თანამშრომელთა მიმართ.

 

რაც შეეხება თავად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის შემადგენლობას, აღნიშნული დანაშაული თავისი კონსტრუქციით ფორმალური შემადგენლობისაა და სუბიექტური მხრივ მხოლოდ პირდაპირი განზრახვითაა მისი ჩადენა შესაძლებელი. მაშასადამე, კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ისეთ ელემენტს, როგორიცაა მიზანი. კერძოდ, ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა მიზნად უნდა ისახავდეს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლას, მისი კანონიერი საქმიანობის შეწყვეტას ან შეცვლას, აგრეთვე, აშკარა უკანონო ქმედებისათვის მის იძულებას. ამასთან, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით არის ჩადენილი, თუ მასში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.

 

აღნიშნული დანაშაულის შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ბრალდებულის სუბიექტური აღქმის ფაქტი და განზრახვის არსებობა. ამ მხრივ საგულისხმოა თავად ბრალდებულ ფ--–------------ს (რაც შეეხება ა--------------------ს, მან უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე) განმარტება, რომ მას კლუბიდან ამოსულს დახვდა მასთან რამდენიმე წუთის წინ დაპირისპირებული პირი, პოლიციის თანამრომლებთან ერთად, და დაუწყეს ცემა. შესაბამისად, სასამართლო ვერ გამორიცხავს მის თავდაცვის რეჟიმში ჩადგომას, რაც შემდგომში პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის სახეს დაემსგავსა. რაც შეეხება ა--------------------ს, მან, კლუბიდან ამოსულმა, დაინახა რა შემქნილი ვითარება, შეეცადა გარკვევას, რა დროსაც, როგორც ფ--–------------ აცხადებს, ფაქტობრივად დაუხეთქეს გვერდით ქვაფენილზე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო აფიქსირებს, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა საკმარისად მყარი არგუმენტები და მტკიცებულებები, თუ რამ განაპირობა ბრალდებულთა მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენების აუცილებლობა, მით უფრო, მათი კონტროლის ქვეშ ბრალდებულთა გადასვლის შემდეგ. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერი თანხვედრაშია ბრალდებულ ფ--–------------ს ჩვენებასთან. ამასთან, ვერ გაქარწყლდა ეჭვი მოწმეთა სანდოობასთან და მიკერძოებულობასთან მიმართებით.

 

სასამართლო კატეგორიულად განმარტავს, რომ არ შეიძლება პირის მსჯავრდებას საფუძვლად დაედოს მხოლოდ იმ მოწმე პოლიციელთა ჩვენებები, რომელთა მიმართ გაწეული წინააღმდეგობისთვისაც არის პირი ბრალდებული, საქმის შედეგისადმი ასეთ მოწმეთა სუბიექტური ინტერესიდან გამომდინარე, მით უფრო, მაშინ, როდესაც დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები სულ სხვა გარემოებებზე მიუთითებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებული და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ჯერ ფაქტის არსებობა და შემდეგ - ბრალდებულების დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება.

 

სასამართლოს მიერ ამა თუ იმ ფაქტის უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავდროულად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ა---------------------სა და ფ--–------------ს მიერ პოლიციის მუშაკთა მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ფაქტს, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილს ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მხარეთა მიერ წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც სასამართლოს მისცემდა საშუალებას, რათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაედგინა, რომ ბრალდებულებმა - ა--------------------მა და ფ--–-----------მა ნამდვილად ჩაიდინეს მათთვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედება. შესაბამისად, ბრალდებულები - ა--------------------- და ფ--–------------ ცნობილ უნდა იქნენ უდანაშაულოდ და გამართლდნენ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ა--------------------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ფ--–------------ ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ფ--–------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.

 

ნივთიერი მტკიცებულებები - მ-----–---------–--ისა და გ---------–---------–---ის სამსახურებრივი ქურთუკები დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს, ხოლო 1 ცალი CD დისკი შენახულ იქნეს საქმესთან ერთად, სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

გამართლებულებს - ა--------------------სა და ფ--–-----------ს უფლება აქვთ, მოითხოვონ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე შორენა გუნცაძე