საზღვაო საკითხებთან მიმართებით ინტეგრირებული მიდგომის, კარგი მმართველობის წახალისებასა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას საზღვაო სივრცის გამოყენების პროცესში;
ზღვის რესურსების სივრცითი დაგეგმარების ხელშეწყობას, როგორც საშუალებას, რომელიც უზრუნველყოფს გაუმჯობესებული გადაწყვეტილების მიღებას ადამიანური საქმიანობის კონკურენტულ პროცესში არბიტრირების გაწევის მიზნით, ეკოლოგიური სისტემის მიდგომის შესაბამისად;
სანაპირო ზონის ინტეგრირებულ მართვის წახალისებას, ეკოსისტემის მიდგომის შესაბამისად, მდგრადი სანაპირო განვითარების უზრუნველსაყოფად და სანაპირო რისკებთან მიმართებაში, მათ შორის, კლიმატის ცვლილების ზემოქმედებასთან გასამკლავებლად, სანაპირო რეგიონების მდგრადობის ხელშეწყობას მიზნით;
საზღვაო მრეწველობაში ინოვაციებს და რესურსების ეფექტიანობის წახალისებას, როგორც ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების ხელშემწყობ ფაქტორს, მათ შორის, საუკეთესო პრაქტიკის გაცვლის გზით;
საზღვაო ინდუსტრიებს, მომსახურებებსა და სამეცნიერო ინსტიტუტებს შორის სტრატეგიული ალიანსების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, რომლებიც სპეციალიზდებიან საზღვაო კვლევებზე;
ტრანსსასაზღვრო და დარგთაშორის საზღვაო თვალთვალის ძალისხმევის გაღრმავებას, რათა გაუმკლავდნენ მზარდ რისკებს, რომლებიც დაკავშირებულია ინტენსიურ საზღვაო სატრანსპორტო მოძრაობასთან, გემების ოპერატიულ გადმოტვირთვასთან, საზღვაო შემთხვევებსა და ზღვაზე უკანონო საქმიანობებთან; და
გამართავენ რეგულარულ დიალოგს და ხელს შეუწყობენ საზღვაო საქმიანობის საკითხებში ჩართულ დაინტერესებულ მხარეებს შორის სხვადასხვა ქსელის ჩამოყალიბება